bistiციტატა
გამოვრიცხავ ამ მონეტის ქართულ წარმომავლობას და მის კავშირს ფარნავაზთან.
მე კი ვიფიქრე საუკუნის აღმოჩენაათქო

მოკლედ... ჯობია ისევ 21-ე საუკუნეს დავუბრუნდე
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა
2000 წლის 10 აგვისტოს მიმოქცევაში გამოუშვა ქრისტეშობის 2000 წლის და
საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი
10 ლარის ღირსების საიუბილეო მონეტები
ათი ლარი ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური მონეტა
მოჭრის თარიღი – 2000 წელი.
წონა: 10.6 გრ.
დიამეტრი: 26.0 მმ.
შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი.
გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი.
ა) ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მასზე დატანილი ჯვრებითა და ქრისტეს კვართით.
კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "ქრისტეშობიდან 2000 წელი".
ბ) რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "10" წარწერით "ათი" და "ლარი",
ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი 2000".
გ) მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა "Georgia" და "Ten Lari",
წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ათი ლარისაქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური მონეტა.
მოჭრის თარიღი – 2000 წელი.
წონა: 10.6 გრ.
დიამეტრი: 26.0 მმ.
შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი.
გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი.
ა) ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია XI საუკუნის ღირშესანიშნავი ტაძრის,
სვეტიცხოვლის არწივისა და ლომის ცნობილი ბარელიეფები (როგორც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოები).
მოცემულ კომპოზიციას კრავს ფოთლოვანი ორნამენტი და შვიდი ვარსკვლავი.
კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი".
ბ) რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "10'' და წარწერა "ლარი",
ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი 2000".
გ) მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა "Georgia" და "Ten Lari",
წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.
დიზაინის ავტორები: ემირ ბურჯანაძე და თინათინ თევზაძე.
პ.ს. ამ მონეტების ქრთულ წარმომავლობაზე ვერავინ შემომედავება