მოკლედ გუშინ 17 ოქტომბერს ჩატარდა F.G-ს ახალის ეზონის პირველი ტური.
შეკითხვების პაკეტის რედაქტორი იყო ირაკლი გუნია.
იმედია ყველას მოგეწონათ კითხვები, აქ დავდებ ჩემს ოთხ კითხვას, რომელიც გუშინ დაისვა და ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრი მათ შესახებ.
1. [რიგდება მასალა]

დავიწყოთ თავიდან, პირველი შეკითხვა.
ძვირფასო მოაზროვნეებო, თქვენ უნდა გააკეთოთ ის და შედეგი სწორი პასუხის სახით ჩამაბაროთ, რაც 1587 წლის 8 თებერვალს ფოტერინგის ციხესიმაგრეში მხოლოდ მესამე ცდით გამოუვიდათ.
დრო..
პას.: [მარიამ სტიუარტის თავი]
კომ.: 1587 წლის 8 თებერვალს ფოტერინგის ციხესიმაგრეში მარიამ სტიუარტს ჯალათმა მესამე ცდით მოკვეთა თავი. სწორი პასუხის სახით, თქვენ მარიამ სტიუარტის სურათისათვის უნდა მოგეჭრათ თავი, უკანა მხარეს უნდა მიგეწერათ გუნდის სახელი და პასუხის ფურცლების ნაცვლად გამოგეგზავნათ წამყვანისათვის.
ტურს კი ვიწყებთ იქიდან, საიდანაც უნდა დავიწყოთ ანუ თავიდან.)
ლიტ.:http://www.allmonarchs.net/uk/other/scotland/mary_i.html
http://litsyn.livejournal.com/44987.htmlhttp://upload.wikimedia.org/wikipedia/comm...gMaryStuart.jpgavtori: levan cagareli
ავტორი: ლევან ცაგარელი
5. ასიმეტრიული მეთოდით დაშიფრულ წერილებს გააჩნიათ არა ერთი X, არამედ ამდენი. დაასახელეთ სახელმწიფო რომლის დროშაზე გამოსახულია X, თან არა ერთი, არამედ ამდენივე.
პას.: ვატიკანი.
(ყველასათვის ცნობილია, რომ ყოველგვარ შიფრს გააჩნია თავისი გასაღები. Aსიმეტრიული მეთოდით დაშიფრულ წერილებს გააჩნიათ ორი გასაღები. ორი გასაღები გამოსახულია ვატიკანის სახელმწიფო დროშაზე.)
ლიტ.: <a href="http://ka.wikipedia.org/wiki/ასიმეტრიული_კრიპტოსისტემა" target="_blank">http://ka.wikipedia.org/wiki/ასიმ
ავტორი: ლევან ცაგარელი.
9. [რიგდება მასალა]
თქვენ წინაშე წარმოდგენილ ფოტო სურათს ეწოდება ისევე, როგორც იმას, რასაც ერთმა ცნობილმა მანჰეტენელმა 9 წელი შეალია.
დაასახელეთ რა ეწოდება ფოტოსურათს.
_The Catcher in the Rye / თამაში ჭვავის ყანაში.
წყარო: <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Над_пропастью_во_ржи" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Над_про...
ავტორი: ლევან ცაგარელი.
15. მისი ფრთები მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დაამზადა დეკორატორმა ლეონ_ადოლფ ვილეტმა ისე, რომ მათ ფერს აშკარად მიენიშნებინა მათი ადგილმდებარეობის შესახებ.
დაასახელეთ ის.
პას.: მულენ რუჟი.
(კაბარემ სახელწოდება მიიღო ხის წისქვილისაგან წითელი ფრთებით. წითელი კი არის მინიშნება იყო წითელი ფარნების კვარტალზე.)
ლიტ.:
http://ru.wikipedia.org/wiki/Мулен_Ружავტორი: ლევან ცაგარელი.
მოკლედ, უბრალოდ "მომწონს" ან "არ მომწონს" არ მაინტერესებს.

დაწერეთ რატომ მოგწონთ ან რატომ მოგწონთ.
რატომ გამოიცანით ან რატომ ვერ გამოიცანით.
რა უნდა შეიცვალოს შეკითხვაში.
რატომ არ უნდა დაისვას ასეთი შეკითხვები.
რატომ არ უნდა არსებობდნენ ჩემნაირი შეკითხვის ავტორები და ა.შ...
პატივისცემით: ლევან ცაგარელი.