დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: დღის აქტუალური თემა
რა? სად? როდის? ფორუმი > ზოგადი კატეგორია > ზოგადი განყოფილება
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89
mako
ამ თემაში ვსაუბრობთ დღის აქტუალურ საკითხზე..ვარჩევთ და მოსაზრებეებს გამოვთქვავთ..ვიცავთ ცენზურას..და არ ვაოOOFებთ..დაწერეთ ის რაც თქვენი აზრით აქტუალურია და გაახადეთ ეს თემა სხვისთვისაც მნიშვნელოვანი და აქტუალური..wink.gif
PaNKveLa
საქართველოს შს სამინისტრო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაშავებულთა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს




საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში წუხანდელი ინტენსიური სროლების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
"2008 წლის 2 აგვისტოს ღამით, ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების, ქვემო და ზემო ნიქოზის, ავნევის, ერედვის, ერგნეთის მიმართულებით. სროლა ხორციელდებოდა, როგორც ავტომატური იარაღიდან, ასევე - ყუმბარმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცნებიდან.
სროლა მიმდინარეობდა ქართული პოლიციის, სამშვიდობოების პოსტების, სოფლების მიმართულებით. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაზარალებულები და დაჭრილები",-აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს შს ინფორმაციით, სოფელ ზემო ნიქოზში ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად მრავალჯერადი ჭრილობები მიიღო ვლადიმერ კვიტინაძემ.
ქვემო ნიქოზში ჭურვის აფეთქების შედეგად დაჭრილია გულიკო ელოშვილი, ასევე სხეულის დაზიანებები მიიღეს დათო მახათაძემ და თამაზ შალუტაშვილმა.
ზემო ნიქოზში გურამ ბეგიანაშვილის სახლს დაეცა ჭურვი და მოხადა სახურავი, დაზიანებულია გოგიტა მჭედლიძის, რუსუდან ხეთაგურის, ჯუმბერ მაზანაშვილის საცხოვრებელი ბინები. დაზიანებულია ირაკლი და ვლადიმერ ლომსაძის კუთვნილი ავტომანქანები.
სამინისტროს ინფორმაციით, ფრონის ხეობაში, სოფელ ნულში დაზიანებულია სიმონ ჟამერაშვილის საცხოვრებელი სახლი, სადაც სტუმრად იმყოფებოდა ნოდარ ჟამერაშვილი, რომელიც მიღებული ჭრილობების გამო გორის ჰოსპიტალში გადაყვანილია.
ამავე სოფელში თემურ ტაბატაძის საცხოვრებელი სახლს ჭურვის აფეთქების შედეგად მთლიანად მოხდილი აქვს სახურავი.
ანალოგიურ მდგომარეობაშია გიორგი ტაბატძის საცხოვრებელი სახლი. დაცხრილულია მიხეილ ოსტიაშვილის, ნოდარ ტოროშელიძის, იური ტყემალაძის, ჯაბა ჭავჭავაძისა და ემილ ჭავჭავაძის საცხოვრებელი სახლები, ხოლო სოფელ ნულის კულტურის სახლი მთლიანად დაზიანებულია.
ერგნეთში ომარ ჭუმბურიძეს სახლს დაეცა ჭურვი და აფეთქდა. ომარ ჭუმბურიძე გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში. ჭურვი მოხვდა კაკო კასრაძისა და მაია ჩლაიძის საცხოვრებელ სახლებსაც.
ერგნეთის მოსახლეობის კუთვნილი ბინები, რომლებიც ესაზღვრება ცხინვალის ასფალტის ქარხანას, მთლიანად დაცხრილულია სხვადასხვა სახის ავტომატური და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან.
სოფელ არგვისში ჭურვი მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა გივი მახარაძის სახლს. სოფელ თრისში დაცხრილულია მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
ქართული მხარე ოს სეპარატისტებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
mako
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის ლიდერი, ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საქართველოს ქალაქებზე იერიშით დაიმუქრა და განაცხადა, რომ "ისინი აქამდე თავს იკავებდნენ საპასუხო ქმედებებისგან, მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება".
mako
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერლის მამუკა ყურაშვილის თქმით, ქართული მხარე "იძულებული იყო გაეხსნა საპასუხო ცეცხლი".
okicha
ლონდონში, ჯორჯ-კლუბის ტერასაზე ლონდონი-თბილისის მარშუტით რალიმ აიღო სტარტი.

რალი სს ”ბაგრატიონი 1882“-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ლევან ვასაძის და ლორდ პატრიკ (პედი) ჯეიმს გილფორდის ინიციატივით იმართება.

მოტორალი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მხარდამჭერთა მიერ გაღებული თანხა წელს საქველმოქმედო ასოციაცია “საფეხურებს” გადაეცემა.

როგორც სს ”ბაგრატიონი 1882“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, საქარველოში საკმაოდ ხშირად იბადებიან ახალშობილები რესპირატორული პრობლემით. მათი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია ახალშობილთა სპეციალური სასუნთქი აპარატი.

დღესდღეობით თბილისში, მხოლოდ 8 ასეთი აპარატია, რაც არასაკმარისია და ხშირად ახალშობილთა დაღუპვის მიზეზი ხდება.

რალის შედეგად შეგროვილ თანხას ასოციაცია ”საფეხურები“ ახალშობილთა სასუნთქი აპარატების შესაძენად გამოიყენებს და თბილისში არსებულ ახალშობილთა რეანიმაციებს უსასყიდლოდ გადასცემს.

ლონდონი-თბილისის რბოლაში ბიზნესმენები ლევან ვასაძე, რომან ხომენკო, კონსტანტინე გრამოტნევი, ფარის ალ ობაიდი, ალექსეი კუზმინიხი მონაწილეობენ.
რალიში ასევე მონაწილეობას ჟურნალისტი და ბიზნესმენი იური სიროტა, მწერალი და ფოტოგრაფი იური როსტი იღებენ.

მონაწილეები 2 კვირის განმავლობაში 14 ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ. 8800 კილომეტრის მოტოციკლეტებით გავლის შემდეგ მონაწილეებს შეჯიბრი ბათუმი - თბილისი ელით.

თბილისში შემოსული პირველი მოტოციკლეტისტი კი გარდამავალ თასს მიიღებს.
რალის შემდგომ გაიმართება საზეიმო მიღება ”სს ბაგრატიონი 1882“-ში. მონაწილეები გრძელი გზის მშვიდობიანად გავლას, სწორედ ქართული ცქრიალა ღვინო ბაგრატიონით დალოცავენ.
likunebi
გუშინ ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაიმართა რეჟისორ ჩარლს ბუნოდსის "რომეო და ჯულიეტას" პრემიერა.რუსი ანა ნეტრებკოს ნაცვლად რობერტო ვილაზონთან ერთად ჯულიეტას პარტია იმღერა ქართველმა სოპრანისტმა ნინო მაჩაიძემ.მაჩაიძე 25 წლისაა, მილანში ცხოვრობს და ლა სკალას თეატში აღმოაჩინა ერთერთმა ავსტრიელმა რეჟისორმა,რომელმაც ფეხმძიმე ნეტრებკოს ნაცვლად მოიწვია.გერმანულ და ავსტრიულ პრესაში უკვე დიდი ხანია იწერება მაჩაიძის შესახებ.ახალი ვარსკვლავის დაბადებას ყველა აღიარებს.



mako
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ კომენტარი გააკეთა ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" მოგვარებასთან დაკავშირებით.

ბრაიზას განცხადებით, "ჩვენთვის უმთავრესია, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს. ეს შეიძლება მოხდეს გაეროს გენერალური მდივინის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ფარგლებში, რაც ჩვენთვის მისაღებია, რადგან როგორც ჩვენ, ასევე რუსეთიც ამ ჯგუფის წევრები ვართ. ხოლო თუ მხარეებს სურთ ცალკე საუბარი ნებისმიერ ადგილას, ეს მხოლოდ კარგი და მისასალმებელია".

"ჩვენი ერთადერთი ინტერესია - რეგიონში არ იყოს ომი და საქართველოში იყოს სტაბილურობა," - განაცხადა მან.

რუსთავი 2 ის ნიუსებიდან
fernando magellan
გუშინ სოლჟენიცინი მოკვდა.
vulkani_lava
ძველი თბილისის რაიონის გამგეობა აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს...
ძველი თბილისის რაიონის გამგეობა ჭონქაძის ქ. #1-ში მდებარე შენობის ფუნდამენტის, მიწისზედა მზიდი კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრების, ასევე წყალსადენის, აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა-ტენდერს აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ძველი თბილისის მერია ტენდერს ამავე მისამართზე საკანალიზაციო და სანიაღვრე გარე ქსელების აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზეც აცხადებს.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩაატარებს, ადგილობრივი ბიუჯეტან დაფინანსდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენა 21 აგვისტოს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე იწარმოებს.


biggrin.gif
mako
გაიმართა აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის უშიშროების საბჭოს სხდომა სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ხელმძღვანელობით. სეპარატისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
mako
100 გრადუსზე ,,გაძლების" კონკურსი ჩატარდა...იჰო
mako
ცხინვალის რეგიონში წუხანდელი სროლების შედეგად დაჭრილი ქართველი სამშვიდობოები გორის ჰოსპიტალში იმყოფებიან. სამშვიდობო ძალების სამი წარმომადგენელი სარაბუკის საგუშაგოზე დაიჭრა.
diletanti
უჰ ამათი, კიდევ იყო სროლები?

ერთი 2 საათის ამბავია ცხინვალი, გადაუვლიან და გადმოუვლიან მარა ვინ გიშვებს რო, არადა არც წყნარდებიან..
mako
diletanti
ხოოოო..ერთი როდის ჩაცხრებიან რა... ან კიდევ ჩაცხრებიან რო?
Azazello
mako
არ ჩაცხრებიან თუ ძალით არ ჩავაცხრეთ
mako
Azazello
დიპლომატიურად შეიძLება მოგვარება
diletanti
დიპლომატიურად გამორიცხულია ჩემი აზრიტ, თუ მოსაგვარებელი იყო აქამდე მოგვარდებოდა
mako
MEDIA.GE
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ტელეარხებს სამხედრო პროპაგანდაში ადანაშაულებს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის ტელეარხებს ნამდვილი სამხედრო პროპაგანდა აქვთ გაჩაღებული. რასაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციამდე მივყავართ .

„კონფრონტაციის გაღრმავება არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში, და რათქმა უნდა, არ შედის საქართველოს ინტერესებში, მაგრამ ის, რაც ხდება [ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში], არის მრავალწლიანი პოლიტიკის, ისტერიული მილიტარიზაციის , მუდმივი სამხედრო რიტორიკის და, თუნდაც, ბოლო დღეებში, რუსეთის ტელეარხებით წარმოებული ნამდვილი სამხედრო პროპაგანდის შედეგი“.
სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მან კონფლიქტის ზონაში წუხელ მომხდარი ინტენსიური სროლების დროს დაჭრილი ორი ქართველი სამართალდამცველი მოინახულა.

სააკაშვილმა დასძინა, რომ ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხალხს, ვინც აგრესიას აღვივებს.
1 აგვისტოს შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად გამწვავდა, ინტენსიური ორმხრივი სროლებისას დაიღუპნენ ადამიანები. დაჭრილები არიან, როგორც ქართული ისე ოსური მხრიდან. ქართული და რუსული წყაროების ინფორმაციით, სროლები, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ახლაც მიმდინარეობს კონფლიქტის ზონაში.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტენგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გუშინ განაცხცადა, რომ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას რუსული ტელეარხები „გებელსის მეთოდებს“ იყენებენ.

SmoK1e
მოუხედავად იმისა რომ დიპლომატიის მომხრე ვარ ყველაფერში (პროფესიაც ამიტომ ავირჩიე დიპლომატის)
აშკარაა რომ არცერთი მხარე არ დათმობს და დიპლომატია ამ შემთხვევაში უძლურია...
დიპლომატია შემომტკიცებაში და შენარჩუნებაში დაგვჭირდება (ომის მოგების შემდეგ) მაგრამ ომი გარდაუვალია.....
Azazello
"გებელსის მეთოდები" რა არის იცით ვინმემ?
SmoK1e
Azazello
გაკვრით smile.gif
Azazello
SmoK1e
მე გაკვრითაც არ ვიცი და მითხარი აბა
mako
Azazello
არვიცი..
SmoK1e
Azazello
გებელლს აქვს 10 მცნებასავით დაწერილი რამდენის გახსენებასაც მოვახერხებ დავწერ..
მამის სახელი გერმანია..არა საჭირო სიტყვები ეცადე საქმე გააკეთო მისთვის
იამაყე გერმანიით.უნდა იამაყო იმით რის გამოც მილიონებმა გაიღეს სიცოცხლე.
შეუტიე ნაძირალას. გახსივდეს თუ ვინმე უფლებებს გართმევს, შენ გაქვს უფლება გაანადგურო ის.
გერმანიის მტერი შენი მტერია. მთელი გული შეიძულე ისინი.
ყველა თანამემამულე, ყველაზე უბედურიც გერმანიის ნაწილია. შეიყვარე და უპატრონე მას.
ვინც ეხება გერმანიას გეხება შენ და შენ წინაპრებს. ის მარტო მუშტის ღირსია.....


ეს გინდოდა მგონი მეტი ფიზიკურად ვერ გავიხსენე..თუ რამეს გავიხსენებ დავწერ...ისე ხო იცი ვითარებას ჭირდება ფრაზები
mako
სეპარატისტებმა ჟურნალისტებს ესროლეს
07.08.08 18:21
ვრცელება ცნობები იმის შესახებ, რომ სოფელ ერგნეთთან სეპარატისტებმა ცეცხლი ჟურნალისტებს გაუხსნეს. მათ შორის არიან უცხოური მედიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც თავის დაღწევა მოახერხეს. ჟურნალისტებს მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი ცხინვალიდან საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და რუსი დიპლომატის დაბრუნებას ელოდებოდნენ.
mako
SmoK1e
ვიპლაგიატე და ავასტატუსე..
SmoK1e
mako
პაჯალუსტა....
Azazello
გორის რკინიგზის სადგურიდან კიდევ 10 ბეტეერი გაემართა ლიახვის ხეობისკენ
SmoK1e
Azazello
რამე ახალი არის????/რა ხდება????/მსხვერპლი ხო არა??????
Azazello
რა გითხრა, რით გაგახარო... არ ვიცი არაფერი, აქ მარტო ჯარების მიმოსვლის შესახებ ვიგებ ამბავს და გეუბნებით
SmoK1e
მედიანიუსზე სოფლების აღება ცადესო...........დასადასტურებელ ლინკს არ მაძლევს საიტი და ამიტომ ბოლომდე ვერ ვკითხულობ
mako
Azazello
მართლააააააააა?
Azazello
mako
ხოოო
SmoK1e
ბოლო ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან მამაჩემმა დარეკა.......არ ინერვიულოთ ოსები ჩაჯმულები არიან და არაფერი აღარ შეუძლიათ და დროის ბაზარია თავზე გადავუვულითო......ბოლო წუთებსი შეწყვიტესო ცეცხლი
mako
SmoK1e
დავიცვათ ცენზურა
Mathias_Sammer
მოდი კორექტულები ვიყოთ ოსებს კია რ უნდა დავცხოთ საქართველოს მტერს რამოდენიმე ოსს უნდა დავცხოთ, ოსეთი ჩვენი ქვეყნის ნაწილია და ოსები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები
Azazello
Mathias_Sammer
ეგ თავისთავად, მშვიდობიან მოქალაქეებს არ გულისხმობდა სმოკი
Mathias_Sammer
წავედიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
mako
Mathias_Sammer
სად
Mathias_Sammer
ცხინვალშიიიიიიიიიიიიიიიიიი
mako
Mathias_Sammer
მოგყვები თქო გითხარი
vulkani_lava
ომი იწყება ....................
mako
vulkani_lava
კაი ერთი..
vulkani_lava
mako


smile.gif



Azazello
წავედი ახლა მე მოვლენების ადგილას, ხვალ დილით შეგატყობინებთ ახალ ამბებს
vulkani_lava
Azazello


რამე ხიფათს არ გადახვდე ........ აბა შენ იცი wink.gif
mako
Azazello
საინფორმაციოსთან ხარ?
mako
კოტეტიშვილს ვემშვიდობებით sad.gif
Azazello
ახლა რა ვქნა, ყველაფერი ვთქვა რაც გორში ვნახე თუ ზოგი რამ დავმალო?
აჩიკო
Azazello

პმ მომწერე რა გთხოვ


გასკდა გული ბლია...
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.