ერთ-ერთი ფსიქოლოგის შენიშვნებში წავაწყდი,

ვფიქრობ საინტერესოა
ვაკო, 6 წლის- როცა გავიზრდები, ვინ გამოვალ, იცი?
- ვინ?
- აი, სახლების აშენებამდე რომ ამბობენ, ასეთი სახლი იქნებაო, ის. რა ქვიააა?
- არქიტექტორი?
- ხო, აუცილებლად და ჩემთვის ავაშენებ მრგვალ სახლს.
- მრგვალს რატომ?
- იმიტომ, რომ კუთხეები არ ექნება.
- კუთხეების გარეშე _ რატომ?
- ძალიან მომბეზრდა კუთხეში დგომა...
(ენურეზი, ტყუილები) დეიკო, 11 წლის- მამა ძალიან მიყვარს. ადრე მე სხვა მამა მყავდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მამა ძალიან კარგია. მე ძალიან მიყვარს.
- დედაც რასაკვირველია.
- დედაც... ოღონდ დედა არ მაცლის.
- რას არ გაცლის?
- ხელს მიშლის... არ მაცლის, რომ მიყვარდეს. რაღაცნაირად თვალებით მიშორებს.
თითქოს მეუბნება, რომ მე ის არ მიყვარს.
(დეპრესია, ღრმა შინაგანი კონფლიქტი)
დათუნა, 7 წლის- ჩემი დედა ძალიან კარგია და ძალიან მოსაწყენი. ჩემი მამა კი ძალიან საინტერესოა და ძალიან ცუდი.
- და რა არის მამიკოში... საინტერესო?
- მამიკო დიდია, ღონიერი. მას შეუძლია საჩუქრები მიყიდოს, რესტორანში წამიყვანოს, მამიკო ყველას მოერევა.
მამიკომ იცის, ფული როგორ იშოვოს, კიდევ _ კარგად მღერის და ცეკვავს.
- და ცუდი რით არის?
- იმით, რომ დედას სცემს და უყვირის.
- შენ ალბათ გინდა, რომ კარგი იყო, როგორც დედაა და საინტერესო_ როგორც მამა?
- არ. მე მინდა უჩინმაჩინი ვიყო. მინდა არანაირი არ ვიყო.
(ენურეზი, მაღალი აგზნებდობა, გაღიზიანება) მარიამი, 9 წლის- რაღაცნაირად ვარ, ვნერვიულობ.
- მომიყევი, რას განიცდი.
- აი, დღეს კარგი ამინდია, სკოლაში მასწავლებელმაც შემაქო და ძალიან კარგ ხასიათზე ვარ...
- მერე?
- მერე ის, რომ დედა ცუდ ხასიათზე იქნება ან სხვა რამე ცუდი მოხდება ალბათ და ვნერვიულობ...
(ძილის პრობლემები, მაღალი შფოთვა)
ნიკა, 6 წლის- შენ არ გეშინია ჩემი მამიკოსი?
- არა, არ მეშინია. შენ?
- მეც არა, მაგრამ რაღაცას ეტყვი?
- თუ გინდა, ვეტყვი.
- ეტყვი, რომ მე მინდა ის მიყვარდეს, მაგრამ მეშინია?...”
(პასიურობა, გაუბედაობა, მეტყველების პრობლემა) ოლიკო, 12 წლის- მუსიკაში ყველაზე-ყველაზე კარგი მასწავლებელი მყავს... ჯერ კიდევ 8 წლის ვიყავი,
როცა გადავწყვიტე, რომ როცა ეს მასწავლებელი აღარ მეყოლებოდა, მუსიკასაც თავს დავანებებდი...
- მუსიკა ხომ გიყვარს?
- კი, მუსიკა ძალიან მიყვარს... ჩემი მასწავლებელი კარგად კი არ მიცნობს, მე გამოხატვა და თქმაც მიჭირს.
ის კი მაშინვე ამბობს, რაა კარგი და რა _ ცუდი, სწორი და არასწორი... ის ჭკვიანია, კეთილი, ნიჭიერი.
მე მასეთი ვერასდროს ვერ გავხდები. ახლა კი მინდა, რომ მოვკვდე, იმიტომ რომ მითხრა, _ დებილი და უნიჭო ხარ,
შენგან არაფერი გამოვაო. მე აღარ შემიძლია, რომ მიყვარდეს...
(შფოთვითი აშლილობა, დაბალი თვითშეფასება) შოთიკო, 10 წლის- შეიძლება გკითხოთ?
- მკითხე.
- მითხარით, თქვენ იცით, რისთვის ცხოვრობთ?
- მე მგონია, იმისთვის, რომ საინტერესო ამბები გავიგო, კეთილი საქმეები ვაკეთო,
ლამაზი რამეები ვნახო, ადამიანები გავიცნო, გავიხარო, სხვებიც გავახარო... ასე მგონია... შენ რას ფიქრობ?
- მე არ ვიცი. აღარ ვიცი, დამავიწყდა. ადრე ვიცოდი...
(დეპრესია, მარტოობის განცდა) ანანო, 8 წლის- იცით, მე მგონია, რომ სულაც არაა ძალიან ცუდი, როცა დედა და მამა ჩხუბობენ.
- ცუდი არაა?
- მე ვთქვი, რომ ძალიან ცუდი არაა. ყველა ჩხუბობს... მერე რა...
- აბა ცუდი რა არის?
- როცა დედას და მამას არ უნდათ ერთმანეთს აპატიონ.
- და ძალიან ცუდი რაა?
- როცა არ უყვართ. და როცა იტყუებიან.
- ხოო, ეს ყველაზე ცუდია.
- არა, ყველაზე ცუდი _ არაა.
- მაშინ ყველაზე ცუდი რაღაა?
- როცა შენც გაიძულებენ არ გიყვარდეს; და გაიძულებენ, მოიტყუო...
(უკიდურესად დაბალი თვითშეფასება, რისხვის “აფეთქებები”)