ძალიან ვწუხვარ მაგრამ ლოთები ამ ტურნირზე ვერ გამოვლენ
ვიცი ამაზე შეიძლება ბევრი აჟიოტაჟი ატყდეს, ამიტომ წინასწარ ვხსნი მიზეზებს:
. მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონატი ფორუმის სახელს ატარებს, სამწუხაროდ gametv.ge_ს ხელმძღვანელობა არანაირ ყურადღებას არ იჩენს ჩვენდამი და საერთოდ არ მონაწილეობს საორგანიზაციო საკითხებში. ამის გამო მიწევს დავაკმაყოფილო იმ უნივერსიტეტის მოთხოვნები რომელიც აწესებს ჩვენი ფორუმის თასზე პრიზებს და ამის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.
მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, გადაწყვეტილი იყო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები შემცირებულიყო არაუმეტეს 10 რიცხვამდე. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ჩავსვი სიაში დამატებით სამი გუნდი და ვთხოვე უნივერსირერს გამონაკლისი დაეშვა... ასეც მოხდა. ცამეტივე გუნდს გარანტირებული აქვს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება...
დღემდე მქონდა დიდი იმედი რომ ჩემი მეგობრების და FF_თან მართლაც რომ დაახლოებული გუნდი კამელოთი მიიღებდა გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ, რის შემდეგაც მე კვლავ მომიწევდა უნივერსიტეტთან მოლაპარაკებებზე წსვლა რათა 13 _ის ნაცვლად დაგვეშვა 14 გუნდი. სამწუხაროდ ასე არ მოხდა...

დღეს კი აშკარად დაგვიანებულია რადგანაც მე უკვე მივიღე გარკვეული შენიშვნები და დავალებები მონაწილე გუნდების მიმართ. ცამეტი გუნდის დაშვება საბოლოოა და ამ საკითხზე მსჯელობა აღარ ღირსო (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვალდებული ვარ მათი მოთხოვნები დავამაყოფილო გარკვეული მიზეზების გამო).
ასე რომ, ძალიან ვწუხვარ, კამელოთი ამ ტურნირზე როგორც გუნდი, სამწუხაროდ ვერ მიიღებს მონაწილეობას...

გეფიცებით ყველაფერს, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის. მეც გამიგეთ ბიჭებო. მართლა ძალიან მინდოდა თქვენი მონაწილეობა ამ ტურნირზე, მითუმეტეს ჩემპიონატის მომავალი უკვე გაწერილია და დიდი გეგმები გვაქ...
და კიდევ ერთი პრობლემა, დიდი შანსია ფორუმის თასმა მომავალში გარკვეული მიზეზების გამო სტატუსი და სახელი შეიცვალოს, ეს გარდაუალია მოცემულ პირობებში... ჩვენ თუ სერიოზული დონის ჩემპიონატი გვსურს, მაშინ უნდა დავემორჩილოთ გარკვეულ წესებს. კარგი იქნება ამ პროცესში უკვე თუ ჩაერევა ჩვენი ფორუმის ადმინისტრაცია. მე მზად ვარ მათ ყველანაირი მართვის სადავეები გადავცე ხელთ, უბრალოდ ძალიან მინდა ჩვენი თასი ყოველთვის ფორუმის სახელობის იყოს, ამისთვის კი გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს ღრმა მწუხარებას კამელოთის მიმართ, ეს ნათელი მაგალითია იმისა რომ ფორუმის თასი სრულიად დაუცველი და უშეღავათო ჩემპიონატია...

თუმცა აქვე არ შეიძლება შავი ზღვის უნივერსიტეტისადმი ის ღრმა პატივისცემა და უდიდესი მადლობა არ გამოვთქვათ, უნივერსიეტის რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ და არანაირი მოთხოვნის წაყენების გარეშე ჩაგვატარებინა პირველი სეზონი და დღესაც ჩვენს ჩემპიონატს მფარველად ყავს მოვლენილი...
მადლობა საქართველოს შავი ზღვის უნივერსიტეტს ამ ყველაფრისთვის. ფორუმის ადმინისტრაციას კი კიდევ ერთხელ ვთხოვ ცოტა ყურადღება გამოიჩინოს ჩვენს მიმართ...