დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: FORUM GAMES
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > ინტელექტუალური თამაშები ფორუმზე
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50
Nazgha
10) ერთხელ კითხვის ავტორის მეგობარმა ხუმრობით აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ევროპის ერთ–ერთი სახელმწიფოს კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილება და ქვეყანაში სახელმწიფო ენად ინგლისური გამოაცხადონ. ვინაიდან ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება კანონის ფარგლებში, საარჩევნო ურნებზე ერთგვარი წარწერის გაკეთება. არ გეკითხებით რა წარწერაზეა საუბარი, დაასახელეთ ადამიანი, რომელსაც ეს წარწერა პრაკტიკულად რეკლამას გაუწევს.

პასუხი: ვლადიმერ პუტინი
კომენტარი: თუ რუსეთის სახელმწიფო ენა იქნება ინგლისური, შესაძლოა საარჩევნო ურნებზე გაჩნდეს წარწერა “PUT IN”.

11) ყოველ დამკვირვებელს სამყაროში აქვს საკუთარი „მოვლენათა ჰორიზონტი“, ანუ წარმოსახვითი ზედაპირი, რომლის მიღმა მდებარე ობიექტებთან ურთიერთქმედება შეუძლებელია. ერთი გამოჩენილი კოსმოლოგის აზრით „მოვლენათა ჰორიზონტი“ არის ბუნებრივი X. ჩვენთვის ცნობილი X მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა და 80–იანი წლების ბოლომდე იარსება. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პასუიხი: რკინის ფარდა
წყარო: Лев Шильник, «Космос и хаос. Что должен знать современный человек о прошлом, настоящем и будущем Вселенной»

12) რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა სტატია, რომლის სათაურშიც ორი ციური სხეული ფიგურირებს. მიუხედავად ასეთი სახელწოდებისა, სტატია საერთოდ არ ეხება ასტრონომიას და მასში უკანასკნელი პერიოდის ერთ–ერთ ყველაზე გახმაურებულ ფინანსურ გარიგებაზეა საუბარი.
დაასახელეთ ამ გარიგებაში მონაწილე და ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე ორი კორპორაციიდან ერთ–ერთი მაინც.

პასუხი: IBM, SUN
კომენტარი: IBM ცდილობს შეიძინოს კორპორაცია “Sun Microsystems”. ამ ფაქტს მიეძღვნა სტატია სახელწოდებით «Голубой гигант съест Солнце». IBM–ს არაოფიციალური სახელია “ცისფერი გიგანტი”.
წყარო: http://charoday.ru/142/ibm-buy-sun

13) მე–11 საუკუნეში მოღვაწე წმინდანი, ბერნარ კლერვოელი წერდა, რომ იესო ქრისტეს ადამისაგან უმთავრესად განასხვავებს ის, რომ ადამი არასოდეს ყოფილა X. ჩვენთვის ნაცნობი წყაროს თანახმად კი ყოველი X განიცდიდა გონებრივი განვითარების პრობლემას 1917 წლამდე.
დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეკითხვაში დაშიფრულია X–ით.

პასუხი: ბავშვი
კომენტარი: ადამისგან განსხვავებით, ქრისტემ გაიარა ბავშვობა. ხოლო ფილმში "თოჯინები იცინიან" გაჟღერებულია მოსაზრება, რომ სათამაშოების უქონლობის გამო, რევოლუციამდელი ბავშვი იყო გონებაჩლუნგი.
წყარო: ნოდარ ლადარია "სექსუალური აღზრდის სათავეებთან”, მ/ფ “თოჯინები იცინიან”

14) 1960 წლის 12 სექტემბერს გულიერმე დე ალმეიდამ შექმნა არატრადიციული გერბი, რომელიც თქვენ დაგირიგდათ. დაასახელეთ ქალაქი, რომლის გერბსაც ის წარმოადგენს.



პასუხი: ბრაზილია
კომენტარი: გერბი ფორმით თვითმფრინავს წააგავს, ფერები კი ბრაზილიის ეროვნული ფერებია.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Coat_of_arms_...ederal_District

15) 2006 წელს, მაგდალენას დეპარტამენტში შემავალი ერთი პატარა ქალაქის, არაკატაკას მერმა, პედრო სანჩესმა, მშობლიური ქალაქისათვის სახელის გადარქმევის იდეა წამოაყენა. გამოკითხულთა 90%–მა მხარი დაუჭირა მერის გადაწყვეტილებას, მაგრამ საბოლოოდ პროექტი არ განხორციელდა.
არ გეკითხებით ვინ დაიბადა ამ ქალაქში 1928 წლის 6 მარტს, დაასახელეთ სახელწოდება, რომელიც მერის აზრით ქალაქ არაკატაკასათვის უნდა დაერქმიათ.

პასუხი: მაკონდო
კომენტარი: ქალაქ არაკატაკაში დაიბადა გაბრიელ გარსია მარკესი, შესაბამისად მის პატივსაცემად აპირებდნენ ქალაქისათვის მაკონდოს დარქმევას.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Гарсиа_...
Nazgha
16) თქვენს წინაშეა ფრაზა ერთ–ერთი ინგლისურენოვანი საიტიდან, რომელშიც მე განგებ გამოვტოვე უკანასკნელი ორი სიტყვა. გაითვალისწინეთ, რომ თითქმის სამი წელია არცერთი ამ ორი სიტყვიდან პრაკტიკულად აღარ აკმაყოფილებს საერთაშორისო შეთანხმებას და აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.

My Very Easy Method Just Simply Uses [..........] [..........]

პასუხი: Nine Planets
კომენტარი: ეს არის მზის სისტემის პლანეტების დასამახსოვრებელი მნემონიკური ფრაზა. 2006 წლის 24 აგვისტოს შემდეგ, პლუტონს აღარ აქვს პლანეტის სტატუსი, შესაბამისად ცხრა (Nine) აღარ აკმაყოფილებს ამ ფრაზას, ისევე როგორც Planets, რომელსაც შეესაბამებოდა პლუტონი.
წყარო:
http://www.teachingideas.co.uk/science/orderingplanets.htm

17) ამ ტოპონიმის წარმოშობის რამოდენიმე ვერსია არსებობს. მაგალითად ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის აზრით, ეს ტოპონიმი მომდინარეობს აბრაამის შვილიშვილის სახელიდან, რომლის შთამომავლები დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე დასახლდნენ მრავალი საუკუნის წინ. გამოჩენილი არაბი ისტორიკოსი, ლეო აფრიკელი კი თვლის, რომ ეს სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან და შეიძლება ითარგმნოს როგორც “სიცივის გარეშე”.
ერთი წუთის შემდეგ დამისახელეთ ეს გეოგრაფიული ობიექტი.

პასუხი: აფრიკა
კომენტარი: ფლავიუსის აზრით აფრიკა მომდინარეობს აბრაამის შვილიშვილის ეფერის სახელიდან, რომლის შთამომავლები ითვლებიან აფრიკის ერთ–ერთ პირველ მაცხოვრებლებად. ლეო აფრიკელის აზრით კი, აფრიკა მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან ფრიკე (φρίκη) – სიცივე და პრეფიქსი α- რაც საპირისპიროს აღნიშნავს.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Африка


18) თქვენს წინაშეა რუსეთის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ანდრეი კირილენკო, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს. დაასახელეთ გვარი ადამიანისა, რომლის გამოგონებასაც უკავშირდება ანდრეი კირილენკოს მეტსახელი.



პასუხი: კალაშნიკოვი
კომენტარი: ანდრეი კირილენკოს ინიციალებია А.К. და თამაშობს #47 მაისურით. აქედან გამომდინარე მას აქვს მეტსახელი АК-47 (კალაშნიკოვის ავტომატი).
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Andrei_Kirilenko_(basketball), http://ru.wikipedia.org/wiki/АК-47
ბიბი
ციტატა
12) რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა სტატია, რომლის სათაურშიც ორი ციური სხეული ფიგურირებს. მიუხედავად ასეთი სახელწოდებისა, სტატია საერთოდ არ ეხება ასტრონომიას და მასში უკანასკნელი პერიოდის ერთ–ერთ ყველაზე გახმაურებულ ფინანსურ გარიგებაზეა საუბარი.
დაასახელეთ ამ გარიგებაში მონაწილე და ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე ორი კორპორაციიდან ერთ–ერთი მაინც.

პასუხი: IBM, SUN



george
დიდი მადლობა ნაზღას კითხვებისთვის, საღოლ! smile.gif ტური კაი იყო და როგორც წინა ტურში აქაც 14 კითხვა ავიღეთ.... სამწუხაროთ გოგორა გვაკლდა, თუმცა გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ... კიდე შეგვეძლო რამდენიმე კითხვის აღება smile.gif
data
george



უნამუსო ხარ შენ ბიჭო! biggrin.gif რას წუწუნებ ერთი ? biggrin.gif





george
Azazello
ვერ მოგვერევით თორე კი biggrin.gif
george
data
სად ვწუწუნებ ბიჭო, რაც იყო რეალურათ ის ვთქვი biggrin.gif
linguistuss
უი, რამდენი სვეჩკა ყოფილა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

george
linguistuss
მაგალითად ? biggrin.gif
linguistuss
george
1. სენდვიჩი 2. კოკა-კოლა 3. სირტაკი 4. პუტინი
george
linguistuss
რავი, მაგ ოთხიდან ჩვენ მხოლოთ სენდვიჩი გვესეჩკა smile.gif
Nazgha
1. სენდვიჩზე თქვეს, რომ მესამე ლიგაში იყო ეგ კითხვაო (მაპატიეთ რომ მესამე ლიგის თამაშებს არ ვესწრები ხოლმე)
2. კოკა-კოლა რანაირად იყო სვეჩკა, როცა შენ მითხარი მსგავსი კითხვა თამაშს რომ ვიწყებდი მაშინ დაისვაო. ანუ როდესაც დღევანდელი ტურის მოთამაშეები სკოლაში პირველ მასწავლებელთან ყვავილებით ხელში მიდიოდნენ.
3. & 4. სირტაკი და პუტინი სადაური სვეჩკებია?
george
Nazgha
მშვენიერი კითხვები იყო, მეტსაც ვიტყვი ყველაზე კარგი ამ სამ ტურში! დიდი მადლობა! wink.gif
Tiks
george
ციტატა
მშვენიერი კითხვები იყო,


+1 ეხლა ვკითხულობდი და მეც მომეწონა ძაან smile.gif
აუ სულ მავიწყდება რა ეს Fორუმ გეიმზ. წამოვსულიყავი მეც, წავივარჯიშებდი ცოტას.
linguistuss
Nazgha
ციტატა
3. & 4. სირტაკი და პუტინი სადაური სვეჩკებია?


პუტინზე სუპერში იყო კითხვა პუტინის სარეკლამო კამპანიის დროს ეს ორი სიტყვა ეწერა მის საარჩევნო შტაბებს. სირტაკზე შეკითხვა რუსულ ტელეჩაწერებში იყო smile.gif
SmoK1e
ხო ჩემი შოუები კიდევ გაიმართება, გამოაგზავნეთ SMS-ები, მოითხოვეთ სიმღერები და თუ ექნებათ ვიტამინებელებს ტელეფონში ეგ სიმღერა აუცილებლად გავუშვებთ biggrin.gif
muxo
SmoK1e
ციტატა
ხო ჩემი შოუები კიდევ გაიმართება, გამოაგზავნეთ SMS-ები, მოითხოვეთ სიმღერები და თუ ექნებათ ვიტამინებელებს ტელეფონში ეგ სიმღერა აუცილებლად გავუშვებთ biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif და მანამდე რო მოიმარაგოთ?
SmoK1e
muxo

რავი მესიჯები მაინც გამოაგზავნეთ biggrin.gif
muxo
SmoK1e

ციტატა
რავი მესიჯები მაინც გამოაგზავნეთ biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif
okicha
რა მოხდა დღეს ?
შედეგები დადეთ რა ...
ნიუტა
ისა იყოს არ დადოთ ნუ შეწუხდებით sad.gif :ხელების თვალებზე აფარება:
george
okicha
ჩვენ მოვიგეთ . 14 ქულა ავიღეთ და 2-ით გავუსწარით ვიტამინს... smile.gif FF-მა მგონი 10 აიღო და 3-4-5-6 ადგილები გაიყო. შეიძლება ვცდები... smile.gif
Capt. Hook
ბოლო სამი არ უნდა ჩაგვეგდო. (ვიტამინზეა საუბარი smile.gif ).
george
Capt. Hook
არაუშავს, წინ ორი ტურია კიდე smile.gif
anuchi
ვიტამინს ვბალერშიკობ მეე.. wub.gif happy.gif

არგონავტებმა ერთი თამაში მაინც ჩააგდონ, სულ მოგება რა წესია!? angry.gif
george
anuchi
ჩავაგდებთ smile.gif შენ მაგაზე არ იდარდო
SmoK1e


საავტორო შოუდან : "სანამ კითხვები მოვა" biggrin.gif
muxo
anuchi
ციტატა
არგონავტებმა ერთი თამაში მაინც ჩააგდონ, სულ მოგება რა წესია!? angry.gif

საერთოდ რო არ გამოცხადდნენ მაშინ გაუსწრებს ვინმე, თორე ისე ვერა.
Nazgha
ციტატა
george
ჩავაგდებთ შენ მაგაზე არ იდარდო


ჩააგდეთ და ერთი "კომპიუტერული" ტრანსფერის განხორციელებაზე შევძლებთ საუბარს (გამგები გაიგებს) biggrin.gif
ბიბი
ციტატა
ერთი "კომპიუტერული" ტრანსფერის განხორციელებაზე შევძლებთ საუბარს



laugh.gif laugh.gif laugh.gif
anuchi
george

სულ მოგებაც ხო მოსაწყენიააა.. smile.gif


SmoK1e

BUDDHA
ციტატა(SmoK1e @ Apr 25 2009, 09:55 PM) *
ხო ჩემი შოუები კიდევ გაიმართება, გამოაგზავნეთ SMS-ები, მოითხოვეთ სიმღერები და თუ ექნებათ ვიტამინებელებს ტელეფონში ეგ სიმღერა აუცილებლად გავუშვებთ biggrin.gif

საავტორო უფლებებს ვითხოვთ tongue.gif
SmoK1e
ციტატა(BUDDHA @ Apr 26 2009, 12:31 AM) *
ციტატა(SmoK1e @ Apr 25 2009, 09:55 PM) *
ხო ჩემი შოუები კიდევ გაიმართება, გამოაგზავნეთ SMS-ები, მოითხოვეთ სიმღერები და თუ ექნებათ ვიტამინებელებს ტელეფონში ეგ სიმღერა აუცილებლად გავუშვებთ biggrin.gif

საავტორო უფლებებს ვითხოვთ tongue.gif


შოუ ჩემია და ხელები შორს biggrin.gif
სანდრო
ციტატა
ჩააგდეთ და ერთი "კომპიუტერული" ტრანსფერის განხორციელებაზე შევძლებთ საუბარს (გამგები გაიგებს) biggrin.gif

არიქა შემდეგ ტურში არცერთი არგონავტი მისული არ დაგინახოთ biggrin.gif
anuchi
ციტატა
ჩააგდეთ და ერთი "კომპიუტერული" ტრანსფერის განხორციელებაზე შევძლებთ საუბარს (გამგები გაიგებს) biggrin.gif


ეს რაღაც ძალიან მაგარია ხო ალბათ? huh.gif
BUDDHA
ციტატა(SmoK1e @ Apr 26 2009, 12:33 AM) *
ციტატა(BUDDHA @ Apr 26 2009, 12:31 AM) *
ციტატა(SmoK1e @ Apr 25 2009, 09:55 PM) *
ხო ჩემი შოუები კიდევ გაიმართება, გამოაგზავნეთ SMS-ები, მოითხოვეთ სიმღერები და თუ ექნებათ ვიტამინებელებს ტელეფონში ეგ სიმღერა აუცილებლად გავუშვებთ biggrin.gif

საავტორო უფლებებს ვითხოვთ tongue.gif


შოუ ჩემია და ხელები შორს biggrin.gif

angry.gif იდეა ჩვენია angry.gif
გვაღიარე!!!
SmoK1e
BUDDHA

რა იდეა??? მივედი, შევაერთე მიკროფონი და დავიწყე ლაპარაკი biggrin.gif რათ უნდოდა ამას იდეა biggrin.gif
ბიბი
SmoK1e
დავით ბატონო, ტვინს ბურღავდით, ვერ მოგიწონებ იდეას tongue.gif
BUDDHA
ციტატა(SmoK1e @ Apr 26 2009, 12:37 AM) *
BUDDHA

რა იდეა??? მივედი, შევაერთე მიკროფონი და დავიწყე ლაპარაკი biggrin.gif რათ უნდოდა ამას იდეა biggrin.gif

პირველი sms ვისგან მიიღე?
შოუს საავტორო უფლებებს კი არ გთხოვ smile.gif
ტალანტი გაქვს ვერ დაგიკარგავ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif tongue.gif
Eugine
ციტატა(ბიბი @ Apr 25 2009, 11:39 PM) *
SmoK1e
დავით ბატონო, ტვინს ბურღავდით, ვერ მოგიწონებ იდეას tongue.gif

რატომ სოფო მე მომეწონა wink.gif
აბა ისე უსაქმოდ ჯდომა ჯობდა? biggrin.gif
SmoK1e
ბიბი

ეგაა მთელი არსი მერე biggrin.gif biggrin.gif არ უნდა ჩაეძIნოს ხალხს, ნუ უფრო მე რომ არ ჩამეძინოს biggrin.gif biggrin.gif

BUDDHA

ხო SmS თქვენი იყო პირველი biggrin.gif biggrin.gif თან ისეთი რომ დაგლიჯა biggrin.gif გააგრძელეთ SmS-ების გამოგზავნა biggrin.gif
ბიბი
Eugine
ციტატა
რატომ სოფო მე მომეწონა
აბა ისე უსაქმოდ ჯდომა ჯობდა?



ohmy.gif

უკომენტაროდ! tongue.gif
SmoK1e
ციტატა(ბიბი @ Apr 26 2009, 12:42 AM) *
Eugine
ციტატა
რატომ სოფო მე მომეწონა
აბა ისე უსაქმოდ ჯდომა ჯობდა?



ohmy.gif

უკომენტაროდ! tongue.gif


ამის გამო, შემდეგი სიუჟეტის გმირი იქნები biggrin.gif biggrin.gif
ბიბი
SmoK1e
აბა ჩემი სმს ნახე biggrin.gif tongue.gif
BUDDHA
SmoK1e
ციტატა
ამის გამო, შემდეგი სიუჟეტის გმირი იქნები

laugh.gif laugh.gif laugh.gif
ციტატა
ხო SmS თქვენი იყო პირველი თან ისეთი რომ დაგლიჯა გააგრძელეთ SmS-ების გამოგზავნა

რათქმაუნდა გავაგრძელებთ biggrin.gif
ისე მოგვწონს თქვენი შოუ მთელი ოჯახით ვუყურებთ wink.gif tongue.gif biggrin.gif
SmoK1e
ბიბი

ვნახე მაგრამ რადგან შოუს დროს არაა გამოგზავნილი არ ითვლება tongue.gif biggrin.gif

BUDDHA

ბელგიიდანაც დარეკეთ ბარემ biggrin.gif
ბიბი
SmoK1e
ციტატა
ვნახე მაგრამ რადგან შოუს დროს არაა გამოგზავნილი არ ითვლება


sad.gif

2 კვირის სემდეგ ვცდი ბედს wink.gif სხვა რა გზაა biggrin.gif
SmoK1e
ბიბი

გადაფხიკე და მოიგე biggrin.gif
Tatiation
რუსული ესტრადიდან რო შეგიკვეთოთ ხოლმე შეიძლება? ;;)
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.