IV ტურის შეკითხვები
1) დოქტორ ფრანკენშტაინის მიერ შექმნილ მონსტრს, უმბერტო ეკო "რომანტიზმის პირველ უიღბლო გონჯს" უწოდებს, ხოლო მის უშუალო "შთამომავლებად" კი ერთი და იმავე ავტორის, ორი სხვა და სხვა ნაწარმოების პერსონაჟებს ასახელებს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ორი პერსონაჟი.
პასუხი: კვაზიმოდო, გუინპლენი
კომენტარი: უმბერტო ეკო ფრანკენშტაინის მონსტრის შთამომავლებად დიუმას პერსონაჟებს თვლის.
წყარო: Умберто Эко «История уродства»
2) თურმე ამ ჰოლივუდელი ვარსკვლავის სხეულს ამშვენებს მრავალი ტატუირება, რომლებიც ძირითადად იმ ხალხს უკავშირდება, ვისაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ან ოდესღაც ეკავა მის ცხოვრებაში. მაგალითად მხრებს მას უმშვენებს შვილების სახელები. ვაჟის სახელი ჯეკი (Jack) და ქალიშვილის ლილი–როუზი (Lily-Rose). აგრეთვე მის სხეულზე არის წარწერა “Wino Forever” (ლოთი სამუდამოდ). დაასახელეთ არსება, რომელიც ასევე ამშვენებს ამ მსახიობის სხეულს.
პასუხი: ბეღურა
კომენტარი: საუბარია ჯონი დეპზე. წარწერა “Wino Forever” თავდაპირველად გამოიყურებოდა, როგორც “Winona Forever”, რომელიც მსახიობმა შეცვალა უინონა რაიდერთან განშორების შემდეგ. მის მხარს კი ისევე, როგორც ფილმში “კარიბის ზღვის მეკობრეები” ამშვენებს ტატუ ბეღურის გამოსახულებით და წარწერით “Jack”.
წყარო:
http://en.wikipedia.org/wiki/Johnny_Depp3) შეკითხვა დუპლეტი.
ა) ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა გადაჰქონდა გერმანულ წყალქვეშა ნავს “U234”–ს იაპონიაში 560 კილოგრამის ოდენობით 1945 წლის მაისში.
ბ) მისი სახელწოდება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ მას რომაელი კოლეგა არ ჰყავს. ხოლო ძირითადი ცნობები მის შესახებ ჩვენთვის ერთ–ერთი “ამერიკელი მოგზაურის” დახმარებით გახდა ცნობილი.
პასუხი: ა) ურანი (ელემენტი) ბ) ურანი (პლანეტა)
კომენტარი: ბედის ირონიაა, რომ სუბმარინა U234-ს გადაჰქონდა 560 კგ U234 (ურანის იზოტოპი). თანაც გადაჰქოდნა იაპონიაში, სადაც ამ ნივთიერებამ ორი ქალაქი ფაქტიურად აღგავა პირისაგან მიწისა.
ურანი ერთადერთი პლანეტაა მზის სიტემაში, რომლის სახელწოდება ბერძნული მითოსიდანაა. ამერიკული კოსმოსური აპარატის “Voyager 2”–ის (მოგზაური) დახმარებით აღმოჩენილ იქნა რამოდენიმე მისი თანამგზავრი.
წყარო:
http://ru.wikipedia.org/wiki/U-234,
http://en.wikipedia.org/wiki/Uranus4) დაახლოებით 6–7 წლის წინ, გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ერთგვარი კვლევა. საინტერესოა, რომ საკვლევი ობიექტების, რომლებიც იმ დროისათვის ფაქტიურად სიახლეს წარმოადგენდა, თითქმის 90%–ზე აღმოჩენილ იქნა ერთგვარი ნივთიერების კვალი. შემდგომში იგივე ტიპის ცდები ჩატარდა ფინეთში, საფრანგეთსა და სახებერძნეთში, სადაც ეს მაჩვენებელი ოდნავ დაბალი აღმოჩნდა. სამაგიეროდ თითქმის 100% მაჩვენებლით და ეს გასაკვირი არც არის, პირველ ადგილზე ჰოლანდია აღმოჩნდა. დაასახელეთ ნივთიერებაც და მეცნიერთა კვლევის ობიექტებიც.
პასუხი: კოკაინი, ევროს ბანკნოტები
კომენტარი: მეცნიერები იკვლევდნენ ევროს ბანკნოტებს, რომლებსაც ნარკომანები ახვევენ და იყენებენ კოკაინის მოხმარების დროს.
წყარო:
http://www.rosbalt.ru/2003/06/25/104855.html5) 1954 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა თანამედროვე გამოთვლითი ტექნოლოგიების ერთ–ერთი ფუძემდებელი, ინგლისელი მათემატიკოსი ალან ტიურინგი. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა, მიიღო რა ციანიდით მოწამლული საკვები. ამ ფაქტზე დაყრდნობით იაპონელი მეცნიერი მიტიო კაკუ გამოთქვავს მოსაზრებას, რომ 70–იან წლებში შექმნილი ერთი ცნობილი კომპანიის ლოგო, არც მეტი, არც ნაკლები, ტიურინგის ხსოვნისადმია მიძღვნილი. დაასახელეთ ეს საქვეყნოდ ცნობილი კომპანია.
პასუხი: Apple Computer Inc.
კომენტარი: ტიურინგმა შეჭამა მოწამლული ვაშლი და გარდაიცვალა. Apple–ის ლოგოზე, როგორც ცნობილია გამოსახულია მოკბეჩილი ვაშლი.
წყარო: Митио Каку «Физика невозможного»
6) გამოჩენილი მსახიობი საველი კრამაროვი იყო რელიგიური ადამიანი და ხშირად დადიოდა სინაგოგაში. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ მისი ბიძა წავიდა ემიგრაციაში ისრაელში, რაც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირში ღალატის ტოლფასი იყო, ვინაიდან ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის იდეოლოგიას. ამის გამო მსახიობის ცხოვრება ფაქტიურად აუტანელი გახდა საბჭოეთში და მან გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. 1981 წელს მან მიწერა წერილი თავის კოლეგას, რომელშიც ითხოვდა დახმარებას. როგორც ამბობენ მხოლოდ ამ კოლეგის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კრამაროვს როგორც იქნა მისცეს უფლება დაეტოვებინა ქვეყანა. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ზემოთხსენებული კოლეგის გვარი.
პასუხი: რონალდ რეიგანი
კომენტარი: კრამაროვმა მიწერა წერილი რეიგანს, რომელიც იმ დროს უკვე აშშ–ს პრეზიდენტი იყო. 1981 წლის 31 ოქტომბერს კრამაროვი გაემგზავრა ამერიკაში.
წყარო:
http://ru.wikipedia.org/wiki/Савелий_Крамаров7) ამ რეჟისორის აზრით, ისააკ ნიუტონი თანამედროვე მეცნიერების სიმბოლოა. ბენჟამინ ფრანკლინი – არის ადამიანი, რომელმაც მეხის “მოთვინიერება” შესძლო, ხოლო ალბერტ აინშტაინი, ექსტრავაგანტული გარეგნობის გენიოსია, რომელმაც ფარდბითობის თეორია შექმნა. ამიტომაც ამ რეჟისორის ერთ–ერთი ფილმში, ამ სამი დიდი მეცნიერის სურათი კადრში არაერთხელ ხვდება. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს კინორეჟისორი.
პასუხი: რობერტ ზემეკისი
კომენტარი: ფილმში “უკან მომავალში”, ემეტ ბრაუნის ოთახში კიდია ამ მეცნიერების სურათები. ხოლო თანამედროვე მეცნიერება, მეხის “მოთვინიერაბა”, ექსტრავაგანტული გარეგნობის გენიოსი და ფარდობითობის თეორია ამ ფილმის სიუჟეტის განუყრელი ნაწილია.
წყარო:
http://ru.wikipedia.org/wiki/Назад_в...е_(фильм)8) ფრანგი ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი თავის ნაშრომში წერს, რომ მე–12 საუკუნეში პარიზი ევროპული ცხოვრების ცენტრად იქცა. ხალხში ამ ფაქტისადმი დამოკიდებულება განსხვავებული იყო. ნაწილი პარიზს გარყვნილობის და უზნეობის უმსხვილეს კერად, ანუ ახალ Х-ად თვლიდა. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ღვთისმეტყველების განვითარებით, პარიზს ახალ Y–ად მიიჩნევდნენ. Х და Y ბიბლიაში არაერთგზის ნახსენები რეალური ტოპონიმებია. დაასახელეთ X და Y ნებისმიერი თანმიმდევრობით.
პასუხი: ბაბილონი, იერუსალიმი
კომენტარი: სოდომი და გომორა არაფერ შუაშია, ვინაიდან კითხვაში სპეციალურად ნათქვამია, რომ საუბარი რეალურად არსებულ ტოპონიმებზეა. სოდომის და გომორას არსებობა კი ჯერ ჯერობით დამტკიცებული არაა.
წყარო: Жак Ле Гофф «Интеллектуалы в Средние века»
9) 1897 წლის რუსეთის იმპერიის მოსახლეობის აღწერით, ქვეყნის 20 მოსახლეობით უდიდეს ქალაქს შორის 10 თანამედროვე დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქია. მათ შორისაა: მოსკოვი, რიგა, კიევი, თბილისი, ბაქო, ვილნიუსი, ტაშკენტი და კიშინიოვი. დამისახელეთ დანარჩენი ორი.
პასუხი: ჰელსინკი, ვარშავა
კომენტარი: მაგ დროისათვის ფინეთი და პოლონეთი რუსეთის იმპერიაში შედიოდა.
წყარო: <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Российская_империя" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Россий
10) 1950–იან წლებში აღმოჩენილ იქნა ერთობ უცნაური ლაქა, რომელიც ძალიან წააგავდა ლათინურ ასო “М”–ს. ყვითელმა პრესამ ამ ფაქტს მაშინათვე საკუთარი ინტერპრეტაცია მოუძებნა და გაზეთები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ეს არის არა ასო “М” არამედ «W» რაც ომის მომასწავლებელია. ამ ფაქტის შედეგად აშშ–ში რამოდენიმეჯერ გაიზარდა მოთხოვნა ერთ–ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებზე.
არ გეკითხებით ამ ნაწარმოებს, დაასახელეთ ადგილი სადაც აღმოაჩინეს ზემოთხსენებული ლაქა.
პასუხი: მარსი
კომენტარი: მას შემდეგ რაც ყვითელმა პრესამ გაავრცელა ცნობა ომის შესახებ, ხალხი აქტიურად შეუდგა “მზადებას” მარსიანელებთან საბრძოლველად. ამ ყველაფრის შედეგად გაიზარდა მოთხოვნა უელსის “სამყაროთა ომზე” (War of the worlds). არ დაგავიწდეთ, მარსი ომის ღმერთია J
წყარო: Митио Каку «Физика невозможного»
11) სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს აქვს დაბერების შიში და იგი ყოველმხრივ ცდილობს შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი ატარებს ბრიტანული ლიტერატურის ერთ–ერთი პერსონაჟის სახელს. აგრეთვე არსებობს სინდრომი, რომელიც ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ზემოთხსენებული სინდრომის უკიდურეს შემთხვევას წარმოადგენს და რომელიც ასევე ატარებს ბრიტანული ლიტერატურის პერსონაჟის სახელს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ორივე ლიტერატურული გმირი.
პასუხი: დორიან გრეი, პიტერ პენი
კომენტარი: სინდრომს, როდესაც ადამიანი ცდილობს მუდამ გამოიყურებოდეს ახალგაზრდად ეწოდება დორიან გრეის სინდრომი, ხოლო სინდრომს როდესაც ადამიანი მიუხედავად ასაკისა, ცდილობს იყოს ბავშვი და თავიდან იცილებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას, ეწოდება პიტერ პენის სინდრომი.
წყარო:
http://en.wikipedia.org/wiki/Dorian_Gray_syndrome,
http://en.wikipedia.org/wiki/Peter_Pan_syndrome12) ჟურნალში “Вокруг Света” გამოქვეყნებული იყო ერთ–ერთი ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, რომლის მიხედვით დადგინდა ქვეყნის ათი ყველაზე გამოჩენილი ადამინი. სიაში ფიგურირებდა 90–იანი წლების დასაწყისში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფეხბურთელი, კვანტური ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი, მე–19 საუკუნეშ მოღვაწე საბავშვო მწერალი, ერთ-ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობის ფუძემდებელი... არ გთხოვთ დაასახელოთ დარჩენილები ამ სიიდან. დაასახელეთ ფილმი, რომელმაც მოუტანა კანის ფესტივალის ოქტროს პალმის რტო ამ სიაში მყოფ კინორეჟისორს.
პასუხი: სიბნელეში მოცეკვავე (ლარს ფონ ტრიერის ფილმი)
კომენტარი: ევროპის სახელმწიფოა დანია. ჩამოთვლილები არიან: მიქაელ ლაუდრუპი, ნილს ბორი, სორენ კირკეგორი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი.
წყარო: «Вокруг Света» 2003 №3
13) პირველად ეს ფილმი მსოფლიო ეკრანებზე გავიდა 2006 წლის ნოემბერში, ხოლო რუსეთის კინოთეატრებში 2007 წლის დასაწყისში გამოჩნდა. გაიხსენეთ საფრანგეთში ამავე წლის აპრილში განვითარებული მოვლენები და დაასახელეთ ეს ფილმი, თუ ამ მოვლენის და პოლიტკორექტულობის გამო, რუსეთში კინოაფიშებზე ფილმის სახელწოდება ორიგინალისგან უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა.
პასუხი: კაზინო “როიალი”
კომენტარი: წარწერებს “რუაიალი” და “007” შესაძლოა გამოეწვიათ ასოციაცია 2007 წლის აპრილში, საფრანგეთში დაგეგმილ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სეგოლენ რუაიალის კანდიდატურასთან. ამის გამო წარწერა აფიშაზე იქნა ოდნავ შეცვლილი.
წყარო:
http://ru.wikipedia.org/wiki/Казино_...ильм,_2006)14) ვიკიპედიის თანახმად, ტრიპოლის გრაფი რაიმუნდ ტულუზელი გახლავთ ამის პირველი მსხვერპლი ქრისტიანულ სამყაროში. იმავე მიზეზით გარდაიცვალა კონრად მონფერატელი 1192 წელს. ინგლისის ხელმწიფე ედუარდს იგივე ემუქრებოდა, მაგრამ ის სიკვდილს გადაურჩა. არ გეკითხებით რა მოუვიდათ ზემოთხსენებულ პიროვნებებს, უბრალოდ დაასახელეთ სიტყვა, რომელიც, ბრიტანელი ისტორიკოსის არტურ ბრაიანტის აზრით, ედუარდთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ შევიდა ინგლისურ ენაში.
პასუხი: ასასინი
კომენტარი: რაიმონდ ტულუზელი გახდა ასასინების პირელი მსხვერპლი. 1271 წელს მედე ედუარდს დაესხნენ ასასინები, მაგრამ მეფე სიკვდილს გადაურჩა.
წყარო: Артур Брайант «Эпоха рыцарства», <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Раймунд_II,_граф_Триполи" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Раймун
15) მურის კანონის თანახმად, ყოველ ორ წელიწადში ტრანზისტორების რაოდენობა კრისტალზე ორმაგდება, რაც წარმადობის ზრდას ნიშნავს. თუმცა 2007 წელს თავად მურმა განაცხადა, რომ ფიზიკის კანონები შეუზღუდავ ზრდას კრძალავენ. ამასთან დაკავშირებით იაპონელმა ფიზიკოსმა მიტიო კაკუმ გამოთქვა მოსაზრება, რომ 2020 წელს ეს ადგილი დედამიწაზე “ჯართის სარტყელად” გადაიქცევა. დაასახელეთ ეს ადგილი.
პასუხი: სილიკონის ხეობა (Silicon Valley)
კომენტარი: საუბარია მიკროპრეცოსორების კრისტალებზე და მათში გამოყენებულ ტრანზისტორებზე.
წყარო: Митио Каку «Физика невозможного»
16) ამერიკელებმა, რუს ჰოკეისტ ალექსანდრე ოვეჩკინს შეარქვეს მეტსახელი, რომელიც მის ახალგაზრდა ტალანტს და საკმაოდ დიდ მიღწევებს უსვამს ხაზს. ამავდროულად ის სპორტსმენის ვინაობას და მის მაისურზე გამოსახულ ნომერს აერთიანებს თავის თავში. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად ეს მეტსახელი.
პასუხი: Alexander the Great
კომენტარი: ახალგაზრდა სპორტსმენია და დიდი მიღწევები აქვს, ამიტომ გულშემატკივრებმა იგი ალექსანდრე მაკედონელს შეადარეს (Alexander the Great). ოვეჩკინი 8 ნომერი მაისურით თამაშობს, ხოლო სიტყვა Great–ის ჟღერადობაში ფიგურირებს სიტყვა რვა.
წყარო: <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Овечкин,_Александр_Михайлович" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Овечки
17) რუსი მოგზაური სერგეი დოლია ასე ახასიათებს ბაჰამის კუნძულებს: “ბაჰამის კუნძულები პრაქტიკულად არ განსხვავდება ფლორიდისგან – ისეთივე პალმები, მშვენიერი გზები, შეკრეჭილი გაზონები, ძვირფასი კატერები და სასტუმროები… ერთადერთი რითაც ფლორიდა განსხვავდება ამ კუნძულებისგან – ეს ბროუნის მოძრაობაა”. ავსტრიამ დაკარგა “ბროუნის მოძრაობა” ანშლუზის პერიოდში, ჩეხოსლოვაკიამ 1938 წელს, კორეამ კი – 1946 წელს, იაპონური ოკუპაციის დასრულების შემდგომ. დაასახელეთ ის რაც ჩვენ შეკითხვაში შევცვალე სიტყვებით “ბროუნის მძრაობა”.
პასუხი: მარჯვენა მოძრაობის წესი.
წყარო :
http://sergeydolya.livejournal.com/16033.html18) 2005 წლის ნოემბერში, უეფას თასის გათამაშების ერთ–ერთ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პალერმო და მოსკოვის ლოკომოტივი. მიუხედავად დაძაბული თამაშისა, მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. ამ ფაქტს ერთ–ერთ რუსულ საიტზე მიეძღვნა სტატია, რომლის სათაური ემთხვევა სპორტის სულ სხვა სახეობაში დამკვიდრებულ ტერმინს. ამავე ტერმინით ერთმა რუსმა იუმორისტმა მოიხსენია არქიმედე, რომელმაც ლეგენდების თანახმად ფაქტიურად გაანადგურა რომაული ფლოტი, რომელიც ცდილობდა ქალაქ სირაკუზას აღებას. დაასახელეთ ეს ტერმინი ორი სიტყვით.
პასუხი: სიცილიური დაცვა
კომენტარი: ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საჭადრაკო დებიუტის სახელწოდებაა “სიცილიური დაცვა”. პალერმო სიცილიური კლუბია, ხოლო ნულოვანი ფრეთი დამთავრებულ მატჩში აქცენტი დაცვაზე იყო გაკეთებული. სირაკუზაც სიცილიური ქალაქია, არქიმედე კი მას რომაელებისგან იცავდა.
წყარო:
http://www.migsport.com/news/football/euro...2310_09680.html