თემა გახსნილი იყო May 19 2008, 01:00 AM
ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით (16 კმ), ვერის ტყიან ხეობაში (მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს). რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს.
ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია.
ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და გიორგი ლაშას პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, 1207-ის ახლოს.
წამყე ბეთანიისაკენ, იქ სადღაცა ახლომახლო
იყო ინტელექტუალი ფლუდერების სამოსახლო...
2008 წლის 18 მაისი, კვირა.
როგორც იქნა, ჩვენი უსაყვარლესი ფორუმელის არაჩვეულებრივ იდეას ფრთები შეესხა და... შეთანხმებისამებრ დიდუბეში, ცნობილ „სამთო ქიმიის“ შენობასთან შევიკრიბეთ, (უფრო სწორედ– როგორც იქნა შევიკრიბეთ
მე რა თქმა უნდა დავაგვიანე : ))

























