ეს წესები მოქმედებს ამ ფორუმზე შემომსვლელი ყველა პირისთვის:


1) NO OFF!
OFF-ტოპიკები არ არის მიზანშეწონილი, თუმცა თემების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით დაშვებულია იყოს რამდენიმე თემისგარე საინტერესო მოსაზრება (გონივრული ხუმრობა), მაგრამ დაუშვებელია მოკითხვა, ჩატი, ჭორაობა და ა. შ. (ამისთვის აპინულია თემა შესაბამისი სახელწოდებით OFF-TOPIC! ) ასევე სასტიკად აკრძალულია სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომენციული ინფორმაციის შემცველი საიტების ლინკების გამოქვეყნება (PM-ებში არაა პრობლემა).

2) პატივი ვცეთ ერთმანეთს!
იკრძალება ყველანაირი უცენზურო სიტყვა თუ გამონათქვამი. მოიქეცით ისე, როგორც ღირსეულ ინტელექტუალებს ეკადრებათ და პატივი ეცით თანაფორუმელებს (ეს მგონი ჩვენგან არ გესწავლებათ ). ნუ მიაქცევთ ყურადღებას პროვოკატორებს. თუნდაც თვლიდეთ, რომ მოგაყენეს შეურაცხყოფა, გთხოვთ ასეთ ქმედებებზე რეაგირების მოახდენა ადმინისტრაციას დაუთმეთ.

3) გაბრაზებაც ვიცით!
წინა ორ პუნქტში ჩამოთვლილი იყო წესები, რომელთა დაცვაც ფორუმის მომხმარებლებს მოეთხოვებათ, ხოლო თუ მოხდება წესების უხეში დარღვევა (რაც ნამდვილად არ გვინდა მოხდეს), ჩვენ შესაბამის ზომებს მივმართავთ (არც ამის მოხდენა გვსურს):
იქნება ვორნები (გაფრთხილებები) და ბანები (ფორუმზე დროებით დაპოსტვის აკრძალვები). ეს ყველაფერი დარღვევის სიმძიმის მიხედვით იქნება განსაზღვრული. თუ რამე პრეტენზია გექნებათ რომელიმე მოდერთან ან ჩვენს "სადამსჯელო ოპერაციებთან", დაწერეთ თემაში MODERATORS და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ!


პატივისცემით, მუდამ თქვენზე მზრუნველი ადმინისტრაცია!