დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: Forum ,,Blog"
რა? სად? როდის? ფორუმი > ზოგადი კატეგორია > ზოგადი განყოფილება
გვერდი: 1, 2, 3, 4
ILI-100
მემგონი არცეთ ფორუმზე მსგავსი პროექტი არ არსებობს. მოდით ჩვენ შევქმნათ ჩვენი ბლოგი ამ თემაში

ჩვეულებრივიზგან განსხვავებით, ,,ფორუმის ბლოგზე" ანუ ამ თემაში ყველას შეუძლია დადოს ინფორმაცია, საინტერესო ფოტო კოლაჟი, ვიდეო მასალა, სხვადასხვა თემაზე ცამოყალიბებული და დახვეწილი კომენტარები.
ვეცადოთ არ გავაოფოთ და დავიცვათ ერთი მარტივი წესი, თუ ვინმეს მოესურვება ქართულ ვებ სივრცეში უკვე არსებული ბლოგებიდან განათავსოს ამ თემაში რაიმე მასალა, ჩემი თხოვნა იქნება, პოსტის ბოლოს მიაწეროთ იმ ბლოგის ლინკი რათა ქურდობა არ გამოგვივიდეს.


იმედი მაქვს აიტაცებთ ამ თემაშ და საინტერესო ბლოგს შევქმნით ერთობლივად. ასევე ართი თხოვნა მაქვს, ყველას ვთხოვ კომენტარებისგან თავი შევიკაოთ და არ გავაოფოთ. ამ ტემის მიზანი მხოლოდ შემეცნებითია და ალბად კარგი უნდა იყოს, თუკი ინტერნეტში მოძიებულ სხვა და სხვა ერთობ საინტერესო და სახალისო მასალებს, ერთმანეთს თუ გავავაცნობთ.

ასევე ერთი თხოვნა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ კი თქვენ უცხოურ საიტზე მიაგნებთ რაიმე საინტერესო ინფორმაციას ან უბრალოდ გასართობ მასალას, აუცილებელია გადათარგმნოთ და ისე მოგვაწოდოთ ამ თემაში
ILI-100
ჟურნალ Forbes-მა ჰოლივუდის ელამი მსახიობების სია გააკეთა.

10 ადგილზეა: ჯეკ ნიკოლსონი

9 ადგილზე: მეთ დეიმონი

8 ადგილზე: დენზელ ვაშინგტონი

7 ადგილზე: ჯორჯ კლუნი

6 ადგილზე: ტომ ჰენქსი

5 ადგილზე: ბრეტ პიტი

4 ადგილზე: ანჯელინა ჯოლი

3 ადგილზე: ლეონარდო დიკაპრიო

2 ადგილზე: ჯონი დეპი

1 ადგილზე: ვილ სმიტი


წყარო: http://enews.ge/2009/02/13/ჰოლივ...ხიობე
ILI-100
სამხრეთ დაკოტის თოვლის ანგელოზების მსოფლიო რეკორდი



თოვლის ანგელოზი კეთდება ადამიანის მიერ, რისთვისაც საჭიროა თოვლზე დაწოლა და ფეხების და ხელების ქნევა საბოლოოდ როცა წამოდგებით, დარჩება თქვენს ადგილას ლამაზი თოვლის ანგელოზი 2007 წლის 17 თებერვალს კი მოიხსნა რეკორდი, რადგან 8862-მა ადამიანმა ერთდროულად გააკეთა ეს ანგელოზები ბისმარკში, სამხრეთ დაკოტაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდათ სტუდენტებს, მათი რაოდენობა იყო 3784 და თოვლში იგორავეს მიჩიგანის ტექნიკურ უნივერსტიტეტში. ნახეთ ამ ცერემონიის რამდენიმე ფოტო




წყარო: http://ucnauri.com/?cat=7&paged=2
ILI-100
ფოტო კოლაჟი:



ILI-100
მსგავსი რამ საქართველოშიც მრავლად გვხვდება. მაგალითად რკინიგზაში, ჩვენთან, ერთ ცეხში ექვსი მუშაა და რვა უფროსი sad.gif

ILI-100
ჯეოსელის ჯილდო ( ნუ ეს ცნობილი ფაქტია აქაც უკვე მაგრამ მაინც ჩავსვათ ჩვენს ბლოგში)

სუ ბოლოში ხაზგასმულ სტროფს თუ დააკვირდებით ნახავთ თუ რით დააჯილდოვა ჯეოსელმა ჯეოსტარი 2008 -ს მონაწილეები

ILI-100
ფაქტები 2008 წლის გინესების რეკორდების წიგნიდან…

ყველაზე წელვადი კანი
Garry Turner დიდი ბრიტანეთიდან… მას შეუძლია მუცელზე გამოიწელოს კანი 15,8 სმ-ზე…



ყველაზე გრძელი ხელის ფრჩხილები
Nelvin Feizel Boothe მიჩიგანის შტატიდან. მას არ შეუჭრია ფრჩხილები 25 წლის განმავლობაში (!!!).
ფრჩხილების საერთო სიგრძე 931 სმ.


თვალების ყველაზე ძლიერი ”დაჭყეტვა”
აშშ-ში მცხოვრებ კიმ გუდმენს შეუძლია თვალების 11მმ დაჭყეტვა.


ყველაზე მძიმე ვაშლი
წონა 1,849 კგ. ამ ქმნილების ავრტორია Chisato Iwasaki იაპონიიდან.


ყველაზე პატარა და დიდი ცხენები
ყველაზე პატარა Thumbelina სიმაღლეში 44,5 სმ. ყველაზე დიდი Radar - 202 სმ.
ILI-100
(გოგონებისთვის)

ოთხი სახის მამაკაცის კოცნა...

მამაკაცის პირველივე კოცნა მოგითხრობთ კონკრეტუად მასზე უამრავ საინტერესოს...




ჩქარი

მას აქვს დაძაბული, ინტენსიური და ნერვული კოცნა. მისი ტუჩები და/ან ენა დაძაბულია უფრო მეტად ვიდრე საჭიროა. ასეთ პარტნიორს ძალიან უყვარს კბენა, ხოლო მისი აქტივობა ატარებს ისტერიულ ხასიათს. ვნების დროს ასეთი კოცნა შეიძლება იყოს ძალიან აღმგზნები.
როგორია ის? ინიციატივას მოგანდობთ თქვენ. მისთვის უმჯობესია გაგართოთ, ხოლო გაკონტროლება კი თქვენი საქმეა. როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა ჩანდეს, სინამდვილეში წესებს ადგენთ თქვენ. იქნებით არაჩვეულებრივი წყვილი თუ თქვენ ხართ გაწონასწორებული ადამიანი და მოახდენთ ურთიერთობების დომინირებას შეუმჩნევლად, თავზე მოხვევის გარეშე.

დაჯერებული
მისი კოცნა არის მკაცრი, მოძრაობა არის რითმული და ერთფეროვანი, ის იქცევა თავდაჯერებულად. ზოგჯერ მისმა კოცნამ შეიძლება გამოიწვიოს ასოციაცია - კოცნა ალუმინის კოვზთან.
როგორია ის? მასთან იქნებით მშვიდად. ის არის საიმედო მამაკცი. თუმცა ნუ დაელოდებით მისგან ფეიერვერკებს ან რომანტიულ ფანტაზიებს. თქვენ ხართ ერთმანეთისთვის შექმნილი თუ გაქვთ ოჯახური სიმშვიდისკენ მიდრეკილება. მიატოვეთ თუ თქვენ გსურთ ემოციების ზღვა, თავგადასავლები.

ნაზი
მისი კოცნა არის ბრთხილი, თითქმის არ იყენებს ენას. ის გეხვევათ ნაზად, თითქოს ეხვეოდეს ფაიფურის თოჯინას. ჯამში გკოცნით ძალიან ნაზად.
როგორია ის? ის იქნება შსანიშნავი, მზრუნველი პარტნიორი. შეიძლება ის არ იყოს გრძნობათა ვულკანი, მაგრამ შემოგთავაზებთ ზღავა სინაზეს, სითბოს. ასე, რომ იყავით ბრთხილი და ტაქტიკური მის გრძნობებთან.
მისი მთავარი დადებითი თვისებებია - გამოგყვებათ ყველგან, ქვეყნის დასალიარშიც კი, მისი სიყვარულის სინათლე კი გაგინათებთ გზას. მიატოვეთ ის იმ შემთხვევაში თუ თქვენ ეძებთ თავდაჯერებულ მამაკაცს - მეომარს.

ფხიზელი, მახვილი
მისი კოცნა - როგორც სხვადასხვა გემოს ყინულის ნატეხები. მას შეუძლია გამოიყენოს და ცვალოს პერიოდულად ზემოთ მოყვანილი კოცნის მანერები და ერთი კოცნის მანერიდან მეორეზე გადადის ადვილად და ძალისხმევის გარეშე. ამასთანავე ის იქცევა თქვენი სურვილების მიხედვით, რომელსაც ის ადვილად აფიქსირებს.
როგორია ის? შენ გაგიმართლა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს გაგრძელდეს კიდევ რამოდენიმე საათს და შემდეგ ის მოგაშორონ. ამ მამაკაცმა იცის, რომ ის ბევრს მოსწონს. ამიტომ დაიჭირეთ მაგრად. ურთიერთგაგება - ეს არის მთავარი ”გასაღები” მასთან ურთიერთობაში. თქვენ შეეწყობით ერთმანეთს, თუ ხართ ექსპრესიული და თავდაჯერებული.

წყარო: http://www.elen.ge/index.php?lang_id=GEO&a...amp;info_id=498
ILI-100
მხატვრული ფილმის ყველაზე გრძელი სათაური!



ეს ფილმი გადაიღო 1991 წელს რეჟისორმა ჯეიმს რიფლმა. ჟანრი, როგორც მიხვდით არის საშინელებათა. ეს ფილმი არის ერთგვარი რიმეიქი 1968 წელს გადაღებული კლასიკად ქცეული ფილმისა “ცოცხალი მკვდრების ღამე”

(Night of the Day of the Dawn of the Son of the Bride of the Return of the Revenge of the Terror of the Attack of the Evil, Mutant, Alien, Flesh Eating, Hellbound, Zombified Living Dead Part 2: In Shocking 2-D)

ღრმად ჩაისუნთქეთ და წავიდა…

ღამე მზის ჩასვლის დღისა, პატარძლის ვაჟიშვილისა, შურისძიების დაბრუნებისა, შურისძიების შიში ბოროტის შემოტევისა, მუტანტის, უცხოპლანეტელის, ხორცის მჭამელის, ჯოჯოხეთში მიმავალის, ზომბირებული ცოცხალი მკვდრები ნაწილი 2: შოკისმომგვრელი 2-D
ILI-100
დუბაი. ქალაქი ზეცაში (ფოტო კოლაჟი)




ILI-100
ჯეიმს კუკი



ჯეიმს კუკი – უდიდესი ინგლისელი ზღვაოსანი, ასობით კუნძულის აღმომჩენი. მისმა გემებმა სამჯერ შემოუარეს დედამიწას, ექვსჯერ გადალახეს ეკვატორი. კუკმა ისტორიაში პირველად გადაკვეთა სამხრეთ პოლარული წრე. იგი იყო პირველი ვინც ადამიანთაგან ფეხი დაადგა არქტიკასა და ანტარქტიკას. მან ფაქტიურად “გადათელა” მთელი მსოფლიო.
ჯეიმს კუკმა შეადგინა ავსტრალიის მთელი აღმოსავლეთი სანაპიროსა და ახალი კალედონის, ჰავაის კუნძულებისა და სამხრეთ გეორგიის, ახალი ზელანდიის, არქიპელაგის ტონგას, მარკიზის კუნძულების, ახალი ჰერბრიდებისი არქიპელაგი ტუამეტუს, ჩრდილო ამერიკის ჩრდილო დასავლეთ სანაპიროს რუკები.
ჯეიმს კუკის რეპუტაცია, როგორც ნავიგატორისა და კარტოგრაფის იმდენად დიდი იყო რომ, ტრადიიციის ყოველგვარი დარღვევით, იგი მოჯამაგირის შვილი- ხდება ოფიცერი გემის კაპიტანი, მსოფლიოს ექსპედიციების ხელმძღვანელი.

ILI-100
ქაბაბი (კულინარია)



ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური ან კოწახური ცალკე მივიტანოთ.



მალასა: ცხვრის ხორცი – 1 კგ. დუმა – 100 გრ. ხახვი – 2 თ. კვერცხი – 2 ც. კოწახური, მარილი, პილპილი – გემოვნებით.


წყარო: http://vinoge.com/samzareulo/xorciani-kerZebi/qababi

ILI-100
სმაილის ისტორია .



ზოგადად, სმაილები ( ან სმაილიკები smile.gif ) მთელი მსოფლიოს ონლაინ (და არამხოლოდ ონლაინ) სოცკულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია — მათი წყალობით ხომ ვიზუალური ემოციების გამოხატვა დაუფორმატირებელი ტექსტის საშუალებითაა შესაძლებელი!

ფართო მოხმარებაში სმალიკები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან შემოვიდა. 2002 წელს ჯეფ ბაირდმა ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინა, რომელშიც სმაილების „გამომგონებელმა“ სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა ფჩხილების, ტირესა და ორწერტილის კომბინაცია სახის გამოსახატად smile.gif

აი ეს წერილიც, ორიგინალში:

19-Sep-82 11:44 Scott E Fahlman :-)
From: Scott E Fahlman

I propose that the following character sequence for joke markers:

:-)

Read it sideways. Actually, it is probably more economical to mark things that are NOT jokes, given current trends. For this, use

:-(



სწორედ ამ პოსტიდან დაიწყო სმაილიკის ისტორია smile.gif

იგი მომენტალურად აიტაცა მსოფლიომ — ნიუსგრუპებში და პირველყოფილ მოფორუმო წარმონაქმნებში, ელფოსტის გზავნილებში და ჩეთების შეტყობინებებში, SMS-ებსა და მყისიერი შეტყობინებების პროგრამებში…

ერთი სიტყვით ყველგან, სადაც კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას ტექსტუალური მხარე წარმოადგენდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ონლაინში ადამიანთან ურთიერთობა სმაილების საშუალებით ემოციის გამოხატვის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია; ყველგან — ფორუმში, ჩეთში ან თუნდაც მესინჯერში…
ერთმა სმაილიკმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მთელი პოსტის აზრი… ან სულაც ერთი სმაილიკი იყოს საკმარისი მთელი სათქმელის გამოსახატად smile.gif

ზუსტად ამიტომ, ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება, თუ რატომ არ იყენებენ თანამედროვე ბეჭდვით გამოცემებში ემოციის გამომხატავ ამ არაჩვეულებრივ გამოგონებას, რომელიც უკვე 20 წელია ვების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც წესი, სმაილიკები მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე: სტატიებში სმაილების შესახებ და ახალგაზრდულ, ნაკლებად სერიოზულ გამოცემებში.

რეალურად კი, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი სასვენი ნიშნები არსებობს ხასიათისა და ემოციის გადმოსაცემად — ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი, სამწერტილი (ზოგ შემთხვევაში…)

ისმის კითხვა: რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სმაილიკები? ისინიც ხომ ჩვეულებრივი პუნქტუაციის ნიშნებისგან არიან შედგენილნი? შემდეგში რომელიმე სტატიის კითხვისას დაფიქრდით, როგორ მოუხდებოდა ზოგ ადგილს ასეთი სმაილიკი ; ) ან ასეთი : D ან თუნდაც ასეთი : ( ან ნეტავ რამდენჯერ გაგჩენიათ სურვილი, რომ რომელიმე თემაში ან რეფერატში გამოგეყენებინათ ისინი?

წყარო: http://omedia.ge/blog/first_emoticon/
ILI-100
გთავაზობთ ცნობილი ფიზიკოსის და ასტორომის, სტივენ ჰოუკინგის ერთ-ერთი საჯარო ლექციის თარგმანს.

ლექცია ეხება ბუნების, სამყაროს დეტერმინიზირების საკითხს. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ (გამოვიცნოთ) მომავალი, თუ ის თვითნებური და შემთხვევითია?

მაშ ასე, დავიწყოთ smile.gif


თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

უძველეს დროში, ეჩვენებოდათ, რომ ბუნება თვითნებურია. ნებისმიერი სახის უბედურება, კატასტროფა, მაგალითად, წარღვნა ან რომელიმე დაავადების გავრცელება ხდებოდა ყოველგვარი „გაფრთხილების“, რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე. შესაბამისად, იმ დროს ხალხი ყოველ ასეთ მოვლენას მიაწერდა ღმერთებს და ზებუნებრივ ძალებს. არავინ იცოდა და ვერავინ გამოიცნობდა, თუ რას მოისურვებდნენ და გააკეთებდნენ ისინი. ერთადერთი, რასაც ადამიანები მოიმოქმედებდნენ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ეს იყო სხვადასხვა შესაწირები, ძღვენები და რიტუალები ღმერთებისთვის…

თანდათანობით, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებმა შეამჩნიეს გარკვეული სისტემურობა, კანონზომიერებები ბუნების ქცევაში. ეს კანონზომიერებები ყველაზე უფრო ცხადად პირველად შენიშნეს ციური სხეულების მოძრაობაში, ცაზე დაკვირვებისას. ასე, რომ ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება, რომელიც განვითარდა.
ეს კანონზომიერებები მათემატიკურად აღწერილი და გამყარებული იქნა ნიუტონის მიერ 300 წლის წინ და ჩვენ დღემდე ვიყენებთ მისი მოძრაობის კანონებს, რომ განვსაზღვროთ ციური სხეულების მოძრაობა.
ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ბუნების სხვა მოვლენებიც ასევე აღიწერებიან გარკვეული კანონებით. ამ ყველაფერმა მეცნიერები მიიყვანა ე.წ. „სამეცნიერო დეტერმინიზმის“ იდეამდე, რომელიც პირველად სახალხოდ გააჟღერა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა. ის დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა:

თუ, დროის რომელიმე მომენტში ჩვენ გვეცოდინება სამყაროს ყველა ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი მოვლენა მომავალში და აღვადგინოთ ნებისმიერი მოვლენა წარსულში.

არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც ნიუტონმა ჰკითხა მას, თუ როგორ ჯდებოდა ამ სისტემაში ღმერთი, მან უპასუხა: „სერ, მე არ მჭირდება მსგავსი ჰიპოთეზები“. მე არ ვფიქრობ, რომ ლაპლასი ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ის არ ერევა ფიზიკის კანონებში! ეს უნდა იყოს ყველა მეცნიერის პოზიცია. ბუნების კანონი აღარ არის ბუნების კანონი, თუ ნებისმიერი სუპერძალა როცა მოისურვებს დაარღვევს მათ…

იდეა, რომ სამყაროს მდგომარეობა დროის მოცემულ მომენტში გვაძლევს საშუალებას, ვიწინასწარმეტყველოთ მისი მდგომარეობები ნებისმიერ სხვა დროს, გახდა მეცნიერების ცენტრალური პრინციპი ლაპლასის შემდეგ. ის გულისხმობს, რომ ჩვენ პრინციპში შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება. პრაქტიკულად ეს არც ისე ადვილია (რბილად რომ ვთქვათ biggrin.gif) შესაბამისი განტოლებების სირთულის და რაოდენობის გამო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს იდეა დომინირებდა მეცნიერებაში მთელი XIX საუკუნის მანძილზე. თუმცა, XX საუკუნეში ფიზიკის განვითარებამ გამოკვეთა ორი საკითხი, რომლებმაც აჩვენეს, რომ ლაპლასის ხედვა, მომავლის სრულიად წინასწარმეტყველების შესახებ, ვერ იქნებოდა რეალიზებული.

პირველი, ეს არის კვანტური მექანიკა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა. მან გამოთქვა იდეა, რომ ნებისმიერი ნაწილაკი შეიძლება, ასხივებდეს მხოლოდ გარკვეული პორციებით, კვანტებით. მას არ ჩაუდია ამაში რაიმე ფიზიკური აზრი, მხოლოდ როგორც მათემატიკური ხერხი ისე გამოიყენა. შემდეგში სხვა მეცნიერები შეეცადნენ, რომ ეპოვნათ სხვა მოვლენები, რომლებიც იხსნებოდნენ კვანტური თეორიით. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ელემენტარული ნაწილაკები იქცევიან, როგორც ბზრიალა სათამაშოები. ისინი ბრუნავენ რაღაც ღერძის გარშემო, მაგრამ სპინის რაოდენობა ვერ იქნება ნებისმიერი სიდიდის. მას აქვს გარკვეული დაკვანტული მნიშვნელობები რომლებიც რაღაც სიდიდის ჯერადია. ყველაფერი კარგად იყო 1926 წლამდე, ვიდრე ასევე გერმანელმა ფიზიკოსმა ჰაიზენბერგმა არ აღმოაჩინა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ზუსტად გავზომოთ ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე (ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი). ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მიკროსამყაროში გაზომვისას შეტანილი შეშფოთება პრინციპული ხასიათისაა. რაც უფრო ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის სიჩქარეს, მით უფრო ნაკლებად ზუსტად შევძლებთ მისი მდებარეობის განსაზღვრას და პირიქით. ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი ფორმულირდება შემდეგნაირად:

კოორდინატის გაზომვის ცდომილება გამრავლებული სიჩქარის გაზომვის ცდომილებაზე, ყოველთვის მეტია ვიდრე (h) პლანკის მუდივა გაყოფილი მასაზე.

ცხადია, რომ თუ ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის მდებარეობას, მაშინ არაფერი ვიცით მისი სიჩქარის შესახებ და პირიქით. შესაბამისად, ლაპლასის იდეას, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენ ერთდროულად, დროის ერთი და იგივე მომენტში უნდა გვცოდნოდა ნაწილაკების სიჩქარეები და მდებარეობა, ჰაიზენბერგის პრინციპი ძირს უთხრის, რადგან რეალურად შეუძლებელია ამ ორი სიდიდის ერთდროულად ზუსტად გაზომვა. ასე, რომ როგორი სწრაფი კომპიუტერებიც არ უნდა გვქონდეს ზემოთნახსენები განტოლებების დასათვლელად, აზრი აღარ აქვს, რადგან თუ არასწორი მონაცემები გადავეცით, შედეგადაც არასწორ გამოთვლებს მივიღებთ.

ეინშტეინს ძალიან აწუხებდა შემთხვევითობის პრობლემა. მისი საყვარელი ფრაზა იყო: „მე არ მჯერა, რომ ღმერთი კამათელს აგორებს“. იგი თვლიდა, რომ განუზღვრელობის პრინციპი დროებითია, რომ ნაწილაკებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული სიჩქარე და მდებარეობა და რომ ისინი აღიწერებიან დეტერმინიზირებული კანონებით ლაპლასის პრინციპის მიხედვით. იგი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ღმერთისთვის ნათელია და ჩვენ სინათლის კვანტური ბუნების გამო ვერ ვხედავთ ამას.

სხვა მეცნიერები უფრო მზად აღმოჩნდნენ XIX საუკუნის დეტერმინიზმის ხედვის მოდიფიცირებისთვის. კვანტური თეორია განავითარეს ჰაიზენბერგმა, ავსტიელმა მეცნიერმა შრედინგერმა და ინგლისელმა ფიზიკოსმა დირაკმა. კვანტური მექანიკა დაახლოებით 70 წელია რაც არსებობს და დღემდე ბოლომდე არ არის გაგებული და აღიარებული იმ ხალხისგანაც კი, ვინც იყენებს ამ მოდელს გამოთვლებში. კვანტური თეორია ეს მთლიანად სხვა სურათია ფიზიკური სამყაროსი და რეალობის. კვანტურ მექანიკაში ნაწილაკებს არ გააჩნიათ ცალსახად განსაზღვრული პოზიცია და სიჩქარე. ისინი წარმოდგენილი არიან ე.წ. ტალღური ფუნქციით (რაც გულისხმობს სივრცის სხვადასხვა წერტილებში რაღაც მნიშვნელობების მოცემას). ტალღის სიგრძე გვაძლევს ალბათობას, რომ ნაწილაკი აღმოჩნდება სივრცის კონკრეტულ წერტილში. სიდიდე, რომლითაც იგი იცვლება წერტილიდან წერტილამდე გვაძლევს ნაწილაკის სიჩქარეს. ვთქვათ ტალღურ ფუნქციას აქვს მკვეთრი პიკი სივრცის რაიმე პატარა არეში. ეს ნიშნავს, რომ მდებარეობის განუზღვრელობა მცირეა. თუმცა ფუნქცია ძალიან სწრაფად შეიცვლება პიკის მახლობლად რაც ნიშნავს, რომ სიჩქარის განუზღვრელობა დიდი იქნება. შესაბამისად, შეიძლება გვქონდეს ტალღური ფუნქცია, რომელშიც მდებარეობის განუზღვრელობა იქნება დიდი, ხოლო სიჩქარის — მცირე.

ტალღური ფუნქცია შეიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება ვიცოდეთ ნაწილაკის შესახებ — მათ სიჩქარეებსაც და მდეობარეობასაც. თუ ჩვენ ვიცით ტალღური ფუნქცია დროის ერთ მომენტში, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შრედინგერის განტოლებით ვიპოვოთ იგი დროის სხვა მომენტშიც. ეს წააგავს დეტერმინიზმს, მაგრამ არა ლაპლასის ხედვით. იმის მაგივრად, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნაწილაკის სიჩქარე და მდებარეობა, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ტალღურ ფუნქციას, რომელიც გვაძლევს ალბათობებს ნაწილაკის სივრცის მოცემულ წერტილში აღმოჩენისას და მისი სიჩქარისას. რაც მხოლოდ ნახევარია იმისა რასაც ლაპლასი გულისხმობდა…

ასევე პრობლემას ქმნის გრავიტაცია, რომელიც ისე ამრუდებს სივრცე-დროს, რომ არსებობს ისეთი არეები, რომლებსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვაკვირდებით.

საინტერესოა, რომ 1799 წელს ლაპლასმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც იგი ამბობდა, რომ არსებობენ ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც აქვთ იმდენად მძლავრი გრავიტაციული ველი, რომ თვით სინათლის სხივიც ვერ გამოდის მათგან. იგივე იდეა გამოთქვა 16 წლის წინ მიტჩელმა. ისინი, ორივე ფიქრობდნენ რომ სინათლის სხივი ეს არის ნაწილაკების ნაკადი და ხსნიდნენ გრავიტაციული ველის ასეთ ზემოქმედებას მასზე. 1887 წელს მაიკელსონმა და მორლიმ ჩაატარეს შესანიშნავი ექსპერიმენტი, რომელშიც აჩვენეს, რომ სინათლეს აქვს ყოველთვის ერთი და იგივე სიჩქარე მიუხედავად იმისა, საიდან მოდის იგი. შეუძლებელი იყო, რომ სივრცეზე და დროზე მაშინდელი მოსაზრებებით აეხსნათ ეს მოვლენა. მაგრამ 1915 წელს გამოქვეყნებული აინშტაინის რევოლუციური ფარდობითობის ზოგადი თეორია მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს სივრცეზე და დროზე. იგი განიხილავს ერთ ობიექტს სივრცე-დროს, რომელშიც ორივე (სივრცეც და დროც) არ არიან დამოუკიდებლები და განცალკევებულები, ისინი ერთი ობიექტია. მათ უბრალოდ აქვთ სხვადასხვა მიმართულება ერთ ობიექტში — „სივრცე-დრო“. აინშტაინი ამბობდა, რომ სივრცე-დრო არ არის ბრტყელი, მას ამრუდებენ მასში არსებული მატერია და ენერგია.

წარმოვიდგინოთ გაჭიმული ნაჭერი და მასში მოთავსებული მასიური სხეული (ნახსენები ვარსკვლავის ანალოგად). ცხადია, რომ ეს სხეული თავისი წონის გამო მის მახლობლად გაამრუდებს ნაჭერს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ნაჭერზე ვიღაცამ გააგორა ბურთულა. გასაგებია, რომ ამ ბურთის მოძრაობის ტრაექტორია გამრუდდება მასიური სხეული მახლობლად, იმის მაგივრად, რომ იყოს სწორხაზოვანი. დაახლოებით ეს არის სივრცე-დროის გამრუდების ადვილად წარმოსადგენი მაგალითი. 1919 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ ჩაატარა ექსპერიმენტი დასავლეთ აფრიკაში საიდანაც აკვირდებოდნენ ვარსკვლავებიდან მოსულ სინათლის სხივებს, რომლებიც გაივლიდნენ მზის მახლობლად. მათ ნახეს, რომ ვარსკვლავების გამოსახულება იყო წანაცვლებული, რაც გამოწვეული იყო სინათლის სხივის ტრაექტორიის შეცვლით. ფარდობითობის ზოგადი თეორია იქნა მიღებული smile.gif

წარმოვიდგინოთ ახლა უფრო მეტად და მეტად ძმიმე და მკვრივი სხეული ჩვენს ნაჭერზე. იგი უფრო მეტად ჩაზნიქავს მას და რომელიღაც კრიტიკულ მომენტში გაჩნდება ხვრელი ჩვენს ნაჭერზე (ბუნებრივია ნაჭერი გაიხევა). ამის შემდეგ ყველა ბურთულა ჩავარდება ამ ხვრელში და არაფერი ამოვა იქიდან.

რა ხდება სივრცე-დროში ამის ანალოგად? ვარსკვლავი ამრუდებს სივრცე-დროს მის მახლობლად და რაც უფრო მასიური და კონცენტრირებულია მით უფრო მეტად და მეტად.. მასიური ვარსკვლავები ჩაქრობის შემდეგ იწყებენ გაციებას და შეკუმშვას და საბოლოოდ ისინი ისე ამრუდებენ მათ მახლობლად სივრცე-დროს, რომ ქმნიან ზუსტად ისეთივე ხვრელს, როგორიც განვიხილეთ ნაჭრის მაგალითზე. სინათლესაც კი არ შეუძლია იქიდან გამოსვლა. ასეთ ობიექტებს ეწოდათ შავი ხვრელები.

დღეს ჩვენ შეგვიძლია, რომ დავაკვირდეთ შავ ხვრელებს და ვიცით, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. რა მნიშვნელობა აქვთ მათ დეტერმინიზმის საკითხთან?? პასუხი წერია სტიკერზე, რომელიც მე მაქვს გაკრული კარებზე:

შავი ხვრელები არიან ჩვენი მეთვალყურეობის მიღმა

არამარტო ნაწილაკები, არამედ უბედური ასტორავტებიც (biggrin.gif) რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში ვეღარასოდეს ამოვლენ იქიდან; და რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაცია რომელსაც ის ობიექტები ატარებენ, რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში სამუდამოდ დაკარგული იქნება ჩვენთვის. მინიმუმ, სამყაროს იმ არიდან, რომლიდანაც ჩვენ ვაკვირდებით (ვუყურებთ) შავ ხვრელებს.

განუზღვრელობის და კვანტურობის პრობლემაში. რაც არ უნდა მოხვდეს შავ ხვრელში, შედეგად ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, მხოლოდ საერთო მასა. ანუ, აღარ გვაქვს ერთი-ერთზე შესაბამისობა საწყის და საბოლოო მდგომარეობებს შორის, რასაც გულისხმობდა ლაპლასი დეტერმინიზმის იდეაში. შედეგი ერთია, რომ ნებისმიერი ინფორმაციას ჩვენ ვკარგავთ შავ ხვრელში (სამყარის იმ არიდან მაინც საიდანაც ვაკვირდებით შავ ხვრელს). შესაბამისად არ შეგვიძლია, არსებული მდგომარეობიდან ვიწინასწარმეტყველოთ შემდეგი მდგომარეობა. კვანტურ თეორიაში ჩვენ შეგვეძლო რაღაც დოზით მაინც ამის კეთება ტალღური ფუნქციის დათვლით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას. ასე, რომ აინშტაინი ორმაგად ცდებოდა, როდესაც ის ამბობდა, რომ ღმერთი კამათლით არ თამაშობს, რომ მოვლენები წინასწარგანსაზღვრულია. ღმერთი აგორებს კამათელს და თან ხანდახან შავ ხვრელშიც აგდებს, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგოთ biggrin.gif

შევაჯამოთ, რისი თქმა მინდოდა ამ ლექციაში. მთავარი შეკითხვა: სამყარო რენდომულად, თვითნებურად ვითარდება თუ ის დეტერმინიზირებულია? კლასიკური შეხედულებებით ნაწილაკების მოძრაობა მთლიანად განსაზღვრადი იყო თუ ჩვენ გვეცოდინებოდა მათი სიჩქარეები და მდებარეობები. მაგრამ კვანტურმა თეორიამ და ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპმა დაგვანახა, რომ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ნაწილაკის სიჩქარეს და მდებარეობას ერთრდოულად ორივეს ზუსტად, ხოლო შავი ხვრელების ეფექტმა გვიჩვენა, რომ ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას იმ ნაწილაკებზე, რომლებიც მოხვდებიან მასში. ასე, რომ სამყაროს მომავალი არ არის მთლიანად განსაზღვრადი ფიზიკის დღეისთვის ცნობილი კანონებით. ყოველ შემთხვევაში, ლაპლასის ხედვით მაინც.

ღმერთს კვლავ აქვს შემონახული სხვადასხვა ხრიკები ჩვენს მოსატყუებლად smile.gif

ვაუუ, ეს მართლა საინტერესოა, მადლობა წყაროს wink.gif http://omedia.ge/blog/nature_of_universe/
ILI-100
იქნებ თქვენც ცადოთ რა sad.gif ასე არაფერი გამოვა, მაშინ ტემას დავარქმევდი იუზერ ILI-100_ის ბლოგს მეთქი და ჩემთვის გავაჯაზებდი.
ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენთვითონ დავწერთ რამე საინტერესო სტატიებს სხვადასხვა ტემაზე, ან თარგმნით უცხოური საიტებიდან. მე ეს ყველაფერი ქართული ბლოგებიდან ამოვკრიფე, ეხლა სამსსახურში მივდივარ თორე ცემიტაც დავწერდი რამე საინტერესო პოსტს რამე ტემაზე.
თუ გინდათ რომ ეს თემა არ დაიხუროს, ჩაებით პროცესში, თუ არა და მაშინ გავაქროთ, რა აზრი აქ
sad.gif
skiron
დუბაი თავისუფალ ეკონმიკურ ზონად გამოცხადებამდე.


იგივე ადგილი 2006 წელს


დუბაი პალმა...
Tengobarca
პირველი ამერიკელი ადამიანი რომელმაც მოიგო მილიონი შოუში: "ვის უნდა მილიონი?"
ამ ვიდეოში არის ბოლო კითხვა რომელიც მან აიღო და გახდა მილიონერი... დაუკვირდით, არც ერთი დახმარება მას არ გამოუყენებია და ამ უკანასკნელ კითხვაში გამოიყენებს ერთ დახმარებას და იმასაც რისთვის... smile.gif smile.gif smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=n8JrsnpWUSw...feature=related
Mathias_Sammer
შევეცდები მეც შემოგთავაზოთ რაიმე საინტერესო tongue.gif :

ყარარუმის ქედი, ერთ-ერთი უდიდესი ქედი, პაკისტანისა და ჩინეთის საზღვარზე, ხშირად მოიხსენებენ ჰიმალაისთან ერთად, მაგრამ მასთან ახლო მდებარეობის მიუხედავად, მაინც არ წარმოადგენს მის ნაწილს, ყარაყორუმის ქედზე მდებარეობს 70ზე მეტი მწვერვალი, რომელთა სიმაღლე 7000მეტრს აღემატება, მათ შორის არის K2 იგივე ჩოგორი (8,611მ) რომელიც მსოფლიოში სიმაღლით მხოლოდ ევერსეტს ჩამოუვარდება, K2 ხშირად მოიხსენებენ, როგორც "სახიფათო მთა", ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ, რომ ამ მწვერვალზეა.

არავითარი პარიზი და ეიფელის კოშკი, ჩემი თაფლობისთვე იქნება, აი ამ გზებზე ხეტიალი wub.gif

ყარაყორუმის უმაღლესი მწვერვალების სია ასე გამოიყურება:
K2 (Qogir Feng) (8,611 m)
Gasherbrum I (8,068 m)
Broad Peak (Phalchen Kangri) (8,047 m)
Gasherbrum II (8,035 m)
Gasherbrum III (7,952 m)
Gasherbrum IV (7,925 m)
Distaghil Sar (7,885 m)
Kunyang Chhish (7,852 m)
Masherbrum I (7,821 m)
Batura I (7,795 m)
Rakaposhi (7,788 m)
Batura II (7,762 m)
Kanjut Sar (7,760 m)
Saltoro Kangri (7,742 m)
Batura III (7,729 m)
Saser Kangri (7,672 m)
Chogolisa (7,665m)
Haramosh Peak (7,397 m)
Baintha Brakk (7,285 m)
Muztagh Tower (7,273 m)




ესეც K2

ILI-100
skiron
ციტატა
დუბაი პალმა...


საცხოვრებელი კომპლექსი “კუნძული პალმა”
არაბეთის გაერთიანებული საემიროები, დუბაი. 2012

http://www.youtube.com/watch?v=2L5K_2x6IRM...feature=related

http://www.youtube.com/watch?v=KJhQcx-eEKo
ILI-100
ხელოვნების შედევრების LEGO ინტერპრეტაცია! (ფოტო კოლაჟი)











ILI-100
რამდენიმე ჰაკერის ისტორია…

ჰაკერები ოდითქანვე ინტელექტუალურად განვითარებული და იდუმალებით მოცული, კიბერ-კრიმინალი ადამიანები არიან რომელიც ყველა ჩვენთაგანს ძალიან გვაინტერესებს.. დღეს წარმოგიდგენთ მცირე ისტორიებს მსოფილიოში განთქმული ჰაკერების ცხოვრებიდან. ფრენკ დერდენი:
საჩუქარი ქრისტეშობის დღესასწაულზე. საჩუქრად პირველი თავისი კომპიუტერი ფრენკ დერდენმა 16 წლის ასაკში მიიღო ქრისტეშობის დღესასწაულზე. ახალი სათამაშოდან ბიჭის მოშორება შეუძლებელი იყო. მშობლები ვერ გაერკვნენ, რა ნახა ასეთი გასაოცარი მათმა ვაჟმა, მთელი თავის დროს რომ უთმობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ყოველივე ეს მშვენივრად აუხსნა მათ ფედერალურ აგენტთა მთელმა ჯგუფმა, რომლებიც მათ სახლში შეიჭრნენ და მთელი კომპიუტერული მოწყობილობა თან წაიღეს. ამ დროისთვის ფრენკ დერდენს 23 წელი შესრულებოდა, შედიოდა ჰაკერთა უდიდეს დაჯგუფებაში თავის ანგარიშზე ჰქონდა ასობით გატეხილი სისტემა მთელს მსოფლიოში. ბიჭს ენის დაგრძელება ძალიან უყვარდა, ზედმეტი საუბრისგან თავი ვერც იით-ში მომუშავე მეგობრებთან შეიკავა, რამაც დაღუპა კიდეც...


---

სპამერებმა უჩვეულო აქტიურობა სწორედ 2004 წელს გამოიჩინეს. ინტერნეტის მომხმარებელთა მიერ მიღებულმა მოუთხოვნელმა ელექტრონულმა ფოსტამ შარშან 3,3 ტრილიონი გზავნილი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2003 წელს იყო 1,6 ტრილიონი. ზარალმა შეადგინა 119 მილიარდი(!) დოლარი. არასაჭირო წერილებისგან მიღებული ზარალი ღრმავდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სპამი ხშირად ვირუსს შეიცავს. მომხმარებელს მათი გადატვირთვა და წაშლა დღეში ასობით უხდება.

ვირუსების გამგზანნი ფასეულ ინფორმაციებთან ერთად კორპორაციების ბიუჯეტიდან და ქსელის მომხმარებელთა ჯიბიდან ფულსაც იპარავენ. 2004 წელს ვირუსული ეპიდემიებისგან მიღებულმა ზარალმა 165 მილიარდი(!) დოლარი შეადგინა.

კევინ მიტნიკი სახელი შეიძლება დასახელდეს სიტყვა "ჰაკერის" სინონიმად. ა.შ.შ-ს იუსტიციის სამინისტროში ის ჯერ კიდევ ითვლება ყველა დროის ყველაზე საშიშ კიბერ-დამნაშავედ. მისი დანაშაულები უკვდავყოფილია ფილმში "Взлом / Takedown".
მიტნიკმა დაიწყო ლოს-ანჟელესის სატრანსპორტო ბილეთების სისტემის გატეხვით, რომ უფასოდ ეკატავა ავტობუსებით. შემდეგ, სტივ ვოზნიაკის( Steve Wozniak Apple-იდან) მსგავსად რეკავდა უფასოდ, იმის ხარჯზე რომ იცოდა ტელეფონის სისტემა. პირველად მიტნიკი გაასამართლეს Digital Equipment Corporation (DEC)-ის სისტემის გატეხვისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვისთვის. ამის შემდეგ მიტნიკი მთელ შეერთებულ შტატებს მოედო. მისი სიტყვებით, იგი ძვრებოდა სატელეფონო ქსელებში, იპარავდა პირად ინფორმაციებს და აგრეთვე ძვრებოდა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. მის ჰაკერულ კარიერას ბოლო მოეღო, როდესაც მან გატეხა კომპიტერების ეხსპერტის და ამავდროულად ჰაკერის საშინაო "მანქანა", ეს იყო ცუტომუ შიმომურა(Tsutomu Shimomura). 5 წლისა და 8 თვის კამერაში ჯდომის შემდეგ, მიტნიკი გახდა მრჩეველი კომპიუტერების უსაფრთხოების სფეროში.

ჯონათან ჯეიმსი(Jonathan James):



ჯონათანი 16 წლის იყო, როდესაც მისი სახელი გახდა ცნობილი, როგორც პირველი არასრულწლოვანისა დაჭერილი ჰაკერობისთვის. მოგვიანებით მან თქვა, რომ უბრალოდ ერთობოდა და მას მოსწონდა რთული დავალებები.
ჯეიმსი ტეხდა სერიოზულ ორგანიზაციებს, მათ შორის Defense Threat Reduction Agency, რომელიც ა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტროს ნაწილია. ამის შემდეგ მან მოიპოვა სახელები და კოდები, აგრეთვე შეეძლო პირადი ინფორმაციის დათვალიერება.
ჯეიმსის ყველაზე დიდი მიღწევა იყო NASA -ს გატეხვა და პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვა, რომლის ფასი შეადგენდა $1.5 მილიონს. ა.შ.შ-ს იუსტიციის სამინსიტროს მონაცემებით ჯეიმსის მიერ მოპარული პროგრამული უზრუნველყოფა მართავდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, საცხოვრებელ ადგილებში ტემპერატურისა და ტენიანობის მართვის სისტემის ჩათვლით. NASA-ს სისტემის გატეხვის შემდეგ აუცილებელი გახდა მისი გამორთვა და შემოწმება, რაც გადამხდელებს 41 000 დოლარი დაუჯდათ. დღესდღეობით ჯეიმსი გეგმავს კომპანიის გახსნას, რომელიც იზრუნებს კომპიუტერების უსაფრთხოებაზე.

რობერთ მორისის მამა, რომელსაც აგრეთვე რობერტ მორისი ჰქვია, ოდესღაც მუშაობდა აშშ-ს ნაციონალური თავდაცვის სააგენტოში. რობერტ მორის-უმცროსი არის „რობერტის ჭიის“ შემქმნელი. ეს ვირუსი გახდა პირველი კომპიუტერული ჭია, რომელიც ვრცელდებოდა ინტერნეტით. მორისი გახდა პირველი, ვინც დაადანაშაულეს კომპიუტერულ თაღლითობაში და უფლებების დარღვევაში 1986 წელს.
მორისმა თავისი „ჭია“ შექმნა კორნელის უნივერსიტეტში სწავლის დროს. მისი მტკიცებით, მან ეს გააკეთა იმის გასაგებად, თუ რამდენად იყო გავრცელებული ინტერნეტი იმ დროში. ჭია კი გამრავლდა და გავრცელდა ინტერნეტში საშინელი სიჩქარით. იგი რთავდა კომპიუტერებს და ზოგს საერთოდაც აფუჭებდა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჭიამ გააფუჭა 6 000 -ზე მეტი კომპიუტერი. მორისს მიუსაჯეს წლიანი საცდელი ვადა, 400 საათი საზოგადო სამუშაო და აგრეთვე დაავალეს 10 500 დოლარის გადახდა.
ახლა მორისი არის პროფესორი მასაჩუსეცის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და მუშაობს „კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის“ ლაბორატორიაში. მისი საყვარელი საქმეა - კომპიუტერული ქსელების არქიტექტურ

აკევინ პოლსენი (Kevin Poulsen):



პოლსენს ხშირად უწოდებენ ბნელ დანტეს (Dark Dante).ლოს-ანჟელესის სატელეფონო ხაზების რადიოსადგურის KIIS-FM-ის გატეხვის შემდეგ მასზე მთელმა ა.შ.შ-მ გაიგო. ამაზე მან საკმარისად ფული იშოვა, რომ ეყიდა პორშე და კიდევ სხვა რაღაცები(რაღაცეები შეცდომაა).
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პოლსენის ძებნა დაიწყო იმის შემდეგ, როდესაც მან მათი მონაცემების ბაზაში შეაღწია და გაიგო საიდუმლო ინფორმაცია მათ მიერ ტელეფონების მოსმენის შესახებ. პოლსენი დასპეცდა სატელეფონო ხაზებზე და ხშირად ტეხდა სატელეფონო სადგურებს. ამის გარდა, აღდგენდა ტელეფონის ნომრებს თავისი მეგობრისთვის, რომელიც იყო ვირტუალური საექსპორტო სააგენტოს მფლობელი. პოლსენის საქმე გადაიყვანეს გაუხსნელი საქმეების სიაში, მაგრამ მისი დაჭერა მაინც მოხერხდა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლსენი მუშაობდა ჟურნალისტად, ცოტა ხანში კი გახდა Wired News -ის მთავარი რედაქტორი.

ხულიო ცეზარ არდიტა - ყალბი სტუდენტი ჰარვარდიდან:
1995 წლის აგვისტოს ბოლოს, სამხედრო ქსელის #ფმნ ადმინისტრატორმა სისტემაში შეჭრის ფაქტი დაადგინა. უცნობმა ჰაკერმა სისტემაში სნიფერი (მიტაცების პროგრამა) დააყენა, ხელთ იგდო რამდენიმე პრივილიგებული აკაუნტის პაროლები და მიიღო საშუალება, ხელში ჩაეგდო საიდუმლო ინფორმაციები თანამგზავრულ დარგში ავიადიზაინსა და რადარულ ტექნოლოგიებთან ერთად. სისტემურმა ადმინისტრატორმა სწრაფად გამოიცნო, რომ ჰაკერი გამოჩნდა ჰარვარდის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კომპიუტერული სისტემიდან. ეს კომპიუტერი ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლი აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერმა სამხედრო სისტემაში შესაღწევად გამოიყენა. საქმეში ჩაერთვნენ ფედერალები, რომლებმაც ტრაფიკი მოსმენაზე უნივერსიტეტის კომპიუტერის მეშვეობით დააყენეს. ჰაკერი სისტემაში სხვადასხვა აკაუნტებით შედიოდა. ამიტომაც მისი გამოთვლა რთული აღმოჩნდა. ერთხელ მან საკუთარი ნიკი - უდ პკშეწტ გამოამჟღავნა, რაც საკმარისი იყო საიმისოდ, რომ რამდენიმე იით-ზე (ელექტრონულ განცხადებათა დაფა) მისი შეტყობინებები ეპოვათ და განესაზღვრათ მისი ადგილმდებარეობა. ფედერალებმა ბუენოს აირესის (არგენტინა) უმსხვილეს არგენტინულ სატელეფონო ოპერატორს - მიმართეს, რომელიც ამერიკულ ხელისუფლებას დაეხმარა ჰაკერის რეალური სახელის დადგენაში - იგი აღმოჩნდა 21 წლის ხულიო ცეზარ არდიტა, რომელიც, როგორც გაირკვა, მრავალჯერ შევიდა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს სისტემებში და ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენი სისტემა
სასამართლოზე არდიტას დანაშაულის დამადასტურებლად საკმარისი ფაქტები წარადგინეს, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


დევიდ სმიტი
- ფლორიდელი სტრიპტიზიორი ქალების მოყვარული



1999 წლის 26 მარტს მსოფლიოს 100 ათასი კომპიუტერი ახალი საფოსტო ვირუსით დაავადდა, რომელიც მანამდე არნახული სისწრაფით ვრცელდებოდა - მიზანმიმართულ ზიანს ვირუსი არ აყენებდა, მაგრამ, გადატვირთვის გამო, მწყობრიდან გამოდიოდა მრავალი კომპანიის საფოსტო სერვერი.
ამ საქმის გამოძიებაში გფბ-ს პროვაიდერი - ფქუკშსფ წტდშტუ ეხმარებოდა (პროვაიდერი - კომპანია, რომელიც ინტერნეტში შესვლას უზრუნველყოფს). ვირუსს მელისა ერქვა - ფლორიდელი სტრიპტიზიორი ქალის საპატივცემულოდ. მისი ავტორის დაჭერაში მთავარი როლი შეასრულა კომპანია ზრფკ დფზ თწაეცფკუ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ სმიტმა. მან გამოიყენა უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც ცწკვ-ის ყოველ დოკუმენტზეა შენარჩუნებული, იმ დოკუმენტის ჩათვლით, რომელიც ვირუსის შესაშვებად იქნა გამოყენებული. იგი გავიდა თწგკსუ წა ლფწთ-ის ვებ- გვერდზე. ერთ-ერთი ავტორი აღმოჩნდა ვინმე დევიდ სმიტი, 30 წლის პროგრამისტი ნიუ ჯერსიდან. გფბ-მ იგი ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრა, გამოძიების ზეწოლის შედეგად დევიდმა ვირუსის ავტორობა აღიარა; ბრალდება მის ციხეში ჩასმას 40 წლით მოითხოვდა. თავისი ხვედრის შესამსუბუქებლად დევიდმა თანხმობა განაცხადა, ხელისუფლებას დახმარებოდა სხვა ვირუსმეიკერების (ვირუსების შემქმნელთა) გამოსავლენად. მისი დახმარებით გფბ-მ დააპატიმრა ვირუსის "ანა კურნიკოვა" ავტორი იან დე ვიტა, სხვა სამი ნაკლებად ცნობილი ვირუსის ავტორი - სიმონ ფელორი. საბოლოო ჯამში, დევიდ სმიტის სასჯელმა 20 თვე შეადგინა ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობით, სამაგიეროდ იგი გადაურჩა ნახევარი მილიონი დოლარით დაჯარიმებას.

ბილ ლენდრეტი - ჰაკერი, პატიმარი, მწერალი:



ერთ-ერთი პირველი ამერიკელ ჰაკერთა ჯგუფი გახლდათ, რჩეულთა კლუბი. მასში შედიოდნენ მხოლოდ გამოცდილი "სპეციალისტები" - ასაკის მიუხედავად. ბილ ლენდრეტი ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავთა რიგებში ეგულებოდათ.
მისი, როგორც ჰაკერის კარიერა 14 წლიდან დაიწყო, 18 წლისთვის მან მოასწრო რამდენიმე ბანკის, გაზეთის, სასწავლო დაწესებულების, სატელეფონო კომპანიების, საკრედიტო ბარათების ბიუროს კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა. იგი საუკეთესო მეგობართან - პიტერ ჯეემ საზლმენთან ერთად მოღვაწეობდა (შს-ის წევრი გახლდათ) 1983 წელს ბილი იმ ჰაკერთა ჯგუფში შედიოდა, ვინც მონაწილეობა მიიღო პეუ ეუდუქფშდ სწქზგეუკ ტუეცწკლ-ის კომპიუტერული სისტემის დაზიანებაში. ეს ორგანიზაცია ვენაში იყო განთავსებული. შემდგომი "წინსვლისთვის" ეს დარბევა მშვენიერი საასპარეზო მოედანი შეიძლებოდა გამხდარიყო. ასე არ მოხდა: პეუ-ს სისტემურმა ადმინისტრატორებმა რეაგირება სწრაფად მოახდინეს და შეჭრის შესახებ გფბ-ის შეატყოფინეს. მოკლე ვადაში ფედერალურმა აგენტებმა კლუბის თითქმის ყველა წევრი შეიპყრეს. ყველაზე ასაკოვანნი, ბილის ჩათვლით, ციხეში გაგზავნეს. მისჯილი ვადის მოხდის შემდეგ ბილ ლენდერტმა გადაწყვიტა, ჰაკერობისთვის თავი დაენებებინა, საკუთარ თავსა და კლუბზე ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა
ბანკებისა და ცნობილი კორპორაციების ვებ-გვერდები ჰაკერთა შეტევების საყვარელ ობიექტს წარმოადგენს. ასეთი სახის შეტევები ხორციელდება საფუძვლიანი მომზადების შემდეგ. მათში მონაწილეობს რამდენიმე ბოროტმოქმედი, ხშირად სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა შეპყრობა და დასჯა ადვილია არ არის. შეტევის სამიზნე - მსხვილი საფინანსო და სამთავრობო დაწესებულებათა სერვერები რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით მწყობრიდან გამოდის, ამ დროის განმავლობაში კომპანიები ფულს კარგავენ. ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტ-შეტევებისგან მიღებულმა ზარალმა 34 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2003 წელს ეს თანხა 1 მილიარდი დოლარი იყო. უფრო მეტად დამნაშავეებმა ფული იშოვეს ფიშინგის წყალობით - რაც კომპიუტერული თაღლითობაა. მომხმარებლებს კეთილშობილური საბაბით თაღლითობისთვის კუთვნილ ვებ-გვერდებზე იწვევენ, მათგან იღებენ ინფორმაციას საბანკო ბარათებისა და პაროლების თაობაზე. ფიშინგმა ჰაკერებს 44 მილიარდი დოლარი აშოვნინა.

კევინ მიტნიკი (Kevin Mitnick):




მისი სახელი დღემდე ყველამ იცის. კევინი მსოფლიოს პირველი ”შავი” ჰაკერია. მან პირველად, ჯერ კიდევ ბავშობაში გატეხა მისივე სკოლის კომპიუტერული ქსელი, რათა თავის სასარგებლოდ შეეცვალა გარკვეული ინფორმაცია. იგი ამაზე არ შეჩერებულა, მალევე გადავიდა სატელეფონო თაღლითობებზე, გატეხა ასობით სხვადასხვა კომპიუტერული ქსელი, პროგრამა და სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო ჰაკერმა. მას წლობის მანძილზე ვერ აგნებდენენ. კევინი კვალს თითქმის არ ტოვებდა და მისი გაშიფვრა წარმოუდგენელი იყო. თუმცა საბოლოოდ იგი ერთ-ერთმა ჰაკერმა, ცუტომუ შიმამურამ დაიჭირა.

წყარო: http://www.face.ge/blogs.php?entry=2184
ILI-100
ESRB! - ბიძია შეიძლება ვითამაშო?



ალბათ ყველას გინახავთ ასეთი ლოგოები თქვენი საყვარელი თამაშების დისკებზე, ყუთებზე, პოსტერებზე და ა.შ. გიფიქრიათ მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს ლოგოები? არა ხო? არც მე! და ნამდვილებით იცით რომ თამაში რომელსაც 24 საათი თამაშობთ დაშვებულია თქვენი ასაკის ადამიანისათვის? მეც იგივეს ვუპასუხებ: რაში მაინტერესებს, რომც არ იყოს დაშვებული რა? მე ხო მაინც ვითამაშებ

იცით ასე რატომ ხდება? იმიტომ რომ ეს საქართველოა და აქ სრული თავისუფლება აქვს ადამიანს, მითუმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიებში რომელიც ჯერ კიდევ უცხო ხილია ჩვენი ქვეყნისათვის.

საქმე იმაშია რომ ჯერ კიდევ შორეულ 1992-ში ჩვენზე ბევრად განვითარებულ ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოაყალიბეს სპეციალური ორგანიზაცია ESRB (Entertainment Software Rating Board) რომელიც განიხილავს ვიდეო თამაშებს და სხვ. გასართობ პროგრამებს. მათ თავიანთი შეფასების სისტემა გააჩნიათ რომლის საშუალებითაც ადგენენ რა ტიპის მომხარებლისთვისაა გათვლილი ესა თუ ის თამაში. თუ დააკვირდებით თამაშების პოსტერებს და დისკის ყუთზე არსებულ ნახატებს ქვედა მარცხენა კუთხეში შეამჩნევთ ოთხკუთხედებში ჩასმულ სიმბოლოებს.. ასეთი ლოგო რამდენიმეა და თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს.





ჩამოთვლა:


EARLY CHILDHOOD - ადრეული ბავშობა თამაშები რომლებსაც მინიჭებული აქვთ ლოგო EC (Early Childhood) არის ისეთი შინაარსის რომელიც შეეფერება ადრეული ასაკის (დაახლოებით 3 წლის) ბავშვებს. ამ რეიტინგის მქონე თამაშებში ვერ ნახავთ იმ ათასგვარ საზიზღრობას რომელიც ბავშმა არ უნდა ნახოს
EVERYONE თუ თამაშს აქვს ლოგო E (Everyone) ეს ნიშნავს რომ თამაში დაშვებულია ყველასთვის 6 წლის ასაკიდან ზევით. ამ კატეგორიაში გაერთიანებულ თამაშები შეიცავს მინიმალურ კარიკატურიზმს, ფანტაზიას, ალკოჰოლის, წამლის პროპაგანდას და ძალადობას ან ძალადობის შემცველ ტექსებს.
EVERYONE 10+ თუ თამაშს აქვს ლოგო E10+ (Everyone 10 and older)ეს ნიშნავს რომ თამაში დაშვებულია ყველასთვის 10 წლის ასაკიდან ზევით.ასეთი თამაშები შეიცავს უფრო მეტ ფანტაზიას, ძალადობას და ალკოჰოლ-წამლის პროპაგანდას ან მინიმალურ მაცდურ თემებს ვიდრე E (Everyone) რეიტინგის მქონე თამაშები.
TEEN T (Teen) ამ ტიტულის მქონე თამაშები დაშვებულია თინეიჯერებისთვის ანუ 13 წლიდან ზევით. ამ კატეგორიის თამაშები შეიძლება შეიცავდეს ძალადობას, მაცდურ თემებს, მკვახე იუმორს, მინიმალურად სისხლს, სიმულირებულ აზარტულ კონტენტს და იშვიათად გამოყენებულ ჟარგონს.
MATURE M (Mature) ამ ტიპის თამაშები დაშვებულია 17 წელს ზევით ასაკისათვის. ამ კატეგორიის თამაშებში შეხვდებით ინტენსიურ ძალადობას, დაჭრას და სისხლს, სექსუალურ კონტენტს და რათქმაუნდა ჟარგონულ ტექსტებსაც.
ADULTS ONLY AO (Adults Only) ამ ტიპის თამაშები 18 წლამდე დაუშვებელია. ასეთი თამაშები შეიცავენ ძალადობის მუდმივ ზემოქმედებას, გრაფიკულ სექსუალურ შინაარსს და სიშისვლეს.
RATING PENDING RP (Rating Pending) ასეთი ლოგო ნიშნავს რომ თამაში ჯერ კიდევ განიხილება ორგანიზაცია "ESRB"-ში. ასეთი ლოგო ენიჭება ჯერ კიდევ არ გამოსულ თამაშებს, რომლის მხოლოდ ტრეილერები და რელიზებია გავრცელებული.



ქართველი გეიმერის ბუნება ისეთია, დანამდვილებით ვიცი ამ სტატიის მკითხველი სულაც 7 წლის რომ იყოს აუცილებლად მოძებნის M და AO რეიტინგის თამაშებს და ამის მერე სულ ასეთი ტიპის თამაშებით გაერთობა biggrin.gif

P.S. ესე ჩაუჯდება.. ორჯერ მიაწკაპუნებს შორთქათზე და გულში იტყვის 18 წელი არა ისა კიდე... მერე ინტერესით მიაწვება Start Game-ს და კბილების კაწკაწით დაელოდება Progress Bar-ის შევსებას ჩაირთვება ახალთახალი თამაში, იიფ იტყვის გეიმერი და მოიმარჯვებს მის ჯადოსნურ კლავიაურას (ნუ რათქმაუნდა მაუსსაც) და სამარადისოდ (დილის 5 საათამდე) იგი შეიქნება ღმერთი ცისა და მიწისა იგისა ვირტუალურისა სამყაროსი... biggrin.gif
ILI-100
ბექა
გაიხარე wink.gif

Coca Cola + Mentos - ეფექტი Extreme-სთვის smile.gif




Extreme ექსპერიმენტების მოყვარულებო ეს ექსპერიმენტი თქვენთვისაა... მოკლედ ამ ვიდეორგოლებში აღწერილია კოკა კოლას და მენთოსის ქიმიური რეაქციის ეფექტი. ჩააგდეთ თუნდაც 1 ცალი მენთოსი 1.5 ლიტრიან კოკაკოლაში და ეფექტი საკუთარი თვალით იხილეთ

http://www.youtube.com/watch?v=22cfLVtUWn8.../2008/12/30/715
http://www.youtube.com/watch?v=lFf-kW1E0Tc.../2008/12/30/715
ILI-100
ანტივირუსები – როგორ და რატომ




დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?




თავის დაცვა რამდენიმენაირად შეიძლება, ამ საშუალებებში შედის უბრალოდ კომპიუტერის გამორთვა, ინტერნეტის გათიშვა, ყველა საეჭვო ფაილის შემოწმება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც ანტივირუსული პროდუქციის შეძენა (ან გატეხვა :–)) და მოხმარება ითვლება.




დღევანდელი სტატიის მიზანია, გავიგოთ, რას წარმოადგენენ და რამდენ ტიპად იყოფიან ვირუსები და ანტივირუსები, რომელი ანტივირუსია უკეთესი მოცემულ სიტუაციაში და ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ჩვენი საყვარელი კომპის ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.


მოდით, დავიწყოთ თავიდან – იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა არის ანტივირუსი, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ, რა არის ვირუსი :–)


„ვირუსი“, როგორც მას შეცდომით უწოდებენ და Malware (Malicious Software - მავნე პროგრამა) როგორც მას ოფიციალურად ჰქვია, მოიცავს ყველა სახის ბოროტმოქმედ პროგრამებს, ესენია ძირითადად:

1. ვირუსი – რიგითი კომპ. მომხმარებლისთვის ეს სიტყვა ყველანაირ ცუდ მოქმედებასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ეს სახელწოდება განსაზღვრავს მავნე პროგრამების მხოლოდ ერთ ნაწილს – მათ, რომლებიც ფუნქციონირებისთვის მოითხოვენ მომხმარებლის ჩარევას (ანუ მომხმარებელმა უნდა გაუშვას ინფიცირებული ფაილი) და გაშვებისას აზიანებენ სხვა ფაილებსაც.

2. ჭიაყელა – უფრო ცნობილია, როგორც „ვორმი“ (worm). ის, ვირუსისგან განსხვავებით, მოიცავს Malware–ის იმ ნაწილს, რომელსაც თავისით ფუნქციონირება შეუძლია. ასეთი ტიპის პროგრამები თავისით ახერხებენ ქსელის სკანირებას, დაუცველი მანქანების აღმოჩენას, ამ მანქანებში შეძრომას და საჭირო მანიპულაციების ჩატარებას. ამის შემდეგ მთელი პროცესი თავიდან იწყება. საბოლოო ჯამში ეს მთელი ქსელის ინფიცირებას იწვევს.

3. Rootkit - ყველაზე საშიში ტიპი :–) ასეთი Malware გაშვების შემდეგ ოპერაციულ სისტემას მოდიფიცირებას უკეთებს და ამით ახერხებს სრულად დაიმალოს მომხმარებლის (და ანტივირუსის) თვალისგან.

4. ტროას ცხენი – საკმაოდ სახალისო და ამავდროულად ზუსტი დასახელებაა :–) ასეთი ტიპის პროგრამები ძალიან წააგვანან თავიანთ ანტიკურ სეხნიას – ტიპიური ტროას ცხენი გამოიყურება, როგორც სრულიად უვნებელი პროგრამა, თუმცა გაშვებისას ცდილობს შეუმჩნევლად შეასრულოს თავისი ბოროტი ზრახვები :–) ის ვირუსისგან განსხვავდება მხოლოდ ერთით – მთლიანად ეყრდნობა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ტექნოლოგიას და, აქიდან გამომდინარე, არ საჭიროებს თვითგავრცელებას (თუმცა მისი ასეთი ნაირსახეობაც არსებობს). ტროას ცხენს ასევე შეუძლია მოამზადოს სისტემა სხვა მავნე ფაილისთვის (მოხსნას გარკვეული დაცვები), ჩამოტვირთოს და გაუშვას მავნე კოდი, „დააზომბიროს“ და DoS შეტევისთვის გამოიყენოს მანქანა და ა.შ.

5. Spyware – მოიცავს სარეკლამო ბიზნესისთვის გამოყენებულ მავნე პროგრამებს. ეს ტიპი შეიძლება მიებას ტროას ცხენს ან დაინსტალირდეს უვნებელ პროგრამასთან ერთად. ინსტალირების შემდეგ პროგრამა იწყებს რაიმე პროდუქციის რეკლამირებას ყველა საშუალებით (მაგ. ფანჯრების მოუთხოვნელად ამოყრა – Pop-Up), თუმცაღა შიშის საფუძველი არ არსებობს –ასეთი ტიპის პროგრამა თავისი არსით უვნებელია (გაღიზიანებას თუ არ ჩავთვლით :–)).

6. BotNet - ამ ტიპის მავნე კოდი სკანირებას უკეთებს ქსელს და იჭრება დაუცველ კომპიუტერებზე (ისევე, როგორც ჭიაყელა), შემდეგ ეშვება და იყენებს კომპიუტერულ რესურსებს მმართველი კომპიუტერიდან მოსული ბრძანებების შესასრულებლად. გამოიყენება ინფიცირებული კომპიუტერების ერთიანი ქსელის შესაქმნელად, რომლის უზარმაზარი რესურსებიც სხვადასხვა საქმიანობისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. უშუალოდ კომპიუტერში მყოფი ინფორმაციის მიმართ ასეთი შეტევა უწყინარია.

7. KeyLoggers - იგივე Keystroke Loggers, ანუ მომხმარებლის მიერ კლავიატურიდან შეყვანილი ინფორმაციის ჩამწერი. ძალიან ეფექტური საშუალებაა მსხვერპლის პაროლების თუ სხვა ნებისმიერი “კლავიატურული“ ინფორმაციის მოსაპარად. ინსტალაციის შემდეგ ასეთი ტიპის პროგრამები ეშვებიან ჩუმად, იწერენ ყველანაირ აქტივობას, იღებენ Desktop–ის სურათებს და გარკვეული ინტერვალით აგზავნიან ამ ყველაფერს შემქმნელთან.

8. Dialers - გადაშენებადი ტიპი. ინსტალირების შემდეგ პროგრამა მოდემის საშუალებით რეკავდა ფასიან ნომრებზე, რომლიდან შემოსავლის ნაწილსაც შემქმნელი იღებდა. მოდემების გადაშენების გამო ასეთი Malware ნელ–ნელა ქრება.

9. ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილთან საბრძოლველად ერთი (ან ბევრი ერთად) ჯადოსნური პროგრამა, სახელად ანტივირუსი გამოიყენება. ის აანალიზებს სხვადასხვა ინფორმაციას (StartUp–ში ჩასმულ ობიექტებს, ჩამტვირთავ სექტორებს, გაშვებულ პროცესებს და ა.შ.), მიღებულს რეალურ დროში და იქცევა შესაბამისად. მაგალითად, თუ მან ნახა, რომ რომელიღაც გამშვები ფაილი აპირებს დამალულად გაუშვას ინსტალაცია (ტიპიური ტროას ცხენის სცენარი), შესაბამისად დაბლოკავს მას ან თქვენ გთხოვთ რჩევას – ასეთი და ასეთი რაღაც ხდება და გავუშვაო?

ანტივირუსს ორი მოქმედების პრინციპი გააჩნია. ესენია:

ვირუსების აღმოჩენა ვირუსების ბაზაზე დაყრდნობით – ყველა ანტივირუსი თავის უკან რამდენიმე ლაბორატორიას და ადამიან ექსპერტს ითვლის. ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში აანალიზებენ ახალ–ახალ ვირუსებს, ქმნიან მათ შესაბამის „ანაბეჭდებს“ და ათავსებენ მათ თავიანთ სერვერზე, რომლებსაც შემდეგ მომხმარებლის მანქანაზე დაინსტალირებული ანტივირუსი ტვირთავს ინტერნეტის მეშვეობით. ფაილის სკანირებისას ანტივირუსი ადარებს მას არსებულ ვირუსების ბაზას და დამთხვევის შემთხვევაში ფაილს ვირუსად ამოიცნობს. გასაგებია, რომ რაც უფრო ხშირად განახლებადია ანტივირუსული ბაზა და რაც უფრო მეტი და პოპულარული ვირუსის ანაბეჭდი იტვირთება თითოეული განახლებისას, მით უფრო მცირეა კომპის ინფიცირების შანსი.

ვირუსების აღმოჩენა ევრისტიკულ (პროაქტიულ) მეთოდზე დაყრდნობით – ხდება ისეც, რომ სანამ ახალი ანაბეჭდები მომხმარებლის კომპამდე მიაღწევენ, კომპი იქამდე ხდება ახალი ვირუსის შეტევის მსხვერპლი. ასეთ შემთხვევაში უძლურია ტრადიციული, ვირუსების ბაზაზე დაყრდნობილი სკანირების მეთოდი, მაგრამ კომპი ბოლომდე დაუცველი მაინც არ რჩება – არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც ევრისტიკულს უწოდებენ. ის ყველა პროგრამის მოქმედებას აანალიზებს რეალურ დროში და საეჭვო პროგრამებს ბლოკავს. ასე რომ, კარგი ანტივირუსის ქონის შემთხვევაში კომპი შემთხვევების 95%–ში დაცული რჩება.


ანანტივირუსები, თავის მხრივ, განისაზღვრება რამდენიმე კატეგორიად:


ანტივირუსი – ვირუსებთან მებრძოლი პროგრამა

ანტივირუსი + FireWall - ვირუსებთან მებრძოლი და ტრაფიკის მაკონტროლირებელი პროგრამა

სრული დაცვის პაკეტები – მე–2 კატეგორიას დამატებული ათასნაირი უაზრო ფუნქცია, რომლებშიც ძირითადად სპამთან მებრძოლი, მშობლების კონტროლის, ინფორმაციის რეზერვირების, სისტემის ოპტიმიზირების, და რისი აღარ მოდული შედის. თუმცა რაში სჭირდება ეს ყველაფერი ანტივირუსს, დღემდე ვერ ვხვდები :–)





რაღა თქმა უნდა, ეს სრული ჩამონათვალი არაა და დაყოფა მწარმოებლებზეცაა დამოკიდებული. ზოგი კიდევ რამდენიმე კატეგორიად ჰყოფს თავის პროდუქციას მომხმარებელზე მაქსიმალური მორგებისთვის, ზოგი კი მხოლოდ ერთ სახეობას უშვებს.

ძიძირითადად, ანტივირუსის შერჩევისას მომხმარებლის მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პარამეტრებს:
ვირუსების ბაზა – რაც ხშირად განახლებადი და ეფექტურია ვირუსების ბაზა, მით უფრო დაცულია მომხმარებელი. ასევე, არსებობს აზრი, რომ რაც უფრო ახლოსაა ტერიტორიულად ვირუსების მწარმოებელი კომპანია თქვენთან, მით უფრო ეფექტურია მისი ანტივირუსული ბაზები. ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ არა დიდად გასათვალისწინებელი.

ევრისტიკული ანალიზი – ვირუსების ახალი ბაზის უქონლობის შემთხვევაში თავდაცვის ეს გზაღა გვრჩება, ასე რომ, ამ კომპონენტის კარგი მუშაობა სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია :–)

რესურსების მოხმარება – ნამდვილად არავის სჭირდება დაცვა, რომელიც მთელ სისტემურ რესურსებს გვართმევს, ამას ისევ გამორთული კომპი სჯობს :–) რა თქმა უნდა, რაც ნაკლებ რესურსს მოიხმარს ანტივირუსი, მით უკეთესი თქვენი ნერვებისთვის.

ინტერფეისი – ამ ნაწილში შედის ყველაფერი – დაწყებული პროგრამის მთავარი ფანჯრის გაფორმებიდან, დამთავრებული შეტყობინებების ვიზუალური თუ ხმოვანი სისტემით.

ფასი – ეს პუნქტი საზღვარგარეთ ანტივირუსული პროგრამის ავკარგიანობის ერთ–ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს, თუმცაღა საქართველოში არაა აქტუალური იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ანტივირუსული (და საერთოდ) პროგრამების უდიდესი უმრავლესობა მეკობრული („პირატული“) გზითაა ნაშოვნი (ანუ გატეხილია). შესაბამისად, ჯერჯერობით ეს პუნქტი მიიღეთ, როგორც ზოგადი ინფორმაცია და არა რეალურად გასათვალისწინებელი ფაქტორი.





შეამჩნევდით, არაფერი მითქვამს Firewall–ის ავკარგიანობის განმსაზღვრელ პირობებზე, მაგრამ, იმის გამო, რომ ეს მიმართულება თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან ნელა განვითარებადია, ჩავთვალოთ, რომ ყველა ცნობადი კომპანიის Firewall (იგივე ბრენდმაუერი, ცეცხლკედელა, ქსელის ეკრანი და ა.შ.) მეტ–ნაკლებად აკმაყოფილებს სტანდარტებს; მეტის ცოდნა ახალბედა მომხმარებელს არაფერში გამოადგება, გამოცდილებმა კი დაინტერესების შემთხვევაში ნება იბოძეთ და თქვენით მოიძიეთ ინფორმაცია, ამ სტატიას კი ზედმეტად არ დავტვირთავ.




წესით ახლა აქ უნდა ჩამომეწერა ყველა ანტივირი თავისი განხილვით, მაგრამ ამის ნაცვლად გაძლევთ ბმულს http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1587 , რომელსაც უნდა გაჰყვეთ დაინტერესების შემთხვევაში, აქ კი უბრალოდ ჩამოვთვლი დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული ანტივირუსების სიას, მათ პლიუს–მინუსებს და გამოყენებას და ამით დავამთავრებთ.

Mathias_Sammer




http://earth.imagico.de/view.php?site=karakorum2
Mathias_Sammer
დიდი ბრიტანეთის რადიო Planet Rock-მა ჩაატარა გამოკითხვა "მსოფლიოს როკ მუსიკის 40 ყველაზე დიდი ვოკალისტი". გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს რადიოს მსმენელებმა, მუსიკის ექსპერტებმა და რამდენიმე ცნობილმა მუსიკოსმა. შედეგების მიხედვით ყველა დროის საუკეთესო როკ-ვოკალისტად დასახელდა რობერტ პლანტი (Led Zeppelin), მას მოყვნენ მეორე ადგილზე ფრედი მერკური (Queen) , მესამეზე პოლ როჯერსი (Free, Queen) და მეოთხე ადგილზე The Man Himself - იან გილანი.

აღსანიშნავია რომ საუკეთესო ვოკალისტების სიაში შევიდა დიფ ფარფლის 3 ვოკალისტი. ეს ალბათ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ დიფ ფარფლი იყო და არის ჯგუფი, რომელსაც მიუხედავად შემადგენლობისა, ყოველთვის ყავდა ჯგუფში მხოლოდ უმაღლესი რანგის მუსიკოსები.

სრული სია ასეთია:

1. Robert Plant (Led Zeppelin)
2. Freddie Mercury (Queen)
3. Paul Rodgers (Free/Bad Company/Queen)
4. Ian Gillan (Deep Purple)
5. Roger Daltrey (The Who)
6. David Coverdale (Deep Purple/Whitesnake)
7. Axl Rose (Guns ‘N’ Roses)
8. Bruce Dickinson (Iron Maiden)
9. Mick Jagger (The Rolling Stones)
10. Bon Scott (AC/DC)
11. David Bowie
12. Jon Bon Jovi (Bon Jovi)
13. Steven Tyler (Aerosmith)
14. Jon Anderson (Yes)
15. Bruce Springsteen
16. Joe Cocker
17. Ozzy Osbourne
18. Bono (U2)
19. Peter Gabriel
20. James Hetfield (Metallica)
21. Janis Joplin
22. Chris Cornell (Audioslave/Soundgarden)
23. Roger Chapman (Family)
24. Phil Lynott (Thin Lizzy)
25. Glenn Hughes (Deep Purple)
26. Steve Perry (Journey)
27. Jim Morrison (The Doors)
28. Alex Harvey (The Sensational Alex Harvey Band)
29. Rob Halford (Judas Priest)
30. Ronnie James Dio (Dio/Rainbow/Black Sabbath)
31. Sammy Hagar (Van Halen)
32. Meat Loaf
33. Alice Cooper
34. Geddy Lee (Rush)
35. Brian Johnson (AC/DC)
36. David Gilmour (Pink Floyd)
37. Fish (Marillion)
38. Dave Lee Roth (Van Halen)
39. Biff Byford (Saxon)
40. Neil Young


http://deeppurplegeorgia.blogspot.com/2009/01/40.html
ILI-100
Emperor Workstation



ეს მოწყობილობა ალბათ იმპერატორ პალპატინეს სამეფო ტახტს გაგონებთ ვარსკვლავური ომებიდან

Novelquest Emperor-ი კარგად აღჭურვილი გასართობი workstation სისტემაა, სამი მონიტორით, მოსახერხებელი Recaro სავარძელი სპეციალური სავენტილაციო სისტემით, მრავალი კომუნიკაციური მოწყობილობებითა და სპექტრული ნათებით.

მაინც რა არის მასში უცხო და განსაკუთრებული? 3 სინქრონული 1280 x 1024( 19″) LCD მონიორი, LCD თაჩ-სქრინ კონტროლ პანელი,რომელიც არეგულირებს სავარძლის პოზიციებს, განათებას, ჰაერის მიმოქცვას, ხმის განაწილების აკუსტიკას.

ის აგრეთვე შესანიშნავი და შეუცვლელია თამაშების მოყვარულთათვის - NVIDIA Quadro FX 1600M 512მბ TurboCache, TV Tuner-ი, 2.60 Ghz Intel Core 2 Duo T9300 პროცესორი, 4 გბ DDR2 მეხსიერება და Blu-ray drive-ი. მისი საწყისი ფასი $40,000-ია.

იხილეთ ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=UwPrTifDm7I.../2009/02/03/942
ILI-100
ლაზერი



ლაზერი, ანუ ოპტიკური ქვანტური გენერატორი, არის მონოქრომატული კოჰერენტული გამოსხივების წყარო, რომელსაც მთელი რიგი უნიკალური თვისებები გააჩნია. ლაზერის შექმნა გასული საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც განაპირობა რევოლუციური ცვლილებები ტექნიკის სხვადასხა დარგში. ლაზერების სიმძლავერე ფართო დიაპაზონში იცვლება: ვატის მემილიონედი ნაწილიდან 1012–1013 ვატამდე. პირველი ლაზერი 1960 წელს შეიქმნა. დღეს ლაზერები ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ხელსაწყოებში; ნავიგაციის, კავშირგაბმულობის და ლოკაციის ოპტიკურ მოწყობილობებში; ლითონების დამუშავების ტექნოლოგიებში; სამხედრო საქმეში და სამეცნიერო-კვლევით მოწყობილობებში.





ლაზერის მუშაობის პრინციპის გასარკვევად დაგვჭირდება სინათლი გამოსხივებისა და შთანთქმის მოვლენის უფრო ფუნდამენტურად შესწავლა, ვიდრე გადმოცემულია ოპტიკის კურსის გაკვეთილში - ”სინათლის გამოსხივება და შთანთქმა”. ამიტომ აქ მოკლედ განვიხილავთ ზოგიერთ ფუნდამენტურ ფაქტს. ატომი შეიძლება იმყოფებოდეს სხვადასხვა ენერგეტიკულ მდგომარეობაში E1, E2 და ა. შ. ენერგიებით. აქედან სტაბილურია მდგომარეობა მინიმალური შესაძლო ენერგიით. ამ მდგომარეობას ეწოდება ძირითადი მდგომარეობა.

ყველა სხვა ენერგეტიკული მდგომარეობა არასტაბილურია და ასეთ მდგომარეობებში გადასვლის შემდეგ ატომი ძალიან სწრაფად, მხოლოდ 10–8 წმ-ის დაყოვნებით, თავისთავად უბრუნდება ენერგეტიკულად უფრო ნაკლებ და შესაბამისად უფრო სტაბილურ მდგომარეობას. ამ დროს ატომი ასხივებს ჭარბ ენერგიას, რასაც სპონტანური ეწოდება.

ირკვევა რომ, არსებობს ისეთი ნივთიერებები, რომლებშიც ატომი აღგზნებულ მდგომარეობაში გაცილებით დიდხანს, დაახლოებით 10–3 წმ-ის განმავლობაში რჩება. ამ მდგომარეობას მეტასტაბილური მდგომარეობა ეწოდება. ატომის უფრო მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში გადასვლა ხდება სინათლის ქვანტის რეზონანსული შთანთქმისას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სინათლის ქვანტის ენერგია ტოლია ატომის სტაბილურ მდგომარეობასა და რომელიმე აღგზნებულ მდგომარეობას შორის ენერგიების სხვაობისა. ელექტრონების გადასვლა ΔE მცირედ განსხვავებულ ენერგეტიკულ დონეებს შორის შეიძლება სინათლის შთანთქმის ან გამოსხივების გარეშეც მოხდეს. მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს ატომის სხვა ატომებთან, ან თავისუფალ ელექტრონებთან დაჯახებისას. ენერგეტიკულ მდგომარეობებს შორის ასეთ გადასვლებს არაგამოსხივებითი გადასვლები ეწოდება.



ახლა შევეხოთ ყველაზე მთავარს: 1916 წელს აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, რომ ელექტრონი მაღალი მეტასტაბილური ენერგეტიკული დონიდან შეიძლება გადავიდეს დაბალზე ისეთი გარეშე ელექტრომაგნიტური შეშფოთების გავლენით, რომლის სიხშირე შეესაბამება ასეთი გადასვლების დროს ენერგიის ცვლილებას. ამ დროს წარმოიქმნება გამოსხივება, რომელსაც იძულებითი, ანუ ინდუცირებული გამოსხივება ეწოდება. სპონტანურისგან განსხვავებით, ინდუცირებულ გამოსხივებას მთელი რიგი გასაოცარი თვისებები ახასიათებს. რადგან მეტასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ელექტრონი იძულებით გამოსხივებამდე დამატებით შთანთქავს იმავე სიდიდის ენერგიას, რაც უკვე აქვს და უნდა გამოასხივოს, იძულებითი გამოსხივებისას სხივდება არა ერთი, არამედ ორი ფოტონი. ამ ფოტონებს ზუსტად ერთნაირი ენერგია, ფაზა და პოლარიზაცია აქვთ და ისინი სხივდებიან ერთი და იმავე მიმართულებით. სწორედ ინდუცირებული გამოსხივება წარმოადგენს ლაზერების მოქმედების არსს. სქემაზე გამოსახულია სინათლის ქვანტის შთანთქმის (a), სპონტანური გამოსხივების (cool.gif და ინდუცირებული გამოსხივების ©მექანიზმი.
დავუშვათ გამჭვირვალე ნივთიერებაში, რომლის ატომები შეიძლება იყვნენ აღგზნებულ E2 და მეტასტაბილურ E1 მდგომარეობაში, ვრცელდება სინათლე, რომლის სიხშირე ზუსტად შეესაბამება ამ ენერგეტიკულ დონეებს შორის სხვაობას.

ν = ΔE / h.

ეს ნიშნავს, რომ სრულდება რეზონანსული შთანთქმის პირობა.

როგორც ცნობილია თერმოდინამიური წონასწორობისას ატომების უმეტესობა n1 არის დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში, მაგრამ არის ისეთი n2 ატომიც, რომლებიც სხვა ატომებთან დაჯახებითი ურთიერთქმედების გამო მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან (n2 < n1). ასეთ გარემოში სქემაზე გამოსახული ყველა პროცესი შესაძლებელია.

აინშტაინმა შენიშნა რომ (a) და © პროცესები ერთნაირი ალბათობისაა, მაგრამ რადგან n2 < n1,, ამიტომ ფოტონების შთანთქმა უფრო ხშირად მოხდება, ვიდრე ინდუცირებული გამოსხივება. შედეგად ნივთიერებაში გამავალი სინათლის ნაკადი შესუსტდება. იმისთვის რომ, ნივთიერებაში გამავალი სინათლე გაძლიერდეს, ხელოვნურად უნდა შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, როცა მეტასტაბილურ მდგომარეობაში უფრო მეტი ატომია, n2 > n1, ვიდრე უფრო დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში. ანუ უნდა შევქმნათ ისეთი აქტიური ნივთიერი გარემო, სადაც შესაძლებელია თერმოდინამიკულად სტაბილური ენერგეტიკული დონეების დაკავების შებრუნება - ინვერსია. პირველად ეს შესძლეს 1954 წელს ჩ. ტაუნსმა, ნ. ბასოვმა და ა. პროხოროვმა, რისთვისაც მათ ნობელის პრემია მიენიჭათ. მძლავრი ლაზერული გამოსხივების განერირებისთვის აქტიურ გარემოს ათავსებენ ორ სარკეს შორის, რომელთაგან ერთერთი ნახევრად გამჭვირვალეა. ამავდროულად ატომების მეტასტაბილურ მდგომარეობაში გადასაყვანად აქტიურ გარემოს ინტენსიურად ანათებენ. სარკეებიდან არეკვლილი სხივები აქტიურ გარემოში მრაველჯერადი გავლისას იწვევენ გამოსხივების ზვავურ ინდუცირებას. შედეგად იმპულსურად გამოსხივდება შედარებით დიდი დროის განმავლობაში დაგროვილი ენერგია. ამიტომაა ლაზერის იმპულსი კოლოსალური სიმძლავრის მქონე.



არსებობს ნახევრად გამტარული, მონიკრისტალის აქტიურ გარემოიანი იმპულსური (მაგალითად, ლალის კრისტალზე მომუშავე) და აირზე მომუშავე განუწყვეტელი გამოსხივების (მაგალითად, ჰელიუმ-ნეონიანი) ლაზერები. აირზე მომუშავე ლაზერების აღგზნება აირში მაღალი ძაბვის ელექტრული განმუხტვით ხდება. ჰელიუმ-ნეონიანი ლაზერები გამოირჩევა გასაოცრად დიდი მონოქრომატულობით და დროითი კოჰერენტულობით, რაც 600 მილიონი კილომეტრის ტოლია! ასეთი ლაზერები ასხივებენ კაშკაშა წითელ სინათლეს.

არსებობს ნახევრად გამტარული, მონიკრისტალის აქტიურ გარემოიანი იმპულსური (მაგალითად, ლალის კრისტალზე მომუშავე) და აირზე მომუშავე განუწყვეტელი გამოსხივების (მაგალითად, ჰელიუმ-ნეონიანი) ლაზერები. აირზე მომუშავე ლაზერების აღგზნება აირში მაღალი ძაბვის ელექტრული განმუხტვით ხდება. ჰელიუმ-ნეონიანი ლაზერები გამოირჩევა გასაოცრად დიდი მონოქრომატულობით და დროითი კოჰერენტულობით, რაც 600 მილიონი კილომეტრის ტოლია! ასეთი ლაზერები ასხივებენ კაშკაშა წითელ სინათლეს.

არსებობს ნახევრად გამტარული, მონიკრისტალის აქტიურ გარემოიანი იმპულსური (მაგალითად, ლალის კრისტალზე მომუშავე) და აირზე მომუშავე განუწყვეტელი გამოსხივების (მაგალითად, ჰელიუმ-ნეონიანი) ლაზერები. აირზე მომუშავე ლაზერების აღგზნება აირში მაღალი ძაბვის ელექტრული განმუხტვით ხდება. ჰელიუმ-ნეონიანი ლაზერები გამოირჩევა გასაოცრად დიდი მონოქრომატულობით და დროითი კოჰერენტულობით, რაც 600 მილიონი კილომეტრის ტოლია! ასეთი ლაზერები ასხივებენ კაშკაშა წითელ სინათლეს.
თათუ
შემთხვევით ვინმეს ირლანდიაზე ხო არ გაქვთ ინფორმაციები? rolleyes.gif

თემის სახისთ... rolleyes.gif
ILI-100
საუკუნის ციფრული შედევრი! მონა ლიზა MS Paint-ში!

http://www.youtube.com/watch?v=uk2sPl_Z7ZU.../2008/10/28/287

მოკლედ, მართლა შედევრია ეს ნახატი. გადაღებულია ვიდეო თუ როგორ ხატავს ვიღაც გენიოსი MS Paint-ში მონა ლიზას. სავარაუდოდ ნახატი Tablet PC-ზე იხატებოდა სტილუსის (სენსორული კალმის) გამოყენებით, თორემ ასეთი რამის მაუსით დახატვა ნამდვილად ანომალიაა. მოკლედ ვიდეო აჩქარებულ რეჟიმშია და სულ 4:46 წუთი გრძელდება. უყურეთ ნამდვილად არ ინანებთ
ILI-100
11 ფაქტი კალკულატორის კლავიატურის შესახებ!



ჩვეულებრივი კალკულატორის კლავიატურას ან თქვენი კომპიუტერის კლავიატურაზე მდებარე მარჯვენა ციფრულ ღილაკებს თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ რამდენიმე კანონზომიერებას:

1. ჰორიზონტალურად განლაგებული ციფრების (ზევიდან) 1 რიგის შესაბამის რიცხვს [7][8][9] თუკი გამოვაკლებთ მე-2 რიგის შესაბამისს [4][5][6] მივიღებთ 333-ს, ასევე იქნება თუ მე-2 რიგისას გამოვაკლებთ მე-3 რიგისას!

2. თუ იგივეს ვერტიკალურადაც (მარცხნიდან-მარჯვნივ) გაიმეორებთ მიიღებთ 111-ს!

3. მაგ: [9][6][3]-[8][5][2]

4. რომელიღაცა ორნიშნა რიცხვების სხვაობა ყოველთვის 27, 198 ან 594-ის ტოლია.

5. ზოგიერთი ჯამი ყოველთვის იყოფა 11-ზე!

6. თუკი [5]-იანის გარშემო ერთმანეთის მოპირდაპირედ ან დიაგონალზე მდებარე ციფრებს შეკრიბავთ ყოველთვის მიიღებთ 10-ს! მაგ: [7]+[3]=10 ან [8]+[2]=10

7. თუკი თუკი იგივეს [5]-თან ერთად გაიმეორებთ ყოველთვის 15-ს მიიღებთ!

8. ჰორიზონტალურად განლაგებული ციფრების შესაბამის რიცხვის შებრუნებულ ვარიანტს თუ გამოვაკლებთ განლაგებული ციფრების შესაბამის რიცხვს ყოველთვის მიიღებთ 198-ს!

9. მაგ: [9][8][7] - [7][8][9] = 198. [6][5][4] - [4][5][6] = 198.

10. თუ ვერტიკალურად განლაგებულ ციფრთა შესაბამის რიცხვს (ზევიდან-ქვევით) გამოვაკლებთ მის შებრუნებულ ვარიანტს ყოველთვის მივიღებთ 594-ს !

11. მაგ: [9][6][3] - [3][6][9] = 594.


წიგნიდან ”აზრის ჯაჭვი”
© გამომცემლობა ”ინტელექტი”
ავტორი: ჯემალ კიკნაძე

http://pcmania.ge/2008/10/15/258#more-258
ILI-100
ვინ გამოიგონა კომპიუტერის თაგვი (Mouse) ?



კომპიუტერთან მუშაობისას ყველა იყენებს თაგვს. თუ ის კარგად ფუნქციონირებს, მის არსებობას ვერც კი ვგრძნობთ. თუ სათანადოდ ვერ მუშაობს, თავს უხელოდ ვგრძნობთ ( უთაგვოდ) თაგვებმა თითქმის აავსეს მსოფლიო. ცნობილი არ არის 40 წლის მანძილზე რამდენი თაგვი იქნა გამოშვებული.

ერთი კომპიუტერული ლეგენდის მიხედვით, კომპიუტერის თაგვი შექმნეს ქსეროქსის ლაბორატორიაში, მეორის თანხმად კომპანია Apple შეკვეთით. სინამდვილეში კი თაგვი, იგივე X და Y პოზიციის ინდიკატორი, იგივე კომპიუტერული მანიპულატორი, იგივე თაგვის ფორმის მანიპულატორი შეიქმნა 1964 წელს. იგი გამოიგონა დუგლას კარლ ენგელბარტმა სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტიდან. ენგელბარტი მუშაობდა ოპერაციული სისტემა oN-Line System ( NLS) შექმნაზე. მუშაობის პროცესში გაჩნდა “ფანჯრული” ინტერფეისის შექმნის კონცეფცია, ხოლო თაგვი შეიქმნა როგორც შესაძლო მანიპულატორი ფანჯრებთან მუშაობისას. რეალურად ამ მანიპულატორის შექმნის იდეა გაჩნდა 1963 წელს, ხოლო 1964 წელს კი დაამზადეს პირველი მოქმედი პროტოტიპი.
პირველი კომპიუტერული თაგვი წარმოადგენდა ხელით დამზადებულ ხის კოლოფს, რომლის შიგნით იყო ორი პერპენდიკულარული ბორბალი და კნოპი. თაგვის მოძრაობისას ბორბალი გადაადგილდებოდა მაგიდაზე და მოწყობილობის მოძრაობის მიმართულების და სიდიდის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა. ეს მონაცემები ემთხვეოდა ეკრანზე კურსორის მოძრაობას.

1968 წლის 9 დეკემბერს პირველად გაიმართა NLS სისტემის და მასთან ერთად თაგვის პროტოტიპის დემონსტრირება. 1970 წელს კი ენგელბარტმა მიიღო პატენტი „დისპლეის სისტემის x და y კოორდინატორის ინდიკატორზე”.

ენგელბარტი მანიპულატორის შექმნაზე მარტო არ მუშაობდა, მან მხოლოდ “გამოიგონა” თაგვი, იდეა კი პრაქტიკულად განახორციელა მისმა ასპირანტმა ბილ ინგლიშმა. მოგვიანებით ჯეფ რალიფსონმა არსებითად გააუმჯობესა თაგვის კონსტრუქცია და მისთვის შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა.

შემდგომი ნაბიჯი გადაიდგა 1972 წელს Xerox PARC კვლევით ცენტრში პალო-ალტოში. გაუმჯობესებული თაგვი ბილ ინგლიშმა შექმნა, რომელიც ენგელბარტის ლაბორატორიიდან გადავიდა ცენტრში. კორპუსის დიზაინი დაემსგავსა თანამედროვე თაგვისას.

XX ს-ის 80-იან წლებამდე თაგვი ეგზოტიკურ მოწყობილობად რჩებოდა. 1983 წელს არსებობდა თაგვის სხვადასხვა მოდელის მწარმოებელი და გამყიდველი 10-მდე კომპანია. თაგვი საკმაოდ ძვირი ღირდა. მაგ. კომპანია The Mouse House თაგვები Xerox დიზაინით და პატენტით ღირდა 400 დოლარამდე ( პლუს 300 დოლარი თაგვის შესაერთებელი ინტერფეისის პლატისთვის). სიძვირეს განაპირობებდა თაგვის რთული, მექანიკური მოწყობილობა.

1970 წელს კომპანია Apple შექმნა პერსონალური კომპიუტერები Macintosh და Lisa. მათთვის სტივ ჯობმა შეუკვეთა 20-30 დოლარამდე თვითღირებულების თაგვი დიზაინერულ კომპანიას Hovey-Kelley Design. შედეგად თაგვი დაიხვეწა და მიიღო თანამედროვე სახე. კომპიუტერული თაგვმა პოპულარობა მოიხვეჭა Apple Makintosh კომპიუტერების მეშვეობით, ხოლო თაგვმა განაპირობა Makintosh კომპიუტერის წარმატება 1984 წელს. 1995 წელს Windows 95 წარმატებული სტარტი ასევე განაპირობა თაგვმა.
Microsoft პირველმა შეიყვანა თაგვის მხარდაჭერა IBM PC 1983 წელს, მაგრამ Apple-ზე გვიან მიაქცია ყურადღება თაგვის გამოყენების შესაძლებლობას “ფანჯრული” სისტემის მუშაობისას.

თაგვის სახელწოდებას რაც შეეხება, ენგელბარტი მუდამ აღნიშნავდა, რომ “არ ვიცი, რატომ შევარჩიეთ სახელწოდებად თაგვი. ეს უეცრად მოხდა, და აღარც შეგვიცვლია ის”.

1968 წელს ენგელბარტმა თავისი გამოგონებისთვის მიიღო 10 000 დოლარი. 2000 წლის 1 დეკემბერს ენგელბარტი ყველა თავის გამოგონებისთვის, მათ შორის თაგვისთვის დაჯილდოვდა ტექნოლოგიის ნაციონალური მედალით ( The National Medal of Technology) - უმაღლესი ამერიკული ჯილდოთი მეცნიერებისთვის IT-სფეროში მიღწევებისთვის.

წყარო: http://lady.ge/sainteresoa.php?aid=619
ILI-100
აბა წავიდა დატესტეთ, მემგონი მოგეწონებათ smile.gif

გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია

სიახლე აღარავისთვისაა, რომ ინტერნეტი სულ უფრო და უფრო „სოციალური“ ხდება. ყველა საიტზეა კომენტარის ფორმა, დარეგისტრირების საშუალება, საკუთარი აზრის გამოთქმის ფუნქცია. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ნებისმიერი ვებსაიტისთვის მიმზიდველია — იგი უფასოა, განსხვავებული, უნიკალური და საიტის მომხმარებლებს დადებითად განაწყობს ხოლმე. „ისინი მე აზრს მეკითხებიან, ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია“ — ფიქრობს მომხმარებელი და მზადაა თავისი პატარა წვლილი შეიტანოს დიდი საიტის კონტენტში. smile.gif

ამავე დროს, მას უნდა, რომ სხვადასხვა ბლოგზე, საიტზე, ფორუმზე დაგროვილი კომენტარებით იგი ხალხმა გაიცნოს და დაიმახსოვროს. ამიტომ, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე რაიმე ზედმეტსახელს და ყველგან ამ სახელით ტოვებენ თავიანთ კვალს. ხოლო სადაც საშუალება აქვთ — აუცილებლად ავატარსაც იყენებენ, რაიმე ვიზუალური სიმბოლო ან თუნდაც ფოტო ხომ უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე უბრალოდ სახელი.

და სწორედ აქ დგება პრობლემა — რა ვქნათ მაშინ, როდესაც გვსურს, რომ მომხმარებელს ავატარის ქონის სიამოვნებაც არ წავართვათ და არც რეგისტრაციით გავურთულოთ ცხოვრება? რათქმაუნდა, ეს მაშინ, როცა საუბარია ბლოგზე, უბრალო კომენტარებზე სტატიის ქვეშ, კომპანიის სტუმართა წიგნზე ან მსგავს საიტებზე, სადაც მომხმარებლის დარეგისტრირება ზედმეტი თავისტკივილი იქნება. სადაც მომხმარებელი შეიძლება შემთხვევით მოხვდა საძიებო სისტემიდან და უცბად სურს კომენტარის დაწერა, წინასწარი პროცედურების გავლის გარეშე. მარტივად და სწრაფად... სწორედ ამისთვის არსებობს გრავატარების სერვისი. smile.gif

რა არის გრავატარი?

გრავატარი, ანუ Gravatar იშიფრება, როგორც Globally recognized avatar. სერვისის იდეა ძალიან მარტივია — შედიხარ საიტზე gravatar.com http://en.gravatar.com/ , ერთხელ რეგისტრირდები, ტვირთავ შენ ავატარს და შემდეგ, ყველა საიტზე, რომელსაც აქვს გრავატარის მხარდაჭერა, კომენტარის დაწერისას იგი ავტომატურად გამოჩნდება.

როგორ? ძალიან მარტივად. პრინციპი შემდეგშია: გრავატარზე რეგისტრაციისას უთითებ შენი ელფოსტის მისამართს. ავატარის ატვირთვისას კი, სისტემა ახდენს ამ ელფოსტის მისამართის ასოცირებას შენ ავატართან. ამის შემდეგ კი, ნებისმიერ საიტს, შენი კომენტარის გამოტანისას, შეუძლია გაუგზავნოს მოთხოვნა გრავატარების სერვისს და „გამოართვას“ შენი ავატარი, ელფოსტის მისამართის მიხედვით. და რადგანაც შენი ავატარი ერთ ადგილზე ინახება, ნებისმიერ დროს შეგიძლია ახალი დაიყენო და ისიც, ყველა საიტზე, სადაც ოდესმე გაგიკეთებია კომენტარი, ავტომატურად განახლდება.

იდეა მარტივი და გენიალურია smile.gif ელფოსტის მისამართი ხომ ის ერთადერთი რამეა, რასაც ყველაზე იშვიათად იცვლი და რაც უნიკალურია. სხვადასხვა საიტზე კომენტარების დაწერსას შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად დაწერო შენი ნიკი, ასო მოაკლო, დაუმატო, ან საერთოდ სხვა სახელი მოგინდეს... ელფოსტის მისამართს კი ყველგან ერთნაირს წერ, ნუ, ძირითად შემთხვევებში. თანაც, ერთნაირი ზედმეტსახელი შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით რამოდენიმე მომხმარებელს ქონდეს. ელფოსტის მისამართი კი — ყველასთვის უნიკალურია.

ასერომ, ელფოსტა ერთადერთი ელემენტია, რომელიც თითქმის ყოველთვის ერთნაირია და რომლით მომხმარებლის იდენტიფიცირებაც ყველაზე უტყუარია მსოფლიო აბლაბუდაში.
ცოტა ისტორია

ზევით აღწერილი პრინციპის საქმეში გამოყენების იდეა პირველად კალიფორნიელ ვებდეველოპერ ტომ ვერნერს დაებადა. სწორედ იგია გრავატარის სერვისის გამომგონებელი და მისი შემქმნელი.

სერვისის პირველ ვერსიაზე მუშაობა ტომმა 2005 წელს დაიწყო. იგი მალე აიტაცა რამოდენიმე საიტმა და ბევრმა მომხმარებელმა. პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა რესურსებიც, რომელიც სერვერს ამ სერვისის შენახვისთვის ჭირდებოდა. ამიტომ, გამომგონებელმა გრავატარის მეორე ვერსიაზე დაიწყო მუშაობა და 2007 წლის თებერვალში მისი ბეტა ვერსია გაუშვა.

ახალ ვერსიაში ბევრად იყო გაუმჯობესებული კოდი, ავატარების შენახვის სისტემა და რესურსების დაბალანსება. ცვლილებები მომხმარებლის მხარესაც მოხდა — ახლა უკვე ატვირთული ფოტოს მოჭრა ან ინტერნეტში არსებული ფაილის მიმაგრებაც იყო შესაძლებელი. მომხმარებელს უკვე შეეძლო საკუთარ ანგარიშზე ორი სხვადასხვა ავატარი მიემაგრებინა და მარტივად გადართულიყო სასურველზე. ასევე დაემატა ფასიანი „პრემიუმ“ სერვისი, სადაც განუსაზღვრელი რაოდენობის ელფოსტების და ავატარების მიბმა შეიძლებოდა ერთ ანგარიშზე.

სიახლეებმა კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდა და მეორე ვერსიის გაშვებიდან 3 თვეში სერვისს 32 ათასი ახალი მომხმარებელი შეემატა!

როგორც მოსალოდნელი იყო, გრავატარებით კომპანია Automattic დაინტერესდა და 2007 წლის ოქტომბერში მან ტომ ვერნერისგან ეს სერვისი შეიძინა. ვინც არ იცით, სწორედ ეს კომპანიაა WordPress-ის შემქმნელი და მფლობელი. შეძენის შემდეგ, აუტომატიკმა ბევრად გააუმჯობესა გრავატარების წარმადობა და ყველა ფასიანი სერვისი მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზა.

ამ გარიგებამ უზარმაზარი როლი ითამაშა გრავატარების პოპულარიზაციაში. აუტომატიკს, როგორც ვორდპრესის მფლობელს და მსოფლიო ბლოგინგის ტრენდ-მეიკერს, არ გაჭირვებია ამ სისტემის თითქმის სტანდარტად გადაქცევა. მან მალევე მიაბა გრავატარები Wordpress.com-ის ბლოგ-ჰოსტინგ სერვისს და 2.5 ვერსიიდან მოყოლებული გრავატარების პლაგინი უკვე ნაგულისხმევად მოყვება ვორდპრესის ძრავს.

ILI-100
ბოზბაშის ისტორია



დიდ გურმანს ლუარსაბ თათქარიძეს გამორჩეულად ბოზბაში მოსწონდა. Dდღეს ბოზბაშის სახსენებელი თითქმის გამქრალია, არადა ამ კერძს საქართველოში განსაკუთრებული სიამოვნებით მიირთმევდნენ. Bბოზბაში ირანული მოდგმის ხალხის, კერძოდ ოვსთა ერთ-ერთი უძველესი კერძია. Bბოზბაში ირანულად `თხის თავს~ ნიშნავს. თხის კულტი მეჯოგეთა წარმართული რელიგიისათვისაა დამახასიათებელი, რომელიც ოვსებმა შემოინახეს არამარტო კერძის სახით, არამედ როგორც წმიდა ცხოველისა, თხა ხომ ფარას წინ მიუძღვის და მასზეა დამოკიდებული მისი ბედიც. ზოგი მწყემსი იმასაც აღნიშნავს, რომ თხას შეუძლია ფარა ისეთ მხარეს წაიყვანოს, სადაც საკვების მოპოვების დიდი შესაძლებლობაა.

Mმეჯოგე ხალხისათვის მნიშვნელოვანი იყო თხის როლი და ამიტომაც დიდ პატივს მიაგებდნენ. იგი სალოცავად აქციეს. თხის კერპი ფარის მფარველი იყო. Kავკასიაში თხის კულტი და მისი რიტუალი, ასევე როგორც ჩანს თხის თავის კერძიც ალანებმა ოსვთა წინაპრებმა შემოიტანეს. ისინი საძოვრებზე თუ სოფლის შემოგარენში აგებდნენ სპეციალურ ნიშებს, სადაც თხის დიდრქიან თავს დებდნენ, მას თხოვდნენ გამრავლებას, ფარის კარგად ყოფნას. Aამგვარი ნიში დღესაც ბევრია შემორჩენილი კავკასიის მთებში, სადაც ოსები სახლობენ. საქართველოში, კი გუდამაყრის ხეობაში.

თხის თავის ნახარში სარიტუალო საჭმელს წარმოადგენდა, რაც პირველ რიგში სახლის უფროსს უნდა ეგემა. Dდღეისათვის საქართველოში მცხოვრები ოსები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. რაც შეეხება ბოზბაშის კერძს, ჩვენი დიასახლისები იშვიათად აკეთებენ არა თხის, არამედ ცხვრის ხორცისაგან.
gerda


მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს მეტად ახირებული, უცნაური და კურიოზული კანონები, რომლებიც დიდი ხნის წინათ იქნა მიღებული და რატომღაც ჯერაც არ გაუქმებულა. ამერიკის შჰეერთებული შტატები ყველაზე მეტადაა ცნობილი მსოფლიოშჰი თავისი სულელური კანონებით.

ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა; აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება; აქვე საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატიურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ; ფეხსაცმლის გარეშე სიარულისათვის დაგსჯიან თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5$ გადაიხადოთ. ესენი საკმარისად ძველი კანონებია. სულ ახლახან კი გუბერნატორ ჯ. ბუშის (ა.შ.შ.-ს ახლანდელი პრეზიდენტი) ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად. ამ შტატების ცალკეულ ქალაქებში ასევე განსხვავებული აკრძალვები მოქმედებს: ჰიუსტონში აკრძალულია ლუდით ვაჭრობა კვირა შუაღამის შემდეგ (თუმცა ორშაბათიდან ისევ დაშვებულია ნებისმიერ დროს); პორტ-არტურში ისჯება ლიფტში ჰაერის გაფუჭება.

ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა; სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე; შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ასევე აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა. ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100$.

მაიამში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.

არკანზასის შტატში არჩევნების დღეს და ხმების დათვლის დროს ვინც არ უნდა იყოს და რა საბაბიც არ უნდა ჰქონდეს, ეკრძალება საარჩევნო უბნის კარებთან და ფანჯრებთან 15 მეტრზე ახლოს მისვლა, რაც ყოველ ამომრჩეველს ხდის დამნაშავედ. აქვე, მძღოლებს 21.00 საათის შემდეგ ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც იყიდება გამაგრილებელი სასმელები.

ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის. ქ. ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვეაში ეს იკრძალება.

ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.

კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუ კი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისია 40 კგ-ზე ნაკლები და 90 კგ-ზე მეტი წონის ქალები.

ქ. კარმელში (ნიუ-იორკის შტატი) ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია სხვადასხვა ფერის შარვალსა და პიჯაკში, ჯარიმდება 500$-ით. ნებრასკაში დალაქებს ეკრძალებათ ნიორის ან ხახვის ჭამა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ხოლო ნიუ-ჯერსიში დააპატიმრებენ მას, ვინც რესტორანში პირს ააწკლაპუნებს. კალიფორნიაში ცხოველებს ეკრძალებათ სქესობრივი აქტის დამყარება სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან 500 მეტრზე უფრო ახლო მდებარე ადგილებში. აქვე აკრძალულია მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ გადააჭარბოს 60 მილს საათში.

კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ 2 ძროხა მაინც.

ინდიანაში აკრძლულია: აბაზანის მიღება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე; მანქანების გაყიდვა კვირაობით; ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა; რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. აქვე სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.

1984 წლიდან ინდიანას ქალაქ სპეიდსში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კონსერვის ქილების გახსნას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ კანონის დარღვევისათვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 თვით. ინდიანაში მოქმედი კანონის მიხედვით რიცხვი პ ტოლია არა 3,1415-ის , არამედ 4-ის.

დენვერში აკრძალულია მეზობლისაგან მტვერსასრუტის თხოვება.

ალაბამაში, ჯასპერის ოლქში, ქმრებს უფლება აქვთ სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება. ლოს-ანჯელესში კი ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია ცოლის თანხმობა). არკანზასში სულ ერთია რითი სცემს ქმარი ცოლს, თუკი ეს არაუმეტეს თვეში ერთხელ ხდება.

ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვთ და ვალდებულიც ხარ “მზის ჩასვლამდე” საკვებად გამოიყენოთ იგი.

დასავლეთ ვირჯინიაში მამაკაცებს ერთერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლება აქვთ იცხოვრონ ნებისმიერ ცხოველთან, რომლის წონა 18 კგ-ს არ აღემატება. სანფრანცისკოში ცხენის პატრონს უფლება აქვს გზაჯვარედინზე დატოვოს ნაკელის გროვა, ოღონდ მისი სიმაღლე 2 მ-ს არ უნდა აჭარბებდეს. ალაბამაში, არიზონასა და ჯორჯიაში უმკაცრესად იკრძალება სააბაზანოში ვირის ყოლა, არკანზასში კი ნიანგისა. არკანზასის კონგრესი მდინარე ანკარზასის წყალს უკრძალავს მეინ-სტრიტის ხიდზე მაღლა ადიდებას.

პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება, ტენესიში ასეთივედაა მიჩნეული სახლი, რომელშიც 6 ქალი ცხოვრობს. მამაკაცების ზღვრული რაოდენობა კი 120-ია.

ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ამისათვის პროთეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას. ალაბამაში აკრძალულია მანქანის თვალებახვეული მართვა, ნიუ-იორკში სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება. მინესოტაში პატიმრობა ელის იმას, ვინც საკუთარ სახლშიც კი შიშველი დაიძინებს. აიდაჰოს შტატში აკრძალულია კარუსელზე ქანაობა კვირადღეს, აქვე აკრძალულია აქლემზე დამჯდარი თევზაობა. ილინიოსის შტატშის ქალაქ გეილსბურგში 1000$-ით აჯარიმებენ მას, ვინც ბეისბოლის ჯოხით თაგვს სცემს. მიჩიგანში ქარის წინააღმდეგ ფურთხება საზოგადოებრივ დანაშაულად ითვლება. კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში არ შეიძლება ავტომობილის ტარება კვირაობით, არიზონაში კი ქ. გლენდეილში აკრძალულია ავტომობილის უკან სვლა. ამავე შტატში, ქ. ტაკსონში ქალებს ეკრძალებათ შარვლის ტარება. ვისკონსიის ქ. რეისინში აკრძალულია მძინარე მეხანძრის გაღვიძება, ხოლო ვაიომინგის შტატში კი კურდღლებისათვის სურათის გადაღება. ტენესში, ქ. მემფისში ბაყაყებს ეკრძალებათ ყიყინი ღამის 11 საათის შემდეგ. ალიასკაზე აკრძალულია დათვებისათვის ფოტოსურათის გადაღება, ნევადაში კი გზატკეცილზე აქლემით სეირნობა. ილინიოსის შტატის ქ. იურკაში ულვაშიან მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა, ალაბამაში კი სიკვდილით სჯიან მას, ვინც რკინიგზის რელსებს მარილს მოაყრის.

სამხრეთ დაკოტაში დანაშაულად ითვლება ჩექმებით დაძინება; კალიფორნიაში აკრძალულია აუზში ველოსიპედით შესვლა; ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) 500$-ით დაჯარიმდება ის, ვინც თეატრში ლომთან ერთად მივა; ატლანტაში აკრძალულია ჟირაფის მიბმა ტელეგრაფის ბოძზე; სენტ-ლუისში აკრძალულია ხიდზე ჯდომა და ლუდის სმა. ნიუ-ჯერსის შტატში კატებმა უნდა ატარონ ზარები, რათა ჩიტებმა გაიგონ მათი მოახლოება, ოკლაჰომაში კი სამზე მეტ ძაღლს ეკრძალება ერთად შეკრება, თუ მათ არა აქვთ ამისათვის სპეციალური ნებართვა ქალაქის მერისაგან.

ა.შ.შ.-ს კანონების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან.
ILI-100
ბრძოლა კოცნისთვის!



წარმოგიდგენთ ძალიან კრეატიულ საპარსის რეკლამას, სადაც ბავშვის და მისი მამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაა გადმოცემული. ისინი იბრძვიან კოცნისთვის…

http://www.dailymotion.com/video/x2xcuh_fi...ilkinsoncom_fun
anuchi
რაღა დისქავერისსთვის გიყურებია რაღა აქ შემოსულხარ.. თქვენი ფანი ვარ
ILI-100
კოკა კოლა VS პეპსი



ამ ორი გიგანტი კომპანიის “ფარული” ბრძოლა გრძელდება მათი ჩამოყალიბების დღიდან ნახტომის შემდეგ ნახეთ რამდენიმე ძალიან მაგარი აკრძალული რეკლამა მათი დაპირისპირების შესახებ…

1. http://www.youtube.com/watch?v=ztrU0KWoKso...uri.com/?p=2365
2. http://www.youtube.com/watch?v=TvL9p-gzJBI...uri.com/?p=2365
3. http://www.youtube.com/watch?v=EMo6o0BtFG8...uri.com/?p=2365
4. http://www.youtube.com/watch?v=Wz3TEdLOcls...uri.com/?p=2365
5. http://www.youtube.com/watch?v=YTxe1fi1ll0...uri.com/?p=2365
ILI-100
anuchi
ციტატა
რაღა დისქავერისსთვის გიყურებია რაღა აქ შემოსულხარ.. თქვენი ფანი ვარ

wub.gif
ILI-100
JUST DON’T SMOKE


გთავაზობთ სიგარეტის სხვადასხვა ანტირეკლამებს…

(ფოტო კოლაჟი)


1. სიგარეტი სერიული მკვლელია, არ გაეკარო “he will kill us”



2. ფილტვები და გული პირველი მსხვერპლია




3. დაემშვიდობე ბავშვობას



4. ნუ დაიბერებ თავს ნაადრევად



5. გიფუჭებს კბილებს...



6. თვითონ მაგრად კიდია...



7. სიგარეტი ავად გახდა, ჭირსაც წაუღია wink.gif




8. აბა ფორუმელებო, არ გადავაგდოთ სიგარეტი?!



ILI-100
შემოქმედეფითი ფოტო ხელოვნება

(ფოტო კოლაჟი ჩემგფან wink.gif )










ILI-100
ძალიან უცნაური და საოცარი სკულპტურები

(ფოტო კოლაჟი ჩემგან)

ეს ყველა შესანიშნავი ქანდაკება შექმნილია რონ მუეკის (Ron Mueck) მიერ, რომელიც მოღვაწეობს ლონდონში. 1990-იან წლებში მას ძალიან უნდოდა შეექმნა რამე ძალიან რეალისტური და ცდილობდა ეპოვა მასალა, რომელიც ამისთვის გამოდგებოდა. ერთხელაც შემთხვევით რონმა შეამჩნია ერთ-ერთი ბუტიკის კედელზე პატარა არქიტექტურული დეკორაცია, რომელიც გაკეთებული იყო ბოჭკოვანი მინის რეზინით. ზუსტად ეს მასალაა გამოყენებული ამ მშვენიერ ქანდაკებებზე… დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი, ის კიდევ ბევრს მიაღწევს… ნახეთ კიდევ რამდენიმე მისი შემოქმედება





ILI-100
ეს ჩვენს ფორუმზე ბევრს მოეწონება biggrin.gif

19-ე საუკუნის, ნამდვილი ვამპირებზე მონადირის აღჭურვილობა



ეს უნიკალური აღჭურვილობა გაიყიდა აუქციონზე 14,850 $-ად. ის არის ხელით დამზადებული და ყველა ნივთი მასში ნადვილია და მზად არის გამოსაყენებლად

აღჭურვილობა შეიცავს შემდეგ საგნებს:

1. ჯვარი
2. ბიბლია
3. პისტოლეტი
4. ვერცხლის ტყვიები
5. ნაკურთხი ზეთი
6. ნაკურთხი წყალი
7. სარკეები
8. სანთლები
9.ნიორი
10. ხის, ვერცხლის თავიანი სპეციალური სარი
11. კიდევ ხის სარები, (რა იცი რა ხდება)

19 საუკუნის ვამპირებზე მონადირის აღჭურვილობა გაიყიდა, როგორც გარდაცვლილი ჯიმი პიპენის ქონება. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჯიმი იყო ან უბრალოდ გიჟი, ან მან იცოდა ის, რაც ჩვენ არ ვიცით…
ILI-100
საინტერესო წიგნები smile.gif მე ინგლისური არ ვიცი და ამიტომ ვენდობი იმ ადამიანის თარგმანს რომელმაც ეს პოსტი ერთ-ერთ ფორუმზე გააკეთა smile.gif თუ რაიმე სეცდომაა მე არაფერ შვეში არ ვარ smile.gif

”როგორ დავწეროთ წიგნი, იმის შესახებ თუ როგორ დავწეროთ წიგნი”


”როგორ მოვჯ*** ტყეში” არ ვბილწსიტყვაობ,სიტყვა სიტყვით ვთარგმნეო იმ ტიპმა და რავი აბა smile.gif


”ლესბოსელი ცხენის მნიშვნელოვანი წიგნი”
ILI-100
მიცუ: იაპონელი ქრისტე



მატაოში მიცუ გახლავთ იაპონელი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ იგი არის მესია. მატაოში ამბობს, რომ იგი განკითხვის დღეს მოაქყობს, როგორც მესია, თუმცა მანამდე აუცილებელია, რომ როგორც პოლიტიკოსი დაინიშნოს იაპონიის პრემიერ მინისტრი თანამდებობაზე. ამის შემდეგ მიცუ შეცვლის იაპონიის საზოგადოების მსოფლმხედეველობას და რამოდენიმე ხანში მას შესთავაზებენ დაეროს მდივნის თანამდებობას. ამის შემდეგ იგი არა მარტო პოლიტიკურ არამედ სულიერ ლიდერადაც იქცევა არამარტო იაპონიის არამედ მთელი მსოფლიოსი იგი იქნება მთელი მსოფლიოს ორმმართველი რელიგიური და პოლიტიკური. ამ ადამიანმა ეს წინა საარჩევნო პროგრამა უკვე რამდენიმე არჩევნებში წარმოადგინა თუმცა ვერც ერთში ვერ გაიმარჯვა. ხალხის აზრით ის ექსცენტიურლია, იგი რამდენჯერმე ტელევიზიით ედავებოდა თავი პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ მათ ჰარაკირი ჩაეტარებინათ. იმედია ეს კაცი ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს.
ILI-100
ვუდუ (voodoo)




რაარის ვუდუ ??? ზოგმა იცის ზოგმა არააა, ზოგს გვსმენია რაღაც რაღაცეები, მოდით ვისაც გაინტერსებთ და ვინც არიცის, ერთად გავიგოთ რაარის ვუდუ. ვუდუ არის რელიგიის თუ მიმდევრობის დასახელება რომელიც გაჩნდა შავკანიან მონებში რომლებიც გადაყავდათ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. “დაგომეის” ხალხის მიერ რელიგია ვუდუ გავრცელდა ჰაიტიზე, შემდეგ კუბაზე, და ბრაზილიაში. ბრაზილიაში ასევე არის ისეთი რელიგიები როგორიცაა უმბანდა, კიმბანდა, კანდომბლე. ჰაიტელ ვუდუებს სჯერათ ღმერთის არსებობის (Bondieu - კეთილი ღმერთი) რომელიც არ ერევა თავისი ქმნილებების ცხოვრებაში. ვუდუების რწმენით ადამიანში ცხოვრობს რამდენიმე სული, დაბადებამდე და სიკვდილის მერე მასში ცხოვრობს გვინეის ანგელოზი როგორც ამბობენ. ვუდუისტების რაოდენობა 50 მილიონამდეა. ისინი მრავლად არიან ჰაიტიზე, ბრაზილიაში, ტრინიდადში, ა.შ.შ.-ში (ნიუ ორლეანის შტატში), კუბაში, იამაიკაში. რაც შეეხება ვუდუს რიტუალებს, ბოროტისგან განწმენდას შველის მსხვერპლშეწირვა და თილისმები, მუსიკა და ცეკვა რიტუალის ერთერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ეკლესიად კი ირჩევენ ჩვეულებრივ სახლს.




ვუდუს თოჯინა:ეს თოჯინა გამოიყენება ვუდუს ჯადოქრობაში, რომელსაც კავშირი აქ გარკვეულ ადამიანთან, რომლის საშუალებითაც ხდება ადამიანზე ზემოქმედება, თუ რამე ზიანს მივაყენებთ თოჯინას ადამიანსაც გარკვეული ზიანი ადგება. ამ თოჯინის დამზადება ხდება მსხვერპლის რომელიღაც ნაწილისგან, (თმისგან, ტანსაცმლისგან და სხვა). თოჯინის დასრულების მერე ის უნდა იყოს ახლოს მსხვერპლთან, ასევე პროცედურის დროსაც.



ვუდუს ზომბი:
მოკლედ ვუდუში ეს არის გაცოცხლებული მიცვალებული, რომელსაც არ გააჩნია აზროვნების უნარი, რომელსაც არშეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და იფიქროს, ის იმისთვის იქმნება რო შეასრულოს დამაარსებლის ბრძანებები ანუ (ჯადოქარის).

გრი გრი: ესარის თილისმა რომელიც მფლობელს იცავს ავისგან. გრი გრი არის პატარა ქისა, სადაც მოთავსებულია, ბალახეული, ზეთი, ქვები, ძვლები, თმები, ფრჩხილები და სხვადასხვა კომპონენტები. გრი გრის არასდროს ატარებენ თან იმიტომ რომ გრი გრიში ასევე მოთავსებულია საფლავის მიწა და მისი ტარება სახიფათოა.

ILI-100
საცხოვრებელი სახლი ხეში



დამეთანხმებით ალბათ ძალიან საინტერესო და უცნაური მიგნებაა ხეში ცხოვრება და ხეში გვირაბი…
მე დიდი სიამოვნებით ვიყიდდი ამ ბინას…





ესეც საპირფარეშო


gerda


ეს ხდება კალიფორნიაში, სიკვდილის ხეობაში, დაბლობზე ე.წ. იპოდრომზე. ამ იდუმალებით მოცულ მოვლენაზე მკვლევარებს სხვადასხვა აზრი ჰქონდათ: 1995 წელს ჯორჯ სტენლიმ წამოაყენა გაყინული ფენის თეორია, რომლის თანახმადაც ქვები თიხის ნაპირზე წყალდიდობის შემდეგ გაყინული ზედაპირის დახმარებით გადაადგილდებოდნენ; 1976 წელს კვლევის შედეგად ახლებური იდეა გამოთქვეს შარპმა და კერიმ, მათი აზრით ძლიერი ქარი იყო მიზეზი ქვების მოძრაობისა. ქვები ხშირად ასი იარდი სიგრძეზე ტოვებდნენ ნაკვალევს (იარდი=91 სმ.-ს)
მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კლდის ნატეხებს ორი სტიქია ქარი და ყინული ერთად ამოძრავებდათ. როცა წყალი იჟღინთება თიხაში, ტემპერეტურა იწევს და იყინება, ძალიან პატარა ყინულის ნატეხები ექცევა ქვების ქვეშ, რაც იწვევს მათ გადაადგილებას, თუ ქარიც საკმაოდ მძლავრია. სხვა მტკიცებულება ჯერჯერობით უცნობია








ILI-100
უცნაური ჩინური ტრადიცია



“ტერფის შეკვრის” ტრადიციის მოკლე ისტორია:
ჩინური თქმულების თანახმად ამ ტრადიციის დამკვიდრება დაკავშირებულია შუნგების საიმპერატორო გვართან,
ამბობენ, რომ მელიამ იმპერატრის იერი მიითვისა და თათები რომ დაემალა, ჩაიცვა ეს ფეხსაცმელი… სხვა გადმოცემის მიხედვით, იმპერატრის შეერთებული ფეხის ტერფები ჰქონდა და მოითხოვა იმპერატორისაგან ბრძანება გაეცა ახალგაზრდა გოგონებისთვის ტერფის ამგვარი ფორმა გამხდარიყო მშვენიერების მაგალითი და ყველას ასე ევლო… არსებობს კიდევ სხვა ლეგენდაც, რომლის მიხედვით პრინცმა შუნგის დინასტიიდან
თავისი მიჯნურისთვის მოიგონა ბალეტის მსგავსი ცეკვა სახელად “თითების ცეკვა”, ამ ცეკვის შესასრულებლაად საჭირო იყო ტერფის შეკვრა…




მიუხედავათ შედარებით ჭკუათმყოფელი მმართველების მიერ ამ ჩვეულების მრავალგზის აკრძალვის მცდელობისა, ათასწლოვან ჩინურ ტრადიციას მეოცე საუკუნემდე კვლავ სცემენ პატივს…

ბოლო უკანასკნელი ათასი წლის განმავლობაში 4,5 მილიონი ქალია დაფიქსირებული “შეხორცებული ტერფებით”




ჩინეთში თვლიდნენ, რომ გოგონა “შეკრული ტერფით” უფრო მომხიბვლელი იყო და ადვილად “გათხოვებადი”
იდეალური ზომა “დამახინჯებული ტერფის” იყო 7.5 სმ. მხოლოდ ამ ზომის ტერფი იძენდა “ოქროს შროშანის” ტიტულს, ამ დონემდე მისასვლელად საჭირო იყო, რომ თითები, ცერის გარდა, ამოეკეცათ ფეხის ძირზე…
უფრო მოზრდილ ტერფებს ერქვათ “ვერცხლის და რკინის შროშნები”, რომელიც თავისთავად მოქმედებდა გოგონას “ვარგისიანობის” ხარისხზე…
ყველაზე ხელსაყრელ დროდ შემოდგომა იყო მიჩნეული ამ პროცესის დასაწყებად, ჩინელი დედების რწმენით 5-6 წლის ბავშვის ადვილად მსხვრევადი ძვლები იოლად გადაიტანდა ტკივილებს სიცივეში…




ეს კი არის ჩინელი მანდილოსანი, 86 წლის ზოუ გუიზენი თავის სამკუთხა ფეხებით



gerda
ქალის ხასიათი თმების მიხედვით



გაშლილი გრძელი თმა: მოსწონთ ქალებს, რომლებიც კონსერვატორულად აღიზარდნენ. მათ უყვართ თამამი ექსპერიმენტები და მოსწონთ ყველაფერი ტრადიციული.

ძალიან მოკლედ, ბიჭურად თმას ის ქალბატონები იჭრიან, რომლებსაც ყველაფერი ახალი მოსწონთ და განვლილ წლებზე არასოდეს ფიქრობენ. მათი მთავარი ამოცანაა, ყოველთვის იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.

მხრებამდე დაშვებული ხვეული თმა რომანტიკოს ქალებს აქვთ. ისინი დიდ სიყვარულზე ოცნებობენ და უფრო ხშირად გამოგონილ, ირეალურ სამყაროში ცხოვრობენ.

შუბლზე გადაწეული და კეფაზე დამაგრებული თმა კოხტა, თითქმის პედანტ ქალბატონებს აქვთ. ისინი წესრიგის მოყვარული არიან და უწესრიგოდ ჩაცმულ ფეთხუმ მამაკაცებს ვერ იტანენ.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.