okicha
Feb 4 2009, 12:39 AM
აუ ანუჩი თუ ესეთი რამეების დაწერას აპირებდი საერთოდ არ გაგეხსნა მაშინ თემა. და რამე სერიოზული სასაუბრო თემა აიღე. უამრავი გამოკვლევა არსებობს ვეფხისტყაოსანზე. მაგალითან ვეფხისტყაოსნის კავშირი პლატონის და ნეოპლატონიკოსების(პროკლე დიადოხოსი, ფსევდო დიონისე არეოპაგელი, ნეტარი ავგუსტინე) ფილოსოფიასთან . ასტროლოგიური წარმოდგენები. გეო-ჰელიოცენტრული სისტემა. პლატონს და შემდეგ მის მიმდევრებს მიაჩნდათ რომ ყველა ზოგიაქოს შეესაბამებოდა თავისი ეტლი. შესაბამისად ლომის და ქალწულის ეტლები მდებარეუბს ერთმანეთის გვერდით. ტარიელი ვეფხისტყაოსანში ლომია, ნესტანი - ქალწული. ასევე ნაწილაკთა დაშლაზე და დახსნაზეა საუბარი (ზუსტად არ მახსოვს სტროფები) რაც ასევე პლატონური ფილოსოფიიდანაა. პლატონს მიაჩნდა რომ სული 3 ნაწილისგან შედგებოდა და ყველაზე სრულყოფილი მდებარებდა ადამიანის ტვინში. ასევე ტვინი შედგებოდა ყველაზე სრულყოფილი ელემემენტარული სამკუთხედებისგან (ატომები), რომლებიც თანდათან გარემოს ზემოქმედებით იშლებოდა და შემდეგ ვეღარ აკავებდა სულს, ამიტომაც კვდებოდა ადამიანი. რუსთაველის ეპოქაში პლატონის ფილოსოფიას არავინ იცნობდა და არც არავინ იცოდა მის შესახებ არაბების გარდა. არის ვარაუდი რომ რუსთაველი სწავლობდა იტალიაში (ქალაქი აღარ მახსოვს) სადაც იყო აღდგენილი პლატონის მიმდევრების მიერ "პლატონის აკადემიის" ტიპის აკადემია. მოკლედ თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ რამე თემა ავირჩიოთ. ესე არ შეიძლება. ვეფხისტყაოსანი მთელი ფილოსოფიური სისტემაა
longbowman
Feb 4 2009, 11:15 AM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Feb 3 2009, 11:45 PM)

ციტატა
ავადმყოფი კაცი კი დამერწმუნე ოც კაცს ვერ მოკლავს.
ე ბიჭო სტალინი ავადმყოფი იყო მარა მილიონობით დახოცა...

სტალინი არ იყო ავადმყოფი. ისე კი ამან ბრძანებით კი არა პირადად დახოცა.
ციტატა
ვეფხისტყაოსანი სერიოზული სიღრმის პოემაა.. მძლავრი ეზოთერული მუხტით და ძალიან სერიოზული ისტორიულ-ეთნიკური ნიშნებით.. ჩემი აზრით ესაა ბიბლიის ქართული ვარიანტი.. ერთგვარი მოძღვრება სამყაროს შესახებ..
სწორია ჩე სწორი. ხანდახან კარგ რამეებს ლაპარაკობ მაგრამ ომის თემაში არ დაგინახო შემოსული
HOUSE M.D.
Feb 4 2009, 11:50 AM
ვეფხისტყაოსანი არის ზე პოემა...ათასნაირად შეიძლება მიუდგეს კაცი და სალაპარაკო მაინც არ დაელევა, ყველა წაკითხვაზე ახალს აღმოაჩენ რაღაცას...ეს არის ისტორიაც, გეოგრაფიაც, რელიგიაც, ფილოსოფიაც და ა.შ.
კინოს გადაღებას რაც შეეხება თუ ვინმეს მოუვა თავში მისი გადაღება,ისევე როგორც დავით აღმაშენებელის უნდა გადაიღონ ჰოლივუდში!!! დედააზრს რაც შეეხება ჩემი აზრით ამ ერთ ხაზშია:
"ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა"
fernando magellan
Feb 4 2009, 12:10 PM
პროგრამული კოდი
გეოგრაფიაც
უი, მაგაზე გამახსენდა, სხვათა შორის, ერთი ქართველი გეოგრაფია, კობა ხარაძე. მაგას აქვს გამოკვლეული "ვეფხისტყაოსნის" ტოპონიმიკა. ჰოდა, წერს, რომ ნაწარმოების მოქმედება მინიმუმ სამ კონტინენტზე მიმდინარეობს (ანუ, რაც მაშინ იყო ცნობილი). ერთი ვერსიით, ტარიელის გამოქვაბული ეთიოპიაშია (ე.წ. სოფ-ომარის გამოქვაბული), მულღანზანზარი კ.ზანზიბარია, ქაჯეთის ციხე კი მადაგასკარზეა განლაგებული...
თუკი ამ წიგნს მოიპოვებთ, საკმაოდ საინტერესო რაღაცეები წერია: ხარაძე კ., გეოგრაფიული ცოდნა ძველ საქართველოში.
anuchi
Feb 4 2009, 01:11 PM
okichaიმიტომ გავხსენი ეს თემა რომ მაინტერესებს თქვენი აზრი
ციტატა
უამრავი გამოკვლევა არსებობს ვეფხისტყაოსანზე.
ამ უამრავიდან არცერთი არ წამიკითხავს და მადლობელი ვიქნები თუ დაახლოებით მეტყი სად ვნახო და ვისია? ერთი-ორი მაინც
diletanti
Feb 4 2009, 01:17 PM
ციტატა
ამ უამრავიდან არცერთი არ წამიკითხავს და მადლობელი ვიქნები თ.უ დაახლოებით მეტყი სად ვნახო და ვისია?
ჯერ დაიწყე დუმბაძით, მესამე ტომშია "ცოტა რამ ვეფხისტყაოსანის შესახებ" მერე გადადი სხვა რუსთველოლოგებზე
Catherine
Feb 4 2009, 01:23 PM
ხალხო რად გინდათ ამდენი ,,ვეფხისტყაოსანზე'' კითხვა? წაიკითხეთ ორიგინალი და გქონდეთ თქვენი აზრი!
anuchi
Feb 4 2009, 01:26 PM
diletantiმადლობ
qetusiaშენი აზრი გვითხარი
Catherine
Feb 4 2009, 01:33 PM
ვიზე ან რაზე? ,,ვეფხისტყაოსანი'' იმხელა ნაწარმოებია და იმდენი პრობლემაა დასმული, რომ მართლა არ მეყოფა ფორუმის გვერდები. ისე ეროვნულ გამოცდებზე, როცა ვაბარებდი, ავთანდილზე ვწერე თემა და მლიქვნელი და მატყუარა ვუწოდე.

მაშინ ცოტა მიქროდა თავში და მაგიტომ. ეხლა აღარ ვიზამდი. ისე ეხლაც ვფიქრობ, რომ ავთანდილი აფერისტი იყო და თან მაგარი

სხვა თუ ვინმეზე გაინტერესებს ჩემი აზრი მკითხე და გეტყვი
anuchi
Feb 4 2009, 01:37 PM
qetusiaაფერისტი და მლიქვნელი რატომ?

ფატმანისგან ინფორმაცია რომ მოიპარა? თუ როსტევანს რომ წერილი მისწერა

მანდ საერთოდ ყველფაერი გადატანითი მნიშვნელობითაა და მშრალად პერსონაჟების დახასიათებით ისე გამოდის თითქოს უბრალოდ ფილმი იყოს, მაგრამ ეგეც კარგია დასაწყისითვის

ხო რატომ იყო ავთანდილი აფერისტი თან მაგარი?
diletanti
Feb 4 2009, 01:44 PM
ციტატა
ავთანდილი აფერისტი იყო და თან მაგარი
ეუF, დავღუპულვართ, ტარიელლი მტირალა და სუსტი გულის ყოფილა

მასე სულაც არ უნდა შეხედო ვეფხისტყაოსანს.. ის სიბრძნე უნდა დაინახო რაც მასში დევს..
ყველას ეგრე რომ დაენახა, 8 საუკუნესთვის არამგონია გაეძლო
Catherine
Feb 4 2009, 01:44 PM
ციტატა
qetusia
აფერისტი და მლიქვნელი რატომ?ფატმანისგან ინფორმაცია რომ მოიპარა? თუ როსტევანს რომ წერილი მისწერამანდ საერთოდ ყველფაერი გადატანითი მნიშვნელობითაა და მშრალად პერსონაჟების დახასიათებით ისე გამოდის თითქოს უბრალოდ ფილმი იყოს, მაგრამ ეგეც კარგია დასაწყისითვის
ხო რატომ იყო ავთანდილი აფერისტი თან მაგარი?
აჰაა! რა თქმა უნდა ფატმანთნ ურთიერთობაში შეეშალა და იმიტომ. თან მხოლოდ ინფორმაცია არ მოუპარავს, სიყვარულს ეფიცებოდა! თუ გახსოვს? აი მაგიტომ!
და რატომ ფიქრობ, რომ რუსთაველი როცა ვეფხისტყაოსანს წერდა იმაზე ფიქრობდა ქეთიმ გადმოტანითი მნიშვნელობით შეაფასოსო?
longbowman
Feb 4 2009, 01:52 PM
ციტატა
ქაჯეთის ციხე კი მადაგასკარზეა განლაგებული...
ქაჯეთის ციხე ალამუთისაა. აბსოლუტურად ემთხვევა ყველაფერი.
anuchi
Feb 4 2009, 02:00 PM
qetusiaრას ფიქრობდა არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ მასე მგონია, რომ სტრიქონებს შორის კიდევ ბევრი რაღაცაა

არ გიფიქრია რომ ფატმანიც უყვარდა? მაგრამ სხვანაირად, კაცი იყო მაინც

და არ მახსოვს თინათინს უამბო ამის შესახებ?
inkognito
Feb 4 2009, 03:24 PM
anuchiარა, რატომ უნდა დაიხუროს. მართლა კარგი თემაა.
ისე, მე არასოდეს მომწონდა თინათინის პრეტენზიულობა...მოწყენილობის ნიადაგზე რომ საქმენი საგმირონი მოსთხოვა ავთანდილს



ტარიელის "გულჩვილობას" რაც შეეხება, ეგ ჩემი აზრით მხოლოდ ღრმა განცდების ნიშანია...
anuchi
Feb 4 2009, 03:33 PM
inkognitoნესტანის სწერვობა?

ვიცი რომ კარგი ტემაა, ამაზე კარგი რა უნდა იყოს ადამიანებისთვის სასუბროდ!მაგრამ რაღაც არ აეწყო..

ჩემ ორ საყვარელ აფორიზმს გეტყით მაშინ:
"რასაცა გასცმ შენია რაც არა დაკარგულია"
"ვარდთა და ნეხვთა მზე სწორად მოეფინების"
HOUSE M.D.
Feb 4 2009, 03:37 PM
inkognitoციტატა
მოწყენილობის ნიადაგზე რომ საქმენი საგმირონი მოსთხოვა ავთანდილს
არ არის მასე...აბსოლიტურად სხვა მიზეზის გამო მოსთხოვა ავთანდილს ტარიელის საძებრად წასვლა
anuchi
Feb 4 2009, 03:43 PM
HOUSE M.D.
მამამისის,როსტევანის, გამო.. რაგდან ძალიან უყვარდა და სწუხდა დადარდიანებულს რომ ხედავდა ხო?
HOUSE M.D.
Feb 4 2009, 03:48 PM
anuchi
"ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილის შემოქმედსა"-ამის დასამტკიცებლად, როსტევანი არაფერ შუაშია
anuchi
Feb 4 2009, 04:18 PM
"ლეკვი ლოსმისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია".. გენდერული თანასწორობა, შოთა ამბობდა ჯერ კიდევ როდის მაგას
ILI-100
Feb 4 2009, 06:15 PM
მარაზმი!!!
...დე იყოს ასე..ვიყოტ საკუტარ განავალში გამომწყვდეულნი,
მაგრამ მე მინდა იცოდე კარგო,მე შენ გეკუთვნი,სულით,სხეულით...
მაშინაც როცა ასმატს ვკოცნიდი...შენზე ვფიქრობდი...
...ჩემი სხეული,რომელიც დედამიწას დაუბრუნდება
ყველასათვის ნაცნობი ხვრელის მეშვეობით...
მე ვაზიშვილი ვიყავი და ის კი ქალწული...
კი,საოცარი რამე იყო,
მაგრამ ეს იყო მხოლოდ ზინი,
უნდა გამიგო,გთხოვ მომიტევო,
...და ნუ იფიქრებ წამითაც რომ ასმათ ბოზია...
...
იწინასწარმეტყველა კაცმა რას ერჩით-გრიგოლ ორბელიანი(ნაწყვეტი)სხვათა ხელი ჰყვეს
კეთილსა საქმეს:
სტამბით მოჰფინონ სწავლა მამულსა!..
აღჩნდნენ მწერლები,
ჟურნალისტები,
ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..∗
მათ უსწავლელთა,
ცრუ რუსთაველთა,
სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,
ენა მაღალი,
მის ძალი, მადლი,
უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!..
ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს...
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..
ILI-100
Feb 4 2009, 06:18 PM
რატომ დავწერე “ანტიტყაოსანი?”
ამთავითვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება ჩემი პირველი და უკანასკნელი წერილობითი განმარტება “ანტიტყაოსანთან” დაკავშირებით, რომელმაც მითქმა-მოთქმა და, ასე განსაჯეთ, მავანთა დაუფარავი აგრესიაც კი გამოიწვია.
მგონი, ახლანდელ სიტუაციას მკაფიოდ ასახავს ლექსი, რომელიც ბავშვობაში დავწერე:
“როგორც ღრიჭოებს _ ობობა, შემოგვეჩვია სნობობა.”
როგორც ჩანს, ზოგი შემთხვევითი ჟურნალისტისთვის ტერმინი “ჟურნალისტური ეთიკა” სრულიად გაუგებარი რამეა, აღარაფერს ვამბობ, რომ ზოგი არც ადამიანის უფლებებს დაგიდევთ დიდად და ნაწარმოებზე საუბრის ნაცვლად ჩემს სავარაუდო პიროვნულ თვისებებზე საუბრობს, მაგ; მე ვარ თურმე: “სექსუალური მანიაკი”, “უტიფარი”, "მასონების მიერ მოსყიდული"... ან მეკითხება: “როდემდე უნდა ვიყო ამ განავალში” და ა.შ. ამბობენ, პერსონაჟს ყველა ეპითეტზე მეტად მისი ლექსიკა ასახავსო. ამიტომაც თუ მწერალს უნდა პერსონაჟის ~ბილწ~ აზროვნებას გაუსვას ხაზი, მას ალაპარაკებს ~ბილწი~ ლექსიკის მოშველებით. ჩემი “მგმობელების” ზრდილობაცა და ეთიკაც სწორედ მათი ლექსიკიდან გამოიკვეთა.
გარკვეული ხნის განმავლობაში, პრესა იკვებებოდა “ანტიტყაოსნის” შესახებ გამოთქმული არაკომპეტენტური ბრალდებების აფიშირებით. ცხადია, პრესამ უნდა ასახოს სიტუაცია, მაგრამ უმეტესად თვითონ “ჟურნალისტები” მხარეს წარმოადგენდნენ და ამის დამალვასაც კი ვერ ახერხებდნენ არაპროფესიონალიზმის გამო.
უნდა ითქვას, რომ ჩემს “გაკიცხვაში” მეტად აქტიურობდნენ რომელიმე სფეროში არშემდგარი ადამიანები, თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში გავლით მყოფი პიროვნებები, “კაიბიჭური წარსულის მქონე ნათელმხილველები” (ფრაზა მიშელ ბაღსოსია), ან უბრალოდ, ყველაფერზე დაბოღმილი გუშინდელი დღის ადამიანები.
მე ცხადია, არ დავეცემი ამ შემთხვევითი “პიროვნებების” არაკორექტულობამდე. ჩვენ სხვადასხვა მორალურ და ინტელექტუალურ განზომილებებში გვიწევს ყოფნა.
“ეს წიგნი (“ანტიტყაოსანი” პ.შ.) უნდა დაიწვას”,_ პათეტიკურად გაჰკივის ერთი “ჟურნალისტი”. ასეთ ტენდენციურ და შუასაუკუნეებისათვის სახასიათო ფრაზას რა კომენტარი უნდა გაუკეთო?! ჰერმან ჰესე ალბათ ზედმეტად რთული მწერალია ამ ადამიანისთვის, მაგრამ ხანდახან თვალი გადაავლოს ხოლმე და იქ აუცილებლად ნახავს ამ ფრაზას: “სადაც წიგნები იწვება, იმ ქვეყანაში ადამიანებიც დაიწვებიან.”
ზოგი გაზეთი მისტიკის სფეროშიც შეიჭრა და “საშინელი “ანტიტყაოსნის” (და ზოგადად, თანამედროვე მწერლობის) შესახებ აზრს ორლარიან მკითხავებს ეკითხება. ეს მკითხავებიც არ ახანებენ, ყავას გადაჰკრავენ, ფილოსოფიურ მზერას ჭიქის ფსკერს ტყორცნიან და დასკვნაც მზად არის: “ანტიტყაოსანი” უნდა დაიწვას, თანამედროვე ლიტერატურას კი თურმე ეშმაკები და მასონები მართავენ.
ძნელია არ დაეთანხმო, ყავაში ხომ სწორედ ასე გამოჩნდა!
თუ მეცნიერება არ ტყუის და მართალია ის ფაქტი, რომ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაშინ მე უკვდავება გარანტირებული მაქვს იმ სტატიების წაკითხვის გამო, სადაც ჩემს აღსაწერად გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: “ერის მოღალატე”, “სატანის ლუკმა”, “გადაჯიშებული ქართველი”, “სექსუალური მანიაკი”... აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა სტატია არ წამიკითხავს, შესაბამისად, ყველას მოსაზრებაზე კომენტარის წერა გამიჭირდება და ეს არცაა ჩემი მიზანი. ზემოთ ნახსენები ეპითეტები კი ჩემზე დაიხარჯა იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე გავბედე და დავწერე “ანტიტყაოსანი”, რომელიც თურმე ნუ იტყვი, “ანტიმართლმადიდებლურია.” ჯერ ერთი, რა შუაშია აქ მართლმადიდებლობა ან კრიშნაიდობა?! რატომ ცდილობენ მხატვრული ტექსტი გაიაზრონ, როგორც რელიგიური, კანონიკური ტექსტი?! ასე ხომ ნებისმიერი ნაწარმოები “ანტიმართლმადიდებლურია”, “ანტიბუდისტურია”, “ანტიიუდაისტურია” და ა.შ.
გავაკეთოთ ერთი არა პიროვნული, არამედ სიტუაციური ანალოგია. სწორედ ამ მიზეზით (“ანტიმართლმადიდებლური”, “ერეტიკული”) იდევნებოდა “ვეფხისტყაოსანი” საუკუნეების განმავლობაში. ვინც არ იცის, გადახედოს ანტონ კათალიკოსის, ტიმოთე გაბაშვილისა და სხვათა “ნააზრევებს” ამასთან დაკავშირებით.
ლევ ტოლსტოიც ეკლესიამ აკრძალა და დიდი ჩარევები გახდა საჭირო, რომ დაეშვათ მისი გამოცემა, ვინაიდან ისიც “ანტიმართლმადიდებლად” მონათლეს ლიტერატურის მცირედმცოდნეებმა... მთელი “ინკვიზიტორული ენციკლოპედია” შემიძლია შემოგთავაზოთ, მაგრამ...
როგორც ვნახეთ, გაკეთდა უაღრესად “მეცნიერული” აღმოჩენა, რომ, თურმე, მხატვრული ნაწარმოების სიკარგე ფასდება მისი “მართლმადიდებლობით”. მაშ ასე, რა ვუყოთ “საწყალ” ომარ ხაიამს, იასუნარი კავაბატას, ან სულაც ახლახანს გარდაცვლილ სოჰრაბ სეფეჰრის ან კურტ ვონეგუტს?! ისინი სულაც სხვა რელიგიურ მრწამს აღიარებდნენ. წავართვათ კლასიკოსების ტიტულები და თავად ისინი ცეცხლს მივცეთ?! დიახაცო,_მეტყოდა ჩემი კვაზიმართლმადიდებელი ოპონენტი, თან ასტამით გაჩხრეკდა ინკვიზიციის კოცონს.
ერთი “პროფესორი” ფრიად ეგზოტიკურ და სახალისო დასკვნებს გვთავაზობს: “ანტიტყაოსანი” ანტიპაატას ანტიმართლმდადიდებლური ანტიწიგნია(პროფ. თ. ინჯია).” მე მესმის ის, რომ ამ ქალბატონს ეს უხეში ტავტოლოგიები ალიტერაცია ჰგონია და ხიბლშია ჩავარდნილი, მაგრამ მაინც უნდა ვუთხრა, რომ სასტიკად ცდება.
იმიტომ, რომ ამ და მისნაირებს პოეზია (და ზოგადად, ხელოვნება) წარმოუდგენიათ იდეოლოგიურ ძუკნად, რომლის ლირიკული გმირი გულში მჯიღს უნდა იცემდეს და ურაპატრიოტულ პათეტიკას ემსახურებოდეს.
იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, მათი დრო წასულია, მათი ნეოფობია და ჰიპერპატრიოტული ღაღადი უკანასკნელ წუთებს ითვლის.
იმიტომ, რომ თანამედროვე არტი ვითარდება. ვითარდება ექსპერიმენტების, სითამამისა და თავისუფლების და არა კარჩაკეტილი ურაპატრიოტიზმის ხარჯზე.
ასეთი იდეოლოგიური მოტივებით დევნიდნენ კ. გამსახურდიას, გრ. რობაქიძეს, პაიოლო იაშვილს, ტიციანს... ნობელიანტ ჟოზე სარამაგუს, ტოლსტოის, ბერჯესს... აქვე დავამატოთ, რომ მე სიტუაციურ ანალოგიებს ვაკეთებ და არა პიროვნულს...
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იშვიათად მიწევს პრესის კითხვა (წიგნებს ვარჩევ), მაგრამ ხანდახან მეგობრებს მოაქვთ ხოლმე და იქ ვეცნობი “აზრებს” ჩემს შესახებ.
საქართველოში არ დარჩენილა გაზეთი თუ ჟურნალი, სადაც ამ “ანტიქართულ” წიგნზე პუბლიკაციები არ ყოფილიყოს. მაგრამ ამჯერად მინდა, ყურადღება გავამახვილო გაზეთ “ქრონიკაში” გამოქვეყნებულ სტატიაზე (ავტორი: მაია იასეშვილი), სადაც ზოგი ისეთი ფრაზაა გამოყენებული, მე რომ არც მიფიქრია: მაგ: მე ვამბობ თურმე, რომ “ამ წიგნის გამოცემის შემდეგ ვერ ვასწრებ სახოტბო მესიჯების კითხვას” და თურმე თაყვანისმცემლებს ვერ ავუდივარ. რაღა დაგიმალოთ და, არ მჩვევია თავის ქება, ეს ფრაზებიც “ჟურნალისტის” გამძაფრებული ფანტაზიის ნაყოფი მგონია. მაგრამ ეს წვეთია იმ ტენდენციურობის ზღვაში, რომელსაც ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ.
პირველ რიგში, მ. იასეშვილსაც და ბევრ სხვასაც: გაიარონ კონსულტაციები ლიტერატურისმცოდნეებთან ან თავი ანებონ არაკომპეტენტური წერილების თხზვას. მაგ: ამ ქალბატონს არაფერი სმენია ტერმინ “ვერლიბრის” შესახებ და არ გაუგია უიტმენის, ელიოტის, ბეროუზის, გინსბერგის, ბოლოსდაბოლოს, ხარანაულის სახელებიც კი. რომ ცოდნოდა არ დაწერდა ასეთ რამეს:
“იქნებ ვინმემ შეძლოს და დამანახოს (სწორი იქნებოდა: დამანახვოს. პ.შ.), თუ თვითონ ხედავს სადმე რიტმს ან რითმას?!_ გვეკითხება აღშფოთებული ჟურნალისტი.
თვალს ვხუჭავ წინადადების ბუნდოვანებაზე, უბრალოდ, მინდა, შევახსენო ამ ადამიანს, რომ არსებობს სალექსო ფორმის რამდენიმე “ჯიში”: 1. კონვენციური (ტრადიციული ბოლორითმოვანი), 2. თეთრი ლექსი და 3. ვერლიბრი (თავისუფალი ლექსი)... საქართველოში ამ უკანასკნელი ფორმის პირველ ნიმუშად არაერთი მეცნიერის მიერ მიიჩნევა ქართული ჰიმნოგრაფია (მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი და სხვ.). დღეს ვერლიბრი მსოფლიოში წამყვანი სალექსო ფორმაა, რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები (უიტმენი, ელიოტი, ბიტნიკები). ვერლიბრის ფორმას იყენებდნენ: გალაკტიონი, ცისფერყანწელები... ვინც თვლის, რომ ლექსში რიტმის ან რითმის ქონა-არქონა წყვეტს მხატვრულ პრობლემებს, ძალიან ჩამორჩენილა თანამედროვე ხელოვნების აღქმის საკითხში.
მოკლედ, ბევრი რამის “დაღეჭილად” მიწოდება მიწევს, მაგრამ, ვატყობ, სხვა გზა არაა.
სტატიაში დამახინჯებულია ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვა: “ხელოვანი ამბოხების გარეშე იგივეა, რაც ანანისტი ხელების გარეშე.” ალბათ, არ იცის ჟურნალისტმა, რომ სწორი ფორმაა “ონანისტი”, მითუფრო არ ეცოდინება, რომ ამ ტერმინს ბიბლია უდევს საფუძვლად, სადაც პერსონაჟია ონანი და არა “ანანი” (ამ უკანასკნელ ფორმას “ბირჟავიკები” იყენებენ საუბრებში). მესმის, რომ აქ ერთი ასოა შეცდომით, მაგრამ ამ ქალბატონის მხრიდან ასოს წინაუკმო ხმარების გამო სიტყვა რუსულ ბგერადობას იძენს, რაც უსიამოვნოდ ხვდება ყურს (ყოველ შემთხვევაში, ჩემს ყურს).
მივყვეთ ჟურნალისტის სჯას:L “თუ სადმე პოეტურ ფრაზას გადავაწყდებით, მხოლოდ პლაგიატობის შედეგია. ერთ ადგილას სრულიად “გადაშამუგიებულია” ვაჟას ალუდა ქეთელაურიდან (პუნქტუაცია იასეშვილისაა. პ.შ. ) ალუდას სიზმარი “დავჯექ, ჯამ ვინამ დამიდგა, კაცის ხორც იყო წვნიანი...” პაატას სიზმარშიც ასმათი ტარიელს საკუთარ სხეულს აჭმევს:
“წვნიანი იყო გემრიელად შეზავებული,
ჰო მე ვარ კარგად მოხარშული და შეკმაზული.”
წერს ჟურნალისტი. ჯერ ერთი, ამ ორ ციტატას შორის საერთო მხოლოდ “წვნიანია”. ამ მოტივით მთელი სამზარეულოს წიგნების გავლენა მქონია (ისე, არაა ცუდი აზრი, ბოლობოლო, ალექსანდრე დიუმამ “კულინარიული ლექსიკონი” დაწერა). თანაც, ჩემთან ტარიელი თავის სხეულს მიირთმევს სიზმრად, ვაჟასთან კი როგორც არის, ციტატიდანაც ჩანს. გარდა ამისა, ამ ჟურნალისტს ინტერვიუს მიცემის დროს მივაწოდე ინფორმაცია, რომ არსებობს ასეთი ტერმინი: “რემინისცენცია”, რომელიც ლათინური წარმომავლობისაა და ქართულად “მოგონებას” ნიშნავს. ამ ტერმინს ლიტ.თეორეტიკოსები მაშინ იყენებენ, როცა ერთი მწერლის ტექსტში შემოდის სხვა მწერლის განწყობა, ან სიუჟეტი. მაგ: გოეთეს “ფაუსტი” გერმანული ფოლკლორის რემინისცენციაა, თავის მხრივ, ჯოისის “ულისე” ჰომეროსის “ოდისეასი” და ა.შ. (ცნობისთვის: ამ ტერმინის პოსტმოდერნისტული შესატყვისია “ინტერტექსტუალობა”).
როდესაც შემთხვევითი პერსონებისგან ჩემი მისამართით “გარყვნილი” ისმის, ეს გულისხმობს “ანტიტყაოსნის” ერთ უწყინარ ეროტიკულ პასაჟს, რომელიც გაცილებით მოკრძალებულადაა აღწერილი, ვიდრე მაგ: კლასიკოსებთან: კ. გამსახურდიასთან, მ. ჯავახიშვილთან, ოთარ ჭილაძესთან (იხ: “გოდორი”), აღარაფერს ვამბობ უცხოელ მწერლებზე (მაგ: უელბეკზე, რომელსაც მინეტის სცენა შესაშური ნატურალიზმით აქვს აღწერილი, არც ნობელიანტ გიუნტერ გრასზე ვამბობ არაფერს, რომელიც კინაღამ აკრძალეს ონანიზმის სცენის აღწერის გამო. სხვათაშორის, ჯანდაცვის სამინისტრომ უჩივლა გრასს. ჰეჰ, ეს არამკითხეები გერმანიაშიც ყოფილან)
რა მაგის პასუხია და, ვერაფრით გავარკვიე, ამ ხალხს რატომ ეშინია სექსის (მითუმეტეს, მხატვრულ ტექსტში)? ეს, უდავოდ, რაღაც ფსიქიკურ ტრავმასთანაა დაკავშირებული.
ამასწინათ ტელევიზორში გამოჩნდა ქართველი “არქიმედე”, რომელსაც, მართალია, “ევრიკაო” არ უყვირია, მაგრამ ძალიან თავდაჯერებულად “აღმოაჩინა”: “სექსი არის გარყვნილობა”_ო. ჯერ ერთი, “გარყვნილობა” კი არა _ “გარყვნილება” (ის ადამიანი ქართულის პედაგოგი იყო), და მეორეც: სექსი არის ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება ისევე, როგორც ძილი ან სუნთქვა და ზემონათქვამი “აღმოჩენის” ავტორიც სწორედ ამ “გარყვნილობის” შედეგია (არა მგონია, რომ ის ინკუბაციის ხერხით ყოფილიყოს მიღებული). საქმე ისაა, რომ მსგავსი ინტელექტუალურად და მენტალურად ბანკროტი ერთეულები ავლენენ ყველაზე მძაფრ რეაქციებს.
“ანტიტყაოსნის” “მკრეხელობის” გასამყარებლად ამბობენ, რომ თურმე რუსთველი ყოფილა ხელშეუხებელი. აი, ეს კი უმეცრების კულმინაციაა!!! რუსთველი არის კულტურის ნაწილი, ხოლო ნებისმიერი კულტურული კომპონენტი, თუ ის არ გახდა ადამიანებისათვის ხელშესახები, ჩანასახშივე მკვდარია. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც რუსთველის “ხელშეუხებლობის თეორიას” ქადაგებენ, ამ გენიოსის კულტურული სივრციდან გარიყვას უწყობენ ხელს.
რუსთველი ზედმეტად ხელშესახებია და ამის გამო მოაღწია ჩვენამდე.
და მაინც: რატომ გააღიზიანა კონსერვატორულად მოაზროვნე ხალხი “ანტიტყაოსანმა?!”
პირველ რიგში იმიტომ, რომ არ წაუკითხავთ და ისე, აპრიორი, მსჯელობენ, სხვათა მონათხრობზე აგებენ მსჯელობას. ასე რომ არ იყოს, ისაუბრებდნენ იმავე წიგნში შესულ ჩემს ლექსებზეც (რომლებიც, პირადად მე გაცილებით მომწონს, ვიდრე ეს გახმაურებული პოემა). ზოგი წერს: “მე მაგ მკრეხელობას არ წავიკითხავ”. როგორც ხედავთ, დეფინიცია წინ უსწრებს ფაქტს. თუ ჯერ არ წაგიკითხავს, საიდან ასკვნი, რომ მკრეხელობაა?! ესეც ჩვენი სნობიზმი.
მესამე: წაიკითხეს “ანტიტყაოსანი”, მაგრამ არ წაუკითხავთ “ვეფხისტყაოსანი”.
მეოთხე: საერთოდ მოწყდნენ რეალობას. დაავიწყდათ, რომ უკვე 21-ე საუკუნეა. თანაც, დიდი ხნის წინ დაიწერა ბოკაჩოს “დეკამერონი” (რომელიც მსოფლიო კლასიკაა) და “ანტიტყაოსნის” ეროტიკულობაზე საუბარი რომ სისულელე გახლავთ, ვერ ხვდებიან. არც ის მოეხსენებათ, რომ ეროტიკა ხელოვნების სრულუფლებიანი ჟანრია (პორნოგრაფიისგან განსხვავებით).
მეხუთე: არ იციან, რომ “ანტიტყაოსანი” არის ინტერპოლატორების (და არა _დედნის) პაროდია. თუმცა, თავად დედნის პაროდიაც არაა ცუდი იდეა. ვიფიქრებ ამაზეც
ჩემო ძვირფასო “ოპონენტებო”, ზოგჯერ მეგობრებს მოაქვთ ჩემთან ის ჟურნალ-გაზეთები, სადაც ჩემზე “რეცენზიებს” წერთ და, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვერთობი ხოლმე (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ისტერიის გამო წიგნი კარგად იყიდება, რაც ღარიბი პოეტისთვის ერთგვარი შვებაა).
რაც უნდა იყოს, ახალი თაობის მწერლებთან დაპირისპირება არავის მოუტანს კარგ სახელს იმიტომ, რომ ისტორიას რეალურად მწერლები წერენ. ცნობილია, რომ ხრუშჩოვის საფლავის ქვა შექმნა მოქანდაკე ნეიზვესტნიმ, რომლის ხელოვნებასაც ხრუშჩოვმა “იდიოტური ხელოვნება” უწოდა. ჰოდა, (ღმერთმა ასი წელი გაცოცხლოთ, მაგრამ) ადრე თუ გვიან ზოგიერთის ბიოგრაფიას შეიძლება ჩემი პროვოკაციული ლექსები დაადგან თავზე “საფლავის ქვასავით”. აი, მერე მიყარეთ კაკალი
დასკვნის სახით კი გეტყვით: მიხარია, თქვენისთანები რომ არ მაქებენ, ეს ნამდვილად არ მესიამოვნებოდა.
ჩემი მხრიდან კი გპირდებით:
ყოველთვის დავწერ ისეთ ტექსტებს, რომლებიც თქვენისთანებს გააღიზიანებს.
P.შ. ამელი ნოტომის ერთი პერსონაჟისა არ იყოს, მეც ტელევიზორში ძირითადად რეკლამებს ვუყურებ და არ მიყვარს, რეკლამებსშორის მხატვრულ ფილმს რომ ჩააჩხერენ (ჩათვალეთ, რომ ვიხუმრე). ერთი რეკლამა ვნახე ამასწინათ, სხვათაშორის, ერთი ცნობილი ისტორიული მოვლენის კარგი პაროდია იყო: “სნიკერსი” თხილით არსებობსო როცა იტყვის ერთი კაცი, მას ერეტიკოსობისთვის ინკვიზიციის კოცონზე “ააშიშხინებენ”. ერთი დასცინებს კიდეც: ჰო, აბა რა, დედამიწაც მრგვალია, არაო?!
ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ, რაღა დაგიმალოთ და, “სნიკერსი თხილით” მართლაც არსებობს!
მომავალ ნაწარმოებამდე!
თქვენი(?) პაატა შამუგია
ILI-100
Feb 4 2009, 06:26 PM
ანტიტყაოსანი
მესიჯი ტარიელისა ნესტან-დარეჯანისა თანა მიწერილი
(მინი პოემა)
ბოლოსდაბოლოს, ადრე თუ გვიან,
დღესა თუ ხვალე, ჩვენით თუ ღმერთით,
ის, რასაც ჩვენი სიცოცხლე ჰქვიან,
ისტორიისთვის იქნება წვეთი.
ბოლოსდაბოლოს, ლამაზ მეძავსაც
დაეკიდება ქათქათა მკერდი,
ბოლოსდაბოლოს ღმერთიც ბერდება,
და ვიღას უნდა ბებერი ღმერთი!
ბოლოსდაბოლოს, ის, რაც არ თქმულა,
შესაძლო არი, არცროდის ითქვას.
სამაგიეროდ, ჩვენში ვაგროვებთ
იმ დაუწერელ და უთქმელ სიტყვას.
ამას შენ ამბობ, ამბობ ასევე,
რომ წარსული ახლა იწყება,
მომავალი კი, დიდიხანია, თურმე დამთავრდა.
ნუ გეშინია
ვინაიდან მომავალში თუ ვერ შევძელით,
იქნებ წარსულში მაინც გავხდეთ გმირები.
ჰო, წარსულში გავხდეთ გმირები, სუპერსტარები,
როგორც რვაასი წლის მერე ნიკოლსონი ან ტარანტინო.
და შენ. ჰო, შენ-სწორედ ისეთო, როგორიც შენ ხარ,
სწორედ ისეთო თეთრო და თეთრო და მშვიდო,
როგორი თეთრი და თეთრი და მშვიდიც შენ ხარ,
გახსენი შენი უსასრულო სივრცეები,
რათა შემოვაჭენო ჩემი ვნების,
ჩემი აღვირახსნილობისა და სიგიჟის ქარბობალა
შენს სივრცეებში.
მეც მაგას ვამბობ:
მომავალი დიდიხანია უკვე დამთავრდა,
წარსული კი ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს.
ჰო, წარსული უსათუოდ უნდა მოხდეს,
ისევე როგორც მოხდა ადამიანი
და ადამიანმა მოახდინა ღმერთი და ა.შ.
თითქოსდა მორჩა, ჰეფი-ენდით დასრულდა სცენა
ერთურთს შეგვყარა პოეტმა და ჩადგა თავდებად,
ცხოვრება უფრო მწარე არის ვიდრე ჰგონიათ,
პოემები კი ორგაზმივით ტკბილად თავდება.
დე იყოს ასე,
მე კი გეტყვი, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე... მაგრამ, არა!
ასე მხოლოდ რვაასი წლის მერე იტყვიან,
მე კი მინდა რომ გითხრა იგი, რასაც ახლა ვგრძნობ,
ამ დაწყევლილ (სავარაუდოდ, მეთორმეტე) საუკუნეში.
ჰო, მართალი ხარ, ასმათია ორსულად (თურმე!)
მიმიძღვის ბრალი,
ახლაც კი მახსოვს მისი მკერდი ქათქათა ბროლი.
მეც ხომ კაცი ვარ, ვერ შევძელი ძლევა ცდუნების,
ამდენი წელი უმდედრობა ვერ ავიტანე,
მაცდური იყო მისი თმების ხოდაბუნები.
ისიც ძალუმად ცდილობდა რომ ვეცდუნებინე.
თანაც დღითიდღე ივსებოდა, ლამაზდებოდა,
მისი შემყურე რისხვის ღმერთიც განაზდებოდა.
ძუძუები ასკდებოდა, თეძოებს კი ისე ჰაეროვნად
მიარწევდა ხოლმე,
რომ, მე მგონი, ხეები და კედლები და ქვებიც კი ერეგირდებოდნენ
და დამწველი ვნებით დნებოდნენ.
მე კი გავრბოდი, ტყე-ღრეებში ვკარგავდი ჩემს თავს
მინდოდა, სადმე გავქცეოდი საკუთარ სურვილს
და მოძალებულ ენერგიას ვანთხევდი ტყეში
დაბრუნებული ვივსებოდი უაზრო ურვით.
ერთხელაც როცა ლომ-ვეფხს ხელით მოვუღე ბოლო
და დამაშვრალი დავბრუნდი და მივეგდე ქვაბში,
ღრმად ჩამეძინა გატანჯულს და და-ცა-ღლილს მაშინ...
ანაზდად ვიგრძენ, რაღაც ძალამ მაღლა ამწია
(შუქი თვალთ მეცა, ვერ უძლებდა თვალი ამ ციალს)
და დამანარცხა მთელი ძალით ისევ მიწაზე.
შევხტი ანაზდად, დავინახე ჩემ წინ ასმათი,
ასმათს თვალები უელავდა, როგორც ას მაცილს
და გაცილებით დიიიიიიიდი მეჩვენა.
ემოსა ტანზე ეკლის სამოსი,
ჰგავდა ამოსულს
სიმშვიდის ტბიდან (თუკი ასეთი რამ არსებობს).
შემომთავაზა სადილი და არც ვიუარე,
წვნიანი იყო გემრიელად შეზავებული,
შიგან მას ქვაბსა ვიხედები, სადაც მე ვგდივარ,
ჰო, მე ვარ კარგად მოხარშული და შეკმაზული,
ასმათი იღებს ჩემი ხორცის აქნილ ნაწილებს,
და მშვიდად მაწვდის ჩემივე ტანს ქალი-ავსული.
და უბნობს:
აჰა, აიღე მკლავი შენი და ბეჭი შენი,
თირკმელი შენი, კუჭი შენი და ტვინი შენი.
პირ-ბაგე შენი, ძუძუ შენი და მყესი შენი!..
მეც გიახელით საკუთარ თავს...
გამომეღვიძა და გავედი ქვაბიდან წყლისკენ,
(წყარო კი იქვე ორ ნაბიჯში მოჩქრიალებდა)
და დავინახე საოცრება ენით უთქმელი,
რომლის აღწერას ვერ დაიტევს ვერც-რა ფურცელი.
ასმათ წყაროში ბანაობდა სრულად შიშველი,
უზადო იყო ყოვლი ნაკვთი მისი სხეულის,
ძუძუსთავები დაბურცვოდა, ზედ ხალიც ესხდა,
თეძოები კი თითქოს ხელით შეხებას მთხოვდნენ.
მეც გამოვედი თავხედურად სათვალთვალოდან,
როს მივეახლე, შეკრთა, (რაღა დაგიმალო და)
უმალ მკლავებში მოვიმწყვდიე, როგორც მიმინომ,
და ოდეს ტანმა ჩემმა მისი გაინაბადა,
კარგა ხანს კიდევ კვნესოდა და ოხრავდა, მაგრამ
მერე ყუჩ იქმნა, როგორც წესი, გაინაბა და...
კიდევ ერთხელ და არაერთხელ გავიმეორეთ.
და ჩენს ორგიებს შურით მზერდნენ ხენიც, მფრინველნიც
და ხედვად მხეცნიც მოვიდიან.
ჰო, საოცარი რამე იყო...
მე ვაჟიშვილი ვიყავი და ის კი ქალწული...
კი, საოცარი რამე იყო,
მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჟინი, უნდა გამიგო,
გთხოვ, მომიტევო, მაგრამ უკვე რაღა დროსია
და ნუ იფიქრებ წამითაც, რომ ასმათ ბოზია,
ჩვენს ცხოვრებას ხომ შემთხვევები მართავენ ხშირად.
ეს მოხდა მაშინ-მომავალში,
ახლა კი წარსული დაიწყება
და კინოკადრებივით ჩაგვირბენენ
ჩვენი უღიმღამო წარსულები,
უკვე მომაბეზრა თავი ყოფამ,
სადაც პრობლემების არი წყება,
სადაც ცხოვრება არასოდეს არ იწყება.
შენ კი უსასრულოდ მიმეორებ,
რომ წარსული უსათუოდ მალე უნდა მოხდეს
ისევე, როგორც მოხდა ადამიანი და
ადამიანმა მოახდინა ღმერთი და ა.შ.
დე, იყოს ასე... ვიყოთ ასე
საკუთარ განავალში გამომწყვდეულნი,
მაგრამ მე მინდა იცოდე, კარგო,
მე შენ გეკუთვნი სულით სხეულით,
მაშინაც, როცა ასმათს ვკოცნიდი,
შენზე ვფიქრობდი...
მაგრამ სექსის ღმერთი
ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა მაშინ.
"ვეფხისტყაოსნის" ავტორმა კი, ეხ, გულუბრყვილომ
რა უწყოდა, თუ რას ამბობდა მაშინ ეს გული,
რა უწყოდა!
ტყუის ავტორი, ის მე არ მიცნობს,
თუმც, შეუძლია ჩემზე შლეგი თქვას.
და ვეღარ სცემენ პასუხს ფიქრები
დიაგნოზივით დასმულ შეკითხვას.
და ერთადერთი, რაც აქ მაკავებს,
აქ, ამ პოემის რითმიან ტბაში,
არის იმედი, რომ ვიღაც მოვა,
და ყველა ტაბუს ამაყად წაშლის.
და შენ... ჰო, სწორედ შენ-როგორიც შენ ხარ,
შენ მაღალო და მშვიდო და მშვიდო,
როგორი მაღალი და მშვიდი და მშვიდიც შენ ხარ.
შენ შენი სიმშვიდის მონავ და მეფევ,
მსურხარ და მსურხარ და
ცა როცა შავდება, შენი სუნთქვა
აწყვეტილ ქარს მოაქვს.
ჰო, შენ ნესტან-დარეჯან (მომკლავს ეს ორი სათაური!)
ამავსე შენი აქარყოფნით,
შენი აქარწოლით აქ ამ ჩემს მკლავებზე,
შენი თეძოები ვერ ჩამოისვენებენ
ჩემს მრავალნაცად და მრავალნატანჯ მუხლებზე,
შენი მკერდი (ოხ, შენი მკერდი!) ვერ გაებმება
ჩემი პეშვების უხეშ მახეში,
შენი კერტები ვერ ამოავსებენ ჩემი პირის ჭრილის სივრცეებს.
ვიცი, არასდროს არ მაპატიებ,
არც მე ვპატიობ ამას ჩემს თავს და შორს გავრბივარ ისევ ტყე-ღრეში,
იქნებ, როგორმე ნადირებმა დამფლითონ და
დაინაწილონ ჩემი სხეული,
რომელიც დედამიწას ხელმეორედ დაუბრუნდება
ყველასათვის ნაცნობი ხვრელის მეშვეობით.
და კვლავ მარტო ვარ.
ჩვენ ყველანი ხომ მარტონი ვართ, ჩემო ძვირფასო,
მარტო ვართ მაშინ, როცა მარტო ვართ
და როცა სხვებთან ვართ,
მაშინაც ხომ მარტოდმარტო ვართ (იტყოდა მავანი).
და წარმოსახვით გეფერები, როგორც წიგნს
და წიგნს ვეფერები, როგორც შენ
და მე ვიცი, წიგნის შიგნით მიგნე-
ბასავით გამიხარდები,
თუკი სიზმრებში შემომიხანდახანდები,
და შენ იცი, რომ თუმცა ახლა უკვე სხვა დროა,
ადამიანი მაინც მარტოა.
და შენ იცი, რომ თევზებიც კი
და მე ვიცი, რომ თევზებიც კი
და ჩვენ ვიცით, რომ თევზებიც კი
ფარფლით აღელვებენ წყლის ატომებს
მათაც ხომ აშინებთ სიმარტოვე
ხოლო (მხოლო-
ობითის ფორმით თუ ვიტყვით)
არა აქვს აზრი, რა სივრცეა ანდა რა დროა
ადამიანი ყველგან მარტოა.
პლატონი ამბობს: ვისაც უყვარს, ღვთაებრივია.
მეც ხომ მიყვარხარ. წარმოვიდგენ შენს ყელს მძივიანს,
ოცნებით მკერდზე მიგიკრავ და შენით დავთვრები
(ეხ, რას იტყოდა ამ თემაზე ძია ფროიდი? _
ვთქვი მე ავტორმა და გადავდე გვერდზე დავთრები).
რა ვქნა, ძვირფასო, ვერ ავხტები ჩემს თავზე მაღლა.
ეხ, პერსონაჟი არ ვიყო და,
მე ვიცი, რასაც ვიზამდი ახლა...
და ბედნიერია შენი ხელი,
რადგან შენი არი
და ბედნიერია ჩემი ხელი,
რადგან ჩემი არი
და ბედნიერია თევზის ფარფლი,
რადგან მისი არი
და ბედნიერია ქალის ტანი,
რადგან სხვისი არი
და ყველაფერი მას ეკუთვნის მას ადამიანს
ცხოვრება მაინც უბედობის ვრცელი წამია.
მარტოა ზეცა, ქვე-ცა და ქვაცა
მარტოა მთვარეც სულს რო გვიალებს,
მეც ხომ მარტო ვარ, თუკი არ ჩავთვლით
ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს.
ვერ მცნობს ავტორიც, მე ახლა სხვა ვარ,
თუმც შეუძლია, ჩემზე შლეგი თქვას,
მე ახლა სხვა ვარ და ვცემ პასუხებს
დიაგნოზივით დასმულ შეკითხვას.
Illegal Astronaut
Feb 4 2009, 08:12 PM
ILI-100
ნუ გადააყოლეთ ამ კაცს ე ანტიყაოსანი ტოო...
სხვა რამეები წაიკითხე მაგის.... კარგად წერს... მაინცდამაინც ამას რო მიადგებით ეგრევე... რა უბედურებაა....
likunebi
Feb 4 2009, 11:25 PM
ILI-100
† Lord Borgeze †
´
ნუ გაგიკვირდებათ ჩემი კითხვა ვინაა შამუგია ?
Catherine
Feb 4 2009, 11:41 PM
† Lord Borgeze †ციტატა
ნუ გადააყოლეთ ამ კაცს ე ანტიყაოსანი ტოო...
სხვა რამეები წაიკითხე მაგის.... კარგად წერს... მაინცდამაინც ამას რო მიადგებით ეგრევე... რა უბედურებაა....
რა დაწერა შამუგიამ ამის გარდა თუ მეტყვი კარგი იქნება. აუცილებლად წავიკითხავდი
Illegal Astronaut
Feb 5 2009, 12:03 AM
anuchi
Feb 5 2009, 12:37 AM
"რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს" ამ პატარა ფრაზა რამხელა აზრია.. რამდენი ფილმია გადაღებული და რამდენი ნაწარმოები დაწერილა.. და ბევრი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ხვდება მაინც..
უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს ერთი სტრიქონია და მთელი "ვეფხისტყაოსანი" ?
Catherine
Feb 5 2009, 12:38 AM
† Lord Borgeze †ციტატა
აჰა ბატონო...
მადლობთ ბატონო!
Catherine
Feb 5 2009, 12:41 AM
anuchi
შენ ეტყობა დიდი ტრფიალი უნდა იყო ,,ვეფხისტყაოსნის'', არა?
anushka
Feb 5 2009, 12:51 AM
ბრრრრრრ
რომელმა სუილიერმა მოინდომაა აქ ამ თემის გახსნა?

რა დაგიშავეთ?
აღარ გვინდა ბატონო ამდენი ვეფხისტყაოსანიი

ძლივს ჩავათავე უკვე მე-4 ედ ვისწავლე : )))
მგონი მთლიანად ზეპირად ვიცი
ნამდვილად შესანიშნავიაა მაგრამ ასე სწავლებით ბავშვები ვეღარ იტანენ
anushka
Feb 5 2009, 12:51 AM
anuchiციტატა
უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს ერთი სტრიქონია და მთელი "ვეფხისტყაოსანი" ?
უკეთესებიიც წერია მანდ : ))
Illegal Astronaut
Feb 5 2009, 12:52 AM
anushka
Feb 5 2009, 01:10 AM
† Lord Borgeze †
: )))) იმედი მაქ შემხვდება რამე )))
Illegal Astronaut
Feb 5 2009, 01:11 AM
anushkaმაზოხისტ?..
anushka
Feb 5 2009, 01:45 AM
† Lord Borgeze †არა უბრალოდ ძააალიიან მაგრად ვიცი

მე-4ედ ვისწაავლე : )) გადაღეჭილი მაქ
Illegal Astronaut
Feb 5 2009, 01:46 AM
anushkaანუ ჩემი წინა პოსტი იდეალურად ჯდება შენს შეფასებაში...
anushka
Feb 5 2009, 01:51 AM
† Lord Borgeze †არა

ჩემი სურვილით არა .. უფრო სადიზმის მსხვერპლი ვარ ვიდრე მაზოხიზმის
anuchi
Feb 5 2009, 11:09 AM
qetusiaanushkaგუშინ თავიდან დავიწყე კითხვა და ჯერ პირველი თავი გადავიკითხე მარტო : )) ეს ფრაზა მომეწონა ყველა მეტად და ეს სტროფი ანუ
HOUSE M.D.
Feb 5 2009, 11:32 AM
anuchi
ვეფხისტყაოსნის იდეა არიას :
"ბოროტიმცა რა შეექმნა კეთილისა შემოქმედდსა"...რომ მიხვა ამ ფრაზაზე კარგად დაუკვირდი, თინათინი ეუბნება როსტევანს როდესაც ამშვიდებს და მერე მიყევი მოვლენებს
anuchi
Feb 5 2009, 01:43 PM
HOUSE M.D.ხო ნამდვილად ყველა ფრაზას დავუკვირდები და გავიაზრებ.. ისე მაგაზე რაც შენ გიწერია არ დავფიქრებულვარ
ჯერ
HOUSE M.D.
Feb 5 2009, 05:01 PM
anuchiციტატა
მაგაზე რაც შენ გიწერია არ დავფიქრებულვარ
ხო მაგ ფრაზაზე ბოლოს დაფიქრდი...
Catherine
Feb 5 2009, 09:28 PM
გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა,
პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;
აი ნაწყვეტი ვეფხისტყაოსნიდან და თუ ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ რას ნიშნავს ,,აცორვებს''?
წინასწარ გმადლობთ ყველას!
HOUSE M.D.
Feb 5 2009, 09:31 PM
qetusia
განმარტებებიანი წიგნი არ გაქვს?
Catherine
Feb 5 2009, 09:34 PM
HOUSE M.D.არა
anuchi
Feb 8 2009, 10:53 PM
qetusiaრომელ თავშია და სტორიფის ნომერი მითხარი და მოგიძებნი
SmoK1e
Feb 8 2009, 10:56 PM
ამან გამიმწარა, მთელი აბიტურიენტობა D:
anuchi
Feb 8 2009, 10:57 PM
SmoK1eმე საზეპიროებს არ ვსწავლობდი.. არცერთი არ მისწავლია და მასწავლებელს ჩემზე ხელი ქონდა ჩაქნეული არადა ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა ავიღე ბოლოს
Catherine
Feb 9 2009, 12:50 AM
anuchiციტატა
რომელ თავშია და სტორიფის ნომერი მითხარი და მოგიძებნი
რაღა მახსოვს! რო ვაბარებდი მაშინ მასწავლებელმა ვერ თარგმნა და დამამახსოვრდა
anuchi
Feb 9 2009, 01:02 AM
qetusiaჰმმ.. ალბათ ტარიელის საძებნელად რომ იყო.. მოვძებნი აუცილებლად მეც დამაინტერესა