GORDA
Mar 3 2009, 11:41 AM
ციტატა(chiqo1 @ Mar 3 2009, 11:18 AM)

დაბ. დღეზე მაჩუქეს ქარჩხაძის "მოთხრობების სრული კრებული"!
მაგიჟებს ეს კაციიიი!

მეც ძალიან მიყვარს. ორიოდე წლის წინ აღმოჩენა იყო ჩემთვის და გული მწყდება, რომ ბევრი არ იცნობს.
GORDA
Mar 3 2009, 11:43 AM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Mar 3 2009, 11:20 AM)

windwalkerეჰ.. ვიცი ლიბ.რუ ზე რო არის. წიგის სახით მინდოდა..

სანტა ესპერანსაში იყო რუსულად. შეიძლება ახლაც ჰქონდეთ.
Illegal Astronaut
Mar 3 2009, 11:45 AM
GORDA
Mar 3 2009, 12:01 PM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Mar 3 2009, 11:45 AM)


მაგარია. ესეც და სანტა ესპერანსაში მუშაობაც.
levan cagareli
Mar 3 2009, 01:28 PM
† Lord Borgeze † პალანიკი მაქვს,მარა ინგლისურად და ჩემი ხელით აკინძული,
Fight Club მარტო,
choke_ს არ ვაღიარებ.
dada შეიძლება,
ძალიან დიდი ბიბლიოთეკა არ არის,მაგრამ აგერ ლორდ ბორგეზა სადაც მუშაობს მაგათზე მეტი წიგნი მაინც მაქვს .

რომელ ქართულ ბიბლიოთეიკაში ნახავ დონალდ ბარტელმის ან მიშელ ბუტორს?
შეთანხმდით და სამ_სამად იარეთ,სპირტიანი სასმელები და ნაშების ამოყრები არ დავინახო,
ბიბლიოთეკაა მაინც..
Nazgha
Mar 3 2009, 02:34 PM
ციტატა
levan cagareli
ჩემთან კიდევ მოდიხარ,არჩევ წიგნს,შედიხარ სამზარეულოში,შენ თვითონ იმზადებ ჩაის,მერე ირჩევ ყველაზე მოხერხებულ ადგილს და კითხულობ სადამდეც გინდა,მთავარია ტალახიანი ფეხებით არ იარო და რასაც გამოიყენებ თავის ადგილას დააბრუნო.
ეს ახალგაზრდა აშკარად ვიღაცას მაგონებს რა...

ლევან ბიბლიოთეკარების სინდრომის შესახებ, თუ გსმენია ოდესმე?
აი ვის ახალგაზრდობასაც მაგონებ, მის მიერ მოგონილი სინდრომია. სხვა დროს გაგიმხელ მის არსს
anuchi
Mar 3 2009, 02:39 PM
ციტატა
ზოგჯერ უადგილო ადგილას მაგრამ მაინც სრულდება
და როცა არ ელოდები მაშინ სრულდება უგუ..
იმას ვკითხულობ ჰიუგოს ეხლა... 93 წელიწადი
dada
Mar 3 2009, 04:44 PM
levan cagareliკარგი. გპირდები, ნაშებს არ ამოვყრი
და სპირტიანი სასმელები კიდე არ შეიძლება ჩემტვის კიდევ 4თვენახევარი.
და შენადა ყავა გექნება თუ წამოვიღო? :შ
dada
Mar 3 2009, 04:49 PM
პ.ს. ეეეეეე მეც მინდა პალანიკი და ვერ ვშოულოოოოოოობ
inkognito
Mar 3 2009, 08:41 PM
ციტატა(anuchi @ Mar 3 2009, 01:39 PM)

ციტატა
ზოგჯერ უადგილო ადგილას მაგრამ მაინც სრულდება
და როცა არ ელოდები მაშინ სრულდება უგუ..
იმას ვკითხულობ ჰიუგოს ეხლა... 93 წელიწადი

ვერ ვიტან მაგ წიგნს....
საშინელ ხასიათზე მაყენებს....
anuchi
Mar 3 2009, 08:52 PM
inkognitoჯერჯერბით გრძნობები არ გამოუწვევია ჩემში..
dada
Mar 3 2009, 09:03 PM
აუ დღეს წავიკითხე ლაგერკვისტის "ბარაბა". სიმართლე გითხრათ, ტავიდან ცოტა უინტერესოდ მომეჩვენა, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ერთერთი საუკეთესო რომანია.
ძალიან საინტერესოა მტავარი გმირის სახე. რამდენიმე მომენტი მართლა გენიალური იყო..
მაგრამ ვფიქრობ, რომ თარგმანი მთლად კარგი ვერაა.
თუმცა მაინც ყველას გირჩევთ წაიკითხოთ.
Nazgha
Mar 3 2009, 09:13 PM
dada თუ მაინც და მაინც ლაგერკვისტი გინდათ, გირჩევთ პატარა ნოველას "Палач" მგონი lib.ru-ზე უნდა იყოს.
GORDA
Mar 3 2009, 09:20 PM
ციტატა(Nazgha @ Mar 3 2009, 09:13 PM)

dada თუ მაინც და მაინც ლაგერკვისტი გინდათ, გირჩევთ პატარა ნოველას "Палач" მგონი lib.ru-ზე უნდა იყოს.
ხო, ეგეც კარგია და "ბოროტი ზღაპრებიც", პატარა ნოველებით. "ბარაბაზე" დიდად არ გადავრეულვარ, "ჯუჯა" უფრო მომეწონა, თუმცა ნოველები ამათ მირჩევნია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია, ადრეულ ახალგაზრდობაში რომ ძალიან მოგეწონება და დიდობაში რომ არც იმდენად, ისეთი მწერალია. ჩემთვის ასეა.
dada
Mar 3 2009, 09:20 PM
ვერ ვითმენ რომ არ დავპოსტო. ეს ნაწყვეტია წიგნიდან, ლაზარესა და ბარაბას საუბარი და ძალიან მაგარია, ჩემი აზრით.
"...მასპინძელმა უპასუხა, ყოველდღე მადლობას ვწირავ, რომ სიცოცხლე დამიბრუნა, რომ მიცვალებულთა საუფლოში აღარ ვარო.. .
-მიცვალებულთა საუფლო?-წამოიყვირა ბარაბამ. -მიცვალებულთა საუფლო? როგორია? შენ ხომ იქ იყავი! მიამბე, როგორია!
-როგორია?-გამოეხმაურა მასპინძელი და ბარაბას გაოგნებით შეხედა.
-ჰო, რა ნახე, რა განიცადე?
-არაფერიც არ განვიცადე.- ისე უხალისოდ უპასუხა, თითქოს ბარაბას დაჟინებით უკმაყოფილო იყო. - მკვდარი ვიყავი. სიკვდილი კი არარა არის.
-არარა?
-ჰო, აბა რა უნდა იყოს?
ბარაბა თვალმოუშორებლად შესცქეროდა.
-ესე იგი, გინდა მიცვალებულთა საუფლოზე გიამბო? არაფრის მოყოლა არ შემიძლია. მიცვალებულთა საუფლო არარაა. იგი არსებობს, მაგრამ არარაა.
ბარაბა ისევ დაჟინებით უყურებდა. ეს უტყვი სახე აშინებდა, მაგრამ თვალს მაინც ვერ აშორებდა.
-ჰო,-ჩაილაპარაკა მასპინძელმა და არაფრისმთქმელი მზერით ბარაბას მიღმა გაიხედა. -მიცვალებულთა საუფლო არარაა, მაგრამ მისთვის, ვინც იქიდან დაბრუნდება, სხვა ყველაფერიც არარა გახლავთ. უცნაურია, რომ ეს მკითხეთ, სხვებს არ უკითხავთ..."
აუუუუუუუ, ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!!!!
dada
Mar 3 2009, 09:22 PM
Nazghaრუსულად ვერ ვკითხულობ.
GORDAგააჩნია, რამდენად ხარ "ღმერთის საკითხით" და "რწმენის საკითხით" დაინტერესებული. და ახალგაზრდობა და მოხუცებულობა აქ არაფერ შუაშია.
dada
Mar 3 2009, 09:22 PM
GORDAთქვენ თუ მუხლებგადატყავებული მართლმადიდებელი ხართ, არც მოგეწონებოდათ, მჯერა.
chiqo
Mar 3 2009, 09:26 PM
ციტატა
დაბ. დღეზე მაჩუქეს ქარჩხაძის "მოთხრობების სრული კრებული"!
მაგიჟებს ეს კაციიიი! ohmy.gif
მეც ძალიან მიყვარს. ორიოდე წლის წინ აღმოჩენა იყო ჩემთვის და გული მწყდება, რომ ბევრი არ იცნობს.
მეც მწყდება გული მაგრა...
ვასაძეს უყვარს მაგრა და სკოლის წიგნებშია შეტანილი, მეათე კლასიდან ყველა კლასში...

დაჟე "იგი" საგამოცდო პროგრამაშიც არის

ზოგიერთს სახელი და გვარი რო არ ეცნობა, ამბობენ აზრზე არ არისო....

ხალხო წაიკითხეთ ქარჩხაძე!!! :პროპაგანდისტ:
Nazgha
Mar 3 2009, 09:36 PM
მე საერთოდ არაფერი მომეწონა ლაგერკვისტის რაც წავიკითხე და საერთოდ მსგავსი მწერლები არ მიყვარს

ერთ მცირე ლოკალურ დროსა და სივრცეში გამოკეტილი მწერალია
dada
Mar 3 2009, 09:38 PM
Nazghaნუ ყველას თავისი აზრი აქვს.

შენთვის ეგრეა, ჩემთვის არაა ეგრე.

ი ვსო
GORDA
Mar 3 2009, 10:04 PM
ციტატა(dada @ Mar 3 2009, 09:22 PM)

GORDAთქვენ თუ მუხლებგადატყავებული მართლმადიდებელი ხართ, არც მოგეწონებოდათ, მჯერა.

მთავარია, რომ გჯერა. მომეშვა ცოტა.
dada
Mar 3 2009, 10:13 PM
GORDA
კიდევ კარგი.
dada
Mar 3 2009, 10:13 PM
GORDA
პმ მოგწერე და მიპასუხე, მაინტერესებს
Nazgha
Mar 3 2009, 10:16 PM
ციტატა
dada
ნუ ყველას თავისი აზრი აქვს.
შენთვის ეგრეა, ჩემთვის არაა ეგრე.
ამ საკითხში აბსოლუტურ სოლიდარობას გიცხადებთ
anuchi
Mar 3 2009, 10:18 PM
ყველას თავისი თავიდან გამომდინარე მოსწონ ესა თუ ის წიგნიი.. ისეთები აქვთ ჩემთვის ნათქვამიიი.. აი ძაან ძაან დებილობები არადა რო გონიათ სინამდვილეში ავტორმა ეს აზრი ჩადოო... ისა ჯანსაღი კამათიც კარგია ხანდახან : )
რა შუაში იყოო.. და რო არ გაოFFდეს..
"პარმის სავანე" მოგწონთ?
dada
Mar 3 2009, 10:21 PM
anuchiკი, ბაზარი არ არის. ზოგადად მიყვარს კამათი მითუმეტეს ლტერატურაზე, მაგრამ მე კონკრეტულად ამ წიგნზე არ ვაპირებ დავას -"ბარაბა"ზე, იმიტომ რომ ეს მაინც რწმენასთან, ქრისტესთან, ღმერთტან, "ადამიანთან"-აა დაკავშირებული. ამ საკიტზებზე კი უზომოდ ბევრი მიდავია და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამაზე კამათი ყველაზე დიდი უაზრობაა, რადგან ყველა მაინც თავის აზრზე რჩება და ამას შედეგი არ მოაქვს.

ასე რომ, მომტევეთ
anuchi
Mar 3 2009, 10:28 PM
dadaგააჩნია ვის ეკამათები თან.. მე კიდევ იმ დასკვნამდე მივედი საბოლოოდ რომ საკუთარ თავთან კამათი ყველაზე სასრგებლოა.. სხვა მაინც ბოლომდე ვერ გაიგებს რას ამბობ.. ცოტაა ისეთი ვინც გაგიგებს.. რავიცი მგონი ვერ ჩამოყალიბე აზრი
SOSO
Mar 3 2009, 10:28 PM
მე დავიწყე მაგ ბარაბას კითხვა იქ და ვეღარ დავამთავრე წამოვედი
SOSO
Mar 3 2009, 10:29 PM
dadaanuchiრწმენაზე კამათი არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, აზრი არა აქვს

მაგრამ ბარაბა მგონი არაფერ შუაშია
dada
Mar 3 2009, 10:42 PM
SOSOარა, არა, სოსო. თვითონ პერსონაჯია ჩემთვის ძალიან საინტერესო. ზუსტადაც ჩემთვის რწმენაზე იყო აქ საუბარი. ზოგადად, ბევრი ისეთი რაღაც იყო ამ წიგნში, რაზეც საკმაოდ ბევრი მიფიქრია და რაშიც ხალხი არ მეთანხმება. ამიტომ დავაფასე.. ის უნდა ვაღიარო, რომ ცოტა გაუმარტავი მეჩვენა თვითონ ნაწარმოები, და იმედი მაქვს მთარგმნელის ბრალია.. მოკლედ, რომ წაიკითხავ მერე ვიბაასოთ.
dada
Mar 3 2009, 10:44 PM
anuchiარა, არა, გასაგებია რასაც ამბობ. მართალი ხარ. სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს არ ეკამათები, ვერც გაიზრდები. ასე რომ, ზალიან კარგია, რასაც ამბობ. ჩემი აზრით.
dada
Mar 3 2009, 10:45 PM
გავიქეცი ახლა. თორე ჩემი და ყელს გამომჭრის. :
anuchi
Mar 3 2009, 10:58 PM
dada
Illegal Astronaut
Mar 3 2009, 11:24 PM
dadaხეხე... სიბილა არ წაიკითხე?... ეგ უფრო მაგარია...
ქალს ღმერთთან აქვს სექსი.. ძალიან მაგარია..
ბარაბამ IMHO! თან მე სახარებაში ბარაბა ყველაზე მეტად მაინტერესებს... და
levan cagareli
Mar 3 2009, 11:56 PM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Mar 3 2009, 11:24 PM)

dada
ქალს ღმერთთან აქვს სექსი.. ძალიან მაგარია..
რატო გიზიდავთ ეს პორნოთეიზმი?
anuchi
Mar 4 2009, 12:05 AM
ციტატა
ქალს ღმერთთან აქვს სექსი.. ძალიან მაგარია..
ღმერთთან ღალატი ურთულესიაო.. ანა-მარია..
ვისია ეგ წიგნი? დავინტერესედი ..
Illegal Astronaut
Mar 4 2009, 12:09 AM
anuchiპერ ლაგერკვისტი.. ნობელიანტია..
levan cagareliხეხე... აკუტაგავა გაიხსენე... ბოზს რო ჰგონია, რო ქრისტესთან წევს და სიფილისისგან განიკურნება..
levan cagareli
Mar 4 2009, 12:19 AM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Mar 4 2009, 12:09 AM)

levan cagareliხეხე... აკუტაგავა გაიხსენე... ბოზს რო ჰგონია, რო ქრისტესთან წევს და სიფილისისგან განიკურნება..

ეგ მართლა ძალიან მაგარი ვეშია
dada
Mar 4 2009, 12:19 AM
† Lord Borgeze †არ წამიკითხავს. წავიკიტხავ. გენდობი

ისე, ბარაბა არა და იუდა მაინტერესებს მე ყველაზე მეტად. და ძალიან მაინტერესებს იუდას სახარება, მაგრამ სადაა კაი ცხოვრება
Illegal Astronaut
Mar 4 2009, 12:20 AM
dadaწაიკითხე... მარლა ძაან მაგარია..
აჩიკო
Mar 4 2009, 12:20 AM
ჯადოსნურ მთას ვამთავრებ ეხლა და 38 ამიწია სიცხე... რეაქცია სცოდნია საშინელი არ გირჩევთ
dada
Mar 4 2009, 12:21 AM
badagi

ჰეჰ.
საინტერესო დასასრული აქვს, დამიჯერე.
აჩიკო
Mar 4 2009, 12:25 AM
dadaგავდივარ ბოლოში, მიცვალებულების როკვას შევცქერ უკვე...
Nazgha
Mar 4 2009, 01:14 AM
ციტატა
რატო გიზიდავთ ეს პორნოთეიზმი?
კარგი შეკითხვაა

და მაინც ვისაც მსგავსი რამეები აინტერესებს, წაიკითხეთ ჟორჟე სარამაგუს "იესოს სახარება" («Евангелие от Иисуса»). ნორმალურად დაწერილი წიგნი მაინცაა.
ციტატა
dada
ძალიან მაინტერესებს იუდას სახარება
მაშინ ჯერ კოპტური ენის სწავლა მოგიწევს, ეგეთი რაღაცეების წაკითხვა ორიგინალში სჯობს
Nazgha
Mar 4 2009, 01:15 AM
ციტატა
badagi
ჯადოსნურ მთას ვამთავრებ ეხლა და 38 ამიწია სიცხე
იმედია ფილტვებზე არაფერი გჭირს
anuchi
Mar 4 2009, 01:56 AM
† Lord Borgeze †ნეტში ვერსად ვნახე.. ხვალ მივალ ბიბლიოთეკაში იმედია ექნებათ
აჩიკო
Mar 4 2009, 02:11 AM
Nazghaციტატა
იმედია ფილტვებზე არაფერი გჭირს
არა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ პნევმოთორაქსით ვუსტვენ
GORDA
Mar 4 2009, 09:25 AM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Mar 4 2009, 12:09 AM)

ხეხე... აკუტაგავა გაიხსენე... ბოზს რო ჰგონია, რო ქრისტესთან წევს და სიფილისისგან განიკურნება..

მეც აკუტაგავა გამახსენდა, ოღონდ მაგ კონტექსტში არა. ლაგერკვისტმა გამახსენა აკუტაგავას მოთხრობა "ძურიანო კიტისკე"; მოსულელო კიტისკეს იესო და ღვთისმშობელი პრინცი და პრინცესა რომ ჰგონია და რომ ამბობს ქრისტეზე, სიყვარულისგან მოკვდა და ღმერთი ამიტომ გახდაო, და მაინც რომ "ჩაეთვალა".
GORDA
Mar 4 2009, 09:31 AM
ოთარ ჭილაძის "გოდორი" კიდევ ერთხელ დავამთავრე ახლა და ჭილაზის კითხვისას სულ ასე ვარ: რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის რამე ახალს ვპოულობ. ბოლოში მაგარი ლექსია და თუ არ დამეზარა, მერე ავკრიფავ "ლიტერატურაში". ისე, წიგნის გარეკანზე ციტატაა, რომელიც, ჩემი აზრითაც, ზუსტად აფასებს ამ რომანს: ""ეროვნული გამოფხიზლების წარმომჩენი ასეთი სიძლიერის რომანი, სამწუხაროდ, ჯერ არ მოგვეპოვება".
ასე რომ, ვისაც ეს თემატიკა აინტერესებს და "გოდორი" ჯერ არ წაგიკითხავთ, დიდი სიამოვნება გელით.
dada
Mar 4 2009, 09:46 AM
Nazgha
"მოგონებები მონასტერზე" მაქვს მხოლოდ.
:ს
და ისე იუდას სახარება- ქართული თარგმანი მოიპოვება?
GORDA
გაიხარე, ჭილაძე ძალიან მიყვარს.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.