Matilda
Aug 24 2008, 11:57 PM
ციტატა(tatuu @ Aug 24 2008, 09:50 PM)

აქ ვისაუბროთ წიგნებზე... რომელია თქვენი საყვარელი წიგნი, რას კითხულობთ, რისი წაკითხვა ინანეთ

და ა.შ.

აბა თქვენ იცით... გაოFFება არ დავინახო

როგორც ვატყობ მარტო მხატვრულ ლიტერატურაზეა ლაპარაკი და არა კულინარიის ან რამე მსგავს წიგნებზე და მაშინ რაღა საჭირო იყო ეს თემა?

ლიტერატურის თემა ამ ყველაფერს მოიცავს...
ნუ როგორც გინდათ, ადმინმა გადაწყვიტოს რომ ჩამოვა...
okicha
Aug 25 2008, 12:05 AM
SmoK1eციტატა
tatuu მთავარი არის სახელმძღვანელო როგორ მართო ქვეყანა...არის გენიალური რამ...
პლატონის სახელწიფოს თუ იცნობ შენ ?
okicha
Aug 25 2008, 12:08 AM
მოკლედ მესმის რუსეთისადმი დამოკიდებულება მარა ამას რუსულ კულტურაში ნუ გავრევთ რომელიც მართლა მაგარია.( ნუ მე თუ მკითხავ მხატვრობაში მოიკოჭლებს შედარებით

)
okicha
Aug 25 2008, 12:10 AM
ხო კიდე რაც შეეეხება საყვარელ წიგნს უილიამ ფოლკნერი- ხამური და მძვინვარება . ზოგადად მიყვარს ამერიკული ლიტერატურა ყველაზე მეტად. ჰემინგუეი , ო ჰენრი , სელინჯერი, სტაინბეკი და ა.შ. ხო კიდე საყვარელი მოთხრობაა "ბიჭუნდა და სახურავის ბინადარი კარლსონი" - ასტრიდ ლინდგრენი. მიყვარს კიდე პლატონის დიალოგები

ედუარდ შურე - "დიადი ხელდასხმულები" .
Tatiation
Aug 25 2008, 12:13 AM
ახლა ვკითხულობ, ნაბოკოვის "ლოლიტას" და კაია
მარა ბოლოს დოსტოევსკის ეშმაკნი წავიკითხე და აი ძაააააან მაგარი იყო :X
აი ძაააან
okicha
Aug 25 2008, 12:14 AM
დოსტოევსკის როგორც ჩანს აქ ბევრი ფანები ყავს ჩემი ჩათვლით
okicha
Aug 25 2008, 12:15 AM
ხო კიდე ჯეიმს ჯოისის "ულისე" მომეწონა
Tatiation
Aug 25 2008, 12:16 AM
დოსტოევსკი მართლა მაგარია
პირველად წავიკითხე და მეორედ და მესამედ იქნება ეშმაკნი რაც იქნება... გაიგებ ყველა ადამიანს
Azazello
Aug 25 2008, 12:17 AM
okichaდოსტოევსკის რომ ერთხელ წაიკითხავ არ შეიძლება მისი ფანი არ გახდე
Sister
Aug 25 2008, 12:18 AM
ციტატა(SmoK1e @ Aug 24 2008, 10:27 PM)

ვინმეს დანტეს ღვთაებრივი კომედია გაქვთ წაკითხული???ხომ მაგარია???
გამსახურდიას თარგმანი მაქვს წაკითხული და მომწონს ძალიან
ოღონდ ჯოჯოხეთში მოგზაურობა მარტო
ციტატა(ta-smiley @ Aug 24 2008, 10:30 PM)

სოლჟენიცინიც
აუუ როგორ მინდა ეს
ძალიან მინდა ამის "Cancer Ward"
აი ძალიან

მე მგონი გამოწერა მომიწევს....
ბოლოს წაკითხულებიდან მე კამიუს "კალიგულა" შემიყვარდა
Tatiation
Aug 25 2008, 12:19 AM
Azazello
ნუ მე პირველად რო წვიკითხე იდიოტი ამ 4 წლის წინ ვერაფერი ვერ გავიგე და არც ფანი გავხდი მარა ახლა რო წავიკითხე ეშმაკნი აი არ ვიცი !
okicha
Aug 25 2008, 12:19 AM
Azazello
ჰო მაგარია... დანაშაული და სასჯელი ყველაზე მეტად მომეწონა
ili-100
Aug 25 2008, 12:23 AM
† Lord Borgeze †ოე ბიჭო მომაშორე შენი შერბინა თორე მესამე კრუგზე წავედი გონია უკვე
Azazello
Aug 25 2008, 12:24 AM
lucifers_angel
ეშმაკნი ჩემი აზრით ყველაზე მაგარია "დანაშაული და სასჯელის" შემდეგ, აი იდიოტით არც მე არ აღვრთოვანებულვარ სიმართლე რომ გითხრა, ერთხელაც უნდა წავიკითხო
Tatiation
Aug 25 2008, 12:26 AM
Azazelloიდიოტი ვაბშე არ მახსოვს მარა წამოვიგე წიგნი და წავიკითხავ....
კიდე ყმაწვილი წამოვიგე დოსტოევსკის და არ ვიცი როგორია და შენ ხო არ იცი? ;;)
ანუ რადგან მაგისი იყო იმიტო მინდა მაინც წავიკითხავ მარა მაინც მანტერესებს რამე გენიალური ხო არ არის ....
okicha
Aug 25 2008, 12:26 AM
Azazellolucifers_angelარა იდიოტიც კაია

კაი მომენტები არის
Sister
Aug 25 2008, 12:29 AM
"იდიოტში" ჯერ მარტო იმის წაკითხვა სიკვდილის დასჯის წინ რას გრძნობდა რად ღირს....
okicha
Aug 25 2008, 12:29 AM
ლაო-ძის "დაო დე ძინი" არის ძალიან მაგარი მაგრად მიყვარს ეგ წიგნი
Azazello
Aug 25 2008, 12:32 AM
lucifers_angel
მე დოსტოევსკის რეიტინგს ასე დავალაგებდი:
1. დანაშაული და სასჯელი
2. ეშმაკნი
3. ყმაწვილი
4. მოთამაშე
5. იდიოტი
6. დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი
? ძმები კარამაზოვები (არ მაქვს წაკითხული)
დანარჩენები უფრო ქვევით
მეორედ რომ წავიკითხავ შეიძლება იდიოტმა ცოტა მაღლა აიწიოს
Azazello
Aug 25 2008, 12:33 AM
okicha
Sister
კი, ეპიზოდები მართლაც ძალიან საინტერესოა იდიოტში... ოღონდ მთლიანად რა ვიცი, შეიძლება მაშინ ვერ ჩავწვდი ბოლომდე
Tatiation
Aug 25 2008, 12:37 AM
.
Tatiation
Aug 25 2008, 12:38 AM
აუ მე არც ეპიზოდები მახსოვს... მაშინ რო წავიკითხე არ უნდა წამეკითხა... ადამიანები ვაბშე ვერ გავიგე... და ახლა მინდა წაკითხვა მარა დაქალს ვათხოვე

Azazello
Aug 25 2008, 12:39 AM
lucifers_angel
გირჩევნია ბოლოდან მოყვე თორემ მერე იმათი წაკითხვა გაგიჭირდება... არადა ცუდები არაა, უბრალოდ პირველი ორის მერე დანარჩნები ისეთი კარგი აღარ გეჩვენება
Tatiation
Aug 25 2008, 12:41 AM
Azazelloხო რავი აბა... ამ წუთას ეგ წიგნები მაქვს ხელთ და...
არაუშავს წავიკითხავ მაინც....
ეგენი სად ვიშოვე ამ შუა აგვისტოში

თან ეს წიგნიც რაგაც ძააან მომწონს....
Sister
Aug 25 2008, 12:46 AM
მე დაგტოვებთ, კენ კიზი მელის
Azazello
Aug 25 2008, 12:47 AM
Sisterჩვენგან მოკითხვა გადაეცი

აბა ჰე
okicha
Aug 25 2008, 12:49 AM
Sisterციტატა
მე დაგტოვებთ, კენ კიზი მელის
ვიღაცამ გუგულის ბოდეს გადაუფრინა ?
Azazello
Aug 25 2008, 12:53 AM
okicha
მგონი სხვა არც არაფერი დაუწერია... ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია
Tatiation
Aug 25 2008, 12:54 AM
QUOTE
ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია
+1
okicha
Aug 25 2008, 12:54 AM
რავი იქნებ დაწერა რამე

არც მე გამიგია
okicha
Aug 25 2008, 01:04 AM
შავი მაგიის წიგნები არ გიყვართ ?
okicha
Aug 25 2008, 01:05 AM
ნუ მაინც ჩემი აზრით ყველაზე სრულყოფილი და მრავლისმომცველი წიგნი არის ბიბლია
SmoK1e
Aug 25 2008, 10:41 AM
ციტატა(Sister @ Aug 25 2008, 12:18 AM)

გამსახურდიას თარგმანი მაქვს წაკითხული და მომწონს ძალიან
ოღონდ ჯოჯოხეთში მოგზაურობა მარტო

ხო მეც გამსახურდიას თარგმანი წავიკითხე...რატო ტო მე სალხინებელიც მომეწონა და სამოთხეც
Illegal Astronaut
Aug 26 2008, 10:38 PM
ჰემინგუეი.. ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი მწერალი... სელინჯერთან ერთად...
ბანანა თევზის ამინდი.. მეკეტება ამაზე...
სიმორ გლასი..
dachi 1x
Aug 26 2008, 11:01 PM
† Lord Borgeze †ბანანა თევზუის ამინდს რაღაც ნმუღამი ვერ დავუჭირე... ისე კი მომეცონა, მაგრამ რაღაც აკლდა ჩემთვის
Illegal Astronaut
Aug 26 2008, 11:02 PM
dachi 1x
კარგია.. ნუ სელინჯერის ეგ ყველაზე მეტად მომეწონა..
მე ჭვავის ყანას ვერ დავუჭირე.. რაღაც აკლდა...
SmoK1e
Aug 27 2008, 11:48 AM
კეისარიადა მაგარია...
Azazello
Aug 27 2008, 01:08 PM
SmoK1e
გეთანხმები... სანიკიძე უძლიერესია ანტიკურ ისტორიაში
SmoK1e
Aug 27 2008, 01:13 PM
Azazello
ბავშვობაში ეგ იყო ჩემი უსაყვარლესი წიგნი იმენა, ეხლაც გადავშლი ხოლმე
BeQa
Aug 27 2008, 01:28 PM

ყურადღება!ყურადღება!
მესაჭიროება წიგნიერი, რჩევითი ან უბრალოდ, დახმარება!
1. სად შემიძლია ვიშოვო კაფკას "მეტამორფოზა" ქართულ ენაზე (წიგნების გაფრთხილება ვიცი და ცივ ნიავს არ ვაკარებ-ეს ისე)
2.ვინ ჯანდაბაა გოლი თარაყი და ვინ ღვთისნიერს შეუძლია მითხრას მისი "სახლი ზეცაში" თუ იშოვება?
3. "ბეჭდების მბრძანებელი" ახალი გამოსულია ქართულ ენაზე თუ რატომ არავის არ აქვს?
ღრმადლობა წინასწარ! :პ
SmoK1e
Aug 27 2008, 01:33 PM
BeQaმე ვერ დაგეხმარები

მგონი არცერთი წიგნი ჩემი ინტერესის სფეროში არ ჯდება
BeQa
Aug 27 2008, 01:38 PM
SmoK1eარც ჩემში..უბრალოდ უნივერსიტეტიდან დამავალეს 18 წიგნიანი სია და ეგენიღა დამრჩა...
SmoK1e
Aug 27 2008, 01:39 PM
BeQaცუდ დღეში ყოფილხარ მეგობარო
nelka
Aug 27 2008, 02:09 PM
"დაო დე ძინი" რომ წავიკითხე და ცოტათი გავიაზრე,ძალიან მომეწონა.დოსტოევსკი მიყვარს,რადგან ფსიქოლოგია პირველ ადგილზე აქვს დაყენებული.დანტე ძალიან კარგია,"ოსტატი და მარგარიტა" რომ წავიკითხე,გავიფიქრე, რომ ეს პირველი წიგნია,რომელმაც შემაშინა."დონ კი-ხოტი" ძალიან მიყვარს,ამდენი არც ერთ ნაწარმოებზე არ მიცინია.დუმბაძე მიყვარს- მისი ყველა რომანი. მიყარს ასევე აითმათოვის "და დღე იყო გრძელი წუთისოფელზე". ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი კი არის მოემი - "ჭრელი საბურველი".
data
Aug 27 2008, 02:21 PM
BeQaციტატა
მესაჭიროება წიგნიერი, რჩევითი ან უბრალოდ, დახმარება! 1. სად შემიძლია ვიშოვო კაფკას "მეტამორფოზა" ქართულ ენაზე (წიგნების გაფრთხილება ვიცი და ცივ ნიავს არ ვაკარებ-ეს ისე)
საჯაროში

ციტატა
2.ვინ ჯანდაბაა გოლი თარაყი
სახელი გადაამოწმე, ხო არ დაგცინის ვინმე

ციტატა
3. "ბეჭდების მბრძანებელი" ახალი გამოსულია ქართულ ენაზე თუ რატომ არავის არ აქვს?
საერთოდ გამოსულია ქართულად? (მეზარება წიგნის მაღაზიებში გავლა)
SmoK1e
Aug 27 2008, 02:22 PM
ციტატა
საერთოდ გამოსულია ქართულად?
ამას თუ გაარკვევ შემატყობინე რა, გავერთობი ზღვაზე მაგის წაკითვით
drakulas_bidzashvili
Aug 30 2008, 12:02 PM
Frankenstein-ს ვეზებ ქართულად მაგარდ მინდა წაკითხვა მარა ვერ ვიშოვე
Sister
Aug 30 2008, 02:00 PM
მე "კრაზანა" დავიწყე გუშინ...
nelka
Aug 31 2008, 02:01 PM
ციტატა(drakulas_bidzashvili @ Aug 30 2008, 12:02 PM)

Frankenstein-ს ვეზებ ქართულად მაგარდ მინდა წაკითხვა მარა ვერ ვიშოვე 
მეც ვეძებ უკვე დიდი ხანია...

და ვერსად ვიპოვე!
ta-smiley
Aug 31 2008, 06:31 PM
ზემოთ ვიღაცას ლოტრი უნდოდა მგონი ქართულად და მე რამდენადაც ვიცი, ბეჭდების მბრძანებელი არ უთარგმნიათ... (შეიძლება არასწორად ვიცი?
) ისე ჰობიტი მაქვს და არ მოგერიდოთ
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.