ნუ ახლა მე არ მითქვამს კრიტიკაა-მეთქი.
ესსე დიდად განსხვავდება, ე.წ. კრიტიკისგან.
მასეთებს არც მე ვკითხულობდი და მიახარია, რომ წავიდა დრო, როცა თემებს სკოლაში ვიღაცის მოსაზრებებით წერდნენ.
მკითხველიც მწერალივით თავისუფალია, ამიტომ ნუ წარმოქმნით ხელოვნურ დავას იმის შესახებ კონსტანტინე კარგი მწერალია თუ არა.
ამასწინათ ერთი მოსაუბრე მეუბნებოდა არაინტელექტუალიაო ეგ კაცი, მაგრამ კი არ გავიოცე, რას ამბობ, ბატონო-მეთქი...
ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ აღმოჩნდა მხოლოდ დიდოსტატის მარჯვენა ჰქონდა წაკითხული, ისიც იმ დროს, აბიტურიენტობისას
ჩასაბარებლად რომ სჭირდებოდა.
მე მომწონს ეს მწერალი და რაა დასამალი.

ნოველებიც მიყვარს კონსტანტინესი.
პ.ს.(წავედი, თორემ თელავში შუაღამისას ჩავალ.)