GVANCA
Jan 15 2009, 07:30 PM
ეს წიგნი ჩემი საყვარელი სამაგიდო წიგნია. მის ირგვლივ უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ვისაც წაკითხული გაქვთ, ვისაუბროთ, დასვით კითხვები, გამოთქვით აზრი
diletanti
Jan 15 2009, 07:30 PM
GVANCA
მეცნიერების კატეგორიაში გადავიტან.
GVANCA
Jan 15 2009, 07:34 PM
არ გადაიტანო, მინდა, რომ ცალკე თემად იყოს
ILI-100
Jan 15 2009, 07:40 PM
GVANCAციტატა
არ გადაიტანო, მინდა, რომ ცალკე თემად იყოს
ცალკე თემა იქნება, უბრალოდ მეცნიერების კატეგორიაში...
ჩემდასამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ არ მაქვს წაკითხული თუმცა რიგში პირველი დგას უკვე რომლის წაკითხვასაც უახლოეს მომავალში ვაპირებ...
HOUSE M.D.
Jan 15 2009, 07:44 PM
წიგნი რომელიც შეიძლება თავისი ღირებულებით და ნაწილობრივ იდეითაც შეადარო ვეფხისტყაოსანს...სამწუხაროა რომ დოჩანაშვილს სიცოცხლეში სათანადო დაფასება არ აქვს, წლების შემდეგ ის როგორც შემოქმედი დარწმუნებული ვარ რობაქიძეზე, გამსახურდიაზე, ილიაზე და კიდევ ძალიან ბევრზე წინ დადგება...
KEDI
Jan 15 2009, 07:45 PM
გენიალურია.
diletanti
Jan 15 2009, 07:46 PM
ციტატა
არ გადაიტანო, მინდა, რომ ცალკე თემად იყოს
არ შეიძლება იქით.. ჰარი პოტეზე არ გახსოვს რა ამბავი იყო?

მაქვს წაკიტხული რამოდენიმე წლის წინ
დავიწყე თავიდან კიტხვა მაგრამ დროებით გავჩერდი.. გამოცდებს რომ დავამთავრებ მერე გავაგრძელებ...
მეორედ წაკითხულს ყოველთვის უფრო კარგად ვიგებ.. პირველად მაინც შინაარსის უფრო გადმოდი ხოლმე პირველ ადგილზე...
საღამოს 8 საათია და ყველაფერი გენიალურადააააა
Illegal Astronaut
Jan 15 2009, 07:47 PM
ეჰ გაუჭირდება რობაქიძეზე წინ დადგომა...
გენიალურია..
სალამ გამარჯვებათ ჰხალე... დღეგრძელი იყოს დამშვიდების ნავთსაყუდარი..
KEDI
Jan 15 2009, 07:48 PM
გაიღიმე, დომენიკო, გაიღიმე... მერე რა, რომ ნიღაბი გიკეთია.. თუ რაღაც ასე
diletanti
Jan 15 2009, 07:49 PM
ზოგადად დოჩანაშვილია გენიალური.. მქონდა პატივი პირადად მესმინა მისთვის
KEDI
Jan 15 2009, 07:51 PM
diletanti
მეც.
კაფე ,,ქარავანში"
და მგონი ვიდეოებიც მაქვს გადაღებული, მოვძებნი ამ დღეებში და ავტვირთავ.
HOUSE M.D.
Jan 15 2009, 07:53 PM
† Lord Borgeze †
მე პირადად რობაქიძე დიდად არ მიყვარს, მაგრამ ვაღიარებ როგორც გენიალურ მწერალს...დადგომით კი ნამდვილად დადგება, იმიტომ რომ რობაქიძის ყველა პატრიოტულ მოწოდებას ჰიტლერის კაბინეტიდან დოჩანაშვილის "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე" სჯობს, რაც შეეხება სამოსელს, ეს ფილოსოფიურუ ნაშრომია...
HOUSE M.D.
Jan 15 2009, 07:54 PM
diletantiKEDIჩემს სკოლაშI იყო მოსული, ასე რომ მეც მქონია ეგ ბედნიერება
Illegal Astronaut
Jan 15 2009, 07:55 PM
ციტატა
იმიტომ რომ რობაქიძის ყველა პატრიოტულ მოწოდებას ჰიტლერის კაბინეტიდან
ტიტუჰ, ტიტუჰ...
იცი რა მაინტერესებს?.. შტაინერს იმიტო კითხულობ რო მერე თქვა წაკითხული მაქო თუ?..
ეხლა არ მითხრა რა შუაშიაო..
GVANCA
Jan 15 2009, 07:58 PM
მე წელს წავიკითხე მეორედ და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ. დოჩანაშვილს მარტო მეოთხე თავი, კანუდოსი რომ დაეწერა, ეს გვეყოფოდა ქართველებს. ბიჭებო წაიკითხეთ, გმირობას ისწავლით
KEDI
Jan 15 2009, 07:59 PM
HOUSE M.D.
Jan 15 2009, 08:00 PM
† Lord Borgeze †შტაინერის მე რაც მაქვს წაკითხული ადამიანის ფუნქციას, დანიშნულებას ეხება და ასევე მატერიალურისა და არამატერიალურის, სულიერის შერწყმას, საკუთარი თავის შეცნობას და მისთანებს ეხება...კაი მასე არ გეტყვი

მაგრამ აქ რატომ ახსენე ვერ მივხვდი
HOUSE M.D.
Jan 15 2009, 08:01 PM
ხოდა წაკითხვას რაც შეეხება, ბევრი რამ შეცვალა ჩემში...
Tengobarca
Jan 15 2009, 08:04 PM
მასაის ამბავი მომეწონა მაგრად, ლტოლვილი რომ ყვება...
GVANCA
Jan 15 2009, 08:06 PM
მე ძალიან ვაფასებ მოხუცი სანტოსის საკციელს, ის, რაც მან გააკეთა, თითო-ოროლას შეუძლია, რომ გააკეთოს
anuchi
Jan 15 2009, 08:53 PM
GVANCAწავიკითხავ აუცილებლად და აზრს მოგახსენებთ
sibil
Jan 15 2009, 09:34 PM
დოჩანაშვილს მხოლოდ სამოსელი პირველი" არ დაუწერია და მე ვფიქრობ, ეს მწერალი რომ კარგად გაიცნოს მკითხველმა, მისი შემოქმედებიდან სხვაც ბევრია წასაკითხი.
"ლოდი ნასაყდრალი" -ამან გამაწამა, ვკითხულობდი ძაააააალიან დიდხანს და დაკვირვებით. ისეთია სიტყვებითაც ვერ ვაფასებ.
ახლა ისევ მივუბრუნდი ომარასა და გივიას.

და მოთხრობები ხომ ისეთია, ხშირად რომ განატრებს თავს.
აბა, თქვით სიტყვა უზარმაზარი (თუ როგორცაა.

)
HOUSE M.D.
Jan 15 2009, 09:38 PM
sibilკაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა რად ღირს?

ზე კაცია
diletanti
Jan 15 2009, 09:44 PM
ბახვა სულ სხვაა
მაინც გადავტეხავ!
sibil
Jan 15 2009, 09:55 PM
ჩამოდი ქალო კიბეზეეეე,
ქიშმიში მაქვს ჯიბეზეეეეეე!

პ.ს. ისე, ხვალ ბახვას უნდა დავურეკო.
Matilda
Jan 16 2009, 04:02 AM
რაღაც კაატინგას ვერ ვამჩნევ ამ თემაში.

ნუ პირველად მაგან მირჩია წამეკითხა, დავიწყე და გადავაგდე... მერე ცოტა ხნის მერე კიდე გადავაგდე და ასე რამდენჯერმე... ნუ ვერ წავიკითხე... არ შემითრია და ია ტაკ ნე მოგუ
longbowman
Jan 16 2009, 09:08 AM
კარგით რა ხალხო რა ამბავია .
გავხსნი მე ტოლკიენიზმს და მერე ვნახოთ ვინ აჯობებს.
ყველა წიგნზე ხო არ შეიძლება გავხსნათ თემა.
კაატინგა
Jan 16 2009, 09:26 AM
ციტატა(longbowman @ Jan 16 2009, 09:08 AM)

კარგით რა ხალხო რა ამბავია .
გავხსნი მე ტოლკიენიზმს და მერე ვნახოთ ვინ აჯობებს.
ყველა წიგნზე ხო არ შეიძლება გავხსნათ თემა.
და ვითომ რატომ არაო?!
რატომ გიყვართ ამ უბრალო იუზერებს ცხვირის ჩაყოფა იქ სადაც არ ჩაგეყოფათ როგორ მაინტერესებს რაჰ
GVANCA
კანუდოსის ისტორია დოჩანაშვილს არ მოუგონებია მაგრამ მან მაინც სულ სხვა სახით გადმოგვცა ის რაც რეალურად ბრაზილიაში მოხდა

ნუ დაანაწევრებ მასე წიგნს, ეგ წიგნი 17 წელიწადი იწერებოდა და მასში ყველა ეპიზოდი გენიალურია, ჩემი აზრით რასაკვირველია.
დოჩანაშვილს აქვს საოცარი რამდენიმესიტყვიანი ფრაზები, რომლებსიც დიდი აზრი დევს როგორც წესი...
ვიღაცას უყვარდა.
მივიდა. მოკლა.
წადი, გიშვებ.
კალაბრიაში ქვიანი მიწაა.
დამნაშავე იყო რესა.
ვარდისფერი წყალი.

თუ ნაწარმოები წაკითხული გაქვთ ადვილად მიხვდებით რამდენი რამე დევს ამ რამდენიმე სიტყვაში.
და კიდევ, ნუ იცით მწერლების დატოლება, ამაზე მეტი უვიცობა ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია.
თქვენი გემოვნება თქვენი გემოვნებაა, ვერავინ წაგართმევთ, ვინც გინდა მოგწონდეთ, მაგრამ ეს დოჩანას თემაა და აქ მასზე საუბრობენ.
,,რატომ არავის უყვარდი, შვილო."
una
Jan 16 2009, 10:40 AM
una
Jan 16 2009, 10:46 AM
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო!"
"ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ შველს გავდა"....
"ეს თვითმკვლელობა არ იყო. ეს - ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ... ეჰ, დონ დიეგო, დონ".
una
Jan 16 2009, 10:53 AM
გა
offება-ში არ ჩათვლით, იმედია

"ყოჩაღ, გერასიმე. მაქსიმალისტი ყოფილხარ, ჭეშმარიტი ქართველის ერთი თვისება ნამდვილად გქონია".
"აქ დედამიწა არაა ავად, გერასიმე"...
"მარტივი საზომით თუ მივუდგებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ადგილის მიკუთვნება არაა ძნელი, - ყოველი ადამიანი თავისზე უარესს სჯობს, ხოლო უკეთესთან შედარებით, უარესია, წყალი არ გაუვა ამას. მაგრამ დიდი საზომით თუ მივუდგებით, ძალიან ძნელია ამისი განსჯა, რადგან ადამიანები მეტად სხვადასხვანაირები არიან, თითოეული ადამიანიც კი - მრავალფეროვანია, მაგრამ ერთნი ვართ მაინც დაახლოებით ყველა, რადგან ადამიანი არაა მარტო".
una
Jan 16 2009, 10:54 AM
"...და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი - სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი"...
una
Jan 16 2009, 10:55 AM
- არ გძინავს, გერასიმე?
- არაჰ! - აღმომხდა.
- რატომ არ გძინავს, ა, გერასიმე...
- რა დამაძინებს... რა მინდოდა აქ!
- რუკზაკს გათხოვებ, ბეჭებქვეშ დაიგე...
- არ მინდა, რატომ წამომიყვანე...
- ერთი რამის სიყვარულით...
- რის სიყვარულით, კაცო...
- დაფარვა რომ სჭირდება...
- რატომ სჭირდება...
- უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია... - და იდუმალის ხმით დააყოლა, - გულში სათუთად უნდა ატარო...
- რაა ასეთი...
მთლად დაიდაბლა ის ოხერ ხმა, იმ სიბნელეში, მომაჩურჩულა:
- საქართველოა, გერასიმე, ჩვენი...
una
Jan 16 2009, 10:56 AM
"ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა - ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ - კაცი არა ხარ:.
una
Jan 16 2009, 10:57 AM
უცნაური და მჩხვლეტავი მცენარე, - სიყვარულის კაქტრუსი....
una
Jan 16 2009, 11:02 AM
"მე ღარიბი ვარ როგორც იესო..."
"მამი! მარჩენალო მამი!"
ჩამომალაბორანტეს!
მხოლოდ რამდენიმე უთვალავიდან
GVANCA
Jan 16 2009, 01:45 PM
არა, მე არ ვანაწევრებ, უბრალოდ ეს თავი იმდენად ამაღელვებელია და ჩემზე ისეთი გავლენა მოახდინა, არ შემეძლო, არ გამომეყო. რაც შეეხება ყველა წიგნზე თემის გახსნას, "სამოსელი პირველი" ყველა არაა, ეს წიგნი გენიალურია(მე ყოველ შემთხვევში ასე ვფიქრობ) კაატინგა, შეგიძლია, მითხრა, სად წაიკითხე კანუდოსის რეალური ისტორია? დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი
achi
Jan 16 2009, 01:58 PM
სამოსელი პირველი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწარმოები რაც წამიკითხავს და ჩემთვის ყველაზე საყვარელი. სამწუხაროა რომ მსოფლიო არ იცნობს ამ ადამიანს. ჩემი აზრით დოჩანაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია.
ginger
Jan 16 2009, 02:07 PM
დოჩანაშვილი არის პირველ სკოლელი. იყო ზვიად გამსახურდიას კლასელი. მისი დამრიგებელი რუსულს მასწავლიდა, და პირველად მე-9 კლასში ვიხილე როდესაც მისი კლასი იყო მოწვეული ჩვენთან სკოლაში...
GVANCA
Jan 16 2009, 02:13 PM
ძალიან დიდი ბედნიერება გხვდომია წილად. მე სამწუხაროდ პირადად არ შევხვედრივარ
კაატინგა
Jan 16 2009, 02:38 PM
GVANCAვარგას ლიოსას ნაწარმოებია...
ვიკიპედიაში იპოვი ცნობებს კანუდოსის შესახებ, მენდეს მასიელი რეალური პიროვნება იყო
sandro_piramida
Jan 16 2009, 03:24 PM
ამ წიგნმა შემაყვარა სხვა წიგნები..
una
Jan 16 2009, 04:06 PM
ციტატა(ginger @ Jan 16 2009, 02:07 PM)

დოჩანაშვილი არის პირველ სკოლელი. იყო ზვიად გამსახურდიას კლასელი. მისი დამრიგებელი რუსულს მასწავლიდა, და პირველად მე-9 კლასში ვიხილე როდესაც მისი კლასი იყო მოწვეული ჩვენთან სკოლაში...
კიდევ ძალიან ბევრი ასეთი ცნობის მოწოდება შეიძლება, - ნათლიაჩემს აქვს ახლო ურთიერთობა და რაღაცეებს მიყვება ხოლმე
longbowman
Jan 16 2009, 04:19 PM
ციტატა
და ვითომ რატომ არაო?!
რატომ გიყვართ ამ უბრალო იუზერებს ცხვირის ჩაყოფა იქ სადაც არ ჩაგეყოფათ როგორ მაინტერესებს რაჰ
და ჩვენ თუ უბრალო იუზერები ვართ შენ რითი გამოირჩევნი ნეტამც მაცოდინა??
თუ გგონია რო ეგ ნაწარმოები არ გვაქვს წაკითხული???
არა უბრალოდ ბარდაგს ემსგავსება ფორუმი.
კაატინგა
Jan 16 2009, 04:49 PM
ციტატა(longbowman @ Jan 16 2009, 04:19 PM)

ციტატა
და ვითომ რატომ არაო?!
რატომ გიყვართ ამ უბრალო იუზერებს ცხვირის ჩაყოფა იქ სადაც არ ჩაგეყოფათ როგორ მაინტერესებს რაჰ
და ჩვენ თუ უბრალო იუზერები ვართ შენ რითი გამოირჩევნი ნეტამც მაცოდინა??
თუ გგონია რო ეგ ნაწარმოები არ გვაქვს წაკითხული???
არა უბრალოდ ბარდაგს ემსგავსება ფორუმი.
ჰოდა შვილო, მოდერატორი გადაწყვეტს რაა საჭირო და როგორ. სადაც შენი ჩასარევი არაა ნუ ჩაერევი. შენს უბრალო იუზერობას რომ გავუსვი ხაზი ჩემი განსაკუთრებულობა აღვნიშნე სადმე?!
longbowman
Jan 16 2009, 05:12 PM
ციტატა
ჰოდა შვილო, მოდერატორი გადაწყვეტს რაა საჭირო და როგორ.
რას გადაწყვეტს მოდერატორი და როგორ არ ვიცი მაგრამ
ციტატა
ბარდაგს ემსგავსება ფორუმი.
და კიდე შვილოთი მომართვა არც მთლად კორექტულაი მით უმეტეს რომ არ ჩანხარ დიდი ასაკის.
ციტატა
სადაც შენი ჩასარევი არაა ნუ ჩაერევი.
აი სად ჩავერევი და სად არა აი ეს უკვე შენი საქმე არ არის. და ისიც არ არის შენი საქმე სად რას დავპოსტავ. და ცოტა მოერიდე მსგავს განცხადებებს.
ციტატა
შენს უბრალო იუზერობას რომ გავუსვი ხაზი ჩემი განსაკუთრებულობა აღვნიშნე სადმე?!
უბრალო იუზერს ეკრძალება აზრის გამოთქმა??
GVANCA
Jan 16 2009, 05:28 PM
არაა საჭირო კამათი, არ გინდა ამ წიგნზე საუბარი და ნუ შემოხვალ ამ თემაში. მენდეს მასიელზე არ ვიცოდი, მაგრამ კაატინგა რომ ნამდვილად არსებობს, ეგ ვიცი, ინფორმაცია მოვიძიე
GVANCA
Jan 16 2009, 05:35 PM
რეალურ ცნობებში დიდი არაფერი, აი, ნაწარმოებში-ძალიან
კაატინგა
Jan 16 2009, 05:38 PM
GVANCAდა, რეალურ ცხოვრებაში?!
GVANCA
Jan 16 2009, 05:44 PM
უბრალო მცენარეა, ბრაზილიაში და კიდევ სადღაც იზრდება

ნაწარმოებში უფრო ეფექტურია
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.