დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: "სამოსელი პირველი"
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
anu
† Lord Borgeze †

ჰომ
N!ncho
ვინაიდან და რადგანაც დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” არ მაქვს წაკითხული,
(ჩემდა სამარცხვინოდ? unsure.gif (მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მისი წაკითხვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ მაქვს happy.gif )) ამდენად,
ერთი პატარა, ასე ვთქვათ ჩანახატის დაპოსტვით შემოვიფარგლები, რომელიც დოჩანაშვილთან სტუმრობის შემდეგ,
ერთი, (ასე ვთქვათ) დამწყები მწერლის მიერ დაიწერა.


---------------------------------------------------------------


თავმდაბლობა მისი უპირველესი ღირსებაა,
ღვთის რწმენა კი _ შემოქმედების გვირგვინი



... მიუხედავად იმისა, რომ გურამ დოჩანაშვილი ჩემი უსაყვარლესი მწერალია,
მისი ყოველი ნაწარმოები კი _ ნაცნობი და უმეტესობა _ გამორჩეული გამორჩეულთა შორის,
გადამწყვეტ წუთში, როცა დიდი მწერალი უნდა მენახა, გამიქრა მისი ნახვის სურვილი.
არ ვიცი ეს შაბლონურ “იდუმალ შიშს” მივაწერო, თუ ჩემი ხისთავიანობის უცხადეს გამოვლინებას, მაგრამ ასე კი მოხდა.
... თუმცა ამის გაგება არც ისე ძნელია: მე უნდა მენახა გენიალური “სამოსელი პირველის” შემქმნელი, იუმორის შემოქმედი,
ამაღლებული პერსონაჟებისა და ყველა უცხოურ, გენიალურად მიჩნეულ ლიტერატურულ სიუჟეტებზე გენიალურის გამომგონებელი,
ავტორი ისეთი ნაწარმოებებისა, რომელთა კითხვის დროს მრცხვენია, რომ მეც “რაღაცას” ვწერ, ნაწარმოებებისა,
რომელთა გავლენასაც ვერაფრით დავაღწიე თავი, რომელთა წაკითხვის შემდეგ მთელი გუილთ ვლოცავ ავტორს, რომ ასეთი სიამოვნება მომანიჭა.
... ახლა კი ვხედავ: ბინა, ბინათა შორის არაფრით გამორჩეული, შელახული, საეჭვოლიფტიანი,
(რომელშიც კი შედიხარ, მაგრამ კაცმა არ იცის, გამოხვალ თუ _ ვერა) გახუნებული, საღებავგადასული,
ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც გამორჩული კარი, რადგან აწერია “დოჩანაშვილი”.
... ზარი... ღია კარი...
... გვიღიმის კაცი, შინ გვეპატიჟება, სად მაქვს გაოცების დრო!... ჯდება, ქუდს იხურავს, მოლოდინით გვიღიმის.
... გურამ დოჩანაშვილი...
... ჩემს პირისპირ ზის ძმები კეჟერაძეების, კამორის, დიდი კანუდოსელების, მენდეს მასიელის, საქმიანი ლუკას შემოქმედი,
უბრალოდ, აქა-იქ დახეული ტანსაცმლით...
... მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე, როგორი უბრალო, მაგრამ გამორჩეული...
... საბედნიეროდ, (და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს) მწერალიც ისეთივე ორიგინალური და განსხვავებულია,
როგორც მისი შემოქმედება. მას არ სწყინს, რომ ფეხი მოიტეხა, რადგან ეს საქმეს უადვილებს.
არსადაც არ გადის და ახალ წიგნზე მუშაობს. სამაგიეროდ წყინს, სწყინს რომელია! გაბრაზებულია ჟურნალისტებზე,
რომლებიც ისეთ რაღაცეებს თხზავენ, ნებისმიერ შემოქმედს შეშურდება მათი ფანტაზიის. არც ტელევიზია ხიბლავს,
რადგან აქაც იტყუებიან წამყვანები, როცა იმ ეტაპზე მივლენ, რომ სიმართლე უნდა თქვან, ზიმბაბვეში მომხდარ მიწისძვრას “აშუქებენ”.
არც საზოგადო მოღვაწეების ურთიერთობა და მათი მიმართ-მომართვა მოსწონს და მაგალითად ბატონი კაკო მოჰყავს, რომელზეც ამბობენ,
“ბატონი კაკო ვიგინდარაა.” თუ ვიგინდარაა, ბატონი როგორღაა?! თქვი რაღა კაკოია ვიგინდარაა! ამბობს, რომ დღეს კაცს ჰგონია,
თუ სხვას საჯაროდ გალანძღვას, თვითონ ამით მაღლდება, იმდენს ვერ ხვდება, რომ იგივე რჩება, რჩება კი არა, უფროც მდაბლდება.
... კითხვის დასმა ყოველთვის ადვილია, კარგი კითხვის დასმა _ რთული, იმ კითხვის დასმა კი, რომელიც გსურს, ხშირად _შეუძლებელი.
... მრავალი კარგი კითხვა დავუსვით, მისი პასუხები კი იმდენად შინაურული და გუწრფელი იყო, რომ დაძაბულობა მალე მოიხსნა და მეც
ჩემი “შაბლონური შიში” სულ გადამავიწყდა.
... პასუხებიდან გავიგეთ, რომ მწერალი კაიბიჭობით გამოირჩეოდა, ძალიან საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა.
მისთვის, ამჟამად, მოზარდის ყოველი გრძნობა განცდილი და გადახარშულია. ბავშვობა ასახული აქვს არაერთ ნაწარმოებში (“საქმე”, “იქამდე”)
ახლა კი თავმდაბლობა მისი უოპირველესი ღირსებაა, ღვთის რწმენა კი _ შემოქმედების გვირგვინი.
... მწერალს ცოლთანაც “ორიგინალური” ურთიერთობა აქვს (ამ ურთიერთობამ კიდევ უფრო განმიმტკიცა აზრი,
რომ სამყაროს ბალანსი გენდერული თანასწორობით დაირღვევა). ქალმა, რომელმაც, “არც მოიისფერო იყო,
არც ფეხაკრებით დადიოდა და არც მისი ზურგი მეუბნებოდა რამეს”, ჯერ იყო და ქუდი მოჰხადა ჩემს საყვარელ მწერალს
(რასაც მისგან დაცემინდა და საყვედური მოჰყვა) მერე კი არ მიუთითა, რადგან თქვა:
“თუ თარიღს მივაწერ, გამოვა, რომ მხოლოდ წარსულში ვიყავი თქვენთან, მე ცარ მივაწერ და გამოვა, რომ ყოველთვის თქვენთან ვარ”,
წიგნი გამოართვა და უთხრა: “ვნახოთ ერთი, რა მიაწერეო!”
... ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ამ ამბებმა კიდევ უფრო გამახალისა.
... მაგრამ მაინც, მაინც იყო რაღაც, რაც მთრგუნავდა და ხასიათს მიფუჭებდა. თუმცა რაღა “რაღაც”:
იჯდა ეს გენიოსი გამოშიგნულ, დაფხრეწილ სავარძელში, ფეხზე ეცვა ძირგავარდნილი ფეხსაცმელი,
მხრებზე სიცივის გამო გახუნებული პლედი მეცვა, თავზე კი ძველი ქუიდ ეხურა.
... მხოლოდ მოგვიანებით, როცა ნამდვილ შემოქმედს გამოვემშვიდობეთ და მისი ღარიბული სახლი, ალბათ, სამუდამოდ დავტოვეთ,
მივხვდი, მისი სიმდიდრე მხოლოდ თვალებით არ იზომება.
... მას უკვე გავლილი აქვს გზა “იქამდე” ანუ უკვდავებამდე.



ბ.ბ

KODACI
WDC

ბოდიში, მაგრამ არ გეთანხმები...არაა ნამდვილად ისეთი მსგავსება, ეგ რომ იფიქრო...არავის არ ჰგავს, აქვს თავისი სტილი, ჩემი აზრით ძლიერ საინტერესო smile.gif
Illegal Astronaut
ციტატა
არავის არ ჰგავს, აქვს თავისი სტილი,


ხომ... მე ვერ შევამჩნიე დოჩანას რომ ეგ თავისი სტილია.. smile.gif მეტიც რიგ ნაწარმოებებში მკითხველთან ფამილიარული დამოკიდებულება საკმაოდ მოძველებული და გაცვეთილი ხერხია..

რაც შეეხება ესპანურენოვან ზახოდებს ნაწარმოებებში, პირადად მე ვფიქრობ რომ მომაბეზრებელია, უმეტესობა ნაწარმოებებისა ერთფეროვან სტილში მიდის და ჩემი აზრით ეს მწერლის ნაკლია..

data
† Lord Borgeze †
ციტატა
უმეტესობა ნაწარმოებებისა ერთფეროვან სტილში მიდის და ჩემი აზრით ეს მწერლის ნაკლია..

მეიცა რა biggrin.gif


ერთფეროვან სტილში თამაშობს რობენიც, მაგრამ ისე რომ გავარტყი "მრავალმხრივ" ჟერომ როტენს biggrin.gif და მსგავსებს
Illegal Astronaut
ციტატა
მეიცა რა


მე კი მევიცდი მარა ყელშია უკვე ლათინოამერიკული/ესპანური გავლენები ნაწარმოებებში... smile.gif

ციტატა
ერთფეროვან სტილში თამაშობს რობენიც, მაგრამ ისე რომ გავარტყი "მრავალმხრივ" ჟერომ როტენს


როტენი რამ გაგახსენა.. მონაკოში რო ლეღვი იყო ისაა ეგ ხო?.. biggrin.gif
პუ.სუ. შეადარა ამანაც რობენი და დოჩანაშვილი
WDC
HOUSE M.D.
ციტატა
ერთადერთი წიგნი რომელის შედარებაც შეიძლება ვეფხისტყაოსანთან

უი, ეს რა საინტერესოა biggrin.gif პრინციპში ეგრეა, მარტო ეს ორი წიგნი თუ გაქვს წაკითხული biggrin.gif
data
ციტატა(WDC @ Sep 11 2010, 11:56 PM) *
HOUSE M.D.
ციტატა
ერთადერთი წიგნი რომელის შედარებაც შეიძლება ვეფხისტყაოსანთან

უი, ეს რა საინტერესოა biggrin.gif პრინციპში ეგრეა, მარტო ეს ორი წიგნი თუ გაქვს წაკითხული biggrin.gif

rofl.gif
Tengobarca
მე რომ წავიკითხე მივხვდი რომ დოჩანაშვილი უდიდესი პროზაიკოსია.

წარმომიდგენია თუ როგორ დააფასებენ ამ ადამიანს წლების შემდეგ.


"რომელი ხვრელი... ლაღად ჩერჩეტობდა მანუელო, - ხვრელი ძალიან ბევრნაირია... თქვენ რომელი გაინტერესებთ? "

" ... ისევ თივაში ჩაერგო თავი ზეს - დამდუღრული სული ეწვოდა... მხარი რომ აუკრა ! "
Bisei
ციტატა
" ... ისევ თივაში ჩაერგო თავი ზეს - დამდუღრული სული ეწვოდა... მხარი რომ აუკრა ! "

wub.gif


"დიდი, ყავისფრად დალაქული ხელები ჰქონდა."

"კალაბრიაში კი, შორს, მიწაში იწვა უცნაური ქალი, მირცა, ვისაც წინასწარ შეეძლო კაცის დაფასება.."


"დილის ქალი შვებით ტიროდა.
აუხდენელი სიყვარული ახლა, მოტეხილს და გასაცოდავებულს
ასე ფაქიზად რომ დაატყდა
ტიროდა ქალი."


ძალიან მიყვარს,
ძალიან.


mobi diki
ეს არი წიგნი რომელმაც დამაფიქრაააააააა wink.gif
bella_trix
დასაფიქრებელი აქ ჩემთვის არაფერი ყოფილა...

შავი ხელთათმანებიღა დამრჩა საყიდელი და პატრიციას ფორმა მზად მაქვს batting.gif
aleksei_lanskihh
Добрый день!
Как посмотрят пользователи gametv.ge, на тему показа внизу небольшого количества строк сообщения?
Теперь вы легко сможете порадовать близкого и подарить ему мобильный, "белый", по сниженной цене. Все сотовые отменного качества, для GSM-сетей. Телефоны доставляются по всей РФ и странам СНГ.

Nokia C6-00 - тщлш
Nokia C6-00 - купить нокиа C6-00
Motorola MILESTONE (Droid) - куплю моторола droid
Nokia 5800 XpressMusic - купить 5800 Music
Nokia C6-00 - нокиа с6-00
Nokia 5800 XpressMusic - цена тщлшф
Nokia 5800 XpressMusic - Music цена
Nokia C5-00 - цена Nokia 00
Nokia E72 - nokia куплю
Nokia 5800 XpressMusic - чзкуыы ьгышс 5800 тщлшф
bella_trix
დღეს ვაკეში ტანსაცმლის მაღაზია ვნახე "სამოსელი პირველი" )) ლოგო ქონდა ზე ცხენზე, ოქროსფერში smile.gif))) რომ მეცლება მერე უნდა შევიდე და დაველაპარაკო ჰალეებს :დ ნეტა ვის მოაფიქრდა smile.gif
თათუ
ციტატა(† Lord Borgeze † @ Sep 11 2010, 11:34 PM) *
ციტატა
არავის არ ჰგავს, აქვს თავისი სტილი,


ხომ... მე ვერ შევამჩნიე დოჩანას რომ ეგ თავისი სტილია.. smile.gif მეტიც რიგ ნაწარმოებებში მკითხველთან ფამილიარული დამოკიდებულება საკმაოდ მოძველებული და გაცვეთილი ხერხია..

რაც შეეხება ესპანურენოვან ზახოდებს ნაწარმოებებში, პირადად მე ვფიქრობ რომ მომაბეზრებელია, უმეტესობა ნაწარმოებებისა ერთფეროვან სტილში მიდის და ჩემი აზრით ეს მწერლის ნაკლია..




ზოგჯერ ცუდია ბევრი რომ იცი, სიამოვნებას ვეღარ იღებ.

რა მარკესი ხალხო, საიდან გაჩნდა ეგ აზრი ვერ ვხვდები. მე მარკესი არ მომწონს, დოჩანაშვილი ძალიან მიყვარს და არ მსიამოვნებს მარკესს რომ ადარებენ :| ნობელის პრემია რომ აქვს და აღიარებულია მაგიტომ ვერ მოვიწონებ, რა ვუყო. რამდნეიმე წლის მერე კიდევ წავიკითხავ, იქნებ მერე ჩავწვდე და ეხლა ვერ ვუგებ, არ ვიცი. რატომ ადარებთ მარტოობის ას წელს და სამოსელს ეგ ხო საერთოდ არ მესმის...
bella_trix
QUOTE
ზოგჯერ ცუდია ბევრი რომ იცი, სიამოვნებას ვეღარ იღებ.


სამაგიეროდ კარგი ნაწარმოებიდან უფრო მეტ სიამოვნებას იღებ, როცა გესმის ის რაც უნდა გესმოდეს smile.gif


თათუ
არ ვიცი რა უნდა მოხდეს რო სამოსელზე ვთქვა ბანალურია და ღირებულებები არ გააჩნიათქო :|
Illegal Astronaut
ციტატა
არ ვიცი რა უნდა მოხდეს რო სამოსელზე ვთქვა ბანალურია და ღირებულებები არ გააჩნიათქო :|



ისეთი არაფერი, უბრალოდ ცოტა მეტი უნდა გქონდეს წაკითხული ჰალე.. smile.gif გემოვნება ყალიბდება ჰალე და არჩევ უკვე მერე კარგ და ცუდ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან.. smile.gif

ციტატა
რატომ ადარებთ მარტოობის ას წელს და სამოსელს ეგ ხო საერთოდ არ მესმის...


ერთი საერთო აქვთ: არცერთი უქნია ღმერთს და არც მეორე! მარტოობის ასი წელი საერთოდ კატასტროფაა. მარკესის ყველაზე სუსტი რომანი საერთოდ..



ციტატა
ნობელის პრემია რომ აქვს და აღიარებულია მაგიტომ ვერ მოვიწონებ, რა ვუყო


სწორი დამოკიდებულებაა.. smile.gif მარკესი უაზროდაა გაფეტიშებული, არადა ორად ორი კარგი ნაწარმოები აქვს ტიპს: პატრიარქის შემოდგომა, რომელიც ნორმალურია და პოლკოვნიკს არავინ სწერს, რომელიც ძალიან მაგარია.. smile.gif


რაც შეეხება დოჩანას, მარაზმია ეგ კაცი და შეეკითხეთ თუ გინდა.. smile.gif მურაკამი სჭირს. ყოველ წელს ახალ ვეშს წერს და ყოველ წელს უფრო და უფრო ცუდებს.. smile.gif
Illegal Astronaut
ციტატა
სამაგიეროდ კარგი ნაწარმოებიდან უფრო მეტ სიამოვნებას იღებ, როცა გესმის ის რაც უნდა გესმოდეს


შენ თუ კარგ ნაწარმოებს ეძახი სამოსელ პირველს, მაშინ მე ყრუ ვარ.. smile.gif smile.gif
bella_trix
† Lord Borgeze †

არა, ზოგადად ვთქვი smile.gif რაც მეტი ცოდნა გაქვს უფრო აფასებ კარგ ნაწარმოებსაც. ჭილაძეს ვგულისხმობდი მაგალითად ამ შემთხვევში smile.gif
data
ციტატა(† Lord Borgeze † @ Nov 21 2010, 08:34 AM) *
ციტატა
სამაგიეროდ კარგი ნაწარმოებიდან უფრო მეტ სიამოვნებას იღებ, როცა გესმის ის რაც უნდა გესმოდეს


შენ თუ კარგ ნაწარმოებს ეძახი სამოსელ პირველს, მაშინ მე ყრუ ვარ.. smile.gif smile.gif

ატრაკებ ბორგეზ smile.gif



გასაგებია რომ არ მოგწონს, ისიც გასაგებია რომ "ვაიმეეეეეე, "სამოსელი" წაკითხული არ გააქ? მაგარი რამეა წაიკითხეეეე!" ტიპის ხალხი გაღიზიანებს, მაგრამ მაგის გამო ეგ წიგნი ცუდი არ არის. smile.gif


Illegal Astronaut
ციტატა
მაგრამ მაგის გამო ეგ წიგნი ცუდი არ არის.


მაგის გამო არა. სხვა რამეების გამოა ცუდი. smile.gif
თათუ
ციტატა
"ვაიმეეეეეე, "სამოსელი" წაკითხული არ გააქ? მაგარი რამეა წაიკითხეეეე!" ტიპის ხალხი გაღიზიანებს


ამ ტიპის ხალხი მეც მაღიზიანებს



ციტატა
მადლობა ღმერთო რომ შექმენი ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ანა ნუსხელაძე და თათუ ჩორბაჩიძე smile.gif

დათააა biggrin.gif ეს ეხლა წავიკითხე biggrin.gif biggrin.gif
სტატისტიკის 1-2 საკითხში რო გაგარკვიე მაგიტომ? laugh.gif
data
თათუ
ციტატა
დათააა biggrin.gif ეს ეხლა წავიკითხე biggrin.gif biggrin.gif
სტატისტიკის 1-2 საკითხში რო გაგარკვიე მაგიტომ? laugh.gif

რომ გამიჭირდა და დამეხმარე მაგიტომ tongue.gif




დიახ! smile.gif
თათუ
data

biggrin.gif :*
მისს ანი
ანუ რა გინდათ თქვათ რომ არაუშავს რო დავიწყე და მივატოვე? biggrin.gif:D მადლობთ! გული დამშვიდდა biggrin.gif
თათუ
ამას ვერ ვხვდები კიდე, რო იწყებენ და მერე ვეღარ ამთავრებენ. როგორ შეიძლება არ ჩაგითრიოს...
რავიცი, რავიცი biggrin.gif
მისს ანი
შუაში გავჩედეეეეეე tongue.gif
თათუ
მითუმეტეს unsure.gif
მისს ანი
ოხ აღარ დამაინტერესა და ვეღარ გავაგძელე არ შემილია სულ უნდა მაინტერესებდეს რო ვიკითხო. შენ არ ხარ ეგრე? რავიცი მე ასე ვარ.
თათუ
ეგ მიკვირს მერე, როგორ შეიძლება არ დაგაინტერესოსთქო...
მარტო შენგან არ მესმის და მიკვირს რო ხოლმე, სად და რატომ ბეზრდებათ ვერ ვხვდები
N.L.O
უცნაური ისაა, რა გიკვირს.
მოსწონს, არ მოსწონს, გაეშვა, დაანება თვი, სამი ფურცელი წაიკითხა თუ რა....
თმას მანი არ მიყვარს და სიკვდილი ვენეციაშის გარდა ბოლომდე ვერაფერი წავიკითხე მაგისი.
რაც აბსოლუტურად არაფერს არ აკლებს მას, როგორც დიდი მწერალს
და მე
როგორც მკითხველს.
თათუ
N.L.O

გაშვებული მყავს ბატონო, ჩემთვის მიკვირს უბრალოდ, ხო შეიძლება biggrin.gif
Anabell
თათუ
ციტატა
გაშვებული მყავს ბატონო, ჩემთვის მიკვირს უბრალოდ, ხო შეიძლება


მეც გამიკვირდება რა ჩემთვის spy.gif unsure.gif unsure.gif unsure.gif ვაააჰ :?
data
რა იყო ხალხო, თქვენ ყველა რომანმა ჩაგითრიათ, რისი კითხვაც დაიწყეთ? biggrin.gif

მისს ანი
N.L.O

მართალი ხარ smile.gif
მისს ანი
რატო გიკვირს ვერ ვხვდები,ხო შეიძლება მომწონს რა რაღაც ნაწილამდე და მერე რაღაც თითქოს ჭედავსო შუაში biggrin.gif და ვეღარ რა ვეღარ ქაჩავ biggrin.gif:D
data
მისს ანი



ისე, გირჩევ წაიკითხო. ბოლოსკენ საკაიფო რაღაცეები წერია. უფრო სწორად, საკაიფოდ წერია რაღაცეები. გაგისწორებს, სავარაუდოდ smile.gif


მისს ანი
data

ვიცი მარა ვერ მივდივარ მაქამდეეე უნდა დავუბრუნდე მაგ წიგნს biggrin.gif სამწუხაროდ სახლში არ მიდევს და ახლა რობაქიძეს ვკითხულობ იმიტო რო სახლში მაქვს biggrin.gif
თათუ
ციტატა
რობაქიძეს ვკითხულობ იმიტო რო სახლში მაქვს


big_Grin.gif




კარგით ბატონო, აღარ გამიკვირდება არაფერი biggrin.gif
bella_trix
QUOTE
GVANCA

ეხლა გავიკითხავ სანაცნობოში და აუცილებლად წავიკითხავ უახოლოეს ერთ თვეში happy.gif


QUOTE
დავიწყე კითხვა.. ჯერ გვეგვე "გავიცანი" მარტო..


QUOTE
დომენიკოს და ლტოლილის ლაპარაკს რომ ვკითხულობდი მცენარეებზე პარალელიადამიანეზე გავავლე და ნამდვილად მასსეა.. smile.gif


QUOTE
მღლიანად წიგნი დევს სადმე ნეტში.. ლიბ.გეზე მარტო 1 თავი იყო და მოვრჩი უკვე კითხვას, კიდევ მინდა.. sad.gif ან სად ვიყიდო? ნამდვილად თუ იცით რო იყიდება.. unsure.gif


ამდენი ხანი როგორ არ წავიკითხე ეს წიგნი სირცხვილი.. ph34r.gif


ვგიჟდები ჩემი ძველი პოსტების კითხავზე smile.gif)))

მისს ანი

აი ან, მე ასე დავიწყე
Illegal Astronaut
ციტატა
კარგით ბატონო, აღარ გამიკვირდება არაფერი


biggrin.gif biggrin.gif რობაქიძე თუ სასაცილო მწერალი იყო და დოჩანაშვილი ქართველი გენია, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი.. biggrin.gif
bella_trix
QUOTE
gerda

ხოო დღეს დაკეტილი იქნეა და ხვალ წავალ აუცილებლად happy.gif

ჯერ რაც წავიკითხე ძალიან მომწონს.. ჯერჯერობით დომენიკოს და გვეგვეს მამა იმსახურებს ჩემ სიმპატიებს, სახელი არ ვიცი.. ხოო და ანა კიდევ, ვერ მივხვდი ვინ უყვარს ხო ოღონდ happy.gif

ლტოლვილის და დომენიკოს საუბრებიც ძალიან მესაინტერესოვება.. დაა ბიბო არ მომწონს და არც უფროსი შვილი, ნეტა ვის შერთავენ ცოლად.. dry.gif


QUOTE
Randle_Patrick_M...

დომენიკოს და გვეგვეს მამას რა ქვიაა?? ჩემ შვილს უნდა დავარქვა tongue.gif რატომ არავინ არ მოიხსენიებს სახელით? huh.gif


QUOTE
"ნამდვილ კლოუნს თვალებში სევდიანი საიდუმლო უნდა ქონეს.. "

"სიკვდილი რომ არ იყოს.. სიცოცხლეს ფასი არ ექნებოდა.." (მე შევამოკლე იმედი მაქვს მაპატიებთ)


და ვინმემ მითხარით რაა, დომენიკოს და გვეგვეს მამის სახელი და რატომ მოიხსენიებენ ყოველთვის "ის" იმან"..



QUOTE
დამპალი გვეგვე და ბიბო.. dry.gif



QUOTE
ალექსანდროს ძმაა ვინაა მითხარით რააა, მოვკვდი ინტერესით happy.gif და მეხუთე კანუდოსელიიიიც? დაახლოებით მაინც მიმახვედრეთ tongue.gif

QUOTE
skiron

ალექსანდრო, გვეგვეს და დომენიკოს მამა და მენდეს მასიელი wub.gif

მარა ქალებს ვერ ვუმუღამებ მანდ,არცერთს არ დაუმსახურებია ჩემი სიმპატია.. ცირკის აკრობატის გარდაა.. ეგეც ცოტათი dry.gif
bella_trix
† Lord Borgeze †

არაა მგონი რაღაცეები აქ რთული მისახვედრი :| აცადეთ ბავშვს
bella_trix
QUOTE
რატომ არ შეიძლება ალექსანდრო ქალი ყოფილიყო ან თუნდაც მენდესი.. და ხუთ დიდ კანუდოსელში არცერთი ქალი რატომ არაა.. რავიცი აბა, ქალსაც შეუძლია იყოს კარგი და საინტერესო პიროვნება, ძლიერი და პატივსაცემი dry.gif


იგივე შეკითხვა მაწუხებს! და აღშფოთებული ვარ, რომ არცერთი დიდი კანუდოსელი ქალი არ იყო.. არ მკმაყოფილებს მხოლოდ ცოლობა, დედობა და აშ. )))
bella_trix
QUOTE
დონ დიეგოოო..


QUOTE
anuchi
ისეთი, როგორი?! სელმა ჰაეკი გინდა რომ გაჩითულიყო და კამორელებისთვის იარაღი ებზრიალებინა?!


ჰა ჰა, კააწინგა )))
bella_trix
QUOTE (Anabell @ Feb 21 2009, 10:21 PM) *
სადაც სამართალია ეს სურათი აქ აუცილებლად უნდა იდოს smile.gif
თქვენი არ ვიცი wink.gif, მაგრამ მენდეს მასიელი ზუსტად ასეთი მყავს წარმოდგენილი smile.gifsmile.gif



არაა ეს ჩემი მენდესი, დახატულები მყავდნენ და დავკარგე.. არც წიგნის ილუსტრაცია მომწონს.
bella_trix
QUOTE (levan cagareli @ Feb 22 2009, 01:49 AM) *
QUOTE (Randle_Patrick_McMurphy @ Feb 22 2009, 01:36 AM) *
levan cagareli
1.დოჩანაშვილი და მარკესი ,,დამწყებ" მკითხველზე არ არის გათვლილი, ეგ ერთი. დამწყების შენდეგ რამდენიმე საფეხური უნდა გაიარო და უკვე ,,სერიოზულ" მკითხველებში რომ გადადიხარ მერე ,,გაიჩხირო" დოჩანაც და მარკესიც, ისე არაფერი გამოგივა.

2.და რაც შეეხება ფოკუსს, მეეჭვება შენს მიერ ჩამოთვლილებზე ნაკლებად აბრუნებდნენ გამქრალ ნივთს მარკესიც და დოჩანაც. smile.gif))

3.რა თქმა უნდა ორივეზე დიდი მწერლებიც არსებობენ, იგივე ჭილაძე უფრო მაგარი მაშტაბური მწერალია ვიდრე გურამი, მაგრამ გურამი რომ გიყვარდეს მისი ,,ფანი" უნდა იყო, ისე ვერ გეყვარება, უბრალოდ, არ არსებობს. დოჩანაშვილი ან ძალიან უყვართ, ან ,,აღიარებენ" და იმათ ვისაც დოჩანა ძალიან უყვართ დასცინიან დოჩანაშვილის და ჩიპოლინოს მეტი არაფერი წაუკითხავთო.

4.შევთანხმდეთ იმაზე რომ დაწყება რთულია, ნებისმიერი რამის, და როცა ,,გასართობი" ინდიელებიდან და სამი მუშკეტერებიდან რეალურ დიიიდ ლიტერატურაში აბიჯებ იგივე დოჩანაშვილით, ან მარკესით, ეგ უკვე ამ მწერლების საშინლად დიდი პლიუსია.

და ისევ ფოკუსზე smile.gif

5.დოჩანაშვილი ჩემთვის მარტო მწერალი არაა. ეგ არის ადამიანი რომელმაც თავისი წიგნით სამოსელი პირველი და შემდეგ მოთხრობებით, საშინლად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და მე რომ დღეს ადამიანი მიყვარს, და სწორად მიყვარს მაგ კაცის დამსახურებაა. კიდეც გააქრო, კიდეც მოიტანა, და კიდეც დატოვა, უზარმაზარი ცოდნა ჩემში.

6.რაც შეეხება შენს მიერ დოჩანაშვილის და მარკესის მაგ კუთხით შედარებას ეგ ძალიან აბსტრაქტულია და იქნებ მართალი ხარ კიდეც, მე ამ ორი ნაწარმოების, სამოსელი პირველის და მარტოობის ასი წელიწადის შედარება მაღიზიანებს ერთმანეთთან და ვთვლი რომ, ვინც ამ ორ ნაწარმოებს ერთმანეთთან აკავშირებს, იდეურად, სიუჟეტურად თუ როგორადაც, ლიტერატურულად უვიცია.

პ.ს. კაცია და გუნება.

1. სად უნდა გაიჩხირო დოჩანა და მარკესი? biggrin.gif biggrin.gif
2.შენ რომ გეეჭვება ეს მხოლოდდამხოლოდ იმას ნიშნავს რომ შენ გეეჭვება,ესარისდაეს. smile.gif
3.ჩემი აზრით,არავის "ფანი" არ უნდა იყო,არც დოჩანაშვილის და არც დოსტოევსკის,მკითხველობა და ფანობა სხვადასხვა რამეა,მკითხველები არ იჩხერენ biggrin.gif
4.აი სამი მუშკეტერი რომ გასართობი გგონია და მარტოობის ასი წელი სერიოზული ეს ძალიან დიდი პრობლემაა. wink.gif
5.ძალიან სასიამოვნო ფაქტია,მაგრამ არგუმენტად ნამდვილად არ ვარგა. smile.gif
6. რა გინდა თქვა რომ მე ლიტერატურულად უვიცი ვარ? biggrin.gif


ახათ მარკესი და დოჩანაშვილზე
bella_trix
QUOTE (anuchi @ Feb 22 2009, 09:47 AM) *
უი იშ ქალი შემეცოდა.. კამორელი დილის ქალი.. 40 გროში sad.gif


აი ეს ორისურათი მართლა ძალიან მომეწონა.. ხასიათი კარგად ჩანს, უგრძვნია ბავშვს smile.gif


მარადიაული ახალგაზრდობის ნიშნით დაბადებული.. laugh.gif


:მიხრჩობილიარუფახეხე:

bella_trix
ხო და როგორ არაფერი უნდა გამოვიდეს რაც იდეა გამიჩნდება, ამ ცხოვრებაში კარგ კოსწიუმირებულ ლიტერატურულ კარნავალს ვერ მოვესწრები :| :|
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.