HOUSE M.D.
Jan 16 2009, 09:08 PM
ციტატა
- არ მინდა, რატომ წამომიყვანე...
- ერთი რამის სიყვარულით...
- რის სიყვარულით, კაცო...
- დაფარვა რომ სჭირდება...
- რატომ სჭირდება...
- უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია... - და იდუმალის ხმით დააყოლა, - გულში სათუთად უნდა ატარო...
- რაა ასეთი...
მთლად დაიდაბლა ის ოხერ ხმა, იმ სიბნელეში, მომაჩურჩულა:
- საქართველოა, გერასიმე, ჩვენი...
ამიაზე უკეთ ჯერ არავის და არასდროს ჩამოუყალიბებელია ეს აზრი...ეს ადგილი რომ წავიკითხე ცრემლები წამომივიდია...ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ შემზიზღდა რობაქიძე...დოჩანაშვილი გენიაა, დრო მას ისეთ დიდებას მოუტაბნს ახლა რომ ძალიან ცოტას წარმოუდგენია...რაც შეეხება სამოსელს კიდევ ვიტყვი რომ ეს ფილოსოფიური ნაშრომია, სახარების სახეცვბლილება, ერთადერთი წიგნი რომელის შედარებაც შეიძლება ვეფხისტყაოსანთან
GVANCA
Jan 16 2009, 09:15 PM
"სამოსელი პირველი" სიბრძნეა, ამოუწურავი სიბრძნე. ჩემი სამაგიდო წიგნია და არც კი ვიცი, რა ვთქვა კიდევ, ყველაფრის სწავლა შეიძლება ამ წიგნიდან
Nikoll...
Jan 16 2009, 09:16 PM
დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.... ასე რომ არა, დაიქცეოდა...
ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას,
ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა....
....და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე - სიყვარულის კაქტუსი ...
"...მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ... მეც თქვენსავით ვიაყვი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
- ყაყაჩო!
- არა, ჩქარა ჭკნება!
- ენძელა!
- ნაზია ძალზე...
- გეორგინი!
- გაფოფრილია...
- ვარდი?
- შაბლონურია...
- აბა რა?
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ... "
Nikoll...
Jan 16 2009, 09:17 PM
ვერ გეტყვით რომ გავგიჟდი და გადავირიე ამ წიგნზე, მაგრამ უამრავი ფრაზა მომეწონა...
GVANCA
Jan 16 2009, 09:20 PM
აბა, წიგნი მეტი არაფერია
GVANCA
Jan 16 2009, 09:20 PM
ფრაზების ერთობლიობის გარდა
HOUSE M.D.
Jan 16 2009, 09:24 PM
ციტატა(GVANCA @ Jan 16 2009, 09:20 PM)

ფრაზების ერთობლიობის გარდა

არაა, ცოტა მეტია, ცოტა კი არა ბევრად მეტიც
GVANCA
Jan 16 2009, 09:29 PM
ძირითადი მაინც ფრაზებია, დოჩანაშვილთან, ყოველ შემთხვევაში
HOUSE M.D.
Jan 16 2009, 09:30 PM
GVANCAვერ დაგეთანხმები... მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს
GVANCA
Jan 16 2009, 09:32 PM
კარგი, წიგნი მარტო ფრაზები არაა, მაგრამ აქ უამრავი კარგი ფრაზაა
HOUSE M.D.
Jan 16 2009, 09:34 PM
GVANCAმაგაშAი დაგეთანხმები
una
Jan 16 2009, 10:49 PM
ამიაზე უკეთ ჯერ არავის და არასდროს ჩამოუყალიბებელია ეს აზრი...
დოჩანაშვილი გენიაა, დრო მას ისეთ დიდებას მოუტაბნს ახლა რომ ძალიან ცოტას წარმოუდგენია...
გეთანხმები მთელი შეგნებით, - გენიაა და კიდევ აღმატებული რამე თუ არსებობს , - მისი ნაწერებიდან ამოუწურავი სიბრძნე მოდის, ათასჯერ რომ წაიკითხო, ათას მეერთედ ახალს მაინც იპოვი...
უდიდესი პიროვნება და მოაზროვნე... words are extra here როგორც იტყვიან...
დაფასებას რაც შეეხება, - გაუზომვად სიყვარულს ატარებს ჩვენში.... არ ვიცი რა შეიძლება ვისურვო, - მინდა, რომ დიდხანს იყოს ჩვენს გვერდით ....
anuchi
Jan 16 2009, 11:28 PM
GVANCAეხლა გავიკითხავ სანაცნობოში და აუცილებლად წავიკითხავ უახოლოეს ერთ თვეში
GVANCA
Jan 24 2009, 10:01 PM
sibil
Jan 24 2009, 10:50 PM
წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ.
როგორი უშუალო იყო კუმეო.
კაატინგა
Jan 28 2009, 01:55 AM
შენ ვიღაცა ხარ ქალო სულ მთლად დაკარგე სვინდის-ნამუსი?!
anushka
Jan 28 2009, 02:05 AM
მაგარიააააააა... ძააალიიიან მიყვარს.
მოთხრობებიც ასევეე... !!!!
მართლა გენიააა...
კაატინგა
Jan 28 2009, 02:08 AM

ცურვას სწავლობდა თავფარავნელი .
GVANCA
Jan 28 2009, 05:17 PM
"ცურვას სწავლობდა თავფარავნელი" ეს სამოსელშია?

არ მახსოვს...
sibil
Jan 28 2009, 10:53 PM
GVANCA
სამოსელში არ არის, მაგრამ "თავფარავნელ ჭაბუკშია" ეგ .

(მგონი მასევე ჰქვია.) ხალხური ბალადა რომაა, მაგის მიხედვით აქვს დაწერილი.
classikoss
Jan 29 2009, 05:47 PM
საოცარი წიგნია, ორიგინალური, სევდიანი, წიგნი-მართალი და ასე შემდეგ, მე ტერეზა მომწონს ყველაზე მეტად და ანა მარია...
კაატინგა
Jan 30 2009, 01:53 AM
ციტატა(classikoss @ Jan 29 2009, 05:47 PM)

საოცარი წიგნია, ორიგინალური, სევდიანი, წიგნი-მართალი და ასე შემდეგ, მე ტერეზა მომწონს ყველაზე მეტად და ანა მარია...
და რომ არ გაოფდეს: ,,ნწადით, ნმოფსით და დაიძინეთ..."
skiron
Jan 30 2009, 04:46 AM
ციტატა(კაატინგა @ Jan 28 2009, 01:55 AM)

შენ ვიღაცა ხარ ქალო სულ მთლად დაკარგე სვინდის-ნამუსი?!

ამისთანა სილამაზე გამიგონია....

"ბახვას გულმა რეჩხი უყო" ძაან მაგარია...
classikoss
Jan 30 2009, 02:34 PM
-თქვენი პირი ჭეშმარიტებას ღაღადებსო
არადა ცხვირით ლაპარაკობდა
GVANCA
Jan 30 2009, 02:55 PM
DEDAMICAS SIKVARULI ATRIALEBS, DOMENIKO-ძალიან მაგარი ფრაზაა და საერთოდ უმაგრესი წიგნია.
gerda
Jan 30 2009, 05:32 PM
" კარგად იცოდე , დომენიკო, სამოსელი პირველია სიტყვა. შენი ამბავი ცად კი ავიდა, მაგრამ ჩვენთანაც , შენიანებთანაც უნდა დატოვო"
givitavadze
Jan 31 2009, 01:20 AM
სამოსელი პირველი ძაან მაგარი რამეა და დომენიკოს საქციელი, კანუდოსში გაქცევამდე იმ ტიპს რომ ცემს ძაან მაგარია. ნეტა ყველა ქართველი თუ არა ნახევარი მაინც იყოს ისეთი როგორიც დიდი კანუდოსელები არიან.
კაატინგა
Jan 31 2009, 01:26 AM
ციტატა(givitavadze @ Jan 31 2009, 01:20 AM)

სამოსელი პირველი ძაან მაგარი რამეა და დომენიკოს საქციელი, კანუდოსში გაქცევამდე იმ ტიპს რომ ცემს ძაან მაგარია. ნეტა ყველა ქართველი თუ არა ნახევარი მაინც იყოს ისეთი როგორიც დიდი კანუდოსელები არიან.
ამის მეტი ძაან მაგარი რამე მანდ ვერაფერი ნახე!?
skiron
Jan 31 2009, 01:31 AM
"დუილიოს სალამი, ხელში კალამი...
შთამომავლობას დიადი აზრები რომ არ დაეკარგოს..." თუ როგორაა ეგა?

ეეეჰ ალექსანდრო ალექსანდრო...
GVANCA
Jan 31 2009, 03:55 PM
კაატინგაგეთანხმები, მაგაზე ბევრად მაგარი ფაქტებია აკ, ის კი მართალია, რომ ნეტავ ბევრი იყოს მათნაირი
anuchi
Feb 3 2009, 10:47 PM
დავიწყე კითხვა.. ჯერ გვეგვე "გავიცანი" მარტო..
anuchi
Feb 4 2009, 11:23 PM
დომენიკოს და ლტოლილის ლაპარაკს რომ ვკითხულობდი მცენარეებზე პარალელიადამიანეზე გავავლე და ნამდვილად მასსეა..
anuchi
Feb 8 2009, 05:02 PM
მღლიანად წიგნი დევს სადმე ნეტში.. ლიბ.გეზე მარტო 1 თავი იყო და მოვრჩი უკვე კითხვას, კიდევ მინდა..

ან სად ვიყიდო? ნამდვილად თუ იცით რო იყიდება..
ამდენი ხანი როგორ არ წავიკითხე ეს წიგნი სირცხვილი..
gerda
Feb 8 2009, 05:15 PM
anuchi
მეც მინდოდა ყიდვა მაგრამ ვერ ვნახე ვერსად. ბიბლიოთეკაში ნახე. მართლა მაგარი წიგნია.
anuchi
Feb 8 2009, 05:23 PM
gerdaხოო დღეს დაკეტილი იქნეა და ხვალ წავალ აუცილებლად

ჯერ რაც წავიკითხე ძალიან მომწონს.. ჯერჯერობით დომენიკოს და გვეგვეს მამა იმსახურებს ჩემ სიმპატიებს, სახელი არ ვიცი.. ხოო და ანა კიდევ, ვერ მივხვდი ვინ უყვარს ხო ოღონდ

ლტოლვილის და დომენიკოს საუბრებიც ძალიან მესაინტერესოვება.. დაა ბიბო არ მომწონს და არც უფროსი შვილი, ნეტა ვის შერთავენ ცოლად..
Randle_Patrick_McMurphy
Feb 9 2009, 01:17 AM
anuchiაუცილებლად იყიდე

ანას ბემფი უყვარს

ნუ მაინც, რომ არ გაოფდესსავით...
დიდი, ყავისფრად დალაქული ხელები ჰქონდა
anuchi
Feb 9 2009, 11:49 AM
Randle_Patrick_M...დომენიკოს და გვეგვეს მამას რა ქვიაა?? ჩემ შვილს უნდა დავარქვა

რატომ არავინ არ მოიხსენიებს სახელით?
anuchi
Feb 9 2009, 07:02 PM
"ნამდვილ კლოუნს თვალებში სევდიანი საიდუმლო უნდა ქონეს.. "
"სიკვდილი რომ არ იყოს.. სიცოცხლეს ფასი არ ექნებოდა.." (მე შევამოკლე იმედი მაქვს მაპატიებთ)
და ვინმემ მითხარით რაა, დომენიკოს და გვეგვეს მამის სახელი და რატომ მოიხსენიებენ ყოველთვის "ის" იმან"..
GVANCA
Feb 9 2009, 07:45 PM
"სამოსელი პირველი" მგონი მართლა არ იყიდება, ვერსად მივაკვლიე. დომენიკოსა და გვეგვეს მამას სახელი არ აქვს, ბოლომდე ეგრეა, უსახელოდ
gerda
Feb 9 2009, 08:00 PM
კი იყიდება. დოჩანაშვილის ტომეულებშია მგონი მე2ში
Illegal Astronaut
Feb 9 2009, 08:57 PM
gerdaკი მეორეშია მაგრამ მაგის ტირაჟი დამთავრდა თუ სწორად მახსოვს...
gerda
Feb 9 2009, 09:11 PM
† Lord Borgeze †ხო დღეს ვიყავი პარნასში და მასე მითხრეს
anuchi
Feb 9 2009, 09:32 PM
მე ბიბლიოთეკაში მივეთრიე დღეს და 10 დღე სემინხავენ წიგნს, ვაპირებ ყოველდღე ვიარო და იქ ვიკითხო.. თან სიწყნარეა ხელს არავინ შეგიშლის არც დაგირეკავენ არც სტუმარი მოვა
Randle_Patrick_McMurphy
Feb 9 2009, 10:57 PM
ციტატა(anuchi @ Feb 9 2009, 11:49 AM)

Randle_Patrick_M...დომენიკოს და გვეგვეს მამას რა ქვიაა?? ჩემ შვილს უნდა დავარქვა

რატომ არავინ არ მოიხსენიებს სახელით?

დომენიკოს და გვეგვეს მამას სახელი არ აქვს. მაგრამ როცა დაამთავრებ კითხვას სავარაუდოდ უნდა მიხვდე რა ,,ჰქვია"
Illegal Astronaut
Feb 9 2009, 10:59 PM
gerdaსანტაშიც რო შემოგევლო, იქაც ეგრე გეტყოდნენ..
gerda
Feb 9 2009, 11:03 PM
† Lord Borgeze †ხო მე ძირითადად იქ დავდივარ ხოლმე და

ისე ხო დაიბეჭდება ისევ?
Illegal Astronaut
Feb 9 2009, 11:05 PM
gerdaარ ვიცი.... თუ მოთხოვნა იქნა... ალბათ ჩაუშვებენ.... ისა... შემოიარე სანტაში..

არ გირჩევ პარნასს..
gerda
Feb 9 2009, 11:07 PM
† Lord Borgeze †ოკ აწი მანდ ვივილი ხოლმე
Illegal Astronaut
Feb 9 2009, 11:11 PM
gerdaკარგია...
anuchi
Feb 9 2009, 11:26 PM
Randle_Patrick_M...
ყოველშემთხვევაში მიყვარს უკვე და დიდ პატივს ვცემ.. :ბუბა:
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.