freddie kruegerციტატა
მე ვთვლი, რომ არის ბევრი რამ, რასაც ვერასდროს ისწავლის ადამიანი, ვერც ინდივიდუალურად, და ვერც ჯგუფურად;
ხოხვისთვის დაბადებული ვერასდროს ისწავლის ფრენას, მონობაში შობილი ვერასდროს გახდება თავისუფალი; მიეცი მოუმზადებელ, გამოუცდელ ადამიანს ხელოვნური ფრთები და დააყენე ქარაფის თავზე. ხელოვნური ფრთები ყალბ ილუზიას მისცემს ამ ადამიანს, რაც ბოლოს ცხვირის, ფეხის, კისრის და სხეულის სხვა ნაწილების მოტეხილობებით დასრულდება.
ადამიანს ან ბუნებრივად უნდა ჰქონდეს ფრთები, ან უნდა ააგოს სპეციალური მანქანები, რომლებიც ჰაერში აჭრის საქმეში დაეხმარება; გამომდინარე იქედან, რომ თანამედროვე ადამიანს ფრთები არ აქვს, სხვა ობიექტური საშუალება არ რჩება ვერტმფრენების, თვითმფრინავების დელტაპლანების და სხვა რამეების გარდა.
გაიხსენე მოსეს მაგალითი, რომელსაც არ ეღირსა ქანაანი, იმიტომ, რომ მონად იყო შობილი.
ისტორიაშიც ბევრია მსგავსი მაგალითი; გაიხსენე საფრანგეთის რევოლუცია 1789წლის.. მონებმა მოიპოვეს თავისუფლება და ზუსტად ოთხ წელიწადში საფრანგეთმა მიიღო მონსტრი იაკობინელთა მთავრობის სახით.
კაატინგა იკაროსის ფრთებია, რომლებიც ადრე თუ გვიან დადნება; ყველაზე საგულისხმო კი ისაა, რომ იკაროსის ფრთებისგან განსხვავებით, კაატინგას ინტელექტი აქვს.
მენდესას რაც შეეხება, რაც გინდა, ის დაინახე ამ გმირში, ბევრი ქრისტესაც კი ადარებს.
მოვრჩი შენთან კამათს, აზრი არ აქვს, შენ არ გესმის და მე მესმისო , მიმტკიცებ, მარა ვერ დამიმტკიცებ, იმიტომ, რომ შეუძლებელია ვინმეს, თვით ავტორსაც კი, ესმოდეს რომელიმე მხატვრული ნაწარმოები, მე კი უფლება მაქვს, ვფიქრობდე ისე, როგორც მეფიქრება.
მერე მაგიტომაც იყო, რომ....
მოგიყვე გინდა? თუ წაკითხული არ გაქვს, წაიკითხე და მერე ვისაუბროთ გეთაყვა : )) ჩემი უსაყვარლესი წიგნია და გათხოვო შემიძლია კიდეც : ))