ციტატა(ILI-100 @ Jan 13 2009, 02:16 PM)

იახლ ჯანღ ქურდულად შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტეიდ კარსე
"დანოში" ნისლი ისე შეიძლება შემოგეპაროს, რომ ჩაფიქრებულ კაცს, თავი სიზმარში გეგონება.
ციტატა
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებ
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე
ფიჭეხს რომ შეხედავ, გაცრეცილ ნანისლარს, მართლაც პირის დასაბანად იყენებს.
ციტატა
ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს
მზეს ამაღლალებდ უმტეროს თავზე
"გომეწრის" ხეობამ მალე იცის ჩამობნელება და "უმტეროდან" გამოსროლილი სხივები წერტილოვნად ანათებენ ზოგ ადგილებს(უნდა ნახო, ისე ვერ გადმოვცემ).
ციტატა
კოციკათ ყანას წყალქონდარას ვჰკრეფ
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე.
"ქონდარათი" შეზავებულ ხინკალს მანამ არ გასინჯავ, მანამდე ვერ მიხვდები, რატომ უნდა დაკრიფო ბევრი.

მანამ საქვაბეში ცხელ ალუდს არ დალევ, მნამდე ვერ მიხვდები, რომ ცუდი ხალხის დღეგრძელობა არ შეიძლება ამ სასმელით. მანამ გამთენიისას "გწყალობდესთ"-ს არ დაიძახებ, მანამ თუშური ცხენი ვაკე-შეღმართზე არ გაგიტაცებს, მანამ თუში ქალი ცეცხლთან გარმონს არ გაწელავს, მანამდე ვერ მიხვდები "ლაღი" ცხოვრება რას ნიშნავს და.... ბევრი რომ არ ვილაპარაკო:
ციტატა
"რაიოდ მეტა მამნატრებიხარ"
ეეეეეჰ!
საღოლ ილი კარგი თემა და მაგარი დასაწყისია