დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ეთნოგრაფია და ფოლკლორი
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
HOUSE M.D.
ესეც ასაკში...ზე კაცია...მაყურებლისკენ რომ იხედება, ეგ გამოხედვა მართლა უამრავი მსახიობის მთელს კარიერას ჯობს ჩემი აზრით smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=EiVF1X_hNc4...feature=related

http://www.youtube.com/watch?v=gvWLTM04IZk
ქართულს ასე ვერავინ ცეკვავს და ვერც იცეკვებს ჩემი აზრით...შესავალს არ ვიმჩნევთ biggrin.gif
anuchi
HOUSE M.D.

მაგ კაცის შვილის ცეკვაც ხომ არ დევს სადმე? smile.gif

მთელი ბავშობა ვერ ვიტანდი ამ კაცს და ეხლა ვნახე პირველად მისი გამოსვლა biggrin.gif biggrin.gif მართლაც მშვენიერი ყოფილა.. smile.gif
data
anuchi
ციტატა
მთელი ბავშობა ვერ ვიტანდი ამ კაცს

რას ერჩოდი? biggrin.gif

ციტატა
ეხლა ვნახე პირველად მისი გამოსვლა biggrin.gif biggrin.gif მართლაც მშვენიერი ყოფილა.. smile.gif

გენიოსია smile.gif

თავისი დროის საუკეთესო მოცეკვავე smile.gif

მსოფლიოში smile.gif

ბოიშ biggrin.gif
anuchi
data

ეტყობა მართლაც მასეა, ასეთ შემთხვევაში ვერ მოსთხოვ ადამიანს ოჯახს წესიერად მიხედე და შვილსო smile.gif


ციტატა
მსოფლიოში

ბოიშ


ოჰო.. ))


data
anuchi
ციტატა
ეტყობა მართლაც მასეა, ასეთ შემთხვევაში ვერ მოსთხოვ ადამიანს ოჯახს წესიერად მიხედე და შვილსო

biggrin.gif

ციტატა
ოჰო.. ))

ოჰო კი არა და ჰო tongue.gif

anuchi
data

ო ჰო smile.gif
HOUSE M.D.
anuchi
ციტატა
მაგ კაცის შვილის ცეკვაც ხომ არ დევს სადმე?

http://www.youtube.com/watch?v=kVlm6_WJEcs
აი ეს პატარა ნაწყვეტი, არ ჩანს აქ კარგად smile.gif

აი ჩემი აზრით საუკეთესო სად იყო პატარა სულაბერიძე smile.gif სოლოზე რომ შემოდის ყვითელთმიანი ბიჭი ეგაა smile.gif biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=gzoe7rFrekU...feature=related
anuchi
:თვალზეცრემლიმომდგა:

ციტატა
აი ჩემი აზრით საუკეთესო სად იყო პატარა სულაბერიძე სოლოზე რომ შემოდის ყვითელთმიანი ბიჭი ეგაა
http://www.youtube.com/watch?v=gzoe7rFrekU...feature=related


რა კარგია, აქ პატარაა ოღონდ .. smile.gif
anuchi
http://www.myvideo.ge/?video_id=137751

ბარემ ესეც იყოს.. ჩვენი ფორუმელია, სიბილა batting.gif
HOUSE M.D.
anuchi
ციტატა
რა კარგია, აქ პატარაა ოღონდ

ეგ კონცერტი დიდი ხნის კი არაა biggrin.gif მაქსიმუმ 2-3 წილის წინანდელია smile.gif
HOUSE M.D.
რუსთავის ყაზბეგურს რომ ვუყურებ და მერე სხვა ანსამბლებისას, ისინი პიდარასტები მგონიან biggrin.gif biggrin.gif არადა ეს რომ არ გქონდეს ნანახი სუხიშვილების ყაზბეგურსაც მაგრად მოაქვს, მაგრამ ეს სხვა სამყაროა tongue.gif
http://www.myvideo.ge/?video_id=296471
HOUSE M.D.
ეს დიადი წარსული smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=0emaApDymzg
HOUSE M.D.
საუკეთესო ტრიუკაჩები საქართველოში smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=cwF0KNyiuYo...feature=related
HOUSE M.D.
სუხიშვილების ერთადერთი ახალი ცეკვა რომელიც მომწონს biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=klEg0qB7pjs...feature=related
anuchi
ერთი კაი კონცერტის ნახვა მომინდა "ლაივში" biggrin.gif


თუ რამე იქნება მითხარი ჰაუს, რაც გვეხერხება მართლა გვეხერხება smile.gif
HOUSE M.D.
ძველი გურული ცეკვები

გურიის ყოფაში საცეკვაო ფოლკლორის საკმარისად მაღალ როლსა და სიმაღლეზე მიუთითებს ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს ეპოქამდე მოსულა. გურული საცეკვაო ფოლკლორის სტილური მახასიათებლები, რაც ჩვენმდე მოღწეულა, ორგანულად თავსდება რეგიონის საერთო ტენდეციებში, რადგან ძლიერ ნათესაობას ამჟღავნებს აჭარულ, მეგრულ, ქვემოიმერულ მასალებთან. ამიტომ ხშირად ჭირს იმის გამოცნობა, რომელს ეკუთვნის ესა თუ ის ცეკვა, მოძრაობა თუ ილეთები. ცეკვის სახეობათა მრავალფეროვნების განმაპირობებელი ფაქტორი თვითონ ხალხური ყოფის ნაირგვარობაშიც საძიებელი გურულების მგზნებარე ტემპერამენტი, ცოცხალი ბუნება, შრომითი პროცესების მრავალმხრიობა, ბრძოლა, გართობა, დასვენების მოთხოვნილება ხელს უწყობდა საცეკვაო პანტონიმის, რიტმულ მოძრაობათა ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპლექსებს. გურულ ცეკვათა სახეობრივი განსხვავებულობა სულ შესატყვისობაშია ყოფითი ცხოვრების მრავალმხრივ ხასიათთან. ამ ცეკვების უმთავრესი ხასიათი ცოცხალი იუმორი და დახვეწილი პლასტიკაა. არაერთი ქორეოგრაფი და მკვლევარი გამოთქვამს აზრს, რომ ასეთი ფოლკლორის შემქმნელ ხალხს აუცილებლად ექნებოდა სანადიმო, სადარბაზო, საზეიმო ცეკვები. აპ.წულაძე წერს : "და, მაშასადმე, გურულს მრავალგვარი მიზეზიც აქვს გაერთოს, ისიამოვნოს, ჯარში გაერიოს, თავი ისახელოს, მასზე სხვები ალაპარაკოს, ყველაზე მეტად კი ეს მას ეხერხება აღდგომის დღესასწაულებში."
აღდგომის ქრისტიანული დღესასწაული განახლების, ცხოვრების შეცვლის და უფრო გამოცოცხლების იმედთანაა დაკავშირებული. ამ დღესასწაულში გურული კაცი მთელი არსებით მონაწილეობს და მას ამაში ყველაფერი ეხმარება: სიმღერა, ცეკვა, ფანდურის დაკვრა, ლამაზების გულის აფორიაქება და სხვა. ეს ოლიმპიადისებური სანახაობაა. აპ.წულაძე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 6 გურულ ცეკვას აღწერს,
ესენია:
1 ფარცაკუკუ
2 კალმახობა
3 ფოთლით ცეკვა
4 მოკვლა - გაცოცხლება
5 მიმიკით ცეკვა
6 ფერხული


ცნობილი ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის ნაშრომებში ნათლად ჩანს, რომ სათანადოდ აფასებს გურულ ცეკვებს, რასაც ადასტურებს მისი აჭარასა და გურიაში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებული მასალები, სადაც წერს: " ყველასათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს საშიში ცეკვა ხანჯლებით, რაც, თუ არ ვცდები მხოლოდ გურიაში იციან." მოცეკვავეები ამ ცეკვის დროს საოცარ სიფიცხლეს იჩენენ. გურული "ხორუმის" არსებობის ფაქტი, არც დ.ბაქრაძესთან და არც აპ. წულაძესთან არ არის დადასტურებული. გამოჩენილი ქორეოგრაფები, მოცეკვავეები, თეორიტიკოსები: დ.ჯავრიშვილი, ავ.თათარაძე, ბ.დარახველიძე, ჯ.ბაგრატიონი, კ.მანჯგალაძე, ალ.ჯიჯეიშვილი, დ.უშვერიძე, ფრ.სულაბერიძე, ო.მხეიძე და სხვები.
ადასტურებენ, ტრადიციულად "ხორუმი" გურულ-აჭარულად იწოდებოდა. ასევე ცნობილია ლაზური "ხორუმიც". ამ ბოლო დროს კი ეს ცეკვა რატომღაც მხოლოდ აჭარულად იწოდება. ცეკვებს "ფარცაკუკუს" და "ფერხულს" ხალხური ქორეოგრაფიული რეპერტუარი, საკმაოდ კარგად იცნობს. რაც შეეხება დანარჩენთ, მათი გავრცელების არეალი, გურიის გეოგრაფიულ საზღვრებს არ სცილდება.
გურულ "ფერხულს" ძალიან უხდებოდა სასიმღერო ტექსტიც:
ეწერაში კახამბლები,
ზედ შეყურულა ქალები,
ზოგს მოკვდომია ქმარები,
ზოგს საყვარელი ძმანები,
ძმანების მომტირალებსა
ცრემლით სავსე აქვთ თვალები,
ქმარების მომტირალებსა
კიდევ სხვაზე აქვთ თვალები.


გურიაში ორ და უფრო მეტსართულიანი ფერხულიც სცოდნიათ. ამჟამად ეს ტრადიცია აღდგა, ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლ ”გურიის” მოცეკვავეები (ხელმძღვანელი რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ჯუმბერ დუნდუა) ორ და სამსართულიან ”ფერხულ-ფარცას” ასრულებენ. როგორც გიორგი სალუქვაძის ვირტუოზი აღზრდილები (ამჟამად ასაკში მყოფი მოცეკვავეები) ირწმუნებიან, გურული ”ფარცა” გაჯერებული იყო საფერხულო-საბრძოლო შინაარსის მოძრაობებით. ადრე ამ ცეკვებს მამაკაცები ასრულებდნენ, შემდეგ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. ამ ცეკვებში გამოიყოფოდა სამი ნაწილი, პირველი ნაწილი შედარებით წყნარია, მეორე უფრო რიტმულია, მესამე ტემპერამენტიანი.






”ფარცა-კუკუ” თავდაპირველად ქალთა ცეკვა ყოფილა (ამას გავეცანი გ.სალუქვაძის არქივში, რასაც ადასტურებს დ.ჯანელიძის ნარკვევიც ”ქართული თეატრის საწყისები”). ცეკვა სრულდებოდა წყვილ-წყვილად დაწყობილი ქალების მიერ. ისინი მუხლებს მოხრიდნენ, კაბას ლამაზად შემოიკეცავდნენ და ტაშის კვრითა და წამღერებით უვლიდნენ წრეს.

ხალხური გადმოცემების მიხედვით, ეს ცეკვა ყველაზე უძველესი ხეკვაა, თანაც ”ფარცა-კუკუს” თურმე გათხოვილი ქალები ასრულებენ უმეტესად. ვაჟები კი მხოლოდ ქალების გამოსაჯავრებლად ჩაებმებოდნენ. აპ.წულაძე ამ ცეკვას მოხდენილად უწოდებს ”ქართველ ამორძალთა ცეკვას”. ასრულებდნენ ჯერ ჩამჯდარ სახით, წყვილ-წყვილად. მასში მონაწილეობდა 2, 3, 4 და 10 წყვილი. მონაწილეები ერთდროულად ტაშს უკრავენ და წრეს უვლიან. ხდება თავდაპირველად ხელის ხელზე შემოკვრა, მერე ორივე მუხლზე, მესამე უკვე თეძოებზე-რბილ ადგილას. ჩამჯდარ მდგომარეობაში მღერიან კექსტს:
ფარცა კუკუ ფარცა დინა!
ყურსა სისხლი რამ გადინა!
ლაშქარს ვიყავ, დავიკოდე,
ყურსა სისხლი მან მადინა!
ზღვას გადავჭედ ნემსებითა,
ზედ გავიარ ჩექმებითა.

ცეკვა ყოფილა ვნებიანი , წყვილები ასრულებენ სხარტად, მოხდენილი მოძრაობით გაჯერებული.
“ფარცა კუკუ” მასიური ხასიათის ცეკვად გადაზრდილა. ახალგაზდები, წყვილ-წყვილად რამდენიმე კილომეტრის (დაახლოებით 4-5 კილომეტრის მანძილზე)
მიდიოდნენ ცეკვა-ცეკვით. ვინც იღლებოდა, წყვეტდა ცეკვას სცილდებოდა.
ხალხი ხუმრობდა: “ისე დეიღალენ ყურებიდან სისიხლი სდითო”. საფერხულო ტექსტიც სწორედ ამ ვითარებას ასახავს : “ყურსა სისხლი რამ გადინა”.
“ფოთლით ცეკვა “ პიპულარული ცეკვა იყო გურიაში. და როგორც ჩანს , ნაყოფიერების კულტიდან მოდის. აღდგომის მიმდევნო დღეებში ახალი კვირის დადგომამდე იკრიბებოდა 10-15 საცოლეთ შეღერებული ყმაწვილ კაცი.
შეარჩევდნენ მოცეკვავეს , რომელსაც შეამკობდნენ ფოთლებით. ქუდიც და ქამარ-ხანჯალიც ფოთლებისა უნდა ყოფილიყო. თუ მაყურებელი გამოიცნობდა მოცეკვავეს, ხომ კარგი? ხშირად გამოუცნოვი იყო ფოთლებით შემოსილი ბაჟის ვინაობა. მოცეკვავეები ყიჟინით შეაგდებდნენ წრის შუა ნაწილში ამ ვაჟს. ის თავდავიწყებით ცეკვავდა, გაიწევდა ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ეცეკვებოდა მისგან შერჩეულ მოცეკვავეებს. გოგოებსაც დააწიოკებდა, აკივლებული მიაწყდებოდნენ მწვანე ფალოსის დანახვისას აქეთ – იქით.
ბოლოს მიარწყდებოდნენ ამ ვაჟს ფოთლების ჩამოსაგლეჯად და ვინაობის ამოსაცნობად, მაგრამ ხშირად ეს მოცეკვავე ახერხებდა თავი დაეცვა და ტოლების დახმარებით წრიდან მაინც “მშვიდობიანად” გასულიყო.
სიცილის მარადიულობის, სიკვდილის წარმავლობისა და მისი დამარცხების იდეას გამოხატავდა ცეკვა “მოკვლა-გაცოცხლება”. ორი ვაჟი პანტომიმა მოძრაობით მიიცევენ ერთმანეთზე. ამ ორთაბრძოლის შედეგად ერთი ამარცხებს , “კლავს” მეორეს. წაკცეულს გულზე ხელებს დაუკრებს და მის ირგვლივ თითქოს “გახარებული” თანაც ამოწმებს მკვდარია თუ ცოცხალი. ასე გგონია , რომ ფეხებთან მკვდარი მოწინააღმდეგი წევს. თავთან უდგამს საკურთხს, გარს უვლის, ხანჯალს ამოიღებს და უტარებს შელოცვილს რიტუალს თან ხანჯალს “მიცვალებულს ” სიბრტყით სცემს. “მკვდარი” ჭაბუკი ცოცხლდება , წამოდგება. გახარებულები გადაეხვივნენ ერთმანეც და ცეკვას აგრძელებენ. თითქოს უმორიც მძლავრობს და /უმანიზმიც ერთგვარ სილაღეს იჩენს.
“მიმიკით ცეკვა” სახუმარო პანტომიმის ნიმუშია. აქაც ორი ვაჟი ცეკვავს. ხელების, ფეხებისა და მთელი ტანის მოძრაობით აჯავრებენ, ეხუმრებიან ერთმანეთს. თეატრალუ-კომედიური საწყისი ამ ცეკვაში აშკარა არის.
ცეკვა “კალმახობა” ასევე აღადგინა გიორგიმ სალუქვაძემ. თუ ადრე ამ ცეკვას ვაჟები ასრულებდნენ, ახლა გოგონებიც ჩაერთო. ცეკვა სრულდებოდა ცოცხლად, ექსპრესიულად, ყველა მოცეკვავე გოგონას არ შეეძლო ამ ცეკვის რთული ილეთების შესრულება, თუ განსაკუთრებული სისხარტე და პლასტიკა არ ჰქონდა.
გარდა “ფერხული ფარცისა”, “გურული ხორუმი”-ც, და” კალმახობისა” ამ ქორეოგრაფმა აღადგინა “ინგილოურიც”.
გურული ცეკვები პირველად დაიდგა და აღდგა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში,რომელიც შესრულდა ქართული კულტურის დეკადაზე მოსკოვში, გიორგი სალუქვაძეს ხელმძღვანელობდით.

http://www.youtube.com/watch?v=8F3zBdScHis ესეც ფარცა smile.gif

ესეც ფარცა-ხორუმის მუსიკა smile.gif ცოტა თანამედროვე ინსტრუმენტებით tongue.gif
http://allshares.ge/download.php?id=56ABD0BB52
HOUSE M.D.
გურული ჩაცმულობა

ჩაცმულობა - ბაშლუყი ანუ გვაბანაკი, ქართულად ყაბალახი და ნაბადი.

ყაბალახი დამზადებულია ადგილობრივი წარმოების აბრეშუმისგან დარაის თეთრი ქსოვილისაგან. აბალახს გურიაში ორივე სქესის წარმომადგენლები ხმარობენ.

ნაბადი დამზადებულია შავი ფერის მატყლისგან. ნაბადი როგორც ვიცით ქართული ხალხური სამგზავრო ტანისამოსის აუცილებელი რაციონალური კომპონენტია. ის განუყრელი იყო მწყემსისთვის, მგზავრთა თუ მხედრისთვის.იცავდა დარსა თუ ავდარში, ღია ცის ქვეშ შემოღამებულს და ზოგჯერ ლოგინის მაგივრობასაც უწევდა. ცხენოსანს ის მუდამ უნაგირზე ჰქონდა ამოკრული, მისთვის და მისი ცხენისთვის ნაბადი სათბურიც იყო და მცხუნვარე მზის მფარველიც.




დანარჩენი ხვალ, წავედი ახლა შუა ქალაქს ვუყურო tongue.gif
HOUSE M.D.
ესეც გურული სიმღერები smile.gif რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს ისინი ავარჩიე...რაც მთავარია "სისონაი დარჩია" და "ხასანბეგურაა" შესული

სისონა დარჩია აბრაგი იყო, გურული თუთაშხია და მისი ამბავია მოყოლილი სიმღერაში

"ხასანბეგურა-ს" რაც შეეხება, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ორი ძმა იბრძოდა სხვადასხვა მხარეს და მათი ისტორიაა შესანიშნავად გადმოცემული smile.gif
"რადგან ჩემი ძმა იყო
ბოლოს მაინც მე დავმარხე" და ა.შ. smile.gif

http://www.link.ge/file/317795/New-Folder.rar.html

data
HOUSE M.D.


გაიხარე smile.gif
HOUSE M.D.
data
გურული ხომ არ ხარ? tongue.gif
data
HOUSE M.D.

არა smile.gif
data
ციტატა(HOUSE M.D. @ Apr 7 2010, 04:42 PM) *
ესეც გურული სიმღერები smile.gif რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს ისინი ავარჩიე...რაც მთავარია "სისონაი დარჩია" და "ხასანბეგურაა" შესული

სისონა დარჩია აბრაგი იყო, გურული თუთაშხია და მისი ამბავია მოყოლილი სიმღერაში

"ხასანბეგურა-ს" რაც შეეხება, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ორი ძმა იბრძოდა სხვადასხვა მხარეს და მათი ისტორიაა შესანიშნავად გადმოცემული smile.gif
"რადგან ჩემი ძმა იყო
ბოლოს მაინც მე დავმარხე" და ა.შ. smile.gif

http://www.link.ge/file/317795/New-Folder.rar.html


აქეთაც იყოს smile.gif
HOUSE M.D.
ჩაკრულო

ქორწილია და ქორწილი,
მტერსაც ნუ გაუხარია,
შემოვძახოთ და ჩავკოჭოთ,
ჯამს პირქვე დაუხარია!
თორემ უღვინოდ სიმღერა
ყოველი, ძალზე მწარეა,
კახური გინდ სვა თუნგითა,
უხმოდ მახოხზე მდგარეა.

”მაყრული”, იგივ ”ჩაკრულო”,-
ორივე თანასწორია,
გაღმა-გამოღმა ცხოვრობენ,
გზა არც თუ ისე შორია.

ხმა აუწიე, აუკარ,
თან ჯამი დააყოლეო,
მხარი მხარს ამოუყენე,
ერთმანეთს დაატოლეო!

არ მოადუნო, ჩაჰკოჭე;
ჩააკარ, ჩაახარატე; ხმა აუკიდე ისე, რომ
არ იყვნეს დუნე, არც მკვახე!

ეგებ წლის თავზე ამ ოჯახს
ხუნდმა დაუწყოს ღუღუნი;
დიდედა აკვანს არწევდეს,
პაპა კი ზღაპარს დუდუნით
შვილიშვილს უჩურჩულებდეს,
ღიმილით, არა წუწუნით!

ქართლს ”ჩაკრულო” არ უხდება,
”მაყრული” მისი წესია;
მოხუცი იმას მოიმკის,
რაც სიყრმით დაუთესია,

ეს მამა-პაპით ნათქვამი
სიმღერა ორივესია;
ამაზე შეცილებაო
მახვილზე უარესია!




-”ჩვენ გახლავართ სოფ. საბუედან, -ამბობს ძალზე მოხუცებული ისაკა ძიმისტარელი. -ჩვენი გვარის კაცი თუ ქალი სიმღერის მოყვარული იყო. მე, სიმღერის გარდა, ვჭიდაობდი კიდეც. ნადირობისათვის ხომ სული მიმდიოდა. ხეტიალიც მიყვარდა. მოვლილი მაქვს მთელი ქართლი. ბაკურიანსა და ბორჯომში ბევრჯერ ვყოფილვარ. პირველი მილიციის ჯარში ჩავეწერე ჯერ ისევ პირღინღლიანი ბიჭი. შემდეგ ქართლში, სოფ. ზერტში ბიჭად ვემსახურებოდი მებატონე ქარსიძის ოჯახს. დედაჩემი გაუცვნია მამაჩემს ლეკებთან ტყვეობაში. ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ბოლოს ერთი მეგობარი ლეკის დახმარებით მამაჩემს მოუხერხებია დედასთან ერთად გამოპარვა.

სოფელში რომ მოუყვანია, მთელი გლეხობა გადარეულა დედაჩემის სილამაზით. მაშინვე რჯული გამოუცვლია და სულ მალე ისე შეუსწავლია ქართული ლაპარაკი და წერა-კითხვა, რომ სოფლის გოგოების ოსტატიც კი გამხდარა. მეც დედაჩემისგან ვიცი, რაც ვიცი. მაშინ ცხვრის ან ძროხის ბეჭზე ვწერდით. დედას საუცხოო ხმა ჰქონდა, როცა აკვანს მოუჯდებოდა, ისე ტკბილად დამღეროდა, რომ ხალხი, მეზობლები, გაოცებაში მოჰყავდა.”

ჩვენი სიმღერები ძალზე მოსწონდა. მეც მის შემდეგ შემიყვარდა სიმღერები. მისი ზღაპრების თქმით ბავშვები ვერ ვძღებოდით. ახლა, შვილო, აბა რაღა ხმა შემრჩებოდა. აი დედასა! ერთ დროს კარგ მომღერლად ვითვლებოდი... ”მრავალჟამიერი” და ”ჩაკრულო” ორივე ძალზე მიყვარდა. მთელი დღე რომ მემღერა, არ ვიცოდი თუ რა იყო დაღლა. ახლა ასს გადავაბიჯე. ჯერ ავადმყოფობა რა არის არ ვიცი.

ჩვენმა ოჯახმა ბევრი სიმღერა იცოდა. ყველაზე ძალიან ”ჩაკრულო” გვიყვარდა. ჯერ მამაჩემი დაიწყებდა, საწყალს მაღალი, კირკიტა ხმა ჰქონდა, მაგრამ მე უფრო გამძლე ვიყავი. ლადა (მამაჩემის სახელია) მიღებული კაცი იყო თავისი არაჩვეულებრივი ჯან-ღონითა და კარგი ხმით. როცა ურემზე ჩალას, თივას ან სხვა საპალნეს დავუდებდით, მამა გადმომძახებდა: კარგად ჩააკარი, შვილო, თოკითა, თორემ, დადებული გიმტყუნებს და ხალხი დაგვცინებსო: ეს როგორი გლეხები არიან, ურემზე დადებული ეფუცკნებათ. როგორც ”ჩაკრულოს” უნდა ძლიერი და მჭექარე ხმა, ისე ურემზე დადებულს არ მოსჭარბდებაო”.

გულმა არ გამიძლო და მოხუცს შევეკითხე: უკაცრავად, ბიძაჩემო, მაშ ”ჩაკრულო”, ჩაკრულს, გალასტულს, ჩაბოჭილს, ჩაკოჭილს ნიშნავს-მეთქი?

”ებე, ებე, ე რამდენი სიტყვა მითხარი შვილო. ერთი ეს მიბრძანე, სადაური ბრძანდები, მგონი ქართლიდან უნდა იყვე, რადგან ეგ სიტყვები იქ, ქართლში, ხშირად მსმენია იქ ყოფნის დროს.”

მე თავი დავუქნიე. მოხუცი გაიღიმა. ჩვენს გარშემო ხალხმა თავი მოიყარა და გარინდებული ყურს უგდებდა ენატკბილ მოხუცს. მოხუცი ცოტა შეიშმუშნა, ხალხს თვალი გადაავლო და დაიწყო:
”მე საბუედან წამოველ,
წნორის წყალს შევდგი ფეხია;
ერთი ყმაწვილი შემომხვდა,
მის სიტყვა იყო მეხია.

მეც ჩემებურად ვუთხარი,
თუმცა ვარ ხნითა ბეხია;
მკითხა ”ჩაკრულო” რა არის,
ან სად აიდგა ფეხია.

რაც კი მამიდან ვიცოდი,
გავჭიმე როგორც ვერხვია; რაც მითქვამს, არ მომიღრიცავს,
გვერდზე არ გადმიგრეხია.

”ჩაკრულო” ჩაკრული არის,
წნელით, ან მოკლე ღვედითა,
ან არტახებით, ან თასმით -
არ იბორძიკოს შვებითა.

ხმას გასაქანი მივეცი,
გაინავარდოს ნებითა;
სადაც კი უნდა, ჩაჰკარი,
ლექსი არ უნდა სხვეპითა!”



აქ მოხუცი შეჩერდა. ჩიბუხი გატენა, გააჩაღა, ცოტაც შეისვენა. ზოგიერთ იქ მყოფს ეგონა, ალბათ ლექსი დაავიწყდა, იმიტომ შეჩერდაო. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ღიმილით გადმოსძახა: -ე, ბიძია! საფანელი შემოგაკლდა, რომ გაჩერდი? მოხუცმა ჩიბუხი ცერით დატკეპნა, მასაც გაეღიმა და განაგრძო:

”იმდენი საფანელი მაქვს,
გატენავს სამ-ოთხ ბეღელსა;
ვერ აიკიდოს ვერც ერთი,
გინდ მისცე ზერტელ-ჭეღელსა”.

ამ დროს გაისმა მატარებლის გასვლის ზარის ხმაც. ყველანი ფაცი-ფუცით წამოვხტით, მივაშურეთ მატარებელს. მოხუცთან მოვარდა ერთი დარბაისელი ქალი, წაავლო ჩვენი მობაასის ბარგს ხელი და თითქოს გაჯავრებულმა წამს გაიტაცა როგორც ბარგი, ისე მოხუცი. –”დაიცა, დედაკაცო, ე მეხივით რომ მეცი, იმ ყმაწვილს გამოვემშვიდობო მაინც”. -ქალმა მოხუცს ყური არ ათხოვა და მიაშურა მატარებელს. მოხუცმა მაინც მოიბრუნა ჩემსკენ პირი და სალამი მომცა - გამომემშვიდობა. მეც სიამოვნებით ვუპასუხე და მივაკითხე მატარებელში ჩემს ადგილს. ცოტა ხნის შემდეგ, ერთმა ჭაღარაშერეულმა კაცმა, რომელიც ჩვენს ლაპარაკს უსმენდა, ჩაალექსა:
”ძიმისტარაანთ ისაკა
მომღერალ ლადას შვილია;
მთელ სოფლის დეკანოზია
არ ეკიდება ძილია...

ახალგაზრდობას ყოფილა
მონადირე და გზირია,
სიკვდილმა თვალი არ მოჰკრა
შიშისგან გადაირია.

ტკბილად დაბერდა ისაკა
მძივებადა აქვს კბილია,
ძველი ამბების ბეღელი,
მოლაპარაკე ტკბილია.
ასეთი არის ისაკა,
მომღერალ ლადას შვილია!

ბიეთიდან წამოვიღე
ერთი საძნე რცხილის შეშა
მერჯუხევს რომ მივატანე,
ღრანტემ თვალი გამიშეშა.

ნიაღვარს დაეხრა გზები,
უბე ძალზე ქანაობდა;
თვლები ლაფში იფლობოდა,
რუ კი ხრამში ჭენაობდა!

ყევარში მოზვრები მება,
ურმის თავში ნიკორები:
რუმბისავით დატუკნული,
ნანახი ჰქონდათ ეს გზები!
ერთგან უბე გადიღრიცა,
ვთქვი, გადაბრუნდა ეს იყო,
ჩასაკრავი გაწყვეტილა,
წნელი ღერძზე აღარ იყო!

გავაჩერე, წნელი მოვჭერ,
დავგრიხე და ჩავაკარი,
უბე ჩავკოჭევი, ღერძზე
ჩავაწანი, როგორც ძარი!

დავივაკე როგორც იყო,
სამშვიდობოს გამოვედი;
შენი ჭირიმე ჩაკრულო
რომ პირნათლად გამოხვედი!

როცა ტყეში ურმით წახვალ,
უბე წრეს რომ არ გადასცდეს,
ყველაფერი გაასწორე,
ჩაკრულიც არ დაგავიწყდეს!

ჩაკრულო ყველგან გაამებს,
ტყის გზაზე თუ ქორწილშია,
ყველგან ხიფათს გადარჩები,
ხმა გაიწვრთნას ჭიდილშია!

მარაგია, როგორც რკინა,
რიხიანი, ეშხიანი;
ხმაც ისეთი უნდა გქონდეს,
გინდაც იყოს ლაშიანი!”



ჩვენი აზრით, აქ ნახსენებ ”ჩაკრულოში” ნაგულისხმევია ქართლ-კახური სიმღერა, თუ ზემოთ მოყვანილ სიტყვებსა და აზრს დავუკვირდებით, ”ჩაკრულო” ნიშნავს: მაგარს, საიმედოს, რიხიანს, ეშხიან სიმღერას, რომლის მღერა მოითხოვს მაღალი და რიხიანი ხმის მქონე მომღერალს. სინამდვილეშიც ”ჩაკრულო” ასე იმღერება.

http://www.link.ge/file/318182/Rustavi---Chakrulo-1.mp3.html
როგორც იცით, ეს მართლაც შეუდარებელი სიმღერა კოსმოსშია გაშვებული და ეს სწორედ იმ ვერსიის გადმოსაწერი ლინკია, რომელიც კოსმოსშია გაშვებული smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=6wJ-X-PcIZw
ესეც ერისიონის შესრულებით, მართალია მთლად "რუსთავის" დონეზე არ გამოსდით, მაგრამ საკმაოდ კარგი შესრულებაა მაინც smile.gif
N!ncho
ერთი პატრიოტული პოსტიც ჩავაგდოთ wink.gif

სვანეთში გავრცელებული საფერხულო


თამარ დედფალ
სვან.


ო, ხიადულ, თამარ დედფა'ლ
ჩინ მაჩენე თამარ დედფა'ლ!
ფა'თვა'რ ჯაგა'ნდა ყვა'რყვლაი,
თერა'ლ ჯისგურდა გიშრიშე,
შდsქა'რ ჯადდა მარგალიტიშე.
სგაშხან ჯაქუდა ატლასე,
ქა'მშხან ჯაქუდა აბჯარე,
ჭsშხას ჯასდანდა, ო, ჩექმარე,
თხუმას ჯა'განდა ზურჩია.
ჩაჟილი ჯეყად ქვიშმამ ფერიშ,
ჰsნგრილ ჯაგანდა, ოჲ, ლsშკა'დი,
ჰა'ღვირ ჯისდა'ნდა ლუნცროვე,
მა'დრა'ჴ ჯუღვა'ნდა ოქვრა'ში,
თამარ დედფა'ლ, თაჲამარა'ლსი!
ჩიდ მაჩვენე თაჲამარა'ლსი


თამარ დედოფალო
ქართ.


ო, სიხარულო, თამარ დედოფალო,
ყველაზე უკეთესო თამარ დედოფალო!
თმები გქონდა ("გედგა") ხუჭუჭი,
თვალები გეჯდა გიშრისა,
კბილები გქონდა მარგალიტისა.
შიგნით გეცვა ატლასი,
გარეთ გეცვა აბჯარი;
ფეხზე გეცვა, ო, ჩექმები,
თავზე გედგა ზუჩი.
ცხენი გყავდა ქვიშისფერი,
უნაგირი გედგა, ოჲ, მოჭედილი,
აღვირი გედვა მოვერცხლილი,
მათრახი გქონდა ოქროსი,
თამარ დედოფალო, თამარს,
ყველაზე უკეთეს თამარს!


s - სადაც შეგხვდებათ შებრუნებულად იგულისხმეთ biggrin.gif (რაღაც ახალი ასო აღმოვაჩინე)

P.s. ისე სვანურის ცოდნა არ მაწყენდა batting.gif

N!ncho
ასეთი ჩამკვდარი უნდა იყოს ეს თემა, ჩვენი ფოლკლორის "გადამკიდე"?!

სისა თურა rock.gif


ოქოთომეს მუ გოკოდუ,
სი ეშმაკი ჭიჭე ტურა!
ღორონთქ ვაგაჭყორასუ დო,
ქოთომეფი ვაკომჭკუმა.

სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!
სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!

მუმული დო დადულეფი
არძო გალე ქიგლოულა,
კარი ქუდორსქილადუნო,
ახავაი სქანი ღურა.

სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!
სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!

ბორო ოსურ, ბორო, ბორო!
ყვარილ მიდეღუო მორო
აშო ვაწმაძირა თოლო,
ხოლო იძიცანქო მორო?

სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!
სისა, სისა, სისა მურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!

უშარეთუ გამნოფჩირთი,
ხაზეიკა ვადმენდურა,
ქოთომეფი ბრელი ნორუვე,
ართი-ჟირცჷ მიდეპუნა.

სისა, სისა, სისა მურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!
სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!

ომბოლი ტყას მითვოხექჷ,
დიდა ვაპუნცჷ დო მუმა,
შქირენულო გილოურქუ,
მუთუნი ვამიჭკუმუ ღუმა.

სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!
სისა, სისა, სისა მურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!

ტყურა ყაზახ, ტყურა, ტყურა,
სახოს ვარე ჭიჭე ტურა,
ტყურა ყაზახ, ტყურა, ტყურა,
ღორებაშენი ვადმენჷდურა.

სისა, სისა, სისა მურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!
სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!

სისა, სისა, სისა ტურა,
ვაგუტუა, ვადოღურა!
სისა, სისა, სისა მურა,
ღორებაშენი ვადმენ’დურა.


ესეც კლიპი

სისა ტურა

სოფო ტოროშელიძე & ნათია მიქაძე


ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.