თბილისი
მოკლე ისტორია
ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვოვნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით — თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი — წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისის თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.
ცნობილი თბილისელები
* ნინო ანანიაშვილი - პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
* პაატა ბურჭულაძე - ოპერის მომღერალი
* არამ ხაჩატურიანი - კომპოზიტორი
* ივანე ჯავახიშვილი - ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი
* კოკაი (ლევან ცაგურია) - სუმოისტი
* გია ყანჩელი - კომპოზიტორი
* საიათ-ნოვა - მომღერალი, პოეტი
* სერგო ფარაჯანოვი - კინორეჟისორი
* ვახტანგ ჭაბუკიანი - მოცეკვავე და ქორეოგრაფი
* ქაქუცა ჩოლოყაშვილი - ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო: wikipedia ვრცლად თბილისის შესახებ: more ვრცლად თბილისის შესახებ (ინგლისურ ენაზე more
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ქუთაისი
მოკლე ისტორია
ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია მას ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი - ხელმწიფე კრეტაზე და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას. VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. 978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. 1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (1489-1810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია.
ცნობილი ქუთაისლები
აიეტი - კოლხეთის მეფე
ბაგრატ III - მეფე 975-1014 წლებში
გიორგი I - მეფე 1014-1027წლებში
ბაგრატ IV - მეფე 1027-1072წლებში
გიორგი II - მეფე 1072-1089წლებში
დავით IV(აღმაშენებელი) - მეფე 1089-1125წლებში
ნიკოლაძე, ნიკო - გამოჩენილი მეცნიერი
ფალიაშვილი, ზაქარია - კომპოზიტორი
ბალანჩივაძე, მელიტონ - კომპოზიტორი
ანჯაფარიძე, ვერიკო - მსახიობი (სოფიკო ჭიაურელის დედა)
ვასაძე, აკაკი - მსახიობი
ნიკოლაძე, იაკობ - მოქანდაკე
კაკაბაძე, დავით - მხატვარი
რაჩკევიჩი, ვლადისლავ - First president of the Polish government-in-exile (1939-1947)
საკანდელიძე, ზურაბ - კალათბურთელი ოლიმპიური ჩემპიონი
ქორქია, მიხეილ - კალათბურთელი ოლიმპიური ჩემპიონი
ხახალეიშვილი, დავით - ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში
აფხაზავა, თეიმურაზ - მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში
ძოძუაშვილი, რევაზ - ფეხბურთელი,1996 წლის მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელი
ქორქია, ოთარ - კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი
მელუა, ქეთი - მომღერალი
ჩიბურდანიძე, მაია - მოჭადრაკე
ბურჯანაძე, ნინო - პარლამენტის თავმჯდომარე (ყოფილი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო: wikipedia ვრცალად ქუთაისის შესახებ (ქართულ ენაზე more ვრცლად ქუთაისის შესახებ (ინგლისურ ენაზე more
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბათუმი
მოკლე ისტორია
ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს "თამარის ციხეს" უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.
ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი ქართლს შეუერთა.
ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII საუკუნის დასასრულს - XIV საუკუნის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს - ბედიანებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელოა. 1547 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1564 წელს როსტომ გურიელმა დაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა.
1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. ბერლინის ტრაქტატით (1878) ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
ცნობილი ბათუმელები
ვალერი მელაძე, - მომღერალი
ფიოდორ იურჩიხინი, - კოსმონავტი
სოფო ხალვაში, - მომღერალი, ევროვიზიის პირველი მონაწილე საქართველოდან 2007 წ.
ნინო ქათამაძე, - მომღერალი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო: wikipedia ვრცლად ბათუმის შესახებ (ქართულ ენაზე more ვრცლად ბათუმის შესახებ (ინგლისურ ენაზე more
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვანი
მოკლე ისტორია
ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატური გათხრები. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამ. ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.
ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
ძვ. წ. VI-IV სს. და
ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.
პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.
ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.
ცნობილი ვანელები
გალაკტიონ ტაბიძე - პოეტი
ტიციან ტაბიძე - პოეტი
კორნელი კეკელიძე - მეცნიერი,ფილოსოფოსი
გიორგი ნაფეტვარიძე - მწერალი
გიორგი ძიგვაშვილი
კარლო ინასარიძე
ოთარ ლორთქიფანიძე - არქეოლოგი
კარლო საკანდელიძე - მსახიობი
გურამ ბზვანელი - კომპოზიტორი
სერგო ამაღლობელი
ნიკოლოზ აგიაშვილი
ლადო სულაბერიძე - პოეტი
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კალისტრატე (ცინცაძე)
შაბთაი ცური (შოთა ცოციაშვილი)
კალისტრატე გაბუნია
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო: wikipedia ვრცლად ვანის შესახებ (ქართულ ენაზე more ვრცლად ვანის შესახებ (ინგლისურ ენაზე more
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
p.s. საქართველოს ისტორია უნდა იცოდეს ყველამ,პატივს სცემდეს ჩვენს წარსულს და უყვარდეს!!!
მოგვიანებით დავდებ სხვა ქალაქებისა და რეგიონების ისტორიას!
-------------------


















