დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: HARRY POTTER
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 134, 135, 136, 137, 138, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 150, 151, 152, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166
გიგლემა
drakulas_bidzash...
ციტატა
რეივენქლოელია ეგ...

მაგის რეივენქლოელობა რა ვთქვი მე dry.gif
გიგლემა
2 შელოცვას ერთმანეთზე ვერ აბამს : D
=SYD=
მოიდა ზურაბა biggrin.gif
drakulas_bidzashvili
=SYD=
ციტატა
მოიდა ზურაბა



წადი შე სქვიბო... biggrin.gif
natalia_granger
haha dadga tkveni agsasrulis dge slizerinelebo ? biggrin.gif:D:D:D <<es xumrobit kudma gripindoreli xaro smile.gif smile.gif smile.gif mec movedi mimigebt?
სტუმარი
ეეე რა სად ხართ? ნუთუ დაცარიელდა ჰოგვორსტის დერეპნები ვაიმე მისის ნორისი ohmy.gif
Catherine
ეჰ ჰარი ჰარი smile.gif
natalia
me natalia_grangeri var da imit vegar shevdivar
natalia
აკციო ნაწერები ! უფ ამდენს რა წაიკითხავს
ronnie james dio
სქვიბი რომელი ხარტ ?
Catherine
ronnie james dio
ციტატა
სქვიბი რომელი ხარტ ?

რა შეურაცხყოფას გვაყენებ ამ ჯადოქარ ხალხს?



სნეიპი უბრალოდ შეუდარებელია wink.gif
drakulas_bidzashvili
ronnie james dio
ციტატა
სქვიბი რომელი ხარტ ?



რეივენქლოელებში იკითხე ეგ... biggrin.gif

და სლიზერინელებშიც გამოერევა ერთი სამი... biggrin.gif
Tom Sawyer
ციტატა(drakulas_bidzashvili @ May 1 2009, 10:55 AM) *
და სლიზერინელებშიც გამოერევა ერთი სამი... biggrin.gif

ვიზე რას იძახით?? მუქსისხლიანები ხართ ყველანი.. tongue.gif tongue.gif tongue.gif
და ისე, სქვიბებს კლუბი არა აქვთ, ჰოგვორტსში სქვიბებს არ იღებენ.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
voldemort
ციტატა
ჰოგვორტსში სქვიბებს არ იღებენ..


სასწავლებლად არა, მაგრამ სამუშაოზე აყვანა შესაძლებელია smile.gif
okiam ermutsem
ronnie james dio
ციტატა
სქვიბი რომელი ხარტ ?

მრიკააbiggrin.gif (ჰელენი) biggrin.gif
drakulas_bidzashvili
Tom Sawyer
ციტატა
ვიზე რას იძახით?? მუქსისხლიანები ხართ ყველანი..
და ისე, სქვიბებს კლუბი არა აქვთ, ჰოგვორტსში სქვიბებს არ იღებენ..



მაიცა რა პრეტენზია გაქვს ჩემ მუქსისხლიანობასთან??? biggrin.gif
შენც არ მყავდე რა მერლინის პირდაპირი შთამომავალი... biggrin.gif


სასწავლებლად არა მარა სქვიბებს რომ ჯადოქრობა შეეძლოთ სლიზერინელები იქნებოდნენ... biggrin.gif
anuchi
ჰარი პოტერის თუა ერთი ნარუტოს თემა არ უნდა იყოს.. უგენიალურესი ანიმეა, მარა აქ არავინ უყურებს dry.gif

ხო და ისაა.. თავიდან ვერ ვიტანდი და ბოლო დროს სნეიპი შემიყვარდა biggrin.gif


პს. ყველამ უნდა იცოდეთ წესით მარა მაინც გეტყვით: http://harrypotter.ge/ cool.gif
nelka
anuchi

ნანახი მაქვს პირველი 100 სერია,მეტი ვერარ გავქაჩე smile.gif
anuchi
nelka

მე ძალიან მიყვარს ეგ ანიმე და ყველა პერსონაჟი.. როგორც თქვენ ჰარი პოტერი unsure.gif

ციტატა
მეტი ვერარ გავქაჩე


sad.gif
drakulas_bidzashvili
ჩემ შემდეგ ვინც დაპოსტავს დუელში ვიწვევ... biggrin.gif

აბა ისე არავინ მედუელებით და...
=SYD=
drakulas_bidzash...
ინსენდიო!
drakulas_bidzashvili
=SYD=
Petrificus Totalus!


დაჟე ლათინურად... biggrin.gif
=SYD=
drakulas_bidzash...
იყოს ლათინურად.
Finite Incantatem !
drakulas_bidzashvili
=SYD=


Reducto!

პირადად შენთვის... smile.gif
=SYD=
drakulas_bidzash...
Expelliarmus !
მიყარე ეხლა კაკალი
drakulas_bidzashvili
=SYD=
Impedimenta!

უი შენ ხომ ბოგარტი ხარ... biggrin.gif
ხოდა Riddikulus!
=SYD=
drakulas_bidzash...
Levicorpus ! tongue.gif
drakulas_bidzashvili
=SYD=
ციტატა
Levicorpus !



რა? გონი რომ თავდაყირა ვერ შეგილოცავ... biggrin.gif

Imperio!

აბა ახლა დროზე გამასწორე და დამსვი... :^)


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
=SYD=
drakulas_bidzash...
Liberacorpus - ჯანდაბას შენი თავი. ამოისუნთქე ჰა ცოტა.
drakulas_bidzashvili
=SYD=

ჰააა მოვიპოვე შენზე ძალაუფლება!

აბა ახლა დააგდე ჯოხი..

ან არა...

მომეცი ხელში!
@freya@
ვინგარდიუმ ლევიოსა
=SYD=
drakulas_bidzash...
Langlock ! მოკეტე ეხლა და მიყურე კარგად.
Muffliato ! შაკიკს მოგანატრებ
drakulas_bidzashvili
=SYD=


ელაპარაკე რეგვენსა ცერცვი აყარე კედელსა... biggrin.gif

სხვანაირადაც ვიცი თუ გინდა სკაიპში გეტყვი... biggrin.gif
=SYD=
ციტატა
სხვანაირადაც ვიცი თუ გინდა სკაიპში გეტყვი... biggrin.gif

თქვი.
თუმცა რას იტყვი ენა გაქვს სასაზე მიკრული tongue.gif
drakulas_bidzashvili
=SYD=


ლეგილიმენს!



საცოდაო, ისევ???
=SYD=
Mobilicorpus !
ეხლა ილოცე რომ ხელი არ ამიკანკალდეს თორემ დარხეული გაქვს laugh.gif
drakulas_bidzashvili
=SYD=


დაიცა მირეკავენ...


blink.gif
=SYD=
ციტატა
დაიცა მირეკავენ...

:ხელისგაქნევატელეფონისკენ:
მიდი უპასუხე
okiam ermutsem
ძილის შელოცვა არ იციით?sad.gif მეძინება და ვერ ვიძინებ biggrin.gif
drakulas_bidzashvili
okiam ermutsem


სლიპ!


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
BELL
ციტატა(okiam ermutsem @ May 6 2009, 03:35 AM) *
ძილის შელოცვა არ იციით?sad.gif მეძინება და ვერ ვიძინებ biggrin.gif



აუ რა კაი რამეა biggrin.gif
=SYD=
ციტატა
ძილის შელოცვა არ იციით?sad.gif მეძინება და ვერ ვიძინებ biggrin.gif

იაააააავნანა biggrin.gif
gerda
ეს facebook ის ტესტები გადამრევს რაა biggrin.gif

You are Voldemort. You long to be in control. You are power hungry with no real friends. You think that showing emotion is a sign of weakness. You are extremely intelligent and very talented in your line of work. If you weren't so evil, you could be truly great!
biggrin.gif biggrin.gif
drakulas_bidzashvili
gerda


მომეცი ერთი ლინკი... biggrin.gif
gerda
drakulas_bidzash...
არ ვარ ეხლა სახლში და რო მივალ დაგიდებ smile.gif
Catherine
ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერი ანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში


„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

„ახმაურდა „ბაბა-იაგა“, დაიყვირა, ჩაჯდა როდინში და გოგონასაკენ გაქროლდა. ილთაქვით მიერეკება, ცოცხით ნაკვალევს შლის...“
ხალხური ზღაპარი

არასრულწლოვანი პოტერომანები ინტერნეტსაიტებში აწყობენ დისკუსიებს და იწერება რეკომენდაციებიც თუ „როგორ ვებრძოლოთ იმ მშობლებსა და პედაგოგებს, ვინც ამ წიგნის წაკითხვას გვიშლის“!

ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, მან იცის, რომ ეს მუქარა ღრმად სერიოზულია და ბავშვის პროტესტის ცნობილ გამოვლინებებს: გაბუტვასა და პატარა მუშტების დაყრას მეტისმეტად სცილდება!

რამდენიმე ციტატა წიგნიდან: „გვიანობამდე სწავლობდნენ, იმეორებდნენ ურთულესი წამლების შემადგენლობას, იზეპირებდნენ ჯადოსნურ სიტყვებს და შელოცვებს, იმახსოვრებდნენ უდიდეს აღმოჩენათა თარიღებს, გობლინთ აჯანყებებს“/ გვ.220/.

საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია, რომ ეს შელოცვები არ არის თარგმნილი და დახრილი შრიფტით მოეწოდება მკითხველს.

ჯადოქართა სკოლაში შესვლა გაურკვეველი სიტყვებით იწყება:

„ალბუს დამბლდორი ფეხზე წამოდგა. აღიმებულმა ორივე მკლავი ფართოდ გაშალა...კეთილი იყოს ოგვორტსის ეს ახალი სასწავლო წელი!

ვიდრე ლხინს შევუდგებით, მსურს წარმოვთქვა რამდენიმე სიტყვაა. ი ისინიც: იტვიტ! ბლაბერ! დდმენთ! თვიქ! გმადლობთ.“ /გვ.113/.

პირველ წიგნში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, რომელიც ყველაზე მსუბუქად არის მიჩნეული, დახრილი შრიფტით მოწოდებულია გაურკვეველი სიტყვების წყება, რომლებიც შემოთავაზებულია, როგორც:

1) საგნების უწონადობაში გადატანის შელოცვა /გვ.157/;

2) ფეხების ჩამკეტი ჯადო;

3) მთელი სხეულის ჩამკეტი ჯადო /გვ.242/;

4) ცნობილი ხდება ისიც, რომ „თუ მაგლები რაღაც ცუდს შეამჩნევენ, ჯადოქრები „დავიწყების ჯადოს უკეთებენ“ /გვ.207/.

შელოცვები ყველგან ზემოთმოყვანილი პრინციპითაა მოყვანილი - აუცილებლად ლათინურად და აუცილებლად დახრილი შრიფტით. კითხველი თუ „განდობილთ “ წრეს არ მიეკუთვნება, ვერასოდეს შეიტყობს ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ მათი სამომხმარებლო ფუნქცია უკვე გარკვეულია. თუნდაც ის გამოგონებული იყოს. სპეციალურ ლიტერატურაში, რომელიც ოკულტიზმს, შავსა და თეთრ მაგიას, ჯადოქრობას ეძღვნება, მითითებულია, რომ ჯადოქრად ჩამოყალიბების პირველ სტადიაზე აუცილებელია თუნდაც ცრუ დაჯერება საკუთარ ძალებში.

აქედან გამომდინარე, დაწერილ-გამოქვეყნებული თუ დაგეგმილ-დასაწერი ტომეულები რომ ჯადოქრობის, ოკულტიზმის, წარმართობის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და იქმნება, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ეს წიგნი ჯ. ქ. როულინგს შვიდ ტომად აქვს ჩაფიქრებული. ყოველ წელს თითო იწერება და იბეჭდება. სულ ინგლისურენოვანმა სამყარომ ხუთი წიგნის გამოცემა „იზეიმა“. ქართულად მხოლოდ პირველი წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ითარგმნა, როგორც ცნობილია, უკვე მზადდება მეორე წიგნის, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის“ ქართული თარგმანიც და შესაძლოა, ესეც საშობაოდ შემოგვთავაზონ. რუსულ ენაზე თარგმნილი და გამოცემულია მესამე და მეოთხე წიგნები: „ჰარი პოტერი და აზბაკანის ტყვე“, „ჰარი პოტერი და ცეცხლის თასი“.

ასე რომ, წინ მრავალი მოულოდნელობა გველის. ბოლო ხანებში საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ ბოლო ახალი გამოცემის „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენის“ კითხვისას ბავშვებისა და მოზარდების ნაწილს თავის ტკივილისა და გულისრევის შეგრძნება ეუფლებათ, მაგრამ ისინი მაინც ვერ ახერხებენ კითხვის შეწყვეტას.

პირველ უცნაურობად ის შეიძლება ჩაითვალოს, თუ რა ძალამ განაჭვრეტინა მწერალს თავისი წიგნის პირველივე გვერდებზე გამოთქმული, დღეს რეალობად ქცეული სიტყვები:

„- ჰარი სახელგანთქმული გახდება, ლეგენდად იქცევა. არ გამიკვირდება, თუ დღევანდელი დღე ისტორიაში შევა „ჰარი პოტერის დღედ“ და ასე აღინიშნება მომავალში. მის შესახებ დაიწერება უამრავი წიგნი, ჩვენს სამყაროში ყველა ბავშვს ეცოდინება მისი სახელი!“ /გვ.18/.

სხვათაშორის ზმნა „HARRY“ აოხრებას, განადგურებას, გაჩანაგებას, გატიალებას: ძარცვას; წვალებასა და გულის გაწყალებას აღნიშნავს. ხოლო „POTTER“ მეთუნე, მექოთნის გარდა, უქმად გდებას, უსაქმურად ყიალისა და დროის მოკვლის მნიშვნელობასაც შეიცავს.

„- აბა, რომელ ბიჭს არა აუვარდება თავში, რომ სახელგანთქმული უფრო ადრე გახდეს, ვიდრე სიარულსა და ლაპარაკს ისწავლიდეს! სახელგანთქმული იმის გამო, რაც არც კი ემახსოვრება..“ /გვ.18/ აქ ჯადოქრული წარმომავლობა წარმოდგენილია, როგორც განსაკუთრებულად აღმატებული პრივილეგია: „მამაშენი და დედაშენი საუკეთესო ჯადოქრები იყვნენ ვინც კი ოდესმე გამიგონია!/გვ.55/.

„-არ გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ეს ნაიარევი შენს შუბლზე? ხომ ხვდები, რომ ჩვეულებრივი ნაიარევი არ არის. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ბოროტი, ძლიერი ჯადოქრის წყევლა შეგეხება. მამაშენი და დედაშენი დახოცა, თქვენი სახლი დაანგრია. ხოლოდ შენზე ვერ გაჭრა იმისმა ძალამ. მიტომ ხარ სახელგანთქმული, ჰარი... საუკეთესო ჯადოქრები დახოცა და შენ, სულ ერთი ციცქნა ბავშვი გადარჩი...“

აქ, პატარა ბიჭის, პოტერის ზებუნებრივი ძალმოსილება მისსავე პიროვნებაში ექცევა, საიდუმლოს ტაბუ ედება და ბავშვებისთვის მისაბაძ შაბლონად იდება.

„წამში ყველა იქ მყოფი ჰარის შემოერტყა და სათითაოდ ართმევდა ხელს.

-მისტერ პოტერ არ მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს შეგხვდით.

-ვოცნებობდი თქვენთვის ხელი ჩამომერთმია, ძალიან ვღელავ!“ /გვ.67/.
ჯადოქრობის პოპულარიზება

„-ტრანსფიგურაცია მაგიის ურთულესი და ყველაზე სახიფათო სფერო გახლავთ“ - განუცხადა პროფესორმა მაკგონაგელმა კლასს პირველივე გაკვეთილზე - „ვინც ხელს შემიშლის, იცოდეთ, სამუდამოდ დატოვებს კლასს. მე გაფრთხილებთ!

ამის შემდეგ თავისი მაგიდა ჯერ ღორად გადააქცია, მერე ისევ მაგიდად გადმოაქცია, რამაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ველას მოუნდა, დაუყოვნებლად იგივე გაემეორებინა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ავეჯის ცხოველად გადაქცევას კიდევ კარგა ხანს ვერ მოახერხებდნენ.“

უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, საბჭოეთის დიდი ბელადის „ანდერძის“ მსგავსად ჯ. ქ. როულინგიც სულ „სწავლა, სწავლა და სწავლისკენ“ მოუწოდებს ახალგაზრდა თაობას.

„მას შემდეგ, რაც დეტალურად ჩაიწერეს ამ ურთულესი პროცესის თეორიული აღწერა, პროფესორმა თითო ასანთის ღერი ჩამოურიგა ველას და უთხრა ნემსად აქციეთო..“ მხოლოდ ერთმა შეძლო და მაკგონაგელმა მთელ კლასს უჩვენა, როგორი წვეტიანი და ვერცხლისფერი გახდა ასანთის ღერი“.

საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ჯადოქართა სკოლის სახელმძღვანელოთა სახელწოდებები:

„შელოცვების ქრესტომათია“, „მაგიის ისტორია“, „მაგიის თეორია“, „სასწაულმოქმედი წამლები და საწამლავები“, „ტრანსფიგურაციის დამხმარე სახელმძღვანელო“, „ ბნელი ძალები: თავდაცვის სახელძღვანელო“.

ეს წიგნი ზოგადად ქრისტიანობის მიმართ ოკულტური ძალების სერიოზულ რევანშად შეიძლება ჩაითვალოს. აქ არა პირდაპირ არამედ სასხვათაშორისოდ გაფანტულია შემდეგი დეტალები, მაგალითად: ჰოგვორსტში ას ორმოცდაორი კიბეებიდან იყო ისეთი კიბეებიც, რომლებიც მაინცდამაინც პარასკევ დღეს სულ სხვაგან მიგიყვანდა /გვ.122/, ვიდრე სხვა დღეებში. ხოლო ოთხშაბათობით /გვ.123/ შუაღამისას აკვირდებოდნენ ღამის ცას. ერთი თავი მთლიანად ეძღვნება შობა დღეს მომხდარ მოვლენებს, მაგრამ არაფერი ითქმება თავად დღესასწაულზე: „ჰარის არასოდეს ენახა ასეთი ზღაპრული საშობაო სუფრა: უთვალავი მსუქანი შებრაწული ინდაური... ლანგრებზე დაწყობილი სურნელოვანი ძეხვები, კარაქში მოხარშული მუხუდო.. ყველასთან ელაგა ჯადოსნური სატკაცუნოები. ისეთი კი არა მაგლებს რომ აქვთ, საცოდავი და უბადრუკი“ /გვ.187/ შობის დღესასწაულის გამოყენება მწერალს ოდნავ გაზღაპრებული სპირიტუალური სეანსისათვის ჭირდება, რათა ე.წ. სილივრუს სარკეში გარდაცვლილთა სულები ახილვინოს საკუთარ გმირს /გვ.188/. სწორედ ამ დღეს ნახავს პოტერი სარკეში თავის გარდაცვლილ მშობლებსა და წინაპრებს. ამგვარად, აღდგომის შემდეგ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე ბავშვების საყვარელი გმირი ჰარი, ეკლესიის სწავლებით, ერთ-ერთი საშიში ცოდვით, სპირიტიზმით არის დაკავებული. ასეთი სეანსების დროს ადამიანი თავის სულს უხსნის ბოროტ სულებს, რის შედეგადაც, ცნობილია ეშმაკისგან დაუფლებული ადამიანის მიერ ჩადენილი საშინელი ცოდვები - მკვლელობები, თვითმკვლელობები, ანდა შეპყრობილ მდგომარეობაში მათი დარჩენა. აღწერილია ასევე ეშმაკის მიერ სპირიტიზმის სეანსის დროს მოხდენილი სხვადასხვა ცრუსასწაულების მეშვეობით (ჭაღის ან სხვა მძიმე საგნის ჩამოვარდნა და ა.შ.) ადამიანთა დასახიჩრების შემთხვევებიც. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ის, გაუჩნდება თუ არა ჰარის წაბაძვით პატარა მკითხველს ამგვარი უწყინარი სპირიტუალური სეანსის ჩატარების სურვილი სწორედ შობის ღამეს, როდესაც უფროსები „მოძველებული“ და „მოსაწყენი“ საეკლესიო რიტუალებით იქნებიან დაკავებულნი.

„სააღდგომო არდადეგები ისე მხიარულად ვერ გაატარეს, როგორც საშობაო.“ მწერალი ქალი თემატურ წიაღსვლებს ამაოდ არ ახდენს. სააღდგომო არდადეგებზე იწყება საუბარი კვერცხზე, მაგრამ არა წითელზე და უფლის სისხლით გამოსყიდულზე, არამედ სხვა, შავ კვერცხზე: „შუა ცეცხლში, დაკიდებული ჩაიდნის ქვეშ, ვეებერთელა შავი კვერცხი იდო“. ეს კვერცხი დრაკონის გამოსაჩეკად არის შეძენილი. აქვე ბავშვები ეცნობიან სავარაუდო ლიტერატურასაც, რომლის სათაურებიც ინფორმაციულად დატვირთულია: „დრაკონების მოშენება: სიამოვნებაც და მოგებაც“ , „დრაკონების სახეობები დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში“, „კვერცხიდან ჯოჯოხეთისაკენ“, „დრაკონის მოვლის სახელმძღვანელო“. აქვე ვიგებთ რომ „მაგთა საერთაშორისო კონვენციამ“ 1709 წელს კანონით აკრძალა დრაკონების მოშენება, რადგან „მაგლები მაშინვე მიხვდებიან ჩვენს არსებობას... რასაც მაგიის სამინისტრო მათ მიჩუმათებაზე მუშაობს! რომელიმე მაგლი შენიშნავს თუ არა დრაკონს, მაშინვე დავიწყების ჯადოს უკეთებენ“ /გვ.207/.

ფილოსოფიური ქვისგან განსხვავებით, რომელიც ნაწარმოების ბოლოს ნადგურდება, შავი კვერცხი არ ლაყდება, მისგან გამოდის ის, რასაც ელიან: „დრაკონი უკვე მკვდარ ვირთხებს მიირთმევდა, თანაც ძალიან ბევრს. - მიკბინა! თქვა რონმა და გასისხლიანებული ცხვირსახოცით გადახვეული ხელი უჩვენა. ეს დრაკონი ყველაზე საშინელი მხეცია, რაც კი მინახავს, მაგრამ ჰაგრიდი ისე ექცევა, თითქოს ბუნჩულა ბაჭია იყოს. მიკბინა და ჰაგრიდი აქეთ გამიჯავრდა, რატომ შეაშინეო. რომ მოვდიოდი იავნანას უმღეროდა.“ /გვ.212/

ამ სიტყვების წაკითხვისას უნებურად გახსენდება თანამედროვე ათონელი ბერის მამა პაისის (+1994) სიტყვები: „მსოფლიოში დღეს ძალიან ბევრი ეშმაკის მანქანებაა. ეშმაკის ამჟამინდელი პარპაში სახუმარო აღარაა, ვინაიდან თანამედროვე ადამიანებმა მას ბევრის უფლება მისცეს. ადამიანები განიცდიან საშინელ ეშმაკეულ ზემოქმედებას. ერთმა მათგანმა ეს უაღრესად მართებულად ახსნა: „ადრე, - თქვა მან, - სატანა დაკავებული იყო ადამიანებით, ახლა კი იგი მათით არაა დაკავებული. ბოროტს გამოჰყავს ისინი (თავის) გზაზე და ეუბნება: „გზა მშვიდობისა!“ ან „ბედნიერ მგზავრობას გისურვებ!“ და ადამიანებიც თავადვე მიეხეტებიან ამ გზაზე. ეს საშინელებაა!“
(გაგრძელება)

ნანა ბოკუჩავა


sad.gif გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 48 (256), 2003 წ.
Catherine
ესეც საინტერეოსოა dry.gif



ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერი ანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში


„ეშმაკთა და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

„უფალმა თხლეი იგი ამა სოფლისაი არა წარმოაცალიერა რაითა სუან იგი ყოველთა ცოდვილთა“
74-ე ფსალმუნი



თბილისში 2004 წლის 23 იანვარს შედგა პრეზენტაცია წიგნისა „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ ეს არის ჯ. კ. როულინგის 1999 წელს გამოსული მეორე წიგნის ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

...ფოიეს ამკობდ ბავშვთა საყვარელი გმირით - ჰარი პოტერით შთაგონებილი ნახატები... გასაგებია, ალბათ დიდია სურვილი კიდევ უფრო განმტკიცდნენ კითხვაში წიგნთან გაუცხოებული ჩვენი ბავშვები. რატომაც არა მშვენიერი დასამარცვლია:

„გველ-თე-ვზას ე-ლენ-თა!“
„წყე-ვლა და სა-პა-სუ-ხო წყევ-ლა!“
„გომ-ბე-შოს თა-თე-ბი!“

ამავე ლოგიკას თუ მივყვებით „გასამხირულებლად“ არც I წიგნში მოტანილი ბერტი ბოტის შემდეგი გემოს კამფეტების დამზადება და დარიგება იქნებოდა ურიგო: წვინტლის, ნარწყევისა და ყურის გოგირდის გემოიან კამფეტებს /იხ. გვ. 97, გვ.264,/ ჰარი პოტერის თაყვანისმცემელთათვის - წაკითხულის გამეორების ეფექტი ექნებოდა და II წიგნში ახალი, გონებისათვის წარმოუდგენელი საზიზღრობების გემოსთან მისადაგების მოლოდინსაც გაამძაფრებდა...

როგორც წინასწარ ცნობილი იყო ჯადოქრობის სკოლაში სწავლების მეორე წელი მეორე წიგნში: „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ კიდევ უფრო დამძიმებულია. პირველი წიგნში შემოტანილი ჯოჯოხეთური შრეები მეორე ტომში სანატრელი გაუხდება ბავშვებს, ისინი ხომ ჰარი პოტერთან ერთად ჰოგვორტსის - ჯადოქართა სკოლის მეორე კურსზე ინაცვლებენ.

წერილების ეს სერია დიდმა შეშფოთებამ დაგვაწერინა. მთელს სიუჟეტს აკრავს მოჩვენებითი კეთილშობილების რაღაც თხელი ფენა, რომელიც პერიოდულად აჩენს ეჭვს - იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე? მაგრამ საკმარისია ეს გარსი გაირღვეს და წუთხისა და შემზარავი პირველსახეების გასაოცარი, გადამლეკავი ნაკადი იფრქვევა. ეს ყოველივე, მწარე რეალობის გარდა კიდევ უფრო მწარე მომავლისაკენ გვახედებს: რითი აღვუდგეთ წინ მსოფლიოს ბავშვთა სრულიად გაუცხოებული თაობების ზიზღსა და სიძულვილს? როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები სიბნელის, სიმყრალის ესთეტიზირების, უფროსების მიმართ უნდობლობისა და შიშის ასეთი მძლავრი დარტყმისაგან? ეს „ნათესი“ ხომ სრული უეჭველობით აღმოაცენებს „თავის ეკალსა და კუროსთავს“!

წიგნები ჰარი პოტერზე ტოტალური უსიყვარულობით და უნდობლობითაა გაჯერებული, აქ მთლიანად არის უგულვებელყოფილი ოჯახი, საზოგადოება და მტრული დაპირისპირებაა მასწავლებლებთან ანუ აქ ბავშვის სასიცოცხლო გარემო მთლიანად დეფორმირებულია. ეს პრინციპი მხოლოდ თანამზრახველ მეგობართა ოთხეულზე არ ვრცელდება, ესენია: ჯადოქრული ენერგიით გამსჭვალული ჰარი, წიგნიერი ჰერმიონა, ბრიყვი, მაგრამ კეთილი რონი და შეუმდგარი ჯადოქარი, მარგინალი, ლოთი ჰაგრიდი, ყველა მათგანი „ცოცხზეა გადამჯდარი“ ანუ ჯადოქრობის გზით მავალი პერსონაჟია, სწორედ მათი ურთიერთობა აჩენს ზემოხსენებულ ილუზიას თითქოს აქ მეგობრობაზე, სიყვარულსა და ურთიერთთავგანწირვაზეა საუბარი. მთელს წიგნში, ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ისეთი სათნოებანი, როგორიცაა: მორჩილება და პატიება და ა.შ. შემოთავაზებული სინამდვილისათვის უადგილო, წარმოუდგენელი და მიუღებელია. ანუ ის თვისებები, რასაც ყველა კეთილგონიერი მშობელი ცდილობს გამოუმუშაოს შვილს აქ უარყოფილია. ახალი შაბლონის - ჰარი პოტერის ყველა მოქმედება მხოლოდ ურჩობითაა გაჯერებული. იგი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც „არ შეიძლება!“ მაგლების სამყაროშიც და ჯადოქრობის შემსწავლელ სინამდვილეშიც. მიღწეული და წახალისებული შედეგით კი მწერალი მოზარდს უქმნის ილუზიას, რომ სწორედ ეს გზაა გამარჯვებისაკენ მიმყვანებელი.

ქრისტიანული სამყაროს მიმართ ოკულტისტებისა და წარმართების ამ სერიოზულ რევანშს შეუძლებელია, ამ წიგნში მოტანილი ყველა ასპექტის მხილების ამომწურავი პასუხი დაახვედრო. თავად სიტყვა ოკულტიზმი ნაწარმოებია ლათინური სიტყვიდან ოცცულტუს და აღნიშნავს საიდუმლოს, დაფარულს. ეს არის სწავლება, რომელიც აღიარებს ადამიანისა და უხილავი, ბნელი ძალების კავშირს. ის მიუღწეველი რჩება საერთო ადამიანური გამოცდილებისათვის და მას ფლობს ადამიანთა ის ნაწილი, რომლებმაც გაიარეს განსაკუთრებული განდობა და ფსიქოლოგიური წრთვნა.

ცნობილია, რომ თავად განდობის რიტუალი ფსიქოლოგიურ ელდას, შერყევას, სიკვდილის განცდას და „ხელახალ შობას“ უკავშირდება, მიიჩნევა, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ხედვის ახალი საფეხურის და სამყაროს ახლებურად აღქმის, ადამიანის დაფარულ ძალებში საიდუმლო ცოდნის შეღწევა, ბუნებასა და ადამიანებზე ზემოქმედების მოპოვება, არადა ქრისტიანული მსოფლხედვის შუქზე სრულიად ნათელია რომ მთლიანად ეს სწავლება სულის წარწყმედის უტყუარი გზაა და წმიდა მამათა მიერ საუკუნეების მანძილზე არაერთხელაა მხილებული.

ოკულტიზმის როლი და ზეგავლენის მასშტაბები საუკუნეების მანძილზე ხან იზრდება და ხან სუსტდება. იგი სხვადასხვა ეტაპზე რთულ ურთიერთობაში შედის კულტურასთან, მეცნიერებასთან, ფილოსოფიასთან, ხელოვნებასა და რელიგიასთან.

პირველივე საუკუნეებიდანვე ხდება დიდი ქრისტიანი მამების მიერ ოკულტიზმის მხილება და სულის ცხონების მოსურნეთა გაფრთხილება ამ საცდურის მიმართ.

შეიმჩნევა, რომ ოკულტური სინამდვილისთვის ნიშანდობლივი უძირითადესი პრინციპები გათვალისწინებულია პოტერის ავტორის მიერ. მთავარი პერსონაჟის ჰარის ცხოვრებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ელდა, შერყევა, სიკვდილის განცდა და „ხელახალ შობა“ ჩვილზე თავად ეშმაკთ მთავრის მიერ თავდასხმით და ელვის ნაიარევის მიყენებით განხორციელდება, რასაც ავტორი არ აღწერს და საიდუმლოდ ტოვებს, მაგრამ შემდეგ როულინგი ცდილობს საყვარელ მოქმედ პირთან ჰოგვორტსის კედლებში განვითარებული საშინელებებიდან თავდაღწევის თანაგანცდით მკითხველისათვის სტრესების, ელდის მიყენების ეფექტების გარდა ჯადოქრული მეთოდებით გამარჯვების სიხარულსაც მიაღწიოს. შედეგად თანამედროვე ბავშვებში ჯადოქრებად ჩამოყალიბების ძლიერი იდეალი უკვე ჩამოყალიბებულ სახეს იღებს.

მაგრამ მოვალეობად მივიჩნევთ, რომ ყველას შევახსენოთ ადამიანის მტერთან გარიგებაში ყოფნას მეტად ხანმოკლე კეთილდღეობის მოტანა ძალუძს, საზღაური კი საკუთარი უკვდავი სულისა და თავად ამ ადამიანისთვის უძვირფასესი დასაყრდენების განწირულ სამიზნეებად დაყენებაა.

ძველ აღთქმაში ჯადოქრების მიმართ უსაშინლესი სასჯელები იყო დაწესებული, ხოლო ახალ აღთქმაში ბრძოლა უკვე გადატანილია არა თავად ადამიანის მიმართ, არამედ თავად იმ უხილავი, ბოროტი ძალის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს მოკვდავი არსების ხილული სხეულით.

ერთი თანამედროვე მოძღვარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ხელმძღვანელობს ოკულტიზმითა და ტოტალიტარული სექტებით დაზიანებულ ადამიანთა სარეაბილიტაციო ცენტრს, შემდეგ შეფასებას გვთავაზობს: „მიმაჩნია, რომ ჯოან როულინგის წიგნების გამოსვლა არამარტო უზნეობაა - არამედ ეს გენოციდს უახლოვდება. თავისუფალი გატაცება ჯადოქრობით, ოკულტიზმითა და ქრისტიანისათვის მიუღებელი გატაცებებით კარგს ვერაფერს მოგვიტანს. საუბედუროდ მე დამიგროვდა დიდი და სამწუხარო გამოცდილება იმ ბავშვებთან ურთიერთობისა, რომლებმაც გაუაზრებლად აიტაცეს ჰელოუნის აღნიშვნა. ასეთი დღესასწაულების შემდეგ ისინი იღებენ ფსიქოლოგიურ სტრესებს და ნევროლოგიურ სტაციონარებში ხვდებიან. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის განსაკუთრებულად ცხადია ამგვარი გატაცებების დამღუპველობა. ჩვენთან შემოდის „პოტერომანიის“ ტალღა და იგი სრული უეჭველობით დიდ ზიანს მოუტანს მოზარდ თაობას. მანიას მოსდევს ახალი ფსიქოლოგიური მოშლილობები და ეს უბედურების მხოლოდ ნაწილია.“

„დიდაქედ“ წოდებული თორმეტი მოციქულის მოძღვრება საცნაურს ხდის ყოველი ადამიანის საბედისწერო არჩევნის არსს: „გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.“ რაც არ უნდა ძნელი სათქმელი უნდა იყოს ამ წიგნის ავტორი თამაშობს მოზარდის ჯერ განუმტკიცებელ ნებაზე და ცდილობს ბავშვები სიკვდილის გზაზე შეაყენოს. გაფრთხილდით, თქვენი შვილები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან!

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II 2004 წლის საშობაო ეპისტოლის ქვემოთმოტანილი ნაწილი თითქოსდა საგანგებოდ ესადაგება ჩვენს წინაშე გაჩენილ განსაცდელს: „-შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, სადაც მეუფებს რწმენა, სასოება და სიყვარული. შენ უნდა იყო იმ წიაღში, სადაც ანგელოზთა და წმიდანთა დასია, რადგან გამოსყიდული ხარ მაცხოვრის სისხლით და არა გაქვს უფლება, არად ჩააგდო უფლის თავგანწირვა შენთვის.“

ნანა ბოკუჩავა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 5 (264), 2004 წ.
Illegal Astronaut
აუ ნანა კარგადაა...

წაიკითხავს ეხლა ამას ილო და დაიჯერებს.. კარგით რა...

გული არ გერევათ ხალხო?... დიადი "საპატრიარქოს უწყებანი" biggrin.gif biggrin.gif ტფუი....
ginger
† Lord Borgeze †

I'm on the highway to hell biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ვისაც ამ სისულელეების ჯერა, მართლა მეცოდება
ginger
წიგნები ჰარი პოტერზე ტოტალური უსიყვარულობით და უნდობლობითაა გაჯერებული, აქ მთლიანად არის უგულვებელყოფილი ოჯახი, საზოგადოება და მტრული დაპირისპირებაა მასწავლებლებთან ანუ აქ ბავშვის სასიცოცხლო გარემო მთლიანად დეფორმირებულია. ეს პრინციპი მხოლოდ თანამზრახველ მეგობართა ოთხეულზე არ ვრცელდება, ესენია: ჯადოქრული ენერგიით გამსჭვალული ჰარი, წიგნიერი ჰერმიონა, ბრიყვი, მაგრამ კეთილი რონი და შეუმდგარი ჯადოქარი, მარგინალი, ლოთი ჰაგრიდი, ყველა მათგანი „ცოცხზეა გადამჯდარი“ ანუ ჯადოქრობის გზით მავალი პერსონაჟია, სწორედ მათი ურთიერთობა აჩენს ზემოხსენებულ ილუზიას თითქოს აქ მეგობრობაზე, სიყვარულსა და ურთიერთთავგანწირვაზეა საუბარი. მთელს წიგნში, ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ისეთი სათნოებანი, როგორიცაა: მორჩილება და პატიება და ა.შ. შემოთავაზებული სინამდვილისათვის უადგილო, წარმოუდგენელი და მიუღებელია. ანუ ის თვისებები, რასაც ყველა კეთილგონიერი მშობელი ცდილობს გამოუმუშაოს შვილს აქ უარყოფილია. ახალი შაბლონის - ჰარი პოტერის ყველა მოქმედება მხოლოდ ურჩობითაა გაჯერებული. იგი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც „არ შეიძლება!“ მაგლების სამყაროშიც და ჯადოქრობის შემსწავლელ სინამდვილეშიც. მიღწეული და წახალისებული შედეგით კი მწერალი მოზარდს უქმნის ილუზიას, რომ სწორედ ეს გზაა გამარჯვებისაკენ მიმყვანებელი.

როგორ ეტყობა სტატიის ავტორს რომ წაკითხული აქვს ჰარი biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.