ChazuQUOTE
ჯერ ერთი ნუ გამოგყავს სნეიპი განტევების ვაცი.. მერე მეორე, იასნა შპიონობა უარესია.. კაცი თუ ხარ იმოქმედე შენ თვითონ და არა უფროსების და მასწავლებლების იმედად.. სნეიპი თვითონაც არანაკლებ ამცირებდა ოთხივეს როგორც კი შანსი მიეცემოდა.. მისი დამცირება სკოლის პერიოდში იმიტომ იყო უფრო ნაკლებეფექტური რომ კაცის შვილი არ ჰყავდა მომსმენი.. დიდობაში უკვე ეს პრობლემა აღარ აწუხებდა.. დამცირება სნეიპის მოგონილია.. და მაგ ფაქტორში არაფრით ჩამოუვარდება ონავრებს.. შემდეგ.. მოეშველიებინა "ძმაკაცები", ონავრებს კაი დღე დაადგებოდათ თუ ცუდი უფრო კაცური საქციელია ვიდრე შპიონობა.. გავიგე რო ადინოკი ვოლკი იყო.. მერე ანუ რახან მარტო იყო უნდა ეშპიონა? არაა ეგ გამართლება..
რა თქმა უნდა, ადამიანების უბედურება ზუსტად ეგაა, задирa და выпендрежник პოტერი და Co. იყვნენ კაი ტიპები და პოპულარულები და რასაკვირველია მაგათ უფრო მოუსმენდნენ... საერთოდაც, სნეიპის იმ მოგონებას რომ ვკითხულობ (შეგახსენებთ რომ ისიც, ისევე როგორც მთელი წიგნი ჰარის აღქმით არის ჩვენამდე მოწოდებული), იქ არის ფრაზა, типа "აშკარა იყო რომ სნეიპი პოპულარობით არ სარგებლობდა" (ბოდიში არაზუსტი თარგმანისთვის, მაგრამ ციტატის მოძიება ისევ მეზარება)... მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არაპოპულარულობა სნეიპს დანაშაულში ეთვლება... სხვებიც ასე ფიქრობდნენ რაღა თქმა უნდა, ხოდა ვინ მოუსმენს თავის თავში ჩაკეტილ სევერუსს, რომლის დანაშაულიც მხოლოდ ისაა რომ სიმპატიურობა აკლია და სკოლის პოპულარულ, ყოყლოჩინა ბიჭბუჭებში არაა გარეული (მაინც რა მონსტრები სწავლობდნენ იმ დროს ჰოგვორტსში!!

)

ანდა სადაა ნაქები გრიფინდორული კეთილშობილება? ვაბშეტა რჩება შთაბეჭდილება რომ გრიფინდორელებს გამბედაობის და სიმამაცის ამბავში ვერ შეედავები, მაგრამ კეთილშობილება... ეგ თვისება ნამდვილად არ არის მთავარი მაგ კლუბში მოსახვედრად

იქნებ მოეშველიებინა კიდეც, მაგრამ შეგახსენებ, პირველი ყოველთვის მარადიორები ესხმოდნენ თავს, ოთხი ერთზე (ПОДЛОСТЬ!), თანაც როცა სნეიპი მარტო იყო (რატომღაც რომ ჩესნი ბოი ყოფილიყო, მაგრამ აბა მარადიორებს ეგ ეკადრებოდათ? ადინ ნა ადინ ვიღაც წიგნის ჭიასთან?რა სისულელეა!), ამას რა ახსნას მოუძებნით?

ეგ კაცური საქციელია? თუ ახალგაზრდული სისულელის გამო უნდა გავამართლოთ, სნეიპმა რაღა დააშავა, უვნებელი შპიონობა რომ ვერ გვიპატიებია?

უბრალოდ მეგონა დიდი ხნის წინ შევთანხმდით რომ ჩვეენ-ჩვენი მოსაზრება გვაქვს ყველაფერზე

შენთვის მიუღებელია სნეიპის ცხოვრების წესი, ჩემთვის კიდევ მისაღებია, ძალიანაც რომ მისაღებია

აბა რა გინდა თქვა, ჯეიმს ბონდი რახან შპიონია, ამით არაკაცურ საქციელს სჩადის?

თუ შენთვის მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე შპიონობაა მიუღებელი, და თუ ეს ისეთ დიდ მიზნებს ემსახურება როგორიცაა მთელი ჯადოქრული სამყაროს ინტერესები (ბონდის შემთხვევაში კი სახელმწიფოს ან თუნდაც მთელი მსოფლიოს

), მაშინ მისაღებია?