MaAaRiIiaMi Mcციტატა
ვოლდემორი ყოველთVის ისეთI იო როგორიც ჩანს ჰარის პერიოდში არასდროს არ მალავდა თავის სახეს მაშIN მაგალითI მომიყვანე
მაგალითი მე რომ მოვიყვანო შეიძლება? ნუ პრინციპში ეს ისე ვიკითხე ზრდილობის და გამო.. ე.ი. ამბობ რომ ვოლდემორტის არასდროს მალავდა საკუთარ სახეს და მალფოებს ამითი ჯობდა.. რომ მალფოები ლაჩრები იყვნენ და ვოლდემორტი არა.. კი გასაგებია რომ შენს აზრს ვერავინ შეგაცვლევინებს და მაგით ჩვენ ვერ გაგვაკვირვებ იმიტომ რომ უკვე 432 გვერდია ერთმანეთის საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ და მაინც ჩვენს აზრზე ვართ.. ნუ უმრავლესობა მაინც.. მოკლედ დავიწყოთ თავიდან.. ვოლდემორტი ყოველთვის მალავდა საკუთარ სახეს და საკუთარ მიზნებს და საკუთარ ცხოვრებას და ყველაფერს მალავდა.. სულიც დამალული აქვს..

საიდან ეს ცნობები? წიგნიდან რომელიც წაკითხული არა აქვს უმრავლესობას ამ ფორუმზე.. (ჯერ ჩემთვის არ გითქვამთ იგივე ფრაზები, თორე ეჭვი მაქვს მეც შევუერთდები მათ რიგებს

) წიგნიდან ნათლად ჩანს რომ ბავშვობიდან მოყოლებული ვოლდემორტი მალავს თავის ზრახვებს და ყველას თავს აჩვენებს მილაშკად.. (თუ მაინცდამაინც ზუსტი წყაროები გინდათ იხილეთ ტომ რიდლის საუბარი ჰარისთან მეორე წიგნის ბოლოს) არის სკოლის საუკეთესო მოსწავლე, სკოლის თვალი, მასწვალებლების საყვარელი მოსწავლე.. მოკლედ პერსის კოპიროვკაა... ყველაფერ ამას აღწევს პადლიზობით და იასნია ნიჭით და ტვინით.. (ისევ მაგალითისთვის იხილეთ სლაგჰორნის მოგონებები) სკოლის შემდეგ პერიოდშიც საჭირო ადამიანებს ან ლაქუცით იყოლიებს ნუ ან თუ ეს არ ჭრის მაშინ გონებაში შეღწევაც არ უჭირს.. (როგორ დაითრია ჰაფლეპაფის თასი მოხუცი შინაბერსგან) მოკლედ სანამ არ მიაღწია სრულ ძლიერებას მანამდე ყოველთვის მალავდა თავის ნამდვილ სახეს და მიზნებს (თუ გინდათ კიდე მაგალითი, უკვე დამბლდორთან საუბრისას როცა ვითომ უნდა რომ პროფესორი გახდეს არადა გრიფინდორის ხმალს უმიზნებს).. მერეც უკვე ძლიერების პიკშიც არასდროს მოქმედებს პირდპირ, ყოველთვის უკნიდან ურტყამს და ამასთან თვითონ ორგანიზატორობით კმაყოფილდება და თავად მხოლოდ მაშინ გადის სამოქმედოდ როცა სრულიად დარწმუნებულია რომ საფრთხე არ ელის და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და სხვას ვერ ანდობს (მაგ. პოტერებზე თავდასხმა).. კი მართალია ყველა მთავარსარდალს ვერ მოვთხოვთ რომ ბრძოლაში წავიდეს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს მაგრამ თუ სიმამაცეზეა საუბარი ასეც უნდა შვებოდეს.. მაგალითად დამბლდორი ყოველთვის მხარში უდგას თავის თანამებრძოლებს.. ტომი კიდე გამოჩნდება მაშინ როცა ყველაზე ადვილი საკბილო შერჩება ხელში.. (სამინისტროს ბრძოლა) ახლა დავამატოთ ამას რატომაა ვოლდემორტი ყველაზე ლაჩარი პერსონაჟი მთელ ამ წიგნში (ნუ ერთ-ერთი მაინც, პეტიგრიუ უწევს დასტოინ წინააღმდეგობას) ... მთელი მეშვიდე წიგნი კაცს შიშისგან აცემინებს ერთი ლაწირაკი აჩკარიკას სახელის ხსენებაზე.. მანამდეც არ უჩივის ამ შიშს.. სიკვდილის შიშზე აღარაფერს ვამბობ, რას არ აკეთებს რომ სიკვდილს გაექცეს.. ნუ ეს ყველა ტირანის დამახაიათებელი თვისებაა.. მაგრამ ბავშვის ასე ეშინოდეს კაცს.. დაზაფრულია.. სამი ჯოხი გამოცვალა იმ მიზნით რომ ბავშვი მოეკლა.. სულ ბოლო მომენტში კიდე ყველაზე ნათლად ჩანს რამხელა შიში აქვს ჰარისი.. (როცა ნარცისას მიუშვებს გასასინჯად ცოცხალი არის თუ არაო).. რომელი მალფოია მაგ დონის ლაჩარი? ლუციუსი? რომელიც მთელი ცხოვრებაა ბომბზე ზის და რისკით ცხოვრობს სულ.. ნარცისა რომელიც შვილის გულისთვის ორჯერ არღვევს ლორდის ბრძანებას და ამით უდიდეს რისკზე მიდის.. თუ დრაკო რომელიც მართლა ჩემი კოლეგების თქმის არ იყოს ( კოლეგები?

) დამბლდორის წინააღდმეგ შეთქმულებას აწყობს მთელი წელი.. და გამოუვა კიდეც.. და საკუთარი იდიოტი ძმაკაცის გულისთვის იმ გეენაში ფართხალებს.. კი დრაკოც კაი ჩმორია მარა ჰარისი ყოველ შემთხვევაში არ ეშინია.. ასე რომ კი მართალია გჯერა რომ ლორდი ბუმბერაზი კაცი იყო და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.. მარა საბოლოოდ ლორდი ერთი მშიშარა, კომპლექსიანი, განდიდების მანიით შეპყრობილი და უემოციო კაცი(?) იყო, თუმცა ამავდროულად ძალიან ნიჭიერი და "სპასობნი" ჯადოქარი.. ბნელი მაგიის მაგისტრი და პროფესორი თუ გინდა..