დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: შემოქმედი ადამიანების ბიოგრაფიები
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3
ტაო
tamplieri
ციტატა
"ჯიბრილ სისე"

ფეხბურთელია ეს კაცი აშკარად : ))
ginger
NIA
ამაზე დიდი თემა მაქვს ინგლისურად, პპტ-თი, გათხოვებდი biggrin.gif
tamplieri
ციტატა(ტაო @ Jan 12 2010, 12:36 PM) *
tamplieri
ციტატა
"ჯიბრილ სისე"

ფეხბურთელია ეს კაცი აშკარად : ))

smile.gif smile.gif
ნიუტა
ვერდი პარლამენტის წევრიც ყოფილა.. რავიცი მაინც
კიდევ მოცარტის დაკასტრატება უნდოდათ მაგრამ მამამისმა არაო biggrin.gif
მისს ანი
მგონი უნდა დავდოთ ჯერომ სელინჯერის მოკლე ბიოგრაფია ხო?რას იტყვით ხალხო?მოკლედ არსაიდან არ ვაკოპირებ. biggrin.gif ვწერ ზეპირად!!!!

ჯერომ დევიდ სელინჯერი(1919) დაიბადა ნიუ-იორკში.სკოლის დამთავრების შემდეგ სამ სხვადასხვა კოლეჯში სწავლობდა, მაგრამ არც ერთი არ დაუსრულებია.მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ევროპაში იმოგზაურა,შემდეგ ომში ღებულობდა მონაწილეობას,ჯარში გაწვეული იყო 1942-1946 წწ.მოთხრობების წერა დაიწყო თხუთმეტი წლის ასაკიდან და პირველი მოთხრობა "ახალგაზრდები" გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალში "სტორი".ამიერიდან იგი ბეჭდავს პატარა ნოველებს სხვადასხვა ჟურნალებში,განსაკუთრებით ჟურნალში "ნიუ-იორკერ".კრებულის "ცხრა მოთხრობა" (1935) გამოქვეყნების შემდეგ იგი წერს მოთხრობების ცალკე ციკლს თმანამედროვე საშვალო ამერიკული ოჯახის გლასების შესახებ, რომელთაგან მეტად მნიშვნელოვანია "ფრენი" (1955)და "ზუი" (1957).ცნობილი ნოველისტი არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში წიგნის (თამაში ჭვავის ყანაში (1951) გამოქვეყნების შემდეგ.წიგნში მწვავადაა დაყენებული მოზარდ ახალგაზრდობისა და დამყაყებულ სინამდვილეს შორის არსებული წინააღმდეგობის პრობლემა.ამჟამად სელინჯერი (ნუ უკვე აღარ..... sad.gif sad.gif ) ანუ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ-ჰემფშაირის შტატში,კორნიშში.

ძალიან დამწყდა გული მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე....... ბანანათევზის ამინდი,სევდიანი სიმღერა,ვარდისფერი ბაგე და თვალები მწვანე და რათქმაუნდა თამაში ჭვავის ყანაში ძალიან მიყვარს ეს ნოველები!!!! wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
Illegal Astronaut
ციტატა
ბანანათევზის ამინდი

მასტერკლასია!

ეგ და საერთოდ საგა გლასებზე ძალიან კარგია.. მაგრამ ბანანათევზი მაინც ყველაზე მეტა მიყვარს.. smile.gif
მისს ანი
ხო ძალიან კარგიააააა!!!!!!!!
Illegal Astronaut
ისე სირცხვილი კია ამ გენიალური ადამიანის ბიოგრაფია არ იდოს ამ თემაში, ტაკ შტო გამოვასწორებ.. smile.gif

მაშ ასე, თქვენს წინაშე John Ronald Reuel Tolkien!

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წლის 3 იანვარს, ბლუმფონტეინში (სამხ. აფრიკა), ინგლისელი მშობლების ოჯახში. როდესაც ის სამი წლის იყო, დედა, მის ძმა ჰილარისთან ერთად და პატარა ჯონთან ერთად, დაბრუნდა ინგლისში. ტოლკინის მამა, არტური, მოგვიანებით გარდაიცვალა სამხ. აფრიკაში. ოჯახი დარჩა ინგლისში და 1896 წლის ზაფხულისათვის საცხოვრებლად გადავიდა ბირმინგემთან ახლოს.
ტოლკინები ღარიბულად ცხოვრობდნენ. როდესაც ჯონი 12 წლის იყო, დედა გარდაიცვალა და ძმები მიბარდნენ კათოლიკური ეკლესიის მღვდელს. ძმები საცხოვრებლად დეიდებთან გადავიდნენ.

1910-1911 წლებში ახალგაზრდა ჯონი ესწრებოდა ლექციებს მეფე ედუარდის სკოლაში, ბირმინგემში, სადაც კლასიკურ და თანამედროვე ენებს ეუფლებოდა. 1911 წელს ის გადავიდა სასწავლებლად ექსეტერის კოლეჯში, სადაც სწავლობდა კლასიკურ ენებს, ძველ ინგლისურს, გერმანიკულ ენებს, უელსურსა და ფინურს. ინტერესი ფილოლოგიისადმი მისი მხრიდან ყოველთვის იგრძნობოდა. 1913 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი 'უხსოვარი თემზის მრავალტირიფიანი ნაპირიდან'.

იმ დროს, როდესაც ტოლკინმა დაასრულა სწავლა ოქსფორდში, 1915 წელს, ევროპაში იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა. სხვებთან ერთად ის გადაისროლეს ლანკაშირში, მაგრამ დროებით დიდი მოვალეობა არ ეკისრა. ამ პერიოდში დაიწერა სახუმარო 'გობლინების ნაბიჯები'. 1916 წლის მარტში ის დაქორწინდა ედით ბრეტზე - გოგონაზე, რომელსაც მიუძღვნა ეს ლექსი.

თავდაპირველად ტოლკინი მუშაობდა რამდენიმე ლექსიკონის შედგენაზე. ცნობილია მისი წვლილი 'იერუსალიმური ბიბლიის' შედგენაში. ამავე პერიოდში მან დაიწყო საკუთარი, უშუალოდ უელსურსა და ფინურზე დაფუძნებული ენების შექმნაც. პირველი დიდი მოთხრობა, დაკავშირებული შუამიწეთთან მან წარადგინა ექსეტერის კოლეჯის ესეების კლუბში, 'გონდოლინის დაცემის' სახით.
პროფესორის წოდების მიღების შემდეგ ის 1925 წლამდე დარჩა ლიდსში და ასწავლიდა ანგლო-საქსურ ენებს. მისი ლექსები თუ ესეები ხშირად იბეჭდებოდა ლიდსის ცნობილ გამოცემებში.

კარიერის მთელი დარჩენილი წლები ტოლკინმა ოქსფორდში გაატარა, 1959 წლამდე. ამ დროის ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომია ლექცია ბეოვულფის შესახებ.
ოქსფორდში ჯონმა მეგობრებთან ერთად დააარსა 'ინკლინგთა' კლუბი. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ პაბში 'არწივი და ბავშვი', სადაც პირველად იქნა წაკითხული ჯონის ბევრი ცნობილი მოთხრობა. საზოგადოებაში ასევე შედიოდა კლაი ლიუისიც, ჯონის დიდი მეგობარი და შემდგომში 'ნარნიის ქრონიკების' ცნობილი ავტორი.
ტოლკინი კათოლიკე იყო, ხოლო ლიუისი - აგნოსტიკოსი. ამიტომ, ეს პერიოდი გამოირჩეოდა მათი ხშირი კამათებით მითოლოგიაზე. ლიუისს არ სწამდა მითებისა და ზღაპრების, ტოლკინი კი დარწმუნებული იყო, რომ მათ აქვთ მორალური და სულიერი მნიშვნელობა.

ოქსფორდში თავისი კარიერის წლებში ტოლკინმა, ერთ-ერთი სტუდენტის ნაშრომის შემოწმებისას გვერდზე მიაწერა 'მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა'. მან თავად არც იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა და რატომ ცხოვრობდა ჰობიტი სოროში, მაგრამ სწორედ ამით ჩაეყარა საფუძველი შუა-მიწეთის სამყაროს შექმნას (მიუხედავად იმისა, რომ გონდოლინისა და ეარინდილის თემებს ადრე უკვე ჰქონდა ადგილი მის ფიქრებში). 1937 წელს გამოქვეყნდა ეს საოცარი ზღაპარი. ერთი შეხედვით, თითქოს და უბრალო სქემა ბილბო ბეგინსის მოგზაურობისა აქეთ და იქით, ჰობიტონიდან ეულ მთამდე და უკან, ყირამალა დააყენა წარმოდგენები თანამედროვე ზღაპრის შესახებ.

სტენლი ანვინის, 'ჰობიტის' გამომცემლის შეთავაზებით პროფესორმა მუშაობა დაიწყო 'ჰობიტის' გაგრძელებაზე, რომელმაც 1954 წლამდე გასტანა - ამასობაში ტოლკინს არაერთი გზააბნეულობა ხვდა წილად, რადგან რთული იყო ასეთი მდიდარი სამყაროს შექმნა, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო. ამას თან სდევდა მეორე ციკლზეც, 'სილმარილიონი', მუშაობა. ეს წიგნი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 70-იანი წლების ბოლოს გამოიცა.
'ბეჭდების მბრძანებელი' უდავოდ ყველაზე სრულყოფილი ვრცელი ფენტეზი-ტრილოგია, გამოჩნდა 1954-55 წლებში, სამი წიგნის სახით - 'ბეჭდის საძმო', 'ორი ციხესიმაგრე' და 'მეფის დაბრუნება'. კრიტიკოსების ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, იწუნებდა ამ პრეტენზიულ ნაშრომს, მაგრამ მეორე აღფრთოვანებული იყო ავტორის სიყვარულით ენების მიმართ და მისი უსაზღვრო ფანტაზიით.

ჯ.რ.რ. ტოლკინი გარდაიცვალა 1973 წლის 2 სექტემბერს. მისი და ედითის საფლავზე სიყვარულით წერია 'ლუთიენი' და 'ბერენი', არდას ეპოპეის
ორი გმირის სახელი.
რა თქმა უნდა, პროფესორის შემდეგ შუამიწეთის ისტორია არ დასრულებულა. უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდგომ მისმა შვილმა, კრისტოფერმა დაიწყო მამის დაუსრულებელი ნაწერების გადამუშავება. 'სილმარილიონი', შუამიწეთის ისტორიის ნამდვილი ქრონიკა, საბოლოოდ გამოიცა. მას მიჰყვა 'დაუსრულებელი მოთხრობები', ხოლო 1980 წელს საფუძველი ჩაეყარა 12 ტომიან სერიას 'შუამიწეთის ისტორია'. პარალელურად გამოდიოდა ბევრი სხვა წიგნიც, რომელიც შუამიწეთთან კავშირში არ არის, მაგრამ, თავის მხრივ, ტოლკინისტთა და ტოლკინომანთა არანაკლებ დიდ ყურადღებას იქცევს. ურიცხვია უკვე გამოცემული, ტოლკინთან დაკავშირებული ენციკლოპედიები, კვლევები, ატლასები, ბიოგრაფიული ნაშრომები.

© tolkien.ge
Catherine
† Lord Borgeze †
ციტატა
მასტერკლასია!

ეგ და საერთოდ საგა გლასებზე ძალიან კარგია.. მაგრამ ბანანათევზი მაინც ყველაზე მეტა მიყვარს..

+ 15
მარიტა
ალბერტ აინშტაინი

საინტერესოა, ჩემი აზრით.

ერთ ერთი ლექციის დროს, პროფესორმა თავის სტუდენტებს დაუსვა კითხვა:

-ყველაფერი ღმერთის შექმნილია?

-რა ტქმა უნდა! უპასუხეს მას სტუდენტებმა.

-ანუ რაც არსებობს ყველაფერი ღმერთის ქმედების ნაყოფია?

-ამაზე დავიც არაა საჭირო… მოესმა პროფესორს
-ანუ ბოროტებაც ღმერთის შექმნილია? რაც ამტკიცებს იმას რომ ღმერთი ბოროტებაა და ღმერთის რწმენა მხოლოდ მითია!
უპასუხა პროფესორმა და კმაყოფილი სახით გადახედა სტუდენტებს, იმ იმედით რომ ჩამჭრელი კითხვა დასვა.

-შემიძლია კითხვა დაგისვათ პროფესორო? -აწია ხელი სტუდენტმა.

-რა თქმა უნდა. უპასუხა პროფესორმა
-პატივცემულო არსებობს სიცივე?- იკითხა მოსწავლემ.

-ეს მეტად სულელური კითხვაა, ნუთუ არასოდეს არ გიგრძვნია სიცივე?ახალგაზრდას
გაეღიმა და უთხრა:-ცდებით,
სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, სიცივე არის ადამიანის ორგანიზმში სითბოს ნაკლებობა. ადამიანი ან ნივთი შეიძლება გამოიკვლიო იმით თუ რა ენეერგიას გამოსცემს იგი, შეუძლებელია ამოვიკვლიოთ ნივთი რომელიც ტეპერატურა 0-ზე ნაკლებია. მატერია ამ დროს ინერტული ხდება და სრულიად გამოუდეგარი. ამიტომ სიცივე არის უბრალოდ სიტყვა გამომხატველი იმისა, როცა ადამიანის ორგანიზმში სითბო არ არის.
ყმაწვილმა გააგრძელა:

-ბატონო არსებობს სიბნელე?

-პროფესორმა დაჯერებულად უპასუხა: რა თქმა უნდა არსებობს!

-ისევ ცდებით პროფესორო, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნიუტონის პრიზმა და პატარა სინათლის თეთრი სხივი დავშალოთ მრავალ ფერად და მოლეკულად,
სიბნელეს კი ვერა. ჩვენ სევიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ სიბნელეს ვერასოდეს შევისწავლით, სინათლეს მუდამ აქვს მანძილი, ხოლო სიბნელე მუდამ იქ მთავრდება სადაც სინათლეა, სინათლის სხივს შეუძლია შეაღწიოს სიბნელეში და გააქროს იგი, ნუთუ ოდესმე შეგეძლებათ გაიგოთ თუ რა დონოზე ბნელია ესა თუ ის საგანი? მაგრამ ყოველთვის გავიგებთ სინათლის რამხელა ოდენობაა მოცემული აქა თუ იქ. სიბნელე არის სიტყვა გამომხატველი სინათლის ნაკლებობისა ამა თუ იმ ადგილებში. ნუთუ ვცდები ბატონო?

-პროფესორი მთლად დაიბნა.
სტუდენტმა ისევ ჰკითხა: არსებობს ბატონო ბოროტება?

- რა თქმა უნდა არსებობს, მსოფლიოში ყოველ დღე გვხვდება იგი, სიმღერებში, რადიოში, მკვლელობა, ქურდობა ძალადობა, ნუთუ ბრმები ხომ არ ვარ რომ არ დავინახოთ იგი.

- არა პატივცემულო, ბოროტება არ არსებობს. ბოროტება არის იგივე რაც სიბნელე და სიცივე. ბოროტება ღმერთის ნაკლებობაა ადამიანში. სიტყვა იმის გამომხატველი რომ ადამიანმა ღმერთის რწმენა დაკარგა. ბოროტება არაა რწმენა და სიყვარული, რაც არსებობს როგორც სითბო და სინათლე. იგი რეზულტატია იმისა, რომ ადამიანის გულში ღმერთის სიყვარულისა და რწმენის ნაკლებობა. იგი მოდის მაშინ როცა არაა ღმერთი, როგორც სიცივე მოდის როცა ქრება სითბო და მოდის სიბნელე როცა არ არის სინათლე!
სტუდენტის სახელი გახლდათ: ალბერტ აინშტაინი.
მარიტა
პოლ გოგენი

1919 წლის 18 დეკემბერს „ ევროპ ნუელში“ გამოშვებულ სტატიაში ანდრე სალმონი აი რას წერდა: „ პოლ გოგენის სახელი , უკვე დროა დამხოს... იმ განსწავლულ სურათებტა რაოდენობა, რომელთაც ძალზე გულუბრყვილო გამბედაობა ჰყოფნიდატ ხოლმე, ის და სეზანი თანაბარ მხატვრებად წარმოედგინათ, დღითიდღე მცირდება.“
ძალზე თამამად არის ნათქვამი! გოგენისადმი ინტერესი წლითი წლობით იზრდებოდა.მას უძღვნიდნენ სტატიებსა და გამოკვლევებს. მუზეუმები და დიდი კოლექციები ცდი–ლობდნენ, მისი სურათები შეეძინათ და ამ სურათების „ბაზრის ფასი“ თანდათანობითმატულობდა.
ამ ფასებმა განსაკუთრებით 1942 წლის დეკემბერში აიწია, როცა გოგენის 1889 წელს დახატული სურათი „ ორი ფიგურა კლდეზე“ 1 100 000 ფრანკად გაიყიდა, 1956 წელს კი ‘’ გლეხი და ძაღლი’’ 18 500 000 ფრანკად შეფასდა.
მანამდე აუქციონზე გაყიდული არც ერთი სურათის ფასს ას მილიონ ფრანკამდე არ მიუღწევია. 1957 წლის 25 ნოემბერს, ტაიტური სურათი– „წერილს ელი? „ ლონდონში 130 ათას გირვანქა სტერლინგად შეფასდა, რაც დაახლოებით 180 მილიონ ფრანკს შეადგენს.
ამგვარად, გოგენი სეზანთან და ვან გოგთან ერთად მსოფლიოს ყველაზე „დიდ მაზანდის „ მქონე მხატვართა სამეულშია. მის ნებისმიერ პატარა ჩანახატს ხელიდან სტაცებენ ერთიმეორეს. 1957 წლის ივნისში ოტელ დროუში გოგენის ერთ წერილში 600 ათასი ფრანკი მისცეს. რა ეწერა ამ წერილში? რა და, აი , ეს : „მე ამჟამად სიღარიბისგან წაქცეული, დამარცხებული, გათელილი ვარ“...
მარიტა
მაიკლ ჯორდანი იმაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ნაიკისგან, ვიდრე ნაიკის ქარხნების ყველა თანამშრომელი ერთად აღებული(ერთ ქვეყანაში).

ეს, ისე, რავიცი.. biggrin.gif
მარიტა
ვინსენტ ვან გოგმა მთელო სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთი ნამუშევარი გაყიდა - "წითელი ვენახი".
მარიტა
როდესაც იმანუელ კანტს ჰკითხეს, რომელი ქალია უფრო ერთგული – შავგრემანი თუ ქერაო – ფილოსოფოსმა ორიგინალურად უპასუხა:”ჭაღარა!”

ნაპოლეონსა
და შვედეთის მეფე კარლოს მეთორმეტეს ძალიან უყვარდათ ჭადრაკის თამაში. ცნობილია, რომ არც ერთი მათგანი არ აკეთებდა "როქს" ერთი და იმავე მიზეზის გამო: მეფისათვის დამალვა მიუღებლად მიაჩნდათ.

ვაჟა-ფშაველა
შავად დაწერილ თავის ნაწარმოებებს მხოლოდ ერთხელ ათეთრებდა და დაწერილ ადგილებს იშვიათად ასწორებდა.

დღეს ასე ცნობილი საჭადრაკო ტერმინი "შაჰ მატ" პირველად წარმოთქვა აიათოლა ჰომეინმა, როდესაც 1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია მისი ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია (ანუ, ჩამოაგდეს ირანის ბოლო შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი) და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა.

Illegal Astronaut
მარიტა

საწყენად არ ვამბობ, მაგრამ თემას ჰქვია ბიოგრაფიები.. smile.gif ეცადე ზემოთ ჩამოთვლილ პირების ცხოვრებიდან გასაღიმარი/საინტერესო ფაქტების ნაცვლად მათი ბიოგრაფიები დადო, რაშიც ამ ფაქტების ჩართვა გაალამაზებს შენს მიერ დადებულ ინფოს.. wink.gif
მარიტა
† Lord Borgeze †

OK.
აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგში. smile.gif
Lao Zi
აკუტაგავა რიუნოსკე (1892 – 1927)

იაპონელი მწერალი აკუტაგავა რიუნოსკე დაიბადა 1892 წლის 1 მარტს ტოკიოში, რძის გამყიდველის ნიიხარა ტოსიძეს ღარიბ ოჯახში (მამამისი დედაქალაქის გარეუბანში საძოვრებსაც ფლობდა). იაპონური კალენდრის მიხედვით, მისი დაბადება დაემთხვა დრაკონის თვეს, დრაკონის დღეს, დრაკონის საათს. ამიტომ მას სახელად რიუნოსკე დაარქვეს, რადგან ამ სახელის პირველი იეროგლიფი “რიუ” აღნიშნავს “დრაკონს”. დაბადებისას რიუნოსკეს დედა 33 წლის იყო, ხოლო მამა 42 წლისა, რაც ძველი იაპონური ტრადიციის მიხედვით ცუდ ნიშნად ითვლებოდა. ცრურწმენის მიხედვით, ბავშვს მძიმე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი ელოდა. მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვი გასაზრდელად უშვილო ბიძასთან (დედის ძმა) აკუტაგავა მიტიასთან გაეგზავნათ, რომლის გვარიც მიიღო შემდგომ მწერალმა.

რიუნოსკეს დაბადებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა მისი უფროსი და. დედა ამ უბედურებას თავის თავს აბრალებდა და ფსიქიურად დაავადმყოფდა. აკუტაგავა იგონებდა: “ჩემს მიმართ სინაზე დედას არასოდეს გამოუხატია. ჩვეულებრივ იგი, მთელი დღე მარტო იჯდა სახლში, სიბაში, და ეწეოდა გრძელ ყალიონს… დედას რატომღაც უსიცოცხლო, ნაცრისფერი სახე ჰქონდა”. დედის შეშლილობა მთელი ცხოვრება გასდევდა მწერალს.

მწერლის ბავშვობა და ყრმობა თითქოს ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, იგი კარგად სწავლობდა და უცხო ენებსაც ადვილად ითვისებდა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ რიუნოსკე ბავშვობიდან ჰალუცინაციებითა და უძილობით იტანჯებოდა. ეს კი მომავალ მწერალს დედისგან ერგო მემკვიდრეობით, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონდა.

რიუნოსკეს ბიძა, აკუტაგავა მიტიასი ტოკიოს პრეფექტურის სამშენებლო განყოფილების უფროსად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულ ადამიანად ითვლებოდა. რიუნოსკეს მან მისცა არამარტო საკუთარი გვარი, არამედ, შესანიშნავი განათლება და აღზრდა. მიტიასის ოჯახი ძველ ინტელიგენტურ ოჯახს განეკუთვნებოდა, მისი წინაპრები იყვნენ ედოს პერიოდის (ტოკუგავას სამხედრო-ფეოდალური დიქტატურა, XVII-XIX ს.) მწერლები, მეცნიერები და ინახავდა ძველ კულტურულ ტრადიციებს. ოჯახი გატაცებული იყო ძველი იაპონური პოეზიით და მხატვრობით. ოჯახში მკაცრად იცავდნენ ძველ იაპონურ ტრადიციებს, სადაც მთავარი როლი ოჯახის თავკაცს ეჭირა.

მომავალი მწერალი ადრეული ბავშვობიდანვე დაინტერესდა ლიტერატურით, თოთხმეტი წლისას უკვე წაკითხული ჰქონდა ფრანსი და იბსენი, ოცი წლისას – მოპასანი, ბოდლერი, სტრინდბერგი, ტოლსტოი. თავის მინიატურაში “ჩემი საყვარელი წიგნები”, რიუნოსკე წერდა: “საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ განსაკუთრებით მომეწონა ისეთი მწერლების პომპეზური ნაწარმოებები, როგორიცაა უაილდი, გოტიე. ჩანს, ეს ჩემს ნატურას შეესაბამებოდა, თუმცა ამავე დროს გამოხატავდა იაპონური ნატურალისტური რომანებით ჩემს მოყირჭებას. კოლეჯის დასრულების შემდეგ შემეცვალა გემოვნება და უაილდი და გოტიე უკვე გაღიზიანებას იწვევდა ჩემში. სწორედ ამ დროიდან გამიტაცა სტრინდბერგმა. იმ წლებში ხელოვნება, რომელიც მოკლებული იყო მიქელანჯელოსებრ სიძლიერეს, არაფრად მიმაჩნდა. ასეთი შეხედულების ჩაოყალიბებაზე დიდი როლი ითამაშა “ჟან-კრისტოფმა”. ასე გრძელდებოდა უნივერსიტეტის დასრულებამდე. შემდგომ გამიტაცა შედარებით მშვიდი სტილის წიგნებმა. ნაწარმოებები, რომლებიც მოკლებული იყვნენ ასეთ მშვიდ სტილს, არანაირ ინტერესს არ იწვევდნენ ჩემში. სწორედ მაშინ გამიტაცა სტენდალმა და მერიმემ, ხოლო იაპონელებიდან – საიკაკუმ”.

1910 წელს რიუნოსკემ წარჩინებით დაამთავრა ტოკიოს მუნიციპალური საშუალო სკოლა, და იმავე წელს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის მიზნით ჩააბარა პირველ კოლეჯში, ლიტერატურულ განყოფილებაზე. 1913 წელს აკუტაგავამ დაამთავრა კოლეჯი და ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ლიტერატურის განყოფილების სტუდენტი გახდა.

უბედური ვარ

სალექციო პროცესმა იმედები გაუტეხა ახალგაზრდა ლიტერატორს, ლექციები უინტერესო გამოდგა, და მან თავი დაანება უნივერსიტეტში სწავლას. მისი ძირითადი საქმიანობა გახდა ჟურნალ ”სინსიტე”-ს (“Shinshichō” „ახალი დინება“) გამოცემა. ჟურნალის გარშემო აკუტაგავამ და მისმა მეგობრებმა – ახალგაზრდა ლიტერატორებმა კუმემ და კიკუტიმ – ჩამოაყალიბეს გაერთიანება “სინგიკოხი” („ახალი ხელოვნების სკოლა“). ჯგუფის წევრებმა თავი გამოაცხადეს „ანტინატურალისტებად“, და ნატურალისტური სკოლის კრიტიკით გამოდიოდნენ. ჯგუფი აღიარებდა ლიტერატურის როგორც უპირველეს ყოვლისა ხელოვნების ფასეულობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფორმას, მკვეთრად გამოხატულ ფაბულას, ლიტერატურულ გამონაგონს, მოითხოვნდნენ მასალის მრავალფეროვნებას და ფერადოვნებას, აფასებდნენ ენის გამომსახველობით მხარეს.

აკუტაგავამ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო ესთეტიზმის ძლიერი გავლენით. ამის შესახებ მან ნათლად გამოხატა თავის გვიანდელ მოთხრობაში “იდიოტის ცხოვრება”: “ადამიანის სიცოცხლე არ ღირს ბოდლერის ერთ ფრაზადაც”.

ჟურნალი ”სინსიტე” სამჯერ დაიხურა და სამჯერვე აღადგინეს იმავე სახელწოდებით. მესამეჯერ აღდგენისას, პირველივე ნომერში, რომელიც 1914 წლის 14 თებერვალს გამოვიდა, მკითხველმა დაინახა მისთვის ახალი ლიტერატურული სახელი აკუტაგავა, ანატოლ ფრანსის ნოველის “ბალთაზარის” თარგმანზე. ხოლო მაისის ნომერში ჟურნალ ”სინსიტე”-ში დაიბეჭდა მისი პირველი ნოველა „მოხუცი“. ჟურნალის გამოსვლამდე იგი მეგობარს წერდა: “ადამიანი და თვითგამოხატვა – განუყოფელი მთლიანობაა. მე არ მინდავიოლინო დამსხვრეული სიმებით… ვთარგმნე ანატოლ ფრანსის ნოველა. თუ არ დამიბეჭდავენ, სასოწარკვეთილი გავხდები. ძალიან უბედური ვარ – ჟურნალის მონაწილეთაგან ყველაზე მოუხერხებელი ვარ”.

კარიბჭე

შეგირდობის ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა, მხოლოდ ორი წელი, და როგორც მწერალი აკუტაგავა რიუნოსკე დაიბადა არა “მოხუცის” გამოქვეყნებისას, არამედ მას შემდეგ რაც დაიბეჭდა მისი ნოველები: “რასიომონის კარიბჭე” (1915 წ.), ”ცხვირი” (1916 წ.). საზოგადოებამ შეამჩნია ლიტერატურის სამყაროში ახალი ტალანტის დაბადება. საკუთარი გზის ძიებისას მან მიმართა XI ს-ის ძველ ეროვნულ ლიტერატურულ ძეგლს “კონძიაკუ-მონოგატარი” (“გარდასულ დროთა ამბავი”). მასში მან იპოვა ის, რასაც ვერ პოულობდა სინამდვილეში, – არაჩვეულებრივი მოვლენა. მაგრამ უცნაური სიუჟეტი წარმოადგენდა აკუტაგავასთვის საინტერესო მთავარი თემის – ზღვრამდე მისულ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის ფსიქოლოგიისა და ბუნების - გახსნის აუცილებელ პირობას.

მოთხრობაში “რასიომონის კარიბჭე“ ასახულია გაკოტრებული მეპატრონის მიერ სამსახურიდან დათხოვნილი მსახურის ამბავი, რომელსაც უწინ არასოდეს უფიქრია ქურდობაზე. უმუშევრად დარჩენილი ყოფილი მსახური ფიქრობს შიმშილით სიკვდილის საფრთხეზე და ქურდად გახდომას განიზრახავს, თუმცა გამბედაობა არ ჰყოფნის და საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს. ამ მერყევ განცდას ადვილად წყვეტს მდაბიო დედაბერი, რომელიც პარიკების დასამზადებლად გვამებისგან თმებს აგროვებს. თავის არაკეთილშობილურ საქმიანობას დედაბერი იმით ხსნის, რომ თმების მესაკუთრეც, როცა ცოცხალი იყო თაღლითობდა – გამომშრალ გველებს ყიდდა და მათ თევზებად ასაღებდა. ქურდიც და დედაბერიც – თითოეული თავისებურად – არაფერშია დამნაშავე. რომ თავი გადაირჩინო, აუცილებელია იქურდო. და ვერაფერს შეცვლი – ასეთია პატარა ადამიანის ფსიქოლოგია.

„მართალია, იქნება კია ცუდი საქმე, მიცვალებულს რომ თმას აგლეჯს ვინმე, მაგრამ ეგენი, აქ რომ წვანან, ყველაფრის ღირსები არიან. თუ გინდა, ეს ქალი აიღე, ახლა რომ თმას ვაგლეჯდი: ოთხოთხი სუნის სიგრძეზე ჭრიდა გველებს, ახმობდა და მერი ხმელ თევზებად ასაღებდა, სასახლის მცველები ყიდულობდნენ… ამით ედგა სული. ჭირს რომ არ მოეკლა, ახლაც ამით იცხოვრებდა. არადა, ხალხი ლაპარაკობდა, ძალიან გემრიელ თევზს ყიდისო, ჩაფრები საუზმეზე სულ ამის თევზსა ჭამდნენ. მაინც ვერ ვიტყვი, ცუდს შვრებოდამეთქი. სხვა რა გზა ჰქონდა, ასე რომ არ მოქცეულიყო შიმშილით ამოსძვრებოდა სული. მეც შიმშილით მოვკვდები, ასე რომ არ ვქნა! ჩემი ნებით არა ვარ ცუდის მქნელი. ეს ქალი რომ წამოდგეს, არც დამადანაშაულებდა, ამან ხომ კარგად იცოდა, გაჭირვება რასაც ჩაადენენებს ხოლმე კაცს“ – ამბობს დედაბერი.

დედაბრის საქციელისადმი ზიზღი თანდათან გამბედაობად იქცა. „უკვე აღარ ყოყმანობდა, შიმშილით მომკვდარიყო თუ ქურდობას შესდგომოდა; ეგ კი არა, ამ წუთში, დასტურ, ისე შორს იყო შიმშილით სიკვდილზე ფიქრისაგან, რომ ეს ფიქრი აზრადაც ვერ მოუვიდა თავში“. გამბედაობამ დანაშაულის ჩამდენის მიმართ თვითონაც დამნაშავედ აქცია: მსახური გაქურდავს დედაბერს, წაართმევს კიმონოს და შიშვლად დატოვებს რასიმონოს კარიბჭესთან მიმობნეულ გვამებში.

ნოველა საინტერესოა არამარტო ასეთი ფსიქოლოგიური გარდასახვით. მასში იხსნება სხვა პლასტიც, რომლიდანაც შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ საზოგადოებაც დამნაშავეა ასეთი ადამიანების ბედში. ჩნდება კითხვა: თუ საზოგადოება უარს ამბობს ადამიანთა ბედის პასუხისმგებლობაზე, უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ რაიმე პასუხისმგებლობა ასეთი საზოგადოების მიმართ? არავინაა პასუხისმგებელი არავისზე, ყველაფერი დასაღუპავადაა განწირული, დედაქალაქი გაუდაბურდა, ერთადერთი სურვილი – გადარჩე ნებისმიერ ფასად – ადამიანში კლავს ყოველივე ადამიანურს.

“რასიომონის კარიბჭის“ გარდა ამ პერიოდში დაწერა აკუტაგავამ ჰაიკუს ჟანრის ლექსები – “ჰაიკუს კრებული”.

აღიარება

1916 წელს ”სინსიტეში” დაიბეჭდა მოთხრობა „ცხვირი“. მოთხრობა გოგოლის „ცხვირის“ იაპონურ ვარიანტს წარმოადგენს, სადაც მოთხრობილია შუა საუკუნეების გრძელცხვირა ბუდისტი ბერის შესახებ, რომელიც საკუთარი ცხვირის დიდი ზომის გამო იტანჯება. გმირის ცხვირი არ იზრდება – პირიქით, იგი ჩვეულებრივი ზომის ხდება, რაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, არ ამცირებს პატრონის ტანჯვას, – ახლა იგი განიცდის საკუთარი „ინდივიდუალობის დაკარგვას“.

აკუტაგავა პირველივე ნაბიჯებიდან ეძებდა საკუთარ გზას ლიტერატურაში. მაგრამ დამწყები მწერალი საჭიროებდა თანადგომას და მან მორცხვად გადააბიჯა საყვარელი მწერლის ნაცუმე სოსეკის კარიბჭის ზღურბლი, რამაც უდიდესი როლი ითამაშა მის, როგორც შემოქმედად ჩამოყალიბებაში. აკუტაგავა დაუახლოვდა დიდ მწერალს და მთელი ცხოვრება განიცდიდა მის ძლიერ მორალურ და ფსიქოლოგიურ გავლენას.

მოთხრობა “ცხვირს” იმ დროის უდიდესმა მწერალმა ნაცუმე სოსეკიმ ასეთი შეფასება მისცა: “თქვენი ნოველა განსაკუთრებულად საინტერესოდ მეჩვენა. თვალს ხვდება, რომ ნოველაში გამოყენებულია სრულიად ახალი, მანამდე უცნობი მასალა. სწორადაა არჩეული შინაარსის შესაბამისი სტილი… აღფრთოვანებული ვარ. ასეთი ოცი-ოცდაათი ნაწარმოების დაწერის შემდეგ, თქვენ გახდებით ისეთი მწერალი, რომელსაც ჯერაც არ იცნობს ლიტერატურა”.

ბევრი კრიტიკოსი თვლის რომ, აღნიშნულ პერიოდში მწერალი უიმედო სიყვარულის გამო განიცდიდა ძლიერ სულიერ დეპრესიას, რამაც გავლენა იქონია მის ადრეულ ნაწარმოებებზე. სტუდენტობისას გადაწყვიტა თავის ბავშვობის მეგობართან, იაიოი იოშიდასთან დაქორწინება, მაგრამ ოჯახმა არ მისცა თანხმობა.

ყმაწვილობის პერიოდში აკუტაგავა განიცდიდა იაპონელი მწერლების ნაცუმე სოსეკისა და მორი ოგაის, აგრეთვე ევროპული ლიტერატურის (მოპასანი, ფრანსი, სტრინდბერგი, დოსტოევსკი) გავლენას. აკუტაგავა კარგად იცნობდა ევროპულ, მათ შორის რუსულ ლიტერატურას. მოთხრობა „ბატატის ფაფა“ დაიწერა გოგოლის „შინელის“ შთაბეჭდილების ქვეშ, ხოლო მოთხრობაში „ბაღი“ იგრძნობა ჩეხოვის პიესის „ალუბლის ბაღის“ გავლენა. მოთხრობა „ვალდშნეპი“-ის (1921) მთავარი გმირებია – რუსი მწერლები ლევ ტოლსტოი და ივან ტურგენევი.

სენსეი

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1916 წლის დეკემბერში, აკუტაგავა საცხოვრებლად გადადის იოკოსუკაში, სადაც მუშაობას იწყებს ნავალის სამხედრო-საზღვაო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლად. იგი იძულებულია მისთვის უინტერესო პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყოს ხელი. მომავალ მეუღლეს წერდა, რომ უკვე ჭირივით ეზარება მასწავლებლობა: ”დავინახავ თუ არა ჩემი მოსწავლეების სახეებს, იმწუთშივე ნაღველი შემომაწვება გულზე, მაგრამ მომენტალურად ვცოცხლდები, როცა ჩემს წინაა სუფთა ფურცელი, წიგნი და კარგი თუთუნი”.

მიუხედავად ამისა, ეს პერიოდი მისი ხანმოკლე ცხოვრებიდან ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა – ცხრა თვის განმავლობაში მან გამოსაცემად მოამზადა კრებული “რასიომონის კარიბჭე” და დაწერა 20-ზე მეტი ნოველა, ესსე და სტატია: ჰიოტოკოს ნიღაბი (1915), იოსი კურანოსკეს ერთი დღე (1917 წ.), ხელოვნებით შეპყრობილი (1917), როგორ განეშორა თავი ტანს (1918), ჯოჯოხეთის სურათები (1918), მანდარინები (1919 წ.), ძურიანო კიტისკე (1919 წ.), მაგიის სასწაულები (1919 წ.),

ყურადღებას იპყრობს კლასიკად ქცეული მოთხრობა “მენზურა ზოილი” (1917 წ.). მოთხრობა მცირე მოცულობისაა, არქაული დაბოლოებით “გამოღვიძება”, მოგვითხრობს ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ფასეულობის გაზომვას. სატირული ელფერის გამო მოთხრობა სვიფტის პროზას გვაგონებს. “ზოილეს დედაქალაქის უნივერსიტეტი, სადაც მეცნიერთა ნაღებია თავმოყრილი, ტოლს არ უდებს მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტებს. და ნამდვილად, ისეთი ხელსაწყო, როგორიც ღირებულებათა გამზომია, ახლახანს აქაურმა პროფესორებმა რომ გამოიგონეს, დედამიწის ახალ საოცრებად ითვლება… ზუსტად რომ ვთქვათ, ესაა ღირებულებათა გამზომი აპარატი. მართალია, ის, ვგონებ, უმთავრესად გამოიყენება რომანებისა და სურათების ღირებულებათა გასაზომად… უმთავრესად, მხატრულისა, თუმც, მას სხვა სახის ღირებულებათა გაზომვაც შეუძლია. ზოილეში, ცნობილი წინაპრის საპატივცემულოდ, აპარატს უწოდეს მენზურა ზოილი… გარეგნულად ის არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამედიცინო სასწორისაგან. ბაქანზე, სადაც ჩვეულებრივად ადამიანი დგება, დებენ წიგნებს ან ტილოებს. ჩარჩოები და ყდები ოდნავ ხელს უშლის ზუსტ გაზომვას, მაგრამ შემდეგ ამ ხარვეზს ასწორებენ… იმ დღიდან მოყოლებული, რაც ეს ხელსაწყო გამოიგონეს, ყველა მწერალსა და მხატვარს, რომლებიც ძაღლის ხორცით ვაჭრობენ და მას ცხვრის ხორცად ასაღებენ, მაზანდა წაუვიდათ. ღირებულების ზომა თვალნათლივ გამოისახება ციფრებით… აპარატები საბაჟოებშიც დაიდგა. ყველა ხელნაწერი და სურათი, რომელიც საზღვარგარეთიდან შეაქვთ, მოწმდება ამ აპარატით და ღირებულებას მოკლებული ნაწარმოებთა შეტანა იკრძალება. ამბობენ, რომ ახლახანს ერთსა და იმავე დროს გაზომეს იაპონიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან იტალიიდან, ესპანეთიდან, ამერიკიდან, შვეციიდან, ნორვეგიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ნაწარმოებნი და სიმართლე რომ ვთქვათ, იაპონურ ნაწარმოებთა შეფასების შედეგები ძალზე დაბალია. ჩვენი მიკერძოებული შეხედულებისამებრ კი, იაპონიაში არიან მწერლები და მხატვრები, რომელთა ატანა შეიძლება”.

ნოველაში “როგორ სწამდა ბისეის” (1919 წ.) გადმოცემულია ადამიანის რწმენა საკუთარი სიტყვისადმი, ადამიანთა სიკეთისადმი. ამასთან იაპონიაში სიტყვა ბისეი ასოცირდება სულგრძელობასთან, უბრალოებასთან, რომელიც ახლოსაა სიბრიყვესთან. ბისეი ხიდის ქვეშ ელოდა თავის შეყვარებულს, “ის კი არ ჩანდა”. ელოდა გაუნძრევლად და ისე დაიხრჩო მდინარეში, რომ არც კი განძრეულა. “წყალმა და ქარმა, ერთმანეთს რომ ეჩურჩულებოდნენ, ზღვისკენ გააცურეს ბისეის ცხედარი. ბისეის სული კი მდუმარედ გაფრინდა სევდიანი მთავარის შუქისაკენ (ალბათ იმიტომ, რომ შეყვარებული იყო). ისე ფრთხილად დატოვა სხეული, ისე მსუბუქად აუცურდა ფერმიმქრალ ცაში, სწორედ რომ უჩუმრად, როგორც ადის ხოლვე მდინარიდან შლამის სუნი და წყლის სიგრილე… მე დღე და ღამ ვოცნებობ და ნიადაგ ველოდები რაღაც უჩვეულოს. რაღაც სასწაულს, ისევე, როგორც ხიდქვეშ საღამოს ბინდბუნდში მდგარი ბისეი ელოდა თავის მიჯნურს, რომელიც არასოდეს მოვიდოდა”.

1916 წელს აკუტაგავამ გაიცნო ფუმი თსუკამოტო, რომელთანაც დაქორწინდა 1918 წელს. ქორწინების შემდეგ სამი შვილი გაუჩნდა: ჰიროში აკუტაგავა (1920-1981) შემდგომ ცნობილი მსახიობი, თაკაში აკუტაგავა (1922-1945) დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, და იასუში აკუტაგავა (1925-1989) შემდგომ ცნობილი კომპოზიტორი.

ქორწინების შემდეგ აკუტაგავა მეგობრების დახმარებით ცდილობს მოიპოვოს ლექტორის ადგილი კეიოს უნივერსიტეტში, მაგრამ მოლაპარაკებები გაიწელა და 1919 წელს მიატოვა პედაგოგიური მოღვაწეობა და ტოკიოში გადავიდა, სადაც იგი მუშაობას იწყებს გაზეთ ”ოსაკა მაინიტი სიმბუნ”-ის თანამშრომლად, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი მატერიალური მდგომარეობა. 1921 წელს სპეციალურ კორესპოდენტად ოთხი თვით გაიგზავნა ჩინეთში. ჩინეთში ყოფნას ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ არ მოუტანია სასურველი შედეგი: მწერალი გონებრივად გადაღლილი დაბრუნდა, ისევ აწუხებდა უძილობა და ნერვული აშლილობები.

ამ პერიოდს განეკუთვნება სოციალური ბოროტების სამყაროში სიკეთის ტრაგიკული კოლიზიების ფსიქოლოგიური ნოველა “შემოდგომა” (1920 წ.), უცნაური შემთხვევა (1921), მსოფლიო ლიტერატურის შედევრი „უსიერ ტევრში“ (1922), წმინდანი (1922), მისალმება (1923), ა-ბა-ბა-ბა-ბა (1923). მოთხრობა „უსიერ ტევრში“ ლიტერატურის ისტორიაში უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს, სადაც გულახდილი ალოგიზმი მაღალ მხატვრულ დონეზეა აყვანილი. დანაშაულის თვითმხილველი ოთხი პიროვნება, მკვდარი სულის ჩათვლით, შემთხვევას ოთხი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიით აღწერს. საქმე ეხება ყაჩაღ ტაძიომარუს, რომელმაც ტყეში მოკლა სამურაი და ნამუსი აჰხადა მის ცოლს. ზოგი მზადაა პასუხისმგებლობაც კი აიღოს მომხდარ ფაქტზე და თავი დამნაშავედ აღიარონ. შედეგად ვღებულობთ არა განაჩენის სტენოგრამას, არამედ მომხდარის მრავალგანზომილებიან სურათს. თითქოს ჭეშმარიტების და სიმართლის ძიება დროის ტყუილად კარგვაა, რადგან ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ ეს სიმართლეც საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს “დამსწრეების” გარეშე. თითქოს ყველაფერი მყიფეა, არამყარი და წარმოდგენადი, მათ შორის ფაქტებიც, ჭეშმარიტებაც, საგნებიც კი… მწერლის მოთხრობა იმდენად ორიგინალურია, რომ მეცნიერებაში სპეციალური ტერმინიც კი დამკვიდრდა რასიომონის ეფექტი (ინგლ. Rashomon effect) — გამოცდილის აღქმის სუბიექტურობის ეფექტი, რომელშიც რაიმე მოვლენის თვითმხილველებს ძალუძთ შექმნან მისი ძირეულად განსხვავებული, თუმცა ერთნაირად სავარაუდო სინამდვილის მსგავსი აღწერა.

მოთხრობა „უსიერ ტევრში“ გამოქვეყნების შემდეგ არსებითად იცვლება მწერლის შემოქმედებითი სტილი, იგი უფრო ლაკონიური და ნათელი ხდება („მანდარინები“). მწერალმა აღიარება ღრმა ფსიქოლოგიზმისა და რაფინირებული სტილის მეოხებით მოიპოვა. თავის მოთხრობაში “ცხვირსახოცი” მწერალი გადმოგვცემს დედის სტუმრობას პროფესორთან, რომ თავისი შვილის, იგივე პროფესორის სტუდენტის სიკვდილის ამბავი შეატყობინოს. ქალი ერთი შეხედვით სიმშვიდის განსახიერებაა, პროფესორთან საუბრისას იღიმება კიდეც. შემთხვევით პროფესორს რაღაც დაუვარდება და მაგიდის ქვემოთ დაიხრება ასაღებად და ხედავს რომ ქალს ხელები უკანკალებს და ცხვირსახოცს წიწკნის. პროფესორი განცვიფრდება ქალის თავშეკავებულობით.

აკუტაგავა ცოცხალი სინამდვილისგან განდგომილი ხელოვანი იყო. ბევრი ნოველის სიუჟეტი მან აიღო არა თანამედროვე ცხოვრებიდან, არამედ შუა საუკუნის ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან, რათა გამიჯვნოდა, მისი აზრით, უხამს, უგვანო რეალობას და მთელი ყურადღება გადაეტანა აბსტრაქტული ადამიანის რთული, ხშირად არაბუნებრივი სულიერი პროცესების წარმოსახვაზე. საკუთარ მისწრაფებას ისტორიასთან იგი ასე ხსნიდა: ”თანამედროვე და წარსულის ადამიანთა სულებს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა”. ამიტომ იგი წარსულში ეძებდა თანამედროვე ადამიანთა მოქმედებების ანალოგებსა და ამ მოქმედებების ფსიქოლოგიურ ახსნას.

რიუნოსკეს ნაწარმოებები შეიძლება დავყოთ სამ ისტორიულ ნაწილად მე-12 საუკუნე, როდესაც იაპონიის ძველი დედაქალაქი კიოტო განიცდიდა სხვადასხვა უბედურებასა და დაცემას; მე-16 საუკუნე – ქრისტიანობის გავრცელება იაპონიაში და მე-19 დასაწყისი, მეიდზის ეპოქა.

1920-იან წლებში აკუტაგავა აგრეთვე მიმართავს ავტობიოგრაფიულ პროზას. ამ მხრივ ნიშანდობლივია ერთერთი მოთხრობის სათაური – „ჩემს შესახებ იმ წლებში“. აკუტაგავას ისევე როგორც დიდ იაპონელ მწერალს ნაცუმე სოსეკის საკუთარი შეხედულებები ჰქონდა ეგოიზმზე, როგორც პრობლემაზე. ორივე ლიტარატორი ამ პრობლემას განიხილავდნენ არა პიროვნულ, არამედ საზოგადოებრივ ნაკლად. აკუტაგავას ეკუთვნით გამოთქმა ”იაპონიის სახელმწიფო ეგოიზმი”. ერთ-ერთ მოთხრობაში “პიგმეის სიტყვები”, რომელიც სხვადასხვა თემებზე აფორიზმებისა და ესეების კრებულს წარმოადგენს, მწერალი ამბობს: „მე არ მაქვს სინდისი. მე მაქვს მხოლოდ ნერვები“.

სიცოცხლის ბოლო თვეებში აკუტაგავამ ბიბლიის ღრმად შესწავლა დაიწყო, მასში ხედავდა სულის სიმშვიდეს. ძლიერ გაიტაცა კათოლიციზმმა და ცდილობდა გაეაზრებინა ქრისტეს სახება თანამედროვე სამყაროში.

ვერონალი – ცხოვრების სიმძიმისგან ხსნა

ბოლო წლებში გაუმძაფრდა ფსიქიკური გადაძაბვა, თვითმკვლელობაზე ფიქრი აეკვიატა, რაც ასახულია მის უკანასკნელ მოთხრობებში “კბილებიანი ბორბლები”, „ცხოვრება იდიოტისა“, „წერილები ძველ მეგობარს“. 1927 წლის აპრილის დასაწყისში აკუტაგავამ დაამთავრა “კბილებიანი ბორბლები”, სადაც პროტოკოლური სიზუსტით აღწერა ტოკიოში ერთერთი უკანასკნელი მგზავრობისას თავისი განცდები, ადამიანებთან შეხვედრები და საუბრები. მოთხრობა მომწამვლელი ნაღველითაა სავსე. ცხადი იყო, რომ ცხოვრება უკვე მობეზრებოდა – ვერ ურიგდებოდა არამარტო სამყაროს, არამედ საკუთარ თავსაც. ტრაგიკული თხრობა ასეთი სიტყვებით მთავრდება: “წერის ძალა აღარა მაქვს. ასეთ სულიერ ყოფაში ცხოვრება – აუწერელი ტანჯვაა! ნუთუ ვერ მოიძებნება ვინმე, ვინც წყნარად მიმახრჩობდა მძინარეს?”

აკუტაგავა ადრეული წლებიდან ცდილობდა ამ ცხოვრებიდან წასვლას. ახალგაზრდა ასაკში ექსპერიმენტი ჩაიტარა საკუთარ თავზე: თოკით კისერი მოიჭირა და წამზომით აკვირდებოდა, თუ რამდენი წამით გახანგრძლივდებოდა სიკვდილი. ათი წამის შემდეგ, როდესაც ცნობიერებამ დაბინდვა დაიწყო, გააჩერა ექსპერიმენტი – თვითმკვლელობის ეს მეთოდი მწერალს არ მოეწონა. პოპულარობას ადრე მიაღწია, ცხოვრების სხვა გარეგანი გამოვლინებებიც საკმაოდ კეთილსაიმედოდ წარიმართა: მტკიცე ოჯახი, ლიტერატურული წარმატება, მკითხველთა სიყვარული. თუმცა თვითონ აკუტაგავა მიიჩნევდა, რომ მისი არსებობა ჯოჯოხეთია და ჯოჯოხეთი გახდა მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა. მწერალს მთელი ცხოვრება ეშინოდა სიგიჟის (დედის სულიერი აშლილობის გამო) და შემოქმედებითი უნაყოფობის. ბოლო წლებში შიში გადაიზარდა აკვიატებულ იდეად, ნერვულმა დაძაბვამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, უძილობა, გადაღლა.

1927 წლის 24 ივლისს, გამთენიისას, აკუტაგავა რიუნოსკემ ვერონალის სასიკვდილო დოზა მიიღო და, სრულ სიმშვიდეში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი მხოლოდ 35 წლის იყო.

სიკვდილის წინ მან მოასწრო დაეწერა “ცხოვრება იდიოტისა”, რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა. მოთხრობა ადამიანის მარტოობის, დროისა და ისტორიის მიმართ მისი უძლურების აღსარებაა. აქ ისევ ჩნდება დეკადენსისა და მოდერნიზმის აშკარა მოტივები – გვამების აღწერა, ბავშვობაზე და შეშლილ დედაზე უსიხარულო მოგონებები, იგძნობა ავტორის შიში საზოგადოების მიმართ. “კალმიანი ხელი უთრთოდა. ნერწყვმა უმწეო ბავშვივით დაუწყო დენა. გონება ნთელი ჰქონდა მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ, დაძინებას კი უამრავი ვერონალით ახერხებდა. და გონებასაც სულ ნახევარი ან ერთი საათით თუ უბრუნდებოდა ჩვეული ძალა. აუწყველ და ამოუხაპავ სიბნელეში მიიზლაზნებოდა დრო. თითქოს წვრილ მახვილზე იყო დაყრდნობილი, რომელსაც ალესილი პირი გადასტეხოდა” (“ცხოვრება იდიოტისა”, 1927 წლის ივნისი).

მოთხრობა თავის მეგობარს დაუტოვა და სამუდამოდ დაემშვიდობა შემდეგი წარწერით: “ალბათ არც ერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის იმ მოტივში, რის გამოც თავს იკლავს. ჩემს შემთხვევაში უშნო მიზეზების მთელი თაიგულია, მთავარი კი ალბათ ის გაურკვეველი მღელვარებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია მაწუხებს. ბოლო ორი წელია, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ და დიდი ინტერესით ვეცნობი სიკვდილის ყველა სავარაუდო ინტერპრეტაციას. ჩემი აზრით, “ცხოვრება იდიოტისა” არის ის ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე დავწერე. როცა გადაწყვეტილება მივიღე, ვიფიქრე, ჯობს, ნაკლებად მტკივნეულად დავტოვო ეს სამყარო. დასავლეთისგან განსხვავებით, ჩვენ თვითმკვლელობას დიდებულ ცოდავად არ მივიჩნევთ, ამიტომ არ მგონია, უფალი ძალიან გამიბრაზდეს. ჩამოხრჩობა, იარაღის სროლა ან ვენების გადაჭრა ძალიან ბინძურია. მთელი ცხოვრება ბინძური ვიყავი, მუდამ დაუვარცხნელი და ჭუჭყიანი ტანსაცმლით დავდიოდი, რადგან ფიზიკური ესთეტიკისთვის დრო არასოდეს მქონდა. ვაღიარევ ბინძური ვიყავი. სულ სადღაც მაგვიანდებოდა, ახლაც მალე უნდა წავიდე, თავი უნდა მოვიკლა. ჩვენ, ,ადამიანები, ხშირად ცხოველებივით ვიქცევით, მაგრამ ამის აღიარება არ გვინდა. ახლაც, სიცოცხლის ბოლო წუთებში მხოლოდ საკვებზე და ქალებზე ვფიქრობ. მაგრამ ალბათ უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ იმ სიმშვიდისგან, რომელიც საბოლოოდ დამიპყრობს. სამყარო, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, არის დაავადებული ნერვებით სავსე, ისინი ყინულივით გამჭვირვალეა, მე მათ ვხედავ. ალბათ ჩემი ნებაყოფლობითი სიკვდილი ბედნიერებას თუ არა, სიმშვიდეს მაინც მოგვიტანს ყველას…”

თვითმკვლელობამდე იგი რამდენიმე დღის განმავლობაში საწერი მაგიდიდან არ ამდგარა. 23 ივლისსაც მისი კაბინეტის ფანჯრებში გვიანობამდე სინათლე ენთო – იგი მუშაობდა ხელნაწერზე, ხოლო დილით მკვდარი იპოვეს. გადმოცემის მიხედვით, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს შემდეგი ბოლო ფრაზები: „ბუნება მაღელვებს ისე როგორც არასდროს, რადგან სამყაროს ვუყურებ უკანასკნელად“.

მწერლის თვითმკვლელობამ საგონებელში ჩააგდო მეგობრები და ნაცნობები, თუმცა, ეს ამბავი მათთვის არ იყო მოულოდნელი. მისი თვითმკვლელობის ჭეშმარიტი მიზეზი მაინც ვერავინ გაიგო. მწერალი ბოლო დროს უმიზეზო დეპრესიაში ჩავარდა, რომელსაც იგი „ბუნდოვან შფოთს“ უწოდებდა. მიზეზი შესაძლოა ვეძებოთ პიროვნულ ხასიათში, დედის სულიერი აშლილობის მტკივნეულ მოგონებებში, შემოქმედებითი და პიროვნული ტემპერამენტის თავისებურებებში. პირად საუბრებში იგი არაერთხელ ახსენებდა, რომ ხვდებოდა საკუთარ ორეულს – თეატრში, ქუჩაში და ა. შ.

1935 წელს მისი მეგობრის, მწერალ კიკუტი კანოს მიერ დაწესებული იქნა აკუტაგავა რიუნოსკეს სახელობის პრემია, რომელსაც წელიწადში ერთხელ გადასცემენ იაპონიის საუკეთესო ახალგაზრდა ლიტერატორებს. აკუტაგავა რიუნოსკეს სახელობის პრემიის დევიზია “წმინდა ლიტერატურისათვის”, მაშინ როცა ნაოკის სახელობის პრემის დევიზია – “ლიტერატურა მასებისათვის”.

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია!smile.gif ძალიან ისიამოვნებთ თუ ბოგრაფიაში დასახელებულ ნაწარმოებებს წაიკითხავთ.უმეტესობა ქართულად ნათარგმნია (მხოლოდ რამოდენიმე ვერ ვიშოვე).
Lao Zi
გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მამა – პეტრე დოჩანაშვილი(ექიმი), დედა – გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია – მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა – სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია – ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი,ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა სამშობლოს უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულის გამო. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი(ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.
უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, – ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.
anuchi
იოკო ონო

იოკო ონო 1933 წლის 18 თებერვალს, ტოკიოში, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ეისუკე, იყო ბანკირი და დედა, ისოკო, კი ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის შთამომავალი გახლდათ.

4 წლის იოკო ტოკიოს ლორდთა სკოლაში მიაბარეს, სადაც მხოლოდ არისტოკრატები და იმპერატორის შვილები სწავლობდნენ.
1940 წელს მისი ოჯახი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ერთ წელიწარდში ისევ იაპონიაში დაბრუნდა. იოკო ონო განათლებას ერთ-ერთ ქრისტიანულ სოლაში იღებს. სწორედ მის ბავშვობას დაემთხვა მეორე მსოფლიო ომი. ამ დროს იოკოს ოჯახს ისე გაუჭირდა, რომ მათხოვრობაც კი უწევდა.
ომის დასრულების შემდეგ იოკო ონო კვლავ ლორდთა არისტოკრატულ სკოლაში აგრძელებს სწავლას, 1951 წელს კი ლორდთა უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე აბარებს.ასანისჰნავია ის რომ, იოკო ონო იყო პირველი ქალი, რომელიც იმ პერიოდში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა იოკომ სწავლა ორი სემესტრის შემდეგ მიატოვა და ოჯახი ნიუ-იორკში საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად. ბოჰემური ცხოვრების სტილის არჩევას მისი ოჯახი უარყოფიტად შეხვდა, თუმცა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოყვარულ იოკოს არასდროს მიუქცევია დიდი ყურადღება მშობლების რჩევისათვის.იოკო არ აკლდებოდა პოეტების, მხატვრებისა და ბოჰემური ცხოვრების წესის თაყვანისმცემელი ადამიანების შეკრებებს.

"ბიტლზის� ლიდერთან, ჯონ ლენონთან ქორწინებამდე, იოკო ორჯერ იყო გათხოვილი. მეორე ქორწინებიდან იოკოს გოგონა, კიოკო ჰყავდა. გარკვეული დროსი განმავლობაში კიოკო მამასთან ერტად ცხოვრობდა. იოკო კი ამასობაში მხატვრობით იყო დაკავებული.

ჯონ ლენონმა იოკო პირველად ლონდონში, 1966 წელს, მის ერთ-ერთ გამოფენაზე ნახა. თეთრ დაფაზე ლურსმნების შეკვრა იდო, რომელიც მეორე დღეს დამთვალიერებლებს დაფაში ჩაქუჩით უნდა ჩაერჭო. ლენონმა იმ დღესვე მოისურვა ლურსმნების ჩარჭობა, რაზეც იოკოსგან უარი მიიღო. გალერეის მეპატრონე იოკოსთან მივიდა და უთხრა: � არ იცი ვინ არის? ის ხომ ცნობილი მილიონერია�. იოკო მოგვიანებით იხსენებს, რომ მაშინ სულაც არ იცოდა,ვინ იყო ლერნონი და არც �ბიტლზის� შესახებ გაეგონა რამე. იოკომ ლენონს შესთავაზა, მხოლოდ მას შემდეგ მოგცემ ლურსმნის ჩარჭობის უფლებას, თუ 5 შილინგს გადაიხდიო. ლენონმა კი უპასუხა: �მოგცემ წარმოსახვით 5 შილინგს, თუკი დაფაში წარმოსახვიტ ლურსმანს ჩამარჭობინებო�.

ორი წლის შემდეგ ლენონი პირველ ცოლს სცილდება და იოკო ონოს ირთავს.
იოკოსა და ლენონის სიყვარული მსოფლიოში ყველაზე უცნაურ,ღრმა და ზეამაღლებულ სიყვარულთან ასოცირდება..

მომღერალმა ცოლს არაერთი სიმგერა მიუძღვნა. გარა ცალკეული სიმღერებისა, იოკო და ჯონი ერთობლივ ალბომებსაც უშვებენ. წყვილი ერთად კონცერტებზეც გამოდის.
�ბიტლზის დაშლის შემდეგ იოკოსა და ლენონის ურთიერთობა იძაბება,ამას თან ერთვის დროებითი პატიმრობა, რისი მიზეზიც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება გახდა. ლენონმა სმაც დაიწყო.იოკო გამუდმებით იყო დაკავებული საკუთარი სამუშაოთი. 1973 წელს იოკო და ლენონი ერთმანეთს დასცილდნენ.
1975 წელს იოკომ და ლენონმა ისევ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ლენონის 35 წლის იუბილეზე , 1975 წლის 9 ოქტომბერს, მათ ბიჭი შეეძინათ.

შონის დაბადებიდან 5 წლის შემდეგ იოკო ონო ლენონის მკვლელობის მომსწრე ხდება.
ამ 5 წლის მანძილზე იოკო და ჯონი აქტიურად იყვენენ ჩაბმულნი მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში.ისინი გამოვიდნენ ომის წინააღმდეგ.

Lao Zi
გალაკტიონ ტაბიძე

1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.

დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“.

ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.

1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.).

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“.

1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში“.

1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.

1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.

1911 წლის ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:„კოლხიდის“, „მნათობისა“ და „თანამედროვე აზრის“ რედაქციებში.

პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან: აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.

1912 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი“ მესამე პრემია დაიმსახურა.

1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.

1916 წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში.

1918 წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.

1919 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“).

1922 წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს“.

1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.

1924 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. სწაბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.

1925 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.

1927 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი“, როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში“.

1927 წელს-გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:„გალაკტიონს – პოეტების მეფეს“.

1927 წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი“, რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.

1928 წელს-ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.

1928 წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს“ და წერსა პოეტურ ციკლებს:„ეპოქა“, „პაციფიზმი“, „რევოლუციონერულ საქართველოს“ და ა.შ.

1928 წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.

1929 წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.

1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.

1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.

1935 წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.

1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა.

1938 წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე.

1944 წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1941-45 წლებში-გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.

1943 წელს-ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.

1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.

1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.
Lao Zi
ვაჟა-ფშაველა (1861 – 1915)

ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)

ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“

ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, დავლათიანი იქნება, სახელიანიო.

ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში.

ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. ასე გვამცნობს ვაჟა მამის – პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას: „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით“. ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა“.

სწორედ პავლე რაზიკაშვილმა, პირშიმთქმელმა, სიზარმაცის მოძულემ და ვაჟკაცობის ტრფიალმა, შორეულმა ჩამომავალმა „გარუსების მოწინააღმდეგე“ სახელგანთქმული მონადირის ბოიგარისა, ჩაუნერგა პატარა ლუკას წიგნის სიყვარული. პავლე უამბობდა შვილებს დავით აღმაშენებელზე, ნაპოლეონსა და გამბეტაზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს”, მზეჭაბუკისა და ჯიმშერის ამბავს, ვიქტორ ჰიუგოსა და ჟორჟ სანდის ნაწარმოებთა პერსონაჟებს; რასაკვირველია, სახელოვანი თანამედროვეების – ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მღვდელი პავლე რაზიკაშვილისათვის მით უფრო ძნელი არ იყო ჩაენერგა შვილებისათვის სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. „ჩაუჯდებოდა ხორცს საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც ჩავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს. მუდამ მიამბობდა მოთხრობებეს ძველი საღმრთო ისტორიიდან”, – გვიყვება ვაჟა.

დედა, – ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას. ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობდა დედას: “მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა… სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია… წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე”…

ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. აქედან დაიწყო მომავალი პოეტის სულიერი ტანჯვა. მდიდარ სულიერ საზრდოს ნაჩვევი ბავშვისათვის გონების ბორკილად იქცა სწავლის უვარგისი სისტემა.

მშობლები მაშინდელ სკოლაში შვილებს, ვაჟას თქმით, „განსაკაცებლად აბარებდნენ და არა გასამხეცებლად”, მაგრამ აბა, რა სიკეთე შეიძლება მოემკო ადამიანს იმნაირი სწავლისაგან, როცა ბავშვი საკუთარ მეობას, თავის ეროვნებას და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თვით ლუკა რაზიკაშვილიც კი, რომელიც მშვენიერი სულიერი საგზლით მივიდა სკოლაში, ლამის გადაგვარდა. „მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი”-ო, – მწარედ შენიშნავს „ჩემს წუთისოფელში” ვაჟა. გასაკვირი არაა, როცა ამნაირ სკოლას ვაჟა „საპყრობილეს” უწოდებს იმიტომაც, რომ „ვერ აკმაყოფილებდა” და „ნოყიერ საზრდოს ვერ აწვდიდა” მის სულს. მკვირცხლი გონების ლუკა რაზიკაშვილი ამ სულის შემხუთავი ატმოსფეროდან გამოსავალს ეძებდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ თავისი ცნობისწადილი დაეკმაყოფილებინა და ამით სულიერი შვება ეგრძნო, „იძულებული ვიყავი მიმემართა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი, რაც შემხვდებოდა განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყავდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისიც არაფერი გამეგებოდა,უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე საბუნებისმეტყველო, ან საისტორიო წიგნს: ცაზე დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა”, – წერს ვაჟა მისი ცხოვრების ამ მონაკვეთის შესახებ.

ნიჭი და მოზღვავებული ყმაწვილური ენერგია გამოსავალს ეძებდა და როცა პატარა ლუკა საღი გონებრივი ვარჯიშისათვის შესაფერის ასპარეზს ვერ პოულობდა, ფიზიკური ვარჯიშისაკენ მიისწრაფოდა, ლუკას მოუთოკავი სულიერი ენერგია ფიზიკურ ძალად გადაიქცა სპორტში, კრივსა და ჭიდაობაში ლამობდა სურვილების დაკმაყოფილებას. და არაჩვეულებრივად გამორჩეული მხატვრული მონაცემების ბავშვი რომ არ ყოფილიყო ლუკა რაზიკაშვილი, რომ შემდეგ სულიერად და ზნეობრივად უკეთეს პირობებში არ მოსწეოდა მას ცხოვრება, შეიძლება ეს დიდი მონაცემები ჩამკვდარიყო და აღარც ჩვენს კულტურას შეჰმატებოდა მისი მშვენება ვაჟა-ფშაველას სახით. საბედნიეროდ, ნიჭთან ერთან ბევრი გამორჩეული თვისება და მათ შორის მტკიცე ნებისყოფაზე დამყარებული პიროვნული ძლიერების შეგრძნების განსაკუთრებული უნარიც იყო ის ფაქტორი, რამაც შესაძლებელი გახადა ამ დიდი ნიჭის გადარჩენა.

თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და 1877 წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა.
1879 წელის სექტემბერს ვაჟა შედის გორის საოსტატო სემინარიაში. არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამოცდებს, მაგრამ შემდეგ დიდი მონდომებით ეკიდება სწავლას.

ლუკა „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” სტიპენდიანტი იყო. ამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად უკვე მოწიფულ პოეტს საინტერესო წერილიც აქვს დაბეჭდილი („ერთი კვირა ხევსურეთში” 1892 წ.), თუმცა დედაენის სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს კიდეც მას. გორშიც უჭირდა ვაჟას „კაზიონური” რეჟიმისადმი შეგუება, მაგრამ მაშინდელ სემინარიაშიც იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები, რომლებიც ვაჟას მფარველობდნენ. ცნობილი მოღვაწე მიშო ყიფიანი და სემინარიის დირექტორი სემიონოვი განსაკუთრებით აფასებდნენ მომავალი პოეტის ნიჭს; ამ პერიოდში ვაჟა პოეტურად მომწიფების ფაზაშია. საზოგადო მოღვაწეობისაკენ ერჩის გული. უკვე აშკარად შეინიშნება, რომ გამოკვეთა თავისი საქმიანობის ნამდვილი არსი, – საზოგადო მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება მისი არსებობის სასიცოცხლო ფორმად იქცა. ვაჟას თანაკლასელები გვიამბობენ, რომ თავდაპირველად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მომავალი პოეტი პოლიტიკით იყო გატაცებული. შემდეგ, გონებრივი და მხატვრული ინტერესების მომწიფება-გაღრმავების კვალობაზედ, ინტერესი პოლიტიკისადმი თითქოს დაეკარგა, ან იგი უკანა პლანზე გადაიწია და მისი ადგილი ლიტერატურამ დაიკავა. ვაჟა უკვე სწავლასაც უმატებს, მოწინავე მოსწავლეა. სემინარიელთა ხელნაწერ ჟურნალ „რიჟრაჟის” აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ვაჟას ლექსებს, მთელ მის საქმიანობას თვალს ადევნებენ ცნობილი მოღვაწეები და მწერლები: ანტონ ფურცელაძე, სერგეი მესხი და სოფრომ მგალობლიშვილი. ისინი აქებენ და ლიტერატურული შრომისათვის აქეზებენ. ყოველივე ეს ვაჟას შემოქმედებითი ნაყოფიერების სტიმულადაც იქცევა: თარგმნის რუს მწერალთა ნაწარმოებებს, კითხულობს რეფერატებს დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნ. ბარათაშვილის, ა. კოლცოვის, ნ. ნეკრასოვის, ი. დავითაშვილის შესახებ. ბეჭდავს კორესპოდენციებს და ლექსებს გაზეთ „დროებასა” და ჟურნალ „იმედში” …

სემინარია 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. 1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ. ტოლათსოფელში.

1883 წლის აგვისტოში, 22 წლის ლუკა რაზიკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და შედის თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებით, პეტერბურგში ვაჟა „ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად … და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება”.

თუმცა ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა. შ. ფსევდონიმი – ვაჟა-ფშაველა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა: მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში “ვაჟა” “კარგ ბიჭს”, “ვაჟკაცს” ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილი კი სწორედ ასეთი ყოფილა. მაგალითად, პეტერბურგში ვაჟასა და მის უფროს ძმას, გიორგის ფული სულ გამოლევიათ. შეხვედრიათ ნაცნობი, გერმანელი სტუდენტი, რომელსაც უთქვამს: წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო. წასულან სათამაშოდ. თურმე არც იმ სტუდენტს ჰქონია ფული და საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადაუხდელობის გამო კი მუშტი-კრივი გამართულა. ამ ჩხუბში ვაჟას ცნობილი მოკრივე გაულახავს…

გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან: “მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი. მამამ თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხასიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა”…

1884 წლის შემოდგომაზე წიგნებით, ლექციების ჩანაწერებით, „სტუდენტთა კასის” ვალით (რადგან გამოსამგზავრებელი ფული არ ჰქონდა), მშობლიურ ჩარგალში ბრუნდება. ამ დროიდან იწყება მისი მშფოთვარე, მძიმე ყოფითი საზრუნავითა და მძაფრი სულიერი ჭიდილით სავსე ცხოვრება. მას ბედმა ერთობ შებოჭილი და მძიმე ცხოვრება არგუნა. საარსებო სასუალებათა ძიების აუცილებლობამ სოფელ ოთარაშენში თავად ამილახვრის ოჯახში მიიყვანა და ერთხანს აკისრებინა კერძო რეპეტიტორის მძიმე და უმადური მოვალეობა. 1886 წლის გაზაფხულზე, თავად ამილახვრის ოჯახში ვაჟა-ფშაველას იმავე ოჯახში აღზრდილი თავადის უკანონო შვილი, ძალიან ლამაზი და მაღალი სულიერი თვისებებით გამორჩეული, იმხანად დაქვრივებული ეკატერინე (კეკე) ნებიერიძე შეჰყვარებია და ცოლადაც შეურთავს. თავისებური იყო ვაჟას დაქორწინების ფაქტი. ვაჟა იღებს გადაწყვეტილებას და მის ურყეობაში დარწმუნებული ატყობინებს მამას და ძმებს, დახვდნენ მცხეთაში. არ მისდევს ტრადიციას, სიმშვიდის, ურთიერთგაგებისა და სიყვარულის ატმოსფერო სუფევდა ახალ ოჯახში. ეს ხანა არაჩვეულებრივი ნაყოფიერებით გამოირჩევა ვაჟას შემოქმედებაში.

1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად ( ე. ი. წლიურად 300 მანეთად) ცხოვრობს აქ უკვე ცნობილი შედევრების ავტორი, ნივთიერ სივიწროვეში; ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას, სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს” , სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები” . ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას, ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.

რასაკვირველია, სულიერად ეს იყო დიდი ტრავმა უსამართლოდ დაჩაგრული პოეტისათვის, რომელსაც მთელი სოფელი პატივს სცემს და ხელმოწერითაც დოკუმენტურად ადასტურებს მასთან თანადგომას. ამდენ გაჭირვებასა და წუხილში თუკი რაიმეს სინათლისა და სიხარულის შუქი შეაქვს ვაჟას ცხოვრებაში, ეს ისევ და ისევ შემოქმედებითი სიხარული და სიყვარულია, სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა პოეტისათვის მრავალ შედევრთა შექმნის იმპულსიცაა…

1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…

ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს, ერთი თვის მანძილზე დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა. მშობლები ბურჯივით ედგნენ მხარში ვაჟას და ყოველნაირად ხელს უწყობდნენ თავიანთ რჩეულ შვილს შემოქმედებით მუშაობაში. ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და აქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა. „სხვაგან რბის მისი გონება” _ პოეტური ცხოვრებაა მისი არსებობის ფორმა და არა გლეხკაცური ჭიდილი მთის მწირ მიწასთან.

ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო (30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჟვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.

კიდევ მრავალი ნაამბობი და მოგონებაა მოღწეული ჩვენამდე ვაჟას შეჭირვების შესახებ, მაგრამ პოეტის ამდროინდელ ფიზიკურ სახეს და სულიერ განწყობილებას ყველაზე უფრო შთამბეჭდავად 1896 წელს გამოქვეყნებული მისი „სიმღერა” (ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს) გვამცნობს:

„არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა…
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა…
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც ამას ვდუდუნებ,
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არც როს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ,
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ,
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ”…

თვითონ ვაჟა მართლაც არის ამ სტრიქონებში გატარებული პრინციპების დამცველი, მაგრამ მის მიმართ კი ადამიანები იცავენ ტაქტს, იჩენენ სიფაქიზეს? ვაჟას გამუდმებული დავა რედაქციებთან გამომცემლობებთან ხომ პოეტისადმი უსულგულო დამოკიდებულებას მოწმობს მხოლოდ.

ვაჟა მართლაც რომ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულა. 1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. “მეხუთე შვილზე უმტყუნა”. კეკე თანამედროვე დახასიათებით “მეტად ლამაზი, გულკეთილი და ადამიანის მოსიყვარულე ქალი” ყოფილა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მას ობლად დარჩა 4 შვილი. მეუღლის დაღუპვით შეძრული ვაჟა თავის წუხილს ლექსებში გამოხატავდა. ამ დროს დაიწერა ლექსი „სიმღერა”:

იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო…
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორიც შენი ზნეაო.

გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან: “მამა ყვარელში იყო წასული, იქ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლი მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქ ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავს მამასა, მოამბე იმ დროს მისვლია. შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ფანდურსა და თან დამღერის: ნუ მოხვალ, თორო ინანებ, მოსვლაში არა ყრიაო, – თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო! – დედასა… ნუ მოხვალ, თორო ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს – დედასა”.

1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები. იგი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭირო. ერთი წლის შემდეგ ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა. ვაჟა მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ცოლ-შვილი არჩინოს: ხნავს, თესავს, მკის, თიბავს, ნადირობს, მჟავე წყალთან დაკავშირებით (ახლა რომ ვაჟას წყალს უწოდებენ) დავა აქვს და ბოლოს ხალხის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს.

ვაჟა „თავისუფლების მგოსანს” უწოდებდა თავს და, ბუნებრივია, რომ მას სიტყვით და საქმით სიმპათია და თანადგომა გამოეხატა 1905 წლის რევოლუციისადმი. ამ მოძრაობისაგან ბევრ სასიკეთოს რამეს ელოდა ჩვენი ინტელიგენცია და მათ შორის ვაჟასც.

პოეტი პრაქტიკული ცხოვრებისათვის არ იყო დაბადებული, მას დიდი პოეტური სამყარო ჰქონდა, მით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ყოფის წვრილმანებთან ყოველგვარი შეხებისას ვაჟა ღიზიანდებოდა. ასე დაეუფლა მის სულს სიფიცხე.

ვაჟას დაძაბული და მძაფრი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. ესეც აღიზიანდებდა დიდ პოეტს. როცა შთაგონება, ანუ როგორც ამბობს „თავისი ანგელოზები” რომ ეწვეოდა, ოჯახის სამუშაოს ტოვებდა და თავისი დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა.

„ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა. ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი”, – გვიამბობს პოეტის მეუღლე. ეტყობა, დიდი პოეტის ცხოვრებისა და მისი მისიის შესახებ ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა თავისთავად კეთილშობილსა და ოჯახზე მზრუნველ მეუღლესა და დედას, როცა გულწრფელად მოგვითხრობს: „როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს. ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა, გაიცინა და მითხრა: „ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”.

ცნობილი ექიმისა და მოღვაწის პროფესორ მიხეილ(ქაიხოსრო) ზანდუკელის გადმოცემით, „ვაჟა თბილისში იშვიათად ჩaმოდიოდა. შევეკითხე, თუ რატომ ხშირად არ ჩამოდის; ქალაქში ჩასვლას ბევრი რამ უნდა! უნდა ჩaიცვა, დაიხურო და სამაგისო ქონება არ მაქვსო. ღარიბი იყო ვაჟა, მაგრამ სიღარიბეზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მეტად ამაყი იყო. ერთხელ მოვიდა ჩემთან არანისში, ძალიან მოეწონა ჩემი კულტურული ცხოვრება, როიალი მედგა შინ, – აი, აქ შეიძლება მუშაობაო. მე ვიგრძენი, რომ ვაჟას სიღარიბე ძალიან მძიმედ აწვა”. ერთი შეხედვით, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. ფიზიკურად შრომობს ჯანმაგარი პოეტი, რედაქციები და დროდადრო გამომცემლობები ჰონორარსაც უხდიან, მაგრამ ბევრს აწვალებენ…

და მაინც… როცა კი თბილისში მოდიოდა, თავის ნაწერებს თურმე ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა ხოლმე და პირველად ილია ჭავჭავაძესთან შეივლიდა – ხურჯინის “დასაბერტყად”.
მწერლის თანამედროვე კრიტიკოსი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, “ხომლელის” ფსევდონიმით ცნობილი რომანოზ ფანცხავა იხსენებს: “როცა მთელ საქართველოში მარტო ერთადერთი გაზეთი “ივერია” ისტამბებოდა, ვაჟა-ფშაველას ჩვენ ვხედავდით ამ გაზეთში მომუშავეს… ილია ისე ღრმად იყო დარწმუნებული ვაჟას პოეტური ტალანტის დიადობაში, რომ სიტყვის შებრუნება არ ხერხდებოდა მასთან… ილიამ გასამხნევებლად ჰონორარიც კი დაუნიშნა ვაჟა-ფშაველას და სტრიქონობით აძლევდა რედაქცია ჯილდოს, როგორც პროზის, ისე ლექსისთვის.

პირველად სტრიქონში სამ-სამ კაპიკს აძლევდა, შემდეგ ჰონორარი გადიდებულ იქნა და ლექსებში შაური ეძლეოდა. ბოლოს ეგ ჰონორარი თვიურ ჯამაგირად გაუხადა და თვეში ოცდახუთი მანეთი დაუნიშნა. თუ არ ვცდები, ვაჟა-ფშაველა იყო ერთადერთი მწერალი, რომელსაც ამ პირობებში ეძლეოდა ჯამაგირი. ახლა ადვილად წარმოიდგენთ, პატიოსანი, თავმოყვარე, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი თუ რატომ იყო გაუტეხელი, დაუზარებელი და თავდადებული ქართული მწერლობისთვის და ჩვენ ამას უნდა ვუმადლოდეთ ილიას, და მხოლოდ მარტო ილიას…”

დაძაბულმა ფიზიკურმა და შემოქმედებითმა ჯაფამ, ჭეშმარიტი ხელოვანისთვის ნიშანდობლივმა დიდი სულიერი მრელვარებით მიმდინარე ცხოვრებამ ნაადრევად გატეხა ვაჟას ჯანმრთელობა. ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა. ავადმყოფობის გამო აკაკი წერეთლის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო.

1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. იმ საღამოზე მიურთმევიათ დაფნის გვირგვინი წარწერით: “ქართული პოეზიის არწივს”. საღამოს გათავებისას, ვაჟას ორთაჭალის ბარში კარგი სუფრა გაუშალეს, შემდეგ იგი კვლავ ლოგინად ჩაწვა, იტკენდა მარცხენა ფერდს. ვაჟას მკურნალობდა ექიმი და ცნობილი კრიტიკოსი ივანე გომართელი. მისი დასკვნით, პოეტი პლევრიტით იყო ავად. ივანე გომართელის რჩევით, მოიწვიეს ქირურგი გ. მუხაძე, 5 ივნისს გ. მუხაძემ ოპერაცია გაუკეთა ვაჟას და წყალი გამოუშვა. თითქოს უკეთესად იგრძნო მგოსანმა თავი. 14 ივნისს ვაჟა გადაიყვანეს წმ. ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში, ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში. 18 ივნისს ექიმთა კონსილიუმმა (რომელსაც დაესწრნენ: სპ. ვირსალაძე, ივ. გომართელი, გრ. რუხაძე, შ. მიქელაძე და ვლ. მახვილაძე) დაადგინა, რომ ვაჟას წყალი ჩაუდგა ფერდში. პოეტი ნატრობს მთასა და მთის წყალს. შიო მღვიმელი და სანდრო რაზიკაშვილი თხოვნას უსრულებენ.27 ივლისს დილით პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა, ემუსაიფა ექიმ ვლ. მახვილაძეს და მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს. შუა დღის შემდეგ ცუდად გახდა. რომელი საათიაო? – უკითხავს. – სამიო, – უპასუხია მოწყალების დას, ანიკო კობიაშვილს. ვაჟას უთხოვია: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო ყვავილები დამაყარეთ, – იქნებ მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო…

საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ აღესრულა ქართველთა სათაყვანებელი პოეტი – ვაჟა ფშაველა. საღამოს რვა საათზე მთელ ქალაქს მოედო თავზარდამცემი ამბავი.

ჩვენმა სახელოვანმა მოქანდაკემ ნიღაბი აუღო პოეტს. ის დიდუბის პანთეონში ფშაური წესისა და დატირების გარეშე დაკრძალეს. ფშავში კი “წესი დაუყენებიათ” და დამარხვის გარეშე დაუტირებიათ: ვაჟას ნაბადი გაშალეს თურმე ეზოში და ზედ მისი ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს…

ამ ქვეყნიდან წავიდა ვაჟა და ამიერიდან დაედო სათავე მარადიულობაში გადასულ სულიერ სიცოცხლეს. რასაკვირველია, მიღებულ იქნა ღონისძიება, რომ ვაჟა დაესაფლავებინათ ღირსეულად. ქართველ ინტელიგენტთა ერთი ნაწილის დაბეჯითებითი მოთხოვნის მიუხედავად, სანდრო შანშიაშვილის თქმით, „მაშინდელმა მესვეურებმა ღირსად არ სცნეს ვაჟა მთაწმინდაზე დაეკრძალათ“.

ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და “ცისფერყანწელებმა” 20 წლის შემდეგ ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს.

შემოქმედება

ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.
Lao Zi
იაკობ გოგებშვილი (1840-1912)

„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“.
მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ – „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876). “დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. “დედა ენას” “ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი “დედა ენა” და 5-6 ათასი “ბუნების კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას.
გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი “საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. სასოწარკვეთილი თვითმკვლელობიდან ბედნიერმა შემთხვევამ გადაარჩინა. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო”.
ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.
არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობას.

გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავზე. საოცარი გაშმაგებით ებრძოდა იანოვსკის, ქართველთა დაუძინებელ მტერს, აშორდიებსა და მისთანებს, რუსების ჩაგონებით სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა რომ მოინდომეს. თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: “გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა “რუსკოე სლოვო”, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.

სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.
ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სატამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა. ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. თუმცა ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, თავაუღებლად მუშაობდა. გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა უყვარდა, ახლგაზრდებთან ლაპარაკი. ძირითადი თემა იყო რუსეთის ამა თუ იმ მოქმედების აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩაგვრა ქართული ენისა, მისი განდევნა სკოლებიდან, ეკლესიიდან, ოჯახებიდან.
სამოცდათორმეტი წლისა, იაკობი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს ი1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ გოგებაშილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს.

1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.
Lao Zi
ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907)

ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე

კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.

ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები…

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე – დავით ჭავჭავაძე…

ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას – ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!

პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა. ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე.
1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს – ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, – პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ – კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.
პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა – გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.
გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.

ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.

შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს დაბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.

ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:

,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..

ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:

,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.

მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. ილია ჭავჭავაძე წერს:

,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.

მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.

1845 წელს, ალ. ყიფშიძის გადმოცემით, შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.

მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.

ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. მაშინ ილია 10 წლის იყო. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ. მაკრინე გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე და ამ დროს დაქვრივებული იყო. მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.

მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .

თბილისი
პანსიონსა და და გიმნაზიაში
1848-1856 წლები

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის და ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარა, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა.

1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.

1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვენს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე.

პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი
1857-1861 წ

თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“.

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ – ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას.

1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.

ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:

“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

“როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას“
საქართველოში დაბრუნება

1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. ამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“

ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.

შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…“ და “ჩემო კალამო“.

1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .

1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“, რომელიც მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

სახელმწიფო სამსახურში–ქუთაისსა და დუშეთში
1864-1873

1863 წლის ბოლოს ჟურნალ “საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ეფიქრა, რათა ნივთიერი სახსარი მოეპოვებინა: “1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისც ალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისგან წარმომდგარი“- წერს ილია თავის ავტობიოგრაფიაში.

კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

ქართული ბანკის დაარსება. “მეფე ლირის“ თარგმნა და გამოცემა
1873-1876

1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნის დაწყებისთანავაე, გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის წინამძღოლი იყო, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა.

ილია ჭავჭავაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბანკის წესდების შემუშავებელ სხდომებში. 1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმეების შესასწავლად, დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთს გაემგზავრა.

ბანკის წესდების მოლოდინში ილია ჭავჭავაძე პოულობს თავისუფალ დროს და პეტერბურგში ხელს კიდებს ახალ დიდ საქმეს„ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ივანე მაჩაბელთან ერთად იგი იწყებს შექსპირის “მეფე ლირის“ ქართულად გადმოთარგმნას.

ბანკის წესდების დამტკიცებას, რომ კარგი პირი შეატყო, ილია აღარ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ათი თვის ტაჯვა-წვალების და რუდუნების შემდეგ, 1874 წლის აპრილის დამდეგს პეტერბურგიდან სამშობლოში გამარჯვებული გამოემგზავრა. 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება.

1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.

ილია არც “მეფე ლირის“ დაბეჭდვის საქმეს ივიწყებს. 1877 წლის თებერვალში ილიამ “მეფე ლირი“ ცალკე წიგნად გამოსცა.

“ივერია“ პირველი პერიოდი
1877-1885

ილია და “ივერია“ ყოველი ქართველის ცნობიერებაში ერთმანეთისაგან სამუდამოდ განუყოფელი ცნებებია. გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1877 წლის 3 მარტს. ყოველკვირეული გაზეთის სახით.

1879 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, რის ნებართვაცილიასთვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის მიუცია.

1880 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა სამთვიურ ორგანოდ.

1881 წლიდან “ივერია“ კვლავ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა და ასე გამოდიოდა 1885 წლის ჩათვლით.

ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ძეგლებისთარგმანებითაც. აგრეთვე მრავალფეროვანია მისი პუბლიცისტიკა.

ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ ქართულ სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.

ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების საკითხი.

წესდების პროექტზე 1878 წლის 30 იანვარს ხელი მოუწერია 126 დამფუძნებელ წევრს, ხოლო დ.ყიფიანს, ბ. ღოღობერიძეს და ი. ჭავჭავაძეს დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენიათ 1878 წლის 20 ივნისს, რომელიც ზოგიერთი ცვლილების შემდეგ დაუმტკიცებიათ 1879 წლის 31 მარტს, რის შესახებაც ოფიციალური ცნობა 1879 წლის 14 აპრილს მიიღო დამფუძნებელ წევრთა რწმუნებულმა დ. ყიფიანმა თბილისის გუბერნატორისგან.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.

“ივერია“ – მეორე პერიოდი
1886-1901

1885 წლის 16 სექტემბერს, მთავრობის განკარგულებით, “მავნე“ მიმართულებისათვის სამუდაომოდ აიკრძალა ეთადერთი ყოველდღიური გაზეთი “დროება“. ილია ჭავჭავაძე მაშინვე შეუდგა ყოველთვიურ ჟურნალ “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების სამზადისს. ილიას დაუბეჭდავს მომავალი გაზეთის სარეკლამო ფურცელი: “ქართული ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი “ივერია“ გამოვა ჟურნალის სამაგიეროდ 1886 წლის I-ს იანვრიდამ ყოველ-დღე………“

მართალია “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გამოსვლის პერიოდში ილიას შემოქმედებითი ძალა და ენერგია უმეტესად პუბლიცისტურ-ჟურნალისტურმა მუშაობამ და საზოგადო მოღვაწეობამ შთანთქა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ილიას დიდმა მხატვრულმა ტალანტმა ამ პერიოდშიც შექმნა რამდენიმე პირველხარისხოვანი პოეტური და პროზაული შედევრი, მათ შორის, ქართული პროზის შედევრი “ოთარაანთ ქვრივი“

საგურამოში, თავის მიერ გაშენებულ სახლ-კარში ჩაუყარა საფუძველი ილიამ შესანიშნავ ტრადიციას – ყოველ 20 ივლისს, წმ.ილიას სახელწოდების დღეს, იგი აქ მართავდა “ილიაობას“, რომელიც დროთა განმავლობაში ჭეშმარიტ ეროვნულ დღესასწაულად იქცა!

1897 წლის იანვარში შესრულდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავი.

1891 წელს ილია ჭავჭავაძეს ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა გამოაჩნდა.

1900 წელს ილია სამკურნალოდ ევროპაში მიემგზავრება (გერმანია, ავსტრია)

ივერიის გარეშე
1902-1907

ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ილია ერთ წელს კიდევ უძღვებოდა თავის გაზეთს, მაგრამ 1901 წლის 5 დეკემრიდან რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა, თუმცა “ივერიის“ 1902 წლის №1-152 -ის გამომცემლად მაინც ილია დარჩა. ამის შემდეგ ილია უკვე საბოლოოდ ჩამოსცილდა “ივერიას“ და ერთხანს აქტიურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც უფრო ნაკლებ ედგა კვალში.

1902 წლიდან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე საგნაშვილისეული სახლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ მაშინდელ ჯერ ვაგზლის ქუჩაზე და ცოტა ხნის შემდეგ ანდრიას ქუჩაზე.

1903 წელს ილია ჭავჭავაძე აფხაზეთში ჩადის. გაგრაში ახალი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობისთვის.

დადგა 1905 წელი.

ილია ამ დროს უკვე 68 წლის მოხუცი, ავადმყოფობით იყო გატეხილი.

ილია 1905 წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

1906 წლს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი.

1906 წლის აპრილში იგი არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. სახელმწიფო სავჭოს პირველი სესია გაგრძელდა 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე. ივლისში ილია საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი თებერვლამდე დარჩა. თებერვალში ილია ისევ რუსეთს გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე. ივლისში ილია მეუღლით დაბრუნდა საქართველოში.

ილიას მკვლელობა
არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს… შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია – დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.
30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მიულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 – 20 წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“
ათი დღე, 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.
Lao Zi
ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა (1842 – 1927)

1863 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან.
ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი დაიბადა 1842 წლის 12 მარტს, ქვემო ავჭალაში. დედა ადრე გარდაეცვალა და მის აღზრდაზე დედობრივი მზრუნველობა გამოიჩინა მამიდამ – სიდონია გურამიშვილმა. 1855 წელს ოლღა გურამიშვილი ჩაირიცხა ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში, თბილისში.
შეძლებული და წარჩინებული მამიდის ოჯახში მყოფი ოლღა გურამიშვილი თბილისის მოწინავე საზოგადოების წრეში ტრიალებდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს ,,ცისკრის” ფურცლებზე ,,მამათა და შვილთა” შორის გაჩაღებულ ბრძოლას. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა პეტერბურგიდან საქართველოში ახლად დაბრუნებული ილია ჭავჭავაძე.
ოლღას იმთავითვე შეუცვნია ჭაბუკი ილიას ტვირთის სიმძიმე და მამისა და ნათესავების წინააღმდეგობის მიუხედავად, ილიას სამუდამო თანადგომა გადაუწყვეტია. მან მართლაც და გასაოცარი ერთგულებით და თავდადებით ბოლომდე გაიზიარა ილიას ტრაგიკული ხვედრი: წიწამურის საზარელი ტრაგედია ოლღას თვალწინ დატრიალდა და იმ საბედისწერო დღეს ილიას მკვლელებმა თოფის კონდახებით მასაც შეუბრალებლად გაუჩეხეს თავი.
ოლღა ჭავჭავაძეს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე ბევრი რამ მოვალეობა აწვა კისერზე: იგი იყო ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, 1895-1906 წლებში ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა ქართველ ქალთა ჭრა – კერვის სკოლას, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებას.
ოლღას დიდბუნოვანება და საქები ადამიანობა კიდევ უფრო მაშინ გამოჩნდა, როდესაც ილიას მკვლელებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, ოლღამ უმაღლეს მთავრობას სთხოვა – მკვლელებს სიკვდილით ნუ დასჯით, ჩემი მეუღლე, ილია ჭავჭავაძე, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყოვო.
თითქმის მთელი ოცი წელი იცოცხლა ოლღა ჭავჭავაძემ ილიას სიკვდილის შემდეგ და ღრმად მოხუცი და დაღლილი აღესრულა 1927 წლის 27 აპრილს, ხოლო 29 აპრილს მთაწმინდაზე დაკრძალეს. ბოლოს და ბოლოს, იგი ეღირსა , რასაც მთელი ამ ოცი წლის მანძილზე ნატრობდა: საუკუნო განსასვენებელი მან მთაწმინდის პანთეონში, თავისი დიდებული მეუღლის გვერდით ჰპოვა.
Lao Zi
კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975)

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.
კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან ლაციცი”).
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.
1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც “ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!”
შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო “ჩეკამ” დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: “სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით”.
1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ: “რაკი გულწრფელად გნებავთ ჩვენი გულისტკივილის გაგება, უნდა მოგახსენოთ, რომ მე მაინცდამაინც დიდ პატივს არ ვცემ იმ მთავრობას, რომელმაც ოსების ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლები თითქმის მცხეთის სანახებამდის ჩამოიტანა. მთლიანად ქართული რაიონი გალისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაულოცა და მეგრელ ბავშვებს მარტოოდენ აფხაზურსა და რუსულს ასწავლიან” (ლიტერატურული საქართველო, 1991, 26, VII).
ამის გამო, მამია ორახელაშვილის და ლევან ღოღობერიძის მითითებით, მწერალი დააპატიმრეს “შპიონის”, “მოღალატის” ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს (მწერლის პირადი საქმე საქართველოს მწერალთა კავშირის არქივში).
ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა “ბუტირსკის” ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონება “მტრების მეგობრობა”).
კინორეჟისორ გუგული მგელაძის (პავლე ინგოროყვას სიძე) მოგონების მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდიას გათავისუფლების თაობაზე პავლე ინგოროყვა მოსკოვში რამოდენიმეჯერ ჩასულა. “პავლეს მოუხერხებია და პატარა ბარათი შეუგზავნია ტუსაღისათვის: ამა და ამ დროს შავი ჩოხით ჩავივლი ისე, რომ შენი საკნის ფანრიდან ვჩანდეო! ზუსტად ბარათში ნახსენებ დროს ჩაუვლია ციხის წინ შავ ჩოხაში გამოწყობილ პავლე ინგოროყვას…” პავლემ თურმე ისე მოაბეზრა თავი მაშინდელ ჩეკას უფროსს, რომ ამ უკანასკნელს, მოთმინებიდან გამოსულს უყვირია: “ან დაიჭირეთ ეს ინგოროყვა, ან გამსახურდია გაათავისუფლეთო” (“მე ვარ არისკაცი ჩემი ერისა”, “ქართული მწერლობა”, 1990, #1, გვ. 115).
კონსტანტინე გამსახურდია 1927 წელს საქართველოს ცაკ-ის შუამდგომლობით გაათავისუფლეს – ჯაშუშობის დამადასტურებელი მასალა არ არისო.
ლიტერატურაში გაჩაღებული იყო ბრძოლა პროლეტარულ მწერლებსა და სხვადასხვა სამწერლო ჯგუფების ეროვნულად განწყობილ მწერლებს შორის. მწერალი “ლანდებთან ლაციცში” იგონებს: “რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მე გადმომცა მწერალთა კავშირისათვის: ილიას, აკაკის, გრიგოლ ორბელიანისა და ვაჟას დიდი სურათები, მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმულნი. ესენი დავაკიდინე სალექციო დარბაზში. ბენიტო ბუაჩიძემ და პ. ქიქოძემ უბრძანეს სასახლის კომენდანტს: ეს სურათები გარეთ გაეტანათ, ხოლო მათ ნაცვლად დოსტოევსკისა და გორკის პორტრეტები გამოეფინათ. მე საჯაროდ განვაცხადე: ვინც გაბედავს ჩვენი კლასიკოსების სურათების ჩამოხსნას, ჩემს სვანურ სატევართან ექნება-მეთქი საქმე. მლიქვნელები შეკრთნენ და ის პორტრეტები დღესაც ამშვენებს ჩვენს ლექტორიუმს”.
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია “შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო” კონსტანტინეს კი უპასუხია: “ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე” (იხ. მერაბ კოსტავა, “გამოსათხოვარი” 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა…
1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.
კონსტანტინე გამსახურდია ხმას იმაღლებდა ქართველი ერის დაქუცმაცების, სეპარატიზმის წინააღმდეგ. 1932 წელს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პლენუმზე მწერალმა განაცხადა: “აქ გამობრძანდნენ ჩვენი აფხაზი ამხანაგები. უნდა მოგახსენოთ, რომ დიდედიდან აფხაზის სისხლი მაქვს. მიყვარს აფხაზები და გმირებიც მყავდა ისინი, მაგრამ აქ გამოვიდა ორი ახალგაზრდა კაცი, პირველი გრიგოლია, ჩემი მეზობელი, მეორე – ჭკადუა, ესეც მეგრელი და რუსულად გველაპარაკა აფხაზეთის სახელით. რაშია საქმე, აფხაზები არიან მაგენი, თუ ვინ არიან?”. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის გამგემ კარლო ორაგველიძემ უყურადღებოდ არ დატოვა მწერლის გამოსვლა: ნაციონალისტობაა, როცა კ. გამსახურდიამ პლენუმზე თქვა: აფხაზეთის მეგრელმა რუსულად რატომ უნდა ილაპარაკოსო. ასევე ნაციონალისტობაა, როცა ამბობს – ბაღდათს მაიაკოვსკი რატომ უნდა ერქვას, როდესაც ქართველი მწერლის სახელი არც ერთ ქალაქს არ ჰქვიაო (ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, 8-1-273-46).

შემოქმედება

პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: “ფოტოგრაფი” და “ნაპოლეონი”. შემდეგ დედის გარდაცვალებამ “დამსხვერული ჩონგური” დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა “ზარები გრიგალში”.
“ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა”, – აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში.
1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი “პრომეთე”, გაზეთი “საქართველოს სამრეკლო”, ჟურნალი “ილიონი”, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. “რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ “პრომეთეში” სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან”, – წერდა გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა.
34 წლისამ დაწერა “დიონისოს ღიმილი”, ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია “მთვარის მოტაცება” 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველო – ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა რომან “ბელადის” პირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.
სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში” გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა.
ასე მიაჩნდა: “პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის”. თარგმნასაც მოჰკიდა ხელი – გოეთეს “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, დანტეს “ღვთაებრივი კომედია” (I ნაწილი – “ჯოჯოხეთი” კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” და სხვა.
“კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა”. მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანი “დავით აღმაშენებელი”, რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია.
XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას “ბელადს”, “ვაზის ყვავილობას”, ნარკვევებს, რომ დაწერილიყო “დიონისოს ღიმილი”, “მთვარის მოტაცება”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “დავით აღმაშენებელი”.
როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ “დიდოსტატის მარჯვენაა”. მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.
ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.
კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.
ILI-100
ნუ აქ ისეთ გამოჩენილ, ცნობილ და შემოქმედ ადამიანების ფოტოებს დავდებ ეხლა რომ მათი ბიოგრაფიის შეხსენება მგონი არც უნდა გჭირდებოდეთ tongue.gif უბრალოდ ერთს შეგახსენებთ wink.gif ისინი ჩემი კუთხის წარმომადგენლები, ვანელები არიან და მე ეს მეამაყება tongue.gif

პ.ს. არ დამიწყოთ ეხლა ერთ დროს ქუთაისის გუბერნიად წოდებული შუამთა, მუქეთი, ყუმური, ბზვანი, ჭყვიში, ტობანიერი ან დიხაშხო ვანი არ არისო tongue.gif მოკლედ სოსოს და სკირონის მსგავსი ინტრიგანები ამ პოსტს არ გამოეხმაუროთ ! tongue.gif

1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე

2. კორნელი კეკელიძე

3. დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონი (ბაღდავაძე) - ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი ბერი. ქართველ ბერთა საძმოს მმართველი

4. გალაკტიონ ტაბიძე

5. გრიგოლ ლორთქიფანიძე

6. შალვა მაღლაკელიძე - ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური

freddie krueger
ციტატა(ILI-100 @ Sep 24 2010, 12:35 AM) *
6. შალვა მაღლაკელიძე - ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური

ხო, ეს ძალიან გამოჩენილი უკიდურესად ცნობილი და გულისწასვლამდე შემოქმედი ადამიანია. :smoke:

და კიდევ... სულ დამავიწყდა__ ერისთვის წამებული ვაჟკაცი, პაჩტი წმინდანი!

პიზდეც!
SmoK1e
ILI-100

შეჩემა გუნდში გიზივარ ამხელა ტალანტი და რაღა ამათ სურათებს დებ biggrin.gif
Mathias_Sammer
ციტატა
ხო, ეს ძალიან გამოჩენილი უკიდურესად ცნობილი და გულისწასვლამდე შემოქმედი ადამიანია. :smoke:

და კიდევ... სულ დამავიწყდა__ ერისთვის წამებული ვაჟკაცი, პაჩტი წმინდანი!

პიზდეც!

laugh.gif
ILI-100
freddie krueger
რადგან შენ იცი, მე ვიცი და უმრავლესობას სმენია მის შესახებ ესეიგი ცნობილია. (სხვანაირად თუ იშიფრება სიტყვა - ცნობილი, მაშინ განმანათლე მეც ) შემოქმედს ნამდვილად ვერ დავარქმევ მაგრამ ნიჭიერი პოლიტიკოსი რომ იყო ეს ნაღდია. საერთოდ პოსტი ჩემი კუთხის გამოჩენილ მოღვაწეებზე გაკეთდა და თუ კონკრეტულად მაღლაკელიძეზე გინდა ვისაუბროთ არც ეგაა პრობლემა wink.gif მე ჩემი შეხედულებები მაქვს ამ პიროვნების მოღვაწეობის პერიოდზე და თუ ეს შენთვის საინტერესოა რავი აბაა smile.gif
ILI-100
SmoK1e
ციტატა
შეჩემა გუნდში გიზივარ ამხელა ტალანტი და რაღა ამათ სურათებს დებ

შენ ნობელის პრემიას რომ მოგანიჭებენ, მერე პასტერნაკივით უარს რომ აჯახებ (ხო თქვი უარს ვიტყვი პრემიაზეო) და სკანდალური პიროვნება გახდები smile.gif მერე გავაკეთებ პოსტებს შენზე :*
SmoK1e
ციტატა(ILI-100 @ Sep 24 2010, 03:00 PM) *
SmoK1e
ციტატა
შეჩემა გუნდში გიზივარ ამხელა ტალანტი და რაღა ამათ სურათებს დებ

შენ ნობელის პრემიას რომ მოგანიჭებენ, მერე პასტერნაკივით უარს რომ აჯახებ (ხო თქვი უარს ვიტყვი პრემიაზეო) და სკანდალური პიროვნება გახდები smile.gif მერე გავაკეთებ პოსტებს შენზე :*

ეგ სარტრი იყო biggrin.gif
ILI-100
SmoK1e
ციტატა
ეგ სარტრი იყო

ხო და მესამე იქნები tongue.gif პასტერნაკმაც თქვა (ათქმევინეს) უარი პრემიაზე tongue.gif
SmoK1e
ციტატა(ILI-100 @ Sep 24 2010, 03:54 PM) *
SmoK1e
ციტატა
ეგ სარტრი იყო

ხო და მესამე იქნები tongue.gif პასტერნაკმაც თქვა (ათქმევიეს) უარი პრემიაზე tongue.gif

ათქმევინეს არ ვიცი მე biggrin.gif შენი ნებით უნდა თქვა biggrin.gif
ILI-100
SmoK1e
შეჩ ჯობია ჯერ აიღო პრემია, ბანკეტს გადაგიხდიან (შეგვრჩება მაინც wink.gif ) და მერე დაუბრუნო tongue.gif
fernando magellan
Perturboset
ციტატა
tube

პრინციპში შემოქმედი ადამიანები არიან, ვერაფერს იტყვი
nilsen nageli
ერთი შესწორება ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიის,მისი წარმოშობის დადგენისთვის.ვაჟას გოგოჭურობა არ ნიშნავს მის არაფშაურ წარმოშობას,რადგან გოგოჭური ძირძველი ფშაური გვარია.დღევანდელ ფშავში არსებობს 7 საგოგოჭურო სოფელი და 37 გვარი რომელთაც დასაბამი მისცა გოგოჭურმა.ეს სოფლებია ჩარგალი,ბოწახი,აფხუშო,ბეტისჩ

ციტატა(Lao Zi @ Jun 23 2010, 05:43 PM) *
ვაჟა-ფშაველა (1861 – 1915)

ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)

ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“

ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, დავლათიანი იქნება, სახელიანიო.

ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში.

ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. ასე გვამცნობს ვაჟა მამის – პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას: „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით“. ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა“.

სწორედ პავლე რაზიკაშვილმა, პირშიმთქმელმა, სიზარმაცის მოძულემ და ვაჟკაცობის ტრფიალმა, შორეულმა ჩამომავალმა „გარუსების მოწინააღმდეგე“ სახელგანთქმული მონადირის ბოიგარისა, ჩაუნერგა პატარა ლუკას წიგნის სიყვარული. პავლე უამბობდა შვილებს დავით აღმაშენებელზე, ნაპოლეონსა და გამბეტაზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს”, მზეჭაბუკისა და ჯიმშერის ამბავს, ვიქტორ ჰიუგოსა და ჟორჟ სანდის ნაწარმოებთა პერსონაჟებს; რასაკვირველია, სახელოვანი თანამედროვეების – ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მღვდელი პავლე რაზიკაშვილისათვის მით უფრო ძნელი არ იყო ჩაენერგა შვილებისათვის სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. „ჩაუჯდებოდა ხორცს საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც ჩავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს. მუდამ მიამბობდა მოთხრობებეს ძველი საღმრთო ისტორიიდან”, – გვიყვება ვაჟა.

დედა, – ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას. ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობდა დედას: “მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა… სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია… წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე”…

ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. აქედან დაიწყო მომავალი პოეტის სულიერი ტანჯვა. მდიდარ სულიერ საზრდოს ნაჩვევი ბავშვისათვის გონების ბორკილად იქცა სწავლის უვარგისი სისტემა.

მშობლები მაშინდელ სკოლაში შვილებს, ვაჟას თქმით, „განსაკაცებლად აბარებდნენ და არა გასამხეცებლად”, მაგრამ აბა, რა სიკეთე შეიძლება მოემკო ადამიანს იმნაირი სწავლისაგან, როცა ბავშვი საკუთარ მეობას, თავის ეროვნებას და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თვით ლუკა რაზიკაშვილიც კი, რომელიც მშვენიერი სულიერი საგზლით მივიდა სკოლაში, ლამის გადაგვარდა. „მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი”-ო, – მწარედ შენიშნავს „ჩემს წუთისოფელში” ვაჟა. გასაკვირი არაა, როცა ამნაირ სკოლას ვაჟა „საპყრობილეს” უწოდებს იმიტომაც, რომ „ვერ აკმაყოფილებდა” და „ნოყიერ საზრდოს ვერ აწვდიდა” მის სულს. მკვირცხლი გონების ლუკა რაზიკაშვილი ამ სულის შემხუთავი ატმოსფეროდან გამოსავალს ეძებდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ თავისი ცნობისწადილი დაეკმაყოფილებინა და ამით სულიერი შვება ეგრძნო, „იძულებული ვიყავი მიმემართა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი, რაც შემხვდებოდა განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყავდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისიც არაფერი გამეგებოდა,უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე საბუნებისმეტყველო, ან საისტორიო წიგნს: ცაზე დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა”, – წერს ვაჟა მისი ცხოვრების ამ მონაკვეთის შესახებ.

ნიჭი და მოზღვავებული ყმაწვილური ენერგია გამოსავალს ეძებდა და როცა პატარა ლუკა საღი გონებრივი ვარჯიშისათვის შესაფერის ასპარეზს ვერ პოულობდა, ფიზიკური ვარჯიშისაკენ მიისწრაფოდა, ლუკას მოუთოკავი სულიერი ენერგია ფიზიკურ ძალად გადაიქცა სპორტში, კრივსა და ჭიდაობაში ლამობდა სურვილების დაკმაყოფილებას. და არაჩვეულებრივად გამორჩეული მხატვრული მონაცემების ბავშვი რომ არ ყოფილიყო ლუკა რაზიკაშვილი, რომ შემდეგ სულიერად და ზნეობრივად უკეთეს პირობებში არ მოსწეოდა მას ცხოვრება, შეიძლება ეს დიდი მონაცემები ჩამკვდარიყო და აღარც ჩვენს კულტურას შეჰმატებოდა მისი მშვენება ვაჟა-ფშაველას სახით. საბედნიეროდ, ნიჭთან ერთან ბევრი გამორჩეული თვისება და მათ შორის მტკიცე ნებისყოფაზე დამყარებული პიროვნული ძლიერების შეგრძნების განსაკუთრებული უნარიც იყო ის ფაქტორი, რამაც შესაძლებელი გახადა ამ დიდი ნიჭის გადარჩენა.

თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და 1877 წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა.
1879 წელის სექტემბერს ვაჟა შედის გორის საოსტატო სემინარიაში. არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამოცდებს, მაგრამ შემდეგ დიდი მონდომებით ეკიდება სწავლას.

ლუკა „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” სტიპენდიანტი იყო. ამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად უკვე მოწიფულ პოეტს საინტერესო წერილიც აქვს დაბეჭდილი („ერთი კვირა ხევსურეთში” 1892 წ.), თუმცა დედაენის სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს კიდეც მას. გორშიც უჭირდა ვაჟას „კაზიონური” რეჟიმისადმი შეგუება, მაგრამ მაშინდელ სემინარიაშიც იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები, რომლებიც ვაჟას მფარველობდნენ. ცნობილი მოღვაწე მიშო ყიფიანი და სემინარიის დირექტორი სემიონოვი განსაკუთრებით აფასებდნენ მომავალი პოეტის ნიჭს; ამ პერიოდში ვაჟა პოეტურად მომწიფების ფაზაშია. საზოგადო მოღვაწეობისაკენ ერჩის გული. უკვე აშკარად შეინიშნება, რომ გამოკვეთა თავისი საქმიანობის ნამდვილი არსი, – საზოგადო მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება მისი არსებობის სასიცოცხლო ფორმად იქცა. ვაჟას თანაკლასელები გვიამბობენ, რომ თავდაპირველად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მომავალი პოეტი პოლიტიკით იყო გატაცებული. შემდეგ, გონებრივი და მხატვრული ინტერესების მომწიფება-გაღრმავების კვალობაზედ, ინტერესი პოლიტიკისადმი თითქოს დაეკარგა, ან იგი უკანა პლანზე გადაიწია და მისი ადგილი ლიტერატურამ დაიკავა. ვაჟა უკვე სწავლასაც უმატებს, მოწინავე მოსწავლეა. სემინარიელთა ხელნაწერ ჟურნალ „რიჟრაჟის” აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ვაჟას ლექსებს, მთელ მის საქმიანობას თვალს ადევნებენ ცნობილი მოღვაწეები და მწერლები: ანტონ ფურცელაძე, სერგეი მესხი და სოფრომ მგალობლიშვილი. ისინი აქებენ და ლიტერატურული შრომისათვის აქეზებენ. ყოველივე ეს ვაჟას შემოქმედებითი ნაყოფიერების სტიმულადაც იქცევა: თარგმნის რუს მწერალთა ნაწარმოებებს, კითხულობს რეფერატებს დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნ. ბარათაშვილის, ა. კოლცოვის, ნ. ნეკრასოვის, ი. დავითაშვილის შესახებ. ბეჭდავს კორესპოდენციებს და ლექსებს გაზეთ „დროებასა” და ჟურნალ „იმედში” …

სემინარია 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. 1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ. ტოლათსოფელში.

1883 წლის აგვისტოში, 22 წლის ლუკა რაზიკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და შედის თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებით, პეტერბურგში ვაჟა „ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად … და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება”.

თუმცა ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა. შ. ფსევდონიმი – ვაჟა-ფშაველა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა: მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში “ვაჟა” “კარგ ბიჭს”, “ვაჟკაცს” ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილი კი სწორედ ასეთი ყოფილა. მაგალითად, პეტერბურგში ვაჟასა და მის უფროს ძმას, გიორგის ფული სულ გამოლევიათ. შეხვედრიათ ნაცნობი, გერმანელი სტუდენტი, რომელსაც უთქვამს: წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო. წასულან სათამაშოდ. თურმე არც იმ სტუდენტს ჰქონია ფული და საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადაუხდელობის გამო კი მუშტი-კრივი გამართულა. ამ ჩხუბში ვაჟას ცნობილი მოკრივე გაულახავს…

გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან: “მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი. მამამ თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხასიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა”…

1884 წლის შემოდგომაზე წიგნებით, ლექციების ჩანაწერებით, „სტუდენტთა კასის” ვალით (რადგან გამოსამგზავრებელი ფული არ ჰქონდა), მშობლიურ ჩარგალში ბრუნდება. ამ დროიდან იწყება მისი მშფოთვარე, მძიმე ყოფითი საზრუნავითა და მძაფრი სულიერი ჭიდილით სავსე ცხოვრება. მას ბედმა ერთობ შებოჭილი და მძიმე ცხოვრება არგუნა. საარსებო სასუალებათა ძიების აუცილებლობამ სოფელ ოთარაშენში თავად ამილახვრის ოჯახში მიიყვანა და ერთხანს აკისრებინა კერძო რეპეტიტორის მძიმე და უმადური მოვალეობა. 1886 წლის გაზაფხულზე, თავად ამილახვრის ოჯახში ვაჟა-ფშაველას იმავე ოჯახში აღზრდილი თავადის უკანონო შვილი, ძალიან ლამაზი და მაღალი სულიერი თვისებებით გამორჩეული, იმხანად დაქვრივებული ეკატერინე (კეკე) ნებიერიძე შეჰყვარებია და ცოლადაც შეურთავს. თავისებური იყო ვაჟას დაქორწინების ფაქტი. ვაჟა იღებს გადაწყვეტილებას და მის ურყეობაში დარწმუნებული ატყობინებს მამას და ძმებს, დახვდნენ მცხეთაში. არ მისდევს ტრადიციას, სიმშვიდის, ურთიერთგაგებისა და სიყვარულის ატმოსფერო სუფევდა ახალ ოჯახში. ეს ხანა არაჩვეულებრივი ნაყოფიერებით გამოირჩევა ვაჟას შემოქმედებაში.

1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად ( ე. ი. წლიურად 300 მანეთად) ცხოვრობს აქ უკვე ცნობილი შედევრების ავტორი, ნივთიერ სივიწროვეში; ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას, სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს” , სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები” . ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას, ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.

რასაკვირველია, სულიერად ეს იყო დიდი ტრავმა უსამართლოდ დაჩაგრული პოეტისათვის, რომელსაც მთელი სოფელი პატივს სცემს და ხელმოწერითაც დოკუმენტურად ადასტურებს მასთან თანადგომას. ამდენ გაჭირვებასა და წუხილში თუკი რაიმეს სინათლისა და სიხარულის შუქი შეაქვს ვაჟას ცხოვრებაში, ეს ისევ და ისევ შემოქმედებითი სიხარული და სიყვარულია, სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა პოეტისათვის მრავალ შედევრთა შექმნის იმპულსიცაა…

1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…

ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს, ერთი თვის მანძილზე დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა. მშობლები ბურჯივით ედგნენ მხარში ვაჟას და ყოველნაირად ხელს უწყობდნენ თავიანთ რჩეულ შვილს შემოქმედებით მუშაობაში. ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და აქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა. „სხვაგან რბის მისი გონება” _ პოეტური ცხოვრებაა მისი არსებობის ფორმა და არა გლეხკაცური ჭიდილი მთის მწირ მიწასთან.

ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო (30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჟვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.

კიდევ მრავალი ნაამბობი და მოგონებაა მოღწეული ჩვენამდე ვაჟას შეჭირვების შესახებ, მაგრამ პოეტის ამდროინდელ ფიზიკურ სახეს და სულიერ განწყობილებას ყველაზე უფრო შთამბეჭდავად 1896 წელს გამოქვეყნებული მისი „სიმღერა” (ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს) გვამცნობს:

„არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა…
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა…
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც ამას ვდუდუნებ,
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არც როს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ,
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ,
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ”…

თვითონ ვაჟა მართლაც არის ამ სტრიქონებში გატარებული პრინციპების დამცველი, მაგრამ მის მიმართ კი ადამიანები იცავენ ტაქტს, იჩენენ სიფაქიზეს? ვაჟას გამუდმებული დავა რედაქციებთან გამომცემლობებთან ხომ პოეტისადმი უსულგულო დამოკიდებულებას მოწმობს მხოლოდ.

ვაჟა მართლაც რომ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულა. 1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. “მეხუთე შვილზე უმტყუნა”. კეკე თანამედროვე დახასიათებით “მეტად ლამაზი, გულკეთილი და ადამიანის მოსიყვარულე ქალი” ყოფილა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მას ობლად დარჩა 4 შვილი. მეუღლის დაღუპვით შეძრული ვაჟა თავის წუხილს ლექსებში გამოხატავდა. ამ დროს დაიწერა ლექსი „სიმღერა”:

იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო…
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორიც შენი ზნეაო.

გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან: “მამა ყვარელში იყო წასული, იქ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლი მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქ ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავს მამასა, მოამბე იმ დროს მისვლია. შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ფანდურსა და თან დამღერის: ნუ მოხვალ, თორო ინანებ, მოსვლაში არა ყრიაო, – თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო! – დედასა… ნუ მოხვალ, თორო ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს – დედასა”.

1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები. იგი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭირო. ერთი წლის შემდეგ ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა. ვაჟა მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ცოლ-შვილი არჩინოს: ხნავს, თესავს, მკის, თიბავს, ნადირობს, მჟავე წყალთან დაკავშირებით (ახლა რომ ვაჟას წყალს უწოდებენ) დავა აქვს და ბოლოს ხალხის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს.

ვაჟა „თავისუფლების მგოსანს” უწოდებდა თავს და, ბუნებრივია, რომ მას სიტყვით და საქმით სიმპათია და თანადგომა გამოეხატა 1905 წლის რევოლუციისადმი. ამ მოძრაობისაგან ბევრ სასიკეთოს რამეს ელოდა ჩვენი ინტელიგენცია და მათ შორის ვაჟასც.

პოეტი პრაქტიკული ცხოვრებისათვის არ იყო დაბადებული, მას დიდი პოეტური სამყარო ჰქონდა, მით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ყოფის წვრილმანებთან ყოველგვარი შეხებისას ვაჟა ღიზიანდებოდა. ასე დაეუფლა მის სულს სიფიცხე.

ვაჟას დაძაბული და მძაფრი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. ესეც აღიზიანდებდა დიდ პოეტს. როცა შთაგონება, ანუ როგორც ამბობს „თავისი ანგელოზები” რომ ეწვეოდა, ოჯახის სამუშაოს ტოვებდა და თავისი დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა.

„ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა. ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი”, – გვიამბობს პოეტის მეუღლე. ეტყობა, დიდი პოეტის ცხოვრებისა და მისი მისიის შესახებ ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა თავისთავად კეთილშობილსა და ოჯახზე მზრუნველ მეუღლესა და დედას, როცა გულწრფელად მოგვითხრობს: „როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს. ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა, გაიცინა და მითხრა: „ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”.

ცნობილი ექიმისა და მოღვაწის პროფესორ მიხეილ(ქაიხოსრო) ზანდუკელის გადმოცემით, „ვაჟა თბილისში იშვიათად ჩaმოდიოდა. შევეკითხე, თუ რატომ ხშირად არ ჩამოდის; ქალაქში ჩასვლას ბევრი რამ უნდა! უნდა ჩaიცვა, დაიხურო და სამაგისო ქონება არ მაქვსო. ღარიბი იყო ვაჟა, მაგრამ სიღარიბეზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მეტად ამაყი იყო. ერთხელ მოვიდა ჩემთან არანისში, ძალიან მოეწონა ჩემი კულტურული ცხოვრება, როიალი მედგა შინ, – აი, აქ შეიძლება მუშაობაო. მე ვიგრძენი, რომ ვაჟას სიღარიბე ძალიან მძიმედ აწვა”. ერთი შეხედვით, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. ფიზიკურად შრომობს ჯანმაგარი პოეტი, რედაქციები და დროდადრო გამომცემლობები ჰონორარსაც უხდიან, მაგრამ ბევრს აწვალებენ…

და მაინც… როცა კი თბილისში მოდიოდა, თავის ნაწერებს თურმე ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა ხოლმე და პირველად ილია ჭავჭავაძესთან შეივლიდა – ხურჯინის “დასაბერტყად”.
მწერლის თანამედროვე კრიტიკოსი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, “ხომლელის” ფსევდონიმით ცნობილი რომანოზ ფანცხავა იხსენებს: “როცა მთელ საქართველოში მარტო ერთადერთი გაზეთი “ივერია” ისტამბებოდა, ვაჟა-ფშაველას ჩვენ ვხედავდით ამ გაზეთში მომუშავეს… ილია ისე ღრმად იყო დარწმუნებული ვაჟას პოეტური ტალანტის დიადობაში, რომ სიტყვის შებრუნება არ ხერხდებოდა მასთან… ილიამ გასამხნევებლად ჰონორარიც კი დაუნიშნა ვაჟა-ფშაველას და სტრიქონობით აძლევდა რედაქცია ჯილდოს, როგორც პროზის, ისე ლექსისთვის.

პირველად სტრიქონში სამ-სამ კაპიკს აძლევდა, შემდეგ ჰონორარი გადიდებულ იქნა და ლექსებში შაური ეძლეოდა. ბოლოს ეგ ჰონორარი თვიურ ჯამაგირად გაუხადა და თვეში ოცდახუთი მანეთი დაუნიშნა. თუ არ ვცდები, ვაჟა-ფშაველა იყო ერთადერთი მწერალი, რომელსაც ამ პირობებში ეძლეოდა ჯამაგირი. ახლა ადვილად წარმოიდგენთ, პატიოსანი, თავმოყვარე, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი თუ რატომ იყო გაუტეხელი, დაუზარებელი და თავდადებული ქართული მწერლობისთვის და ჩვენ ამას უნდა ვუმადლოდეთ ილიას, და მხოლოდ მარტო ილიას…”

დაძაბულმა ფიზიკურმა და შემოქმედებითმა ჯაფამ, ჭეშმარიტი ხელოვანისთვის ნიშანდობლივმა დიდი სულიერი მრელვარებით მიმდინარე ცხოვრებამ ნაადრევად გატეხა ვაჟას ჯანმრთელობა. ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა. ავადმყოფობის გამო აკაკი წერეთლის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო.

1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. იმ საღამოზე მიურთმევიათ დაფნის გვირგვინი წარწერით: “ქართული პოეზიის არწივს”. საღამოს გათავებისას, ვაჟას ორთაჭალის ბარში კარგი სუფრა გაუშალეს, შემდეგ იგი კვლავ ლოგინად ჩაწვა, იტკენდა მარცხენა ფერდს. ვაჟას მკურნალობდა ექიმი და ცნობილი კრიტიკოსი ივანე გომართელი. მისი დასკვნით, პოეტი პლევრიტით იყო ავად. ივანე გომართელის რჩევით, მოიწვიეს ქირურგი გ. მუხაძე, 5 ივნისს გ. მუხაძემ ოპერაცია გაუკეთა ვაჟას და წყალი გამოუშვა. თითქოს უკეთესად იგრძნო მგოსანმა თავი. 14 ივნისს ვაჟა გადაიყვანეს წმ. ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში, ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში. 18 ივნისს ექიმთა კონსილიუმმა (რომელსაც დაესწრნენ: სპ. ვირსალაძე, ივ. გომართელი, გრ. რუხაძე, შ. მიქელაძე და ვლ. მახვილაძე) დაადგინა, რომ ვაჟას წყალი ჩაუდგა ფერდში. პოეტი ნატრობს მთასა და მთის წყალს. შიო მღვიმელი და სანდრო რაზიკაშვილი თხოვნას უსრულებენ.27 ივლისს დილით პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა, ემუსაიფა ექიმ ვლ. მახვილაძეს და მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს. შუა დღის შემდეგ ცუდად გახდა. რომელი საათიაო? – უკითხავს. – სამიო, – უპასუხია მოწყალების დას, ანიკო კობიაშვილს. ვაჟას უთხოვია: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო ყვავილები დამაყარეთ, – იქნებ მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო…

საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ აღესრულა ქართველთა სათაყვანებელი პოეტი – ვაჟა ფშაველა. საღამოს რვა საათზე მთელ ქალაქს მოედო თავზარდამცემი ამბავი.

ჩვენმა სახელოვანმა მოქანდაკემ ნიღაბი აუღო პოეტს. ის დიდუბის პანთეონში ფშაური წესისა და დატირების გარეშე დაკრძალეს. ფშავში კი “წესი დაუყენებიათ” და დამარხვის გარეშე დაუტირებიათ: ვაჟას ნაბადი გაშალეს თურმე ეზოში და ზედ მისი ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს…

ამ ქვეყნიდან წავიდა ვაჟა და ამიერიდან დაედო სათავე მარადიულობაში გადასულ სულიერ სიცოცხლეს. რასაკვირველია, მიღებულ იქნა ღონისძიება, რომ ვაჟა დაესაფლავებინათ ღირსეულად. ქართველ ინტელიგენტთა ერთი ნაწილის დაბეჯითებითი მოთხოვნის მიუხედავად, სანდრო შანშიაშვილის თქმით, „მაშინდელმა მესვეურებმა ღირსად არ სცნეს ვაჟა მთაწმინდაზე დაეკრძალათ“.

ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და “ცისფერყანწელებმა” 20 წლის შემდეგ ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს.

შემოქმედება

ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

ერთი შესწორება ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიის,მისი წარმოშობის დადგენისთვის.ვაჟას გოგოჭურობა არ ნიშნავს მის არაფშაურ წარმოშობას,რადგან გოგოჭური ძირძველი ფშაური გვარია.დღევანდელ ფშავში არსებობს 7 საგოგოჭურო სოფელი და 37 გვარი რომელთაც დასაბამი მისცა გოგოჭურმა.ეს სოფლებია ჩარგალი,ბოწახი,აფხუშო,ბეტისჩ
nilsen nageli
ერთი შესწორება ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიის,მისი წარმოშობის დადგენისთვის.ვაჟას გოგოჭურობა არ ნიშნავს მის არაფშაურ წარმოშობას,რადგან გოგოჭური ძირძველი ფშაური გვარია.დღევანდელ ფშავში არსებობს 7 საგოგოჭურო სოფელი და 37 გვარი რომელთაც დასაბამი მისცა გოგოჭურმა.ეს სოფლებია ჩარგალი,ბოწახი,აფხუშო,ბეტისჩ
nilsen nageli

ერთი შესწორება ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიის,მისი წარმოშობის დადგენისთვის.ვაჟას გოგოჭურობა არ ნიშნავს მის არაფშაურ წარმოშობას,რადგან გოგოჭური ძირძველი ფშაური გვარია.დღევანდელ ფშავში არსებობს 7 საგოგოჭურო სოფელი და 37 გვარი რომელთაც დასაბამი მისცა გოგოჭურმა.ეს სოფლებია ჩარგალი,ბოწახი,აფხუშო,ბეტისჩ
nilsen nageli
ერთი შესწორება ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიის,მისი წარმოშობის დადგენისთვის.ვაჟას გოგოჭურობა არ ნიშნავს მის არაფშაურ წარმოშობას,რადგან გოგოჭური ძირძველი ფშაური გვარია.დღევანდელ ფშავში არსებობს 7 საგოგოჭურო სოფელი და 37 გვარი რომელთაც დასაბამი მისცა გოგოჭურმა.ეს სოფლებია ჩარგალი,ბოწახი,აფხუშო,ბეტისჩ
data
ციტატა
ჩარგალი,ბოწახი,აფხუშო,ბეტისჩ

პრაბელი, პრაბელი biggrin.gif
nilsen nageli
ციტატა(nilsen nageli @ Oct 14 2011, 11:15 PM) *
ერთი შესწორება ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიის,მისი წარმოშობის დადგენისთვის.ვაჟას გოგოჭურობა არ ნიშნავს მის არაფშაურ წარმოშობას,რადგან გოგოჭური ძირძველი ფშაური გვარია.დღევანდელ ფშავში არსებობს 7 საგოგოჭურო სოფელი და 37 გვარი რომელთაც დასაბამი მისცა გოგოჭურმა.ეს სოფლებია ჩარგალი,ბოწახი,აფხუშო,ბეტისჩ
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.