skiron
Aug 12 2010, 02:40 AM
ციტატა(data @ Aug 12 2010, 02:13 AM)

magari chuvakia es, mevaseba me

მეც მევასება.

ციტატა
ise, ragac meadvileba es kitxvebi

ყველა?

დამიპიემე. შენ თუ 2 ქულიანებს გამოიცნობ საღოლ.
skiron
Aug 12 2010, 02:42 AM
IV ტური
1. მე ვარ არავინ -- შენ, ნეტავ ვინ ხარ? –
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
-- კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით, --
ყველა არავინ იმ ქვეყნად მიჰყავთ
ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად,
კიდევ კარგი რომ არვინ არა ვართ --
როგორ ადვილად ავცდით ორივე
აურზაურს და დავიდარაბას...
2. ვერ უფარავდა სხეულს ძონძები,
რომ შეეგება მიქელ გაბრიელს,
და სიყვარული, ღვთით ნაბოძები,
სულს უჯიჯგნიდა გზაში დაბნეულს;
ვერ გადაუყვლეფს ბალთა მეომარს
სხეულს იმგვარად, ანდა ქარქაში,
მაგალითია მართლაც მხნეობის
ის, მიმავალი იმ ქვეყანაში
პრინცო თუ გითხრეს,
ალბათ, ძალიან
არ გაგაოცებს სიტყვა ხალასი,
რომ ბოლოს ისევ ღვინო დალია
მან, მიმავალმა იმ ქვეყანაში.
3. ნაპირზე მძინარე შემნიშნეს თუ არა, მაშინვე აცცნობეს იმპერატორს, რომელმაც სახელმწიფო საბჭოსთან მოითათბირა და გადაწყვიტა ისე დავებით, როგორც ზემოთ იყო ნაამბობი (რაც სისრულეში იქნა მოყვანილი როცა მეძინა), თანაც საკმაო საჭმელ-სასმელი გამოეგზავნათ და სათანადო ეტლი მოემზადებინათ დედაქალაქში ჩემს გადასაყვანად.
4. - ვიცი, ძალიან რომ გერიდებათ განწირული ქალაქის მიტოვება, მაგრამ აუცილებელია ეს, ძმებო - ტივების მართვას მაგარი ხელი სჭირდება, ქალი ვერ სეძლებს და მეორეც ის, ჩვენი შვილები მამაკაცმაც უნდა გაზარდოს - ცხენოსნობაო, ნადირობა, ათასნაირი ხერხი... რომლები წახვალთ.
5. ამის გამო სიდ ჰემეტი შენიშნავს, რომ ეს ლაზღანდარა ხალხი, მისი აზრით იმდენადვე უგუნურები და გიჟები იყვნენ, რამდენადაც ისინი,ვისაც ამასხარავებდნენ და აპამპულებდნენ., რადგან ამ სულელურ საქმეში ჰერცოგი და მისი ცოლი ესოდენ გულმოდგინებას იჩენდნენ, რომ თვით ხდებოდნენ პამპულები და სულელები; რაც შეეხება ორ ჩვენ ყეყეჩ მოგზაურს, ერთ მათგანს უკვე ღრმა ძილით ეძინა, ხოლო მეორე თავის დაუცხრომელ აზრება და ოცნებებში შთანთქმული გათენებამდე ფხიზლობდა.
6. გადამისამართების ქვითარი ზედ შტემპელზე იყო დაკრული. კონვერტის გასახსნელად იძულებული გავხდი, ამეგლიჯა და გამოგზავნის თარიღის ამოკითხვა უკვე შეუძლებელი იყო. წერილის გარდა, კონვერტში აღმოვაჩინე საბანკო ჩეკი ასი ათას იენზე, ფურცელზე დაწერილი ქალის სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. აგრეთვე ცხვრების შავ-თეთრი ფოტო.
7. - წარმოიდგინეთ კუნძულებზე რომ ჩავედით, საქორწინო ადათები იმდენად სამარცხვინო და შემაძრწუნებელი აღმოაჩნდათ, ვერ აგიწერთ. მაგრამ მისის მაკფეილს მოვუყვები და ის გადმოგცემთ.
8. აქ აღწერილს დღეს, როდესაც სენატი ბჭობდა გარდაცვლილი ნადიქტატორალის უკვდავყოფაზე, ჰოსტილიუსის კურიის დერეფნები ხალხით იყო გატენილი, აგრეთვე კომიციები სადაც შეკრებილიყო ოთხი თუ ხუთი ათასი კორნელიუსელი, წვერდაყენებულები, თალხი ტოგებით, და მოსთქვამდნენ მეტის მწუხარებით. ექვსი თუ შვიდი ათასი მოქალაქე, განსაკუთრებით კაპოცენზები, ლანძღავდნენ და სწყევლიდნენ განსვენებულს.
9. მაგრამ ჭეშმარიტი დუმილი - კიდევ უფრო დიადი და მისაახლოვებლად უფრო ძნელი, ვიდრე ის ფიზიკური დუმილია, კარლაილი რომ გველაპარაკება, - ერთ-ერთი იმ ღმერთთაგანი არ არის, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის მიტოვება. იგი ყოველმხრით გვერტყმის, ის ჩვენი შინაგანი ცხოვრების ფსკერია და როცა რომელიმე ჩვენგანი თრთოლვით აკაკუნებს უფსკრულის ერთ-ერთ კარზე, სწორედ დაყუდებული სიჩუმეა, კარს რომ გვიღებს.
10. ახლა კი ისინი ბრბოებად გვევლინებიან საითაც არ გაიხედავ, ყველგან ბრბო გვხვდება თვალში. ყველგან? არა ყველგან კი არა, ყველაზე უკეთეს ადგილას, იქ, სადაც თავმოყრილია ადამიანური კულტურის უთვალსაჩინოესი მიღწევები, რომლებიც უწინ მცირერიცხოვანი ჯგუფებისთვის, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ უმცირესობისთვის იყო განკუთვნილი.
8 კითხვა არის 1 ქულიანი. 2 კითხვა არის 2 ქულიანი. I და II კითხვაზე საჭიროა მხოლოდ ავტორების დასახელება. პასუხები მხოლოდ PM-ში. დედლაინი 12 აგვისტოს ღამის 12 საათზე
data
Aug 12 2010, 02:46 AM
ციტატა(skiron @ Aug 12 2010, 01:40 AM)

ციტატა(data @ Aug 12 2010, 02:13 AM)

magari chuvakia es, mevaseba me

მეც მევასება.

ციტატა
ise, ragac meadvileba es kitxvebi

ყველა?

დამიპიემე. შენ თუ 2 ქულიანებს გამოიცნობ საღოლ.

ara, ra yvela. Ubralod, 2 nawyvetze mets tu gamovicnob, tavi nakitxi da literaturis mama da magari roja mgonia xolme :kela:

ise, 2 qulianebi romlebia?
data
Aug 12 2010, 02:50 AM
ციტატა(Tengobarca @ Aug 12 2010, 01:32 AM)

dataციტატა
erti leqsis avtors axlave getyvi tu ginda
ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ

kidev kargi es tqvi da ara - zvirfaso, daumtkice mas rom namdvili mamakaci xaro
skiron
Aug 12 2010, 02:50 AM
ციტატა(data @ Aug 12 2010, 02:46 AM)

ara, ra yvela. Ubralod, 2 nawyvetze mets tu gamovicnob, tavi nakitxi da literaturis mama da magari roja mgonia xolme :kela:

კაი ახლა, აქედან 3 მაინც უნდა გამოიცნო ადამიანმა.
ციტატა
ise, 2 qulianebi romlebia?

პასუხებს რომ დავდებ ეგრევე მიხვდები 2 ქულიანები რომლები იყო.
skiron
Aug 12 2010, 02:54 AM
ციტატა(Tengobarca @ Aug 12 2010, 02:17 AM)

მაინც არ ვთამაშობ + დავაგვიანე და აზრი აღარააქვს და რა დაეწევა აწი

რატომ რა დაეწევა, რამდენიმე ტურს ყველა გამაზავს, მე ალბათ საბათ-კვირა გამემაზებს სრულად. ასე რომ შეგიძლია თამაშშიც ჩაერთო.
data
Aug 12 2010, 02:55 AM
skironromeli avtorebic ar mecodineba, is iqneba orquliani xo?
me samze meti gamovicani
skiron
Aug 12 2010, 02:58 AM
ციტატა(data @ Aug 12 2010, 02:55 AM)

skironromeli avtorebic ar mecodineba, is iqneba orquliani xo?
me samze meti gamovicani

შენ 6 მაინც გექნება ვგონებ. ლექსები თუ გამოიცანი რომელიმე მაშინ 5 მაინც უნდა გქონდეს.
data
Aug 12 2010, 03:04 AM
Xuti vici da ertze vechvob. Kidev bolo nawyveti mecnoba da verafrit vixseneb
fernando magellan
Aug 12 2010, 08:53 AM
ბაიბურში არ ვარ, რა ნაწარმოებებია

:სევდა:
GORDA
Aug 12 2010, 09:57 AM
ერთი ტური გავმაზე. სიტუაციის ბრალია. ბლომად რომ გამომიცვნია, გამიხარდა. მართლა არ მეგონა. მადლობა, ვინც შემაქეთ.
ახლა ღამემდე ისევ გარბივარ. იმედია, ასე, 10-სთვის მოვალ აქ.
საინტერესო ფრაგმენტებია. ჯერ ერთ-ორს მივხვდი. მეტს ვერა. ა, სამს.
აბა, დროებით
Illegal Astronaut
Aug 12 2010, 11:04 AM
ციტატა
ოეტები დაილია მსოფლიოში ბაძაღუა რომ არ დავდოთ? წამიკითხავს და არანაირი სურვილი არ გამჩენია კიდევ სხვა ლექსები წამეკითხა.
ღმერთო

უკიდურესი სნობიზმის მწვერვალი
ვაი უბედურო საქართველოვ..
Illegal Astronaut
Aug 12 2010, 11:07 AM
ციტატა
skiron 6,5
WDC 6
კელა 4,5
azazello 3,5
ditrofane 3
lord borgeze 3
ILI-100 2,5
რატო ვარ არ სიაში?

არ ვთამაშობდი მე..

აზრი არ ჰქონდა ამ უინტერნერობის პირობებში და შევეშვი..

მცოდნოდა მაინც..
ბაძაღუა კიდე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პოეტია IMHO... და არა მარტო IMHO..
Illegal Astronaut
Aug 12 2010, 11:08 AM
skironმოგწერ ეხლა PM ს
ginger
Aug 12 2010, 11:11 AM
ისე ილო გრემის ქუჩებიო როგორც წავიკითხე მეთქი გმირთა ვარამია, სხვა რა უნდა იყოს, მე მეგონი ასეთი პირდაპირი მინიშნებები ძალიან აადვილებს, პოეზია კიდე ისეთი რთული გქონდა
ginger
Aug 12 2010, 11:12 AM
skiron
კაიფობ ხომ პირველ ლექსზე??? მიყვარს ვაფანატებ, ვგიჟდები და უკეთესეი თარგმანებიც მაქვს თუ გინდა დაგიპიემებ!!!!
Bisei
Aug 12 2010, 11:13 AM
ციტატა
2. ვერ უფარავდა სხეულს ძონძები,
რომ შეეგება მიქელ გაბრიელს,
და სიყვარული, ღვთით ნაბოძები,
სულს უჯიჯგნიდა გზაში დაბნეულს;
ვერ გადაუყვლეფს ბალთა მეომარს
სხეულს იმგვარად, ანდა ქარქაში,
მაგალითია მართლაც მხნეობის
ის, მიმავალი იმ ქვეყანაში
პრინცო თუ გითხრეს,
ალბათ, ძალიან
არ გაგაოცებს სიტყვა ხალასი,
რომ ბოლოს ისევ ღვინო დალია
მან, მიმავალმა იმ ქვეყანაში.
როგორ მეცნობა
skiron
Aug 12 2010, 12:01 PM
ციტატა(ginger @ Aug 12 2010, 11:12 AM)

skiron
კაიფობ ხომ პირველ ლექსზე???
არა რატომ ვკაიფობ? ძალიან მარტივია?
ციტატა
მიყვარს ვაფანატებ, ვგიჟდები და უკეთესეი თარგმანებიც მაქვს თუ გინდა დაგიპიემებ!!!!
კი როგორ არ მინდა მადლობელი დაგრჩები.
† Lord Borgeze †მივიღე და სწორია
skiron
Aug 12 2010, 12:02 PM
IV ტური
1. მე ვარ არავინ -- შენ, ნეტავ ვინ ხარ? –
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
-- კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით, --
ყველა არავინ იმ ქვეყნად მიჰყავთ
ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად,
კიდევ კარგი რომ არვინ არა ვართ --
როგორ ადვილად ავცდით ორივე
აურზაურს და დავიდარაბას...
2. ვერ უფარავდა სხეულს ძონძები,
რომ შეეგება მიქელ გაბრიელს,
და სიყვარული, ღვთით ნაბოძები,
სულს უჯიჯგნიდა გზაში დაბნეულს;
ვერ გადაუყვლეფს ბალთა მეომარს
სხეულს იმგვარად, ანდა ქარქაში,
მაგალითია მართლაც მხნეობის
ის, მიმავალი იმ ქვეყანაში
პრინცო თუ გითხრეს,
ალბათ, ძალიან
არ გაგაოცებს სიტყვა ხალასი,
რომ ბოლოს ისევ ღვინო დალია
მან, მიმავალმა იმ ქვეყანაში.
3. ნაპირზე მძინარე შემნიშნეს თუ არა, მაშინვე აცცნობეს იმპერატორს, რომელმაც სახელმწიფო საბჭოსთან მოითათბირა და გადაწყვიტა ისე დავებით, როგორც ზემოთ იყო ნაამბობი (რაც სისრულეში იქნა მოყვანილი როცა მეძინა), თანაც საკმაო საჭმელ-სასმელი გამოეგზავნათ და სათანადო ეტლი მოემზადებინათ დედაქალაქში ჩემს გადასაყვანად.
4. - ვიცი, ძალიან რომ გერიდებათ განწირული ქალაქის მიტოვება, მაგრამ აუცილებელია ეს, ძმებო - ტივების მართვას მაგარი ხელი სჭირდება, ქალი ვერ სეძლებს და მეორეც ის, ჩვენი შვილები მამაკაცმაც უნდა გაზარდოს - ცხენოსნობაო, ნადირობა, ათასნაირი ხერხი... რომლები წახვალთ.
5. ამის გამო სიდ ჰემეტი შენიშნავს, რომ ეს ლაზღანდარა ხალხი, მისი აზრით იმდენადვე უგუნურები და გიჟები იყვნენ, რამდენადაც ისინი,ვისაც ამასხარავებდნენ და აპამპულებდნენ., რადგან ამ სულელურ საქმეში ჰერცოგი და მისი ცოლი ესოდენ გულმოდგინებას იჩენდნენ, რომ თვით ხდებოდნენ პამპულები და სულელები; რაც შეეხება ორ ჩვენ ყეყეჩ მოგზაურს, ერთ მათგანს უკვე ღრმა ძილით ეძინა, ხოლო მეორე თავის დაუცხრომელ აზრება და ოცნებებში შთანთქმული გათენებამდე ფხიზლობდა.
6. გადამისამართების ქვითარი ზედ შტემპელზე იყო დაკრული. კონვერტის გასახსნელად იძულებული გავხდი, ამეგლიჯა და გამოგზავნის თარიღის ამოკითხვა უკვე შეუძლებელი იყო. წერილის გარდა, კონვერტში აღმოვაჩინე საბანკო ჩეკი ასი ათას იენზე, ფურცელზე დაწერილი ქალის სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. აგრეთვე ცხვრების შავ-თეთრი ფოტო.
7. - წარმოიდგინეთ კუნძულებზე რომ ჩავედით, საქორწინო ადათები იმდენად სამარცხვინო და შემაძრწუნებელი აღმოაჩნდათ, ვერ აგიწერთ. მაგრამ მისის მაკფეილს მოვუყვები და ის გადმოგცემთ.
8. აქ აღწერილს დღეს, როდესაც სენატი ბჭობდა გარდაცვლილი ნადიქტატორალის უკვდავყოფაზე, ჰოსტილიუსის კურიის დერეფნები ხალხით იყო გატენილი, აგრეთვე კომიციები სადაც შეკრებილიყო ოთხი თუ ხუთი ათასი კორნელიუსელი, წვერდაყენებულები, თალხი ტოგებით, და მოსთქვამდნენ მეტის მწუხარებით. ექვსი თუ შვიდი ათასი მოქალაქე, განსაკუთრებით კაპოცენზები, ლანძღავდნენ და სწყევლიდნენ განსვენებულს.
9. მაგრამ ჭეშმარიტი დუმილი - კიდევ უფრო დიადი და მისაახლოვებლად უფრო ძნელი, ვიდრე ის ფიზიკური დუმილია, კარლაილი რომ გველაპარაკება, - ერთ-ერთი იმ ღმერთთაგანი არ არის, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის მიტოვება. იგი ყოველმხრით გვერტყმის, ის ჩვენი შინაგანი ცხოვრების ფსკერია და როცა რომელიმე ჩვენგანი თრთოლვით აკაკუნებს უფსკრულის ერთ-ერთ კარზე, სწორედ დაყუდებული სიჩუმეა, კარს რომ გვიღებს.
10. ახლა კი ისინი ბრბოებად გვევლინებიან საითაც არ გაიხედავ, ყველგან ბრბო გვხვდება თვალში. ყველგან? არა ყველგან კი არა, ყველაზე უკეთეს ადგილას, იქ, სადაც თავმოყრილია ადამიანური კულტურის უთვალსაჩინოესი მიღწევები, რომლებიც უწინ მცირერიცხოვანი ჯგუფებისთვის, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ უმცირესობისთვის იყო განკუთვნილი.
8 კითხვა არის 1 ქულიანი. 2 კითხვა არის 2 ქულიანი. I და II კითხვაზე საჭიროა მხოლოდ ავტორების დასახელება. პასუხები მხოლოდ PM-ში. დედლაინი 12 აგვისტოს ღამის 12 საათზე
ginger
Aug 12 2010, 12:02 PM
skiron
ხო მარტივია, მოიცა წიგნს მოვიტან
Illegal Astronaut
Aug 12 2010, 12:08 PM
აუ არადა ილოს ტური რამ გამამაზინა..
პოეზიის და ტოლსტოის გარდა ყველა ვიცოდი..
skiron
Aug 12 2010, 12:14 PM
ციტატა(ginger @ Aug 12 2010, 12:02 PM)

skiron
ხო მარტივია, მოიცა წიგნს მოვიტან
რავიცი ვისთვის როგორ. ჩემი აზრით ამ 10-დან, თუ სირთულის მიხედვით დავალაგებთ, IV-V ადგილზეა. ანუ 5-6 ციტატა ჩემი აზრით აქ უფო მარტივი გამოსაცნობია ვიდრე ეს ლექსი.
ginger
Aug 12 2010, 12:24 PM
მე ვარ არავინ-შენ, ნეტავ ვინ ხარ?-
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
-კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით,-
ყველა არავინ იმ ქვეყნად მიჰყავთ.
ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად,
კიდევ კარგი რომ არავინ არ ვართ-
როგორ ადვილად ავცდით ორივე
აურზაურს და დავიდარაბას!
skiron
Aug 12 2010, 12:52 PM
ციტატა(ginger @ Aug 12 2010, 12:24 PM)

მე ვარ არავინ-შენ, ნეტავ ვინ ხარ?-
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
-კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით,-
ყველა არავინ იმ ქვეყნად მიჰყავთ.
ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად,
კიდევ კარგი რომ არავინ არ ვართ-
როგორ ადვილად ავცდით ორივე
აურზაურს და დავიდარაბას!
Tengobarca
Aug 12 2010, 02:32 PM
† Lord Borgeze †ციტატა
ბაძაღუა კიდე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პოეტია
+1
რახან
ბაძაღუაა მაგიტომ არ უნდა დასცინო
მაგარი ლექსები აქვს
Bisei
Aug 12 2010, 04:52 PM
ციტატა(Tengobarca @ Aug 12 2010, 02:32 PM)

† Lord Borgeze †ციტატა
ბაძაღუა კიდე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პოეტია
+1
რახან
ბაძაღუაა მაგიტომ არ უნდა დასცინო
მაგარი ლექსები აქვს

+1
მეც ძალიან მომწონს..
GORDA
Aug 12 2010, 07:51 PM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Aug 12 2010, 12:08 PM)

აუ არადა ილოს ტური რამ გამამაზინა..
პოეზიის და ტოლსტოის გარდა ყველა ვიცოდი..

მეც. + "გმირთა ვარამი" არ ვიცი.
Tengobarca
Aug 12 2010, 08:01 PM
დღეს მომწერა ბისეიმ ვერ ჩავატარებო და თუშეგიძლია ჩაატარეო...
ანუ 12 საათის შემდეგ, როცა ამის პასუხები და შედეგები დაიდება, დავდებ ჩემ 10-ს
GORDA
Aug 12 2010, 08:10 PM
ციტატა(Tengobarca @ Aug 12 2010, 08:01 PM)

დღეს მომწერა ბისეიმ ვერ ჩავატარებო და თუშეგიძლია ჩაატარეო...
ანუ 12 საათის შემდეგ, როცა ამის პასუხები და შედეგები დაიდება, დავდებ ჩემ 10-ს
ველოდები. წავედი ახლა მე, ხვალამდე. პასუხები გავუგზავნე, მაგრამ რამდენიმეზე ეჭვი მეპარება ცოტა. არადა, ხვალამდე ინტერნეტი აღარ მექნება.
ILI-100
Aug 12 2010, 08:24 PM
ციტატა(† Lord Borgeze † @ Aug 12 2010, 12:08 PM)

აუ არადა ილოს ტური რამ გამამაზინა..
პოეზიის და ტოლსტოის გარდა ყველა ვიცოდი..

გეცოდინებოდა აბა რა იქნებოდა

მაგ ნაწარმოებებიდან ნახევარზე მეტი შენ დამაძალე თავის დროზე წაიკითხეო :*
ეხლა მოვედი სამსახურიდან. ჩაუჯდები სკირონის ტურს მაგრამ ვშიშობ არცერთი არ მაქვს წაკიტხული

ისევ ინტუიციას თუ ვენდობი და ავტორს გავარტყამ
ნელე
Aug 12 2010, 10:29 PM
ციტატა(ILI-100 @ Aug 12 2010, 08:24 PM)

'† Lord Borgeze †' :*
Azazello
Aug 12 2010, 11:55 PM
სკირონ, პასუხები იქნება ეხლავე თუ დავიწყო ფილმის ყურება?
skiron
Aug 12 2010, 11:57 PM
ციტატა(Azazello @ Aug 12 2010, 11:55 PM)

სკირონ, პასუხები იქნება ეხლავე თუ დავიწყო ფილმის ყურება?

IV ტური დასრულდა.
პასუხებს დავდებ ეხლავე და 5 წუთში შედეგებს.
skiron
Aug 12 2010, 11:59 PM
1. ემილი დიკინსონი - მე ვარ არავინ
2. ფრანსუა ვიიონი - უკანასკნელი ბალადა
3. ჯონათან სვიფტი - გულივერის მოგზაურობა
4. გურამ დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი
5. სერვანტესი - დონ კიხოტი
6. ჰარუკი მურაკამი - ნადირობა ცხვარზე.
7. სომერსეტ მოემი - წვიმა
8. რაფაელო ჯოვანოლი - სპარტაკი
9. მეტერლინკი - განძი თვინიერთა (2 ქულა)
10. ხოსე ორტეგა გასეტი - მასების ამბოხი (2 ქულა)
ნელე
Aug 13 2010, 12:03 AM
ე.ი შვიდის აღება შემეძლო..
ნელე
Aug 13 2010, 12:09 AM
მოემის მერე არაფრის ნერვები აღარ მქონდა
Azazello
Aug 13 2010, 12:13 AM
skironციტატა
10. ხოსე ორტეგა გასეტი - მასების ამბოხი (2 ქულა)
აუ ვიცოდი ეს

მაგრამ ჩავთვალე რომ ლიტერატურა ნაკლებად იყო

ფუუ ჯანდაბა, რა 2 ქულა დავკარგე
ILI-100
Aug 13 2010, 12:17 AM
ფუუუ

რომელიც არ მქონდა წაკითხული ის გამოვიცანი და რომელებიც მქონდა წაკითხული ისინი ვერა
ნელე
Aug 13 2010, 12:18 AM
მეტერლინკი ვიცოდი
ნელე
Aug 13 2010, 12:18 AM
მთელი დღე მოემზე ვეწამე

ძლივს გავიხსენე მწერალი და სათაური,მერე აღარც ვიქტორინა მინდოდა და აღარც არაფერი
skiron
Aug 13 2010, 12:20 AM
1-2 Bisei - 5 (1,3,4,5,6)
1-2 GORDA - 5 (1,3,8, 10)
3. Azazello - 4,5 (1, 3, 4, 6, 7(0,5))
4-5 baghdateli - 4 (1, 3, 5, 8)
4-5 † Lord Borgeze † - 4 (3,4,5,6)
6. ნელე - 3 ((1,6,7)
7. ILI-100 - 2 (1,6)
WDC - 17
skiron - 14
გორდა - 13,5
azazello - 13
ნელე - 11
Bisei - 11
ILI-100 - 8,5
ditrofane - 7,5
lord borgeze - 7
კელა - 6,5
baghdateli - 6
SYD - 2
Kid_A - 2
ვიიონი და მეტერლინკი გაგრობდა. გასეტი მხოლოდ ლუკამ აიღო და ბრავო კიდევ ერთხელ.
მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო და უკაცრავად თუ რამე გაწყენინეთ.

ვიცი რომ უკეთესი ციტატების ამორცევაც შეიძლებოდა, მაგრამ რაც არის ეგ არის დებიუტი იყო მაინც.

პ.ს. ნელე მოსაკლავი ხარ.
Tengobarca
Aug 13 2010, 01:48 AM
რამოდენიმე წუთში დავდებ შემდეგი ტურის ათეულს
Tengobarca
Aug 13 2010, 04:34 AM
როგორც დაგპირდით V-ე ტურს მე ვატარებ
წესები მგონი ყველასთვის ცნობილია.. პასუხები მხოლოდ PM და არავითარი ზედმეტი მინიშნება.
როგორც მანამდე ითქვა ავტორის გამოცნობის შემთხვევაში ნახევარი ქულა იწერება და ეს წესი დღესაც ძალაშია...
ვიქტორინის შეკითხვების ბოლოს მიაქციეთ ყურადღება (ზოგი შესაძლოა 2 ქულიანი იყოს, ზოგიც მხოლოდ ნაწარმოების დასახელებას ითხოვდეს)
1. შენა ხარ სალი?
–ჰო მე ვარ. მორჩი ღრიალს. მთვრალი ხარ?
–კი, ნამდვილად. მისმინე, შობაზე ხო შევთანხმდით, ნაძვის ხეს მოგართვევინებ. შევთანხმდით სალი?
–კი, ოღონდ ეხლა წადი და დაიძინე. საიდან რეკავ? კიდე არის ვინმე მანდ?
–არავინ. მე, თავად მე და ისევ მე, პირადად.
აუ, რა გახეული ვიყავი...
2. – ბორის – უთხრა. ნუ მიყურებ მომვლელი ქალივით, რომელსაც ეშინია, მის ავადმყოფს სისხლი არ ჩაექცეს თავში. მე მოვსპე პირუტყვი. ცოდვამ უწია კაცთა გარეგანს. ათასჯერ არა, მრავალ ათასჰერ მეტს იმსახურებდა !
3. ბ–ნი მაგნუსი მუდამ დიდი სიამოვნებით სადილობდა ერთსა და იმავე ადგილას. ვეტერანთა კლუბი „ტრაფალგარი“ სიმყუდროვის გარდა თავისებური წეს–ჩვეულებებითაც გამოირჩეოდა – ხურდას აქ მხოლოდ ახალთახალი ტკიცინა ასიგნებითა და კრიალა მონეტებით უბრუნებდნენ კლუბის წევრებს...
4. რომ ლექსმაც იგრძნოს სული ფშაური
და საუკუნოდ დაფასდეს ჯაფა,
რომ მეპატიოს დანაშაული,
ჩემგან შეცდომით მოკლულო ჯაფარ!
...
დამისათუთდნენ თითები მკაცრი,
ეგ შენი სისხლი ქარმა შელოკა.
კაცი ყოფილხარ, ჩიტგულა კაცი,
შემინდოს ვაჟამ შენი მკვლელობა
5. მგონი სიტყვა–სიტყვით ჩავიწერე ყველაფერი, რაც მითხრა. თუ ჩემი ნათქვამი არ დაგაკმაყოფილებთ მიბრძანდით ‘ნ’ სოფელის საავადმყოფოში. ჯერ მიგითითებს სკამზე და გეტყვის დაბრძანდითო, შემდეგ სახეზე ღიმილმორეული მოგიყვებათ ამ ისტორიას, ხოლო როცა დაასრულებს... კარგად მახსოვს, თუ როგორია ესეთ დროს მისი სახე...
6. როცა კართან მივედით, გადავულაპარაკე
– აბა ენდი, დროა მომხსნა ბორკილები, თორემ უხერხულია, რას იფიქრებს ხალხი?
რა? აა, ხო.. ეს ენდი იყო. ყველაფერი მან დაგეგმა. სწორედ ესე ვიშოვეთ თანხა, ჩვენი ბიზნესის ასაწყობად
7. –აგერ, დაწერილი სიტყვა მიჭირავს ხელში, – თქვა მან. – აქა წერია, რა ესაჭიროება შტატს. მაგრამ, რა ჩემი თქმა გინდათ, თვითონა ხართ შტატი. თვითნ იცით, რაცა გჭირდებათ. აბა შარვლებზე დაიხედეთ, განა არ გამოგეხათ მუხლებზე?...
ვილი გაჩუმდა და თვალების ხამხამით ბრბოს გადახედა.
8. რადგან ეს წიგნი, ანუ ტრილოგიის პირველი ნაწილი დასასრულს მიუახლოვდა, შევეცდები თავი არ შეგაწყინოთ იმის შეხსენებით, თუ რაზე იყო ეს წიგნი და არც იმის
განმარტებებით დაგამძიმებთ, თუ ვინ ააფეთქა ორასკაციანი ლაინერი და ვის დაუდგეს ძეგლი წმინდა ჯეიმსის პარკში, რობერტ ბერნსის ნაცვლად.
9. ყოველთვის უნდა ატარო თან რუმიანა და პუდრი. შეიძლება აღმოჩნდე ისეთ სიტუაციაში, როცა ძილის შემდეგ სახე ფერმიხდილი გაქვს. ასეთ დროს გამოიყენებ რუმიანას და ამ პრობლემას გადაჭრი.
10. ცხენიც შავი ჰყავდა დიდი და ზორბა. ეტყობოდა პატრონივით ღონიერი და მაგარი უნდა ყოფილიყო. ფარზე არავითარი ნიშანი არა ჰქონია ამოკვეთილი და განზე იდგა, თავი მაინცდამაინც არ გამოუდვია. თუ ვინმე შეუტევდა ძალიან ადვილად იგერიებდა თავად კი არც ვინმეს გამოსდევნებია და არც არავინ გამოუწვევია ბრძოლაში. 7 და 9– არის 2 ქულიანი. მეცხრეს ავტორი არ არის აუცილებელიწარმატებები !
lomski
Aug 13 2010, 12:31 PM
მეხუთე
data
Aug 13 2010, 01:07 PM
Mecxres avtori tu aucilebeli ar aris, 2 qula nametani bevri mgonia aseti advili kitxvistvis

nu, sheizleba vcdebi kidec da es is ar aris, rasac me vfiqrob
Bisei
Aug 13 2010, 02:42 PM
2, 3 და 5 მეცნობა ძალიან.
და ისე ვერც ერთს ვერ ვხვდები.
Bisei
Aug 13 2010, 03:19 PM
ვერ ვიცნობ

დავითრგუნე
Tengobarca
Aug 13 2010, 05:49 PM
dataციტატა
Mecxres avtori tu aucilebeli ar aris, 2 qula nametani bevri mgonia aseti advili kitxvistvis
არა..
ციტატა
nu, sheizleba vcdebi kidec da es is ar aris, rasac me vfiqrob
ეჭვი მაქვს
ILI-100
Aug 13 2010, 05:51 PM
Tengobarcaნატა დაგემუქრა, ათივეს გამოვიცნობ რომ მოვალ სახლშიო

მაგას რაც წაკითხული აქვს ყველა ვიციო
ILI-100
Aug 13 2010, 05:52 PM
მე ორი გამოვიცანი და არც ის ვიცი სწორია თუ არა

დანარჩენი აზრზე არ ვარ

თან სამსახურში გავრბივარ და ეს ტური ფაქტიურად ჩავაგდე
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.