,,მიყვებოდა ცხენი თვალუწვდენ სრბოლას და მიჰქონდა ენგურს გრძელი და შავი კუბოები და ასე ეგონა მხედარს, წაირღვნაო ხმელი და მიაქროლებდა მას ეს გახელებული კორიანტელი ამ კუბოებთან ერთად თვალშეუდგამ შავეთში.
და მერმე გამოვიდა ისევე მთვარე. აკაშკაშდა წყლის ზედაპირი. გაივაკა ხვნეშით მცურავმა არაბიამ. ისევ გაეგო მაცდური ენგური ფლოქვებს ქვეშ ცხენს, ისევ ეძგერა უშველებელი ჩქერალი სახეზე მხედარს.
გახედა რუხის ციხეს .......მა და რუხის ციხე დატრიალდა გასარკულ წყლის პირზე და მერმე დაიქცა კვლავ, როგორც ჭადრაკულად განრიგებული ციხეები სიზმარში.''
ალბათ მიხვდით, რომ ეს ციტატა ქართულ ნაწარმოებიდანაა, ეს რომანი ერთერთი საუკეთესოა ქართულ პროზაში. გამოცნობა არ გაგიჭირდებათ!