დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურული ვიქტორინა
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > ინტელექტუალური თამაშები ფორუმზე
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28
KEDI
რახან ასე ძალიან გვიყვარს ლიტერატურა, ვითამაშოთ...

ვდებთ ნაწყვეტებს რომელიმე ნაწარმოებიდან. ნაწყვეტის დადება შეუძლია მას, ვინც გამოიცნობს ბოლოს დადებულ ნაწარმოებს..
ნაწარმოების გამოცნობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ერთი დღეა. ნაწყვეტის დადება შეიძლება როგორც ქართული, ასევე უცხოური პროზიდან!

პირველ ნაწყვეტს დავდებ მე..

,,-ანარქისტი არასოდეს ვყოფილვარ. დაიხსომეთ ეს და არასოდეს დაივიწყოთ... ახლი კი მშვიდობით . მაპატიეთ , გეთაყვა, მაგრამ ექიმი ჩაკიარ მჭირდება.
დაბნეულები ვიდექით, მიმავალ ტოკს მივჩერებოდით, თუმცა არა, ორივე კი არა მარტო მე. სტუდენტი შუა ქუჩაში იდგა . მოხრილი ხელები მიწაზე დაებჯინა , განზე გაწეული ფეხებიდან თავი გამოეყო და ავტომობილებისა და გამვლელთა უწყვეტ ნაკადს ათვალიერებდა. ვიფიქრე, ესეც გაგიჟდა მეთქი, და მისი წელში გამართვა დავაპირე. "

Illegal Astronaut
KEDI

ვაიმე.... ვიცი და ვერ ვიხსენეეებ.... sad.gif sad.gif sad.gif ექიმი ჩაკი... sad.gif აუ...
data
ასეთ დროს ვხვდები ხოლმე რა უწიგნურიც ვარ biggrin.gif
კელა
data

+1 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SOSO
KEDI
სრულიად შემთხვევით აკუტაგავა ხო არ არის?
მე ლიტერატურაში ძალიან დებილი ვარ და მომიტევეთ, თუ რამე სისულელე ვთქვაsmile.gif
che
KEDI

ტრამალის მგელი?
Illegal Astronaut
che

აკუტაგავაა.. წყლის კაცების ქვეყანაში... tongue.gif tongue.gif
che
† Lord Borgeze †

მე ბოდიში biggrin.gif
okicha
აკუტაგავა რო იყო მივხვდი ... ნაწარმოები ვერ გავიხენე smile.gif
კელა
ი ვსიო?
nisaba
გაგრძელება არ ექნება ამ თემას?biggrin.gif
ILI-100
აბა წავიდა გავახუროთ თემა wink.gif

ესეც ჩემი ერთერთი უსაყვარლესი წიგნის თავი პირველი:

მამაჩემს მცირე მამული ჰქონდა ნოთინგამშირში. მის ხუთ ვაჟიშვილს შორის მე მესამე გახლდით. თერთმეტი წლის რომ შევსრულდი, კემბრიჯის ემანუელის კოლეჯში მიმაბარეს, სადაც მეცნიერებათა შესწავლით გატაცებულმა სამი წელი დავჰყავი. მე მეტად ღარიბულად ვცხოვრობდი. რაკი მამაჩემს სიღატაკე ხელგაშლილობის შესაძლებლობას არ აძლევდა, ამიტომაც ლონდონის სახელგანთქმულ ქირურგთან, ბატონ ჯეიმს ბეიტთან, მომიხდა გადასვლა. იქ ოთხი წელი დავრჩი. ცოტ-ცოტა ფულს რასაც მამაჩემი დროგამოშვებით მიგზავნიდა, ნავიგაციისა და მათემატიკის იმ დარგების შესწავლას ვახარჯავდი, რომლებიც სასარგებლონი არიან ....

ეს წინადადება რომ დავასრულო ძალიან გაგიადვილდებათ თავად ნაწარმოების და ავტორის დასახელება, ამიტომ მრავალწერტილი დავსვი და ველოდები თქვენს პასუხებს. გაითვალისწინეთ ერთი მინიშნებაც, პირადად მე ეს წიგნი 13-14 წლის ასაკში წავიკითხე
Azazello
ILI-100
გულივერის მოგზაურობა
ILI-100
Azazello
ციტატა
გულივერის მოგზაურობა

ხოდა ეხლა შენი ჯერია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Azazello
ILI-100
ohmy.gif არაა, აქ არ მაქვს არც ერთი წიგნი ქირურგიის, ფარმაკოლოგიის და ნევროლოგიის გარდა და გაწყობთ მანდედან ნაწყვეტები? biggrin.gif
კელა
Azazello

მე მაწყობს biggrin.gif ოღონდ სარჩევით დავიწყოთ
Azazello
კელა
მერაბ, შენ დადე რამე ნაწყვეტი, გითმობ smile.gif
კელა
Azazello

მერაბ? huh.gif angry.gif

"... ერთი შეხედვით, ოთახი, რომელშიც მე მომათავსეს, არ ტოვებდა არასასიამოვნო შთაბეჭდილებას: ჰქონდა კარი, რკინისგისოსებიანი ფანჯარა, შიგ იდგა მაგიდა, საწოლი, სავარძელი, პირსაბანი, მაგრამ კარი დღედაღამ დაკეტილი იყო. მაგიდაზე არ ეწყო არც წიგნები, არც გაზეთები, არც ფანქარი, არც ქაღალდი. ფანჯარა აგურის სახანძრო კედლისაკენ გადიოდა. ჩემი მეგობრისა და თვით ჩემი სხეულის ირგვლივაც სრული სიცარიელე დაამკვიდრეს. ყველაფერი წამართვეს: საათი, რომ დრო არ მცოდნოდა, ფანქარი, რომ წერა არ შემძლებოდა, ჯიბის დანა, რომ ვენა არ გადამეჭრა; ერთადერთი ჩემი გამაბრუებელი _ სიგარეტიც კი აღმიკვეთეს. ზედამხედველის გარდა ძეხორციელს ვერ ვხედავდი და მასაც აკრძალული ქონდა ჩემთან ლაპარაკი და ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა. ვერა ვხედავდი ადამიანის სახეს, არ მესმოდა ადამიანის ხმა, განთიადიდან შუაღამემდე არ გამაჩნდა საზრდო არც თვალისათვის, არც სმენისათვის, არც გრძნობებისათვის..."
კელა
წყნარი ოკეანე biggrin.gif
Mathias_Sammer
ციტატა(კელა @ Dec 9 2008, 07:17 PM) *

საჭადრაკო ნოველა? ცვაიგი? blink.gif

შემთხვევით ეს კენ კიზის ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ხომ არაა?
Illegal Astronaut
nisaba

რაღაც არ მგონია... ჩემი უსაყვარლესი წიგნია.. მეკეტება მაგაზე და ეგეთი რამ არ მახსოვს რატომღაც.. sad.gif sad.gif

მაქ ყველაფერს ბროდმენი ყვება და სიგარეტს არ ეწევა ბროდმენი... sad.gif
nisaba
ციტატა(† Lord Borgeze † @ Dec 9 2008, 11:34 PM) *
nisaba

რაღაც არ მგონია... ჩემი უსაყვარლესი წიგნია.. მეკეტება მაგაზე და ეგეთი რამ არ მახსოვს რატომღაც.. sad.gif sad.gif

მაქ ყველაფერს ბროდმენი ყვება და სიგარეტს არ ეწევა ბროდმენი... sad.gif

რამდენი ხანია აღარ გადამიკითხვას, მასე დაწვრილებით არ მახსოვსsmile.gif

ginger
კენ კიზი ნამდვილად არაა... მაგრამ წაკითხული კი მაქვს sad.gif 1984 კი გგავს მაგრამ ტელევიზორი არაა ნახსენები sad.gif
okicha
მემგონი დოსტოევსკია
Illegal Astronaut
nisaba

უი მე ისე მეკეტება რო.... როცა მათხოვეს 10 ჯერ წავიკითხე.... wink.gif ეხლა კიდე ძველ თარმანს ვეძებ ბუკინისტებთან და ვერ ვნახე... თავის დროზეც ძველი წავიკითხე მარა... სამაგიდო წიგნად მინდა დაჟე...

საოცრად იმოქმედა...
Mathias_Sammer
არა არა უეჭველი საჭადრაკო ნოველაა იმენნა ჯდება
ta-smiley
ციტატა(Mathias_Sammer @ Dec 9 2008, 10:45 PM) *
საჭადრაკო ნოველა? ცვაიგი? blink.gif

თუ არ ვცდები, ესაა wink.gif
nisaba
ციტატა(† Lord Borgeze † @ Dec 9 2008, 11:41 PM) *
nisaba

უი მე ისე მეკეტება რო.... როცა მათხოვეს 10 ჯერ წავიკითხე.... wink.gif ეხლა კიდე ძველ თარმანს ვეძებ ბუკინისტებთან და ვერ ვნახე... თავის დროზეც ძველი წავიკითხე მარა... სამაგიდო წიგნად მინდა დაჟე...

საოცრად იმოქმედა...

წიგნიც შესანიშნავია, ეკრანიზაციაცsmile.gif

ჭიათურაში მაქვს
აქ არა...
მომენატრა წიგნები, ან დრო აღარ მაქვს საკითხავი, ან
ტვინი ვეღარ ხარშავს რასაც ვკითხულობ, ისე ვიღლები გონებრივად ამ ბოლოსsmile.gif
კელა
Mathias_Sammer
ta-smiley

სწორია! happy.gif

მათე, თა დასვით შემდეგი
SOSO
Azazello
ციტატა
კელა
მერაბ, შენ დადე რამე ნაწყვეტი, გითმობ

გინდოდა გეტქვა, მამუკა ხო?smile.gif
sibil
წესი როგორაა, გამომცნობი დებს თუ ვისაც სურვილი ექნება.
Illegal Astronaut
sibil

დადე თუ გინდა...
sibil
მტვრიან გზაზე ვირი მიიზლაზნებოდა. გზის ყოველ მოსახვევს ბედს შეგუებული მიუყვებოდა. მის სიჯიუტეს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ვერც გავარვარებული ჰაერი, რომელსაც ისუნთქავდა, ვერც წვეტიანი ქვა-ღორღი, რომელზედაც ჩლიქები უცვდებოდა. მხედარი ხომ მთლად აჩრდილს ჩამოჰგავდა-მსჯავრდებულს, უხსოვარი დროიდან. კაცს წარბიც კი არ უტოკავდა. სიცხისაგან გათანგული სახედრის სვლას მინდობოდა.ვირს საკუთარი თავიცა და მხედარიც გზის ბოლომდე უნდა გაეყვანა....
ვერარა გამტეხს, ყველა მცოცავი ამოიხოცოს, მე მაინც გავძლებ... როდიდან ვიცდი... ხორშაკმა დაბეროს და ცეცხლს მისცეს ჩემი თმები-მაინც გავუძლებ. გზას ვადგავარ და წინ ვეღარაფერი დამიდგება.
ILI-100
sibil
შემთხვევით დონ კიხოდი ხომ არ არის?
sibil
ILI-100
არა.
ta-smiley
sibil

ქინძაბურო ოე?
sibil
ta-smiley
ისევ არა.
okicha
sibil
ქართველია მგონი ..
KEDI
sibil
გვითხარი პასუხი.....
data
ციტატა(KEDI @ Dec 14 2008, 01:22 PM) *
sibil
გვითხარი პასუხი.....

მგონი თვითონ დაწერა biggrin.gif
sibil
ეს არის ნაწყვეტი ლორან გოდეს "სკორტების მზედან"

data
ვითომ ხუმრობ და ვერც. დაიხვეწე რა, რა გჭირს. (UFF.)
კელა
დადეთ რა შემდეგი sad.gif

sibil

რადგან ვერავინ ვერ გამოიცნო, ისევ შენ დადე რამე (რაღაც ორი წიგნი წავიკითხე და უკვე ვბლატაობ)
HOUSE M.D.
ეს კიდევ ტარდება? აზაზელო ატარებდა ხოლმა კარგად, თუ ვინმე დადებს ნაწყვეტებს კარგი იქნება smile.gif
Azazello
HOUSE M.D.
ჯერჯერობით იდება თითო-თითო ნაწყვეტი და სწორი პასუხის ავტორი დებს ახალ ნაწყვეტს. აზაზელოს არდადეგები რომ დაეწყება ისევ განაახლებს თავის ვიქტორინას ოდნავ შეცვლილი ფორმით smile.gif
მოემზადეთ და ბევრი იკითხეთ wink.gif
კელა
Azazello

დავით შენს კარადას სურათი გადაუღე და დადე, არდადეგებს შევეგებებით მოზადებულად biggrin.gif
Azazello
კელა
ჩემი კარადა წინა ვიქტორინებში ამოვწურე biggrin.gif ახლა ბებიაჩემის ბიბლიოთეკას უნდა მივხედო
კელა
ციტატა(Azazello @ Dec 16 2008, 06:26 PM) *
კელა
ჩემი კარადა წინა ვიქტორინებში ამოვწურე biggrin.gif ახლა ბებიაჩემის ბიბლიოთეკას უნდა მივხედო

ohmy.gif
Azazello
კელა
ბიბლიოთეკას სურათს ვერ გადავუღებ, 32 ათასი წიგნია biggrin.gif
კელა
" ერთი კვირის თავზე სვავები პრეზიდენტის სასახლის აივნებს შეესივნენ, ფანჯრებზე აკრული ცხაურები ნაკუწებად აქციეს, ჩახუთულ ოთახებში შეჩერებული დრო-ჟამი ფრთების ფართქუნით შეარხიეს და უკვე ორშაბათ დილას, გამთენიისას, ქალაქი საუკუნოვანი ლეთარგიული ძილიდან გამოიყვანა დიდი მიცვალებულისა და ჩამპალი დიდებულების მხრიდან სუსტად მქროლავმა ბრიზმა. ჩვენც მხოლოდ მერეღა შევბედეთ იქ შესვლა. "
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.