11. ამ ტრადიციის საფუძველი, XX საუკუნის ინგლისელმა მონარქმა ედუარდ VII_მ ჩაუყარა. ამ ტრადიციის მიხედვით, ინგლისის ყველა მონარქმა თავისი მეფობის დროს ეს წელიწადში ორჯერ უნდა გააკეთოს. პირველმა უნდა ჩაიაროს ვიწრო წრწში, ხოლო მეორე აუცილებლად უნდა მოეწყოს ივლისის ერთ-ერთ შაბათს. რადგან ედუარდ VII_ის აზრით ამინდი ყველაზე ნაკლებად ჩაუშხამებს ხალხს ზეიმს. ასევე მოიქცა ელისაბედ II 2006 წელს, პირველად ეს 21 აპრილს გააკეთა, ხოლო მეორე 17 ივნისს.
დაასახელეთ ეს მოვლენა
პას: მონარქის დაბადების დღე
12. რომის იმპერატორი ანდრონიკე სუსტი სქესის დიდი მოყვარული გახლდათ. როდესაც მას რომელიმე ქალი მოეწონებოდა, მის ქმარს საიმპერატორო ტყეში ნადირობის უფლებას აძლევდა. ამის დამადასტურებელი იყო, ნივთი რომელსაც იმპერატორი უფლების მიმღებს ჩუქნიდა. დაასახელეთ ფრთიანი ფრაზა, რომელიც ამ მოვლენის შედეგად წარმოიშვა.
პას: რქების დადგმა
13. ეს ქალაქი (რაიონი) ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ის მდებარეობს მდინარე სულორზე. იქ აღმოჩენილია უამრავი ისტორიულ-არქეოლოგიური მნიშვნელობის არტეფაქტები. ამჟამად მისი დაძმობილებული ქალაქია ალლონ, (ნევადა, ა.შ.შ). დაასახელეთ ,,მონარქი" რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა ამ
რაიონს.პას: გალაკტიონ ტაბიძე
(მონარქი- პოეზიის მეფე)14. თქვენს წინაშეა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქის გერბი. ამჟამად ამ ქალაქის მოძმე ქალაქებია: კოლუმბია, ტულა, პლოვდივი, სამსუნი, გუმრი, დონეცკი, ხარკოვი, ტანჯინი, ხინუა (ორივე ჩინეთი), ლიონი და სხვა.

პას: ქუთაისი
15. ეს სიმბოლო მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ფერისაა. მაგალითად შავი ჩნდება განსაკუთრებით ეროვნულ ტრაგედიის დროს. რაიმე აღმატებულს, საუკეთესოს აღნიშნავენ ლურჯით, წითელი არის სოლიდარობის აღმნიშვნელი შიდსით დაავადებულ ადამიანთა მიმართ., თეთრი გახდა ფემინისტთა მოძრაობის სიმბოლო და ა.შ.
აზრობრივად მაქსიმალურად ზუსტად დამისახელეთ ყვითელის დანიშნულება, თუ XX საუკუნის 40-50 იან წლებში მრავალმა ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა იმღერა სიმღერა სადაც ეს ყვითელი ფერი იყო ნახსენები და ყველაზე ხშირად მას ქალბატონები ატარებდნენ.
პას: ყვიტელ ფერს ატარებდნენ საომარ მოქმედებაში წასული ჯარისკაცის მომლოდინეები მათ ცამოსვლამდე.
16. დოქტორ ჟოზე იელინეკის ცნობით და შემდგომ გამოკვლევებით დადგინდა, რომ რომ მას დერმატულ დაავადების (dermatitis herpetigormis) ფორმა გააჩნდა, რომლით დაავადებული ადამიანიც განიცდიდა მუდმივ ქავილის შეგრძნებას. კანზე უჩნდებოდა ჩირქმბადი ბებერები და ის მუდმივად კარგავდა წონას. მუდმივი დისკომფორტისაგან თავის დასახწევად, ადამიანს დროის ძალიან დიდი მონაკვეთი თბილ წყალში უნდა გაეტარებინა.
დაასახელეთ ყველაზე ცნობილი ადამიანი რომელიც დაავადებული იყო ამ ავადმყოფობით თუმცა ეს არ ყოფილა მისი სიკვდილის მიზეზი.
პას: ჟან პოლ მარატი ( შარლოტა კორდემ სწორედ იმ დროს მოკლა როდესაც იგი თბილ აბაზანას იღებდა და თან მუსაობდა)
17. X_სს ვენეციის უგვირგვინო მეფედ იხსენიებენ, Y_ს როგორც უდიდეს ანტვერპენელს. თუმცა სინამდვილეში არც ერთი იყო ავენეციელი და არც მეორე ანტვერპენელი. Y_ი 100 წლით გვიან დაიბადა X_ზე. ამ უკანასკნელმა კი თითქმის ასი წელი იცოცხლა.
X და Y თითქოს ერთ ტიტანურ კლდიდან გამოკვეთილი ორი დიდ ბუმბერაზი წარმომადგენელია ხელოვნების ამ მშვენიერ დარგში. დამისახელეთ X და Y
პას: X_ ტიციანი Y_ რუბენსი
18. გოდერძი ჩოხელის ფილმა ,,ადგილის დედა"_მ, ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრამ-პრი აიღო. სამწუხაროდ თავად რეჟისორი დაგილდოების ცერემონიალს არ დასწრებია. დამისახელეთ ამის მიზეზი:
პას: არ იცოდა რომ ფილმი საერთოდ გაგზავნილი იყო ფესტივალზე.
19. ინგლისელმა ფილოსოფოსმა ტომას ჰობსმა სახელმწიფო შეადარა ორგანიზმს. რას შეადარა მან ამ ორგანიზმის სისხლს?
პას: ფულს
20. ნაციონალური ფრინველების სიაში, 6 ქვეყნის ნაციონალურ სიმბოლოდ ითვლებოდა ერთ-ერთი სახეობის კონდორი. ეს ფრინველი ძალიან დიდხანს ცოცხლობს და 3000-5000 მეტრზეც კი ბუდიბს.
თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ ერთ-ერთი მათგანის გამოცნობა თუ გეტყვით რომ ამ ქვეყანას ორი დედაქალაქი აქვს.
პას: ბოლივია