ციტატა(SOSO @ Dec 24 2008, 05:10 PM)

ILI-100მოკლედ, "სმა"ს და მაიმუნობას რო თავი დავანებოთ

მე შემიძლია, რედაქტირება გავუწიო თქვენს კითხვებს, მაქსიმალურად გამოვრიცხო "სვეჩკები". ყველას გთხოვთ, კითხვები დაწეროთ თვითონ და არ თარგმნოთ, რადგან თარგმნა ბევრმა იცის და შეიძლება ეს გითხვები თქვენამდე სხვას ჰქონდეს ნათარგმნი და რომელიმე ჩემპიონატზე ნათამაშები

რაც შეეხება, კითხვების წაკითხვას, ვფიქრობ, რომ ამის დრო, ალბათ, არ მექნება, მაგრამ მგონი, ეგ არ იქნება პრობლემა, ჩამტარებელი გუნდის რომელიმე წევრი ამას უზრუნველყოფს. ხო, და "ხარისხის გაუმჯობესების მიზნით" უმჯობესი იქნება, თუ კითხვებს მინიმუმ ერთი კვირით ადრე მაინც მომაწვდიან გუნდები. თუნდაც იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, ბევრი კითხვა "დაიბრაკოს"

რედაქტირება კარგი აზრია, თორემ ეჭვი მაქვს ბევრი "მარგალიტი" კითხვა წამოიჩიტება და ძნელია უაზრო კითხვებზე თამაში.
ჩატარებას რაც შეეხება, ჩემ ტურს მე ჩავატარებ და სხვების არ ვიცი.
ჰო და კიდევ სანამ ზუსტად არ მეცოდინება განრიგი, რომელ დღეს და რომელ საათზე იქნება ტურები, მანამდე გუნდის შემადგენლობას ვერ დავდებ.
კითხვებს სავარაუდოდ ჩვენ თვითონ დავწერთ და სხვებსაც ამას მოვუწოდებ.

10 კითხვას გავუგზავნი რედაქტორს და თუ რომელიმე არ ივარგებს, შემდგომ ჩავანაცვლებ სხვა კითხვით.
ჰო და კიდევ ერთი პრობლემაა. ტურს ვინც ატარებს, მის ინტერესებში შედის, რომ რაც შეიძლება ცოტა პასუხები იყოს, შესაბამისად გრობების ალბათობა მეტი იქნება. ანუ შეფასების სისტემაც შესაცლელია ჩემი აზრით. ადრე როგორც იყო I ლიგაში ალბათ ეგრე უნდა იყოს.