შევეცდები, ობიექტური ვიყო, თუმცა როგორც მოთამაშეს, შეიძლება აპრიორი სუბიექტიური აზრი მქონდეს

ვაჭრობა - ერთ-ერთი პირველი ვერსია იყო, მაგრამ მოვკალით, რადგან: ილოს გაახსენდა ფაქტი მეგრელებზე, და მე კიდევ გამახსენდა ადამიანებით ვაჭრობა მე-18 საუკუნეში და უფრო ადრე (არაა ვაჭრობა თუ?


). თან ძალიან მარტივი იქნებოდა ვაჭრობა. უბრალოდ ის ვერ გავითვალისწინეთ, რომ გრობებთან ერთად ძალიან მარტივებიც მოდის ხოლმე. მეფუტკრეობა კიდევ პრიკოლი ვერსია იყო, თუმცა ცუდი
ჩერჩილი იყო აუღებელი, მაგრამ ძალიან მომეწონა როგორც კითხვა. უბრალოდ რაღაცა ჰინთი მაინც უნდა ჰქონოდა (წამყვანის მიერ ბოლოს ნათქვამი 80 მილიონის "გადახარშვა" წამებში ძალიან რთულია, მითუმეტეს როცა ანგარიშია 4:5).
ძალიან კარგი იყო შეკითხვა ფეხმძიმეზე. თუმცა მისი ჩაგდება ქალისა და მამაკაცის აზროვნების მიმართულების განსხვავების შედეგია: მანდილოსანმა ინტელექტუალებმა - თამუნა შარაშიძე, ეკა გეგეშიძე - ეგრევე აიღეს

ჩვენი ბრალი არაა, რომ გუნდში ქალბატონი არ გვყავს

და ფეხმძიმობაზე კიდე (იმედია

) არცერთი მამაკაცი არ ფიქრობს ამ კლუბში
პახუსისმგებლობის კონცეფცია მომეწონა, თორემ თავად კითხვა იყო საშინელი "უგადაიკა". რევიამ პირველივე წამებზე თქვა, მაგრამ მანამდეც და მერეც იმდენი თანაბარი წონის ვერსია იყო, რომ... ძეგლის იდეის პატივცემულ ავტორს ვერ შევედავები, თუმცა მიმაჩნია, რომ სამართლიანობა თვისობრივად უფრო მაღალი ხარისხის ცნებაა ვიდრე პასუხისმგებლობა, და გარკვეულწილად მოიცავს მას.