დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: მითოლოგია
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
gerda
ჯაუნართ სასჯელი -ლაკათხევში ( მთიულეთში )ცხრა ძმა ჯაუნარებს უცხოვრიათ. ისეთი გაბდულები ყოფილან, რომ საღმრთო მაღალთან (სალოცავთან ) ციხის აშენება გადაუწყვეტიათ, საღმრთო მაღალს უნდა გავუსწორდეთო. დაუწყიათ შენება და, როცა ამთავრებდნენ, ერთი შემოვლაღა გვაკლიაო !- დაუძახნია ერთ-ერთ ძმას.- მალე გაგისწორდებით, საღმრთოო ! ეს იყო და ეს, განრისხებულ საღმრთოს მეხი დაუკრავს, დაუნგრევია ნაშენებიც და ძმებიც ამოუხოცავს და მათთან ერთად რვა რძალი ქვეშ მოუყოლებია . მეცხრე რძალი ფეხმძიმედ ყოფილა და სოფელში დარჩენილა. ამ დროს, ეს ამბავი რომ მოხდა, წყაროზე იყო თურმე და იქ ბავშვი გასჩენია. ამის გამო ბავშვისთვის წყარუა დაურქმევია, მისგან მოდიან ლაკათხეველი წყარუაშვილები.
gerda
David_Chochua
ისე სხვათაშორის ძალიან საინტერესო წიგნია. ანბანის მიხედვითაა დალაგებული. სურათებითაცაა გაფორმებული smile.gif
Tom Sawyer
† Lord Borgeze †
მეგრული მითოლოგია ძალიან მაგარია.. ტყაშმაფა და ოჩოკოჩი smile.gif
და საერთოდ ქართველებს მაგარი მითოლოგია გვაქვს smile.gif
nisaba
ციტატა(Tom Sawyer @ Dec 31 2008, 06:52 PM) *
† Lord Borgeze †
მეგრული მითოლოგია ძალიან მაგარია.. ტყაშმაფა და ოჩოკოჩი smile.gif
და საერთოდ ქართველებს მაგარი მითოლოგია გვაქვს smile.gif

მეგრული მითოლოგია ქართული მითოლოგიაა
ginger
მეგრული მითოლოგია ბებიას მოყოლილი ზღაპრებით ვიცი smile.gif ისე ქართული ზღაპრები მითოლოგიაა აბა რაა?
ILI-100
არა ყველაფერი გასაგებია მაგრამ რადროს მითოლოგიაა ეხლა ხალხნო ეს მითხარით? biggrin.gif
Tom Sawyer
nisaba
მეგრელებიც ქართველები ვართ?? :დამპალიმეგრელი:
biggrin.gif:D:D:D
drakulas_bidzashvili
ეს არის არგონავტების სრული სია. რამდენად უტყუაია ვერ გეტყვთ, მარა წიგნში ასე წერია...

მოკლედ...

1.იასონი
2.ორფევსი
3.ასტერიონი
4.პოლიფემესი
5.იფიკლოსი
6.ადმეტოსი
7.ერიტოსი
8.ექიონი
9.ეთალიდესი
10.კორონოსი
11.მოპსოსი
12.ევრიდამასი
13.მენოიტიოსი
14.ევრიტიონი
15.ერიბოტესი
16.ოლიევსი
17.კანთოსი
18.კლიტოსი
19.იფიტოსი
20.ტელამონი
21.პელევსი
22.ბუტესი
23.ფალეროსი
24.ტიფისი
25.ფლიასი
26.ტალაოსი
27.ლეოდოკოსი
28.არეიოსი
29.ჰერაკლე
30.ჰილასი
31.ნავპოლიოსი
32.იდმონი
33.პოლიდევკისი
34.კასტორი
35.ლინკევსი
36.იდასი
37.პერიკლემენოსი
38.ამფდამასი
39.კეფევსი
40.ანეკოსი
41.ავგეასი
42.ასტერიოსი
43.ამფიონი
44.ევფემოსი
45.ერგინოსი
46.ანკეოსი
47.მელეაგოსი
48.ლაოკოონი
49.იფიკლოსი
50.პალემონისი
51.იფიტოსი
52.ძეტესი
53.კალაოსი
54.აკასტოსი
55.არგოსი

.......................
drakulas_bidzashvili
იმდია ბევრი შეცდომა არ დამიშვია... biggrin.gif biggrin.gif tongue.gif
data
ციტატა(drakulas_bidzashvili @ Jan 2 2009, 11:10 PM) *
ეს არის არგონავტების სრული სია. რამდენად უტყუაია ვერ გეტყვთ, მარა წიგნში ასე წერია...

მოკლედ...

1.იასონი
2.ორფევსი
3.ასტერიონი
4.პოლიფემესი
5.იფიკლოსი
6.ადმეტოსი
7.ერიტოსი
8.ექიონი
9.ეთალიდესი
10.კორონოსი
11.მოპსოსი
12.ევრიდამასი
13.მენოიტიოსი
14.ევრიტიონი
15.ერიბოტესი
16.ოლიევსი
17.კანთოსი
18.კლიტოსი
19.იფიტოსი
20.ტელამონი
21.პელევსი
22.ბუტესი
23.ფალეროსი
24.ტიფისი
25.ფლიასი
26.ტალაოსი
27.ლეოდოკოსი
28.არეიოსი
29.ჰერაკლე
30.ჰილასი
31.ნავპოლიოსი
32.იდმონი
33.პოლიდევკისი
34.კასტორი
35.ლინკევსი
36.იდასი
37.პერიკლემენოსი
38.ამფდამასი
39.კეფევსი
40.ანეკოსი
41.ავგეასი
42.ასტერიოსი
43.ამფიონი
44.ევფემოსი
45.ერგინოსი
46.ანკეოსი
47.მელეაგოსი
48.ლაოკოონი
49.იფიკლოსი
50.პალემონისი
51.იფიტოსი
52.ძეტესი
53.კალაოსი
54.აკასტოსი
55.არგოსი

.......................

ტუღუში სადაა? biggrin.gif

drakulas_bidzashvili
ციტატა
ტუღუში სადაა?

უი გამომრჩა... ohmy.gif

აჰა...

56.ტუღუში
data
ციტატა(drakulas_bidzashvili @ Jan 2 2009, 11:14 PM) *
ციტატა
ტუღუში სადაა?

უი გამომრჩა... ohmy.gif

აჰა...

56.ტუღუში

დანარჩენები? biggrin.gif
drakulas_bidzashvili
data
ციტატა
დანარჩენები?

დანაჩენები არ ვიცი შენ ჩამოთვალე... biggrin.gif biggrin.gif tongue.gif
data
ციტატა(drakulas_bidzashvili @ Jan 2 2009, 11:28 PM) *
data
ციტატა
დანარჩენები?

დანაცენები არ ვიცი შენ ჩამოთვალე... biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

უჰ, ვისაც მაგათთან უთამაშია... biggrin.gif

მეზარება რა, შემოვა ტუღუში და დაწეროს თვითონ tongue.gif biggrin.gif
drakulas_bidzashvili
ციტატა
შემოვა ტუღუში და დაწეროს თვითონ

კარგი აზრია... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
drakulas_bidzashvili
ღმერთების საჩუქრები ჰერაკლეს

საგმირო საქმეთა აღსასრულებლად ჰერაკლეს ოლიმპოსის ღმერთებმა უბოძეს აღსააჭურველი: ჰერესმაა უძღვნა შუბი, აპოლონმა - მშვილდი და არწივის ფრთით დამშვენებული ისრები, ჰეფესტომ-ოქროს ჯავშანი, ხოლო ათენამ თავად მოუქსოვა სამოსი. პოსეიდონმა გმირი დაასაჩუქრა ტაიჭებით, ზევსმა კი ფარით,რომელზეც მრავალი დიდებული საქმე იყო აღბეჭდილი. ასე ამბობენ, როცა ჰერაკლე საბრძოლველად შეიმართებოდა ხოლმე, შუაა ბალთის გარშემოა არშიად შემოვლებულლლი თორმეტი გველის თავი გრგვინავდა და შიშის ზარს სცემდა მის პირისპირ მდგომთ.
drakulas_bidzashvili
ჰერაკლემ სახელი მოიხვეჭა თორმეტი გმირობის ჩადენით რომლის შემეგაც მამა ძევსმა ის ოლიპოსზე აიყვანა და სხვა ღმერთებს შორის დასვა.

ჰერაკლეს გმირობები:
1.ნემეას ლომი
2.ლერნეს ჰიდრა
3.ერიმანთოსის ტახი
4.კერინიის ირემი
5.სტიმფალიური ფრინველები
6.ავგეასის თავლები
7.კრეტის ხარი
8.დიომედესის ცხენები
9.ჰიპოლიტეს სარტყელი
10.გერიონის ძროხები
11.ჰესპერიდების ვაშლები
12.კერბეროსი
drakulas_bidzashvili
გმირობა პირველ:ნემეას ლომი

   თებეს სამხრეთით, არგოლისისქალაქ ნემეას მახლობლად ბინადრობდა მძვინვარე ლომი. იგი ქოფაკ ორთროსისა და ექიდნას ნაშობი იყო. ლომი უმოწყალოდ აჩანაგებდა ახლომდებარე მიდამოებს.მას შიშით ვერავინ ეკარებოდა. ადამიანურ ძალას არ შეეძლო მისი განგმირვა. ცბიერმა ევრისთევსმა ჰერაკლეს ამ ლომის მოკვლა უბრძანა. წარბი არ სეუხრია გმირს ისე წავიდა ამ უაღრესად სახიფათო გმირობის აღსასრულებლად. მან ზურგზე კაპარჭი მოიგდო, ეთ ხელში მშვილდი დაიკავა, ხოლო მეორეში-ჰელიკონის ჭალაში გამოთლილი კომბალი.
   ჰერაკლემ ნემაეას შუადღისას მიაღწია. უკაცრიელი იყო მთელი მიდამო. საზარელი ლომის შიშით ძეხორჩიელი არ ჩანდა ირგვლივ. დიდხანს ეძებდა დაბურულსა და პიქუშ ხეობებში ჰერაკლე ნადირს. შებინდებისას გმირი ლომის ბუნაგს მიადგა.ეს იყო ვეებერთელა მღვიმე რომელსაც ორი გამოსასვლელი ჰქონდა.ერთ-ერთი მათგანი ჰერაკლემ ლოდებით ამოავსო.მეორე გამოსასვლელთან თავად ჩასაფრდა. როცა დაბნელდა,გამოჩნდა უზარმაზარი ნადირი,რომელსაც თავი გრძელი ფაფარით ჰქონდა დაფარული.ღამის სიბნელეს მის თვალთაგან გადმოფრქვეული ცეცხლი ანათებდა. ჰერაკლემ მშვილდი მოზიდა და ისარი მძლავად სტყორცნა მისკენ მომავალ ლომს, მაგრამ მისმა რვალივით ისარი აისხლიტა.ლომი შედგა თავი მაღლა ასწია და გაირინდა.მძვინვარე თვალებს აბრიალებდა და ისრის მტყორცნელს ეძებდა და დაინახა კიდეც.მეხის ქუხილივით გაისმა მთებსი მისი ღრიალი, იგი ნახტომისთვის მოემზადა და ელვის სისწრაფით დაეძგერა ჩასაფრებულ გმირს. მაგრამ დასწრო ჰერაკლემ ისეთი ძალით დაენარცხა მისი კომბალი ფაფარაყრილ ნადირს თავზე, რომ ნამსხვრევებად იქცა.მიწად განერთხა გაბრუებული ლომი.მივარდა ჰერაკლე, მოხვია მძლავი კლავები და მოახრჩო.
David_Chochua
კაია ეს გმირობები, ძალიან მიყვარს smile.gif ისე წესით 10 უნდა ჩაედინა, მაგრამ ორი არ ჩაუთვალეს: 1. ლერნეს ჰიდრა, რადგან მეეტლე იოლაოსი დაეხმარა (კიბორჩხალის მოკვლაში და ჰიდრასთვის მოჭრილი თავების ადგილას კისრების მოწვაში) და 2. ავგეას თავლები, რადგან მდინარეები დაიხმარა.
ჰერაკლე დორიელების გმირია, შესაბამისად იონიელებს, განსაკუთრებით ათენელებს დიდად არ უყვარდათ, ამიტომ დაუპირისპირეს თეზევსი. რამდენიმე ერთნაირი გმირობაც გამოვიდა: მაგ, კრომიონის ტახი და კიდევ ხარი, რომლის გვარტომობა სამწუხაროდ არ მახსოვს smile.gif
საბერძნეთის გმირების დიდი შვიდეული კი ასე გამოიყურება: ჰერაკლე, თეზევსი, პერსევსი, ბელეროფონტი, მელეაგრე, აქილევსი, აიაქსი (დიდი, ტელამონიდი) smile.gif
David_Chochua
QUOTE (drakulas_bidzashvili @ Jan 3 2009, 10:38 PM) *
გმირობა პირველ:ნემეას ლომი

   თებეს სამხრეთით, არგოლისისქალაქ ნემეას მახლობლად ბინადრობდა მძვინვარე ლომი. იგი ქოფაკ ორთროსისა და ექიდნას ნაშობი იყო. ლომი უმოწყალოდ აჩანაგებდა ახლომდებარე მიდამოებს.მას შიშით ვერავინ ეკარებოდა. ადამიანურ ძალას არ შეეძლო მისი განგმირვა. ცბიერმა ევრისთევსმა ჰერაკლეს ამ ლომის მოკვლა უბრძანა. წარბი არ სეუხრია გმირს ისე წავიდა ამ უაღრესად სახიფათო გმირობის აღსასრულებლად. მან ზურგზე კაპარჭი მოიგდო, ეთ ხელში მშვილდი დაიკავა, ხოლო მეორეში-ჰელიკონის ჭალაში გამოთლილი კომბალი.
   ჰერაკლემ ნემაეას შუადღისას მიაღწია. უკაცრიელი იყო მთელი მიდამო. საზარელი ლომის შიშით ძეხორჩიელი არ ჩანდა ირგვლივ. დიდხანს ეძებდა დაბურულსა და პიქუშ ხეობებში ჰერაკლე ნადირს. შებინდებისას გმირი ლომის ბუნაგს მიადგა.ეს იყო ვეებერთელა მღვიმე რომელსაც ორი გამოსასვლელი ჰქონდა.ერთ-ერთი მათგანი ჰერაკლემ ლოდებით ამოავსო.მეორე გამოსასვლელთან თავად ჩასაფრდა. როცა დაბნელდა,გამოჩნდა უზარმაზარი ნადირი,რომელსაც თავი გრძელი ფაფარით ჰქონდა დაფარული.ღამის სიბნელეს მის თვალთაგან გადმოფრქვეული ცეცხლი ანათებდა. ჰერაკლემ მშვილდი მოზიდა და ისარი მძლავად სტყორცნა მისკენ მომავალ ლომს, მაგრამ მისმა რვალივით ისარი აისხლიტა.ლომი შედგა თავი მაღლა ასწია და გაირინდა.მძვინვარე თვალებს აბრიალებდა და ისრის მტყორცნელს ეძებდა და დაინახა კიდეც.მეხის ქუხილივით გაისმა მთებსი მისი ღრიალი, იგი ნახტომისთვის მოემზადა და ელვის სისწრაფით დაეძგერა ჩასაფრებულ გმირს. მაგრამ დასწრო ჰერაკლემ ისეთი ძალით დაენარცხა მისი კომბალი ფაფარაყრილ ნადირს თავზე, რომ ნამსხვრევებად იქცა.მიწად განერთხა გაბრუებული ლომი.მივარდა ჰერაკლე, მოხვია მძლავი კლავები და მოახრჩო.

გელოვანის მითოლოგიურ ლექსიკონში მაგარი გერმანული გრავიურაა - როგორ ახრჩობს ჰერაკლე ლომს. ისე, ავტორი ეტყობა მართლა ერკვევა მსგავს რამეებში, ვინაიდან ლომის დახრჩობა თეორიულად მხოლოდ ასე შეიძლება, სხვანაირად დაგლეჯს ადამიანს smile.gif ისე, თუ იგივე წიგნს დავუჯერებთ, რომელიღაც ოლიმპიადაზე ვინმე პოლიდა მიუსმა ხელით დაახრჩო ლომი smile.gif სხვათა შორის ყოფილა შემთხვევები, როცა აფექტში ადამიანი ნიანგს წყალში ჩაჰყვა, ზურგზე მოაჯდა და ყბებში გაგლიჯა (როგორც ვიდარმა ფენრის-ვოლფი რაგნაროკის დროს).
ძველ რომში კიდე იყო ცნობილი გლადიატორი, სახელად კომოთე, 100 ლომი ჰყავდა მოკლული smile.gif ოღონდ ხმლით - მაგრამ ლომი ლომია smile.gif smile.gif smile.gif ანალოგიურად, ძალიან დამაჯერებლად კლავს ლომს რაის ბეროუზის ტარზანიც. ნიანგსაც. გორილასაც.
drakulas_bidzashvili
გმირობა მეორე: ლერნეს ჰიდრა

მეფე ევრისთევსმა ჰერაკლე ამჯერად გაცილებით მძიმე დავალების შესასრულებლად გაგზვნა, ჰერაკლე წავიდა არგოსიდან მოშორებით, ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ ლერნესში. ამ ქალაქის ჩრდილოეთით, ჭადრის ხის ძირას, იქ სადაც წყარო ამიმონე იღებდა სათავეს, ბუნაგი ჰქონდა საზარელ ურჩხულს, ჰიდრას, რომელსაც გველის უზარმაზარი ტანი და ცხრა თავი ჰქონდა. ამ თავიდან ერთ-ერთი უკვდავი იყო, ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდათ ჰიდრას დამარცხება, იგი ლერნეს ჭაობებში დათარეშობდა და ანადგურებდა მიდამოს.
ევრისთევსმა ჰერაკლეს ამ ურჩხულის მოკვლა დაავალა. გმირი ამ დავალების შესასრულებლად, თავის ძმისშვილის, იოლაოსის თანხლებით გაეშურა. ქალღმერთმა ათენამ თავად მოიფიქრა რა უნდა ეღონა ჰერაკლეს, მისი რჩევით გმირმა ჰიდრას ბუნაგს ალმოდებული ისრები დაუშინა, ურჩხული ბუნაგიდან გამოძვრა და ჰერაკლესკენ დაძრა, გადაყლაპავდა კიდეც, რომ არაადამიანური ძალით მოქნეული კომბალი არ მოხვედროდა თავში, ჰიდრა მიწას განერთხა, ჰერაკლე შესაპყრობად მივარდა ჰიდრას, მაგრამ ურჩხული მას ფეხებზე შემოეგრაგნა, ამაოდ აცლიდა გმირი ჰიდრას თავებს, ერთი მოჭრილი თავის ადგილას ორი ან სამი ამოდიოდა. ჰიდრას დასახმარებლად ჭაობიდან უზარმაზარი კიბორჩხალა ამოძვრა და ჰერაკლეს ფეხში ჩაეჭიდა. გმირმა შეუბრალებლად გასრისა იგი და დასახმარებლად უხმო იოლაოსს, ომელმაც ჭალას ცეცხლი წაუკიდა და აგიზგიზებული მუგუზალებით დაუწყო მოწვა ჰიდრას მოჭრილ კისრებს. ახლა უკვე ურჩხულს ახალი თავი აღარ ეზრდებოდა და თანდათან ძალას კარგავდა. ბოლოს ჰერაკლემ ურჩხულს მახვილით წააცალა უკვდავი თავიც, მიწაში ღრმად ჩაფლა და ზედ უზარმაზარი კლდე დაადგა, რათა ვეღარასდროს ეხილა მზის ნათელი, შემდეგ ჰიდრას ნაღველში ამოავლო თავისი ისრები, სწრედ ამიტომ, ჰერაკლეს აუცდენელი ისრის ნაიარევი განუკურნებელიც იყო.
ევრისთევსს არ სურდა ეს გამარჯვება ჰერაკლეს თავისი გმირობებისთვის მიეთვალა, რადგანაც იგი გმირმა იოლაოსის დახმარებით აღასრულა, მაგრამ მეფის ამ სურვილისთვის აღარავის მიუქცევია ყურადღება.
gerda
ალი
წყლის არსება,ადამიანის მსგავსი, რომელიც მშვენიერი თმა გაშლილი ქალის სახით ეჩვენება მამაკაცს, წყალში იზადავს და ახრჩობს. ალი ხშირად წყალში ზის ან ქვაზე და თმალ ივარცხნის. თუ ამ დროს ვინმე მიეპარა და თმა შეაჭრა, ჩვეულებრივ ქალად იქცევა, სახლშიც გაჰყვება ადამიანს და ერთგულად ემსახურება, ვიდრე შეჭრილ თმას არ დაიბრუნებს. წასვლისას შურს იძიებს ხლმე ოჯახზე, სადაც ტყვესავით იძულებით ამსახურებდნენ... ალებს კოჭები შემობრუნებული აქვთ და ადამიანის ლაპარაკიც უკუღმა ესმით.. ალს სხვად ქცევის (მაქციობის) უნარი აქვს: ვინმეს ახლობლის სახით გამოეცხადება, გაიტყუებს და რაღაც ზიანს მიაყენებს. კიდევ ერთი მავნე ჩვეულება აქვს ალს: შევა თავლაში, გამოიყვანს ცხენს, მთელი ღამე დააჭენებს და მერე გაოფლიანებულს ისევ თავლაში შეიყვანს, თან ფაფარს ისე დაუწნავს, რომ იშვიათად რომ ვინმემ დაშალოს. ამგვარად დაწნული ფაფრით იცნობენ ხოლმე ალის ნაჭენებ ცხენებს.
ერთხელ გომარეთელ კაცს , გვარად მელაძეს, წყალზე თმის ვარხნისას ალისთვის წაუსწრია, წაურთმევია სავარცხელი და ჯადო გამოცლილი ალი სახლში წაუყვანია მოსამსახურედ. ოჯახში სამი რძალი რიგ-რიგობით აცხობდა პურს. ერთ რძალს, რომლის ჯერიც დამდგარა, ალითვის უთვამს, ახლა შენ მოზილე ცომიო და მე გამოვაცხობო. მოზილა ალმა ცომი,მაგრამ 3 დღეს აცხობდნენ მის მოზელილ ცომს-ერთი დიდი ვარცლი იყო-და არ ილეოდა. აცხობდნენ და აცხობდნენ პურებს, მაგრამ ვარცლი ისევ პირთამდე იყო სავსე ცომით. შეუწყრა რძალი ალს: აღარ დაილია შენი მოზელილი ცომიო! ალმა მიუგო: თუ ჩემს სავარცხელს დამიბრუნებ, ცომიც დაილევაო. მიუცია რძალს სავარცხელი, ალი წასულა სახლიდან და ცომიც დალეულა, და მელაძიანთ ოჯახიც გაღატაკებულა.
gerda
თელავის ღვთაება
იმ ადგილას, სადაც დღეს ღვთაების ეკლესიაა აშენებული, უწინ უტეხი ტყე ყოფილა. ტყეში მეტად მრავალი ნადირი სცოდნია. მახლობელი სოფლის თავადაზნაურობა და მონადირენი სულ ამ ტყეში ნადირობდნენ თურმე. ყველა ძლიერ კი ერთ თავადს, რუსიშვილს ჰყვარებია ამ ტყეში ნადირობა.
ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ, თავადი რუსიშვილი ამოსულა ტყეში სანადიროდ. ნადირობა თურმე მეტად მარჯვედ მოსდიოდა და ისე გაეტაცნა, რომ შეუმჩნევლად ტყეში დაჰღამებია. ბინდისას, როცა კარგად იჯერა გული ნადირობით, მოინდომა შინ დაბრუნება, მაჰგრამ ნანადირევის წაღება ღამე უცხენოდ შეუძლებელი იყო და ტყეში უპატრონოდ დატოვებაც არ იქნებოდა. გადაწყვიტა, ღამე ტყეში გაეთია. მხლებლებმა ცაცხვიანში ცეცხლი გააჩაღეს, ნანადირევი შეწვეს და ვახშმის შემდეგ ნადირობისგან დაღლილთ ტკბილად ჩაეძინათ. თავადს ძილში თეთრწვერა მოხუცი გამოეცხადა და ეს უთხრა: "ადექი და მოთხარე მიწა იმ ადგილზე,სადაც წევხარ.წმიდაა ეს ადგილი. მიწაში გამოქვაბულია, სადაც ასვენია ღვთაების ხატი. შენს თანამოძმეთ გადაეცი, რომ წმიდანი მიწაში არ ამყოფონ. აუშენონ საკადრისი ეკლესია და თავის საკადრის ადგილზე დაასვენონ ხატი."
თავადს გამოეღვიძა თუ არა, შინ წავიდა, მსახური კი ნანადირევის საყარაულოდ დატოვა ტყეში. მისვლისთანავე მოხუც დედას უამბო სიზმარი. მეორე თუ მესამე დღეს მოხუცი ქალი ვაჟითა და ორი მსახურით წავიდნენ ტყეში ღვთაების ხატის საძებნელად. მთელი ორი დღე თხარა ორმა კაცმა ნაჩვენებ ალაგას მიწა. მესამე დღეს მიადგნენ გამოქვაბულს. ერთი მთხრელი საჩქაროდ ამოვიდა თხრილიდან და ქალბატონს მოახსენა: ქალბატონო, ხატი ვიპოვნეთო. გახარებული მოხუცი მაშინვე წამომდგარა ფეხზე. მსახური და ქალბატონი მისულიყვნენ გამოქვაბულთან, სადაც ესვენე ხატი. ხატის წინ პატარა შანდალში ორი წმინდა სანთელი ენთო. მოხუცმა თაყვანი სცა ხატს, მერე გამოქვაბულის კარს სიპი ქვა მიაფარა და სოფელში დაბრუნდა. რუსიშვილმა აღარ დააყოვნა და შეუდგა იმ ტყეში ეკლესიის შენების სამზადისს. ერთ თვეში გამოქვაბულის თავზე ფიცრის ეკლესია ააშენა და ხატიც ამ ეკლესიაში დაასვენა.
ეს ამბავი მალე შეიტყეს ახლო-მახლო სოფლებმა და აურებელმა ხალხმა დაიწყო სიარული აქ სალოცავად. სოფლელებმა მალე ფულიც მოაგროვეს და ააშენეს ქვის ეკლესია, რომელიც დღესაც დგას.
longbowman
ციტატა
ძველ რომში კიდე იყო ცნობილი გლადიატორი, სახელად კომოთე, 100 ლომი ჰყავდა მოკლული ოღონდ ხმლით - მაგრამ ლომი ლომია ანალოგიურად, ძალიან დამაჯერებლად კლავს ლომს რაის ბეროუზის ტარზანიც. ნიანგსაც. გორილასაც.

ეს ცნობილი გლადიატორი კი არა იმპერატორი კომოდუსი, მარკუს ავრელიუსის შვილი იყო რომელმაც ხმლით კი არა შუბით მოკლა. სამწუხაროდ კინო გლადიატორში ძალიან ცუდად გამოიყვანეს.
David_Chochua
QUOTE (longbowman @ Jan 12 2009, 05:12 PM) *
QUOTE

აპაპა, არა არა.
სად კომოთე და სად კომოდუსი??
კომოდუსმა ახალგაზრდა სპილო მოკლა შუბით და არა ლომი.
კომოთეზე არ მახსოვს სად წავიკითხე. ერთადერთი ის მახსოვს, რომ ქართული წიგნი იყო.

გლადიატორს რაც შეეხება, ერთი ვაგონი სისულელებითაა გატენილი. მარკუს ავრესიული გენიოსი იყო მაგრამ კაციჭამია. ათასობით ქრისტიანის სისხლია მის სინდისზე (თუ ჰქონდა საერთოდ!)
inkognito
ციტატა(David_Chochua @ Jan 23 2009, 05:02 PM) *
ციტატა(longbowman @ Jan 12 2009, 05:12 PM) *
ციტატა
ძველ რომში კიდე იყო ცნობილი გლადიატორი, სახელად კომოთე, 100 ლომი ჰყავდა მოკლული ოღონდ ხმლით - მაგრამ ლომი ლომია ანალოგიურად, ძალიან დამაჯერებლად კლავს ლომს რაის ბეროუზის ტარზანიც. ნიანგსაც. გორილასაც.

ეს ცნობილი გლადიატორი კი არა იმპერატორი კომოდუსი, მარკუს ავრელიუსის შვილი იყო რომელმაც ხმლით კი არა შუბით მოკლა. სამწუხაროდ კინო გლადიატორში ძალიან ცუდად გამოიყვანეს.

აპაპა, არა არა.
სად კომოთე და სად კომოდუსი??
კომოდუსმა ახალგაზრდა სპილო მოკლა შუბით და არა ლომი.
კომოთეზე არ მახსოვს სად წავიკითხე. ერთადერთი ის მახსოვს, რომ ქართული წიგნი იყო.

გლადიატორს რაც შეეხება, ერთი ვაგონი სისულელებითაა გატენილი. მარკუს ავრესიული გენიოსი იყო მაგრამ კაციჭამია. ათასობით ქრისტიანის სისხლია მის სინდისზე (თუ ჰქონდა საერთოდ!)

დარწმუნებული ვარ, წაკითხული გექნება ავრელიუსის ფიქრები...
ისიც გეცოდინება, რომ დანაშაულად გამოაცხადა მონის მოკვლა. მონებს მისცა სასამართლოში მოწმედ წარდგომის უფლება. მონა გამოცხადდა საკუთარი ცოლისა და შვილების პატრონად, აკძალა მათი ცალ-ცალკე გაყიდვა!!!!!!!!!!!
და კიდევ, მარკუს ავრელიუსის გარდაცვალების შემდეგ რომაელმა ხალხმა და სენატმა ის "კეთილმოწყალე ღმერთად" გამოაცხადეს...
როგორ შეიძლება "ფიქრების" შემდეგ თქვა, რომ მარკუს ავრელიუსს სინდისი არ ჰქონდა?
David_Chochua
QUOTE (inkognito @ Jan 23 2009, 07:25 PM) *
QUOTE (David_Chochua @ Jan 23 2009, 05:02 PM) *

ეჰ, ჩემო კარგო... გეთანხმები რომ ზემოხსენებული რაღაცეები ნამდვილად ჰუმანისტურია.
მაგრამ:
ეგ "სინდისიანი" ადამიანი სახელმწიფოს ნომერ პირველ მტრად აცხადებდა საწყალ ქრისტიანებს (მამენტ, მე სულ არ მაინტერესებს, ქრისტიანები იყვნენ თუ მაზდეანები - ადამიანი ადამიანია. წერტილი.), და ათასობით ახოცვინებდა.
გრასის კირჩხიბის ტრაექტორიაც მაქვს წაკითხული. ჰიტლერი მუშებს კრუიზებში უშვებდა და ხელს უმართავდა სახლების ასაშენებლად. გერმანიაში თუ რაიმე კაი ავტობანია, სულ შპეერმა ააშენებინა ჰიტლერის ბრძანებით. კაი კაცი იყო ამიტომ ჰიტლერი???
David_Chochua
და ღმერთად გამოცხადებას რაც შეეხება, ამას საერთოდ არ დავწერდი შენს ადგილას, მით უმეტეს არგუმენტად:
მასე ნერონის ზეობის დროს სენატმა პოპეა საბინას, ერთი ძუკნა დედაკაცის, ერთი ადგილი გამოაცხადა წმინდად (მიხვდებით რაც).
Illegal Astronaut
ციტატა
კაი კაცი იყო ამიტომ ჰიტლერი???

ეგ სადაო საკითხია... ვისთვის როგორ... wink.gif
David_Chochua
QUOTE († Lord Borgeze † @ Jan 23 2009, 10:47 PM) *
QUOTE
კაი კაცი იყო ამიტომ ჰიტლერი???

ეგ სადაო საკითხია... ვისთვის როგორ... wink.gif

არაფერაი ამაში სადაო. კაცი რომ ასიათასობით ბავშვს დაწვავს კონცლაგერებში ის არაადამიანია. ტყვია შუბლში, მერე ერთი საკონტროლო კეფაში და შავი ცელოფნით მიწაში! ღრმად, რომ მიწა არ წაბილწოს!
Illegal Astronaut
David_Chochua

ეტა ტი ტაკ დუმაეშ... smile.gif და კიდე 98% მსოფლიოსი... smile.gif

საშინლად მეზარება ამაზე კამათი ეხლა... smile.gif სხვა დროს... smile.gif smile.gif

David_Chochua
QUOTE († Lord Borgeze † @ Jan 24 2009, 08:59 PM) *
David_Chochua

ეტა ტი ტაკ დუმაეშ... smile.gif და კიდე 98% მსოფლიოსი... smile.gif

საშინლად მეზარება ამაზე კამათი ეხლა... smile.gif სხვა დროს... smile.gif smile.gif

კონცლაგერს რომ ნახავ შენი თვალით, იმედია აზრს შეიცვლი, ჰეჰე smile.gif
რა თქმა უნდა, ჩემი პირადი აზრია. ჰიტლერის დროს რომ მეცხოვრა, ოპერაცია "ვალკირია" მონაგონი იქნებოდა. ღორივით მოვჭრიდი თავს!
Illegal Astronaut
ციტატა
კონცლაგერს რომ ნახავ შენი თვალით, იმედია აზრს შეიცვლი, ჰეჰე

სუსტი და გაცვეთილი არგუმენტია... biggrin.gif biggrin.gif

ოღონდ დღეს ამაზე არ ვიკამათოთ რა.. biggrin.gif biggrin.gif თავი მისკდება... biggrin.gif biggrin.gif
David_Chochua
QUOTE († Lord Borgeze † @ Jan 24 2009, 10:01 PM) *

ეჰ, ბორგეზე, პირველ რიგში სუსტ და გაცვეთილ არგუმენტებს მე არ ვიყენებ ხოლმე. ეს ისე, ცნობისათვის. 2 სამაგისტრო მაქვს დაცული და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. პლუს სადოქტოროს ვიცავ, და სუამის საპრეზიდენტო სამიტზე ვიყავი "ქინოუთ სპიკერი" ვლად სოკორთან და ანარ აზიმოვთან ერთად, ჰეჰე biggrin.gif
მეორე, ღმერთმა ყველა დაიფაროს და შენი ვინმე ახლობელი რომ დაწვან კონცლაგერში, მერე ასე აღარ იჭიკჭიკებ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ან ძირს რომ დააგდონ და მერე გულ-მუცელზე ირბინონ "ნადზორებმა". და ძვლები სათითაოდ დაუმტვრიონ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

data
ციტატა(David_Chochua @ Jan 24 2009, 10:03 PM) *
ციტატა(† Lord Borgeze † @ Jan 24 2009, 10:01 PM) *
ციტატა
კონცლაგერს რომ ნახავ შენი თვალით, იმედია აზრს შეიცვლი, ჰეჰე

სუსტი და გაცვეთილი არგუმენტია... biggrin.gif biggrin.gif

ოღონდ დღეს ამაზე არ ვიკამათოთ რა.. biggrin.gif biggrin.gif თავი მისკდება... biggrin.gif biggrin.gif

ეჰ, ბორგეზე, პირველ რიგში სუსტ და გაცვეთილ არგუმენტებს მე არ ვიყენებ ხოლმე. ეს ისე, ცნობისათვის. 2 სამაგისტრო მაქვს დაცული და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. პლუს სადოქტოროს ვიცავ, და სუამის საპრეზიდენტო სამიტზე ვიყავი "ქინოუთ სპიკერი" ვლად სოკორთან და ანარ აზიმოვთან ერთად, ჰეჰე biggrin.gif
მეორე, ღმერთმა ყველა დაიფაროს და შენი ვინმე ახლობელი რომ დაწვან კონცლაგერში, მერე ასე აღარ იჭიკჭიკებ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ან ძირს რომ დააგდონ და მერე გულ-მუცელზე ირბინონ "ნადზორებმა". და ძვლები სათითაოდ დაუმტვრიონ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაპატიეთ ჩარევისთვის მაგრამ, მგონი ეს სმაილიკები საუბრის თემას არ შეესაბამება smile.gif

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით smile.gif
longbowman
ციტატა
აპაპა, არა არა.
სად კომოთე და სად კომოდუსი??
კომოდუსმა ახალგაზრდა სპილო მოკლა შუბით და არა ლომი.
კომოთეზე არ მახსოვს სად წავიკითხე. ერთადერთი ის მახსოვს, რომ ქართული წიგნი იყო.

გლადიატორს რაც შეეხება, ერთი ვაგონი სისულელებითაა გატენილი. მარკუს ავრესიული გენიოსი იყო მაგრამ კაციჭამია. ათასობით ქრისტიანის სისხლია მის სინდისზე (თუ ჰქონდა საერთოდ!)

რა ვიცი კომოდუსი მახსოვს მე. ნუ არ აქვს მნიშვნელობა.
გლადიატორს რაც შეეხება ყველაზე პრიკოლი ის არის სიზმარში მაქსიმუსი რომ სახლში მიდის და ტრაქტორის ნაკვალევი ჩანს.
David_Chochua
QUOTE (data @ Jan 24 2009, 11:35 PM) *
QUOTE (David_Chochua @ Jan 24 2009, 10:03 PM) *
QUOTE († Lord Borgeze † @ Jan 24 2009, 10:01 PM) *
QUOTE
კონცლაგერს რომ ნახავ შენი თვალით, იმედია აზრს შეიცვლი, ჰეჰე

სუსტი და გაცვეთილი არგუმენტია... biggrin.gif biggrin.gif

ოღონდ დღეს ამაზე არ ვიკამათოთ რა.. biggrin.gif biggrin.gif თავი მისკდება... biggrin.gif biggrin.gif

ეჰ, ბორგეზე, პირველ რიგში სუსტ და გაცვეთილ არგუმენტებს მე არ ვიყენებ ხოლმე. ეს ისე, ცნობისათვის. 2 სამაგისტრო მაქვს დაცული და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. პლუს სადოქტოროს ვიცავ, და სუამის საპრეზიდენტო სამიტზე ვიყავი "ქინოუთ სპიკერი" ვლად სოკორთან და ანარ აზიმოვთან ერთად, ჰეჰე biggrin.gif
მეორე, ღმერთმა ყველა დაიფაროს და შენი ვინმე ახლობელი რომ დაწვან კონცლაგერში, მერე ასე აღარ იჭიკჭიკებ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ან ძირს რომ დააგდონ და მერე გულ-მუცელზე ირბინონ "ნადზორებმა". და ძვლები სათითაოდ დაუმტვრიონ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაპატიეთ ჩარევისთვის მაგრამ, მგონი ეს სმაილიკები საუბრის თემას არ შეესაბამება smile.gif

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით smile.gif

სორი smile.gif მეა კულპა, ჰეჰე smile.gif
David_Chochua
QUOTE (longbowman @ Jan 25 2009, 12:47 AM) *
QUOTE
აპაპა, არა არა.
სად კომოთე და სად კომოდუსი??
კომოდუსმა ახალგაზრდა სპილო მოკლა შუბით და არა ლომი.
კომოთეზე არ მახსოვს სად წავიკითხე. ერთადერთი ის მახსოვს, რომ ქართული წიგნი იყო.

გლადიატორს რაც შეეხება, ერთი ვაგონი სისულელებითაა გატენილი. მარკუს ავრესიული გენიოსი იყო მაგრამ კაციჭამია. ათასობით ქრისტიანის სისხლია მის სინდისზე (თუ ჰქონდა საერთოდ!)

რა ვიცი კომოდუსი მახსოვს მე. ნუ არ აქვს მნიშვნელობა.
გლადიატორს რაც შეეხება ყველაზე პრიკოლი ის არის სიზმარში მაქსიმუსი რომ სახლში მიდის და ტრაქტორის ნაკვალევი ჩანს.

უჰ ესეთი იმდენი მარგალიტები გაპარვიათ, ჰეჰე smile.gif ძველ სპარტაკშიც და კლეოპატრაშიც.
dorian grey
ვერაფერი ვერ გავიგე, თემა მითოლოგიაა ( ნუ წინა პოსტების წაკითხვა დამეზარა), აქ საუბრები კი მიდის სპარტაკზე, კლეოპატრაზე, ავრელიუსზე, კონცლაგერზე,ჰიტლერი მდას.
David_Chochua
QUOTE (dorian grey @ Jan 25 2009, 03:35 PM) *
ვერაფერი ვერ გავიგე, თემა მითოლოგიაა ( ნუ წინა პოსტების წაკითხვა დამეზარა), აქ საუბრები კი მიდის სპარტაკზე, კლეოპატრაზე, ავრელიუსზე, კონცლაგერზე,ჰიტლერი მდას.

სორი smile.gif გადავედით შენაკადებზე.
ისე, ოპერაცია "ვალკირია" რატო არ გადის მითოლოგიაში? biggrin.gif რას ერჩი ბრუნჰილდეს? კაი ქერათმიანი და მკერდსავსე გოგო იყო ჰეჰე biggrin.gif კრისტანა ლოკენი ქალად ქალი მაგარია biggrin.gif
dorian grey
laugh.gif David_Chochua
David_Chochua
მეგობრებო!!! გთხოვთ, დარეკოთ (822) 409 506 და მხარი დაუჭიროთ "ათეულში" მე და ცოტნე დადიანს smile.gif დიდი მადლობა წინდაწინ!!! smile.gif smile.gif smile.gif
dorian grey
David_Chochua
და რატომ მითოლოგიის თემაში? ჰმ მითოლოგიურ პერსონაჟებად ვერ აღგივავთ ჯერ ჯერობით ცოტნე დადიანს და შენ smile.gif
=SYD=
მითოლოგია მითოლოგია ..
აბა ვის გახსოვთ მითი დაფნეზე?
ასე მთავრდება: "დაფნემ თანხმობის ნიშნად მორცხვად დახარა თავი "
Illegal Astronaut
=SYD=

აპოლონს დაფნე შეუყვარდა, მაგრამ საპასუხო გრძნობას ვერ ეღირსა... ერთხელაც გამოეკიდა დაფნეს დასაჭერად... გაიქცა ნიმფა, როცა მიხვდა რომ ღმერთი ეწეოდა, ჰერას შეევედრა მიშველეო. და ჰერამაც დაფნის ხედ აქცია.... გაწბილებული აპოლონი შეევედრა ჰერას, რომ ამიერიდან ნიმფისადმი სიყვარულის გამო, დაფნის გვირგვინი ეტარებინა. დაფნემ თანხმობის ნიშნად მორცხვად დახარა თავი...

მგონი ეგრეა.. ნუ ჰერაა თუ ზევსი არ მახსოვს კარგად... smile.gif smile.gif
=SYD=
ციტატა
მგონი ეგრეა.. ნუ ჰერაა თუ ზევსი არ მახსოვს კარგად...

გეაა smile.gif
Illegal Astronaut
=SYD=

ჰმ...
=SYD=
ციტატა
ჰმ...

თუ სწორედ მახსოვს..
Sunny
ძალაინ კარგი საიტია!!!!! >>> http://smallbay.ru/gods/index.html
ვისაც გაინტერესებთ მითოლოგია აუცილებლად ნახეთ wink.gif დიდი ინფო უდევთ..
dorian grey
ყველაფერში კი დამნაშავე ეროტი იყო .აპოლონს დაუცინია -რაში გჭირდება ესეთი მრისხანე იარაღიო ( მსვილდისარზე ), სად შეგიძლია ჩემთან გაჯიბრება ( აპოლონი ცნობილი იყო როგორც კარგი მოისარი). ეროტს ვერ მოუთმენია მსგავსი ცინიზმი აპოლონისგან და მიუგია - აპოლონ შენ შეიძლება საუკეთესო მოისარი ხარ, მაგრამ ჩემი ისარის ძალას შენც გამოცდიო. ამის შემდეგ ეროტს(იგივე კუპიდონს) გაუსვრია ორი ისარი, პირველი რომელიც სიყვარულს შობს, მეორე რომელიც კლავს . პირველი მოხვედრია აპოლონს, მეორე მდინარის ღმერთის ქალიშვილ დაფნას. ერთხელაც შეხვდნენ ერთმანეთს შემთხვევით დაფნა და აპოლონი და მოხდა ის რაც ჩაფიქრებული იყო ეროტის მიერ, აპოლონს შეუყვარდა დაფნა კი გაურბოდა. როდესაც აპოლონი ძალიან ახლოს იყო, დაფნა მამას შეევედრა მიწა გაეპო და ჩაეთანთქა,სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ მისმა სხეულმა ნელ ნელა დაიწყო ქერქით დაფარვაშემდეგ ფოთლებიც გამოუვიდა, მოკლედ დაფნის ხედ გადაიქცა. აპოლონი მწუხარებით უყურებდა მის წარუმატებელ სიყვარულს, მაგრამ მაინც იპოვა გამოსავალი მოირგო თავზე და მარადმწვანობა უბოძა. ვოტ ტაკ . გადავავლე თვალი მითოლოგიის სამ წიგნს მაინც და არსად არაა დაფიქსირებული რომ დაფნა გეამ ( მიწის ღმერთმა, ან თუნდაც ჰერამ ან ზევსმა აქცია დაფნის ხედ), თუმცაღა ეს არაფერს ნიშნავს. მივყვეთ ლოგიკას დაფნა მიწიდან აღმოცენდა, შესაბამისად ლოგიკურია რომ გეას ხელი ერიოს ამ საქმეში, თანაც ბერძნულად მიწა ხომ გეაა, ორიგინილაში კი მიწა და დაფნა გვერდიგვერდ უნდა ეწეროს, რასაც მივყავართ დასკვნამდე რომ დაფნის ხედ პენევსის ასული გეამ აქცია, თუმცა მიღი გვეუბნება რომ დახმარება დაფნამ მამას სთხოვა. შესაძლოა ღმერთების ჰერას და ზევსისი ხელიც ერიოს, თუმცაღა ყველაზე ზუსტ ცნობას ოვიდეოსისი "მეტამორფოზები" შეიცავენ, რომლეშიც სამწუხაროდ არ მახსოსვს როგორ წერია, უნდა ვნახო ერთი მერე smile.gifვინმე ფილარგიუსი მაგალითად ამბობს რომ დაფნა ხედ ზევსმა აქციაო,თუმც აიმასაც წერს ეს ზემოთ ხსენებული ავტორი რომ თითქოსდა აპოლონს სურდა მისი გაუპატიურებაო, რიავიცი ბერძენ ღმერთებს რას გაუგებ smile.gif.
ხოდა და საინტერესო რაცაა დაფნა აპოლონისთვის პირველი სიყვარულია. თვით ღმერთებს შორის ულამაზეს მამაკცსაც კი პირველ სიყვარულში არ გაუმართლა smile.gif
პ.ს. ფილოსტრატე ხედ გადაქცევას საერთოდ ღმერთებს მიაწერს და არა რომელიმე კონკრეტულს, თუმცა ჩემის აზრით მაინც ოვიდეუს დაეჯერებოდეს უნდა, მისი ნაშრომი ყველაზე ადრეულია, ანუ შემდეგი ავტორებისთვის პირველწყაროა. სამწუხაროდ ოვიდეოსისი მოსაზრება არ მახსოვს sad.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.