მსოფლიოში არსებულ ოთხ ძირითად რელიგიაზე თითქმის ყველას რაღაც წარმოდგენა აქვს, ამიტომ ლორდმა ვოლდემორმა გადავწყვიტა ინფორმაცია შეეგროვებინა ნაკლებად ცნობილ რელიგიაზე. არჩევანი უიკაზე შეჩერდა.
უიკა ნეოწარმართული რელიგიაა, რომელიც ჯერალდ გარდნერმა დააარსა. გარდნერმა მისი გავრცელება 1954 წლიდან დაიწყო და ამ მიზნით მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა (იყო საქართველოშიც, თუმცა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ტიპის ხალხმა კუდით ქვა ასროლინა). ახალი მიმდინარეობა განსაკუთრებული პოპულარობით წყნარი ოკეანის კუნძულების მოსახლეობაში სარგებლობდა.
უიკა ჯადოსნობაზე აგებული რელიგიაა, მის საფუძვლად (ან ერთ-ერთ ფორმად) შეგვიძლია მივიჩნიოთ ბევრი კერპთთაყვანისმცემლური მიმდინარეობა, დაწყებული კელტური პაგანიზმით და დამთავრებული რობ კოჰრეინის "ტრადიცია 1734"-ით.
რელიგიის მიმდევრები დუოთეისტები არიან, აღიარებენ როგორც ღმერთს, ისე ქალღმერთებს. ამ ღვთაებების იდეა ლორდი ვოლდემორის აზრით, გარდნერმა სხვადასხვა მიმდინარეობებისაგან "მოიპარა".
მაგალითად: ბაფომეტი ელფიას ლევის მოძღვრებებიდან,


ან, ქალღმერთი სელენა რომაული მითოლოგიიდან.
სიმბოლოებს უიკას მიმდევართათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უბრალო პენტაგრამა მათთვის ისეთივე წმინდათაწმინდაა, როგორც ჯვარი ქრისტიანებისთვის, ან დავითის ვარსკვლავი ებრაელებისთვის.


პენტაგრამის ხუთი წვერი ხუთ ელემენტს აღნიშნავს, ესენია: ჰაერი (აღმოსავლეთი), ცეცხლი (სამხრეთი), წყალი (დასავლეთი), მიწა (ჩრდიოეთი) და ეთერი (ადამიანის სული). მიმართულებებს დიდი მნიშვნეობა აქვს რიტუალების შესრულებისას.
ამავე რიტუალებისთვის აუცილებელია წელიწადის დროებისა და მთვარის ციკლების დაცვა. მაგალითად: მთვარის მესამე ციკლში პენტაგრამა სხვანაირად გამოიყურება (მნიშვნელობა ენიჭება ფერებს)
თან, ამავე დროს, ყველა რიტუალისთვის სპეციალური მაგიური ხელსაწყოა საჭირო. ყველაზე გავრცელებულია ბოლინი და ათამი


ათამი ალბათ " ზებუნებრივის" მაყურებლებს გაახსენდებათ. აღნიშნული დანა სოლომონის გასაღების რიტუალის ერთ-ერთი ნაწილია. (ბოლინიც დანას წარმოადგენს, მაგრამ სურათის ატვირთვა ვერ მოვახერხე, იგი ათამთან შედარებით მცირე ზომისაა თან აუცილებლად თეთრი ტარი უნდა ქონდეს)
ხშირად გარდნერს სატანისტად მიიჩნევდნენ, რადგან მან ბაფომეტი პენტაგრამაში გამოსახა,
რაც სიმბოლურად პიტერ გილმორის ცნობილი "ნაწარმის" სქემას წააგავს


უნდა აღინიშნოს, რომ უიკას სატანიზმთან არავითარი კავშირი არა აქვს. აქვე დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ გარდნერი როცა თავის თეორიებზე მუშაობდა, გილმორი არც იყო დაბადებული და სწორედ ამ უკანასკნელმა "მიიტაცა" უიკას მამის მიერ შექმნილი სიმბოლო. მოგვიანებით გილმორი, ასე ვთქვათ დააწინაურეს, და დღეს იგი აღნიშნულ სიმბოლოს სატანისტების საიტის ლოგოდ იყენებს.
ნუ, მოკლედ რაა..
უიკანებს, დასვენების დღეებიც აქვთ.
არის სპეციალური საბათები (შაბათში არ აგერიოთ), როცა რაღაც აკრძალული ან ნებადართულია. თუმცა ეს ყველაფერი ისე იყო ჩახლართული, რომ თქვენმა მონა-მორჩილმა ვერაფერი გაიგო და ბოლოს თავი მიანება.

როგორც არ უნდა იყოს ეს პოსტი მხოლოდ შემეცნებით ხასიათს ატარებს და არავინ მიიღოს ისე, თითქოს ვოლდემორი უიკანიზმს ან ლევიზმს ქადაგებდეს