dante28
Aug 19 2008, 11:04 PM
ART TAMUNAციტატა
თავის დროზე ბევრი რამ რაც დღეს ჩვეული ამბავია, ადრე მისტიკად ითვლებოდა........
ვერ დაგეთანხმები ეგ სამეცნიერო ფანტასტიკაა და მისტიკად მაგას არ ვთვლი
dorian grey
Aug 19 2008, 11:05 PM
ანუ მცდელობა დააყარო უხეშად რომ ვთქვათ კონტაქტი ღმერთთნა ან ღვთაებრივ ძალებთან.
და რა არის მისტიკური? ანუ ფაქტები თუ იცი რაც მისტიცისმთანაა დაკავშირებული?(მისტიკასთან პირდაპირ კავშირშია ოკულტიზმი, მკითხაობა, მაგია, შელოცვებიც, ანუ შეგვიძლია თუ არა ჩვენთან ქართულ სოფლებში, (ძირითადა მთიან რეგიონებში) შემორჩენილი შელოცვები ავი თვალისადმი, გველისადმი მისტიკად?
Illegal Astronaut
Aug 19 2008, 11:06 PM
dorian greyვლას ნუ გვბომბავ ....
dorian grey
Aug 19 2008, 11:06 PM
ART TAMUNA
გეთანხმები, რაც ადრე მისტიკად ითვლებოდა, დღეს ჩვეულებრივი მაბავია, ისე მაგალითი შეგიძლია მოიყვანო
dante28
Aug 19 2008, 11:13 PM
dorian greyციტატა
ანუ მცდელობა დააყარო უხეშად რომ ვთქვათ კონტაქტი ღმერთთნა ან ღვთაებრივ ძალებთან.
და რა არის მისტიკური? ანუ ფაქტები თუ იცი რაც მისტიცისმთანაა დაკავშირებული?(მისტიკასთან პირდაპირ კავშირშია ოკულტიზმი, მკითხაობა, მაგია, შელოცვებიც, ანუ შეგვიძლია თუ არა ჩვენთან ქართულ სოფლებში, (ძირითადა მთიან რეგიონებში) შემორჩენილი შელოცვები ავი თვალისადმი, გველისადმი მისტიკად?
ეგ რიტუალები რომ არსებობს ვიცი, მაგრამ აქვს თუ არა რაიმე ძალა ეს სხვა საკითხია

ციტატა
გეთანხმები, რაც ადრე მისტიკად ითვლებოდა, დღეს ჩვეულებრივი მაბავია
მაგალითად?
dorian grey
Aug 19 2008, 11:18 PM
იცით რა შელოცვა გამახსენდა, ნუ ყველამ ვიცით ალი ხე მალი ხე სალი ხე, ვინმეს გახსენდებატ რამე ასეთი შელოცვა?
თუ კი შეგიძლიათ დადოთ.
მახსენდება ასეთი რამ, 3 წლის წინ მოგვიწია ლაშქრობა თუშეთში, როდესაც უკან ვბრუნდებოდით უკანა გზაზე როდესაც უღელტეხილს გადმოვდიოდით შემოგვიღამდა გოგგირდის აბანიებთან ( სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ თუშები მას რაც უწოდებენ, თუ ვინმე იცით დაწერეთ), იქ გავიცანით ერთი ექიმი, რომელიც კარგად ერკვეოდა თუშურ ტრადიციებში, მან ორი საინტერესო ამბავი მოგვიყვა . ერთი ამბავი თუშერბის წარმართულ ამინდის ღმერთს ეხებოდა:"ერთხელ სტურმრები გვყავდა რუსეთიდან, მოკლეებით გადავწვიტეთ ფეხით გადაგვეუვანა თუშეთში, მშვენიერი მზიანი ამინდი იყო, უცებ მოიღრუბლა , მთაში დიდი ალბათობაა ამ დროს მეხმა დაგარტყას( მართლაც გზად ჩვენ არაერთი სფლავი ვნახეთ, რომლებიც მეხდაცემულ თუშებს ეკუთვნოიდათ) . ღუბლებმა ჩვენს თავს ზემოთ მოიყარეს ტავი, მე არაყო ამოვიღე ერთ ჭიქა დავისხი, და ამნდის ღვთაებას მივმართე: " შენ მოგმართავ ამინდის ღვთაებავ( სამწუხაროდ ამინდის ღვთაების სახელი არ მახსოვს, და შელოცვაც რომელიც იმ კცისგან ჩავიწერე, სდაღაც მიწერია, და ვერ ვნახე ის რვეული) ჩემს წინაპრებს ყოველთვის მოჰქონდათ შენთვის ძღვენი, დაგვიფარე ჩვენ და თავს აგვარდე ეს უბედურებაო,ამ სიტყვების წარმოთმოს შემდეგ ღუბლები ჩვენს ტავზე გადაიტყარა და ისევ კარგი ამინდი გამოვიდაო. " არ ვიცი რამდენდა სარწმუნოა ამ ადამიანის მონაყოლი . . . .ესეც მისტიკაა
ART TAMUNA
Aug 19 2008, 11:18 PM
მისტიკა იყო თუნდაც სხვა პლანეტაზე გაფრენა... არ იცოდნენ რა ხდებოდა დედამიწის "გარეთ"...
dorian grey
Aug 19 2008, 11:21 PM
dante28
ნუ ელემნეტრულად ჰიპნოზი, რომელიც დღესდღეობით მიღებულია როგორც მედიცინაში ასევე იყენებს ФБР ი.ადრე კი
dante28
Aug 19 2008, 11:22 PM
ART TAMUNAციტატა
მისტიკა იყო თუნდაც სხვა პლანეტაზე გაფრენა... არ იცოდნენ რა ხდებოდა დედამიწის "გარეთ"...
ეგ სამეცნიერო ფანტასტიკაა დ არა მისტიკა ჩემი აზრით
dorian greyჰიპნოზი უფრო უფრო სხვა რამეა ვიდრე მისტიკა ესეც ჩემი აზრით
ART TAMUNA
Aug 19 2008, 11:22 PM
ციტატა
ნუ ელემნეტრულად ჰიპნოზი, რომელიც დღესდღეობით მიღებულია როგორც მედიცინაში ასევე იყენებს ФБР ი.ადრე კი
კარგი მაგალითია.... ადრე ამოუცნობი რამ იყო... ახლა კი უამრავი საშუალებაა მაგისი...
ART TAMUNA
Aug 19 2008, 11:23 PM
მაშინ რას თვლი მისტიკად???
dante28
Aug 19 2008, 11:24 PM
dorian greyციტატა
შენ მოგმართავ ამინდის ღვთაებავ( სამწუხაროდ ამინდის ღვთაების სახელი არ მახსოვს, და შელოცვაც რომელიც იმ კცისგან ჩავიწერე, სდაღაც მიწერია, და ვერ ვნახე ის რვეული) ჩემს წინაპრებს ყოველთვის მოჰქონდათ შენთვის ძღვენი, დაგვიფარე ჩვენ და თავს აგვარდე ეს უბედურებაო,ამ სიტყვების წარმოთმოს შემდეგ ღუბლები ჩვენს ტავზე გადაიტყარა და ისევ კარგი ამინდი გამოვიდაო. " არ ვიცი რამდენდა სარწმუნოა ამ ადამიანის მონაყოლი . . . .ესეც მისტიკაა
ან დამთხვევა
dante28
Aug 19 2008, 11:25 PM
ციტატა
კარგი მაგალითია.... ადრე ამოუცნობი რამ იყო... ახლა კი უამრავი საშუალებაა
სწორედაც ითვლებოდა მისტიკად მაგრამ არ იყო ხო
dorian grey
Aug 19 2008, 11:26 PM
dante28http://anonymouse.org/cgi-bin/anon-www.cgi...%B8%D0%BA%D0%B0[править] Нью-эйдж
Многочисленные течения нью-эйджа нередко берут за основу мистические методы мировых религий, часто сильно видоизменяя или примешивая другие влияния. Цели нью-эйджевского мистицизма часто ставят себе следующие задачи:
имитация таинственности и ритуальности,
достижение глубоких медитативных состояний,
психонавтика — развитие необычных, пограничных и маргинальных состояний сознания,
передача сознания (телепатия, телекинез, магия, гипноз, суггестия)
оперирование в трансперсональной реальности (например, астральные полёты)
Школы нью-эйджа обычно отличаются высокой концентрированностью и технологичностью в отдельно взятых методах, формируя быстрые результаты, в то время как религиозные традиции чаще делают упор на весь образ жизни.
ART TAMUNA
Aug 19 2008, 11:28 PM
ციტატა
სწორედაც ითვლებოდა მისტიკად მაგრამ არ იყო ხო
ხო და ასე შიძლება ახლაც ბერ რამეს მისტიკად ვთვლით და შეიძლება არ იყოს..... მაგაზეა ლაპარაკი.....
dante28
Aug 19 2008, 11:30 PM
dorian grey
ART TAMUNA
მე არ ვამბობ, რომ მისტიკა არ არსებობს მე ვთქვი, რომ იგი არ მიზიდავს, რადგან ის რაც ნამდვილად მისტიკაა იმას მე ვერ ჩავწვდები და ვინ ჩაწვდა ისიც არ ვიცი.
dante28
Aug 19 2008, 11:31 PM
ART TAMUNAმაგ ფორმულილებაში გეთანხმები, ის რომ ასე მიაჩნია კაცობრიობას არ ნიშნავს, რომ ასეა
dorian grey
Aug 19 2008, 11:35 PM
dante28
მზის დაბნელება იყო თუ არა ძველი ხალხსითვის მისტიკური მოვლენაა, უფრო მეტიც თუ ამასა ვინმე იწინასწარმეტყველებდა, გავიხსენოთ ჰეროდოტე, როდესაც აღწერს კიროს დიდის ლაშქრობას ლიდიელთა წინააღმდეგ . ისინი ერთმანთს მდინარე ჰალისთან შეხვდნენ, მოხდა მზის დაბნელება, რის შემდეგაც ლიდილებსა და სპარსელებს ჯარები დაიშალნენ, ეს მზის დაბნელება ანაქსიმანდრეს, მიერ იყო (ზუსტად არ მახსოვს მემგონი ანაქსიმანდრე იყო) ნაწინასწარმეტყველები. იყო თუ არა ეს იმდროინდელი ხალხისთვის მისტიკური მოვლენა, ანუ წინასწარმეტყველება ახდა.
dante28
Aug 19 2008, 11:40 PM
dorian grey
კი იყო და ვიცი ეგ ამბავი, მაგრამ რეალურად ხომ არ იყო ეგ მისტიკა? არა ამიტომ ვამბობ, რომ მისტიციზმზე ჩვენ არ გვაქ ის ინფორმაცია, რომ ვიმსჯლოთ. შეიძლება ზოგი რამ ჩვენ მიგვაჩნდეს მიტიკად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისტიკაა, მოკლედ ეგ თემა ძალიან ბუნდოვანია და ამდენად არ მიზიდავს
dorian grey
Aug 19 2008, 11:43 PM
dante28
ისე არ მახსოვს შეგიძლაი ის ფილოსფოსი გამახსენო რომელმაც ეს მზის დაბნელება იწინასწარმეტყველა?
dante28
Aug 19 2008, 11:45 PM
dorian greyსახელი არც მე მახსოვს უბრალოდ ეგ ამბავი გამახსენდა
dorian grey
Aug 19 2008, 11:46 PM
ხახლო თუ დაგაინტერესად გურჯიევის თემამ ხვალ გავაგრძელებ მასზე საუბარს.
dante28
მიხარია რომ დაბრუნდი ფორუმზე, ისე საქართველოს ისტორიის თემასაც ესტუმრე მაინტერესებს შენი აზრი.
dante28
Aug 19 2008, 11:50 PM
dorian greyვესტუმრები
SmoK1e
Aug 20 2008, 12:32 PM
ნიჰილილზმა ჩავთვალოთ რელიგიურ აზროვნებად???მგონი უნდა ჩავთვალოთ ხო??
ART TAMUNA
Aug 20 2008, 08:37 PM
ციტატა(SmoK1e @ Aug 20 2008, 11:32 AM)

ნიჰილილზმა ჩავთვალოთ რელიგიურ აზროვნებად???მგონი უნდა ჩავთვალოთ ხო??
რა, ვიცი აბა,,, პირადად მე ამ თემას რელიგიის თემაში ვერ აღვიქვამ... მაგრამ პრინციპში ალბათ შეიძლებააააა
okicha
Aug 20 2008, 11:50 PM
ბაჰაიზმი (არაბ. بهائي bahāʾī) — XIX საუკუნეში სპარსეთში (დღევანდელ ირანში) ჩამოყალიბებული მსოფლიო რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა აღმსარებლობაა, რომელიც შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბაჰაიზმის დამაარსებელია ბაჰაულა (1817-1892). რელიგიის მიმდევრებს ბაჰაისტები ან უბრალოდ ბაჰაი (baha-i) ჰქვიათ.
ბაჰაიზმის მსოფლმხედველობას საფუძვლად უდევს ერთადერთი ღმერთის - ალაჰის რწმენა, ანუ იგი მონოთეისტური რელიგიაა, ხოლო მისი ძირითადი დებულებები უფრო რომელიმე უტოპიური პოლიტიკური მიმდინარეობის თეზისებს ჰგავს.
2005 წლისთვის ამ სარწმუნოებას მთელ მსოფლიოში 7,5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. ბაჰაიზმის წმინდა წიგნია ”ქითაბე აყდას”, ხოლო ბაჰაულას გარდა მისი მნიშვნელოვანი პიროვნებებია ბაბი, აბდულ ბაჰა და შოღი ეფენდი.
დედამიწის ყველა დასახლებულ კონტინენტზე არსებობს ბაჰაისტების ტაძრები, რომელთა კარები ყველა სარწმუნოების მიმდევრებისთვის ღიაა.
თავის სამშობლოში - ირანში - ბაჰაიზმი სასტიკად აკრძალულია.

ბაჰაისტური ”ლოტოსის ტაძარი”
დელი, ინდოეთი
okicha
Aug 20 2008, 11:51 PM
ბაჰაიზმის თერთმეტი დებულება:
# მსოფლიო რელიგიათა და მათი წყაროთა ღვთაებრივი წარმოშობის აღიარება;
# ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიება;
# რასობრივი, კლასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა წინააღმდეგობების გადალახვა;
# რელიგიისა და სამეცნიერო პროგრესის თანამშრობლობა;
# საზოგადო განათლების მნიშვნელობის და აუცილებლობის აღიარება;
# ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა;
# მოსახლეობის სიღატაკესთან ბრძოლა;
# საერთაშორისო უშიშრობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალი მსოფლიო ფედერალური სისტემის შექმნა - ყველა სახელმწიფოების ერთი ხელისუფლების და ერთი სარწმუნოების (ბაჰაიზმის) ქვეშ გაერთიანება;
# მაღალზნეობრივი ცხოვრების პრაქტიკა;
# საერთაშორი ენა (სპარსული);
# ახალი სულიერი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნა.
dorian grey
Aug 20 2008, 11:56 PM
okicha
სხვათაშორის ბაჰაისტური სექტები საქართველოშიც ფიქსირდებოდა, კერძოდ დიდუბეში იკრიბებოდნენ 7-8 წლის წინ, არ ვიცი ეხლაც არიან. საინტერესო სექტაა, კოსმოპოლიტური , თუ შეიძლება ასე და ვუწოდოთ.
ART TAMUNA
Aug 20 2008, 11:57 PM
ციტატა(dorian grey @ Aug 20 2008, 10:56 PM)

okicha
სხვათაშორის ბაჰაისტური სექტები საქართველოშიც ფიქსირდებოდა, კერძოდ დიდუბეში იკრიბებოდნენ 7-8 წლის წინ, არ ვიცი ეხლაც არიან. საინტერესო სექტაა, კოსმოპოლიტური , თუ შეიძლება ასე და ვუწოდოთ.
მართლა???

უი, არასდორს გამიგია.... ისე და უბრალოდ გამახსენდა... თბილისში ზოოასტრული ტაძარი სადაა??
okicha
Aug 20 2008, 11:58 PM
dorian greyთუ იცი რამე ბაჰაისტებზე საინტერესო დადე
dorian grey
Aug 21 2008, 12:37 AM
ART TAMUNAზემო ბეთლემის ეკლესიასთან, ფეთხანიაზე, შემორჩენილია მხოლოდ ნანგრვები, დღეს ერთ ერთ მოსახლეს ეკუთვნის და საცავად აქვს გადაქცეული

სხვატაშორის არის ცნობა რომ XX საუკუნეში როდესაც თბილისში ქარავანები ჯერ კიდევ შემოდიოდნენ, ეს ტაძარი მომქმედი იყო, ანუ იმ ზოროასტრელებისთვის რომლებიც ქარავანს მოყვებოდნენ, მათ წესი ჰქონიათ მხოლოდ იმ ადგილებში გაევლოთ სადაც ზოროასტრული ტაძარი იდგა, თვითონ ტაძარო როგორც მე მახსოვს VII საუკუნით თარიღდება, თუმცა როგორც ჩანს შემდგომ ხანებში რამდენჯერმე გადაუკეთებიათ.ეს ინფორმაცია იულონ გაგოშიძისგან ვიცი

საინტერესოა ასევე მეტეხის ქუჩაზე( მემგონი მეტეხის ქუჩაზე,) დისკოში ჩასმული ჭაბუკის გამოსახულება, რომელსაც დისკოდანაც 7 მზის სხივი ამოდის, რაღაცით ამ წაბუკის გამოსახულება ინდო ირანული ღვთაება მიტრას გამოსახულებას გვაგონებს,რომელსაც მსგავსად გამოსახავდნენ, თუმცა შენობა რომელზეც ეს ჭაბუკია გამოსახული XIX საუკუნისაა და მისი გამოსახულებაც თანადროული უნდა იყოს. ხალხო ჩემს საყვარელ თემას შევეხე, ბევრს დავწერ ამაზე, ასე რომ დროზე გავჩერდები, ისე თუ სურვილი ექნებათ ფორუმზე ხალხს, მოვაწყოთ ერთი ტური თბილისში, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდება, საინტერესო ადგილებს გაჩვენებთ
ART TAMUNA
Aug 21 2008, 12:39 AM
ციტატა(dorian grey @ Aug 20 2008, 11:37 PM)

ART TAMUNAზემო ბეთლემის ეკლესიასთან, ფეთხანიაზე, შემორჩენილია მხოლოდ ნანგრვები, დღეს ერთ ერთ მოსახლეს ეკუთვნის და საცავად აქვს გადაქცეული

სხვატაშორის არის ცნობა რომ XX საუკუნეში როდესაც თბილისში ქარავანები ჯერ კიდევ შემოდიოდნენ, ეს ტაძარი მომქმედი იყო, ანუ იმ ზოროასტრელებისთვის რომლებიც ქარავანს მოყვებოდნენ, მათ წესი ჰქონიათ მხოლოდ იმ ადგილებში გაევლოთ სადაც ზოროასტრული ტაძარი იდგა, თვითონ ტაძარო როგორც მე მახსოვს VII საუკუნით თარიღდება, თუმცა როგორც ჩანს შემდგომ ხანებში რამდენჯერმე გადაუკეთებიათ.ეს ინფორმაცია იულონ გაგოშიძისგან ვიცი

საინტერესოა ასევე მეტეხის ქუჩაზე( მემგონი მეტეხის ქუჩაზე,) დისკოში ჩასმული ჭაბუკის გამოსახულება, რომელსაც დისკოდანაც 7 მზის სხივი ამოდის, რაღაცით ამ წაბუკის გამოსახულება ინდო ირანული ღვთაება მიტრას გამოსახულებას გვაგონებს,რომელსაც მსგავსად გამოსახავდნენ, თუმცა შენობა რომელზეც ეს ჭაბუკია გამოსახული XIX საუკუნისაა და მისი გამოსახულებაც თანადროული უნდა იყოს. ხალხო ჩემს საყვარელ თემას შევეხე, ბევრს დავწერ ამაზე, ასე რომ დროზე გავჩერდები, ისე თუ სურვილი ექნებათ ფორუმზე ხალხს, მოვაწყოთ ერთი ტური თბილისში, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდება, საინტერესო ადგილებს გაჩვენებთ

ვაა, რა საინტერესოა... ვისაც არ ვკითზე... ყველა გაკვირვებით მიყურებდა... სადაა ეგეთი რამეები აქო....

:D
ა, ეგ გამოსახულება მახსოვს.. თან 7 სხივი საკრალურია.....
ტური?? პირველი მე მოვრბივაააააააააააააარ..... თბილისის ისტორიას თითქოს ჩავეძიესავით, მაგრამ მაინც არ ვიცი ბევრი რამ....
okicha
Aug 21 2008, 12:41 AM
dorian greyტურებზე მეც თანახმა ვარ

ნებისმიერზე
dorian grey
Aug 21 2008, 12:45 AM
okichaსამწუხაროდ მიახლოებით იმდენივე ვიცი რაც დაწერე
dorian grey
Aug 21 2008, 12:47 AM
ART TAMUNAაჰა იცი ეგ გამოსახულება? ბევრმა არ იცის , სტატიის დაწერა მინდოდა და რაღაც ვე მოვიცალე ჯერ ჯერობით
okichaაუცილებლად წავალთ ამ ტურებზე
okicha
Aug 21 2008, 12:48 AM
dorian greyრამე თემა ხო არ აგვერჩია დღევანდელი ?
ART TAMUNA
Aug 21 2008, 12:51 AM
ციტატა
აჰა იცი ეგ გამოსახულება? ბევრმა არ იცის , სტატიის დაწერა მინდოდა და რაღაც ვე მოვიცალე ჯერ ჯერობით
ხო და როცა დაწერ, აუცილებლად შეგვატყობინეეეე
რა თქმა უნდა ვიცი.... ეგეთს ხშირად ვერ შეხვდება კაცი აქ

....
dorian grey
Aug 21 2008, 12:55 AM
okichaგინდა რამე ესეთი სკანდალური?
მუსიკა და რელიგია მაგლითად, ან ჰარი პოტერი და მართმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება ამ წიგნისადმი.
ან აკრძალული წიგნები.
ან კიდევ ფილმები რელიგიურ თემატიკაზე. ან კიდევ წმინდა გიორგის ძეგლის არსებობა თავისუფლების მოედანზე , რამდენად შესაბამება მართმადიდებლობას.
მდა თუ რამეა მართმადიდებელ მშობელთა კავშირმა მიკითხოს მე არ მიცნობთ
ან კიდევ ვინმე თუ გამაგებინებს რატომ არ შეიძლება საქართველოს რიგ ეკლესიაში ფოტოების გადაღება, ნუ ვგულისხმობ რელიეფების და ფრესკების?
როდესაც ერთი თვის წინ აალავერდში ვიყავი ერთ ერთი რელიეფის ფოტოგრაფირებისთვის, ნებ არ დამრთეს, თანაც შორტები მეცვა და ეზოშიც კი არ შემიშAვეს, მაშინ როდესაფც იყალთოში ეზოში კი შემიშვეს მაგრამ შიგნით ეკლესიაში არა.
ART TAMUNA
Aug 21 2008, 12:57 AM
ციტატა
ან კიდევ ვინმე თუ გამაგებინებს რატომ არ შეიძლება საქართველოს რიგ ეკლესიაში ფოტოების გადაღება, ნუ ვგულისხმობ რელიეფების და ფრესკების?
მაგაზე გვითხრეს, "ვსპიშკა" სოკოს აჩენსო კედლებზეო. და ფრესკებს ანადგურებსო..... და მაგის გარეშე შეგიძლიათო.....
okicha
Aug 21 2008, 12:57 AM
dorian greyჰო მეც მიყვარს სკანდალური რაღაცეები რელიგიურ თემაზე
ციტატა
მდა თუ რამეა მართმადიდებელ მშობელთა კავშირმა მიკითხოს მე არ მიცნობთ biggrin.gif
მეც

ამას წინათ ფილმი ვნახე რაღაც ქრისტეს გენიალოგიის ხე და მარიამს იესოს გარდა 2 შვილი ყავდაო
Matilda
Aug 21 2008, 12:57 AM
dorian greyციტატა
ან ჰარი პოტერი
მე მინდააააა
okicha
Aug 21 2008, 12:58 AM
dorian greyციტატა
ან კიდევ ვინმე თუ გამაგებინებს რატომ არ შეიძლება საქართველოს რიგ ეკლესიაში ფოტოების გადაღება, ნუ ვგულისხმობ რელიეფების და ფრესკების?
ჰო მეც ეგრე ვიცი რომ სპიშკის ამბავია. გამოსხივება აქვსო
ART TAMUNA
Aug 21 2008, 12:58 AM
ციტატა
გინდა რამე ესეთი სკანდალური?
რატომაც არა... მგონი უნდა გამოაცოცხლოს აქაურობაააა
ART TAMUNA
Aug 21 2008, 01:00 AM
ციტატა
ან კიდევ ფილმები რელიგიურ თემატიკაზე. ან კიდევ წმინდა გიორგის ძეგლის არსებობა თავისუფლების მოედანზე , რამდენად შესაბამება მართმადიდებლობას.
ჩემი მტკივნეული თემა , არქიტექტურის თვალსაზრისიიიიიიით
okicha
Aug 21 2008, 01:00 AM
ჰო ისე ჰარი პოტერია არ ვიცი კარგად

არ მაქვს წაკითხული . ისე ტუ რამე საინტერესოს მეტყვით კაია
okicha
Aug 21 2008, 01:01 AM
ჰოდა მკრეხელობააო და ეგეთებს არ ვართ
dorian grey
Aug 21 2008, 01:02 AM
okichaჰარი პოტერზე?
არასრულწლოვანი პოტერომანები ინტერნეტსაიტებში აწყობენ დისკუსიებს და იწერება რეკომენდაციებიც თუ „როგორ ვებრძოლოთ იმ მშობლებსა და პედაგოგებს, ვინც ამ წიგნის წაკითხვას გვიშლის“!
ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, მან იცის, რომ ეს მუქარა ღრმად სერიოზულია და ბავშვის პროტესტის ცნობილ გამოვლინებებს: გაბუტვასა და პატარა მუშტების დაყრას მეტისმეტად სცილდება!
რამდენიმე ციტატა წიგნიდან: „გვიანობამდე სწავლობდნენ, იმეორებდნენ ურთულესი წამლების შემადგენლობას, იზეპირებდნენ ჯადოსნურ სიტყვებს და შელოცვებს, იმახსოვრებდნენ უდიდეს აღმოჩენათა თარიღებს, გობლინთ აჯანყებებს“/ გვ.220/.
საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია, რომ ეს შელოცვები არ არის თარგმნილი და დახრილი შრიფტით მოეწოდება მკითხველს.
ჯადოქართა სკოლაში შესვლა აურკვეველი სიტყვებით იწყება:
„ალბუს დამბლდორი ფეხზე წამოდგა. აღიმებულმა ორივე მკლავი ფართოდ გაშალა...კეთილი იყოს ოგვორტსის ეს ახალი სასწავლო წელი!
ვიდრე ლხინს შევუდგებით, მსურს წარმოვთქვა რამდენიმე სიტყვაა. ი ისინიც: იტვიტ! ბლაბერ! დდმენთ! თვიქ! გმადლობთ.“ /გვ.113/.
http://www.orthodoxy.ge/skhva/hari_poteri2.htmსრულად მართმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება ამ წიგნისადმი შეგიძია იხილო აქ
ART TAMUNA
Aug 21 2008, 01:03 AM
ციტატა
ჰოდა მკრეხელობააო და ეგეთებს არ ვართ
მხოლოდ საღი აზროვნება და დიალოგიიიიიიი
okicha
Aug 21 2008, 01:03 AM
რამე იდეა შემოგვთავაზეთ რა თემა ავირჩიოტ ?
okicha
Aug 21 2008, 01:04 AM
dorian grey
და მაგ სიტყვების მნიშვნელობა უცნობია ? რამე რეალური შელოცვაა თუ "ისე" ?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.