okicha
Aug 14 2008, 10:34 PM
მოკლედ გადავწყვიტე რომ ინტელექტუალურ ფორუმზე ესეთი თEმა უნდა არსებობდეს. დასაწყისისთვის საერთოდ რელიგიის წარმოშობაზე ვისაუბროთ. მერე იმედია თქვენის დახმარებით თემას გავშლით და გვექნება საინტერეს დისკუსიები.
რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ არაბუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა “ხელახლა დაკავშირება”, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს “(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას”. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის “რელიგია” არის არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.
რელიგიამდელი ეპოქა ეს არის პერიოდი ადამიანის გაჩენიდან პირველი რელიგიური წარმოდგენების შექმნამდე. ადამიანის გამოჩენას მეცნიერება ვარაუდობს 2,5 მლნ წლის წინ. პირველი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული სახით, სავარაუდოდ 35-40 ათასი წლის წარმოიშვა. ეს დამტკიცებულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული ენათმეცნიერების მონაცემებით. სოციოლოგთა აზრით, ეს იყო დრო, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი შეგნება, კულტურა, გაერთიანება არ არსებობდა. რელიგია თითქოს უეცრად შეიქმნა და იყო გიგანტური ნაბიჯი ადამიანთა საზოგადოების ისტორიაში. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ადამიანმა ბუნების ძალებთან ბრძოლაში, ცეცხლის გაჩენის, მოვლის, შენახვის და სხვა მონაპოვრის შედეგად შექმნა თავისი სახე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები, ზნეობრივი კანონ-წესები, და ამ პროცესში ხდებოდა რელიგიის ჩამოყალიბება.
ადამიანი ვერ ეგუებოდა გარემო პირობებს, არ სურდა შერიგენოდა სიკვდილს და დაიწყო ღმერთის ძებნა. პირველი რელიგიური წარმოდგენა იყო
ანიმიზმი-ბუნების გასულიერება, ანუ ბუნების ძალთა თაყვანისცემა ( ჭექა ქუხილი, წვიმა და ასე შემდეგ)
ფეტიშიზმი(პორტუგალიური სიტყვა "ფეტისსოდან" - მაგიური ნივთი თილისმა) - ირგვლივ არსებული სამყაროს გაღმერთება - ქვები , ხეები , მთები, ტყეები , კერპები.
ტოტემიზმი-ფლორისა და ფაუნის თაყვნისცემა
შემდეგი ეტაპი წარმართულ რელიგიაში იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა "საბადან" - ვარსკვლავის ძალა) - ზეციურ მნათობტა გაღმერთება.
შემდგომ ზოოლატრია ანუ ზოოთეიზმი (ბერძნული სიტყვა "ზოოდან" - ცხოველი , ლატრია - თაყვანისცემა) - ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა გარმერთება.
ანტროპომორფიზმი ( ბერძნული სიტყვა "ანთროპოსიდან" - ადამიანი ) ადამიანისა და მის სულიერ თვისებათა გაღმერთება. ამის შედარებით სრულყოფილი სახეა ბერძნულ-რომაული რელიგიები.
ბრაჰმანიზმი (სანსკრიტული სიტყვა "ბრაჰმადან") ინდური რელიგია. ეს არის ადამიანის მცდელობა მოსწყვიტოს ღმერთის იდეა მგრძნობელობით წარმოდგენებს და აამაღლოს უფრო სულიერ გაგებამდე.
ბუდიზმი - ბუდიზმმა ბრაჰმანისტული განუსაზღვრელი უფორმო სიცარიელე - "რაღაც" აქცია "არაფრად" , ფაქტიურად უარყო ბრაჰმანისტული წარომდგენები ღმერთზე და გააღმერთა ბუდა - ზებუნებრივი თვისებიტ დაჯილდოებული ადამიანი.
ასეთია წარმართულ რელიგიურ სწავლებათა ძირითადი სახეები : მათში ნატლად ჩანს , რომ ადამიანი ერთის მხრივ მუდმივად ცდილობს ბუნებრივი სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ - ადამიანს არ შესწევს უნარი საკუტარი ზალებით განსაზღვროს, რომელია ჭეშნმარიტი რელიგია.
შამანიზმი - მაგიური სწავლება სულებთან გაცნობიერებულ ურთიერთქმედებაზე. მასზე დაფუძნებულია ჩრდილოეთ ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის და ამერიკის ინდიელების ტრადიციული რელიგიები.
მოკლედ ეს რაც შეეხება წარმართულ რელიგიებს ... დანარჩენი მერე იყოს .
okicha
Aug 14 2008, 10:35 PM
ეს ამჯამად არსებული მსოფლიო რელიგიების რუკა
okicha
Aug 14 2008, 10:36 PM
მოკლედ კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი . გწამთ თუ არა ღმერთი ?
მოდი ამ კითხვით დავიწყოთ დანარჩენი მერე იყოს...
SmoK1e
Aug 14 2008, 10:38 PM
ეხლა მართლა საღოლ, ჩემ თავზე გავბრაზდი ეს თემა რატომ არ გავხსენითქო, უსაყვარლესი სასაუბრო თემაა...
მაგრამ ერთი შეცდომა დაგიშვია, პირველ რელიგიურ წარმონაქმნად ითვლება ანიმიზმი.
აბა საინტერესო მოსაუბრეს ველი
SmoK1e
Aug 14 2008, 10:40 PM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 10:36 PM)

მოკლედ კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი . გწამთ თუ არა ღმერთი ?
მგონი ჩემი აჩი ეს მკრეხელობაა.....
მისმინე აისტორიას არ ახსოვს განვითარების ყველაზე დაბალ სოციალურ ფენაზე მყოფი ხალხიც კი, რომელსაც არ ქონოდეს რწმენა...
okicha
Aug 14 2008, 10:42 PM
SmoK1eვახ ათეისტებიც ხო არსებობენ კაცო ?

იმათმა რა დააშავეს ?
okicha
Aug 14 2008, 10:43 PM
SmoK1eგანმიმარტე ანიმიზმი და დამისაბუტე რო პირველია და ჩავასწორებ
okicha
Aug 14 2008, 10:45 PM
მოკლედ იმედია საინტერესო სასაუბრო თემა გამოდგება

ბეჭვდის ხასიათზე რო ვიქნები დავბეჭდავ ხოლმე
SmoK1e
Aug 14 2008, 10:45 PM
okichaათეისტები არსებობენ და ეს მათი გასაჭირია

ეხლავე განგიმარტავ ანიმიზმს ბევრი წერა მომიწევს და ამიტომ გთხოვ დაელოდო ჩემ პასუხს
okicha
Aug 14 2008, 10:46 PM
SmoK1e
არა ანიმიზმი ვიცი რაცაა . ოღონდ პირველობა დამისაბუთე
okicha
Aug 14 2008, 10:47 PM
SmoK1e
მოკლედ გეტყვი : ანიმიზმი არის რწმენა იმისა რომ ყველა საგან აქვს სული . საერთოდ სულის არსებობის რწმენა .
nin
Aug 14 2008, 10:47 PM
არაა მიზანშეწონილი ამ თემის არსებობა აქ.. როგორც ცნობილია რელიგიაზე და პოლიტიკაზე საჯარო საუბრები ძალიან ცუდად მთავრდება
okicha
Aug 14 2008, 10:48 PM
საერთოდ ანიმიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს რელიგიურ მიმდინარეობად . მათ უბრალოდ სულების არსებობა სწამდათ მაგრამ არ ღმერთებდნენ მას.
okicha
Aug 14 2008, 10:48 PM
ninშენ თუ არ გინდა ნუ ისაბრებ

(ისე მართლა ცუდად მთავრდება ხოლმე )
SmoK1e
Aug 14 2008, 10:53 PM
[okicha
ანიმიზმის უძველეს რელიგიის ფორმად გამოცხადებაში დიდი წვლილი შეიტანა ინგლისელმა მეცნიერმა ედუარდ ტეილორმა. ანიმიზმი არის რწმენა სულების შესახებ. ეს ტერმინი დამკვიდრდა ლათინური სიტყვიდან ანიმა (სული, გონი).ანიმიზმი ესაა რელიგიური აზრიოვნების ისეთი სტადია, რომელიც გაიარა მთელმა კაცობრიობამ მოკიდებული პირველყოფილი ადამიანითა საზოგადოებიდან, ვიდრე განვითარებული მსოფლიო რელიგიების ჩათვლით. ტეილორის გარდა (თუ ეს სახელი საკმარისი არ არის) ანიმიზმის პირველობას აქტიურად უჭერენ მხარს ამერიკელი პოზიტივისტი ფილოსოფოსი ჰერბერტ სპენსერი და გერმანელი ეთნოლოგი იულიუს ლიპერტი..
ამათ რომ თავი დავანებოთ, შენი აზრით ადამიანს რწმენა სულების მიმართ უფრო დიდხანს აქვს თუ ფეტიშის მიმართ, რომელიც ამავე სულის ავგაროზს გამოსახავს???
SmoK1e
Aug 14 2008, 10:55 PM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 10:48 PM)

საერთოდ ანიმიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს რელიგიურ მიმდინარეობად . მათ უბრალოდ სულების არსებობა სწამდათ მაგრამ არ ღმერთებდნენ მას.
რას იზამ, რელიგიური აზროვნების პირველი ფორმაა...
SmoK1e
Aug 14 2008, 10:56 PM
ციტატა(nin @ Aug 14 2008, 10:47 PM)

არაა მიზანშეწონილი ამ თემის არსებობა აქ.. როგორც ცნობილია რელიგიაზე და პოლიტიკაზე საჯარო საუბრები ძალიან ცუდად მთავრდება
ჩემი აზრით უფრო მკრეხელობასავითაა, გარკვეულ ასპექტში
ART TAMUNA
Aug 14 2008, 10:59 PM
ციტატა
არაა მიზანშეწონილი ამ თემის არსებობა აქ.. როგორც ცნობილია რელიგიაზე და პოლიტიკაზე საჯარო საუბრები ძალიან ცუდად მთავრდება
ჩემი აზრით ზუსტადაც ძალიან საინტერესო თEმაა და მკრეხელობად არ ვთვლი თU დამაინტერესა უკეთ გავიცნო რისი მწამს... და კიდევ ბრმად რცმენა ისე რომ არაფერი იცი უარესია, მგონი....
და ცუდად მთავრდება ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც არ ესმის ეს საკითხი და მხოლოდ ზერელედ იცის და უბრალოდ არ სურს არანაირად რამე განსხვავებული აზრის მოსმენა...
რატომღაც უმეტესობა განსხვავებულ აზრს მხოლოდ მკრეხელობას მიაწერს... არა და არ იგებენ რა უნდა ავტორს ამის თქმით..
მსჯელობებს, რომელმაც თავიდან შეიძლება დაგვაშოროს რაღაც დოგმებიდან. მაინც საოოლოოდ მივYავართ იგივე დასკვნამდე, ანუ უბრუნდება ისევ რელიგიას, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ უკვე გააზრებული აქვს ეს საკითხი...
SmoK1e
Aug 14 2008, 11:03 PM
SmoK1e
Aug 14 2008, 11:04 PM
ART TAMUNA
თუ შენ ეჭვი გეპარება იმაში რაც გწამს ჯობია შენ თვითონ, ან მისი უკეთ შესწავლა გინდა ჯობია შენი გზებით განათლდე ვიდრე ჩემი მოყვანილი თეოლოგია წაიკითხო და გაუგებარ ჩიხში შეხვიდე...
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:08 PM
ციტატა
მოკლედ კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი . გწამთ თუ არა ღმერთი ?
მე მწამს.... და გეტყვი რატომაც...
უბრალოდ კარგად რომ დაფიქრდე, ეს ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს არ შეიძლება ასე უაზროდ გაჩენილიყო. არსებობს რაღაც ძალა რამაც შექმნა, ხელი შეუწყო სამყაროს ფორმირებას..... ეს ძალაა სწორედ ღმერთI.... რელიგიების მხრივ კი ეს ძალა პირობითად იწოდება სხვადასხვა სახელით...
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:10 PM
ციტატა(SmoK1e @ Aug 14 2008, 10:04 PM)

ART TAMUNA
თუ შენ ეჭვი გეპარება იმაში რაც გწამს ჯობია შენ თვითონ, ან მისი უკეთ შესწავლა გინდა ჯობია შენი გზებით განათლდე ვიდრე ჩემი მოყვანილი თეოლოგია წაიკითხო და გაუგებარ ჩიხში შეხვიდე...
მე არ ვგულისხმობ თეოლოგიას...... მე ვგულისხმობ ჯანსაღ საუბარს ამთემის ირგვლივ. და არც წიკიპედიას ვუჯერებ...... ჩვენ აქ ჩვენი აზრი ეიძლება გამოვთქვათ და არავითარ შემტხვევაში მოვახვიოთ ეს სხვას. იმიტომ რომ დაწმუნებული ვერასდროს ვიქნებით....
SmoK1e
Aug 14 2008, 11:11 PM
ART TAMUNA
საინტერესო პასუხია, გასაგებია შენი გამართლებაც და შენი მრწამსიც და მხოლოდ ვაფასებ ამას.
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:12 PM
და კიდევ მე ეჭვი არ მეპარება მართლმადიდებლობაში. უბრალოდ მინდა უკეთ გავერკვე ამ საკითხში.... რაც უფრო მეტი გეცოდინება. მეტად უფრო დასკვნას გააკეებ შენი არჩევანის სისწორეშI//// სხვა რელიგიების შესწავლაც არაა ურიგო. ამ მხრივ...
okicha
Aug 14 2008, 11:16 PM
ART TAMUNAციტატა
უბრალოდ კარგად რომ დაფიქრდე, ეს ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს არ შეიძლება ასე უაზროდ გაჩენილიყო. არსებობს რაღაც ძალა რამაც შექმნა, ხელი შეუწყო სამყაროს ფორმირებას..... ეს ძალაა სწორედ ღმერთI.... რელიგიების მხრივ კი ეს ძალა პირობითად იწოდება სხვადასხვა სახელით...
ძირითადად მაქედან გამომდინარე არის ძირითადად ადამინის ადამიანის რწმენა ღმერთის შესახებ. ეს სამყარო იმდენად ბუმბერაზია ადამიანსთვის და იმდენად რთულად ასახნელი რომ მას არ შეუძლია იგი წარმოიდგინოს ამ ყველაფრის მომწესრიგებელი ძალის გარეშე.
okicha
Aug 14 2008, 11:19 PM
SmoK1e
ანიმიზმი რელიგიური აზროვნების ფორმაა და არა რელიგიური წარმოდგენა. მაქედან გამომდინარე (ანიმიზმიდან ) არის ყველა წარმართული რელიგია. ჯერჯერობით არ შემაქვს ცვლილება ჩემს პირველ პოსტში.. კარგად შევისწავლი მაგ საკითხს და კომპეტენტურ ადამიანებს ვკითხავ ....
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:20 PM
გეთანხმები..... ოკიჩ.... ჩვენს წარმოდგენაში უბრალოდ სხვაგვარად შეუძლებელია... მაგრამ ეს სამყარო მიუხედავად თავისი ამოუცნობი საკითხებით იმდენად მოწესრიგებულია.. რომ ეს გვაფიქრებინებს სწორედ ღვთის არსებობას...
okicha
Aug 14 2008, 11:23 PM
ART TAMUNA
ხო მოწესრიგებული რომაა მაგიტო. ამხელა წესრიგი და ჰარმონია ვერ წარმოგვიდგენია ისე "თავისით" რომ არსებობდეს... თუმცა შეიძლება ასეცაა. ამის მტკიცებას აზრი არ აქვს. არც იმის მტკიცებას რომ ღმერთი არსებობს. ეს უბრალოდ რწმენის საკითხია..
ჩემი აზრით ყველა ადამიანს თავისწბურად წარმოუდგენია ღმერთი და თავისებურად წამს. მაგრამ თუ იგი სრულქმნილია არ შეიძლება ჩვენ მის შესახებ რაიმე ცოდნა გვქონდეს ანუ მას (ღმერთს) რაიმე პრედიკატი მივაწეროთ..
SmoK1e
Aug 14 2008, 11:24 PM
okicha
ანიმიზმიდან ჩაისახა ყველაფერი(ეს შენ თვითონ თქვი), ასე რომ პირველად მაინც ეს უნდა ჩაითვალოს..
okicha
Aug 14 2008, 11:24 PM
ამასვე აღიარებდნენ ქრისტემდელი ფილოსოფოსები და წინასწარმეტყველები, რომ შეუძლებელია ღმერთის შესახებ რაიმე ცოდნა გქონდეს თუ თავად მან არ მოგცა ის. ამიტომ ენიჭებოდა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა...
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:25 PM
და ისე ცოტა ძნელია ბიბლიის კითხვისას დასკვნების გამოტანა, რადგან ეს მხოლოდ თარგმანია...... პირველადი ტექსტი ესაა ებრაულ ენაზე შექმნილი... რომელიც სავსეა კოდებით... ხოლო ეს რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, დაცლილია ამ მნიშვნელობებით და ხელში გვრჩება ნარატივი.. თხრობა.. რადგან პირველად ენაზე სიტყვებს სხვა დატვირთაც ჰწონდათ, ახლა კი თარგმნისას მხოლოდ ერთი მნიშვნელობით გადმოდის....
okicha
Aug 14 2008, 11:25 PM
SmoK1eკი ბატონო ანიმიზმიდან ჩაისახა მაგრამ რამდენად შეიძლება ანიმიზმის რელიგიად დაყენება ეგ სხვა საკითხია . გავარკვევ კარგად შეცდომა რომ არ მომივიდეს
SmoK1e
Aug 14 2008, 11:26 PM
ART TAMUNAokichaთქვენი დიალოგი რადიკალურად ეწინააღმდეგება ჩემს წარმოდგენებს რწმენასა და რელიგიაზე, დაკრავს მკრეხელური გამოსვლებიც და ამიტომ ჯობია გაგეცალოთ
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:27 PM
რამოდენიმე მაგალითი მქონდა ამ თარგმანთან დაკავშირებით. მაგრამ თავს შევიკავებ დაპოსტვისგან. ახლა ხელთ არ მაქვს ნამდვილად ებრაულ ენაზე დაწერილი ტექსტი... ზეპირად არ მახსოვს ის სიტყვები......
SmoK1e
Aug 14 2008, 11:27 PM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 11:25 PM)

SmoK1eკი ბატონო ანიმიზმიდან ჩაისახა მაგრამ რამდენად შეიძლება ანიმიზმის რელიგიად დაყენება ეგ სხვა საკითხია . გავარკვევ კარგად შეცდომა რომ არ მომივიდეს

შენი ნებაა მაგრამ ანიმიზმი ითვლება პირველ რელიგიად თუნდაც ედუარდ ტეილორის აზრით და ამიტომ მგონი პატარა შეცდომა მოგივიდა
okicha
Aug 14 2008, 11:27 PM
ART TAMUNA
სხვათაშორის ქართული ენა იძლევა იმის საშუალებას რომ ბიბლია საკმაოდ ზუსტად ითარგმნოს ( თავისი კოდებით ) ...
ეს აღიარებულია
okicha
Aug 14 2008, 11:28 PM
SmoK1eმოკლედ შენი შენიშვნა მიღებულია და საჭირო პროცედურების შემდეგ შეიძლება გათვალისწინებულ იქნას
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:28 PM
მე არანაირ მკრეხელობას არ ვამბობ.... ეს არაა ჩემი სიტყვები..... კარგად გაცნობიერებულ ბერებთან საუბარი ყველაზე კარგი რამაა.... მაგათ იციან ბევრი საიდუმლოება, რაც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია უმეტესად.....
okicha
Aug 14 2008, 11:29 PM
SmoK1eფორუმელთა მკაცრი რეაქციის გამო ეს პოსტი ჩასწორდა
SmoK1e
Aug 14 2008, 11:29 PM
ფეტიშიზმამდე მე ვაყენედ ზოოლატიას კიდევ, ფეტიკო ნიშნავს ავგაროზს. ავგაროზი კი რაღაცას ეძღვნება ამიტომ ტოტემიზმს იგივე ზოოლატიას მანამდე ვაყენებ
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:30 PM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 10:27 PM)

ART TAMUNA
სხვათაშორის ქართული ენა იძლევა იმის საშუალებას რომ ბიბლია საკმაოდ ზუსტად ითარგმნოს ( თავისი კოდებით ) ...
ეს აღიარებულია
ძველი ქართული კი. მაგრამ თანამედროვე ქართულზე ნათარგმნი უკვე აღარაა ის..... ნუ რა თქმა უნდა შინაარსი რჩება. უბრალოდ ის სხვა დატვირთვა უკვე აგგარ რჩება
SmoK1e
Aug 14 2008, 11:30 PM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 11:29 PM)

SmoK1eმკრეხელობას რაც შეეხება ჩემი აზრით ნებისმიერ რელიგიურ თემაზე შეიძლება საუბარი . თუნდაც ღვთისმშობლის ქალწულობაზე.. ვისაც არ უნდა ნუ ისაუბრებს

ეს უკვე ბოლო ზღვარია, თავს შევიკავებ ყველაფრისგან(იმისგანაც რომ შეეხე ჩემს რწმენას) და დავტოვებ ამ თემას..................
okicha
Aug 14 2008, 11:31 PM
SmoK1e
შენ რა გინდა თქვა რომ ცხოველებს უფრო ადრე ცემდნენ თაყვანს ვიდრე საგნებს?
okicha
Aug 14 2008, 11:31 PM
SmoK1eარ დატოვო

მე უბრალო მაგალითად მოვიყვანე
okicha
Aug 14 2008, 11:35 PM
ხო კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი რეინკარნაციის შესახებ
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:36 PM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 10:29 PM)

SmoK1eმკრეხელობას რაც შეეხება ჩემი აზრით ნებისმიერ რელიგიურ თემაზე შეიძლება საუბარი . თუნდაც ღვთისმშობლის ქალწულობაზე.. ვისაც არ უნდა ნუ ისაუბრებს

არაა აუცილებელი ეგეთ საკითხებზე კამათი... სხვა ბევრი საინტერესო რამე არსებობს...
ART TAMUNA
Aug 14 2008, 11:38 PM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 10:35 PM)

ხო კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი რეინკარნაციის შესახებ

იცი... უბრალოდ ჩემი აზრია... რომ ადამიანი თუ მოევლინა ამქვეყნად... ესე იგი ამას რაღაც მნიშვნელობა აქვს და ასე უაზროდ არა მგონია მისი ცხოვრება მორჩეს..... მაგრამ არც ის მგონია რომ ისევ ამქვეყნად დაბრუნდეს.... მაშინ რა აზრი ჰქონდა უკვე აქ გატარებულ წლებს......
SmoK1e
Aug 14 2008, 11:42 PM
ციტატა(ART TAMUNA @ Aug 14 2008, 11:38 PM)

ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 10:35 PM)

ხო კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი რეინკარნაციის შესახებ

იცი... უბრალოდ ჩემი აზრია... რომ ადამიანი თუ მოევლინა ამქვეყნად... ესე იგი ამას რაღაც მნიშვნელობა აქვს და ასე უაზროდ არა მგონია მისი ცხოვრება მორჩეს..... მაგრამ არც ის მგონია რომ ისევ ამქვეყნად დაბრუნდეს.... მაშინ რა აზრი ჰქონდა უკვე აქ გატარებულ წლებს......
მისმინე თქვენ ეცემით ღრმა სისულელეში (ბოდიშით პირდაპირობისთვის). თუ გჯერათ მისი რასაც რელიგია არ აღიარებს, შეგიძლიათ მიიღოთ ბუდიზმი მაგალითად...ადამიანის ცხოვრების აზრიანობა თვითონვე ადამიანზეა დამოკიდებული, თუ მას უაზროონა სჭირს 1000წელუ უაზრო და ტრიაპკა იქნება......
okicha
Aug 14 2008, 11:42 PM
ART TAMUNA
რეინკარნაციაც არ ხსნის "უაზროდ" ცხოვრებას ... გააჩნია კიდე რეინკარნაციასაც ... სხვადასხვა წარმოდგენები არსებობს .
SmoK1e
Aug 14 2008, 11:43 PM
ციტატა(okicha @ Aug 14 2008, 11:31 PM)

SmoK1e
შენ რა გინდა თქვა რომ ცხოველებს უფრო ადრე ცემდნენ თაყვანს ვიდრე საგნებს?
ფეტიკოს ზუსტი მნიშნვნელობაა ავგაროზი და მე ამ ლოგიკით გეუბნები
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.