nisaba
Nov 10 2008, 10:39 PM
გელით მთარგმნელებს
linguistuss
Nov 10 2008, 10:41 PM
nisabaაუ, ჩემი იქ მიმოპნეული "თარგმანები" თავიანთი ორიჟინალებით დადე რა ნისაბ...
nisaba
Nov 10 2008, 10:42 PM
მოკლედ ვახო სანამ დაგვაფასებს, ჩემებით დავიწყებ ჯერ
Mother o' Mine
If I were hanged on the highest hill,
Mother o' mine, O mother o' mine!
I know whose love would follow me still,
Mother o' mine, O mother o' mine!
If I were drowned in the deepest sea,
Mother o' mine, O mother o' mine!
I know whose tears would come down to me,
Mother o' mine, O mother o' mine!
If I were damned of body and soul,
I know whose prayers would make me whole,
Mother o' mine, O mother o' mine!
Rudyard Kipling
რადიარდ კიპლინგი
დედაო ჩემო
თუ ჩამომახრჩობენ შორს, სადმე
გორაკზე,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ,
შენი სიყვარული ჩემამდე მოაღწევს,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!
თუკი ზღვა დამახრჩობს, ღრმა და უკარება,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ,
ვიცი, შენი ცრემლი გულზე დამეღვრება
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!
დავეცე თუ ოდეს, მე სულით და ხორცით,
ვიცი, გადამარჩენ შენი წრფელი ლოცვით,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!
Robert Burns
Red, Red Rose
O, my Luve's like a red, red rose,
That's newly sprung in June.
O, my Luve's like a melodie
That's sweetly play'd in tune.
As fair as thou, my bonnie lass,
So deep in luve am I;
And I will love thee still, my dear,
Till a' the seas gang dry.
Till a' the seas gang dry, my dear,
And the rocks melt wi' the sun:
I will love thess till, my dear,
While the sands o' life shall run:
And fare thee well, my only luve!
And fare thee weel, a while!
And I will come again, my luve,
Tho' it ware ten thousand mile.
რობერტ ბერნსი
წითელი, წითელი ვარდი
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია,
ბაღნარში ლამაზად გადაშლილი,
ჩემი სიყვარული ნაზი მოტივია,
მელოდია, ჰარმონიით აღვსილი.
ვით შენი უჭკნობი ხიბლი და მშვენება,
ღრმაა სიყვარული ჩემი,
მანამ მეყვარები, ძვირფასო გოგონა,
სანამ მთლად დაშრება ზღვები.
სანამ ამოშრება, ძვირფასო, ეს ზღვები
და მზისგან დადნება ამაყი კლდის წვერი,
მანამ იარსებებს ჩვენი სიყვარული,
სანამ ჩაგვიქრება სიცოცხლის მზე, მწველი.
ახლა კი, მშვიდობით, ჩემო სიყვარულო,
გშორდები, გშორდები, ძვირფასო, კვლავ,
მაგრამ დავბრუნდები, ეს გწამდეს მარადის,
თუნდ რომ გვაშორებდეს უგრძესი გზა.
nisaba
Nov 10 2008, 10:44 PM
მაგას დაგზარდები ვახულიკ?

მაშ ასე, მისი უდიდებულესობა, ლინგვისტუსი
არტურ რემბო
ძველი კარადა
მუხის კარადის ჩუქურთმები, ხეში ნაკვეთი,
დიდი ხანია დაემსგავსა წარსულ ზმანებებს.
ღია კარიდან სურნელება სასოწარმკვეთი
უზომოდ გვათრობს, გვიზიდავს და თავს არ გვანებებს.
ბოხჩად შეკრული ძველმანების ალიაქოთი
ყვითელ თეთრეულს სიბნელეში თეთრად იგონებს.
გადაავიწყდათ დრომოჭმული დროის წალკოტი
ბებოს თავშალზე ამოქარგულ ციცქნა გრიფონებს...
აქ თქვენ შეხვდებით თმის ხვეულებს და გულსაბამებს,
ყვითელ სურათებს და თოჯინებს დაულამბავებს –
სიბნელეში რომ გვიყურებენ ნაჭრის თვალებით.
კარადას ბევრი ჭორ-მართალი ეცოდინება
და, ზანტად, მუხის შავი კარის აჭრიალებით
წარსულის ზღაპრებს მოგვიყვება, თუკი ინება.
Le Buffet
C'est un large buffet sculpté; le chêne sombre,
Très vieux, a pris cet air si bon des vieilles gens;
Le buffet est ouvert, et verse dans son ombre
Comme un flot de vin vieux, des parfums engageant;
Tout plein, c'est un fouillis de vieilles vieilleries,
De linges odorants et jaunes, de chiffons
De femmes ou d'enfants, de dentelles flétries,
De fichus de grand-mère où sont peints des griffons;
- C'est là qu'on trouverait les médaillons, les mèches
De cheveux blancs ou blonds, les portraits, les fleurs sèches
Dont le parfum se mêle à des parfums de fruits.
- O buffet du vieux temps, tu sais bien des histoires,
Et tu voudrais conter tes contes, et tu bruis
Quand s'ouvrent lentement tes grandes portes noire.
nisaba
Nov 10 2008, 10:45 PM
* * *
ლ'ორიჟინალ
Библиотекарь наш скупой,
Томов суровейший хранитель,
Ворота знании приоткрой,
Впусти меня в свою обитель,
И одолжи мне том – другой,
Поверь, я вовсе не грабитель,
И не маратель книг тупой,
А культа книг простой служитель.
И ты не Хорхе, ты – другой,
Он лабиринта злобный житель,
Враг просвещения слепой,
Дурных обычаев ревнитель.
Коль не одолжишь книгу мне,
Сгоришь на медленном огне.
ლე თარგმან
ძუნწო მსახურო წიგნის საცავის
მუდამ ამაყობ ნარჩევი წიგნით,
გამიღე ცოდნის კარი _ დამცავი
შენს სამყოფელში შემიშვი შიგნით
წიგნიც მათხოვე, იყავ კეთილი
ქურდი არა ვარ, მე, უსახური,
არც წიგნის მუსრი, შუბლგაწყვეტილი,
არამედ წიგნის კულტის მსახური!
შენ არაფერი გცხია ხორხესი
მისთვის ტვირთია უსინათლობა,
შენი სადარი არის ბორხესი,
მან ჩვენ გვასწავლა წიგნით დათრობა!
თუ არ მათხოვებ წიგნებს ამიერ
ცეცხლზე იწვები მრავალჟამიერ
ესეც ვახოა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა?
nisaba
Nov 10 2008, 10:48 PM
მოკლედ ვაგრძელებ პოეზიის საღამოს... და იმ პოს ნაწყვეტის ჩემს თარგმანს შემოგთავაზებთ, თუ შეიძლება არაკომპეტენტურმა პირებმა საკუთარი აზრები თავისთვის შეინახონ
I stand amid the roar
Of a surf-tormented shore,
And I hold within my hand
Grains of the golden sand --
How few! yet how they creep
Through my fingers to the deep,
While I weep -- while I weep!
O God! can I not grasp
Them with a tighter clasp?
O God! can I not save
_One_ from the pitiless wave?
Is _all_ that we see or seem
But a dream within a dream?.
ნაპირთან ვდგავარ ტალღით ნაცემი,
მაფრთხობს ხმაური თავზარდამცემი...
ჩავბღუჯე მუჭა ქვიშის მარცვალი _
ათასი ზვირთის გამონაცვალი.
ვხედავ ჩემს თითებს როგორ ეცლება
ქვიშა ოქროსფერ ანაქერცლებად,
ამის შემყურე ახლა ვიტირებ
თვალები ცრემლით შემევერცხლება.
ო, ღმერთო, ერთი რამის მაქვს შიში _
დამეფანტება მარცვლები ქვიშის.
ო, ღმერთო, როგორ გადავარჩინო
ამ წყეულ ტალღებს ქვიშა საჩინო?
ნუთუ, რაც ირგვლივ ქვიშის ძეგლია
სიზმარში სიზმრის ანარეკლია?
ესეც ვახოა და მისიაც შესრულებულია
nisaba
Nov 10 2008, 11:00 PM
ესეც
ჯეიმს ჯოისის ,,დუბლინელებიდან" ერთი პატარა, ლამაზი მოთხრობის ჩემეული თარგმანი
,,ეველინა"
გოგონა ფანჯარასთან იჯდა, უცქერდა, როგორ იპყრობდა საღამო პროსპექტს. თავი ფარდაზე მიედო და ნესტოებით შეიგრძნობდა მტვრიანი კრეტონის სუნს. დაღლილი იყო...
ქუჩაში რამდენიმე კაცმა გაიარა. ბოლო სახლში მცხოვრები მამაკაცი შინ მიიჩქაროდა. ეველინას კარგა ხანს ესმოდა ნაბიჯების ხმა ბეტონის ტროტუარზე, მერე წითელი სახლების წინ, დანაცრულ ბილიკზე, ჭრაჭუნის ხმაც გაკრთა...
ოდესღაც აქ, ამ ადგილას, მინდორი იყო. იქ ევიც თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად. მოგვიანებით მინდორი ვიღაც ბელფასტელმა შეისყიდა და სახლები ააგო. ადგილობრივ მოსახლეთა პატარა, ყავისფერ ქოხთა მსგავსი კი არა, აგურის ლამაზი სახლები, პრიალა სახურავებით... იმ მინდორზე პროსპექტელი ბავშვებიც იყრიდნენ თავს: დევინები, უოტერსები, დანები, პატარა საპყარი კეო, ევი და-ძმასთან ერთად... მხოლოდ ერნესტი არ თამაშობდა მათთან, გოგონას უფროსი, უსაყვარლესი ძმა. ის უკვე დიდი იყო.
გოგონას მამა, ნარშავას ეკლიანი ჯოხით შეიარაღებული, ხშირად დასდევდა, ბავშვებს, მინდვრიდან რომ გაეყარა, მაგრამ პატარა კეო ფხიზლად დარაჯობდა პატარებს და აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ...
დიდი ხნის წინ იყო ეს ყოველივე. ახლა ეველინა დიდია, გაიზარდა მისი და-ძმაც, დედა კი ცოცხალი აღარ ჰყავთ. გარდაიცვალა მათი მეგობარი ტიზი დანიც, უოტერსები კი ინგლისში დაბრუნდნენ. ყველაფერი შეიცვალა და ახლა თვითონაც მიემგზავრება, სხვების მსგავსად, თავისი კერის მიტოვებას აპირებს...
სახლი! გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, სურდა, გონებაში კიდევ ერთხელ აღებეჭდა ნაცნობი საგნები, წლების განმავლობაში მტვერს რომ წმენდდა და უკვირდა, საიდან გროვდებაო ამდენი. ამიერიდან ალბათ ვეღარასოდეს იხილავს ნივთებს, რომელთა მიტოვებაც აქამდე არასოდეს უფიქრია. წლებია, უცქერს გაყვითლებულ ფოტოსურათს, კედელზე რომ კიდია გატეხილი ფისჰარმონიის თავზე და იხსენებს მასზე გამოსახული მღვდლის სახელს. ეს მოძღვარი ოდესღაც მამამისთან მეგობრობდა და ისიც ხშირად უხსნიდა სტუმრებს, ჩემი მეგობარი ამჟამად მელბურნშიაო. ოთახს მარგარიტა მარია ალაკოკის ფერადი გრავიურაც ამშვენებს...
ეველინამ უკვე გადაწყვიტა სახლიდან გამგზავრება, თუმცა არ იყო დარწმუნებული ამ ნაბიჯის სისწორეში. სცადა, საკითხის თითოეული მხარე აეწონ-დაეწონა: შინ არც საკვები აკლდა, არც თავშესაფარი, ირგვლივ კი ის ხალხი ეხვია, ბავშვობიდანვე რომ იცნობდა. ისე კი ბევრს შრომობდა შინაც და მაღაზიაშიც. ნეტავ რას იტყოდნენ სამსახურში, როცა გაიგებდნენ, შეყვარებულს გაჰყვა ბუენოს-აირესშიო? ალბათ იტყოდნენ, რომ სისულელე გააკეთა და მის ადგილზე კონკურსს გამოაცხადებდნენ. ეს განსაკუთრებით მის გავანს გაახარებდა; ქალი სულ კრიჭაში ედგა გოგონას, განსაკუთრებით კი მაშინ ავსებდა საყვედურებით, როცა ხალხი უსმენდა. წამდაუწუმ გაჰკიოდა: «მის ჰილ, ვერ ხედავ? ქალბატონები გელოდებიან!» ანდა _ ,,ცოტა ცოცხლად, მის ჰილ, გეთაყვა!»
არა, მაღაზიის მიტოვება ნამდვილად არ დასწყვეტდა გულს... შემდეგ გათხოვდებოდა და ახალ სახლში გადავიდოდა, შორეულ, უცხო ქვეყანაში... ის სახლი სრულიად არ ემგვანებოდა ძველს... ამაზე ფიქრი სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა...
მამა აღზრდისას გამორჩეულად ეპყრობოდა ეველინას, არ ექცეოდა ისე, როგორც ერნესტსა და ჰარის, ევი ხომ გოგონა იყო, მაგრამ... მოგვიანებით აითვალწუნა, ერთხელ ისიც კი უთხრა, რომ მხოლოდ მიცვალებული მეუღლის ხათრით ზრუნავდა ქალიშვილზე...
იმ დღის შემდეგ გოგონას აღარავინ დარჩა დამცველი. ერნესტი დაიღუპა, ჰარი კი ეკლესიის მოხატვაზე მუშაობდა და სულ სადღაც მიიჩქაროდა... ეველინა თითქმის ყოველთვის უგზავნიდა მამას მთელ ხელფასს, შვიდ შილინგს. ჰარიც უგზავნიდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, მაგრამ გაავებული მშობელი ყოველ შაბათს ფულს ითხოვდა შვილებისგან, თვითონ კი არაფერს აძლევდა მათ. პირიქით, ქალიშვილს აყვედრიდა, დანაზოგს უაზროდ ფლანგავ, თავი მხრებზე არ გაბია, მე არასოდეს მოგცემ ჩემს წვალებით ნაგროვებ ფულს, რომ აქეთ-იქით მიმოფანტოო. ჰო, მართლაც საშინლად იქცეოდა მამა ყოველ შაბათ საღამოს... ბოლოს მიუგდებდა გოგონას ორიოდე გროშს და ავალებდა კვირისთვის სადილის მომზადებას. ისიც გარბოდა საყიდლებზე, ხელში მჭიდროდ ჩაბღუჯული შავი ტყავის საფულით, ძლივს მიიკვლევდა გზას ბრბოში, დატვირთული ჩანთით ბრუნდებოდა შინ და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა სახლისთვის და ორი ბავშვისთვის მიეხედა. ცდილობდა, რეგულარულად ეკვება ისინი, სკოლაში მოწესრიგებული გაეშვა ყოველდღე...
მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა მიემგზავრებოდა, სრულიად აღარ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი უსიამოვნოდ, არასასურველად...
ფრენკთან ალბათ სულ სხვა ცხოვრება ელოდა. ის გულღია ადამიანი იყო, კეთილი, ვაჟკაცური. ევი მასთან ერთად გემით გაემგზავრებოდა ბუენოს-აირესში და ცოლად გაჰყვებოდა, იქ ახალი სახლი ელოდა...
რა კარგად ახსოვდა პირველი შეხვედრა ფრენკთან: ბიჭს სახლი ჰქონდა ნაქირავები მთავარ ქუჩაზე, იქ კი გოგონას ხშირად უწევდა გავლა. თითქოს სულ ახლახან იყო ყველაფერი... ფრენკი ჭიშკართან იდგა, წოწოლა კეპი თავზე ჩამოემხო, თმა ქუდიდან გამოსჩროდა და გარუჯულ, ბრინჯაოსფერ სახეზე ეფარებოდა. მოგვიანებით დაახლოვდნენ. ჭაბუკი მაღაზიის კართან ხვდებოდა და სახლამდე აცილებდა. ერთხელ სპექტაკლი აჩვენა: მაიკლ უილიამ ბალფის "ბოშები".
ევი საოცრად გახალისდა, მასთან ერთად თეატრის უჩვეულო სკამზე რომ მოკალათდა. ფრენკი მუსიკამ გაიტაცა და ჩუმად აღიღინდა. ხალხმა იცოდა, რომ ამ ორს ერთმანეთი მოსწონდა და როცა ბიჭი უმღეროდა ევის ქალიშვილზე, მეზღვაური რომ შეუყვარდა, გოგონას სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლიდა ხოლმე. ბიჭი სატრფოს ალერსით "მინდვრის ყაყაჩო" ეძახდა. თავდაპირველად ევის ის სიამოვნებდა, ვიღაც რომ ეტრფოდა, შემდეგ კი, თანდათან, თავადაც მოეწონა თაყვანისმცემელი.
ფრენკმა მუშაობა გემზე დაიწყო. თავდაპირველად "ალან ლაინზე" მოეწყო თვეში ერთ გირვანქად, შემდეგ კი სხვა გემებზეც მუშაობდა და გოგონას ხშირად ეუბნებოდა იმ ხომალდთა სახელებს, რომლებზეც ემსახურა.
ბევრი ქვეყანა შემოიარა. ქალიშვილს ხშირად მოუთხრობდა შორეულ მხარეზე, საშინელ პატაგონიელებზე... ერთხელ შვებულება ბუენოს-აირესში გაატარა და მას შემდეგ ოცნებობდა ეველინასთან ერთად იქ დასახლებაზე.
ეველინას მამამ შენიშნა, მისი გოგონა შეყვარებული რომ იყო, არც ფრენკით იყო უკმაყოფილო და წყვილს შეხვედრას არ უშლიდა. თუმცა ეს იდილია მალე დამთავრდა. ერთხელ მამა და ფრენკი წაკამათდნენ და ამის შემდეგ შეყვარებულები მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
საღამომ ჩაამუქა პროსპექტი. გაფერმკრთალდა იმ ორი წერილის სითეთრე, ხელში რომ ჩაებღუჯა. ერთი ჰარის ეკუთვნოდა, მეორე კი მამას. ევის ერნესტი უფრო უყვარდა, მაგრამ ჰარიც ხომ მისი ძმა იყო. მამა კი ძალიან დაბერდა, იცოდა, მოენატრებოდა მოხუც მშობელს. ზოგჯერ იგი კეთილიც იყო. არც ისე დიდი ხნის წინ მოჩვენებათა ისტორიებს უამბობდა ავადმყოფ ქალიშვილს და ტოსტებს უბრაწავდა ცეცხლზე. ერთხელ, როცა დედაც ცოცხალი იყო, ყველანი პიკნიკზე გაემგზავრნენ ჰოუთ ჰილზე. მამამ მაშინ ქალის შლაპა დაიხურა და ოინბაზობა დაიწყო ბავშვების გასამხიარულებლად...
დრო გადიოდა, ის კი მაინც ფანჯარასთან იჯდა, თავი ისევ ფარდისთვის მიედო და ისევ შეიგრძნობდა ნესტოებით მტვრიანი კრეტონის სუნს... ქვემოდან, პროსპექტის სიღრმიდან, ქუჩის ორგანის დაკვრის ხმა მოესმა. ეველინასთვის ნაცნობი იყო ეს ჰაერი... სწორედ ახლა გაახსენდა დედისთვის მიცემული პირობა, სახლს მანამ მივხედავ, სანამ შევძლებო. გაახსენდა მისი ავადმყოფობა და ერთად გატარებული ბოლო ღამე... ქალი დახუთულ, ბნელ ოთახში იწვა და გორაკის გაღმიდან მომავალ იტალიის მელანქოლიურ ჰაერს შეიგრძნობდა. ორგანისტს მაშინ ექვსპენიანი აჩუქეს, დაკვრა რომ შეეწყვიტა და წასულიყო. მამა აღელვებული ბოლთას სცემდა ოთახში და ბუზღუნებდა: ,,წყეული იტალიელები, რაღა აქ მოდიან!»
დედის საბრალო მზერის და უდროო აღსასრულის გახსენებამ შიშით ააცახცახა გოგონა. ამ ქალის სიცოცხლე ხომ უბრალო ადგილისთვის მსხვერპლშეწირვა იყო მხოლოდ, ჭკუიდან შეშლით დამთავრებული. ისევ გაახსენდა მშობლის ხმა, გიჟური დაჟინებით რომ იმეორებდა: ,,დერე რაუნ შერაუნ! დერე რაუნ შერაუნ!»
შიშის უეცარმა იმპულსმა აიძულა ეველინა, წამომდგარიყო. გაქცევა, გაქცევაა საჭირო! ფრენკი გადაარჩენს. ის მისცემს ქალიშვილს სიცოცხლეს და ალბათ სიყვარულსაც. მას ხომ სიცოცხლე სურს, რად უნდა იყოს უბედური?! ხომ აქვს ბედნიერების უფლება!.. ფრენკი ხელში აიყვანს, გულში ჩაიკრავს და იხსნის...
********************************************************************************
ეველინა უკვე ნორს უოლის სადგურზე იდგა მოძრავ ბრბოში. ფრენკმა ხელი ჩაავლო და რაღაცას უმეორებდა. სადგური სავსე იყო ყავისფერბარგიანი ჯარისკაცებით. ფარდულის ფართო კარში გოგონამ გემები შენიშნა. ისინი ნავმისაბმელთან იყვნენ განლაგებული და ილუმინატორები განათებული ჰქონდათ.
ევი ხმას არ იღებდა. გრძნობდა, რომ ლოყები გაუფერმკრთალდა და გაუცივდა. გაოგნებული იყო და ღმერთს შესთხოვდა, აეხსნა, რა იყო მისი დანიშნულება, გზა ეჩვენებინა... უცებ ნისლში გემმა სამგლოვიარო ხმით დაუსტვინა... თუ წავიდოდა, ხვალ უკვე ბუენოს-აირესისკენ მიმავალი ხომალდით ზღვაში იქნებოდა გასული ფრენკთან ერთად. მათი ადგილები დაჯავშნული იყო. განა შეეძლო, წასვლა გადაეფიქრებინა მას შემდეგ, რაც ფრენკმა მისთვის გააკეთა?! მწუხარებამ სულში ზღვის ავადმყოფობა გაუღვიძა... მაინც განაგრძობდა ტუჩების ცმაცუნით, მდუმარედ, მგზნებარედ ლოცვას...
სულში ზარმა ჩამორეკა და ამ დროს იგრძნო, როგორ მოჰქაჩა ფრენკმა ხელზე: ,,წავედით!»
გულში სამყაროს ყველა ზღვა დაუტრიალდა, ფრენკი კი კვლავ თავისკენ იზიდავდა და ჩანდა, თავისას გაიტანდა კი¬დეც... გოგონა რკინის მესერს ჩაეჭიდა მთელი ძალ-ღონით. ,,წამოდი!» _ კვლავ შეეხმიანა ფრენკი...
არა! არა! არა!.. ეს შეუძლებელი იყო... ეველინას ხელები რკინას შეეზარდა და განრისხებულმა სიმწრით შეჰკივლა ზღვას...
,,ეველინა! ევი!..”_ კვლავ ისმოდა ძახილი...
ფრენკი ბარიერს იქით იდგა უკვე და გამწარებული უხმობდა სატრფოს, მომყევიო. ევი კი... დარჩა.
გოგონა, გაფითრებული, შორიდან შეჰყურებდა გულის სწორს, პასიური იყო და უმწეო, პაწაწინა ცხოველს ჰგავდა...
ამწუთას ეველინას თვალებში აღარაფერი იკითხებოდა... აღარც სიყვარულის ნიშატი, აღარც განშორების სევდა, აღარც ცნობადობა...
nin
Nov 10 2008, 11:16 PM
ვახო, ეს შენ და ნუღარ იბუტები

:*
ვდგავარ და მესმის ჩემს გარშემო
განაწამები ტალღების გრგვინვა,
ხელი, ავსილი ოქროს მარცვლებით
ცარიელდება, ცრემლები მცვივა -
ნუთუ არ ძალმიძვს რომ თუნდაც ერთი
ვიხსნა უწყალო ტალღის სიღრმისგან,
ო ღმერთო, რატომ ვერ ავკინძე
მარცვლები მჭიდროდ როგორც თილისმა.
ნუთუ ყოველი რასაც კი ვხედავთ
და ან კი რასაც ვგონებთ რომ ვხედავთ
არაფერია გარდა სიზმრისა
სიზმრისვე რკალში მოქცეულისა.
kid
Nov 11 2008, 10:14 PM
nisaba
www.lib.ge -ზე დადებული გაქვს თარგმანები?
აქ მარტო ლიტერატურული თარგმანები უნდა დაიდოს?
nisaba
Nov 12 2008, 06:24 PM
ციტატა(kid @ Nov 11 2008, 10:14 PM)

nisaba
www.lib.ge -ზე დადებული გაქვს თარგმანები?
აქ მარტო ლიტერატურული თარგმანები უნდა დაიდოს?
კი, ესენიც, სხვებიც...

თავად მომთხოვა საიტის ადმინისტრატორმა
PaNKveLa
Nov 12 2008, 06:31 PM
nisaba
ბრავო ბრავო !!!
SmoK1e
Nov 12 2008, 06:32 PM
nisaba
პროსტა ბრავო რა
linguistuss
Nov 13 2008, 07:33 PM
უი, ფორუმ.გე-ზე რას წავაწყდი 
ციტატა
ეს ლექსი ადრე ვნახე რომელიღაც რუსულ საიტზე და მერე ჩვენთან დავდე.
იუზერმა ლინგვისტუსმა კი გამაოგნებლად მაგრად თარგმნა ქართულად.
Он был красив
Он был красив, как Элвис Пресли
Носил костюм и не курил
Он вел спокойный образ жизни
Помногу спал, почти не пил.
Он в чем-то темном не замечен
Он был хорош со всех сторон
Ну, и она его увидев
Воскликнула: «О, это он!»
«Да, я о нем всю жизнь мечтала
Да, я его всю жизнь ждала,
Мечтая темными ночами
И вот она – любовь пришла!»
Она пред зеркалом стояла
И подводила контур глаз
Несчастная, она не знала
Что он пассивный педераст
И к женщинам он равнодушен
И лишь мужчину он желал…
Мечтаний замок вновь разрушен
Погасли свечи, кончен бал…
ლამაზი იყო
ლამაზი იყო, ვით ელვის პრესლი,
კოსტუმი ეცვა, იყო ჯიგარი,
არ სვამდა, სულაც არ იყო თესლი
და არ იცოდა გემო სიგარის.
ქურდებს არ სცნობდა, არ ჰქონდა ვალი,
ტანადი იყო, როგორც ისარი
და ქალმაც მოჰკრა რა ყმაწვილს თვალი,
ამოიკვნესა: “ო, ეს ის არის!”
“დიახ, ის არის რომლის გულისთვის
მე შევინახე ნამუსი ჩემი.
დიახ, ამგვარი სიყვარულისთვის
მე მას ველოდი, ვით ნაპირს გემი!”
…სარკის წინ ჰქონდა ხელი გაწვდილი,
წამოსცდა უცებ: - “ვა, რა მასტია! -
და რა იცოდა ქალმა ყმაწვილი,
რომ პასიური პედერასტია?!
ქალი არ სურდა მას ქვეყანაზე,
არვინ უნდოდა კაცების გარდა.
ოცნების ყველა კარი დარაზეთ,
სპექტაკლი მორჩა, ეშვება ფარდა.
"იუზერი ლინგუისტუსი" - звучит !
nisaba
Nov 13 2008, 08:43 PM
linguistuss
nisaba
Nov 13 2008, 08:44 PM
PaNKveLa
SmoK1e
გავწითლდი
:blush:
nisaba
Nov 13 2008, 08:51 PM
აი, ამ თარგმანს კი სელინჯერის ყველა მოტრფიალეს ვუძღვნი, ,,ფრენი" მზადაა, იმედია, მალე ,,ზუის" დავაყენებ საშველს

პ.ს. ცოტა კიდევ დარედაქტირდება ეს საბოლოო სახის მიღებამდე, ოღონდ ,,ზუის" რომ მოვრჩები, მერე
http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=4719
akunina
Nov 15 2008, 09:42 PM
Охота на волков
Владимир Высоцкий
Рвусь из сил и из всех сухожилий,
Но сегодня - опять, как вчера,-
Обложили меня, обложили,
Гонят весело на номера.
Из-за елей хлопочут двустволки -
Там охотники прячутся в тень.
На снегу кувыркаются волки,
Превратившись в живую мишень.
Идет охота на волков, идет охота!
На серых хищников - матерых и щенков.
Кричат загонщики, и лают псы до рвоты.
Кровь на снегу и пятна красные флажков.
Не на равных играют с волками
Егеря, но не дрогнет рука!
Оградив нам свободу флажками,
Бьют уверенно, наверняка.
Волк не может нарушить традиций.
Видно, в детстве, слепые щенки,
Мы, волчата, сосали волчицу
И всосали - "Нельзя за флажки!"
Идет охота на волков, идет охота!
На серых хищников - матерых и щенков.
Кричат загонщики, и лают псы до рвоты.
Кровь на снегу и пятна красные флажков.
Наши ноги и челюсти быстры.
Почему же - вожак, дай ответ -
Мы затравленно мчимся на выстрел
И не пробуем через запрет?
Волк не должен, не может иначе!
Вот кончается время мое.
Тот, которому я предназначен,
Улыбнулся и поднял ружье.
Идет охота на волков, идет охота!
На серых хищников - матерых и щенков.
Кричат загонщики, и лают псы до рвоты.
Кровь на снегу и пятна красные флажков.
Я из повиновения вышел
За флажки - жажда жизни сильней!
Только сзади я радостно слышал
Удивленные крики людей.
Рвусь из сил, из всех сухожилий,
Но сегодня - не так, как вчера!
Обложили меня, обложили,
Но остались ни с чем егеря!
Идет охота на волков, идет охота!
На серых хищников - матерых и щенков.
Кричат загонщики, и лают псы до рвоты.
Кровь на снегу и пятна красные флажков.
მგლებზე ნადირობა
რა არ ვიღონე, მაგრამ მაინც დავშვერ ამაოდ,
ვერ გავარღვიე, ვერ გავწყვიტე წყეული ალყა.
გუშინდელივით დღესაც ისევ გარს შემომერტყა
დაუნდობელი ეგერთა ტალღა!
ნაძვების მიღმა ორლულიან თოფებს მალავენ,
ავად სისინებს სასიკვდილო ტყვია წყეული,
ყალყზე დგებიან და ღმუიან საბრალო მგლები –
ცოცხალ სამიზნედ გადაქცეულნი.
ხოცავენ მგლებს და ნადირობა აზარტში შედის!
არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა.
მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის,
თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა.
უთანასწორო თამაში აქვთ ეგერებს მგლებთან,
მაგრამ რა მერე... არ უთრთოლავთ წამით ხელები!
თავისუფლება ჯერ ალმებით შემოგვისაზღვრეს,
მერე გვესვრიან თავგამეტებით.
ტრადიციების ერთგულნი ვართ მგლები ოდითგან
და ჩვეულებას ვერ დავარღვევთ, მიწად რომც ვიქცეთ.
დედის ძუძუსთან შევიწოვეთ ჟეშმარიტება:
„არ შეიძლება ალმების იქეთ!“
ხოცავენ მგლებს და ნადირობა აზარტში შედის!
არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა.
მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის,
თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა.
რა გვემართება, რამ მოგვნუსხა, გვითხარ, ბელადო,
ფეხმარდნიც ვართ და ყბებსაც ვიქნევთ, ხომ იცი, ბასრად.
ბრმებივით მაინც რად ვისწრაფვით თოფის ლულისკენ,
აზრად არ მოგვდის ზონიდან გასვლა?
არ შეუძლია მგელს სხვანაირად, ეს კანონია.
აი, თავდება ჩემი წილი წუთისოფელიც.
მან, ვისი წერაც უნდა გავხდე, ჩაიქირქილა
და წამოავლო იარაღს ხელი...
ხოცავენ მგლებს და ნადირობა აზარტში შედის!
არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა.
მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის,
თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა.
მოთმინება და მორჩილება ჩემი გათავდა –
ალმების იქით სანუკვარი სიცოცხლე არი!
ადამიანთა გაოცების მომდევს ძახილი,
მე კი მივქრივარ ვითარცა ქარი.
მივიწევ წინ და ვეფერები სიცოცხლის წყურვილს,
დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს!
გარს შემომერტყნენ ეგერები, გარს შემომერტყნენ,
მე გავარღვიე სიკვდილის ალყა!
ხოცავენ მგლებს და ნადირობა აზარტში შედის!
არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა.
მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის,
თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა.
თარგმნა თინა შიოშვილმა
linguistuss
Nov 15 2008, 10:01 PM
akuninaმაგარი თარგმანია... ლექსის რიტმია დაცული, ქართული კონვენციური ლექსისთვის უჩვეულოა სხვადასხვამარცვლიანი ტაეპები, მაგრამ უხდება

...
N.L.O
Nov 16 2008, 08:30 AM
სუ მინდა შუკშინის გაკეთEბა
და როგორც ყველაფერი საერთოდ
ეგეც მეზარება.
ისე წაიკითხეთ რა რუსულად
ეგ ისაა კალინა კრასნაია რო გადაიღო
რეჟისორი ხო იყო და წერდა კიდე
რას უფრო უკეთესად აკეთEბდა არ ვიცი
ორივეგან მაგარია.
nisaba
Nov 21 2008, 12:23 PM
ბედის ირონია
ო' ჰენრი
ნიუ იორკში მაწანწალების ბომონდი საჯარო პარკებში სახლობს, ეს კარგად იცოდა ვალანსმა და, როცა მეცხრე ციდან პირდაპირ მიწაზე ჩამოაგდეს, სხვა რა გზა ჰქონდა, მედისონ სკვერს მიაშურა.
მოსწავლე გოგონასავით ქორფა და მორცხვი მაისი გაკვირტული ხეებიდან იმზირებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ციოდა, ამიტომ სკვერის ახალმა სტუმარმა პალტო მჭიდროდ შემოიხვია, უკანასკნელ სიგარეტს მოუკიდა და ერთ-ერთ ძელსკამზე ჩამოჯდა. სამიოდე წუთი იმ ბოლო ას დოლარზე სწუხდა, რომელსაც ავტომობილით საბოლოოდ სეირნობისას გამოეთხოვა, საგზაო პოლიციამ წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, მერე დარდი გულიდან გადაიყარა და იმედიანად მოისინჯა თითოეული ჯიბე, მაგრამ უშედეგოდ, ერთი პენიც კი აღარ დარჩენოდა.
საბრალო, დილით ბინიდანაც გამოაგდეს, ავეჯი ვალების გასატუმრებლად გაყიდა, ტანსაცმელი კი მსახურს უსახსოვრა ხელფასის ნაცვლად, მხოლოდ ისღა შემორჩა, რაც ახლა ეცვა. მთელს ქალაქში მისთვის ამიერიდან აღარც საწოლი მოიპოვებოდა, აღარც ხეირიანი საჭმელი, აღარც ავტომობილი, აღარც წითელი მიხაკი ღილკილოში ჩასაბნევად, რადგან საკუთარი სახსრები აღარ გააჩნდა, მეგობრების ხარჯზე კი ცხოვრებას არ იკადრებდა. ბედმა პარკებისა და სკვერების მეტი არჩევანი არ დაუტოვა.
აქამდე ვალანსი ბიძის მემკვიდრეობას ღებულობდა, ახლა კი მოხუცი გაცხარდა და გაბრაზებულმა ანდერძი გააუქმა, რადგან ძმისწულმა უარი უთხრა, მისი შერჩეული გოგონა მოეყვანა ცოლად. იმედიც აღარაფრის ჰქონდა, ბიძამისს სხვა ძმისწულიც ჰყავდა, გენიალოგიური ხის მეორე შტოდან, ადრე მის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იყო, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა აზრი, ის ბიჭიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ჰორიზონტიდან... ხომ შეიძლებოდა უეცრად გამოჩენილიყო და მთელი მემკვიდრეობა მას დარჩენოდა..., თავს ისე გრძნობდა, როგორც ჯოჯოხეთის კუპრით სავსე ქვაბში ჩავარდნილი ლუციფერი...
ჩაფიქრებული იჯდა მემკვიდრეობადაკარგული ახალგაზრდა ძელსკამზე, სიგარეტის ნარჩენს ისევ მოუკიდა, საათს დახედა, ათი სააათი სრულდებოდა. პარკში ცოტა ხალხი დარჩა, სკამების მუდმივი ბინადრებიც არ იყვენენ ბევრნი, ეტყობა, დააფრთხო გაზაფხულის ჯერ კიდევ ცივმა ამინდმა.
მოგვიანებით ვალანსმა შენიშნა, რომ გვერდითა სკამიდან ვიღაც წამოდგა, უცნობი პირდაპირ მისკენ გამოემართა და გვერდით მიუჯდა, ვერ იტყოდი რა ასაკის იყო, არც ახალგაზრდა ეთქმოდა, არც მოხუცი, იაფფასიანი თავშესაფრის ბინადარივით ობის სუნი ასდიოდა, სამართებელზე და სავარცხელზე, ჩანს, დიდი ხნის წინ ეთქვა უარი, სასმელი, ეტყობოდა, ძალიან უყვარდა და ცხვირი ასწითლებოდა. ახალმოსულმა გაუბედურებულ ახალგაზრდას ასანთი სთხოვა, სიგარეტს მოუკიდა და გამოლაპარაკა:
- აქ ეტყობა ახალი ხარ, პირველად გხედავ, თან რიგიანი მკერავის შეკერილი ტანსაცმელი გაცვია, ერთი შეხედვით შემიძლია ამის გამოცნობა, ცოტა ხნით შემოიარე? ხელს ხომ არ გიშლი? მეშინია, ძალიან მეშინია, გესმის?! ხალხს ჰგონია, გავგიჟდი, ამას რომ ვამბობ, დღეს მთელი დღის მანძილზე ერთი ბრეტცელი და ვაშლი ვჭამე მხოლოდ, ხვალ კი რიგში უნდა ჩავდგე ადვოკატთან სამი მილიონის მისაღებად, მერე ხშირად ვივლი აი, იმ ძვირადღირებულ რესტორანში, ქუჩის გადაღმა რომ დგას და გარს მოდური ავტომანქანები შემორტყმია, არ გჯერა?
- როგორ არ მჯერა, მწარედ გაეცინა ვალანსს, ეჭვიც არ შემპარვია შენს სიტყვებში, მე კი გუშენდელი დღიდან დავსახლდი პარკში და ჯიბეში ხუთი ცენტიც კი არ მიგდია.
- იცი, მაწანწალას არ გავხარ, მიუგო ახალმა ნაცნობმა, მგონი ვხვდები რაც დაგემართა, რამდენიმე წლის წინ მეც მაღალ საზოგადოებაში ვტრიალებდი, რამ გაგაუბედურა, თამაშიდან როგორ გამოვარდი?
- სამსახური დავკარგე.
- ხო, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, დღეს ფაიფურის ჭურჭლიდან მიირთმევ, ხვალ კი მშიერი ხარ, მეც არანაკლებ დამჩაგრა ბედმა, ხუთი წლის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი იშვიათი იყო, ხელის განძრევაც კი არ მჭირდებოდა, ფუფუნებაში ვცხოვრობდი, არ გაგიკვირდეს, ამას რომ ხშირად ვიმეორებ, მაგრამ მეშინია, მართლა მეშინია...… სახელი არ მითქვამს შენთვის, აიდი მქვია, გაგიგია მოხუცი მილიონერი, პაულდინგი? ბიძაჩემია, ერთ დროს მის სახლში ვცხოვრობდი, ჩემს ნებისმიერ სურვილს ხალისით ასრულებდა... მართლა, თქვენი სახელი?
- დოუსონი მქვია, მიუგო ვალანსმა.
- მერე ბედის ბორბალი უკუღმა დამიტრიალდა, მემკვიდრეობა გამიუქმეს და ქუჩაში დავრჩი... ერთი კვირის წინ ქვანახშირის შესანახ სარდაფში ვცხოვრობდი დივიზიონ სტრიტზე, განაგრძო აიდიმ, ერთ თაღლითთან, თვალხამხამა მორისთან ერთად, წასასვლელი არსად მქონდა, გავიხედე და კარს პოლიციის შიკრიკი მოგვადგა წერილით ხელში, დოუსონ, წერილი, ბიძაჩემის სახელით, ცნობილმა მოსამართლემ, მიდიმ გამომიგზავნა, მოხუცს მოუსურვებია, ისევ გავხდე მისი მემკვიდრე და კვლავ ხელგაშლით ვხარჯო ფული. ხვალ, ათ საათზე ვარ დაბარებული ოფისში, სამი მილიონის მემკვიდრე ვხდები, ჯიბის ფულად კი ათი ათასზე მეტი მექნება, მაგრამ მეშინია, დოუსონ, ძალიან მეშინია...
მაწანწალა ფეხზე წამოხტა, აკანკალებული ხელები თავზე შემოიჭდო, სუნთქვა უჭირდა და ისტერიულად ბურდღუნებდა...
ვალანსმა ხელი სტაცა, კვლავ სკამზე დასვა; -წყნარად, დამშვიდდი, კაცი იფიქრებს, რაღაც უბედურება დაემართაო, ხმამაღლა შემოუძახა საბრალოს, - კი მაგრამ, რისი გეშინია?
აიდი ცახცახებდა, ბროდვეის ნეონის შუქები შიშისგან შეცვლილ სახეს ანათებდნენ.
- რისი მეშინია? მეშინია რომ ხვალამდე რაღაც დამემართება, არ ვიცი, რა, მაგრამ ხელი შემეშლება მემკვიდრეობის მიღებაში... შეიძლება მანქანამ გამიტანოს, ხე გადატყდეს და დამეცეს, სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილმა აგურმა თავი გამიტეხოს... ადრე არაფრის მეშინოდა, პარკში ასობით ღამე მაქვს გატარებული, ისე, რომ წარბიც არ შემიხრია, ისიც კი არ ვიცოდი, პირში ხემსის ჩადება მეღირსებოდა თუ არა, ახლა კი... ფული მიყვარს, დოუსონ, თავი ყოვლისშემძლე მგონია, როცა ხელში ტკიცინა დოლარები მიჭირავს... მუსიკა... ყვავილები... დახვეწილი სამოსი... თუმცა, როცა გავუბედურდი, დიდად არ მიდარდია, დავივიწყე უწინდელი ცხოვრება, მაშინაც ბედნიერი ვიყავი, ჩამოძონძილი და მშიერი შადრევნის ცეკვას ან ეტლების მისვლა-მოსვლას რომ ვადევნებდი თვალს, რადგან უკვე აღარაფრის იმედი მქონდა, არ ვფიქრობდი, რომ ღმერთი კვლავ გამოიმეტებდა ჩემთვის წყალობას... ახლა კი ვიცი, კიდევ მომეცა შანსი, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო და თორმეტი საათი ვეღარ მომოთმენია, დრო სასწაულად გაიწელა... ვინ იცის, რამდენი რამ შეიძლება დამემართოს, იქნებ დავბრმავდე ხვალამდე, ან, სულაც, გული გამისკდეს, იქნებ დღეს სამყაროს აღსასრულიც კი დადგეს...
აიდი ისევ ფეხზე წამოხტა აკანკალებული, მეზობელი სკამებიდან დანარჩენმა მაწანწალებმაც დაიწყეს ცქერა, ვალანსმა ხელმკლავი გამოსდო,სასეირნოდ წაიყვანა საბრალო და დამშვიდება სცადა. აიდი ცოტა დამშვიდდა, მაგრამ სთხოვა, ხვალამდე არ დამტოვოო.
ცარიელ მეხუთე ავენიუს გაუყვნენ, შემდეგ დასავლეთით ოცდამეათე ავენიუ გადაკვეთეს, იქიდან ბროდვეიზე გავიდნენ, ვალანსმა სულ ერთი წამი მოცდა თხოვა აიდის და სიბნელეში გაუჩინარდა, იქვე ნაცნობი სასტუმრო ეგულებოდა.
სასტუმროს ბარში ძველი ბარმენი, ჯიმი დახვდა, მან ჯერ არ იცოდა, რა გადახდა თავს მდიდარ კლიენტს და უწინდელი პატივით მიესალმა.
- ჯიმი, გარეთ მაწანწალა დგას, ძალიან მშიერია, ფული რომ მივცე, წავა და დალევს, თუ შეგიძლია, ორიოდე სენდვიჩი მომეცი, გავუტან.
- როგორც მიბრძანებთ, ბატონო ვალანს, მიუგო ბარმენმა და ქაღალდის ხელსახოცში გახვეული ორი ცალი უფასო სენდვიჩი გაატანა ძველ კლიენტს.
აიდი მორჩილად იდგა იქ, სადაც დატოვა, სენდვიჩების დანახვამ ძალიან გაახარა, მოშივებოდა, ჯერ ერთი აიღო, მაგრამ როცა კომპანიონმა მიუგო, არ მშია, მეორეც შენი იყოსო, საგულდაგულოდ შეინახა, მეტი არ მინდა, მეშინია, ზედმეტი არ მომივიდეს, არ მაწყინოსო, მიუგო გაოცებულს.
მოგვიანებით ორივენი პარკში დაბრუნდნენ, ღამე ძელსკამებზე უნდა გაეთიათ.
აიდი გამხიარულდა, ,,საწოლი” ახალ მეგობარს თავის გვერდით შეურჩია, თან დასძინა, აქ შუქი არ აღწევს და კარგად დაგეძინებაო, მერე კი შეპირდა, მემკვიდრეობას მივიღებ თუ არა, სამსახურს გაშოვნინებ, ძალიან დამეხმარე, შენ რომ არა, ხვალამდე ვერ მივაღწევდიო.
ვალანსს არ ეძინებოდა, კარგა ხანი უცქერდა ვარსკვლავებს, გრძნობდა, რომ ემოციებისგან დაიცალა, გათავისუფლდა შიშისგან, სინანულისგან, ტკივილის შეგრძნებისგან...ფიქრებში ჩაეფლო, გახსენდა თავისი უცნაური კომპანიონი და გაეცინა... ამასობაში განთიადიც მოახლოვდა, როგორც იქნა ჩაეძინა ხმელ, მოუხერხებელ ძელსკამზე...
დილით, ზუსტად ათ საათზე, ორივე მოსმართლე მიდის ოფისთან იდგნენ ენ სტრიტზე.
აიდი, რაც უფრო ახლოვდებოდა შესვლის დრო, მით უფრო იძაბებოდა, მალე უხმეს კიდეც, ორივემ ერთად შეაბიჯა კაბინეტში...
მოსამართლემ გაოცებით შეათვალიერა მოსულნი, პირველი, ვალანსი, ძველი ნაცნობი იყო, გააკვირვა მისმა დანახვამ მაწანწალასთან ერთად, მაგრამ არაფერი თქვა, მერე აიდის შეავლო თვალი და მიუგო:
- ბატონო აიდი, გუშინ მეორე წერილიც გამოგიგზავნეთ, არ მიგიღიათ? ბატონმა პაუდლინგმა ბოლო წამს გადაიფიქრა თქვენთვის მემკვიდრეობის დაბრუნება და მთხოვა მეცნობებინა, რომ მისი ნათესაობის იმედი აღარ გქონდეთ.
აიდიმ უცებ შეწყვიტა კანკალი, სახეზე ფერი დაუბრუნდა, ბეჭებში გასწორდა, ყბა წინ წამოეწია, თავიდან შელახული ქუდი მოიგლიჯა, ღრმად ამოისუნთქა და მწარედ ჩაიცინა: - გადაეცით ბებერ პაულდინგს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, მე არაფერი მიჭირს, როგორმე გავიტან თავს, შეტრიალდა და უკანმოუხედავად დატოვა მოსამართლის ოთახი მტკიცე ნაბიჯებით.
მოსამართლე მიდი ახლა ვალანსისკენ შებრუნდა და გაღიმებულმა მიუგო:
- რა კარგია რომ მოხვედი და შენი ძებნა არ დამჭირდა, ბიძაშენს სურს შინ დაბრუნდე, მეტად აღარ ბრაზობს, შეურიგდა არსებულ სიტუაციას, შენ ისევ მისი ...
აქ უკვე სიტყვა გაუწყდა მოსამართლეს, შეხედა ახალგაზრდას და თავის კლერკს უხმო…აღელვებულმა:
- ადამს, დროზე მოდით და ერთი ჭიქა წყალი წამოიღეთ, ბატონ ვალანსს გული წაუვიდა...
GVANCA
Nov 21 2008, 03:15 PM
red rose
chemi sikvaruli citeli vardia-totebze acvdili,
chemi sikvaruli simgeris hangia-nazi da xmatkbili
rac upro keklucob, rac upro lamazob, nazad imzirebi,
upro vidzirebi me shens sikvarulshi, upro vidzirebi.
manam mekvarebi, vidre dacxrebian dro-jamis karebi,
vidre zgva dashreba, vidre klde dadneba, manam mekvarebi,
sadac ar cavide cxovrebis gzebit da cxovrebis mrudebit,
gjerodes, koveltvis shen mekvarebi da shen dagibrundebi.
nisaba
Nov 21 2008, 09:08 PM
ციტატა(GVANCA @ Nov 21 2008, 03:15 PM)

red rose
chemi sikvaruli citeli vardia-totebze acvdili,
chemi sikvaruli simgeris hangia-nazi da xmatkbili
rac upro keklucob, rac upro lamazob, nazad imzirebi,
upro vidzirebi me shens sikvarulshi, upro vidzirebi.
manam mekvarebi, vidre dacxrebian dro-jamis karebi,
vidre zgva dashreba, vidre klde dadneba, manam mekvarebi,
sadac ar cavide cxovrebis gzebit da cxovrebis mrudebit,
gjerodes, koveltvis shen mekvarebi da shen dagibrundebi.
შენი თარგმანია?
PaNKveLa
Nov 22 2008, 05:48 PM
ჩემი რა მოგახსენოთ მაგრამ ბიძაჩემი იყო მაგარი მთარგმენელი უკრაინულიდან აქვს ძალიან ბევრი და საუნტერესო ნათარგმნები !!! ძალიან მაგარია თუ ვინმე ხართ მოტრფიალე უკრაინული ლიტერატურის შემეხმიანეთ და წიგნს გისაჩუქრებთ სხვათა შორის ჩეს წაკითხული აქვს მისი ლექსების კრებული !!!
GVANCA
Nov 26 2008, 09:29 PM
არა, ჩემი თარგმანი არაა სამწუხაროდ, მაგრამ მომწონს, ლამაზი თარგმანია
nisaba
Nov 26 2008, 10:23 PM
ციტატა(GVANCA @ Nov 26 2008, 09:29 PM)

არა, ჩემი თარგმანი არაა სამწუხაროდ, მაგრამ მომწონს, ლამაზი თარგმანია

ეგ ლექსი შემთხვევით დადე, თუ ჩემი ნათარგმნი ვერსიაც ნახე აქ?
GVANCA
Nov 27 2008, 11:48 PM
ნათარგმნი ვერსია ვნახე და ესეც შემოგთავაზე, ვიფიქრე, დაგაინტერესებდა
mendes masieli
Nov 28 2008, 08:59 AM
ციტატა
ეს ლექსი ადრე ვნახე რომელიღაც რუსულ საიტზე და მერე ჩვენთან დავდე.
იუზერმა ლინგვისტუსმა კი გამაოგნებლად მაგრად თარგმნა ქართულად.
Он был красив
Он был красив, как Элвис Пресли
Носил костюм и не курил
Он вел спокойный образ жизни
Помногу спал, почти не пил.
Он в чем-то темном не замечен
Он был хорош со всех сторон
Ну, и она его увидев
Воскликнула: «О, это он!»
«Да, я о нем всю жизнь мечтала
Да, я его всю жизнь ждала,
Мечтая темными ночами
И вот она – любовь пришла!»
Она пред зеркалом стояла
И подводила контур глаз
Несчастная, она не знала
Что он пассивный педераст
И к женщинам он равнодушен
И лишь мужчину он желал…
Мечтаний замок вновь разрушен
Погасли свечи, кончен бал…
ლამაზი იყო
ლამაზი იყო, ვით ელვის პრესლი,
კოსტუმი ეცვა, იყო ჯიგარი,
არ სვამდა, სულაც არ იყო თესლი
და არ იცოდა გემო სიგარის.
ქურდებს არ სცნობდა, არ ჰქონდა ვალი,
ტანადი იყო, როგორც ისარი
და ქალმაც მოჰკრა რა ყმაწვილს თვალი,
ამოიკვნესა: “ო, ეს ის არის!”
“დიახ, ის არის რომლის გულისთვის
მე შევინახე ნამუსი ჩემი.
დიახ, ამგვარი სიყვარულისთვის
მე მას ველოდი, ვით ნაპირს გემი!”
…სარკის წინ ჰქონდა ხელი გაწვდილი,
წამოსცდა უცებ: - “ვა, რა მასტია! -
და რა იცოდა ქალმა ყმაწვილი,
რომ პასიური პედერასტია?!
ქალი არ სურდა მას ქვეყანაზე,
არვინ უნდოდა კაცების გარდა.
ოცნების ყველა კარი დარაზეთ,
სპექტაკლი მორჩა, ეშვება ფარდა.
აუუ,მართლა კარგადაა ნათარგმნი...
და ვისია ეს ლექსი????
nisaba
Nov 29 2008, 10:04 AM
ციტატა(GVANCA @ Nov 27 2008, 11:48 PM)

ნათარგმნი ვერსია ვნახე და ესეც შემოგთავაზე, ვიფიქრე, დაგაინტერესებდა

გაიხარე
sibil
Dec 1 2008, 01:45 PM
ციტატა(nisaba @ Nov 13 2008, 08:51 PM)

აი, ამ თარგმანს კი სელინჯერის ყველა მოტრფიალეს ვუძღვნი, ,,ფრენი" მზადაა, იმედია, მალე ,,ზუის" დავაყენებ საშველს

პ.ს. ცოტა კიდევ დარედაქტირდება ეს საბოლოო სახის მიღებამდე, ოღონდ ,,ზუის" რომ მოვრჩები, მერე
http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=4719ოჰ,ფრიად სასიკეთო საქმე წამოგიწყიათ.

მე ორიგინალში მაქვს წაკითხული, და ქართულად აქამდე არის თარგმნილი, თუ თქვენ პირველი ხართ?
linguistuss
Dec 1 2008, 03:36 PM
mendes masieliარ ვიცი, ვერ ვიპოვე ინტერნეტში... ხალხურია
SOSO
Dec 1 2008, 03:36 PM
linguistussვერც მე ვიპოვე რუსულ გვერდებზე

ფორუმ.გეზე გდია და აქ
Matilda
Dec 1 2008, 08:12 PM
linguistussაუ ყოჩაღ

ძაან მაგარი თარგმანია, გავხალისდი
nisabaყველაფერი, ყველაფერი, ამრა ურაკპარაკზე რატომ აქვეყნებ?
nisaba
Dec 1 2008, 10:02 PM
ციტატა(sibil @ Dec 1 2008, 01:45 PM)

ციტატა(nisaba @ Nov 13 2008, 08:51 PM)

აი, ამ თარგმანს კი სელინჯერის ყველა მოტრფიალეს ვუძღვნი, ,,ფრენი" მზადაა, იმედია, მალე ,,ზუის" დავაყენებ საშველს

პ.ს. ცოტა კიდევ დარედაქტირდება ეს საბოლოო სახის მიღებამდე, ოღონდ ,,ზუის" რომ მოვრჩები, მერე
http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=4719ოჰ,ფრიად სასიკეთო საქმე წამოგიწყიათ.

მე ორიგინალში მაქვს წაკითხული, და ქართულად აქამდე არის თარგმნილი, თუ თქვენ პირველი ხართ?
ქართულად მხოლოდ ,,თAმაში ჭვავის ყანაში" და ,,ბანანათევზას ამინდია" თარგმნილი, რამდენადაც ვიცი...
მიხო მოსულიშვილმა მირჩია ,,ფრენი და ზუის" თარგმნა
აქვე,
matilda-საც ვუპასუხებ, რა ნაძრახია ,,ურაკპარაკი?":)
სწორედ იქ მიპოვა ბატონმა მიხომ...
თუმცა მანამდე ,,ლიტერატურულ პალიტრაში" მიქვეყნებდა შემთხვევით მიტანილ თარგმანებს...
Matilda
Dec 3 2008, 02:13 AM
nisabaციტატა
აქვე, matilda-საც ვუპასუხებ, რა ნაძრახია ,,ურაკპარაკი?":)
არ ვიცი, მე რაც ვნახე მანდ ისეთI ავტორები არიან რეიტინგულები და ისეთI სისტემაა, ლამის გული გამისკდა

ხოდა შენ ვერ მოგარგე იქაურობას
nisaba
Dec 3 2008, 09:47 PM
ციტატა(Matilda @ Dec 3 2008, 02:13 AM)

nisabaციტატა
აქვე, matilda-საც ვუპასუხებ, რა ნაძრახია ,,ურაკპარაკი?":)
არ ვიცი, მე რაც ვნახე მანდ ისეთI ავტორები არიან რეიტინგულები და ისეთI სისტემაა, ლამის გული გამისკდა

ხოდა შენ ვერ მოგარგე იქაურობას

სამაგიეროდ მე ვერ მნახავდი რეიტინგებში, ესეც საქმეა

ლიბ.გე-ზე ყველა თითქმის ყველა ჩემი თარგმანია განთავსებული

იმედია, იქაურობას მაინც მოვერგები ასე თუ ისე
N.L.O
Dec 3 2008, 10:22 PM
მონიტორიდან კითხვა მიჭირს
ეგ რუსულად მაქ იასნა წაკითხული
და მაგარია
მარა გძეტა პირველივე აბზაცში ახალგაზრდა ჭაბუკები რო არიან მგონი არ ვარგა ეგ,
ხანშიშესული ჭაბუკი არსებობს?
კი არ გეკიდები და რამე
პროსტა უზუსტობაა
ურაკპარაკი რას ნიშნავს?
ჯურასიპარკი გამახსენდა.
მაგარს ვკაიფოპბ მაგ ფილმზე.
მოვრჩი ვსო.
და რო არ გაოფდეს
მე კი არაფერი მითარგმნია
მარა
მოვიცლი და გაგაცნობY ქართულად შუკშინს
ან დავლატოვს.
ორივე მიყვარს.
Illegal Astronaut
Dec 3 2008, 11:15 PM
ციტატა
ქართულად მხოლოდ ,,თAმაში ჭვავის ყანაში" და ,,ბანანათევზას ამინდია" თარგმნილი, რამდენადაც ვიცი...
ვერ დაგეთანხმები.. გლასების ოჯახზე ყცველაფერია თარგმნილი... მე წამიკითხავს..

შემიძლია წიგნიც მოგიტანი საილუსტრაციოდ და გაჩვენო..
ginger
Dec 4 2008, 09:24 PM
† Lord Borgeze †გლასების ოჯახი ქართულად? მე რუსულადაც კი ვერ ვიპოვე

მათხოვე რა
Illegal Astronaut
Dec 4 2008, 09:26 PM
gingerკაი ბატობო... აქ არა მაქ... მარა გამოვაგზავნინებ..
ginger
Dec 4 2008, 09:29 PM
† Lord Borgeze †
მადლობა :*
nisaba
Dec 5 2008, 12:43 AM
† Lord Borgeze †
არ ვიცი, ხელნაწერი გაქვს?
საინტერესოა...
არ ვიცი, გამორიცხული არაფერია, მე მიხო მოსულიშვილმა მირჩია თარგმნა და არ არის ქართულად თარგმნილიო
nisaba
Dec 5 2008, 12:47 AM
ციტატა(N.L.O @ Dec 3 2008, 10:22 PM)

მონიტორიდან კითხვა მიჭირს
ეგ რუსულად მაქ იასნა წაკითხული
და მაგარია
მარა გძეტა პირველივე აბზაცში ახალგაზრდა ჭაბუკები რო არიან მგონი არ ვარგა ეგ,
ხანშიშესული ჭაბუკი არსებობს?
კი არ გეკიდები და რამე
პროსტა უზუსტობაა
ურაკპარაკი რას ნიშნავს?
ჯურასიპარკი გამახსენდა.
მაგარს ვკაიფოპბ მაგ ფილმზე.
მოვრჩი ვსო.
და რო არ გაოფდეს
მე კი არაფერი მითარგმნია
მარა
მოვიცლი და გაგაცნობY ქართულად შუკშინს
ან დავლატოვს.
ორივე მიყვარს.
ეგ საიტი მიხო მოსულიშვილის იდეაა, ,,ურაკპარაკიც" მის მოთხრობას ქვია და იმიტომაა საიტის სახელიც...
რაც შეეხება ზედა შენიშვნას, ეს თარგმანი დასამუშავებელია ჯერ, ასე ვთქვათ, შავი ნამუშევარია, ასე რომ, მსგავსი ლაფსუსი შეიძლება კიდევ შეგხვდეს
nisaba
Dec 5 2008, 12:51 AM
ციტატა(ginger @ Dec 4 2008, 09:24 PM)

† Lord Borgeze †გლასების ოჯახი ქართულად? მე რუსულადაც კი ვერ ვიპოვე

მათხოვე რა
რუსულად ლიბ.რუზეც კი არის ყველა მოთხრობა, არაა ძნელი საშოვნი
nisaba
Dec 5 2008, 08:46 PM
სანამ ავტო გელოდება
ოۥჰენრი
თარგმანი ინგლისურიდან - ნათია ჩუბინიძე
ზუსტად მწუხრის პირას, წყნარი პარკის ჩუმ კუთხეში, ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა. იგი ძელსკამზე ჩამოჯდა და წიგნის კითხვას შეუდგა, დრო ცოტა ჰქონდა, მალე ისევ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო.
ვიმეორებ: კაბა ნაცრისფერი ეცვა და თან საკმაოდ უბრალო, თუმცა სამოსი ვერ ნიღბავდა მის უზადო სტილს და ფორმებს. პირბადეს ფართე ნახვრეტები ჰქონდა და ჩალმისებურ ქუდქვეშ იყო დატანებული, ვუალის მიღმა კი მშვიდად და შეუცნობელი სილამაზით ანათებდნენ თვალები. გოგონა წინა დღესაც იმ ადგილას იჯდა, ზუსტად ამ დროს, იმის წინაც, და იყო ვიღაც, ვინც ეს კარგად უწყოდა.
ახალგაზრდა კაცი ქალიშვილის მახლობლად ტრიალებდა, საფარად კი დიდ ჩინურ კერპს იყენებდა, რომელის წინაც მსხვერპლშეწირვის შემდეგ დარჩენილი ფერფლი ეყარა. მალე მისი მონდომება ჯეროვნად დაფასდა, გოგონას გადაშლისას წიგნი თითებიდან გაუსხლტა და ძელსკამიდან მთელი იარდის მოშორებით დავარდა.
ახალგაზრდა უეცრად დააცხრა ნივთს და ისეთი მზერით დაუბრუნა პატრონს, რომელშიც იგრძნობოდა პარკებსა და საზოგადოებრივ ადგილებში დაბადებული გრძნობის სურნელი, ნარევი გალანტურობისა და იმედისა, შერბილებული პოლიციისადმი პატივისცემით. მან სასიამოვნო ხმით გარისკა თავისი აზრი გამოეთქვა ამინდის შესახებ (ეს ხომ აუცილებელი თემაა მთელს სამყაროში, ერთმანეთი რომ გავიცნოთ) და მოთმინებით ელოდა განაჩენის გამომტან მომენტს.
გოგონა დინჯი მზერით უცქერდა მის ჩვეულებრივ სამოსს და უბრალო გამომეტყველებას.
_შეგიძლიათ ჩამოჯდეთ, თუ სურვილი გაქვთ. თქვა მან რბილი კონტრალტოთი. წინააღმდეგი არა ვარ, ცუდი განათებაა და კითხვას საუბარი მირჩევნია.
ჩინური კერპის მსახური თავაზიანად ჩამოჯდა გოგონას გვერდით.
_ იცით? თქვენ ყველაზე განსაცვიფრებელი გოგონა ხართ მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში! გუშინ დაგინახეთ, ვერ შემნიშნეთ ჩემო ყვავილო? წარმოთქვა ბიჭმა გაცვეთილი ფრაზა, რომლითაც პარკის შეხვედრები იწყებოდა ხოლმე.
_ ვინც არ უნდა იყოთ, მიუგო გოგონამ ცივად, გახსოვდეთ, მე ლედი ვარ და თქვენს ნათქვამზე პასუხს არც გაგცემთ! მე მგონი მხოლოდ იმის ნება მოგეცით, ჩემს გვერდით ჩამომჯდარიყავით, ეს კი უფლებას არ გაძლევთ, თქვენი ყვავილი მიწოდოთ!
_ მაპატიეთ, შეცბა ჭაბუკი. მისი კმაყოფილი გამომეტყველება კი მორჩილი და თვინიერი მზერით შეიცვალა.
_ ჩემი ბრალია, სწორად ვერ შევარჩიე სათქმელი, იცით, ბევრი გოგონა პარკში... მაგრამ...
_ თემა შევცვალოთ, გეთაყვა, მესმის თქვენი. მოდი იმ ხალხზე მომითხრეთ რამე აქ რომ დადიან, ამ ბილიკზე დააბიჯებან, სად მიდიან? რატომ ეჩქარებათ მუდმივად სადღაც? ბედნიერები არიან? შეაწყვეტინა გოგონამ.
ახალგაზრდა მამაკაცმა იგრძნო, ქალი ეკეკლუცებოდა. მისი ჯერი იყო, მაგრამ აღარ იცოდა რა ექნა, ვერ მიხვდა, რა როლი ერგო.
_ საინტერესოა მათი ცქერა,. ბევრი იწვის სურვილით, იცოდეს მათი ისტორიები, უპასუხა მან, შეძლებისდაგვარად, გოგონას ხასიათის გათვალისწინებით.
_ მე კი ეგ სურვილი არც გამჩენია, აქ მხოლოდ იმიტომ მოვდივარ, რომ ხალხში მსურს ტრიალი. ისეთ საზოგადოებას ვეკუთვნი, სადაც არ იგრძნობა მასის მაჯისცემა. მიმიხვდით ბატონო. . . ?
_ ჩემი გვარი პარკენსტაკერია, დაამატა ახალგაზრდამ, ის უკვე იმედმიცემული და გახალისებული ჩანდა.
_ არა, თქვენ ალბათ მაინც მიცანით, ნაზად გაიღიმა გოგონამ, თქვენ მე უცებ მიცანით. ძნელია დაფარო საკუთარი ვინაობა, ან საკუთარი სახე... ეს პირბადე და ჩემი მოახლის ქუდი მეგონა ინკოგნიტოდ მაქცევდა, მაგრამ თქვენ როგორც ჩანს ჩემი მძღოლიც შეამჩნიეთ... მართალი გითხრათ, სულ ხუთი-ექვსი გვარია, არისტოკრატიის სათავეში და დაბადებიდან მეც მათგან ერთ-ერთი მერგო, გესმით ბატონო სტაკენპოტ?
_ პარკენსტაკერ. მოკრძალებით შეუსწორა ჭაბუკმა.
_ ბატონო პარკენსტაკერ, მე უბრალოდ მსურდა ერთ უბრალო მამაკაცთან მესაუბრა, ბუნებრივ ადამიანთან, რომელიც ჯერ არ შეურყვნია დიდებულებას და სიმდიდრეს, სოციალურ უპირატესობას. იცით როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი? სულ ფული, ფული, ფული! და მამაკაცები ჩემს ირგვლივ... ისინი მარიონეტებივით ცეკვავენ, ყველა ერთ თარგზეა გამოჭრილი, ყელში ამომივიდა მთელი ეს ფუფუნება, ძვირფასეულობა, მოგზაურობა, სიამოვნება...
_ მე კი ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფული კარგი რამაა. _ ყოყმანით წამოიწყო ახალგაზრდამ.
_ სასურველია, ადამიანი შეძლებული იყო, მაგრამ როცა მილიონების მფლობელი ხარ, ძალიან მოსაწყენია.ზიზღით და სასოწარკვეთით წარმოთქვა ქალმა და გააგრძელა:
_ მოსაბეზრებელია მძღოლები, სადილები, სპექტაკლები, მეჯლისები, ვახშმები მდიდრების მოსაწყენ გარემოცვაში. ზოგჯერ შამპანურის ბოკალში ჩაგდებულ ყინულის ნატეხსაც კი სიგიჟემდე მივყავარ ხოლმე.
ბატონი პარკენსტაკერი დიდი ინტერესით უსმენდა უცნაურ მოსაუბრეს:
_ მე ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდა ელიტა. ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, სნობი ვარ, მაგრამ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ალბათ ჯობს შამპანურის ბოთლი იყოს ცივი, ვიდრე ყინულის ნატეხით გააცივო, მახვილგონივრულად დაამატა მან.
გოგონამ გულიანად გაიცინა, მისი სიცილი საოცრად მელოდიური იყო.
_ იცით? შემწყნარებლური ტონით განაგრძო გოგონამ, ჩვენი კლასის ერთობა სულელური სიახლეებით. ყინულის შამპანურიან ჭიქაში ჩაყრა ახალი ახირებაა. იდეა კი უალდორფებთან სადილზე მობრძანებულ თათრების პრინცს ეკუთვნის. მეორე ახირება მედისონ ავენიუზე, მორიგ სადილზე იშვა, ამჯერად თითოეულ სტუმარს თეფშის გვერდით მწვანე ფერის ბავშვის ხელთათმანი დაურიგეს, რათა ჩაეცვათ და მისი მეშვეობით მიერთვათ ზეთისხილი.
_ იცით, ეს განსაკუთრებული ახირებები უბრალო ხალხამდე არც კი აღწევს და მხოლოდ თქვენს მაღალ საზოგადოებაში რჩება; უპასუხა ჭაბუკმა.
_ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ალბათ თუ ვინმეს შევიყვარებ, ის აუცილებლად დაბალ სოციალურ ფენას უნდა ეკუთვნოდეს. ამჟამად ორი თაყვანისმცემელი მყავს: პირველი გერმანიის გრანდ ჰერცოგია, მაგრამ, თუ არ ვცდები, ცოლი ჰყავს, ან Hყავდა. რომელიც სიგიჟემდე მიიყვანა თავისი ბოროტებითა და თავაშვებულობით, მეორე კი ინგლისელი მარკიზია, მაგრამ ისეთი ცივი და ხარბი, რომ მას ისევ ულმობელი და სასტიკი ჰერცოგი მირჩევნია... ღმერთო ჩემო, ნეტავ თქვენ ამას რატომ გიყვებით ბატონო პაკენსტაკერ?
_ პარკენსტაკერ! ამოიოხრა ახალგაზრდამ. _ თქვენ ალბათ მიხვდით როგორ ვაფასებ თქვენს მიერ გამოცხადებულ ნდობას.
გოგონამ მადლიერებით აღსავსე მზერა ესროლა მოსაუბრეს და კითხა:
_ რას საქმიანობთ ბატონო პარკენსტაკერ?
ისეთს არაფერს, მაგრამ მინდა ნელ-ნელა წინ წავიწიო. ნამდვილად შეძლებდით უბრალო მამაკაცის შეყვარებას?
_ აბა რა, მაგრამ მე ვთქვი, ალბათ მეთქი. ხომ გითხარით, უკვე მყავს ორი თაყვანისმცემელი. თანაც, სულ უსაქმურთანაც არ მსურს, ურთიერთობა მქონდეს.
_ მაგრამ მე ხომ ვმუშაობ რესტორანში! განაწყენდა ჭაბუკი
_ ოფიციანტი ხართ? გოგონას გაეღიმა. _ ოღონდ ეგ არა! შრომა დასაფასებელია, მაგრამ როცა სხვას ემსახურები...…
_ არა, მოლარე ვარ სწორედნიმ რესტორანში, რომლის განათებული აბრაც კარგად მოსჩანს აქედან.
გოგონამ სამაჯურზე დამაგრებულ პაწაწინა საათს დახედა, (სამკაული მდიდრული დიზაინით გამოირჩეოდა და ქალის მარცხენა ხელს ამკობდა), როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ საკმაოდ გვიანი იყო, შეშფოთებული წამოხტა ადგილიდან და სცადა, წიგნი ხელჩანთაში ჩაეჩურთა, მაგრამ ის საკმაოდ პატარა იყო საამისოდ.
_ სამსახურში რატომ არ ხართ? ჰკითხა ვაჟს უეცრად.
_ ღამის ცვლაში ვარ და მუშაობა ერთ საათში უნდა დავიწყო, მიუგო ახალგაზრდამ, _ იმედია ერთმანეთს ისევ ვნახავთ, არა?
_ არ ვიცი, ალბათ, ისე შეიძლება აღარც კი გამომიწიოს გულმა ამ მხარეს, წინასწარ ვერეფერს გეტყვი, ახლა კი უნდა გავიქცე, სადილზე ვარ მიწვეული და მეჩქარება. ალბათ შენიშნეთ, შემოსასვლელში ავტომობილი მელოდება, თეთრი ფერის.
_ და წითელი საჭით? გაოცებით აზიდა წარბები ვაჟმა.
_ დიახ, მე ყოველთვის ამ მანქანით დავდივარ. პიერი, ჩემი მძღოლი, კი აქ მელოდება ხოლმე. მას უნივერმაგში ვგონივარ, პარკის გადაღმა. წარმოგიდგენიათ?! ჩვენს მძღოლებსაც კი უნდა გავუწიოთ ანგარიში! – ღამე მშვიდობისა!
_ ახლა ხომ ბნელა, პარკი კი ბოროტი ხალხითაა სავსე, შეიძლება გაგაცილოთ? შესთავაზა ბატონმა პარკენსტაკერმა.
_ თუ ოდნავ მაინც მცემთ პატივს, მტკიცედ წარმოთქვა გოგონამ, ათი წუთი მაინც დარჩით პარკში, ამ ძელსკამთან. მანქანა ხშირად მისი მეპატრონის ავტოგრაფია, უნდობლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ მინდა, ასე გაგიშინაურდეთ. აბა, ნახვამდის!
გოგონა სწრაფად და მოხდენილად მიიმალა სიბნელეში. ახალგაზრდა უცქერდა მის მოხდენილ სილუეტს, სანამ პარკის კიდემდე, ქვაფენილამდე არ მიაღწია დ აიმ კუთხეში არ მიიმალა, სადაც, სავარაუდოდ, ავტო ელოდა. გაბრაზებული პარკენსტაკერი აჩქარებით მოჰყვა პარკის ხეებს შორის სიარულს, თან მხედველობის არედან არ უშვებდა იდუმალ ქალბატონს.
მოხდენილმა ლედიმ ქუჩის კუთხეს მიაღწია და ისე შებრუნდა, რომ ჩანდა, ავტომობილისკენ გაიხედა. შემდეგ კი გვერდით ჩაუარა და ისევ გაუყვა ქუჩას.
ჭაბუკი იქვე მდგარ შავ ტაქსისი მიეფარა და თვალთვალი განაგრძო. გოგონა ტროტუარზე მიაბიჯებდა ქუჩის მეორე მხარეს, შემდეგ დამფრთხალი მზერით მიმოიხედა ირგვლივ და რესტორანში შეირბინა. საკმაოდ იაფფასიანი დაწესებულება ჩანდა, შემინული იყო და წყნარად, უჩუმრად შეგეძლო გესადილა.
გავიდა რამდენიმე წუთი და ნაცნობი სახე ისევ შეიშნა ახალგაზრდამ, მხოლოდ ამჯერად შლიაპისა და ვუალის გარეშე.
მოლარის მაგიდა რესტორნის წინა მხარეს იდგა. წითურთმიანი მოლარე ნელა წამოდგა ადგილიდან, საათს შეხედა და ადგილი ნაცრისფერ კაბაში გამოწყობილ შემცვლელს დაუთმო.
პარკენსტაკერმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელა, ფეხით გაუყვა ტროტუარს. უეცრად ფეხი პატარა, ქაღალდშემოკრულ წიგნს წამოკრა, რომელიც ტროტუარის კიდეზე ამოზრდილ ბალახში ეგდო. ფერადი ყდით სწორედ ის წიგნი ამოიცნო, რომელსაც მისი იდუმალი ნაცნობი კითხულობდა პარკში. ფრთხილად აიღო ნივთი, ყდაზე დახედა და ამოიკითხა: სტივენსონი, ,,ახალი არაბული ზღაპრები”. წიგნი ისევ იქვე დააგდო, ბალახებში, ერთი წამით შეყოყმანდა მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქვე მდგარ, თეთრ, წითელ საჭიან ავტომობილს მიუახლოვდა, ჩაჯდა და თავის მძღოლს ორად ორი სიტყვა უთხრა:
_ კლუბისაკენ, ჰენრი.
ginger
Dec 5 2008, 08:55 PM
nisaba
ძალიან მომეწონა სელინჯერი... დიდი მადლობა თარგმნისთვის! იმედია კიდევ თარგმი !
nisaba
Dec 5 2008, 09:11 PM
ციტატა(ginger @ Dec 5 2008, 08:55 PM)

nisaba
ძალიან მომეწონა სელინჯერი... დიდი მადლობა თარგმნისთვის! იმედია კიდევ თარგმი !
დიდი მადლობა

დრო მაქვს ცოტა და არ მიყვარს ზერელედ საქმის კეთება, ასე, რომ დრო დამჭირდება, თორემ ზუი უკვე დაწყებული მაქვს
ginger
Dec 5 2008, 09:14 PM
nisabaსულმოუთმენლად ველი
AVaLON
Dec 5 2008, 09:35 PM
ადიუს_ პიერო ჩამპი.. კოშკას.
2008.01.18
------------------------------------------------
ამ კაცის ლექსები ითარგმნება ზაზა კოშკაძისთვის..
-----------------
შენი ბრწყინვალება გრილია,
როცა საღამოს
შემოდიხარ შუშის კარიდან.......
ძალიან მაკლიხარ
შენი არყოფნა ალყაა
მიიღე ზავი
საბოლოო თავდასხმამდე
იცოდე გული გაჩერდა
მე ის გზაზე დამივარდა
გდია წითლად
და მას ჭამს კატა
ადამიანი გრილია...
მაგრამ მე?... არაა!!...
სხვები.. ამიტომაც..
არ გინდა ჩემთან?..არაა?!!..
მაშინ წადი ტრაკში,წადი ტრაკში...
ორმოცი წელია მინდა გითხრა:
წადი ტრაკში
შენ დაშენი გულის მესაიდუმლეები
წადით ტრაკში
როგორ, საუკუნეა მიყვარხარ!!!...
და შენ ამბობ
წადი ტრაკში
იცი რა საყვარელო..
რა და წადი ტრაკში!!!...
შენ ინტელექტუალები და მეკობრეები
წადით ტრაკში!!!!
წადი ტრაკში... არაფერია სათქმელი..
იციი... კაი ტრაკი გაქვს
და შენ მას საფლავში წაიღებ??!!...
რატომ ვარ ასეთი ლამაზი, მშვენიერი?..
და სად მიდიხარ??? წადი ტრაკში!!!
და ნუ იცინი! უზრდელობაა,აღზრდა გაკლია...
მოიტანე სკამი და წადი.....
gerda
Dec 6 2008, 11:33 AM
nisabaძალიან მომეწონა. შესანიშნავი თარგმანია
nisaba
Dec 6 2008, 11:19 PM
gerdaდიდი მადლობა