okicha
Aug 6 2008, 08:44 PM
თემას გავხსნი რიჰარდ ვაგნერის სიტყვებით: "ხელოვნება იწყება იქ სადაც მთავრდება ცხოვრება"
დადეთ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრები უცხოელების, ქართველების ...
პირველად სჰემოგთავაზებთ კლოდ მონეს " შთაბეჭდილება. ამომავალი მზე. " ნახატი რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდა ტერმინი იმპრესიონიზმი
okicha
Aug 6 2008, 08:45 PM
დადეთ ასევე თქვენი ნამუშევრები თუ ვინმე ხატავს
Psycho
Aug 6 2008, 08:49 PM
დალი! დალი! დალი! დალი!

სიურრეალიზმი! სიურრეალიზმი! სიურრეალიზმი! სიურრეალიზმი!
ტერმინი
სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის გიიომ აპოლინერს, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა. სწორედ მის საპატივცემულოდ აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. 1919 წელს მათ შეუერთდათ არაგონი და პოლ ელუარი.
ესეც ჩემი უსაყვარლესი ქმნილება: "მეხსიერების მდგრადობა"

დალი, 1931 წ.
diletanti
Aug 6 2008, 08:49 PM
ანა ხატავს როგორც ვიცი და გორდა, არცერთი არაა ახლა თბილისში
okicha
Aug 6 2008, 08:50 PM
ხელოვნების ნაწარმოები, - მისი შემქმნელის მეორე სხეულია.
სურათი მხატვრის მეორე სხეულია და გარდაცვალების შემდგომ მხატვარი აღდგება იმ გარემოში, რასაც ის ხატავს; ქაფტობრივად, აღდგება იმ სხეულში, რომელსაც თავისი მხატვრობით ქმნიდა.
ასევე ამ სურათებში, ამ გარემოში აღდგებიან ისინი, რომელნიც განიცდიან და გრძნებენ ამ ნამუშევრებს.
ამიტომ დიდ ნაწარმოებებში არამარტო მხატვართა პიროვნებები აღიხილავენ სულიერ თვალს, არამედ - თაობები და, ზოგადად, კაცობრიობაც კი.
კაცობრიობა აღდგება თავისსავე შედევრებში.
კაცობრიობა შედევრებში ნახულობს ახალი სიცოცხლით აღვსილ სხეულს, რომელიც არ ემორჩილება ლპობას და დაშლას, - ეს მარადიული სხეულია
okicha
Aug 6 2008, 08:51 PM
Julien სურეალიზმი ჩემთვის მკვდარი თემაა და ვერ ვიტან დალის ყველაზე მეტად
Psycho
Aug 6 2008, 08:52 PM
okichaსიურრეალიზმი მკვდარი??

ყველაზე ღია, ფართო და თავისუფალი მიმდინარეობაა!
საყვარელი მიმდინარეობა და მხატვარი ვინა არის?
okicha
Aug 6 2008, 08:55 PM
ჩემთვის არის მეთქი მკვდარი სურეალიზმი . ზერეალობა არ არსებობს და არარსებულის გამოხატვა მაინცდამაინც რთული საქმე არაა. ბევრად უფრო რთულია თუნდან ადამიანის თვალებსჰი ემოცია ჩადო ვიდრე დალის მთელი შემოქმედება. მე იმპრესიონიზმი მიყვარს ბევრი ნაკლის მიუხედავად. ეხსპრესინიზმიც. აბსტრაქციაში კანდინსკი ...
Psycho
Aug 6 2008, 11:00 PM
okichaციტატა
არარსებულის გამოხატვა მაინცდამაინც რთული საქმე არაა.
წარმოდგენა, და ამის შემდეგ ტილოზე გადმოტანაა საქმე.
იმპრესიონიზმს არანაირად არ ვაკნინებ და მომწონს კიდევაც, მაგრამ ჩემი პიროვნება სიურრეალიზმთან უფრო ახლოსაა..
მაგრიტი "rene le blanc"
okicha
Aug 6 2008, 11:01 PM
ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვარი გია ბუღაძე : ( ცოტა ცუდი ფოტოა )
okicha
Aug 6 2008, 11:03 PM
Julien შენ წარმოიდგინე მხატვრისტვის მაგის წარმოდგენა არაფერი არაა. თუ მაგდენიც არ შეგიძლია მაშინ რაღა მხატვარი ხარ . მარგრიტი ფერის თვალსაზრისით ვაფშე არაფერია არც დალი. მარგრიტს შედარებით იდეინი ნახატები აქვს.
ადრე მეც მომწონდა სურეალიზმი ეხლა ვერ ვიტან

ტან ეგ ყველაფერი უარყოფით ემოციას იწვევს რაც მთავარია
latata
Aug 6 2008, 11:06 PM
დალის რამდენიმე მომწონს ძალიან ...
okicha
Aug 6 2008, 11:10 PM
ეს ჩემი ნახატის ფრაგმენტია აკვარელი... მეტი არ მაქვს კომპსჰი მერე გადავიღEბ და დავდებ

latata
Aug 6 2008, 11:25 PM
ხატვის პროცესის ყურება მიყვარს "საშინლად" (მეტი სიტყვა ვერ მოვძებნე უკეთესად ასახსნელად)

აი ეს მოუხდება ჩვენ ფორუმს


"პატარა ბუ" შესრულებულია ზეთის საღებავით ხეზე.
ავტორი ლაშა სულაკაური
okicha
Aug 6 2008, 11:27 PM
აი შედევრი. ვან გოგი "ღია კაფე ღამით"
okicha
Aug 6 2008, 11:32 PM
მე დიდად არ მიყვარს კლასიკური მხატვრობა მარა კლასიკიდან ყველაზე მეტად ამას ვაფასებ იან ვერმეერი- "გოგონა მარგალიტის საყურით"
latata
Aug 6 2008, 11:33 PM
ფიროსმანი

აი ესეც "ფიროსმანის სიკვდილი" ბერძენიშვილის..
Psycho
Aug 6 2008, 11:41 PM

დალი, "The Great Masturbator", 1929 წ.
okicha
Aug 6 2008, 11:42 PM
ეს აბსტრაქციის მამა ვასილი კანდინსკი
okicha
Aug 6 2008, 11:44 PM
ეს ნახატი ძაან მიყვარს კანდინსკისი. ცოტა ბსვშვურია მარა მაგარია. თან აქ აბსტრაქცია ნაკლებადაა უფრო ექსპრესიონიზმია
okicha
Aug 6 2008, 11:46 PM
ესეც კლიმტი

ჩემთვის გაურკვეველი მიმდინარეობა
okicha
Aug 6 2008, 11:52 PM
ეს ალფრედ სისლი (ომპრესიონიზმი)
okicha
Aug 7 2008, 12:07 AM
ესეც გია ბუღაძე სერიიდან "ძველი თბილისის ხედები "
okicha
Aug 7 2008, 12:11 AM
ეს რადიშ თორდია ძველი თაობის წარმომადგენელი. ისე ქართველი მხატვრები ძნელად არის ნეტში.....
okicha
Aug 7 2008, 12:15 AM
გიგო გაბაშვილი რომელიც მილიონ რაგაცად გაიყიდა... არ მახსოვს ზუსტად
Psycho
Aug 7 2008, 12:17 AM
okichaციტატა
კი ეგ ? იცნობ ?
როგორ არა

ლონდონში იყო ხო ეხლახანს?

Dali. Hyperxiological Sky
okicha
Aug 7 2008, 12:21 AM
ეს ერნსტ ლუდვიგ კირხნერი გერმანული ექსპრესიონიზმის მამა
okicha
Aug 7 2008, 12:22 AM
პოლ სეზანი ნატურმორტების ღმერთი "ალუბლები"
latata
Aug 7 2008, 12:22 AM
Vincent van Gogh painted The Starry Night
from his hospital room.
okicha
Aug 7 2008, 12:29 AM
ანრი მატისი.აქამდე როგორ არ დავდე ჩემი თავის მიკვირს.
Psycho
Aug 7 2008, 12:45 AM
okichaპირადად შენთვის მაქს ერნსტი

Psycho
Aug 7 2008, 12:52 AM
okicha
XIX საუკუნის კატალონიელი სიურრეალისტი, ჟოან (ხუან) მირო
latata
Aug 7 2008, 12:59 AM

ბოტიჩელის გარეშე იტალიური რენესენსი საერთოდ წარმოუდგენელია..
ეგ არის მაღალი რენესანსი, თუნდაც წმინდა ქრონოლოგიურად (ჩინკვეჩენტოა)...
რეალობისგან განსხვავებულია, არც უნდა იყოს ნახატი ისეთი სრულყოფილი როგორც რეალობა..
(ჩემი აზრით, რათქმაუნდა)
Psycho
Aug 7 2008, 01:01 AM
okichaციტატა
მირო მე20 საუკუნეა
მართალია, XIX რამ დამაწერინა..
okicha
Aug 7 2008, 01:06 AM
latataგეთანხმები

მაგრამ სხვებთან არის. იმდენად ზედმიწევნით ხატავდნენ რო ბუნებრიობა იკარგებოდა
Psycho
Aug 7 2008, 01:10 AM
okichaმკიდია

ესეც სალვადორ დალი "პოლ ელუარის პორტრეტი"

okicha
Aug 7 2008, 01:13 AM
ედუარდ მანე - "ოლიმპია"

ნახატი რომელმაც რევოლუცია მოახდინა ფერწერაში და დასაბამი დაუდო შემდგომ განვითარებას(პირველ რიგში იმპრესიონისტების)
latata
Aug 7 2008, 01:15 AM
Kandinsky, Wassily

ოთხი თეთრად შეღებილი კედელი და ეს, არანაირი სხვა სურათი...
სხვანაირად ვერ აღიქვამ (უფრო სწორად, უკეთესად აღიქვამ ესე)
okicha
Aug 7 2008, 01:16 AM
რენუარი. დიდად არ ვგიჯდები მარა იყოს მაინც
SmoK1e
Aug 7 2008, 01:19 AM

აი ხელოვნება

რენესანსი ეპოქის მზატვრები ყველაფერში პირველები არიან ნუ შემედავებით
SmoK1e
Aug 7 2008, 01:26 AM

ნუ კომენტარიც ზედმეტია მგონი

ქალი სიასამურით (ჩეჩილია გალერანი) ეს ნახატა განსაკუთრებით მომწონს.....
SmoK1e
Aug 7 2008, 01:29 AM

ნუ აღარ ვიცი რა ვთქვა.....გავაგრძელო????