დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: მხატვრობა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20
okicha
გოგენი
okicha
და ვინჩის ამ ნახატს ვაღიარებ
SmoK1e

ეს ბოლოა შეგეშვებით.პროსტა ამის გარეშე არ შემეძლო გასვლა
okicha
ჯექსონ პოლოკი. თანამედროვე ამერიკელი მხატვარი.(მიმდინარეობა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი)
მისი ნახატი არის მსოფლიუში ყველაზე ძვირად გაყიდული რაც კი ოდესმე გაყიდულა.ვიღაც იდიოტმა(ჩემი აზრით) მემგონი ამ ნახატში(ან ამდაგვარში) 140 მილიონი გადაიხადა.


შეაფასეთ
okicha
პოლ გოგენი თავისი ცნობილი ტაიტელი ქალებით


okicha
პოლ გოგენმა 1889 წელს შექმნა 3 სურათი "ყვითელი ქრისტე", "იაკობის შერკინება ღმერთთან" და "მშვენიერი ანჟელა".
ეს ნახატები გასცილდა რეალიზმის ფარგლებს და დასაბამი დაუდო ახალ მიმდინარეობას მხატვრობაში სიმბოლიზმს.

გოგენი არ ცდილობს ასახოს რეალური ქრისტე არამედ ის გვიჩვენებს ბრეტონელი გლეხების დამოკიდებულებას რელიგიისადმი.
okicha
სიმბოლიზმი (ფრანგ. symbolisme), მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში.სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმს არ გააჩნდა ჩამოყალიბებული სახე. მის წარმომადგენლებს არ აერთიანებდათ არც საერთო თეორიული პროგრამა, არც სტილური ნიშნები. საწყის ეტაპზე სიმბოლიზმს სახვით ხელოვნებაში ჰქონდა ტენდენცია ნაწარმოების სიუჟეტი დაეტვირთა რამდენიმე მნიშვნელობით, ალეგორიებითა და მისტიური სიმბოლოებით.

ფერნანდ კნოპფი
okicha
ფელიცინ როპსი(ბელგია, სიმბოლიზმი)
okicha
კარლოს შვაბი-"მესაფლავის სიკვდილი"

"მესაფლავის სიკვდილი" - სიმბოლისტური მოტივების ვიზუალური გამოხატულებაა. სიკვდილისა და ანგელოზთა პერსონიფიკაცია, ქათქათა თოვლი და სახეთა დრამატული პოზები - ყოველივე ეს გამოხატავს სიმბოლისტურ მისწრაფებას ტრანსფიგურაციისკენ "სადმე, ამ სამყაროს იქით".
evia
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად[img]

ეს ნახატი ეკუთვნის რენესანსის მამად წოდებულ ტომაზო მაზაჩოს (1401-1428); მან მხოლოდ 27 წელი იცოცხლა, თუმცა არაერთი შედევრი დატოვა. ეს ერთ-ერთია მის ნამუშევართაგან. მოკლედ დავწერ ნახატის ღირსებებს:
მაზაჩო მონუმენტალისტი მხატვარია, მაზაჩოს ადამი და ევა დგანან, წონა აქვთ. სხეულები აგებულია (სწორედ აგების გამო ითვლება მაზაჩო რენესანსის მამად); ყურადღება მიაქციეთ ადამის ჟესტსა და ევას მიმიკას (ექსპრესიის ელემენტები); ადამის ქუსლი, რომელიც ჯერ კიდევ სამოთხის კარშია, მოძრაობის პროცესზე მიგვანიშნებს, გვაქვს შუქ-ჩრდილის განცდაც. საბოლოოდ, ცისფერ სადა ფონზე მაზაჩოს ნამუშევარი დრამატულად წარმოგვიდგება.
okicha
ექსპრესიონიზმი, ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში და განვითარდა ხელოვნების ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მხატვრობა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, არქიტექტურა და სხვ.

ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ექსპრესიონისტული ნაწარმოებები ხშირად წარმოაჩენენ ფსიქოანალიტიკურ სიმბოლოებს.

XX საუკუნის დასაწყისში ეს მიმდინარეობა, რომელმაც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა. ხშირად ექსპრესიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.
okicha
ედუარდ მუნკი-"კივილი"
okicha
ფრანზ მარკი - ყვითელი ძროხა

okicha
ოტო დიქსი(მისი გამოფენა ეხლახანს იყო თბილისში)
okicha
ერნსტ ლუდვიგ კირხნრერი(ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი მამა)
okicha
როლფ ნეში
evia
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გთავაზობთ ჩრდილოური რენესანსის წარმომადგენელთაგან ერთ-ერთს: იან ვან ეიკს;
მან და მისმა ძმამ, ჰუბერტმა პირველებმა გამოიყენეს ზეთის საღებავები, რამაც მდიდარი ფერთა გამის მიღების შესაძლებლობა მისცა smile.gif ამაში შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ smile.gif
latata
ციტატა(okicha @ Aug 8 2008, 01:30 AM) *
evia
პედაგოგები რა შუაშია biggrin.gif ეს ჩემი აზრია. შეიძლება იცოდე რა არის კარგო პოეზია ან მხტვრობა მარა მხატვრის ემოციის და აღმაფრენის წაკითხვა ცოტა სხვა საქმეა. თან როცა ფერს და მის თვისებებს არ იცნობ კარგად ძნელია მის მისტიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვებზე ისაუბრო. აქედან გამომდინარე ძნელია ნახატის შინაარსის და ქვეტექსტის წაკიტხვა









Kamachi Yamada - იაპონელი ბიჭი, რომელიც ელექტროშოკით 17 წლის ასაკში დაიღუპა.
1000-მდე ნახატი დატოვა..
მე მომეწონა..
არ ვიცოდი :|
okicha
evia
კი მარა ხელოვნებათმცოდნეები ხშირად არასწორად აპიარებენ ვიღაც ვიღაცეებს. ანუ ვინც თვითონ აწყობთ. არა მგონია კანდინსკიზე უკეთესად ერტად აღებულმა ყველა ხელოვნებათცოდნემ შეაფასოს ნახატი.
okicha
okicha
evia
ხელოვნებათმცოდნეების გაპიარებულია იმპრესიონისტები და თუნდაც ტანამედროვე ამერიკელი მხატვრები რომლებიც მილიონებათ იყიდება. თუმცაღა ჩვენი ქართული მხატვრობა რეალურად არცერთს არ ჩამოუვარდება და საკმაოდ თვითმყოფადია და ხშირ შემთხვევაში ბევრად ოფრო შინაარსობრივად დატვირთული ვიდრე ევროპული. მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. ტრაფარეტული შეფასებები მხატვრობაზე არავის არ სჭირდება.
okicha
evia
в царстве красок абсолютно зеленый цвет играет роль, подобную роли буржуазии в человеческом мире - это неподвижный, самодовольный, ограниченный во всех направлениях элемент. Зеленый цвет похож на толстую, одень здоровую" неподвижно лежащую корову, которая способна только жевать жвачку и смотреть на мир глупыми, тупыми глазами. Зеленый цвет есть основная летняя краска, когда природа преодолела весну - время бури и натиска - и погрузилась в самодовольный покой.
ესეთ რამეს თუ ხელოვნებათმცოდნე დაწერს ....
dorian grey
okicha
ისე მაინტერესებს რატომ არ გიყვარს ხელოვნებათმცოდნეები?
ნუ მაგალითისთვის მოვიყვან ასეთ რაღაცას, არის ქართველი მხატვარი შალვა მატუაშვილი, რომლის ნახატები მართალი გითხრა დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ როდესაც წავიკითხე, ხელოვნებათმცოდნის სტატია ამ მხატვარზე, უკეთ დავაკვირდი და ბევრი ისეთი რამ დავინახე, რასაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, ანუ უხეშად რომ ვთქვათ ხელოვნებათმცოდნეს, არახელოვნებათმცოდნესთან შედარებით რიგი ნიუანსების დანახვა და შეფასება შეუძლია.


ART TAMUNA
მაგრიტის შემოქმედებაში თანამედროვე პრობლემური ველის მთავარი ნიშანი ყველაზე ადრე იკვეთება: ოპოზიციებს შორის საზღვრების მოშლა და განსხვავებულთა დაახლოები დისკურსი...

მაგრიტისეული პრობლემათა ჩამონათვალია:
ინტერესი დაფარულის და საიდუმლო ფენომენის მიმართ. სურათი სურათშI, ანუ მეტასასურათე რეფლექსიები, საგნის გადიდება სხვა საგანში, თეორია ფანჯრისა და სხვა საგანთა შესახებ, ორმაგი კოდირება, და სხვა......

მაგრიტს არაფერი აქვს საერთო ფანტასტიკასთან, მისი საგანი მხოლოდ წინააღმდეგობა და აბსურდია... სწორედ ესაა რასაც იგი სიურეალიზმიდან გადაყავს თანამედროვე კონცეპტუალიზმში....

smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
ART TAMUNA
"მაცდუნებელი სახეები"... ჩემი აზრით, რენე მაგრიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი.
დახატულია თითქოს და ჩვენთვის ნაცნობი ჩიბუხი, არა და ქვევით წარწერაა : "ეს არაა ჩიბუხი". საქმე გვაქვს სემანტიკასთან, როდესაც ავტორი გვეუბნება, რომ ამ იკონურ გამოსახულებას მის თავდაპირველ სახესთან არანაირი კავშირი არ აქვს. კავშირი გაწყვეტილი, დახატულ ჩიბუხს ფუნქცია დაეკარგა და დარჩა მხოლოდ გამოსახულება, ნიშანი.. ეს იმ პერიოდში გარკვეულ წილად ინტრიგა იყო იმ სტერეოტიპისადმი, რომ დახატული გამოსახულება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს რაღაც გარკვეულ სახეს...

თვითნ მხატვარი ამბობს: "ცნობილი ჩიბუხი??? ბევრი საყვედური მივიღე ამის გამო, და მაინც, შეგიძლიათ შეიგრძნოთ იგი?? არა, ეს მხოლოდ გამოსახულებაა... არა?? .. რომ დამეწერა "ეს არის ჩიბუხი", მაშინ მატყუარა აღმოვჩნდებოდი... "



ART TAMUNA


ქალთევზა
okicha
მინიმალიზმი (ასევე მინიმალური ხელოვნება) მიუთითებს ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან.

უარჰყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს. კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრცეში, ყოველგვარი ქვეტექსტის ან დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. მხატვრის პირადი ხელწერა განზრახ არ იკვეთება. შესაბამისად, მინიმალისტური ნამუშევრები სამგანზომილებიანი არქიტექტურული სტრუქტურის ფორმას იღებს, უშუალო ზემოქმედებაში გარშემო მყოფ სივრცესთან, შუქთან და მაყურებელთან. ის უარჰყოფს ყოველგვარ მნიშვნელობას და ემოციას და მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.

მინიმალიზმი, როგორც გამოკვეთილი მიმდინარეობა, უკავშირდება მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი პერიოდის დასავლურ ვიზუალურ ხელოვნებას. მიმდინარეობა შემდგომში გავრცელდა მუსიკაში (მაგ. სტივ რეიხის, ფილიპ გლასის, ედვარდ რიჩარდსონისა და ტერი რაილის შემოქმედება), თეატრსა და კინემატოგრაფიაშიც. საფუძვლად მოდერნიზმის ცალკეული ასპექტები დაედო და მას ხშირად პოსტმოდერნიზმთან და ექსპრესიონიზმის საწინააღმდეგო რეაქციასთან აკავშირებენ ფეწერასა და კომპოზიციაში.

მინიმალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: კარლ ანდრე, დენ ფლავინი, დონალდ ჯუდი, სოლ ლიუიტი, ტობერტ მორისი, ფრენკ სტელა. მინიმალისტებზე გავლენა იქონიეს მარკ როჰკომ, ბერნეტ ნიუმანმა და მარსელ დიუშანმა.
okicha
პოპ-არტი (ინგლ. pop art, შემოკლ. ფორმა popular art) — XX საუკუნის ერთ-ერთი მძლავრი, პოპულარული ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა. წარმოიშვა 1950-იანი წლებში ბრიტანეთში, მოგვიანებით კი პარალელურად ვითარდებოდა აშშ-შიც. ტერმინი პირველად გამოიყენა ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნე/კურატორმა ლორენს ალოუეიმ. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყო სოც-არტი.

მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია თემები და ტექნიკა ნასესხები პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაა რეკლამა და კომიქსები, და შესაბამისად საყოველთაოდ გაიგივებული იყომ როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან, ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან. პოპ-არტი პოპ-მუსიკის მსგავსად იყენებს პოპულარულ სახეებს, ხელოვნების ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ, და ხაზს უსვამს ბანალურს ან ე.წ. კიტჩურ ელემენტებს ნებისმიერ მოცემულ კულტურაში.

პოპ-არტი უმეტესწილად აკადემიურად აღიქმება, ვინაიდან მის მიმდევართა მიერ გამოყენებული არატრადიციული ორგანიზაციული პრაქტიკა ზოგიერთისთვის ძნელად გასაგებია. პოპ-არტი მინიმალიზმთან ერთად მოიაზრება, როგორც უკანასკნელი მოდერნისტული ხელოვნების მიმდინარეობები, და, შესაბამისად, პოსტმოდერნისტული ხელოვნების წინამორბედებად ითვლება (ან უფრო ზუსტად, თვით ზოგიერთი ადრეული პოსტმოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებადაც).
okicha
ენდი უორჰოლი (Andy Warhol; 6 აგვისტო, 1928 – 22 თებერვალი, 1987) — ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.

უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით ველვეტ ანდეგრაუნდის როკ-მუსიკის ალბომზე, ასევე მეოცე საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორის მისი სტილიზებული პორტრეტებით.

ხელოვნების სამყაროს გარეთ უორჰოლი ცნობილია ციტატით "მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით". მოგვიანებით რეპორტიორებს მან განუცხადა: "ჩემი ახალი ფრაზაა: თხუთმეტ წუთში ყველა ცნობილი გახდება".

ისი წარმოშობით სლოვაკი იყო და მისი ნამდვილი სახელი და გვარია ანდრიჟ ვარხალა. მარა მერე "გასვეცკდა" და ენდი ვორჰოლი გახდა biggrin.gif
okicha
Psycho
okicha
ციტატა
იყოს მაგარი მე ბუღაძე მირჩევნია და ეს ჩემი სუბიექტური აზრია

ყველას (სხვა უნის სტუდენტებს) მასე უყვარდეს თავისი რექტორი.. biggrin.gif


რენე მაგარია! წინა პოსტებშიც აღვნიშნე!

აი მისი კიდევ ერთი შედევრი!!!



ART TAMUNA
წავიდა გამოცოცხლებააააააააააააა:

ვასილი კანდისნსკი. ჩემი უსაყვარლესი მხატვარი...... ექსპრესიონისტიიიიიიი....
რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი, აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი.



"კომპოზიცია VII" მისი ყველაზე რთული ნახატი.....
okicha
ვან გოგი - ავტოპორტრეტი
okicha
კიდევ ერთი
ART TAMUNA


კანდისნკი... ყვითელი, წითელი, ლურჯი,,,,
okicha
ვან გოგის ავტოპორტრეტები განსაკუთრებით მიყვარს. მე პირადად 36 ცალი მაქვს ნანახი ( ნუ რათქმაუნდა რეპროდუქციაები ) მაგრად ყველა აფსოლიტურად განსხვავებულია და სხვადასხვა დასიათია გადმოცემული . ჩემთვის საოცრებაა რამდენად ღრმად იცნობდა იგი საკუთარ თავს
P.S აი ამას ქვია შეიცან თავი შენი
okicha
okicha

ეს უკვე ყური რო მაიჭრა მას მერე
ART TAMUNA


დომინანტური რკალიმ .....კანდინსკი
okicha
okicha
okicha

ეს ლოტრეკის მიერ დახატული ვან გოგი. ცოტა ცუდი რეპროდუქციაა
okicha
ალფრედ სისლი
okicha
კლოდ მონე

ეს ნახატი არ მიყვარდა ხოლმე მაგრამ ამ ბოლოს ძაან მომწონს
SmoK1e

ნუ მხატვრობის თემა მოდილიანის გარეშე ?! ?! ?! ?!
okicha
ცოტა ქანდაკებაშიც გადავუხვიოთ biggrin.gif ანრი მური

წამოწოლილი ქალის ფიგურა smile.gif ქიცუილიამსის მუზეუმის წინ
ART TAMUNA


ვან გოგის ფერებზე ჭკუა მეკეტება.... ფუნჯის მონასმზე ხომ საერთოდ....
SmoK1e

თქვენი არ ვიცი მე გრაფიტის ხელოვნებად ვთვლი და ამასაც შეგახსენებთ
SmoK1e
ციტატა(ART TAMUNA @ Aug 13 2008, 01:27 AM) *


ვან გოგის ფერებზე ჭკუა მეკეტება.... ფუნჯის მონასმზე ხომ საერთოდ....

საინტერესოა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Matilda
SmoK1e
აჰა შენ მოდილიანი smile.gif

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.