თემა იხსნება ლევან ცაგარელის თხოვნით
"მოკლედ,
ეს თემა პოკერის მოყვარულებისათვის იხსნება.
არ ვიცი ბევრია თუ არა ასეთი კლუბში.
ყოველშემთხვევაში ერთი იდეა მომივიდა. Pokerstars.com - ზე გამეხსნა ,,რსრ”-ს პოკერ კლუბი.
თუ გამოჩნდებიან მსურველები (ათი კაცი მაინც, რაც მეტი მით უკეთესი) ასეთი კლუბი დაიწყებს არსებობას.
მოვაწყობთ ტურნირებსა და ქეშ გეიმებს, რომლებშიც მხოლოდ კლუბის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. შევადგენთ რეიტინგებს და უბრალოდ ვითამაშებთ პოკერს, გავერთობით და მოვიგებთ (ან წავაგებთ ცოტაოდენ ფულს.
კლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა იყოთ პოკერსტარზე დარეგისტრირებული, გქონდეთ პლასტიკური ბარათი და მოთამაშის ანგარიშზე ჩარიცხული გქონდეთ თანხა.
თუ კი მოვგროვდებით ათი კაცი მაინც, გამოგიგზავნით კლუბის სახელსა და მოსაწვევ კოდს და უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ თამაშებს."
