2004 წელს ჟურნალ მაქსიმში იყო მოძრაობის წესების ნიშნების ალტერნატიული მნიშვნელობები, მაგალითად კემპინგის ნიშანი ნიშნავს რო წინ ინდიელთა ბანაკია, 30 ნიშანი ეს ნიშნავს მინიმალურ ქრთამს გაიშნიკისთვის. რომელი საგზაო ნიშანი ნიშნავს რო საფრთხეა უცხოპლანეტელთა მიერ თავდასხმისა და მოტაცებისა?
პასუხი: მანქანების რეცხვის.
წყარო:
http://caricatura.ru/top/week/?from=7#topკომპანია "Memorex" გამოუშვა კლავიატურა, რომელსაც გააჩნდა ერთი განსხვავება სხვა ჩვეულებრივი კლავიატურებისას: მას ერთი რიცხვის მაგივრად ეწერა სხვა, მასზე ოდნავ მცირე რიცხვი. მასზე დაჭერისას კომპიუტერს გადაყავხარ საიტზე, რომელიც მიძღვნილია ამ კარგად ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟისადმი მიძღვნილ საიტზე. რომელ პერსონაჟს ეძღვნება???
პასუხი: ჰარი პოტერს, F10 ის მაგივრად ესერა F9 3/4
წყარო:
http://nescafe.afisha.ru/london-page?secti...mp;subsection=4 http://hardware-test.dk/test_show.asp?id=1248თვითმფრინავი „ლატოკერი“ შემუშავებულ იქნა მეოცე საუკუნის ოციან წლებში სატრანსპორტო და ფოსტის თვითმფრინავად. თვითმფრინავი ძრავის გათიშვის მერე მშვენივრად პლანირებდა, რაც სპეციალისტების აზრით ბევრ მფრინავს გადაარჩენდა სიკვდილისგან. მე არ გთხოვთ დამისახელოთ ვინ იყო 1929 წელს არგენტინის საფოსტო სამსახურის ტექნიკური დირექტორი, არამედ დამისახელეთ ვისი პატარა სკულპტურა არის თვითმფრინავი „ლატოკერის“ გვერდით კიევის ერთერთ მუზეუმში.
პასუხი: პატარა უფლისწულის. ტექნიკური დირექტორი იყო ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი.
წყარო:
http://www.latecoere.com/asuivre/avionsexup.htm http://www.microart.kiev.ua/start.html http://www.publish.diaspora.ru/gazeta/arti...orld018_2.shtmlლიბერიის ერთერთი სიმბოლო- ჯორჯ ვეა- 90იანი წლების ლეგენდარული ფეხბურთელი სპორტექსპრესის მიხედვით იგი ვერანაირად ვერ მოიგებდა რაიმე სერიოზულს ნაკრების დონეზე, ამისთვის კომენტატორმა იგი შეადარა... რას შეადარა კომენტატორმა???
პასუხი: ლიბერიის დროშაზე მდებარე ვარსკვლავს. სულ ერთი ვარსკვლავია ლიბერიის დროშაზე
წყარო:
http://www.sport-express.ru/art.shtml?81637ცოტა ხნის წინ შოტლანდიაში ერთერთი ტბის ახლოს აღმოაჩინეს ქვა რომელსაც ეწერა 1511. რისი დაბადების დღედ ითვლება იმის შემდეგ 1511 წელი.
პასუხი: კერლინგი
წყარო:
http://www.games2002.ru/articles/article_curling_97.shtmlპროფესორი კრაევიჩი, რომელიც სამხედრო საზღვაო აკადემიაში ფიზიკას ასწავლიდა, წუწუნებდა, რომ იგი ფიზიკას ასწავლიდა ყოველგვარი ექსპერიმენტებისა და გაზომვების გარეშე, ამ მდგომარეობას იგი მმოიხსენებდა გერმანული სიტყვით Kreidephysik სიტყვა Kreide გერმანულად ნიშნავს საგანს, რომელსაც პროფესორების გარდა გამოიყენებენ მკერავებიც კი. რაზეა საუბარი??
პასუხი: ცარცზე.
წყარო:
http://base13.glasnet.ru/text/krylov/93.htmჩვენ ჩვეულებისამებრ ვამბობთ რომ ოპტიმისტი ვარდისფერ ფერში ხედავს ყველაფერს და პესიმისტი შავ ფერში. ალბერტ შვეიცერი კი ოპტიმისტებზე და პესიმისტებზე ლაპარაკისას სხვა ფერებს მოიხსენიებდა. თუ მიხვდით რაზეა საუბარი, მაშინ გამოიცანით ალბერტ შვეიცერის აზრით ბრძენი ადამიანის დაავადება.
პასუხი: დალტონიზმი
წყარო:
http://www.dailycelebrations.com/optimism.htmამერიკის ბაზარზე გამოვიდა ახალი სასმელი დასახელებით dnL (ზუსტად ასე). დაკვირვებული მომხმარებელი მიხდება რომ ეს მხოლოდ ვარიაციაა მეორე, ბევრად ცნობილი სასმელისა. რა დასახელებით ვიცნობთ ჩვენ ამ სასმელს???
პასუხი: 7up
წყარო:
http://money.cnn.com/2002/09/03/commentary...tlife/index.htmქართულ მონეტაზე შეიძლება ვნახოთ ბორჯღალი, გვატემალურზე ფრინველი კეტსალი, ავსტრალიურზე კენგურუ. ერთმა საინვესტიციო კომპანიამ კი გამოუშვა მონეტა-სუვენირი რომელიც, ხუმრობის თანახმად დაეხმარება ამ მონეტის შემძენებს ბირჟაზე თამაშის დროს გადაწყვეტილების მიღებისას. გამოიცანით რა არის მონეტის ავერსზე და რა მონეტის რევერსზე.
პასუხი: ხარი და დათვი, ცნობილი საბირჟო ტერმინები.
წყარო:
http://www.businesspress.ru/newspaper/arti...aId_134929.htmlჩარლზ მეორეს ცოლი კატერინა ბრაგანზა იყო პორტუგალიელი მეფის ასული, მზითვის სახით მან მიართვა ბრიტანეთს ტანჟერი და ბომბეი. მართალია ის კათოლიკურ სარწმუნოებას აღიარებდა სიცოცხლის ბოლომდე და ამის გამო არ იქნა დედოფლად კურთხეული, მაგრამ ხალხში ის ძალიან უყვარდათ. რა დღესაც პოპულარული ტრადიცია შეიტანა ინგლისში კატერინა ბრაგანზამ??
პასუხი: ჩაის სმა.
წყარო:
http://en.wikipedia.org/wiki/Catherine_of_Braganza