ესე იგი ვიფიქრე ვიფიქრე და ვინაიდან ბევრი მაქვს უკვე კითხვები და მეგობრებიც უკვე დაიღალნენ უთამაშებლობით ამიტომ გადავწყვიტე შევქმნა ჩემი სკაიპოტი.
წესები:
სკაიპოტი ჩატარდება 2 ოქტომბრიდან ყოველ ხუთშაბათს.
დასმული იქნება ათი შეკითხვა.
შეკითხვების საპასუხოდ მოცემული იქნება 3 წუთი.
დანარჩენი იგივე რაც სხვა სკაიპოტებში ხდება.
დახმარება დამჭირდება ვინც იცით როგორ კეთდება კლუბის ჩატი ვთხივ ინსტრუქცია ჩამიტაროთ.
ლონგბოუმენის სკაიპოტის დებულება
1. ტურნირის აღწერა
1.1 ტურნირი ტარდება სკაიპით
1.2 კეთდება საერთო ჩატი რომლის შემქმნელიც არის ლონგბოუმენი ანუ თქვენი მონა-მორჩილი.
1.3 კეთდება გუნდური ჩატები რომელშიც სავალდებულოა ჩემი დამატება.
1.4 კითხვები დაისმება საერთო ჩატში და სურვილისამებრ შეიძლება დაკოპირდეს გუნდურ ჩატებში.
1.5 საერთო ჩატის სათაური ანგარიშის ტაბლოს მნიშვნელობას ასრულებს.
2. ტურნირის სათამაშო წესები
2.1 ტურნირში ისმება რვა კითხვა
2.2 პასუხს წერს კაპიტანი ან თუ კაპიტანი შემთხვევით გაითიშა სხვა მოთამაშე
2.3 პასუხი იწერება შემდეგი ფორმით: Gundis saxeli, pasuxi: *******
2.4 სათამაშო დრო არის 2 წუთი.
2.5 სათამაშო დროის დასრულების შემდეგ გუნდებს 1 წუთი აქვთ პასუხების ჩასაწერად.
2.6 ერთი წუთის გასვლის შემდეგ გამოქვეყნდება პასუხები
2.7 პასუხების გამოქვეყნების შემდეგ დაფიქსირდება ანგარიში.
3. ტურნირის მოთამაშის ვალდებულება.
3.1 იყოს გამწვანებული სკაიპში(თორე გაშავებული იმდენია რო ჭირს ამორჩევა) ვინც ვინმეს ემალება თავისმა გუნდელებმა შემოიყვანონ საერთოში
3.2 ასევე იცოდეს თავისი გუნდი და მიაგნოს მას.
4. სარეგისტრაციო წესები
4.1 გუნდის დარეგისტრირება ხდება ამავე თემაში.
4.2 სარეგისტრაციო ფორმაში იწერება გუნდის მოთამაშეების დაბადების წელი და სკაიპის ნიკი.
4.3 რეგისტრაციის დედლაინის შემდეგ გამოჩენილი გუნდები არ მიიღება.
4.4 ადგილები შეზღუდულია მიიღება მხოლოდ 8 გუნდი.
5. სარეიტინგო წესები
5.1 ტურნირი შედგება ექვსი ტურისგან
5.2 შედგება სარეიტინგო ცხრილი და დაითვლება კითხვების პასუხები.
6. აპელაციის წესები
6.1 აპელაციის პირველი წესი. აპელაცია არ ხდება პრივატულ ჩატში. ბარსამენის საყურადღებოდ
6.2 აპელაცია ხდება თამაშის ბოლოს საერთო ჩატში.
6.3 აპელაციის სახე არის სამგვარი: აპელაცია არაკორექტულ შეკითხვაზე და აპელაცია დუალურ პასუხზე, ასევე აპელაცია წამყვანის უყურადღებობაზე.
6.4 არაკორექტულ შეკითხვაზე აპელაციის დროს უნდა იყოს მოყვანილი არგუმენტები კითხვის არასწორ ფორმულირებაზე და ფაქტობრივ შეცდომაზე.
6.5 დუალზე უნდა იყოს მოყვანილი გუნდის პასუხის დამადასტურებელი ფაქტები.
6.6 წამყვანის უყურადღებობა გამოიხატება შემდეგში თუ მე კონკრეტულ გუნდს პასუხების გამოქვეყნებამდე დაწერილი პასუხი არ გამოვუქვეყნე ამ შემთხვევაში შეუძლია გააპროტესტოს და მოიყვანოს ფრაზა სადაც დაწერილი იქნა პასუხი. თუ გამოქვეყნების დროზე გვიან იქნა დაწერილი მაშინ არ ჩაითვლება.



