mateus
Sep 21 2008, 07:46 PM
დღეს რუსთავი-2-ის ეთერში გაიმართება შემოდგომის სეზონის პირველი შესარჩევი თამაში.
გუნდი დაკომპლექტებულია ჩვეულებრივი ტელემაყურებლებით, რომლებმაც გაიარეს გადაცემის კასტინგი.
ვუსურვოთ გუნდს წარმატებები.
diletanti
Sep 21 2008, 08:09 PM
გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას!
წარმატებები გუნდს!
Matilda
Sep 21 2008, 09:52 PM
კარგი გუნდია ნამდვილად

თან მგონი პირველად მოხდა რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ორნი იყვნენ
latata
Sep 21 2008, 10:13 PM
დაიწყო
წარმატებებიი
eka
Sep 21 2008, 10:43 PM
ამჯერად წამყვანი მართალი იყო, მაგრამ რატომგაც ზოგ-ზოგიერთები არ დაეთანხმნენ, არადა ვერსიის შეცვლის შანსი მისცა და არ გამოიყენეს
NiNiTA
Sep 21 2008, 11:01 PM
eka
ყურადღებით ვერ ვუყურე და ეგ შეკითხვა ჩაუთვალეს გუნდს?
QG8
Sep 21 2008, 11:03 PM
საკმაოდ ადვილი კითხვებია ალბათ უნდა მოიგონ
NiNiTA
Sep 21 2008, 11:12 PM
ალბათ დებიუტი რადგან აქვთ დაინდეს და იოლი კითხვები დაუდეს..
dorian grey
Sep 21 2008, 11:20 PM
რაც გინდ აიყოს სუპერბლიცი მშვენივრად ითამაშა გეგეშიძემ.
Kilavagora
Sep 21 2008, 11:37 PM
გილოცავთ გამარჯვებას, მოაზროვნეებო
NiNiTA
Sep 21 2008, 11:39 PM
ვულოცავ გამარჯვებააას.. საღოლ მაგრად ითამაშეთ!!

))
latata
Sep 21 2008, 11:41 PM
ta-smiley
Sep 21 2008, 11:55 PM
ქეთი ორჯონიკიძე ძალიან ელეგანტური იყო 
ეკას ყოჩაღ, სუპერბლიცი არ იყო მარტივი
barcaman
Sep 22 2008, 05:22 AM
რა ანგარიშით მოიგეს? ობიექტურ მიზეზეთა გამო ბოლომდე ყურება ვერ მოვახერხე
vulkani_lava
Sep 22 2008, 10:24 AM
barcaman
6:4
Natalie
Sep 22 2008, 11:33 AM
...ეეეეეეეკაა!!!!!!!..

აღფრთოვანებული ვარ ეკას თამაშით!
მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერაზეც ვიყავი, შედეგიც ვიცოდი, გუშინ სუპერბლიცზე ლამის თითები დავიჭამე

:D:D:D
ყველანაირი მიკერძოების გარეშე, ძააააალიან სიმპათიური გუნდია

Forza Eka

:D:D:D
ta-smiley
Sep 22 2008, 12:18 PM
ციტატა(Natalie @ Sep 22 2008, 11:33 AM)

...ეეეეეეეკაა!!!!!!!..

აღფრთოვანებული ვარ ეკას თამაშით!
მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერაზეც ვიყავი, შედეგიც ვიცოდი, გუშინ სუპერბლიცზე ლამის თითები დავიჭამე

:D:D:D
ყველანაირი მიკერძოების გარეშე, ძააააალიან სიმპათიური გუნდია

Forza Eka

:D:D:D

ingulika
Sep 22 2008, 01:52 PM
გულით გამიხარდა დავით აბულაძის გუნდის წარმატება
ბ-ნი დათო ლამის ჩვენი ოჯახის პირად ექიმად ვაქციოთ. მისი თილისმიანი ხელით ბევრჯერ დაგვეხმმარა სხვა და სხვა ოპერაციების დროს..
დიიიიდი მადლობა ბ-ნო დათო. გბალეშიკობთ მთელი ოჯახი
Natalie
Sep 22 2008, 02:44 PM
თაა,

რატომ გააბოლდე "ყოველგვარი მიკერძოების გარეშე"?

მართლა ისე მესიმპათიურება მთელი გუნდიიი..

და აქ ახლობლობა არაფერ შუაშია

:D:D:D
...ეკა...ეკა...ეკა...ეკა...ეკა...
ისე, ხელმოწერად ბატონი დავითის გუნდის შემადგენლობა ხომ არ ჩამომეწერა??

lol
ta-smiley
Sep 22 2008, 04:23 PM
Natalie
ახსნაზე გამეცინა
che
Sep 22 2008, 04:38 PM
ta-smileyეხლა ამან რა თქვა იცი? მე რომ მკითხონ თბილისის რეგულარულშI ვის გულშემატკივრობო და ექსკალიბურს მეთქი რომ ვუპასუხო, ოღონდ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე

არა მართლა მაგარი გუნდია, მე კაპიტანით დავრჩი მოხიბლული.. ბრავო!
Irakli
Sep 22 2008, 04:41 PM
ჩვეულებრივი გუნდია.კითხვებიც იყო კატეგორიიდან "ниже плинтуса"
რუბიკის კუბიკის ნაირი ბაინაები კიდე იქნება ტელელიგაში?
მაშინ შემდეგი შეკითხვა იქნება ვუდი ალენზე და მარსიანელ უხცოპლანეტელებზე
ta-smiley
Sep 22 2008, 06:21 PM
Matilda
Sep 22 2008, 06:52 PM
Irakliკითხვები მართლა არ იყო ზედმეტად რთულები, მაგრამ არც მთლად მარტივები იყო...

კარგია რომ დებიუტანტები გრობებზე არ ათამაშეს...
barcaman
Sep 22 2008, 07:05 PM
ციტატა(vulkani_lava @ Sep 22 2008, 10:24 AM)

barcaman
6:4
6 რა ამბავია, ბარსელონა ხომ არ არის
ginger
Sep 22 2008, 07:34 PM
კარგი გუნდია!!! ძალიან მომეწონა!!!
nisaba
Sep 22 2008, 11:16 PM
შესანიშნავი გუნდია, წარმატებები, გული მწყდება, ჩაწერაზე რომ ვერ მოვახერხე მისვლა, ეკა, ყოჩაღ, მართლა სუკეთესო იყავი
GORDA
Sep 23 2008, 12:23 PM
ხო, მე, ეტყობა, სხვა თამაშს ვუყურე.
data
Sep 23 2008, 02:27 PM
ციტატა(Natalie @ Sep 22 2008, 10:33 AM)

...ეეეეეეეკაა!!!!!!!..

აღფრთოვანებული ვარ ეკას თამაშით!
მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერაზეც ვიყავი, შედეგიც ვიცოდი, გუშინ სუპერბლიცზე ლამის თითები დავიჭამე

:D:D:D
ყველანაირი მიკერძოების გარეშე, ძააააალიან სიმპათიური გუნდია

Forza Eka

:D:D:D

რას არ გაიგებს კაცი ამ ფორუმზე
achi
Sep 23 2008, 04:53 PM
windwalkerციტატა
ხო, მე, ეტყობა, სხვა თამაშს ვუყურე. sad.gif

არა, ეგ იყო, ეგ.
kili
Sep 24 2008, 11:49 AM
gingerციტატა
კარგი გუნდია!!! ძალიან მომეწონა!!!
რა გითხრათ აბა... ეს იყო ერთი ჩვეულებრივ გუნდის ჩვეულებრივი თამაში ,არაფერი განსაკუთრებული და არაფერი ახალი ...ჩემი აზრით აკლდა ის რაც ზოგ გუნდს გადაჭარბებითაც კი აქვს

მოკლედ ,ემოციურობა ,სისხარტე აკლდა...შეიძლება გუნდის საუკეთესო მხარეები ვერ ვნახეთ იმის გამო ,რომ კითხვები იყო საშუალო დონისა,რაც გუნდს იდეების მრავალფეროვნების საშუალებას არ აძლევდა...ამიტომ ამაში ,,დამნაშავენი" რედაქტორები არიან,

იმედია სხვა გუნდებს ასე არ გააწბილებენ.
QG8
Sep 24 2008, 02:27 PM
ციტატა
გუნდის საუკეთესო მხარეები ვერ ვნახეთ იმის გამო ,რომ კითხვები იყო საშუალო დონისა
საშუალო დონის რომ ყოფილიყო კიდევ არაფერი. რისთვის დაჭირდათ ეს თამაში საერთოდ ვერ მივხვდი
QG8
Sep 24 2008, 03:18 PM
შეძლება კარგი მოთამაშეები არიან მაგრამ, იმდენად უინტერესო კითხვები იყო რომ მოთამაშეებსაც ჩრდილი მიადგათ
data
Sep 24 2008, 03:52 PM
ჩემი აზრით საკმაოდ კარგი გუნდი იყო

თან ისიც გავითვალისწინოთ რომ პირველად თამაშობდნენ

და ეს თამაშიც პირველი იყო ზაფხულის მერე, ასეთ დროს კი სხვისი არ ვიცი და მე საშინელ "ინტელექტუალურ ფორმაში" ვარ ხოლმე

იმედია, შემდეგი თამაშები კიდევ უფრო საინტერესო იქნება (არც ამას დაეწუნება რამე )
და კიდევ, ჩემი აზრით, კითხვა დუმბაძეზე იყო კლუბის დაცინვა და მეტი არაფერი :|
იბერი
Sep 25 2008, 11:07 AM
მე არ ვარ ასეთი კრიტიკის მომხრე.

ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი... და ეს თამაშიც საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ: (ა) ”მაყურებელმაც” იცოდეს რას ნიშნავს ტელე-კლუბში თამაში, (ბ) არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს რაღაც დახურული წრეა და არავის იღებენ და სხვა (ზედმეტი ადგილი რომ არ დაიკავოს ამ მესიჯმა).
ჩემი მხრივ, ვულოცავ გუნდს წარმატებულ თამაშს.
GORDA
Sep 25 2008, 12:06 PM
ციტატა(იბერი @ Sep 25 2008, 11:07 AM)

მე არ ვარ ასეთი კრიტიკის მომხრე.

ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი... და ეს თამაშიც საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ: (ა) ”მაყურებელმაც” იცოდეს რას ნიშნავს ტელე-კლუბში თამაში, (ბ) არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს რაღაც დახურული წრეა და არავის იღებენ და სხვა (ზედმეტი ადგილი რომ არ დაიკავოს ამ მესიჯმა).
ჩემი მხრივ, ვულოცავ გუნდს წარმატებულ თამაშს.

მაინცდამაინც ამ გუნდთან დაკავშირებით არ ვამბობ, მაგრამ მე მგონია, არც ისეთი შთაბეჭდილება უნდა შეიქმნას, რომ ყველას იღებენ, თუნდაც კლუბის სახელწოდებიდან გამომდინარე.
"რას ნიშნავს ტელე-კლუბში თამაში" - მაყურებელთათვის ამის ცოდნის აუცილებლობაც არ მესმის. რაში უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა?
პ.ს. თქვენ კი არ გეკამათებით, ჩემს შეხედულებას გიზიარებთ.
იბერი
Sep 25 2008, 01:46 PM
”"რას ნიშნავს ტელე-კლუბში თამაში" - მაყურებელთათვის ამის ცოდნის აუცილებლობაც არ მესმის. რაში უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა?”
გამოიყენებენ (ალბათ) ”პროფესიონალი” მოთამაშეების თამაშების შეფასებისას (მეც ”ჩემი აზრით”).

და ყველას რომ არ იღებენ (და ყველა კითხვას რომ არ უშვებენ), ამაზე უკვე ამ ფორუმზეც წერენ.

თუმცა, ყველაფერი პიროვნულად სპეციფიკურია (მიდგომის და შეფასების ჩათვლით).
და ბოლოს: ”თქვენობით” ფორუმებზე წერაც არ მიმაჩნია სწორად.

პირადად შენ მადლობა, მაგრამ მართლა არაა საჭირო - ეს ხომ ”ნეტი” და ფორუმია.
kili
Sep 26 2008, 06:27 PM
ციტატა
კიდევ, ჩემი აზრით, კითხვა დუმბაძეზე იყო კლუბის დაცინვა და მეტი არაფერი :|

სად იპოვეს ეს კითხვა ეგ მაინტერესებს... მაგ კითხვის გამომცნობი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება...რა ვიცი,რა ვიცი...
data
Sep 26 2008, 06:30 PM
ციტატა(kili @ Sep 26 2008, 05:27 PM)

ციტატა
კიდევ, ჩემი აზრით, კითხვა დუმბაძეზე იყო კლუბის დაცინვა და მეტი არაფერი :|

სად იპოვეს ეს კითხვა ეგ მაინტერესებს... მაგ კითხვის გამომცნობი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება...რა ვიცი,რა ვიცი...

მე გამოვიცანი

ნუ, გამოვიცანი რა, ვიცოდი თორე მაგის გამოცნობის შანსი არ არსებობს

და ჩემი აზრით, მოაზროვნეებმა უფრო ლოგიკური პასუხი გასცეს
kili
Sep 26 2008, 06:40 PM
dataციტატა
და ჩემი აზრით, მოაზროვნეებმა უფრო ლოგიკური პასუხი გასცეს
გეთანხმები
მემგონი ეგ კითხვა სპეციალურად იყო რომ ვერ გამოეცნოთ
ზაქრო
Sep 26 2008, 10:03 PM
ციტატა(Irakli @ Sep 22 2008, 04:41 PM)

ჩვეულებრივი გუნდია.კითხვებიც იყო კატეგორიიდან "ниже плинтуса"
რუბიკის კუბიკის ნაირი ბაინაები კიდე იქნება ტელელიგაში?
მაშინ შემდეგი შეკითხვა იქნება ვუდი ალენზე და მარსიანელ უხცოპლანეტელებზე
რუბიკ კუბიკის კითხვა რედაქტორმა გამიფუჭა, შავი ყუთის კითხვა ჭირდებოდათ და მაგიტომ!
editor_in_chief
Sep 27 2008, 01:08 PM
რუბიკ კუბიკის კითხვა რედაქტორმა გამიფუჭა, შავი ყუთის კითხვა ჭირდებოდათ და მაგიტომ!
ეჰ, რას იზამ, ჩემო კეთილო ადამიანო..21-ე საუკუნეშიც არიან ჰეროსტრატეები
ზაქრო
Sep 27 2008, 02:26 PM
ბატონო ლაშა, საწყენად ნამდვილად არ მითქვამს, თუმცა ჩემი აზრით კითხვის შავ ყუთად ფორმულირებამ ნამდვილად ავნო კითხვას: ამაში ძირითადად იმას ვგულისხმობ, რომ კითხვა რომ არ გამოეცნოთ აპელაციის შეტანა შეიძლებოდა ფორმულირებაზე, რადგანაც 3X3X3 ვერსია არსად არაა მოხსენიებული რგორც "სტანდარტი," ესაა ერთადერთი ვერსია რომელსაც რუბიკის კუბი ჰქვია და რომელიც რუბიკმა გამოიგონა. სტანდარტი საიდან მოვიდა ვერ გავიგე.
P
ზაქრო
Sep 27 2008, 02:29 PM

პატივისცემით,
ზაქრო
პს: იმედია ჩემი კითვის კრიტიკისადმი ჩემი გამოსარჩლება მომავალში ჩემი კითხვების თამშში დადების სიხშირეზე გავლენას არ მოახდენს, მე კი ვეცდები კითხვები ისეთი ფორმულირებით მოგაწოდოთ, რომ მნიშვნელოვანი რედაქტირება არ დასჭირდეთ.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.