დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ეკონომიკა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4
QG8
bilina
ციტატა
ეს ვრცელი თეორიაა ეხლა ამის წერა მეზარება მაგრამ ძირიტადად ადამიანური რესურსების დეფიციტია ძირიტადი პრობლემა.


მერე დაწერე შე კაი ადამიანო biggrin.gif biggrin.gif

მაგისთვის არ გავხსენით ეს ტემა რო ერთმანეთს ინფორმაცია გავუცვალოთ და ვიმსჯელოთ? biggrin.gif
bilina
QG8
ციტატა
მაგისთვის არ გავხსენით ეს ტემა რო ერთმანეთს ინფორმაცია გავუცვალოთ და ვიმსჯელოთ?

გასაცვლელი არაფერია ამიტომაც მეზარება დაწერა რომ მეეჭვება ეგ ინფორმაცია ვინმესთვის სასარგებლო იყოს smile.gif) მაგას ჩვენით უნდა მივხვდეთ რამე შედეგი რომ ქონდეს smile.gif თან თემასთან არცაა პირდაპირ კავშირში. იმას ვგულისხმობ რომ საქართველოში საბჭთა კავშირიდან მოყოლებული ყველა სფეროში რეალურად კარგი პროფესიონალების დეფიციტია და საბაზრო ეკონომიკის პირობებში გრძელვადიან პერსპექტივაში ეგ სერიოზულ პრობლემებს გამოწვევს ასე ძალიან მოკლედ რომ ვთქვა. smile.gif
QG8
bilina
ციტატა
ასაცვლელი არაფერია ამიტომაც მეზარება დაწერა რომ მეეჭვება ეგ ინფორმაცია ვინმესთვის სასარგებლო იყოს ) მაგას ჩვენით უნდა მივხვდეთ რამე შედეგი რომ ქონდეს თან თემასთან არცაა პირდაპირ კავშირში. იმას ვგულისხმობ რომ საქართველოში საბჭთა კავშირიდან მოყოლებული ყველა სფეროში რეალურად კარგი პროფესიონალების დეფიციტია და საბაზრო ეკონომიკის პირობებში გრძელვადიან პერსპექტივაში ეგ სერიოზულ პრობლემებს გამოწვევს ასე ძალიან მოკლედ რომ ვთქვა.


სწორე მაგისთვის არსებობს განათლების სწორი რეფორმები, მარა როგორც ეხლა ვუყურები შენ პესიმიზმს მეც ვიზიარებ.
bilina
ციტატა
სწორე მაგისთვის არსებობს განათლების სწორი რეფორმები, მარა როგორც ეხლა ვუყურები შენ პესიმიზმს მეც ვიზიარებ.

არა რეფორმა მომწონს ანუ ჩანაფიქრი რაც არის მაგრამ დანერგვის პროცესი ფაქტიურად არ არის და იდეის დონეზე რჩება smile.gif ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეგ მთლად განათელბის სამინისტროს ბრალი არაა, (აქაც არის რაღაც დეფექტები) უფრო ხალხის. იმდენად მოდუნებულია ყველა და იმდენად არავის არ უნდა რეალურად რამის შეცვლა რომ ყველაფერს წყალში ყრიან. მერე კიდე იმაზე გვაქვს პრეტენზია რა ქვეყანაში ვცხოვრობთო. ბელადი მოკვა რა გვეშველებას ეოპოქიდან კიდე ვერ გამოვსულვართ. smile.gif))))) ხოდა ეგ მადარდებს ზუსტად გლობალურ პრობლემებზე მეტად იმიტომ რომ იმაზე მარტო შეიძლება ვისაუბროთ, შედეგებით დავინტერესდეთ და ასე შემდეგ და ეს კიდე ჩვენთვის უფრო რეალური პრობლემაა და გამოსწორებაც შეგვიძლია ასე თუ ისე. მთლად თუ არა ჩვენი რაღაც მინიმალური წვლილის შეტანა მაინც შეგვიძლია smile.gif)) ხოდა ჯობია მგონი ასეთ რაღაცებზეც ვისაუბროთ ხოლმე რომ ბიზნეს კურიერს არ დაემსგავსოს აქაურობა laugh.gif სხვადასხვა დერივატივებზე რომ საუბრობს ხოლმე ის კაცირ რა ქვია სახელი დამავიწყდა და ამ დროს ქართულ საფონდო ბირჟაზე კვირაში მხოლოდ 2 დღეს არის ვაჭრობა smile.gif)) საინტერესოა ვის რაში სჭირდება ეგ ინფორმაცია მით უმეტეს რომ მოსახლეობის ალბათ 90% მაინც ვერ იგებს საერთოდ რაზეა საუბარი smile.gif) ძაან დეპრესიული პოსტი გამომივიდა laugh.gif მაგრამ სამწუხაროდ რეალობაა smile.gif
longbowman
განათლების რეფორმას ნუ შევეხებით თორემ გაიჩითება რვანიშნა. biggrin.gif
მერე რაც მოყვება ყველამ ვიცით biggrin.gif
WDC
bilina
ციტატა
სიმართლე გითხრათ მე საქართველოს "ბუშტზე" უფრო მეფიქრება ვიდრე ამერიკის და გლობალურზე.
ეს ვრცელი თეორიაა ეხლა ამის წერა მეზარება მაგრამ ძირიტადად ადამიანური რესურსების დეფიციტია ძირიტადი პრობლემა.

დეფიციტი კი გვაქვს, მაგრამ ბუშტთან რა კავშირშია?
bilina
ციტატა
განათლების რეფორმას ნუ შევეხებით თორემ გაიჩითება რვანიშნა. მერე რაც მოყვება ყველამ ვიცით

ვერ გავიგე smile.gif


ციტატა(WDC @ May 28 2010, 09:06 AM) *
bilina
ციტატა
სიმართლე გითხრათ მე საქართველოს "ბუშტზე" უფრო მეფიქრება ვიდრე ამერიკის და გლობალურზე.
ეს ვრცელი თეორიაა ეხლა ამის წერა მეზარება მაგრამ ძირიტადად ადამიანური რესურსების დეფიციტია ძირიტადი პრობლემა.

დეფიციტი კი გვაქვს, მაგრამ ბუშტთან რა კავშირშია?

პირდაპირი მნიშვნელობით არ მითქვამს smile.gif
მაგრამ ზოგადად ბუშტს ხომ ეძახიან როცა რაღაცებს ყიდიან იმ ფასად რაც რეალურად არ ღირს.(უფრო მაღალ ფასად) ჩვენთან ის ხალხი ვაკეთებთ იმ საქმეს რაც ხშირად არ ვიცით. ხოდა ეგ ვიგულისხმე, იმედია გასაგებად დავწერე smile.gif
WDC
bilina
ციტატა
მაგრამ ზოგადად ბუშტს ხომ ეძახიან როცა რაღაცებს ყიდიან იმ ფასად რაც რეალურად არ ღირს.(უფრო მაღალ ფასად)

მმმ... არა, მთლად მასე არაა smile.gif
ციტატა
ჩვენთან ის ხალხი ვაკეთებთ იმ საქმეს რაც ხშირად არ ვიცით. ხოდა ეგ ვიგულისხმე, იმედია გასაგებად დავწერე

ხო, ახლა გავიგე. რაღაც ეტაპზე ეს ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნის "ავადმყოფობაა", სამწუხაროდ. უბრალოდ, ჩვენ ეს ეტაპი გაგვიგრძელდა ძალიან sad.gif
bilina
ციტატა
მმმ... არა, მთლად მასე არაა

ვიცი რომ მთლად მასე არაა smile.gif მაგრამ ხომ გაიგე რაც ვთქვი smile.gif
ციტატა
ხო, ახლა გავიგე. რაღაც ეტაპზე ეს ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნის "ავადმყოფობაა", სამწუხაროდ. უბრალოდ, ჩვენ ეს ეტაპი გაგვიგრძელდა ძალიან

კი ზუსტად მასეა smile.gif
burke
ციტატა(longbowman @ May 20 2010, 01:10 PM) *
ამ თემაში ვისაუბრებთ როგორც საქართველოს ასევე მსოფლიო ეკონომიკის პრობლემებზე და საინტერესო იქნება ყველას ერთიანი მოსაზრებები.

ასევე ყველა მოყვარულ თუ არამოყვარულ ეკონომისტს შეუძლია შემოგვთავაზოს მისთვის საინტერესო საკითხები და ჩვენ ვიმსჯელოთ მათ შესახებ.

თუ ახალ თეორიებს და ეკონომიკის ახალ სკოლებს ვერ შევქმნით ცოტას მაინც გავავავრჯიშებთ ტვინს laugh.gif


პირველი საკითხი რაც ამჟამად პირადად ჩემთვის აქტუალურია რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში? ნუთუ კრიზისის მეორე ღრმა ტალღა იწყება. Dow jones ინდექსი ერთი კვირაა კატასტროფულად მცირდება

ბაი ვახო ჩალაფეიქრიშვილი.



ნუ გეშინიათ აიწევს მალე
აბა სად წავა biggrin.gif
WDC
bilina
ციტატა
ვიცი რომ მთლად მასე არაა მაგრამ ხომ გაიგე რაც ვთქვი

რებუსები გიყვარს, ხო? tongue.gif
bilina
ციტატა
რებუსები გიყვარს, ხო?

მოდერატორებიც კი აOFFებთ smile.gif)) აი სად ვცხოვრობთ laugh.gif
WDC
bilina
ციტატა
მოდერატორებიც კი აOFFებთ )) აი სად ვცხოვრობთ

biggrin.gif biggrin.gif მე ხო ცნობილი ფლუდერი ვარ tongue.gif
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი კითხვა ამ შემთხვევაში OFFი არ ყოფილა biggrin.gif საუბრის გაგრძელება იყო tongue.gif
fernando magellan
აი ქე რო ლარი თამაშობს ახლა, რას იტყვით? ჭკვიანი ხალხი ხართ და თქვენი აზრი მაინტერესებს smile.gif
freddie krueger
ციტატა(fernando magellan @ Jun 5 2010, 03:55 PM) *
აი ქე რო ლარი თამაშობს ახლა, რას იტყვით? ჭკვიანი ხალხი ხართ და თქვენი აზრი მაინტერესებს smile.gif

ჩემი ლექტორები (ექსპერტებს ეძახიან მაგათ ერში.. big_Grin.gif ) ამბობენ, ამერიკულ ფულთან 1.85ზე დარჩება დაახლოებითო, კიდე ორი წელი მინიმუმო.
მე დიდი ჭკვიანობით ვერ გამოვირჩევი, მარა ერთი წელი მინიმუმ არ შეიცვლება ჩემი გათვლებით 1.80 (1.80-1.89)იან ნიშნულს, ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციის ემპირიულ ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება ასეთი ვარაუდის გაკეთება.
ევროპული ფული უფრო გამყარდება, როგორც ჩანს ლართან მიმართებაში.
WDC
freddie krueger
ციტატა
ერთი წელი მინიმუმ არ შეიცვლება ჩემი გათვლებით 1.80 (1.80-1.89)იან ნიშნულს, ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციის ემპირიულ ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება ასეთი ვარაუდის გაკეთება.

ანალიზი რო უფრო დაწვრილებით გაგვაცნო, შეიძლება? tongue.gif
bilina
ეს ვალიუტის კუსრები, Fორექსის თემები დიდად გაუგებარი სფეროა ჩემთვის smile.gif)) და ზოგადადაც დიდი გაუგებრობაა მგონი smile.gif))) აქაც უფრო გარკვევით თუ დაწერთ რამეს კარგია smile.gif
longbowman
ფორექსზე კარგი სტრატეგიის ქონის შემთხვევაში კაი კუშს აარტყამდა კაცი.
QG8
longbowman
ციტატა
ფორექსზე კარგი სტრატეგიის ქონის შემთხვევაში კაი კუშს აარტყამდა კაცი.


მერე რაღას უცდი?

მე როგორც ხედავ შენი ისტორიების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და რამოდენიმე თვეში ვცდი ბედს. biggrin.gif biggrin.gif wink.gif

თუმცა მანამდე დემო ანგარიშით გავერთობი.


ისე ვისაც სურს, შეუძლია კარგად შეისწავლოს ამ ვაჭრობის სპეციფიკა(მე ამ პროცესში ვარ) და ჯიბის ფულიც გამოიმუშაოს. გააჩნია თანხას შეიძლება მეტიც მოიგოთ
WDC
longbowman
QG8
დაგუგლეთ carry trade და გამოიყენეთ biggrin.gif
QG8
WDC
მადლობა სწორედ ასეთ რაღაცეებს ვეძებ
სანამ კარგად არ გავერკვევი ვაჭრობა მაინც არ ღირს wink.gif
WDC
QG8
ციტატა
სანამ კარგად არ გავერკვევი ვაჭრობა მაინც არ ღირს

რა თმქა უნდა. არბიტრაჟი, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ გვხვდება, ამიტომ ყველაფერს კარგად აწონ-დაწონვა უნდა wink.gif
longbowman
ციტატა
მერე რაღას უცდი?

მე როგორც ხედავ შენი ისტორიების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და რამოდენიმე თვეში ვცდი ბედს.

თუმცა მანამდე დემო ანგარიშით გავერთობი.


ისე ვისაც სურს, შეუძლია კარგად შეისწავლოს ამ ვაჭრობის სპეციფიკა(მე ამ პროცესში ვარ) და ჯიბის ფულიც გამოიმუშაოს. გააჩნია თანხას შეიძლება მეტიც მოიგოთ

რაღას ვუცდი კი არა სკილების აღდგენა მინდა.
ციტატა
დაგუგლეთ carry trade და გამოიყენეთ

არაა ეგ კაი სტრატეგია.
ოპტიმალური სტრატეგიით დეპოზიტი უნდა გააორმაგო ერთ თვეში რა.
მაგ კიდე ბევრად საჩალიჩოა ვიდრე ჰეჯირებით და დვიჟენიაზე ჰეჯის მოხსნით, სტოპების დაყენებით და რაზვაროტებით და სხვა სიყვარულებით.
WDC
longbowman
ციტატა
ოპტიმალური სტრატეგიით დეპოზიტი უნდა გააორმაგო ერთ თვეში რა.

rofl.gif rofl.gif rofl.gif მავროდი ხარ? biggrin.gif
longbowman
ციტატა(WDC @ Jun 12 2010, 07:38 PM) *
longbowman
ციტატა
ოპტიმალური სტრატეგიით დეპოზიტი უნდა გააორმაგო ერთ თვეში რა.

rofl.gif rofl.gif rofl.gif მავროდი ხარ? biggrin.gif

მავროდი არა biggrin.gif
მეიდოფი ვარ. biggrin.gif
ისე რა პრობლემაა როცა თამაშობ დაბალ დეპოზიტზე სადღაც ათას დოლარამდე გაორმაგება ბევრი ვერაფერია.
ნუ ყოველ შემთხვევაში სამოცი პროცენტი ნორმალური შედეგია.
bilina
მაინც ეკონომიკის მონათესავე თემაა ასე თუ ისე და ვინმეს IFRS-თან რამე შეხება ხომ არ გაქვთ? smile.gif))
AniUuSh
შეიძლება აქ არც უნდა ვპოსტავდე, მაგრამ რაღაც მაინტერესებს და იქნებ ვინმემ ამიხსნას:
საგადასახადო სისტემაში რაღაც ცვლილება შეიტანეს და თუ ადამიანს შემოაქვს უცხოეთიდან საქონელი, ამ საქონლის თვითღირებულებად ითვლება მხოლოდ ის, რაც ადგილზე ღირს და თვითღირბულებას აღარ ემატება ხარჯები ( გადაზიდვის და ა.შ. ) თუმცა ეს ხარჯები ცალკე ჯამდება და შემდგომში მოგებას აკლდება. მოკლედ, საბოლოოდ გამოდის რომ ადამიანი სახელმწიფოს იმავე თანხას უხდის რასაც აქამდე. და ვერ ვხვდები ეს ცვლილება რა საჭირო იყო. ანუ, ყველაფრის ცალ-ცალკე დაანგარიშება .
bilina
AniUuSh
კარგად ვერ გავიგე რას ამბობ, არც ვიცი მაგ ცვლილების შესახებ მაგრამ რაც დაახლოებით გავიგე იმას გეტყვი რომ ეგ საბაჟოზე დღგ-თი დასაბეგრ ბაზას შეამცირებს. smile.gif ანუ თუ შენ გადაიახე რაღაცაში 100 $ და საბაჟოზე ამის თვითღირებულებად მხოლოდ ამ თანხას ჩათვლიან საბაჟოზე გადახდილი დღგ იქნება ეს თანხა გამრავლებული იმ დღის კურსზე და გამრავლებული 0,18ზე biggrin.gif smile.gif) ეს იმპორტიორისთვის ცუდია იმიტომ რომ ჩასათვლელი დღგ შეუმცირდება smile.gif და მოკლედ მერე უფრო ძვირად გაყიდის იმას რაც იმპორტით შემოიტანა ანუ იმპორტზე ფასების ზრდას გამოიწყევს ეგ ცვლილება. მიხვდი? smile.gif თუ ვერ მიხვდი უფრო ზუსტად მითხარი ეგ ცვლილება და უკეთესად აგიხსნი. smile.gif
AniUuSh
bilina
მადლოობ smile.gif)
თუ მოვიძიებ სადმე., დავწერ smile.gif)
WDC
bilina
ციტატა
ეს იმპორტიორისთვის ცუდია იმიტომ რომ ჩასათვლელი დღგ შეუმცირდება და მოკლედ მერე უფრო ძვირად გაყიდის იმას რაც იმპორტით შემოიტანა ანუ იმპორტზე ფასების ზრდას გამოიწყევს ეგ ცვლილება. მიხვდი? თუ ვერ მიხვდი უფრო ზუსტად მითხარი ეგ ცვლილება და უკეთესად აგიხსნი.

აქ, მგონი, ლოგიკური შეცდომაა სადღაც smile.gif
bilina
WDC

რატომ? smile.gif
WDC
bilina
ჩაუთვლიან იმდენს, რამდენსაც საზღვარზე გადაიხდის, არა?
AniUuSh

სიმართელე რომ ვთქვა, ორივე წესით(ძველით და ახლით) გამოვიანგარიშე გადასახადები და ა.შ. და ბოლოს ერთი და იგივე მივიღე ორივე შემთხვევაში.. ამიტომ მაინტერესებდა რამე ხომ არ იცოდით.. იმიტომ რომ კანონში ცლილების შეტანას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა sad.gif
bilina
ციტატა
ჩაუთვლიან იმდენს, რამდენსაც საზღვარზე გადაიხდის, არა?

ხო ზუსტად smile.gif და ლოგიკური შეცდომა სადღაა?
იმპორტიორი თუ იგივე ფასად გაყიდის როგორც ადრე მაშინ დღგ-ს სხვაობა ანუ ის რაც ბიუჯეტში ექნება გადასარიცხი გაეზრდება იმპორტის იგივე მოცულობაზე და საერთო ჯამში მოგება შეუმცირდება თუ გასაყიდ ფასს არ გაზრდის smile.gif
და ეგ ცვლილება თუ საბაჯოზე დღგ-თი დასაბეგრ ბაზას არ ეხება და უბრალოდ ბუღალტრულად ეგრე აღრიცხვას მოითხოვენ მაგას უკვე არ ვიცი რა არსებითი მნისვნელობა აქვს, მაშინ ყველაფერი იგივენაირად იქნება smile.gif
ასე ვარაუდს ისე ჯობია ზუსტად ვიცოდეთ რა ცვლილებაა smile.gif))
ციტატა
სიმართელე რომ ვთქვა, ორივე წესით(ძველით და ახლით) გამოვიანგარიშე გადასახადები და ა.შ. და ბოლოს ერთი და იგივე მივიღე ორივე შემთხვევაში.. ამიტომ მაინტერესებდა რამე ხომ არ იცოდით.. იმიტომ რომ კანონში ცლილების შეტანას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა

რა გამოვიდა იგივე?
AniUuSh
გადასახდელი თანხაც და მოგებაც
bilina
ხო ეგრე გამოსის მგონი. ანუ საბაჟოზე აღარ გადაიხდის იმ 18%ს და რეალიზების შემდეგ გადარიცხავს და იგივე გამოვა.
WDC
bilina
ციტატა
ანუ საბაჟოზე აღარ გადაიხდის იმ 18%ს და რეალიზების შემდეგ გადარიცხავს და იგივე გამოვა.

My point precisely tongue.gif
bilina
WDC
სწორი შენიშვნა იყო smile.gif
AniUuSh
ხო, ეგრეა
QG8
საინტერესოა ქვეყანას და მის ეკონომიკას საგადასახადო კოდექსის ყოველთვიური ცვლით უნდა ვუშველოთ თუ რაიმე ძირეული და მაშტაბური ცვლილებებია აუცილებელი???

მე მაგალითად ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიმაჩნია დაჩქარებული პრივატიზაცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ ყველა არასარგებლიან მოძრავ, თუ უძრავ სახელმწიფო ქონებას გამოუჩნდეს კერძო მესაკუთრე, რომელიც ეფექტიანად შესძლებს ქონების გამოყენებას.

პრივატიზაციის პროცესი სხვადასხვა მიმართულებით და ხერხებით შეიძლება განხორციელდეს
bilina
ციტატა
საინტერესოა ქვეყანას და მის ეკონომიკას საგადასახადო კოდექსის ყოველთვიური ცვლით უნდა ვუშველოთ თუ რაიმე ძირეული და მაშტაბური ცვლილებებია აუცილებელი???

რას ერჩი ჩვენს კოდექსს? smile.gif მშვენიერი საგადასახადო პოლიტიკა მოქმედებს ქვეყანაში biggrin.gif smile.gif)) მართლა smile.gif ძაან ნორმალურია ყველაფერი.
უკანასკნელი ცვლილება ვიცი რომ 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში ვისი ბიუჯეტში გადარიცხული დღგც შეადგენს 200 000 ლარს მისი იმპორტი საბაჟოზე დღგ-თი არ იბეგრება. ეს ისე, ინფორმაციისთვის, ვინც არ იცის smile.gif
აი მაგალითად ასეთი ცვლილებეი ცუდი არაა ხშირად რომ იყოს smile.gif)))) ეს ნახევრად ხუმრობით smile.gif))
ისე კოდექსების ასე გიჟივით ცვლა არ შეიძლება, არ არის კარგი მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ვინაიდან და რადგანაც ფუნდამენტურ ცვლილებებს და საგადასახადო რეფორმას, ნამდვილ რეფორმას, დიდი დრო სჭირდება ასეთ ცვლილებებს მე პირადად ვამართლებ. smile.gif მაგალითად განაკვეთების შეცვლა, როცა ეგ საჭიროა და ჭირდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უნდა შეცვალო და წლების მანძილზე საგადასახადო რეფორმის დახვეწას და სრულყოფას არ უნდა ელოდო smile.gif ისე იდეაშI ეგრე უნდა ხდებოდეს მაგრამ გააჩნია სად როგორ არის საჭირო smile.gif
QG8
აი საინტერესო მაშინ იქნებოდა დღგ-სთან დაკავშირებით რასაც ბატონი მინისტრი დაპირდა მეწარმეებს.

ჩემს თვალწინ განაცხადა რომ დღგ-ს გადახდის ზღვარი იწევდა 200 000 ლარის ბრუნვაზე, ნაცვლად ახლანდელი 100 000-სა. თან ისე არც განმარტა და თქვა: "ეს იმდენად სასარგებლო და საჭირო ცვლილებაა, რომ ამის განხილვაზე არც შევჩერდები და თქვენც ალბათ საწინააღმდეგო კითხვებიც არ გექნებათ"-ო და სხვა საკითხის განხილვაზე გადავიდა, მაგრამ სად არის აღნიშნული პუნქტი ახალ საგადასახადო კოდექსში???

მე უფრო მიმაჩნია რომ ამ ცვლილებებთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები და ძვრები, ტყუილად არ ვახსენე წინა პოსტში პრივატიზაციის დაჩქარებული ტემპები რაც ჩემის აზრით ერთ-ერთი გამოსავალია.
სულ რაღაც ერთი წელია გავეცანი პრივატიზაციის სრულიად განსხვავებულ იდეას, რომელიც ისე მომეწონა რომ ვთვლი საუკეთესო გზაა.

P.S. თუმცა ბევრმა ვერ აღიქვა ვისთანაც მქონდა საუბარი და სიცილად არ ეყოთ smile.gif
AniUuSh
QG8
გეთანხმები
mik400
ეს ყველაფერი კარგია ჩვენს ეკონომიკას რა ეშველება? დოლარისა და ევროს ქვეყნები მოუვლიან თავის თავს
QG8
mik400


კონკრეტულად რა პრობლემას ხედავთ? biggrin.gif biggrin.gif და მერე შეიძლება შველაზე საუბარი wink.gif
AniUuSh
QG8
პრობლემების მეტი რა არის?!
AniUuSh
sad.gif
QG8
mik400
AniUuSh

მასე ყველა ასე ვიძახით პრობლემაა და არავინ არაფერს არ აკეთებს smile.gif

აბა ვთქვათ რა პრობლემაა და რაში ვართ დამნაშავენი? და იქნებ გამოსწორებაც შეიძლება?
skiron
ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ცალკე განყენებულად ვერ განიხილავ ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემებისგან.

ეკონომიკის მთავარი პრობლემა არის არასტაბილური ბიზნეს გარემო და მაღალი რისკები, რაც FDI-ს შემოდინებას უშლის ხელს და მაგის გარეშე არაფერი გვეშველება.

სულ ეს არის. აწი შეგვიძლია დავხუროთ თემა. tongue.gif
QG8
skiron
ციტატა
ეკონომიკის მთავარი პრობლემა არის არასტაბილური ბიზნეს გარემო და მაღალი რისკები


შეიძლება და გეთანხმო ან არ დაგეთანხმო მაგრამ მთავარია მიზეზების ჩამოყალიბება wink.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.