fernando magella...Walden/Oshoციტატა
რა განსხვავებაა სამომხმარებლო ფასების ინდექსსა და მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორს შორის
კარგით ვცადოთ მაშინ და ვნახოთ რა გამოვა.

თავიდან აღვნიშნოთ რომ ორივე: სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი) და მშპ-ს დეფლატორი ინფლაციის გასაზომად გამოდგება თუმცა უფრო ეფექტიანი სფი-ა.
1. სფი გამოითვლება ყველა იმ საქონლის ფასის გაანგარიშებით რომელსაც გამოიყენებს ჩვეულებრივი საშუალო მომხმარებელი, აქ შეიძლება შედიოდეს როგორც ადგილობრივი ნაწარმი ასევე იმპორტირებული საქონელი. ამ კალათის შემადგენლობა და კალათაში საქონლის წილები დათვლილია და გაანგარიშებულია სტატისტიკის სამსახურის მიერ. სწორედ ამ საქონელის ფასების ცვლილების გამოთვლით ითვლება ინფლაცია.
2. მშპ-ს დეფლატორი კი გახლავთ
ნომინალური მშპ/რეალური მშპ. ზოგადად მშპ დათვლის რამოდენიმე მეთოდი არსებობს თუმცა ვთაქვათ უფრო პოპულარი. ყველაზე მარტივად: მშპ არის ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული იმ საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულება, რომელიც საანგარიშო წელს გაიყიდა ბაზარზე. ანუ მშპ-ში შედის მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე ნაწარმოები პროდუქცია.
ნომინალური მშპ არის მაგ.: 2010 წელს ნაწარმოები პროდუქცია, ნაანგარიშები იმავე წლის ფასების მიხედვით, ხოლო რეალური მშპ-ს გამოსათვლელად ფასებად იღებენ რომელიმე საბაზისო წლის ფასებს მაგალითად 2001 წლის და ამის მიხედვით თვლიან შემდეგი წლების მშპ-ს, ამიტომ ქვია რელური რომ, გამოირიცხება ფასის ცვლილებით გამოწვეული ზრდა ან კლება.
როგორც ვხედავთ: სფი-ს გამოთვლის დროს მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული საქონელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი ადგილობრივი ნაწარმის ფასების მიხედვით დაითვლება.ეს ყველაზე მოკლედ და მარტივად რაც შეიძლება დაიწეროს, ვისაც სურვილი აქვს დაამატოს ან შეასწოროს