დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: სპორტი
რა? სად? როდის? ფორუმი > ზოგადი კატეგორია > ზოგადი განყოფილება
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54
barcaman
საფეხბურთო თემა აშკარად არ გვყოფნის და საჭიროა ზოგადად სპორტზე თემის გახსნა.
უახლოესი დიდი მოვლენა მსოფლიოს პორტში არის პეკინის ოლიმპიადა, რომელიც 8-24 აგვისტოს გაიმართება.
მედლები გათამაშდება 38 სახეობაში.
საქართველოს სახელით ამ ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ესენი არიან:

1.ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა)
3. ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა)
4. ილია გიორგაძე (სპორტული ტანვარჯიში)
5. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
6. ნესტორ ხერგიანი (ძიუდო)
7. ზაზა კედელაშვილი (ძიუდო)
8. დავით ქევხიშვილი (ძიუდო)
9. გიორგი ბაინდურაშვილი (ძიუდო)
10. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)
11. ლომერ(ლევან) ჟორჟოლიანი (ძიუდო)
12. ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო)
13. ლაშა გოგიტაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
14. დავით ბედინაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
15. მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
16. ბადრი ხასაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
17. რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
18. ბესარიონ გოჩაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
19. ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
20. გელა საღირაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
21. რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
22. გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
23. კახაბერ ჟვანია (კრივი)
24. ზვიად იზორია (კრივი)
25. მარიამ ქევხიშვილი (მძლეოსნობა)
26. ირაკლი რევიშვილი (წურვა)
27. ანა სალნიკოვა (ცურვა)
28. რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა)
29. არსენ კასაბიევი ( ძალოსნობა)
30. ალბერტ კუზილოვი ( ძალოსნობა)
31. რენატო გომესი "გეორ" (პლაჟის პრენბურთი)
32. ჟორჟე ტერცეირო "გია" (პლაჟის ფრენბურთი)
33. კრისტინე სანტანა "საქა" (პლაჟის ფრენბურთი)
34. ანდრეზა მარტინსი "რთველო" (პლაჟის ფრენბურთი)
35. და მძლეოსნობაშ გვყავს ერთი კიდევ, დავით ქვია და გვარი ვერ ამოვიკითხე biggrin.gif
D
dorian grey
პირველი როგორც მე ვიცი 9 აგვისტოს ხერგიანი ჭიდაობს
Irakli
პლიაჟის ნაკრები მომწონს მე.განსაკუთრებით ქალების wub.gif
SmoK1e
მე ბატუტზე ხტომას ვბალენშიკობ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ერის სიამაყეა biggrin.gif biggrin.gif
Irakli
SmoK1e
შარშან თუ არ ვცდები გერმანიამ ბატუტზე ხტომა.და ის გერმანელი ეთნიკურად ქართველი იყო პახოდუbiggrin.gif
barcaman
ციტატა
შარშან თუ არ ვცდები გერმანიამ ბატუტზე ხტომა.და ის გერმანელი ეთნიკურად ქართველი იყო პახოდუ

შარშან არა, წინა ოლიმპიადაზე smile.gif
გვარი არ მახსოვს ზუსტად, ღ რომ ურევია, ეგ მახსოვს biggrin.gif
ეთნიკური ქართველი კი არა, ჩვეულებრივი ქართველია smile.gif ქართულიც იცის, პროსტა გერმანიაში ცხოვრობს და იმის სახელით გამოდის
SmoK1e
ხო ის გერმანელი ქართველი ვიცი როგორ არა.......
ჩვენი ბატუტუზე მხტომელი მაგარია იმენა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gifგარეგნობაზე დაყრდნობით ვამბობ მარტო biggrin.gif biggrin.gif
Azazello
barcaman
Irakli
დოღონაძე smile.gif მგონი ანა
barcaman
ციტატა(Azazello @ Aug 4 2008, 09:27 PM) *
barcaman
Irakli
დოღონაძე smile.gif მგონი ანა

არა. დოღOნაძე კი ვიცი, ეგ ეხლა გამოდის გერმანიის სახელით.
იმას უფრო გრძელი გვარი ჰქონდა მახსოვს
Azazello
barcaman
გეუბნები მაშინაც ეგ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი
SmoK1e
ანა ერქვა ჩემპიონს გვარს ვერ ვიხსენებ
dachi 1x
35. და მძლეოსნობაშ გვყავს ერთი კიდევ, დავით ქვია და გვარი ვერ ამოვიკითხე

ეს დავით ილარიანია... წინა ოლიმპიადზეც იყო,მაგრამ დიდი არაფერი... გამოდის 110 მეტრზე ბარიერებით სირბილში...
barcaman
ციტატა(Azazello @ Aug 4 2008, 09:31 PM) *
barcaman
გეუბნები მაშინაც ეგ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი

კი, მართალი ხარ. ეხლა სურათ ვნახე და ეგ არის. სახეზე მახოვდა. მაგრამ აშკარად უფრო გრძელი გვარი მახსოვდა smile.gif
Azazello
barcaman
მე კიდევ ლინკი გავამზადე უკვე smile.gif
SmoK1e
ჩვენი ბატუტზე მხტომელს მარტო ტანის გამო ეკუთვნის ჩემპიონობა ესეთი გოგო მისს მსოფლიოზე გაუშვათ ბლინ რა უნდა ოლიმპიადაზე
diletanti
ციტატა
საქართველოს სახელით ამ ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას

ხომ არ იცით გახსნაზე მედროშე (ასე ქვია მგონი ქვეყნის დროშა რომ უჭირავს ხოლმე გახსნაზე) ვინ იქნება?

ათენში როგორც მახსოვს ზვიადაური იყო
Azazello
ვინმემ ხომ არ იცით რომელ საათზე იწყება ოლიმპიადის გახსნა?
SmoK1e
Azazello
დღეს დაიწყო უკვე ფეხბურთი იტალიამ მოიგო smile.gif
Azazello
SmoK1e
გილოცავ smile.gif მარა გახსნის ცერემონია მაინტერესებს ხვალ რომელ საათზეა
SmoK1e
Azazello
არ ვიცი....ფეხბურთის თემაში ნახე ჯოვინკოს გოლი smile.gif რა ეზრდება იუვეს........
Azazello
SmoK1e
ვნახე უკვე... მაგარია ჯოვინკო
Mathias_Sammer
ეგ ყველაფერი კარგი მარა ცურვაში როდის გვეშველება sad.gif დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთხელ არ გვაქვს მიღებული ლიცენზია ყოველთვის სტუმრის რანგში გამოვდივართ, ერთი შემიძლია გითხრათ ირაკლი რევიშვილზე ალბათ 1500 მეტრს იცურავებს კაი ბიჭია საქართველოს სინამდვილეში, ეს როგორ მახსოვს სტარტზე გვერდიგვერდ რო ვიდექით, ყოველთვის ყველას გვიგებდა, ასე რომ ირაკლი თუ ფორმაშია შეიძლებარამოდენიმე კაცს გააასწროს, ხოლო რაც შეეხება სალნიკოვას მაგან მეეჭვება რამე შედეგი აჩვენოს სპორტის ოსტატობაც არ ააქვს შესრულებული
Mathias_Sammer
გიორგი გოგშელიძე მოიგებს ოლიმპიადას ნამდვილად ვიცი თუ ფორს მაჟორი არ მოხდა რამე smile.gif დანარჩენზე თავს ვერ დავდებ smile.gif
okicha
Mathias_Sammer
ცურვაში იმიტო გვაქვს საქმე ცუდათ რომ სკოლა არ გვაქვს და პირობები. ტან არც დიდად ადარდებს ვინმეს.დავიდოდი ცურვაზე და ასე თუ ისე ვიცნიბ შიდა სამზარეულოს.
SmoK1e
ჩემი აზრით ყურადღება უნდა მიექცეს ტრადიციულს სპორტებს პირველ რიგში და მათი მომზადება და პირობები მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე უნდა გახდეს. მერე უნდა მიექცეს ყურადღება არატრადიციულ დარგებს. ორივეს ერთად განვითარებას ძალიან დიდი ხარჯები დაჭირდება და ოლიმპიურ ჩემპიონს ვერ მოგვცემს... ეხლა ნახეთ მინიმუმ 5 ოქრო მოგვაქ smile.gif
okicha
მემგონი ჩვენი მოჭიდავეები გამწარებულები სუყვესას დაანგრევენ smile.gif
okicha
დღეს პირველი მარცხი განვიცადეთ ძიუდოში sad.gif
აჩიკო
okicha

ვინ წააგო? კედელაშვილმა?
okicha
badagi
არა ხერგიანმა
vulkani_lava
ეე ცუდი სტარტი ავიღეთ მაგრამ კარგად დავამთავრებთ biggrin.gif
dachi 1x
ახლა ვუყურე რუსულ არხზე ხერგიანის ჭიდაობას, როგორ წააგებინეს sad.gif ნაღდი ვაზარი არ მისცეს 45 წამით ადრე, გაგიჯებული იყო რუის კომენტატორი... არადა მაინც არ იყო წასაგები ბრძოლა sad.gif
PaNKveLa
ბოლოს და ბოლოს ხერგიანმა ვერცლიც ვერ აიღო ? wink.gif
SmoK1e
ბიჭებო ცოტა ამოვარდი და ჩვენები რას შვებიან ოლიმპიადაზე?????
vulkani_lava
ციტატა(PaNKveLa @ Aug 9 2008, 03:12 PM) *
ბოლოს და ბოლოს ხერგიანმა ვერცლიც ვერ აიღო ? wink.gif




ხერგიანი წამოვიდა სახში ხელცარიელი biggrin.gif


( ოლიმპიური სისტემაა წააგებ გავარდები biggrin.gif )




იმედია მის დამარცხებას სხვები აანაზღაურებენ wink.gif
PaNKveLa
ციტატა
ოლიმპიური სისტემაა წააგებ გავარდები
შენ წარმოიდგინე და ეგრე არაა მას ქონდა შნსი იმისა რომ ბრინჯაოზე ებრძოლა იმ შემთხვევაში თუ ის პიროვება რომელმაც იგი დაამარცხა გავიდოდა ნახევარ ფინალში !!!
okicha
PaNKveLa
დამაშვიდებელ წრეშიც წააგო პირველივე. და ოლიმპიური ნაკრები წამოვიდა საერთოდ
PaNKveLa
ციტატა
PaNKveLa
დამაშვიდებელ წრეშიც წააგო პირველივე. და ოლიმპიური ნაკრები წამოვიდა საერთოდ
ეგ ვიცი wink.gif ისე გაზეთში ვმუშაობ და უნდა ნახო აქქ რეები ხდება wink.gif
PaNKveLa
ოლიმპიური კურიოზების ისტორია
სპორტი — თავფურცელი
14:31 08.08.2008

ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[”ვერსია”]
არც ერთ ოლიმპიადას კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებით ხშირად ასეთი ეპიზოდები თანამედროვე ოლიმპიზმის გარიჟრაჟზე ხდებოდა, როცა სპორტი მხოლოდ სამოყვარულო იყო. გაგაცნობთ ზოგიერთ კურიოზულ და უხერხულ სიტუაციას ზაფუხულის ოლიმპიადების ისტორიიდან.
ანტირეკორდი ცურვაში
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცნობილი სერიოზული კურიოზი არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, რვა წლის წინ, სიდნეის ოლიმპიადაზე მოხდა. ეკვატორული გვინეას წარმომადგენელმა ერიკ მუსამბანიმ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო ცურვის შეჯიბრში 100 მეტრ დისტანციაზე, არადა, ცურვა ოლიმპიადამდე სულ სამი თვით ადრე ისწავლა. გარდა ამისა, მუსამბანი ადრე არასდროს ჩასულა აუზში და 30 მეტრზე მეტი არ გაუცურავს. ამის მიუხედავად, მან მოახერხა პირველი შესარჩევი ტურის გავლა. საქმე ის იყო, რომ ტურში კიდევ ორი მისნაირი მოცურავე, ასევე ეგზოტიკური ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი მსაჯის სასტვენს არ დალოდებიან, ისე ჩახტნენ აუზში, მუსამბანი კი არც განძრეულა - უბრალოდ, მას არ უთხრეს, რა დროს უნდა გაეცურა. მის მოწინააღმდეგეებს დისკვალიფიკაცია მისცეს, გვინეელი კი, ისე რომ თითიც არ დაუსველებია, მეორე ტურში გავიდა.

ყველაზე სასაცილო კი სწორედ აქ დაიწყო. აუზის მეორე ბოლომდე ერიკმა, როგორც იქნა, მიაღწია, მხოლოდ მაშინ, როცა შეჯიბრის დანარჩენ მონაწილეებს ფინიშის ხაზი კარგა ხნის გადაკვეთილი ჰქონდათ. უკანა გზობაზე აფრიკელი, მორბენალების ენაზე რომ ვთქვათ, უბრალოდ, დადგა, თუმცა, იმის ძალა კი ეყო, წყალში რაღაცნაირად გაჩერებულიყო. არადა, სტარტის ხაზთან გაცურვისთვის უკვე სხვა სპორტსმენები ემზადებოდნენ მოუთმენლად. როცა აფრიკელმა ჩაძირვა დაიწყო, მის გადასარჩენად მსაჯებიც კი გადახტნენ წყალში. მართალია, ერიკმა აუზიდან ამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა, მაგრამ აბსოლუტური ოლიმპიური ანტირეკორდიც დაამყარა ცურვაში.

აუ, სად ურბენია?!
მსგავსი რამ მოხდა 1996 წლის ოლიმპიადაზე ატლანტაში, მხოლოდ მორბენალთა შეჯიბრებაზე. როგორც ცნობილია, მარათონი თამაშების ბოლო დღეს ტარდება, ხოლმე. ორგანიზატორებმა სტარტი დილის შვიდის ნახევარზე დანიშნეს, სპორტსმენებს ფინიშირება შუადღის სიცხის დადგომამდე რომ მოესწროთ. მარათონი შედგა, მონაწილეებმაც დიდი ხანია გადაკვეთეს ფინიშის ხაზი, თუმცა, გაირკვა, რომ ყველამ არა - ავღანელი აბდულა ბასერ ვასიგი მათ შორის არ აღმოჩნდა. ყველამ იფიქრა, რომ მან მიატოვა მარათონი, მაგრამ როცა შებინდდა და ყველა ოლიმპიური დელეგაცია დახურვის ცერემონიისთვის ემზადებოდა, სტადიონის სარბენ ბილიკზე გაწამებული ავღანელი გამოჩნდა. ორგანიზატორები აღშფოთებულები იყვნენ - ვასიგს მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩაშლა შეეძლო, რადგან მაყურებლებმა მთელი ყურადღება მორბენალზე გადაიტანეს და მას ოვაციებით შეხვდნენ. საბოლოოდ, სტადიონის თანამშრომლებმა სწრაფადვე მოახერხეს მარათონელის არენიდან გაყვანა და ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

კუბერტენის კოშმარი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასული საუკუნის დასაწყისში ოლიმპიადებზე კურიოზები უფრო მეტი იყო. საკმარისია უბრალოდ ჩამოვთვალოთ დისციპლინები, სადაც მედლები გათამაშდა. მაგალითად, სროლა მტრედებზე, საჰაერო ბურთით გადაფრენა, გირების სროლა... სხვათა შორის, 1900 წელს, რიგით მეორე ოლიმპიადაზე პარიზში არ მონაწილეობდნენ მოჭიდავეები და მძლეოსნები. თანაც, პირველი თამაშების ორგანიზების დაბალი დონე მეტად აღმაშფოთებელი იყო, რამაც თავად პიერ დე კუბერტენიც კი შეაძრწუნა.

მარტო 1904 წლის ოლიმპიადის გახსენება რად ღირს, რომელიც ამერიკულ სენტ-ლუისში გაიმართა. შეჯიბრების ორგანიზატორები მეტად უცნაურად იქცეოდნენ: მაგალითად, ნახევარფინალურ გარბენებს აწყობდნენ სხვადასხვა დისტანციაზე და მერე ფინალიც რომ იყო საჭირო, ზოგჯერ ავიწყდებოდათ, ერთმანეთში ერეოდათ სპორტსმენები, მედლებს შეცდომით გადასცემდნენ და სხვა. ამის გამოა, რომ იტალია და საფრანგეთი დღემდე კამათობს, რამდენი “ოქრო” მოიპოვეს იმ უცნაურ თამაშებზე.

არც ის არის გასაკვირი, რომ ამ ოლიმპიადის მთავარი გმირები თაღლითები - ამერიკელი ფრედ ლორცი და იაპონელი სავაო ფუნი გახდნენ. ამერიკელმა მარათონზე “გამოიჩინა” თავი. მან ყველა მონაწილესთან ერთად კი აიღო სტარტი, მაგრამ მერე შეუმჩნევლად მეგობრის მანქანაში გადაინაცვლა და პრაქტიკულად მთელი დისტანცია (დაახლოებით 22 კილომეტრი) ავტომობილით გაიარა. ბოლოს, 2 კილომეტრით ადრე გადმოვიდა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

დაჯილდოების მდიდრული ცერემონია იქვე შედგა და “მარათონელმა” ოქროს მედალი აშშ-ს 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ქალიშვილისგან, ალისასგან მიიღო. გაიჟღერა ამერიკის ჰიმნმაც, საზეიმო მელოდიებიც გაისმა და მხოლოდ ამ “ტრიუმფიდან” ნახევარი საათის შემდეგ მიბობღდა ფინიშზე ლორცის თანამემამულე ტომ ჰიკსი, რომელმაც იქვე გონება დაკარგა. ამ არეულობით ისარგებლა “ჩემპიონმა” და მიიმალა. თაღლითი მარათონელი გარბენის ოფიციალურმა დამკვირვებელმა ამხილა. ლორცს ჯერ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ მერე ნება დართეს, სპორტში დაბრუნებულიყო.

მთავარია, სურვილი და არა გამარჯვება!
იაპონელი ფუნი სენტ-ლუისში ისე ჩავიდა, ჭოკის ხტომაში არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ გამარჯვების დიდი სურვილი ჰქონდა. სამშობლოში პირობა დადო, რომ ამერიკიდან აუცილებლად ოქროს მედალს ჩაიტანდა. მან სადღაც გრძელი და მაგარი ჯოხი იპოვა და ამით გავიდა სტარტზე. ფუნი ასე ხტებოდა - მივიდოდა ღერძთან, ქვიშაში ჩაარჭობდა ჭოკს, მერე აბობღდებოდა მასზე და უბრალოდ, გადავარდებოდა ღერძის იქით.

მსაჯებმა დიდხანს იფიქრეს და იაპონელს პირველი მცდელობა არ ჩაუთვალეს. მეორე ჯერზე ფუნი ცოტაზე გაიქცა, ღერძთან შეჩერდა, ჭოკი ისევ ქვიშაში ჩაარჭო და იგივე მანევრი გაიმეორა... არბიტრები რამდენიმე საათს ფიქრობდნენ, ვიდრე “მხტომელს” “წითელ შუქს აუნთებდნენ”. ფუნი იმდენად აღშფოთებული დარჩა, რომ მსაჯები რასიზმში დაადანაშაულა. განაცხადა, რომ მას პატიოსნად “ნაშოვნი” ოქროს მედალი მხოლოდ იმიტომ არ მისცეს, რომ ის აზიელი იყო. მას მაშინვე აუბა მხარი იაპონურმა პრესამ, ამომავალი მზის ქვეყანაში კი საპროტესტო დემონსტრაციებიც გაიმართა.

Psycho
FT Manchester C. 1 - 0 AC Milan

ამათ ვენაცვალე!
SmoK1e
ხალხო ოლიმპიადაზე რამე მოვიგეთ თუ ჩავისვარეთ
okicha
Julien
ვაა კაია
okicha
SmoK1e
ოლიმპიადაზე ჩავისვარეტ და თან წამოვიდა ჩვენი დელეგაცია
okicha
დღეს ნინო სალუქვაძემ მოუტანა პირველი მედალი(ბრინჯაო) ქართულ ოლიმპიურ გუნდს
okicha
ზაზა კედელაშვილი კი დამარცხდა პირველივე შეხვედრაში იპონით. სამწუხაროდ თავისვე დაწყებულ ილეთზე წამოეგო.
SmoK1e
okicha
არა უშავს კიდე არიან ძლიერი სპორტსმენები და ისინი გაიმარჯვებენ
sandro_piramida
აუ კედელაშვილზე მაგრად დამწყდა გული, აშკარად ვერ იყო რაღაც ხასიათზე.. რა დაემართა ვერ გავიგე..sad.gif
okicha
sandro_piramida
როგორც თქვეს გუშინ წამოსვლას ხო აპირებდნენ და ბევრი უჭამია და წონა მოიმატა.მერე მთელი გამე წონის დაგდებაზე ჩალიჩობდა და დაღლილი იყო
sandro_piramida
რაიყო ესე თუ უყვარდა ჭამა გადასულიყო უფრო მძიმე კატეგორიაში აქამდე...smile.gif
okicha
sandro_piramida
ხო რავიცი რა ჩასკდა ეგეთი. თან თუ უყურე ეგრევე დაიღალა ძლივს სუნთქავდა
SmoK1e
ჯერ სად მოდიოდა რო მოდიოდა...მაგათი მოვალეობაა იქ მოიგონ, ნუ თუ რუსებს დაამარცხებენ უკეთესი
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.